ფიქრები თავდაცვის პოლიტიკის შესახებ

23 01 2009

დავიწყოთ იმით რო მე სუ მოწოდებული ვარ განვაზოგადო საკუთარი მოსაზრებები და ვთქვა რო “ყველა კაცი …” – და მერე მოდის ხოლმე ყველაფერი დაწყებული მილიტარისტული იდეებიდან დამთავრებული მდედრებთან ურთიერთობის მეთოდებით, რაც სინამდვილეში იასნია ცნობილი დოზით თვით მოტყუებაა – ალბათ უმეტესობა მამრებისა… უმეტესობას მამრობითი სქესის წარმომადგენლებისა და ზოგ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფიქრიათ თავდაცვის სისტემის აწყობის შესახებ, ეს სავსებით ნორმალურია, მისაღებია და ჯამრთელია – ეზ ლონგ ეზ ჩვენ არავინ ჩაგვაბარებს ამ ყველაფერს სინამდვილეში, და 99.99%-ისათვის ეს ასეც იქნება, ტაკ ჩტო რადეუმსია და ვფიქრობთ დალშე. მარა რაც საინტერესო და არც ისე სასიამოვნოა მეორეს მხრივ რო ხშირად თავდაცვის სისტემას აბარებენ ხოლმე ადამიანს რომელზეც ამაზე მაინდამაინც ბევრი არასოდეს უფიქრია… მარა ეს ცალკე პრობლემაა და ცალკე საკითხი.

ხოდა ამ მაჟორულ ნოტაზე ბლიჟე კ წელუ და ჩემუ აზრუ:
მთელი ცხოვრება მაცოფებდა კამათები წიპა:

“მეტი ტანკები გვინდა – არა მეტი ტანკები არ გვინდა”
ვერტალიოტები ვაფშე არ გვინდა ტო, ორი ეფ-16 მთელი ვერტუშკების პარკის სანაცვლოდ ჯობია”
“რა G36, რას ამბობ ტო M4A3 ჩისტა საარმიო იარაღია, აგერ ნახავ თუ არა!” (და განვრცობილი ჩხუბი მერე თემაზე 5.56მმ გვინდა თუ მამაპაპური 7.62X39 (და მერე ცალკე უნდა უხსნა რო ჩვენი ჯარი 5.45 -ზეა უკვე კაი ხანია სულ რაღაც 0.9მმ -ზე მიდის კამათი… ნუ კიდე ბევრ ფაქტორზე მარა პრინციპულად ვინც ატრაკებს რო “კალაშა! ჩემი კაი ტო!” – ატრაკებენ 7.62-ს სახელით და დაიცავენ კი ისევე თავგამოდებით 5.45მმ -ს??… კიდევ მესამე თუ უკვე მეოთხე ცალკე თემა ამ მონოლოგში…)

და ასეთი საუბრების მეტი თითქმის არც არაფერია სამხედრო ფორუმები, ან მილიტარისტების დიალოგები თუმდაც ლაივში. იასნია მილიტარისტებიც იყოფა დამწყებ, დილეტანტ, ედვანსდ, პროფი, მასტერ დ ა.შ. მილიტარისტებად მარა თუ დამწყებების კალაშებზე ბაზრობენ, მასტერები ბრიტანული ტაქტიკა ჯობია თუ ამერიკული… პრინციპი იგივეა – შუბლით შუბლზე, ფინალში ჩემი კაიებით კაჩავი.

მეც თავისუფლად ვმონაწილეობდი და ვამტკიცებდი ერთ-ერთ მოსაზრებას ხოლმე და მიდიოდა მერე დაკა დაკა და ერთმანეთზე გაჭედვა რო “ეგეთი ტუპოი როგორ არი ტო” და იქითა მხრიდან “ეგ სამინისტროში მუშაობს ტო, მაგან უფრო იცის” და ა.შ.

და არავინ არ უფიქრდება რომ სინამდვილეში საქმე არის “გააჩნია რა გვინდა ზოგადად” -ში. ესეც ხანდახან წამოცდებათ ხოლმე, მარა როგორც წესი ეს კამათში დამარცხებას ნიშნავს, ანუ რაღაცა TTX-ი კარგად არ იცოდი და უკან დახევის პონტში “აუ გააჩნია რა კაროჩე…” წამოგცდა…

ბლია! ამის დედა ვატირე 30 თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა, 27 რეფორმა ჩატარდა და ყველა დაკავებულია ან კაზარმების აშენებით, ან იარაღების ყიდვით, კი – კიდე “გადამზდების” სხვა და სხვა პროგრამების შემოღებით…

და მთავარი სუ ავიწყდებათ: რა მიზნები გვაქ? – იქნებ ნა ხუი არ გვინდა ესა თუ ის იარაღი, იქნებ კაზარმები არ გვინდა და ბუნკერები გვჭირდება? – იქნებ არც ერტი და არც მეორე და როგორც მე ქვემოთ გაჩვენებთ(მომავალ პოსტებში) – ჩვენ ჯარს ვაფშე არ ჭირდება მუდმივი დისლოკაციის ადგილები? – მარა გააზრება ეზარებათ, ტუპა, სხვისი გამოცდილება – კოპია, ვაკეთებთ, მეორე გამოცდილება – ტუპა, ვაკეთებთ, ი?? – სად მოვედით? – სად მივდივართ? – აზრი?… “ულიბაემსია ი მაშემ, ულიბაემსია – ი – მაშემ” ი ვსიო…

მეტი ეგეთი კომედია არაფერია თავდაცვის მინისტრი რო გამოვა და “ჩვენ არ გვეგონა თუ რუსეთთან ომი მოგვიწევდაო”… გგონიათ იხუმრა?… ჩესნა როჟას არ ეგონა რო რუსეთთან ომი მოგვიწევდა, გგონიათ მე მეგონა და დავცინი? – მეც არ მეგონა, ნაღდად აი ჩემ ფანტაზიებში ძილის წინ მე ვომობდი სეპარატისტებთან რომლებსაც ეხმარებოდენ ერთეული რუსის ოფიცრები ტამ და 1-2 სპეცნაზი… მეც არ მეგონა რო რუსეთი აჰაიდა, იქუხებდა და წამოვიდოდა… ნუ მე ის მამართლებს რო პროგრამისტი ვარ და არ მევალებოდა რეალისტურად მეფიქრა მარა – მამენტ რა? – რაც ეხლა ვარ ის ვიქნები მინისტრად რო დამნიშნონ ხო, მენია ეტა ნი აპრავდივაეტ… რატო არ მეგონა? – იმიტო რო არ გვაქ სისტემური მიდგომა თავდაცვისადმი, ეს სინამდვილეში სხვა წრეში და სხვა განზომილებაში როგორც 2X2=4 -ია. აი ყველამ კარგად იცის რო შენ სხვა და სხვა ხალხთან სხვა და სხვა როლი კი არ უნდა ითამაშო, სხვა და სხვა სახე კი არ უნდა მიიღო – შენ უნდა პირველ რიგში იყო შენ და ყველას მიუდგე ერთნაირად. ყველა სპორტში ყველა სპორცმენს სუ იმას ასწავლიან რო სულ ერთია მოწინააღმდეგე გუნდი სუსტია თუ ძლიერი – შენ უნდა მთლიანად მოინდომო და დაიხარჯო, იმიტო რო არასოდეს იცი როდის ის რა სურპრიზს გიმზადებს, იმიტო რო ტრამვა არ აიკიდო ზედმეტი ბაცნობისგან და მოშვებისგან, იმიტო რო ნაკრებში მოხვედრა თუ გინდა თანაბარ-პროფესიონალურად უნდა გამოიყურებოდეს შენი თამაში ყოველთვის და ა.შ. – და რატო გვაქ ჯართან დაკავშირებით სუბიექტიზირებული მიდგომა? – რო წიპა აფხაზებს – კი, ოსებს – კი, ტამ ირანისგან დაბომბვებს – ხო რავი ვროძე არა, რუსეთს – არა, პოლონეთს – რას გვერჩის, ჩინეთს – დავჩეხავთ სუ პურის დანებით… შტო ზა ხუინია ბლია. ჯარი უნდა შენდებოდეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი შესაძლო საფრთხისგან დაცვისთვის, მცირე დაცვების გათვალისწინებით, უნდა კეთდებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის, და არა სხვა ქვეყნებისთვის ინდივიდუალურად… კეზერაშვილის ბრალია ის რო “არ გვეგონა რო რუსეთი შეგვიტევდა?” – კი, მისიც, ჩემიც, თქვენიც, კიდე წინა 5 თავდაცვის მინისტრის, კიდე მერაბ კოსტავამდე შეგვიძლია ჩავიდეთ და გავცდეთ – ყოველთვის რაღაც “ხუიაჩიმ” პრინციპით ვომობდით და მოსული პონტია ეგ დღემდე… ა ნუი იო ნახ, ცხელი გული და პახუიაჩიმ რამეს კაცო… და ეხლა აქ მაგარ ფრაზას გეტყვით: … პახუიაჩიმ რამეს კაცო, მიზანი მაინდამაინც მოგება ხო არ არი არა? – რუსეთს ვერ მოუგებ, პროსტო გავატრაკებთ რო კაცობაში არ ჩავიჭრათ და მერე ეხლა იასნია რო თუ არ დაგვეხმარენ რაზეა ბაზარი ტო, რისი ტრაკი გვაქ… – იგრძენით? – აქ კიდე დაამატებენ ხოლმე “რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ” და რო სხვანაირად ფიქრი მარაზმია და თვითმკვლელობა.

სიამოვნებით მოვისმენდი კეზერაშვილის საუბარს, რო დალევს ცოტას და სუფრაზე რო ჩვეულებრივი ჩვენგანივით ჩამოჯდება და იბაზრებს… და კეზერაშვილი არც ცუდი მინისტრია, არც კარგი, უარესებიც ყოფილან და მასზე უკეთესებიც მამენტ ბევრად ნაკლები იყო…

ასეთი… არასისტემატიზირებული მიდგომა იწვევს ყველაფერს, დაწყებული იმიდან რო ჯარისკაცები მვდ-ს მისტირიან, იქ რა კარგად გარკვეულად და დალაგებულად არი ყველაფერიო და დამთავრებული იმით რო ომს ომზე ვაგებთ და ლამის გვიხარია… “ჩვენ გავიმარჯვეთ!” თურმე… მე რაღაც ეს გამარჯვება მაინდამაინც არ მიგრძვნია – მარა რაღაი პრეზიდენტი ამბობს – ზნაჩიტ, სხვა რა გზაა??…

სამხედრო დოქტრინა, სამხედრო დოქტრინა უნდა აღწერდეს და იწყებოდეს ჯარისკაცის, 1 ცალი ჯარისკაცის, მოქმედებების სისტემიდან (არა მარტო ბრძოლაში, არამედ მშვიდობის დროს, ვარჯიშისას, სახლში ყოფნისას, ტვალეტში შესვლისას) და მთავრდებოდეს მთელი არმიის პრინციპებით. შუაში მოიცავდეს გამოსაყენებლ ტაქტიკებს, მიზნებს, იდეებს და ა.შ. – და სიტყვა არ უნდა იყოს დაძრული კონკრეტიკაზე, ანუ უნდა ეწეროს “იარაღი”, “ჯავშან მანქანა”, “საფრენი აპარატი”, “ჯარისკაცი” და არა “კალაშა”, “ტანკი”, “კრაკადილი” და “შავნაბადას სპეცნაზელი” – დოქტრინა უნდა იყოს როგორც… კოდექსი, თეორიული ხერხემალი, რაზეც დაეყრდნობა მთელი ჩვენი პრაქტიკული შეიარაღება, წვრთნების სისტემები და სახელმწიფოს მოქმედების პოლიტიკაც კი.

ასე მაგალითად:
ჩვენ გადაწყვეტილი მაინც გვაქ შემტევ ომს ვაწარმოებთ თუ თავდაცვითს? – “იდეაში ვროძე კაკ შემტევს მარა პრინციპში ისა რა ქვია… თავდაცვითს იმიტო რო რუსეთი დიდია” (პრი ტომ იმენნა კონკრეტული ქვეყნის მოხსენიებით…)

კარგი, როგორი ომისთვის უნდა იყოს ჩვენი ჯარი მზად? – “…ნუ ვროძე კაკ მცირე ზომის შემტევი კონფლიქტისთვის, ბლიცკრიგისთვის პატარა მანძილზე, მარა… იასნია იმათ რუსები მიეხმარებიან, ნაწილობრივ მაინც, და ალბათ მაინც საშუალო ხანგრძლივობის საშუალო ზომის, საშუალო დენადობის კონფლიქტისთვის… და ქვემოდან თან სომხები რო ჩაერიონ?…” ცოტას დაფიქრდება და “…ხო რავი მოკლედ რა… ჩვენი ჯარი უნდა ტყნავდეს რა იტოგში რა არ უნდა მაგას ბევრი ბაზარი!” – რეალური კომენტარი ერთ-ერთი ჩემს მიერ წარსულ ცხოვრებაში გამართული დიალოგიდან.

და ყველა გადადის თემაზე წიპა: “შენ ის თქვი კაცო, სკარპიონებს მარტო ჩვენ რო ვაწარმოებთ ტო და თურქები იძახიან მოგვყიდეთო!”…

არადა… ზუსტად თეორიაა რაზეც უნდა “ვბაზრობდეთ”, კითხვაზე “კალაშა ჯობია თუ ემშო” ყოველთვის მქონდა პასუხი, და ვისაც ახსოვს ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, როცა არ მეზარებოდა ასეთი კამათები დამიდასტურებენ, ყოველთვის მქონდა პასუხი რო: გააჩნია რისთვის გინდა, მომყავდა ორივე იარაღის დახასიათება, პრაქტიკული გამოყენებიდან გამოცდილება და ვუხსნიდი რო ემჩო(M16-ების სერიის იარაღი) კარგია კარგად მოტორიზირებული, კარგად დაგეგმილი მოკლე ვადიანი ოპერაციის შესასრულებლად, აი დილას რო გახვალ და საღამოს მოხვალ უკან ბაზაზე, გაწმინდავ იარაღს, დაიძინებ, 2-3 დღე არაფერი არ იქნება და მერე ისევ გახვალ დავალებაზე… იმიტო რო როცა გაქ ფუფუნება დაისვენო და ტალახიან აკოპებში არ ეგდო – ჯობია გქონდეს ზუსტი, მოხერხებული იარაღი, ბევრი აქსესუარებით – რომლებსაც ოპერაციაზე გასვლის წინ შეარჩევ, პატრონებით რომლებიც ზე-ხარისხიანია, ძვირი კი არის მარა შენ არ ისვრის კვირები გადაბმულად, მიგაქ ოპერაციაზე 10 მჭიდი და უკან 3 სავსე მჭიდი მოგაქ და სათითაოდ აბარებ ყველა ვაზნას იმიტო რო ძვირია… ზა ტო ისევ და ისევ ზუსტია, სანდოა იმ პონტში რო დაუმიზნებ და მოხვდება და ა.შ.
მარა თუ აპირებ ხანგრძლის ომს, ცუდი მომარაგებით, ცუდ პირობებში არსებობით, ხუი ზნაეტ რა წარმოების ტყვიების სროლას, თუ ფული არ გაქ და არადა ყველას უნდა რამე იარაღი დააკავებიო, მოკლედ თუ ბარდაგი ჯარი გყავს და შენი ომიც ბარდაგულია – ჯობია კალაშა, გამძლეა, უპრეტენზიოა, იაფია იარაღიც და ამუნიციაც, რავი მიზანშიც ისე რა მიაქ რა, არც არაფერი აქსესუარები არ ყენდება და არც ჭირდება, რკინა, ხე და ვაჟკაცი გული – მიდი მოვდივარ.

ფინალი ის არი რო ორივე იარაღი თავის პონტში კარგია – უნდა სამხედრო კოდექსმა, თავდაცვის პოლიტიკამ, თუ დოქტრინა დაარქვით თუ გინდა, პროსტო თქვას როგორი ჯარი გვინდა, რა არი ჩვენი მიზანი, რისთვის გვინდა ეს იარაღი და იქ სრაზუ იასნი იქნება როგორი იარაღი გვინდა…

იქნებ ვთქვათ ბარდაგული ომია ჩვენი მიზანი?
– აი მაგალითად დოქტრინაში რო ეწეროს რო “ჩვენ ვისახავთ მიზნათ ვაწარმოოთ მხოლოდ პარტიზანული ომი”. აი ტამ მაგალითად ჩეჩნებს, რომ არსებობდენ დღეს დღეობით მიწაზე როგორც ქვეყანა, სავსებით შეიძლებოდა ასეთი დოქტრინა ქონოდათ, რო მტრის სატანკო დივიზიების დახვედრას შუბლით – აზრი არ აქვს(და არა რუსების, მტრის, ნებისმიერი მტრის). ამიტომ ჩვენი ქვეყნის ჯარის პრინციპია – პარტიზანული ომი.
შესაბამისად ჩეჩნები შეიძენდნენ კალაშებს, შეიძენდნენ მეტ ხელით გადასატან ტანკ საწინაარმდეგო და ჰაერ საწინააღმდეგო სისტემებს, არ იყიდდნენ ტანკებს, ვერტალიოტებს და არაფერს რასაც ზურგზე ვერ მოიკიდებ – და ეს გენიალური იქნებოდა, როცა რაიმე არის თანმიმდევრული და გააზრებული – ყველაფერი მშვენივრად იმუშავებს, შემოვიდოდა მტერი, და ჩეჩნების კარგად მომზადებული და შეიარაღებული პარტიზანები, რეალურად ასეთ ომზე გაწვრთნილი საჯარისო ნაწილები, გაიხიზნებოდა იასნია წინასწარ სპეციალურად ასეთი ომისთვის შედგენილი რუკების მიხედვით ტყეებში და მთებზე და აწარმოებდა კოორდინირებულ პარტიზანულ ომს, სტრანნად ჟღერს არა? – მარა გაკეთებადია, მთავარია ჩეჩნებს გადაეწყვიტათ რო ასეთია ჩვენი დოქტრინა, რო საუკუნეების მანძილზეც აწი ჩვენი არმია უნდა იყოს პარტიზანული არმია, მშვიდობაა თუ ომია – უნდა ვიყოთ პარტიზანები.
იმიტო რო არ გვყავს ხალხი რო დივიზიები გავშალოთ ვიომოთ და არ გვაქ ფული რო ბრონირებული ბატალიონები შევქმნათ და მოწინააღმდეგის ბრონე დივიზიებს ვეომოთ… ამ ტაქტიკას, როცა ამას პროფესიონალური ჯარი აკეთებს და არა აპალჩენეცი პარტიზანები, სინამდვილეში ქვია “ბოი პაგლაშენიემ” – როცა მტრის ფრონტი ძალიან ძლიერია იყენებ რელიეფის დეტალებს, და იმალები იქ სადაც მას მოძრაობა შეუნელდება ან საერთოდ არ გამოუვა, ანუ გაუწყდება ფრონტი. დანარჩენ ატარებ თავიფულად პოლნი ხოდზე – ისიც შემოვარდება და გაეფანტება კონცენტრაცია, თანაც დაკარგავს მიზნებს – ძლიერი დალაგებული ფრონტის მიზანია გაჟუჟოს მტრის სამხედრო ძალა, ხოდა იმ სამხედრო ძალას თუ ვერ შეხვდა იმ ბლიცკრიგისას – მთელი ბენზინი და მონდომება წყალშია გადაყრილი, უნდა იძრომიალოს ეხლა მთა მთა და ეძებოს მტერი – იმიტო რო ომი მანამდე არ არი მოგებული სანამ ჯარს არ მოუგე, აიღე დედაქალაქი და რა? – იბუთქებს მეორე დღეს და ნახევარ ჯარს დაკარგავ, ალყაში ხარ რეალურად… მერე, ჩეჩნები დადგებოდნენ და გაატარკებდნენ უკვე ფრონტის სრული არ არსებობის პირობებში… + სასურველია წინასწარ გაეთვალათ რა სიღრმეზე აპირებდნენ “პაგლაწიწ” მტრის შეტევა და იქ უკვე დაელაგებიათ რაღაც ძალის ფრონტი, სასურველია ასევე რელიეფის გამოყენებით… ეგეც შენი დოქტრინა, ხოდა რა იარაღი ჭირდება ასეთ ჯარს? – კალაშები, რატომ? – იმიტო რო თვეოებით გაიწელება პროცესი, იმიტო რო მთა მთა უნდა იძრომიალონ და 200-ჯერ დავარდებიან და წაერჭობიან მიწაში და 3 თვე წვიმების მერე იარაღი მაინც უნდა ისროდეს და ა.შ. – როგორი არტილერია ჭირდებათ? – სამთო, დაშლადი და გადატანადი, როგორი ჰაერ საწაინააღმდეგო სისტემები? – მხარზე მოსაკიდებელი. მეტიც – როცა ასეთი დოქტრინა გაქ, ეცდები ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა განავითარო ისე რო კარგი გზები იყოს ცოტა, ანუ შენ გეყოს მშვიდობიანი არსებობისას და ადვილად მოსპო როცა მტერი შეგიტევს… თუ შენი გეგმური საბრძოლო მანევრულობა არ არის დამოკიდებული გზებზე – რატო უნდა აუშენო გზები მტრის სატანკო ნაწილებს? – გზები რაც გჭირდება უნდა იყოს მარა ცოტა, რო ადვილად დაკეტო და/ან მოსპო და აიძულო მტრის ტანკებს ითამაშონ შენი თამაში – რომელშიც შენ ბევრად უფრო გაწვრთნილი და მაგარი ხარ და რომლისთვისაც ტანკები და ვერტალიოტები არ არი შექმნილი…

ზუსტად ასევე, უნდა დავჯდეთ ჩვენც და ბოლოს და ბოლოს მოვიფიქროთ რა გვინდა ომისგან, რას ვაპირებთ, რატო ვომობთ და თუ ვომობთ და თუ მიზნებიც მოვიფიქრეთ რატო ვომობთ – მოვიფიქროთ როგორ ვიომოთ.

მეტი არაფერი, რა – გვინდა – ომისგან. ყველაფერი დანარჩენი, კალაშა გვინდა თუ ემჩო, თუ კობრა თუ კრაკადილი – არის მარტივი პასუხები ამ მთავარ კითხვაზე და მეტი კამათს აღარასოდეს არ დაბადებს…

მიზანია რუსების არ შემოშვება თბილისში? – ამისთვის გვყავს ჯარი? – მაშინ ვაფშე არ გვინდა ჯარი, იმიტო რო დღეს ჩვენ ვართ როგორც შვეიცარია – ან აგვიღებს რუსეთი ან არ აგვიღებს(და არა ვერ) თუ დასავლეთი დაგვთმობს – აგვიღებს, თუ არ დაგვთმობს – არ აგვიღებს, ჯარი როლს არ თამაშობს ამ სიტუაციაში, რატო არ თამაშობს სხვა ბაზარია მარა ფაქტია რო აგვისტოში რუსები რო დაძრულიყვნენ სააკაშვილი 12 საათის მეტს დასაიმედებელს ვერაფერს გვპირდებოდა და ის 12 საათიც გამოიგონა, იმდენი თვითმფრინავი დაფრინავდა იმ დღეს ჰაერში რო შეტევა რო ნდომოდათ რუსებს, სრულ მასშტაბიანი შეტევის პირობებში წუთების ბაზარი იქნებოდა ჩვენი დაცვა… ნუ ექნებოდათ იქ პრობლემები მარა 12 საათი მე ლიჩნა გადამეტებულად მიმაჩნია იმ სრული ბარდაგის პირობებში რომელიც იმ პერიოდში ხდებოდა ჩვენი ჯარის დახევის ამბავში.

მე არ ვიძახი რო რუსების შეჩერება არ შეიძლება – მე ვიძახი რო უნდა მოვიფიქროთ რა გვინდა ზოგადად, უნდა ვემზადოთ არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ზოგადად თავდაცვისთვის და კი ბატონო – უნდა გავწეროთ ზღვარი, რო აი თუ მთელი მსოფლიო გვებრძვის – აზრი არა აქვს და ვბარდებით და ვყრით იარაღს, რუსეთიa ჩვენი ძალების ზღვარი? – ბევრი ასე ფიქრობს…

ბევრიც არა, და ვთქვათ თუ რუსების შეჩერება იყო ჩვენი მიზანი და თბილისზე არ გამოშვება – მაშინ ხეობიდან არ უნდა გამოვსულიყავით და ტანკებისთვის გაშლის საშუალება არ უნდა მიგვეცა – თუ იასნი იყო რო თბილისამდე მოვიდოდნენ და თბილისი მაინც დაიბომბებოდა მანამ სანამ მოვიდოდნენ – ბარემ იქ გვეომა სადაც ჭკვიანური მაინც იყო ტანკების წინააღმდეგ ომი და პოზიციებიც ვროძე კაკ გვეკავა…

და აქ არ მინდა საუბარი წავიდეს იმაზე რო “რა ვიცოდით თბილისზე წამოვიდოდნენ თუ გორში გაჩერდებოდნენ” – ამაშია ქართული ჯარის პრობლემა, ასეთ ეჭვებში, მიდებ მოდებაში და მერე ამ თემაზე მერყეობაში, და ბოლოს რო ვთქვი იქნებ სანგრები მაინც გავთხაროთ თუ ტანკების გაჩერებას ვაპირებთ თქო “უჩა გეუნები საყლევეთია ბოზიშვილი ვიყო”-თი მთავრდება, უფროსი სერჟანტის სიტყვებია. იმიტო რო ვროძე კაკ ვიხევთ, ვროძე კაკ შეგვიძლია შევუტიოთ, თუ გვინდა(ეს გენიალური იყო) და მამენტ ჯერ ადგილიდან არ ვიძვრით იმიტო რო გაურკვევლობა ხდება… ვიმეორებ – იმაზე თბილისზე წამოვა რუსეთი თუ არა შეიძლება ყოყმანობდეს ტამ გარემოდაცვის მინისტრი, და ფიქრობდეს იმას ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი ცოდოა თუ არა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მარა თავდაცვის ბლია მინისტრს უნდა ტვინის ეგ ნაწილი დაკეტილი ქონდეს, მისთვის არ უნდა არსებობდეს მეორე და მესამე ალტერნატივა, ამას უნდა აძალებდეს და ამის თავისუფლებას აძლევდეს (გააჩნია საიდან შეხედავთ) ქვეყნის თავდაცვის გეგმა, იდეა (რასაც მე დოქტრინას ვეძახი, ვიკიპედიაც მხარს დამიჭერს პრინციპში…). მე არ ვიძახი რო ქვეყანა უნდა ტუპოი სალდაფანებით გაივსოს, მარა მოსწავლე რომელიც გამოცდაზე 2-იანის თვის ჯდება – უფრო დებილია ვიდრე უბრალოდ 2-სნობა იქნებოდა დებილობა… რაგბისტი რომელიც მოედანზე სადაც შეიძლება კისერი მოაღრიცონ – წასაგებად შედის – უბრალოდ აბსოლიტურად გამოქლიავებულია… გარეთ, მისმა მშობლებმა, მეგობრებმა – სავსებით ლეგიტიმურია იფიქრონ რო მამენტ შანსები არ აქვთ მის გუნდს – მარა ტრენერი? – მოთამაშეები? – გუნდის კაპიტანი?… – უნდა იყოს გეგმა – წინ მოგებისკენ, ალტერნატივის გარეშე, და იმ გეგმების შესრულების ტაქტიკები და შესაძლებლობები… ყველა ბრძოლის მოგება შეიძლება, მთავარია როგორ…

დოქტრინაში უნდა ეწეროს – თუ ვინმეს ეომები – იფიქრე რო თბილისისთვის ომობ. და ვსიო – მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება, მაშინ გასაგები იქნება რო უნდა დავუდგეთ როკის გვირაბთან და იქ არ შემოვუშვათ სიცოცხლის ფასად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რო თუ შემოუშვი – მისი საბოლოო მიზანი თბილისია, სულ ერთია რა ზომის ჯარს ვებრძვით, ასე უნდა ასე იყოს იმიტო რო ასე გვეუნება ჩვენი სამხედრო დოქტრინა და რას იზამს რუსეთი, ჩინეთი თუ კოკოითი სინამდვილეში მერე უკვე სულ ერთია. სპორტულმა გუნდმა საკუთარი ტაქტიკა უნდა აიწყოს – და არა მოარგოს მტრის შეტევას, დაცვას, მოთამაშეებს და ჰოროსკოპის ნიშნებს… ჩვენ ვაკეთებთ ამ, ამ, ამ და ამ კომბინაციებს და ვიცავთ თავს ასე, ასე და ან ასე – და ის რო იმათ ფლანგზე სლაბაკი უყენიათ და ჯობია პირველი და მესამე კომბინაციების ჩატარება ხშირ ხშირად (ვიმეორებ – ჩვენი წინასწარ დაგეგმილი კომბინაციის) – ეს უკვე დეტალებია და მიუთითებს გუნდის კარგ ადაპტირებაზე სიტუაციისადმი, დიდ პროფესიონალურ ზაპასზე და მობილურობაზე, რო შეუძლიათ წაიკითხონ რა ხდება მოედანზე და გადაალაგონ თამაშის ტაქტიკა, არა “დაგვერხა ვაი რა გვეშველებას” მიმართულებით, არამედ ერთი წინასწარ დაგეგმილი და დამუშვებული კომბინაციიდან გადავიდნენ მეორეზე. და არა “პრახოდ პა ცენტრუ ნე უდალსია, ვსიო პრაპალო – პიზძიმ კაკ პაპალო”.

დღეს ჩვენ ვომობთ ტაქტიკით: დაიძაბა სიტუაცია – ბუხ! – მთელი ჯარები რეგიონში, ტელევიზორში სრაზუ მულწიკები და კონცერტები, რეგიონში – ყველა პროფესიონალი ლულა რაც გაგვაჩნია…
დალშე – ვინმე შიშკას ძმა დაიჭრა? – მაგათი დედაც, full out attack!!! – ისევ “ბუხ!” მეთოდით… მერე? – მერე ხუიაჩიმ, ხუიაჩიმ, კრუწიმსია, ვერწიმსია, კიდე ცოტას ხუიაჩიმ, ტუდა, სუდა, პერსტანოვკები, “ოპერატიული შტაბის” აღიარებული და არ აღიარებული წევრების მიერ მობილურით “ცოტა პახუიაჩილი” მეთოდებით ძიორგანიე უზარმაზარი ხალხის მასების (ჩვენი მაშტაბებით უზარმაზარი) – ისე რო სუ ბრეშები გვაქ, ხუი ზნაეტ რა ხდება, ყველას ეშინია წინ ნაბიჯის გადადგმა იმიტო რო არ იცი ამ ქაოსში შენი სად არი სხვისი სად არი, არტილერია ტუპა ისვრის სადღაც სიღრმეში – ისევ იმიტო რო ხუი ზნაეტ რა ხდება, რაის ბლიჟნეე პრიკრიწიე ვინმეს არ მოხვდეს ტო, ავიაცია – სტრატეგიული ბომბდამშენებივით – ვითომ უნდა უტევდნენ სადღაც მტრის სიღრმეში რაღაც სტრატეგიულ ობიექტებს (ეს ყველაფერი თან ოპა, ოპა, ოპა, ჩქარა, ტუდა, სუდა, აბა, ავხტით, ოპა – ეგრე, მივიდა, მიაწვა, დატრიალდა…) – ამას ავალებენ შტურმავოი ავიაციას, შეგახსნებეთ, ნელი, ბრონირებული, სროლის ზალპური სისტემებით შეიარაღებული – შექმნილი ქვეითი ჯარის შეტევის ან დაცვის ახლო პაძძერჟკისთვის… ი კაკ რაზულტატ ისეთი ქაოსი რო მტერსაც ტვინი ებნევა და სად რა გვყავს ვერ იგებენ და… აი სპორტში რო ჩამშლელი თამაში ქვია რა, იმდენად რო ახუეწ ქაოსია რო მოწინააღმდეგეც რო ვერაფერ ტაქტიკას ვერ ალაგებს ნორმალურად მარა მაინც 11-0 -ს რო აგებ… და მერე ვდოვოლ რო პახუიაჩილი, აი ხინკლის ჭამის მერე ადგომის და ღიპის მოფხანვის მომენტი რო დგება: “ვაი!” და ყველანი “ბუაააააააააა” და მოვრბივართ იქედან, ზოგი ფეხით, ზოგი კოლონებათ, ზოგი ბორჯომი-თბილისის მატარებელს აყენებს იარაღით და “ტაქტიკურად იხევს უკან” – შიშის გამო არა, მართლა, არ ვხუმრობ, შიშით არავის შეშინებია, პროფებზე მაქ საუბარი, ბრძანება მოვიდა – თბილისის მისადგომები უნდა დაიცვათო და მორბოდნენ რაც შეეძლოთ ჩქარა იმიტო რო მტერმა არ შეგვასწროსო… თბილისში მაგ დროს უკვე ჭორები დადიოდა რუსთავლზე რუსების ტანკები არიანო… ამას ქვია ომი ჩვენებურად… და ასე ვომობთ რამდენი საუკუნეა ხუი ზნაეტ… და იასნია სუ წარმატებით ვაგებთ – იმიტო რო სამო საბოი რაზუმეეტსია რო ბლია ნა ხუი წავაგებთ აბა რა იქნება?… ნო ვსემ პო ხუი – ზა ტო ვაჟკაცობაში არ ვიჭრებით… ა ასტალნოე ნუ ტამ… პერეჟივიომ კაცო… ვაინა ხუინია – გლავნოე მანიოვრი… (C) Aknot-ა.

რო დავბრუნდეთ თეორიულ საუბრებზე – ზემოთ ნათქვამი ბევრი ლირიური გადახვევიდან დასკვნა: დოქტრინა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ტერიტორიის ზომებს, რელიეფს, ხალხის და კლიმატის და ყველაფერი დანარჩენის თავისებურებებს.

ეს გაჩვენეთ იგივე ჩეჩნეთის მაგალითზე და იგივე ადვილად განზოგადდება რო წარმოიდგინოთ ვთქვათ რო ბრძოლის ტაქტიკა უნდა აირჩიოს მაგალითად უდაბნოებით დაფარულმა რაიმე ქვეყანამ… რა ჭირდება ასეთ ქვეყანას? – დიდი ფართოდ გაშლილი სატანკო დივიზიები და ძლიერი, ბრონირებული, მობილური ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვა, ქვეითი ჯარი მეორე ხარისხოვნია და უნდა იყოს აუცილებლად მთლიანად მოტორიზირებული.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ჩეჩნებიც და ის უდაბნო ქვეყანაც (მაგალითად საუდის არაბეთი) ფიქრობენ თავდაცვაზე და იმ და ისეთ მიწაზე ომზე რომელზეც არიან. მარა თუ ჩვენ მაგალითად ვფიქრობთ ტამ საბერძნეთზე შეტევაზე, აი თეორიულად, ჩვენს დოქტრინაში, ქვეყნის სამხედრო პოლიტიკაში – წერია რო საბერძნეთი არის ჩვენი მტერი და მასზე შეტევა არის რისთვისაც ჩვენი ჯარი ემზადება – მაშინ ჩვენ უნდა განვავითაროთ არა ქვეითი ჯარი, არამედ საზღვაო ფლოტი და ბალისტიკური რაკეტები, ზღვიდან სადესანტო მოტო მსროლელი სისტემები და საჰაერო დესანტი. მარა ვიმეორებ – მანამ სანამ კონკრეტული მტრები ეწერება, დოქტრინაში პირველ რიგში უნდა ეწეროს ჩვენ რა ომს ვაპირებთ, და მერე უკვე ქვეყანამ უნდა დასახოს კონკრეტული მიზნები, მარტივად: “თუ ჩვენ ვართ იზრეალი მისი თანამედროვე ჩამოყალიბების პერიოდში – ჩვენ ვაპირებთ შემტევით ომს.” ეს არი დოქტრინა. მერე უკვე პოლიტიკა გამოაჩენს რო შემტევით ომს ვის წინააღმდეგ, რა ლანდშაფტზე და იმის მიხედვით რა იარაღი გვინდა და როგორი ბრძოლის დაქტიკები გამოგვადგება.

და სანამ არ არის ეს დოქტრინა, თეორიული ბაზა, და არ ამბობს რას ვომობთ, “რა ომს ვომობთ” – მანამდე სისულელეა კამათი იმაზე ჰარიერი ჯობია თუ მირაჟი თუ რა ჯობია – ნამდვილი ლოგიკური პასუხი ერთადერთია – გააჩნია რისთვის, და ამ გააჩნიაზე პასუხი – გვაბრუნებს კითხვის დასაწყისში და ასე რეკურსიული ციკლით ვპლოძ დო stack overflow-მდე…

ნუ რახან ჩემი ბლოგია და ვსარგებლობ უკიდეგანო უფლებით მის ფარგლებში:

ქვემოთ მოვიყვან დოქტრინის ჩემ ვერსიას და მერე იქიდან გამომდინარე, მომდევნო პოსტებში, რომლების წაკითხვამდეც მოვითხოვ ეს პოსტი წაიკითხონ – ანუ თქვენ ტყვილა არ წვალობდით – სხვებსაც ვაწვალებ ასევე, გპირდებით, შემდეგ პოსტებში მოვიყვან უამრავ პრაქტიკულ ასპეკტს რომლითაც მიხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს საბოლოოდ გადაწყვეტას “რა ომს ვომობთ”-ის ამბავში.

———————- ი ტაკ კიბორგას დახტრინა, ჯასთ ფორ ეგზამპლ:

* საქართველოს მიზანია აწარმოოს შერეული ტიპის ომი, მხოლოდ საკუთარ მიწაზე ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. დაჟე მარსიანელებთან. (ეს აუცილებლად უნდა ეწეროს ოფიციალურ დოკუმენტშიც, “დაჟე”-იანად)

* საქართველომ უნდა გაითვლაისწინოს რომ საქართველო მთიანი ქვეყანაა რის გამოც მის უმეტეს ნაწილზე ძნელია და შეზღუდულია გადაადგილება ყველა მიწაზე მოძრავი ტექნიკური საშუალებებით. (ეს პუნქტი დაკარგავს წონას როცა hover სისტემებზე გადავა შეიარაღება… მარა არ ამოვარდება, დარჩება – პროსტო ნაკლებად საგულისხმო გახდება)

* იმავე მიზეზით(მთიანობის და ტყიანობის) საქართველოს ტერიტორია ხელს უწყობს დამალვასა და კამუფლირებას, ეს უპირატესობა უნდა გამოყენებულ იქნას ჯარის მიერ შეძლებისდაგვარად.

* საქართველო მზად უნდა იყოს აწარმოოს როგორც მოკლე ვადიანი, ასევე ხარნგრძლივი ომები, როგორც ცალკეულ მის ტერიტორიებზე, ასევე საზღვრის მთლიან პერიმეტრზე და ქვეყნის ტერიტორიის მთელს სიღმრეზე.

* საქართველოს დღევანდელი ზომებიდან გამომდინარე (ხუი ზნაეტ რა იქნება 25 საუკუნეში, მარა მერე მიიღონ შესწორება “ქართულ დოქტრინაში” და ბაზარი არ არი ტამ, მიაწეონ ოკეანეებიც…) მის ნებისმიერ კუთხეზე შეტევა ნიშნავს ყველა დანარჩენ კუთხეზე შეტევასაც – ამიტომ საქართველო ვალდებულია აღიქვას ყველა საბრძოლო კონფლიქტი როგორც მთლიანი ქვეყნის ტოტალური ომი, მიუხედავად ბრძოლების იმ წამიერი მასშტაბებისა.

—– პოსტის, დოქტრინის და მთელი ამ ტირადის დასასრული, დალშე შემდეგ პოსტებში იქნება კონკრეტიკა, ის რაზეც ჩემი აზრით ყველა ზრდასრული მამრი ფიქრობს ძილის წინ, ტვალეტში ჯდომისას, აბაზანაში ბანაობისას, ფეხით სეირნობისას და ა.შ. (ნუ ტამ სექსის დროს – ჯერ არ, და რავი მერე რა იქნება…) და ის რაც ყელში ამოგიყვანთ ამ საიტზე შემოსვლას საბოლოოდ…

Advertisements

მოქმედებები

Information

24 responses

23 01 2009
dodka

დოქტრინამდე ყველაფერი კარგი იყო.

და ასეთი ბუნდოვანი დოქტრინა კიდევ დღესაც აქვს საქართველოს, აემშუარ :P

24 01 2009
militarytheory

dodka
ზუსტად ეგ არის რო არ აქვს!

და დოქტრინა შენ გეჩვენება ბუნდოვნად, სინამდვილეში მაგითი იმაზე მეტია ნათქვამი ვიდრე როდესმე იოცნებებდი.

აი კონკრეტიკებს რო ამოვიღებ დრაფტებიდან მიხვდები what was I talking about.

პ.ს. ხო ნუ /bow და :flower: იასნია და მადლობები.

24 01 2009
tsiko92

საღოლ კაია . ზუსტად ეგეთი დოქტრინა რო არ გვაქ არ იცინ რა იყიდონ გაიკეთონ მ 4 ტაკოებში

24 01 2009
სერჟანტი

მძიმე სურათია….

25 01 2009
ლიკა

ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მარა ისა, თავდაცვის სამინისტროს საიტზე უსაფრთხოების კონცეფცია და რაღაც სამხედრო სტრატეგია რომაა, ის არ ითვლება?

26 01 2009
სერჟანტი

ზუსტად ის იყო, ომი რომ წაგვაგებინა….

უუუჩ მალე დადე რა ახალი სტატია, საინტერესო საკითხავია :D

26 01 2009
militarytheory

ლიკა
გუშინ ერთმა კარგად აღნიშნა: მასე იცი თათარსტანს რა მაგარი კოდექსი აქ? – მთავარია – პასუხობს ის კოდექსი მათ შინაგან მოთხოვნებს?

მასეა ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციაც – დააკოპირეს, მიკერ-მოკერეს და გამოვიდა ძუძუ :დ – ტოჟე გუშინ ვიღაცამ დაიწყო საუბარი იმაზე რო განათლებაშიო სისტემა არ არისო საით მივდივართო ხოდა მეთქი ვაფშე რამეში არის? – და ენა ჩაუვარდა და გაწითლდა.

არ არი განათლებაში სისტემა? – არი, ტოკა სუუუუუუუ ზემოთა ნაწილი აკლია, წვერი – რა განათლება გვინდა? – გვინდა რო ზოგადად განათლდნენ ტუ გვინდა რო პროფესიონალურად განათლდნენ? – არ ვიცით, იმას დანიშნავენ – ის თავისას აწვება, მეორეს დანიშნავენ – ის თავისას, განათლება რო გვინდა იასნია და იმიტო, მარა პროეხტი რა განათლება გვინდა – წყდება პრინციპით: “ა ლომაია დანიშნეს ზნაჩიტ აწი ამ მხარეს წავალთ” – “ლომაია მოხსნეს, ზნაჩიტ ეხლა ამ მხარეს.” – და არა “ჩვენ მივდივართ აქეთკენ და მინისტრი მხოლოდ მენეჯმენტია იმ მიზნისკენ გზაზე”.

სარჟ:
ეხლავე ჩავუჯდები მაგალითად.

ისე შენ არსენალში წერას, სადაც ფაქტების წარმოდგენას მოგთხოვენ ბოლოს – გირჩევნია გოოკეთე ენდრე ბლოგი და ჯვი გემოზე.

26 01 2009
ცოცხალი ძალა, რეზერვი და სხვა გემრიელი საჭმელები « Military Thoughts

[…] ცოცხალი ძალა, რეზერვი და სხვა გემრიელი საჭმელები 26 01 2009 იმისთვის რომ ამ პოსტს ქონდეს აზრი წინასწარ უნდა წაიკითხოთ ვილიკი, ისტორიული, აღმაფშრთოვანებელი პოსტი “კიბორგას დახტრინის” შესახებ, აქ: კიბორგას დახტრინა […]

29 01 2009
ლონდრე

ისე ნეტა რატომ არ აკეთებენ თავდაცვით ზღუდეებს ეხლა მაინც იგივე ლარსში, ხომ შეიძლება რამდენიმე კარგად დაგეგმილ ადგილას ასე 400-500 კაცისთვის სანგრები ძოტები და მიწისქვეშა კომუნიკაციები გაკეთდეს რამდენიმე კვირის სურსათითა და ტყვია წამლის მარაგით, საჰაერო თავდაცით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვოს და ეს ყველაფერი კარგად შეინიღბოს და უკიდურესი შემთხვევისთვის დაინაღმოს ბოლომდე … რომ დაუშვათ მტრის შეტევისას ერთი კვირა მაინც გაძლოს ადგილობრივმა გაწვრთვნუილმა ჯარმა ყოველგვარი მომარაგების გარეშე და მზათ იყოს ზურგიდან დესანტის შეტევისათვისაც … და ბოლომდე დაიცვან უღელტეხილი … და ბოლოს როცა სხვა შანსი არ იქნება დანაღმული ააფეთქონ რითაც კიდევ რამდენიმე დღით შეაფერხონ მტრის შემოსვლა და თან ეს ყველაფერი მტერს არ ჩააბარონ … როგორც ბევრ ბაზაში მოხდა? ასევე მინი 10-30 კაციანი ჯგუფები მიმაგრდეს სხვა უკვე შიდა სტრატეგიულ ადგილებში უფრო ნაკლები მომარაგებით იგივე ერთი ძოტი დუშვათ შინვალთან …. ხიდებთან რამდენიმე კაციანი ჯგუფები რომელთა დავალება იქნება მარტივი და გამოკვეთილი დანაღმონ ხიდები და მათთაან მისადგომი ტერიტორია და დაიცვან ის სანამ არ მოვა ბრძანება ან აფეთქების ან პირიქით განაღმვის … და ეს ჯგუფი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან სეიძლება დაჯე მომზადდეს თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ რამდენიმე პროფესიონალ კადრს ჩააბარებ ამ ხალხის ხელმძღვანელობას.
და ასევე გაკეთდეს აზერბაიჯანის სომხეთის თურქეთის მხარესაც …. გორში და ფოთისკენ ხო საერთოდ …. რამდენიმე წყებიანი თავდაცვის ზღუდეები ….
+ ამ ხალხს სტროგი ინსტრუქცია … იცავთ ამას ამდენი და ამდენი ხანი მერე … ბრძანებისდა შესაბამისად ან იცავთ ბლომდე ან აფეთქებთ ყველაფერს და უკვე იხიზნებით ტყეში წინასწარ მომზადებულ სამალავებში … თან ამ ხალხს უნდა ქონდეს გარანტიები რომ ის რო დაუშვად ლარსის მისადგომებს იცავს მისი ოჯახი დუშეთიდან უკვე უსაფრთხოდ გაიყვანეს და სადმე ბუნკერში იმყოფება უზრუნველყოფილი პირველადი მნიშვნელობის ნივთებით … ან პირიქით დუშეთსაც იცავენ სხვები …
აქ ლარსი პირობითია იგივე შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ პერევალზე იქნება თუ, ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის გზასა და ხიდზე … შენობებსა და პორტებსა თუ აეროდრომებზე (ჭორი დადიოდა თბილისის აეროპორტში აპირებენ დესანტირებას რუსებიო … აგვისტოში) …
ასეთი მომზადებაც არ უნდა დაჭდეს ძალიან ძვირი არადა სხვა ამ ბლოგზე ჩამოთვლილ იდებთან ერთობლიობაში საკმაოდ ეფექტურიც უნდა იყოს მემგონი …
ფინეთს ქონდა ეგრე გამაგრებული ხაზი რუსების წინაამღდეგ … აიღეს რუსებმა ეგ ხაზი მაშინ მაგრამ დიდი სისხლი ჩაღვარეს …
იგივე ვიეტნამი … ამერიკის წინააღმდეგ კარგად იყენებდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს და გვირაბებს … მთელი ბატალიონები იმალებოდნენ თვეობით თუ არ ვცდები მიწის ქვეშ და მერე ზურგიდან არტყავდნენ მტერს …

რეზერვს ტერიტორიული პრინციპით ამზადებდნენ შარშან თუ არ ვცდები … ანუ ერთი კურსელები … ერთი უბნელები ერთად მიჰყავდათ რეზერვში … ესეც კარგია ჩემის აზრით … მოამზადე ასე 30-40 კაციანი რეზერვი მიამაგრე მათ 3-4 პროფესიონალი და მიეცი ინსტრუქციები რომ ომის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში ვალდებული ხარ გამოცხადდე დაუშვად სარაჯიშვილის მეტროსთან გათხარო სანგრები წინასარ განსაზღვრულ ადგილას დანაღმო ხიდი და მოემზადო თავდაცვისთვის … და ასეთმა 30-40 გუნდმა საჭიროების შემთხვევაში გაამაგროს ტერიტორია დაუშვათ გუდვილიდან თემქის პურის ქარხანამდე მონაკვეთი ანუ გათხაროს სანგრები დიღომში ამერიკის საელჩომდე … გაამაგროს დიღომი გლდანის ხიდი … მერე გაყვეს თემქის შუა გამავალ ხევს და იქაც მოამზადოს თავდაცვითი ზღუდეები … სხვა ჯგუფებმა “12 მეფის ქანდაკებასთან” წერეთლის ძეგლი როა თემქაზე გორაზე გაამაგრონ და შესანიღბვად მოამზადონ პვო-სა და არტილერიისათვის პოზიციები და უკვე იგივე აგვისტოში ნაბრძოლებ და თბილისის დასაცავად სასწრაფოდ უკანდახეულ ჯარს დაახვედრონ გამზადებული და მომარაგებული სანგრები ყველანაირი ინფრასტრუქტურით … ნუ იომებენ ბატონო წინა ხაზზე მაგრამ დაახვედრონ მებრძოლებს ეს ყველაფერი … და როცა სხვა გზა აღარ იქნება ჩაანაცვლონ კიდეც დაჭრილი მებრძოლები ვინც მეტნაკლებად შეძლებს ამას …

თბილისის დაცვას თუ აპირებდნენ რატომ არ გაკეთდა მაშინ ეს ყველაფერი? მაშინ ნამდვილად იქნებოდა შესაძლებელი 12 საათი მაინც გაეძლოთ რომ დანარჩენ მოსახლეობას ქალებს და ბავშვებს დაეტოვებინათ ქალაქი!

მომიტევეთ თუ უაზრობა დავწერე … არ ვარ სამხედრო საქმეში ჩახედული ადამიანი მაგრამ მერწმუნეთ ესეთი დაგეგმარება რო ყოფილიყო და ასე მოემზადებინათ ბევრს ეცოდინებოდა რომ უნდა მივიდეს და კონკრეტულად ეს გააკეთოს … და აღარ იჯდებოდა ტელევიზორთან … რატომ არ გაიცა შესაბამისი ბრძანება თუნდაც მოუმზადებელზე თუ თბილისისთვის ბრძოლას აპირებდნენ არ ვიცი თუ დაიძრებოდნენ გორიდან 1 საათი უნდოდათ მცხეთამდე და მცხეთაში ელოდნენ ჩამოსვლალ ეს რო ექნათ? … ბევრი მივიდოდა და რაღაცაში მაინც დაეხმარებოდა ტიპა … სანგრებს გათხრიდა ან ტანკსაწინააღმდეგო ალმატურებს დაალაგებდა და მავთულხლართს გაჭიმავდა …. ახლადდაგებული ასვალტის გადათხრა არ უნდოდათ? ასვალტ ხომ დააგებდნენ თავიდან და ამ სანგრის არქონის გამო დარუპულ 1 კაცს მაინც ხომ ვერ გააცოცხლებდნენ მართლა რო შემოეტიათ? … ასეთი დაგეგმვით კი ის ვისაც არ შეუძლია დაუშვათ სროლა მხედველობა უჭირს დაუშვად … მივა და რაც სეუძლია იმას იზავს .. ტიპა სანგარს გათხრის … საჭმელის და წყლის ყუთებს ჩაიტანს საწყობში … და ბევრი აღარ იქნება ისეთ მდგომარეობაში ტიპა მინდა და ვერ ვაკეთებ რადგან არ ვიცი რა გავაკეთოო … და ვინც მერე არ გააკეთებს მართლა ან არაა ქართველი ან არ უნდა რომ ის იყოს!

ერთი სიტყვით ნორმალური დაგეგმვით უნდა დაიწყონ და რომ დაგეგმონ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ … რა უნდათ? და რა გვინდა ….

პ.ს “აქეთ ჯარს ხომ არ ჩამოუვლია”

18 02 2009
ლიკა

ისა, თავდაცვის სამინისტროს საიტზე თავდაცვის ახალი მინისტრის ”ხედვა” გამოქვეყნდა. ამბიბენ პროგრესულიაო.

აქედან შეიძლება ჩამოტვირთვა: http://www.mod.gov.ge/?l=G&m=3&sm=2

18 02 2009
Cyborg Mcloud

ნუ მე რასაც ვუსმინე, ნაწყვეტი დევს ინტერვიუდან R2-ზე, ფრაზა იყო:

“ჩვენი მიზანია ტანკ და ჰაერ საწინააღმდეგო საშუალებების დახვეწა და განვითარება”

ეს იგივეა რაგბის ნაკრების ახალი მწვრთნელი გამოვიდეს და თქვას რო “ჩვენი მიზანია ზახვატებში და ფინტებში მეტი ვარჯიში”

ანუ ეს არი… ეს არი საშუალებები + ისეთი რამე რაც სამო საბოი რაზუმეეტსია, ანუ ტანკ და ჰაერ საწინააღმდეგო საშუალებები ნიშნავს არმიას პირდაპირ, სხვანაირად საერთოდ საუბარი არ არი არაფერზე.

ანუ იმის მაგიერ ეთქვა რამე ყოვლის მიმცველი და მართლა “მიზანი” – გამოვიდა და ისაუბრა ტექნიკური მუშაკის დონეზე, ის რაც ისედაც იასნი იყო – ბოქსიორი ცემეს რინგზე, დაბრალდა ტრენერს, შეიცვალა ტრენერი, გამოდის ახალი ტრენერი და ამბობს რო აპერკოტში და ჰუკში მეტს ავარჯიშებს ბოქსიორს!

იმის მაგიერ რო თქვას რო საერთო მიდგომაა შესაცვლელი და ჩვენმა ბოქსიორმა წააგო არა იმიტო რო აბერკოტი ცუდად გამოსდიოდა – არამედ იმიტო რო საერთოდ საფუძვლიანად არასწორად ვარჯიშობდა და მიდგომა ქონდა არასწორი.

მოკლედ ნიჩივო ნოვავა, ვპალნე გრუზინა-რეალისწიჩნა.

ზა ტო მოუწონეს, NGO-ებს წარუდგინა, ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებასთან იურთიერთა, ვიღაც უცხოელი დიპლომატის მოკლე ინტერვიუ ჩაწერეს “ძალიან პრაგმატული მიზნები გააჟღერაო და ძალიან კარგია რო საზოგადოებას გააცნოო” – დაუფასდა რა სჩიტაი, ლიბერალური დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციებში.

18 02 2009
ლიკა

კაცო, რას ქვია უსმინე! დოკუმენტი დევს მეთქი და წაიკითხე! და თქვი რა არ ვარგა დოკუმენტში და რა უნდა ეწეროს! რავა ქართველი ოპოზიციასავით მსჯელობ _ “ხო, მოვუსმინე, სისულელეა რა”. წაიკითხე და თქვი, კონკრეტულად რა არის სისულელე და რისი დაწერა არ იქნებოდა სისულელე!

თუ чукча не читатель, чукча писатель დაავადება გჭირს?

18 02 2009
Cyborg Mcloud

ლიკა

არა, უბრალოდ “გადმოწერა” ვერ შევამჩნიე და ვიფიქრე რო მანდაც ის პრესრელიზი იდო მხოლოდ.

ეხლავე გავეცნობი.

19 02 2009
Cyborg Mcloud

ხო გავეცანი ზემოთხსენებულ დოკუმენტს, წარმოგიდგენთ მის ანალოგს რაგბიდან:

“საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხედვა:

– ზახვატებში ვარჯიშების დანერგვა
– ფინტების დამუღამებისთვის საჭირო ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება (იმენნა დანერგვა კი არა – შემოშავება ღონისძიებების რომლებიც მომავალში ფინტებს დაგვნერგიებს)
– პასებში ვარჯიშების გაღრმავება
– უცხოური გამოცდილების გაანლიზების მცდელობისთვის სასტავის მოკრება და ერთად დაჯდომა
– კარებში დარტყმებში ვარჯიშების ინტენსივიზაციის საჭიროების საკითხის შესწავლა
– სკოლებში რაგბის გუნდების წარმოქმნისთვის სრული მორალური მხარდაჭერალ

და ფინალური და ყველაზე მაგარი ფრაზა, რომელსაც ჩემი აზრით ღრმა ანალიზი ჭირდება და უარესი – რომლის ანალიზსაც კაი არაფერ აზრამდე არ მიყავართ:
– წინა თამაშებიდან მიღებული გამოცდილების (Lessons Learned) გაანალიზებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ეს Lessons Learned იყო ყველაფერი, მან ყველაფერი თქვა ამ დოკუმენტის შესახებ.

20 02 2009
ლიკა

ჩაგეთვალა. :)

20 02 2009
Cyborg Mcloud

ლიკა
რაც მთავარია – რუსთავი-2 -მა სავსებით ობიექტურად გააშუქა, იმ გაგებით რო მე იმ გადაცემას მოვუსმინე და სწორი აზრი შემექმნა დოკუმენტზე რომლის წაკითხვის მერეც…

არა მართლა, იმენნა 3 ვარიანტია:
1. ეს დოკუმენტი რამე უცხოური ერთი ან რამდენიმე დოკუმენტის კალკია (და ნაჯამი)

2. ეს დოკუმენტი დაიწერა რამე სხვა უწყებაში ტამ ნატოში გადასაგზავნად და მერე მინისტრმა აიღო და ჰაიტ-ჰუიტით გადმოაქართულა და გამოაქვეყნა და მთარგმნელმა მიუწერა lessons learned ეწერაო და სწორიაო? (ანუ დაწერილია ჩვენების მიერ, პროსტო უცხოეთისთვის – რამე ტამ ნატო, ევროკავშირი, გაერო – სთვის მოხსენების სახით…)

3. ეს დოკუმენტი ვინმე არა ქართველმა “მრჩეველმა” დაწერა მინისტრისთვის. მეტიც, დოკუმენტის ორიგინალური სახელი იყო “my understanding” ან რამე ასეთი, წიპა რა გაიგო როჟამ ქართული ჯარის შესახებ, მერე ის გადაიყვანეს future indefinit -ში და გააკეთეს წიპა რას ფიქრობს მინისტრი – რა უნდა გავაკეთოთ. და თარგმანისას შესაბამისად ისევ და ისევ გაეპარათ.

ცალკე ფენომენი იყო ფაილის სახელი თუ იკაიფეთ…

მოკლედ ფინალი იმაშია რო ტრნერი რო ტრენერად მოდის – მისი ხედვა არი რაღაც გლობალური, სისტემური, შეიძლება რევოლუციური ხედვა, შეიძლება კონსერვატიული შეხედულება (იმენნა – ხედვა) – ქონდეს, შეიძლება ტამ რავი სამურაისტული…

ტოკა ხედვა არ არი – “ვივარჯიშებთ!” – ეს არი როგორ, და ხედვა არი “რას ვხედავ” – უნდა ელაპარაკა რო “ჩვენი მიზანია ტოტალური მილიტარიზაცია” ან რო “მე ვხედავ მომავალ საქართველოს როგორც ქვეყანას ძლიერი რეგულარული არმიით” – ან ვაფშე “ჩვენი ქვეყნის მომავალი გეზი არის ძლიერი და მოტივირებული მოხალისეთა ინსტიტუტი” – ესეც კი ხედვაა, ეს უკვე ძაან კონკრეტული და მდაბიო ნაწილია, ლამის დასული “როგორ” კითხვამდე, მარა მაინც ხედვაა.

და ის რაც იქ ეწერა, გარდა იმისა რო ძააააააააააალიან სუნი უდიოდა უცხოელი გორე ექსპერტის ბელაბერდას, “შესწავლის მცდელობის დაგეგმვის ორგანიზების მონდომებისთვის ჯგუფის შექმნის აუცილებლობის განხილვის შეფასების შეხვედრის ჩატარება”

იგივე კონტექსტში ძალიან სანიშნო იყო პოსტ-ომის პერიოდის დოკუმენტში რამდენიმე ხაზი დათმობილი ‘უცხო ენების ცოდნას’ ხოდა ვინც ცოტა ჩახედულია საკითხში იცის რამხელა პრობლემებს ხვდებიან უცხოელები ჩვენთან ჯარში ინგლისურის არ ცოდნის გამო და… ძაან ეჭვი მეპარება რო მინისტრის პოსტ-ომური ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ინგლისურის ცოდნის საკითხი იყოს, ანუ თავის თავად, ინგლირუსიც, რუსულიც, გერმანულიც, ფრანგულიც – ეხლაც არი, და საკმარისად და მეტდაც სიმართლე რო ითქვას, იმავე შვეიცარიის არმიაში ნეტაი რამდენმა პროცენტმა იცის ინგლისური… ცალკე თემაა – მარა ნუთუ ეს მინისტრის ხედვის ღირსია?…

21 02 2009
ლიკა

ხო, უჭირთ ბიჭებს აშკარად. :)

აბა ყველა დანარჩენი პოლიტიკური დოკუმენტი ომამდელია საიტზე _ სტრატეგიაც არის, კონცეფციაც და დაჟე რაღაც “სტარეგიული მიმოხილვა”. პროსტო ძველია. თუმცა მაინც შეიძლება შეფასება _ ადექვატური იყო?

არ ვიცი ახლა, ჩუკჩები შეიძლება ძველი დოკუმენტების კითხვას არ კადრულობენ…

21 02 2009
Cyborg Mcloud

ნუ ჩვენ, ჩუქჩები, გამოვდივართ პრაქტიკიდან

ანუ რა წერია – ისეთივე უაზრობაა როგორც ის “დოქტრინა” რომელიც ამ ბლოგზეც წერია – ღლავნოე ვა ჩტო ტო ვილილოს – ხოდა ტო ია ზნაიუ და…

ანუ სუ რო მთლად მე დავინიშნო თავდაცვის მინისტრად რამე აზრი ექნება ქე რო ის დოქტრინა რო დავდო? – მთავარია მენეჯმენტი in real life და სუ ნუ დაწერს ნურცერთი მინისტრი ნურაფერს, სუ არ გვინდოდა ჩვენ “მისი ხედვის გაცნობა” გაეკეთებია რამე აზრიანი და…

ხოდა… რაც არ უნდა ეწეროს ძველ დოკუმენტებში, როგორც ერთმა, კსტაწი, უგულავასთან დაახლოებულმა პირმა სწორად აღნიშნა – ტოლი ტაჯიკეთის ტოლი თათარსტანის კონსტიტუციააო ისეთიო შვეიცარიას შეშურდებაო მარა…

საომარ ზონაში, ბრიგადის ზომის ერთეული, კოლონად რო მოძრაობს, საჰაერო განგაშზე შუა გზაზე, კოლონად, რო ჩერდება და ელოდება განკარგულებას რა ქნას დალშე – გადმოჯდეს, გზიდან გადავიდეს თუ რა ქნას და იღუპება და იჭრება ბევრი ჯარისკაცი, უფასოდ, რომლებიც გაწვრთნაც დრო და ფული დაჯდა, ჩისტა ხმელად რო ვილაპარაკოთ.

რაც გინდა მერე ის ეწეროს იმ დოკუმენტებში, სუ მკიდია ჩესნა რო გითხრა.

რაც არ უნდა წეროს კიდე ამ მინისტრმა, სუ რო გენიოსობები წეროს და ტაშის საკვრელად იყოს საქმე – სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი რო დანიშნა იმაზე უკეთესად ვერაფერს ვერ იტყოდა რას აპირებს და როგორ აპირებს. (იდეა მგონი ვიცი ზა ტო რატო დანიშნა თავის ჭკუით…)

31 10 2009
gio

me vfiqrob rom aucileblad unda gadzlierdes chveni samxedro sahaero da samxedro sazgvao dzalebi radgan generalma makartuma ert dros tqva:tu chven cavagebt brdzolas haershi chven cavagebt oms da tan dzalian scrafad aseve unda gaubjobesdes rezervis brdzolism unarianoba da kontroli masze

1 11 2009
Dodka

gio
მაკარტურის მერე შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯერ ზოგადად რო ვისაუბრო ”ჰაერზე”:
გაჩნდა ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემები რომლებიც ეფექტურობით ბევრად ჯობია ჰაერში აფრენილ გამანადგურებელს.

გარდა ამისა მაკარტური დიდი ქვეყნის დიდი გენერალი იყო და მაგ ფრაზას რო ამბობდა თან ალბათ ჰაერში 200-300 დიდ მწყობრად მფრენი სპიტ-ფაიერი ესახებოდა.

ჩვენ, როგორც სადღაც ამ ბლოგზე უკვე ავღნიშნე – პატარა ქვეყანა გვაქ, რომ არ ვთქვა ძალიან პატარა, F16-ი რო აფრინდება, ესეც უკვე დავწერე, ბგერის სიჩქარეს მიაღწევს უკვე შავი ზღვის თავზე, ანუ ”გასაქანად” არ ვეყოფით იმის თქმა მინდა.

მითუმეტეს რო სულ 2-3 აეროპორტი გვაქ(და პრინციპში რეალურად რო ვთქვათ მეტის ქონა არც შეგვიძლია) – საიდანაც თანამედროვე გამანადგურებელი შეიძლება ვაფშე აფრინდეს, კი სირცხვილია ტამ კოპიტნარიდან რო ფ-16-ი აფრინდება, მარა ნუ პრინციპში შეიძლება(ამით იმის თქმა მინდა რო კოპიტარი მისახედია…)

ხოდა აეროპორტები კიდე ძალიან კარგი და მარტივი სამიზნია მოწინააღმდეგის ყველა საჰაერო საშუალებებისთვის(განსაკუთრებით ”ცუდი” საშუალებებია მიწა-მიწა ტიპის რაკეტები…)

მეორეს მხრივ როცა გაქვს 200-500 აეროდრომი შენს მიწაზე და კიდე 10-მდე საზღვაო ავიამზიდი, რა თქმა უნდა შეიძლება იმის იმედი გქონდეს რო საკმარის გამანადგურებლებს აწევ ჰაერში საჭიროების შემთხვევაში… ბოლოს და ბოლოს პადვესნოი ბაკებით და ჰაერში ”დოზაპრავკით” თუ ”პრიფრანტავოი” აეროპორტები სრაზუ ნაკრილი…

ამიტომ ჩვენ, იმჰო როგორც ყოველთვის, უნდა ძალიან სერიოზულად ვიმუშაოთ მხოლოდ და მხოლოდ ჰაერ საწინააღმდეგო სისტემებზე. არანაირი ფულის ხარჯვა საფრენ აპარატებზე რომლებიც სასტიკი ფასები ღირს და რომლებისთვისაც აეროდრომების მოწყობა და შენახვა კიდე უზარმაზარ თანხებთანაა კავშირში. სხვანაირად – ერთი ფ-16-ის ფასი სულ არ ღირს ის სპაიდერები რაც ჩვენ ეხლა გვყავს, თუ გამანადგურებელი ავიაცია გყავს 10 ცალი ხო მაინც უნდა გყავდეს არა რო მთლად სასაცილო არ იყო, შესაბამისად 10 ცალის ფასად წარმოდგენაც კი მეშინია რამდენი სპაიდერის სისტემის ყიდვა და შენახვა. (და ცალკე ვიმეორებ – ფ-16-ების ინფრასტრუქტურის გამართვა და შენახვა ორი იმდენი ღირს…)

კი, ეს ძალიან არა რომანტიული, პრაგმატული ვერსიაა ჩვენი საჰაერო თავდაცვის მარა ასეა და… წემ ბოლეე როცა საუბარი გვაქ რუსეთის წინააღმდეგ ომზე.

ანუ მე სავსებით მესმის აზერბაიჯანის – რომელიც სომხეთის წინააღმდეგ აპირებს ომს და იქედან 20 თვითმფრინავი მოელის და ამიტომ თვისი 23 ცალი სავსებით შესაფერის ძალად მიაჩნია და ზა ტო მთელ ქვეყანას უხარია რო ”ისტრიბიწელები” ყავთ.

ჩვენი მტერი ავიაციას სემიჩკასავით დახარჯავს, თუ დაჭირდა, ამიტო ჩვენ გვინდა საშუალებები რომლითაც ამ სემიჩკას კარგად გავფცქვნით და შევახრამუნებთ, ოხრად.

წარმოიდგინე:
3 ცალი S-300-ს ტიპის სისტემა, მუდმივად მოძრავი, კარგად მომზადებული მმართველებით, რომლებიც შუა ტრასაზე კი არ დგებიან და დგანან კვირებით, არამედ დაძვრებიან სადაც ბორბლები მივა, ისვრიან და ახვევენ იქედან.

50 ცალი სპაიდერი – იგივე პრინციპით მომუშავე, და რაც მნიშვნელოვანია – ამის დედა ვატირე რა პრობლემა გახდა დერბის რაკეტები?? (საუბარი მაქ რადარული დამიზნების, 55კმ რადიუსის მქონე რაკეტებზე. ცხინვალში მარტო სითბური დამიზნების და 10-15 კილომეტრის მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტები გვქონდა)

ბუკები შმუკები ვსიო რავნო, იმიტო რო რუსები ჩამუღამებული არიან მაგათი სიგნალების პერეხვატში და უკლანენიეში და ბუკის ძირითადი გართობა იმათი შეშინება იყო, ოსების რეაქტიულ ძრავაზე მომუშვე სისტემაც იგივე სამუშაოს ასრულებდა…

და უამრავი ხელით გადასატანი სითბური რაკეტები, ზოგი კვადროციკლებზე, ზოგი იგივე ჰაილუქსებით ჰაერ-საწინააღმდეგო ეკიპაჟები, უამრავი ”დათესილი”, რაკეტები ქვეით ჯარში. იმისთვის რო მეორედ აღარასოდეს მოფრინდნენ რუსული მი-24-ები და უხაროდეთ ცხოვრება…

შედეგი იქნება შენც ხვდები რა… საჰაერო ბრძოლას არ მოვიგებთ, არანაირად, უბრალოდ საჰაერო კომპონენტი ”დაიხურება”, ვიომებთ ქვემოთ და გამარჯვებულიც ქვემოთ გადაწყდება.

დალშე კაკ რაზ – რეზერვი, სწორი შეიარაღება და მომზადება რეგულარულ ჯარს და ა.შ.

26 11 2009
CIE

saintereso statiebia saintereso azrebia , kargia ,momcons, mixaria, getanxmebit, magram rashia saqme kuzians samare gaascorebso , sanam doqtrinis daxvecas shevudgebodet da koncebciebis shemushavebas jer kuzianebi unda movspot amovdzirkvot dedabudianad da mere doqtrinasac daceren konsepciasac sheimushaveben da chogurze or bckar leqssac daamgereben , xalxis psiqologia da ideologia unda sheicvalos, motivacia araperia suliskveteba tu ar gagachnia iyavi motivirebuli chmori ra azri aq ? chakrulos unda usmendes da qaqucas surats unda uyurebdes qartveli dgedagam , napercklebis dro da magis gagvivebsi tavi ar gvaq exla , pajaru unda gavachinot lavam unda amoxetqos da mocvas chirqiani adgilebi , ai mere vashushot da mere gaviarot kurortebze reabilitacia, matlian da chirqian sxeuls ar shvelis borjomis tye barkshi egreve shanti cecxli da maxvili chirdeba, dzmano da dano ircmunet sakutari tavis gjerodet iveria gabrcyindeba da rogorc ucinares adidebnen upals chveni cinaprebi amayad chvenc movescrebit mag dros xmamagla monobis uglis gareshe vetayvanebit da vadidebt uplis saxels.damijeret dasaxvretia xalxi sachiroa … upalo shegvicyalen upalo shegvicyalen upalo shegvicyalen

27 11 2009
CIE

tqvens mier zemot tqmuli da saertod rac aq cavikitxe kargia roca sapudzveli myaria ,qvishaze ashenebul cixesimagres qarishxali calekavs kldeze ashenebul qoxs ki verapers daaklebs, amit risi tqma minda jer upirvelesad unda moxdes imis gaazreba da gacxadeba vin aris chvens mxares da vin aris chvens cinaagmdeg,mere vinc chven cinaagmdeg aris magati dasja , nu me uplebas tu momcemt yvelas gare ganatebis lmpionebze davkidebdi gamec ro chandnen mogalateebi ,magram vici amas despotizmad chamitvlit da ajobebs an qveynidan gavyarot an cixeebshi davamcyvdiot, tumca erti ori mainc damaxrchobinet :) ,sachiroa aucilebelia samagalito unda iyos tu yvelas ar davklavt ramodenime mainc unda davxvritot.

27 11 2009
CIE

momitevet ro qartuli shriptit ar vcer ,ar movyvebi ra mizezit magram ai amashic unda chandes qartveloba … cota mushur glexur enaze ki vcer magram albat didaktikis gareshec mixvdebit da gaigebt chems gulistkivils da chems mosazrebas. nutu saqartveloshi ar moidzebneba 50 000 atasi kaci romelic tavs dadebs saqartvelostvis? imedia ki. magram eg sakmarisia mxolod omobanas satamashod . ai namdvili omis xazi araa cina xazi zurgia mtavari ,vincxam tqva mgoni napoleonma qvabebio qvabebio da jariskacis kuchi igebso omso, saportipikacio nagebobebis specialistebi naklebia kiarada saertod cotani gvyavs da arc ki viyenebt magat, apxazetis omshi ro egrexebodat sangrebis gatxra da mere kaskebit ro txridnen dasamal adgis mase unda . amdeni qartvelia gasuli saqartvelodan ucxoetshi rato aravis azrad ar mosdis am xalxis qveynis saketildgeod gamoyeneba ? saertod qartvelis rame tu usvia adamians aucileblad chven mxareze unda gadmoviyvanot gadmovibirot ravic rame mamadzaglobit chveniani unda gavxadot . oms mashin igeb roca mocinaagmdeges mis teritoriaze eomebi, ase ro saqartveloshi racarunda vxocot mteri mainc mova axali ,amito dzirshi unda chavklat iq saidanac modian iq unda avapetqot da gadavcvat, kremlis tavze unda avaprialot qartuli drosha e mashin iqneba kai :). ise erti chven ro viyot rusebis odena carmogidgeniat ra dgeshi iqneboda msoplio, an iqnebaoda saertod ? sakitxavic eg aris , dedamica darcheboda mteli? cxrajer gveqneboda apetqebuli, rac rame sadme camikitxavs da gamigonia gaqristianebidan moyolebuli sul indoetis kinosavit gvichirs ,sul qveynis gaertianebis problema sul qartvelno gons moeget yijina gaismis istoriis purclebze sul qudze gaci raia ra ver moveget gons chveni adgili ver gvipovia, kido shegvicyala upalma tore chven risi girsebic vart vici kargad,movinaniot uplis cinashe chveni shecodebani , ai chven qartvelebam galati ro vicit mase unda kaco erekle mepem racxa xerxi ixmara mteri ukan gaabruna es ramodena jari yoliaooo da am dros vincxa ukugmartma naxevrad cocxalma xoxvit miitana tavi ro etqva mtrisatvis mezarbazneebi ar yavso da iqve ganuteva suli , ra dampali unda iyo adamiani galats ro sheaklav tavs? carmoidgine is adamiani ras izamda qveynistvis a batono yvelapershi vart magrebio vblataobt da mere kudamodzuebuli gavrbivart .abo tpileli da shushaniki ristvis daicera lamis trilioni clis ukan tore ase rogor sheileba dagavicydes sheni istoria adamians?mashinac vincxa gvtisnieri patrioti piqrobda qveyanaze da moucodebda qartvelobas a naxet ucxo jishis adamiani raoden sheyvarebulia saqartveloze da raoden didi siyvaruli aqvs gvtiaso , vitarca lercami ise irxevao qartvelta rcmenao, yvelaperi ukve tqmuli da dacerilia da tqvens mona morchils ara aqvs pretenzia rame axalis tqmis , ukve tqves magatma visac chemze meti esmodat chemze metad uyvardat saqartvelo da chemze metad adidebnen upals , me vin var magattan mara vai ubedureba chemamde roa mosuli am temaze labaraki. erti ramea me darcmunebuli var da mjera mcams ro saqartvelo gabrcyindeba da qartveloba dadgeba pexze . upalo shegvicyalen upalo shegvicyalen upalo shegvicyalen, amin

6 01 2011
party-zani

ra ubedurebaa amdeni ucxo enovani sitkva,qartulad azrs ver gadmoscemt?sasaciloa….satirali rom ar ikos!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: