ცოცხალი ძალა, რეზერვი და სხვა გემრიელი საჭმელები

26 01 2009

იმისთვის რომ ამ პოსტს ქონდეს აზრი წინასწარ უნდა წაიკითხოთ ვილიკი, ისტორიული, აღმაფშრთოვანებელი პოსტი “კიბორგას დახტრინის” შესახებ, აქ: კიბორგას დახტრინა

ო და, გამომდინარე დოქტრინაში გაჟღერებული “ტოტალური ომის” პრინციპიდან ჩვენ გვჭირდება მოქმედებების გეგმა არა მარტო ფრონტზე, ბრძოლაში – არამედ ღრმად ზურგშიც.

ასე მაგალითად ომი რო იწყება – ხალხმა უნდა იცოდეს რო იმავე დღეს უნდა გახიზნოს ოჯახის წევრები სოფელში, რო ომი მარტო გორში კი არ არი მაგალითად, რო ომი ჩათვალე თბილისშიც არი და მოემზადე იმავე წამს.

ასევე ეს ნიშნავს რო ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოემზადოს საომრად იქ სადაც თვითონ არის. და მაშინ ამ დოქტრინაში გამოჩნდა რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ რეზერვისტები – დავტოვოთ თავის ჩაწერის ადგილზე, ანუ დისლოცირებულ იყვნენ სადაც არიან, და მოემზადონ მის დასაცავად.

რატო? – იმიტო რო მერე მთელი პროფესიონალი ჯარი ფრონტზე იმას განიცდის თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში – დესანტს გადმოსვავენ და ჩემ ოჯახს ვინ დაიცავსო? – რა უნდა თბილისელ რეზერვისტს გორში? გორელს – ტყვიავში? – დატოვე თბილისელი თბილისში, გორელი გორში, ტყვიაველი – ტყვიავში, ჯარისკაცის მოტივაციაზე წლობით მუშაობს არმია და რეზერვისტვის მოტივაცია არი მისი ოჯახი და ქონება – დატოვე მის დასაცავად და ის კბილებით იომებს, ზა ადნო ზურგიც გამაგრებული გაქ. დოქტრინის ტოტალური ომის პრინციპიც დაკმაყოფილებულია.

ცოტა ხანი ამაზე შევჩერდები, იმიტო რო ბევრი საუბრები იყო რო “ეს როგორ ჩაიჯვეს ტო რეზერვისტებმა” და ა.შ.

– კაცო თბილისელი ბიჭი, რომელიც გორში ვაფშე ნამყოფი არაა, ტამ გვერძე ტრასით დადიოდა ხოლმე ბათუმში – ჩამოაგდეს გორში, ჩააბარეს ოცეულის მეთაურობა და უთხრეს შენ იკავებ კავსაძის ქუჩას, ჯერ იკავებ ზერელეთ ესმის იმას რა არი და მერე კავსაძის ქუჩა ვაფშე არ იცის სად არი, ცხინვალი საით არი ისიც არ იცის, დგას დაბნეული და გამვლელებს ეკითხება კავსაძის ქუჩა სად არიო, და მერე თუ მიაგნო იმ კავსაძეს, უყურებს ეგეთ ჩვეულებრივ ქართულ საშუალო ზომის ქალაქის საშუალო ქუჩას და ფიქრობს ნეტაი რას ნიშნავს ამ ქუჩის დაცვა და საიდან და ვისგან და რისგან უნდა დავიცვაო? – იასნია ჩაფლავდებოდა, და იმას კიდე 20 თავისზე უფრო დაბნეული ბიჭი აბარია და ყველა პირში შეჰყურებს, ხოდა იასნია ეს იტყვის რო ვერ გავიგე მე აქ ვერაფერი, წავედით თბილისშიო… (მე ვისაც შევესწარი იმის მერე რაც მკითხა კავსაძის ქუჩა სად არიო და მეთქი არც მე ვარ აქაური თქო, მიუტრიალდა თავის “რაზმს” და “ამის დედაც ვატირე, წამო ჩემი სოფელია კასპთან, კასპი მგონი აქვეა და ის დავიცვათ რა ჩამოვლენ რუსები და მოვუ@!№ დედისტრაკს” და ყველას სახე გაებადრა და დაიწყეს შაგაობა გაურკვეველი მიმართულებით, პრნიციპით “ცოტა ვიაროთ და მერე ვინმეს ვკითხოთ კასპი საით არი”.

იგივე ჭირდათ გორელ რეზევისტებს რომლებიც აყარეს და სად ჩამოყარეს ხუი ზნაეტ, იგივე ქუთაისლებს და ა.შ.

და აზრი? – ეგეთი გულგამსკდარი და დაბნეული რეზერვისტი ვინმეს შემჩერებელია? – ზა ტო რეზერვისტებმა მორალი დაუგდეს ყველას, ერთმანეთსაც, პროფესიონალ ჯარსაც – რომელიც ჯერ იძადა არ გვინდა რეზერვისტები არ მოიყვანონ ჩვენით ვიზამთო, მერე რო მოიყვანეს და იმათმა ბოდიალი დაიწყეს ბატებივით და გაქცევა – მერე უკვე ჯარი ფიქრობდა მაგათ გულიზა ვიბრძვით და მაგათ იმის ტრაკიც არ ქონიათ ჩვენ ზურგს უკან იდგნენ და ვისთვის ვკვდებითო… ჩემი წინა პოსტში გამოგონილი დოქტრინა ამბობს: ომი სადმე, აღიქვი როგორც ომი ყველგან, აქედან გამომდინარე ტბილისში მობილიზებული რეზერვისტი რომელიც იქვე დარჩა – უნდა განხილულ იქნას როგორც ჯარის ზურგს უშუალოდ უკან მდგომი მებრძოლი რომელიც საბრძოლო საქმეს აკეთებს.

რაც მთავარია: ნებისმიერი თქვენგანი დაფიქრდეს, აი ვთქვათ არაფერი რეზერვისტების მომზადება არ გაგივლიათ, ხვალე, მოდის უბანში კომისარი, მოაქ 20 იარაღი, ფორმები, გეუნებათ რუსებს ვუტევთ აფხაზეთში, არის თბილისში დესანტის გადმოჯდომის საშიშროება, აჰათ ავტომატები, აჰათ 1 რაცია, დაიცავით თქვენი უბანი, წავედი გვერძე უბანსაც დავურიგებ იარაღებს. იარაღის უკონტროლოდ დარიგების კრიმინალური ასპექტი რო ცოტა ხნით გვერძე გადავდოთ – ხო ეგრევე მიმოიხედავ და, ოპა, ტაკ, ესეიგი, შისტოის ეზოში ვთრხრით აკოპებს, ქუჩის დასაწყისში პესოკიანი მეშოკები დავალაგოთ, მესამე კორპუსთან ზაბორი როა ბეტონის იქ ერთგან გარღვეულია, იქიდან არავინ შემოგვიძვრეს ტო – მანდ ვინმე დადგეს. და ა.შ. – არც შეშინებულად გრძნობ თავს, არც მიგდებულად, მიზანიც გაქ და ნათელია და დესანტიც რო გადმოჯდეს ასეთი თავდაცვის პირადი შემადგენლობის 50% მაინც არსად არ გაიქცევა.

მილიონ ნახევრიან თბილისში? რომლშიც ყოველ მეორე ბიჭს იარაღი აქ ნასროლი და დიდ ნაწილს ცოცხალი სამიზნესთვის?… დესანტის გადმოსხმა აზრს დაკარგავს.

იასნია უამრავი პრობლემაა რეზერვისთვის იარაღის მიცემაში, მარა არა მგონია რაიმე იყოს იმაზე უარესი რაც მოხდა – პროსტო რო აირაღს ყრიდნენ და გამორბოდნენ და ვინ აკრიფა ის იარაღი და სად წაიღო ხუი ზნაეტ, და მთლად უმნიკებმა კიდე წამოიღეს და სხვისი იარაღიც ხელს გამოაყოლეს და ხდება რამე?… როცა გეშინია მილიციის იარაღს მაინც არ გამოიყენებ, ამიტოა ტეხასის შტატში იარაღის ქონა დაშვებული – გქონდეს, კაცის მოკვლა თუ გინდა კოვზითაც მოკლავ და დაჭერით ესეც დაგიჭერენ და ისეც…

ეხლა წარმოიდგინეთ უფრო განვითარებული ვარიანტი:

დოქტრინა გვეუნება რო საქართველო ან მთლიანად არი ომში ჩართული ან არ არი, შესაბამისად ომობს ჯარი სადმე – ომობს ყველა ქალაქი, ამ პირობის შესასრულებლად შემოვიღეთ რეზერვისტების ლოკალური განთავსების სისტემა. მიგვყავს წვრთნაზე თბილისელი ბიჭები… ტყეში??? – ყრიან ბაზაზე 2 კვირა, ვაშაგავებთ მთებში და ვასწავლით ჩასაფრებების მოწყობას ტყეებში და ჭაობებში?… (იასნია მერე ასეთს რო ჩამოაგდებ გორში ურბანულ პირობებში და ეტყვი ქუჩა დაიცავიო, რომც იპოვოს ის ქუჩა ვერ მოიფიქრებს რას ნიშნავს ქუჩა დაიცვას…)

ებჯო, 18 დღე გაქ, სვამ ქალაქელ ბიჭებს, სუფთა ჰაერზე რო გადიან ადიშკა რო ეწყებათ, და უხსნი ჩასაფრებას ტყეში? – და შეტევას ტყეში? – და სანგრების თხრას ტყეში? – იასნია გარდა იმისა რო ვერ გააგებიებ ვერაფერს ხეირიანად – იმათ ამის სმენა ბეზრდებათ, ასეთი პესპექტივა შორეულად ეჩვენებათ და ბათინკებით მიწიან ზედაპირზე ბრაგუნი – წამებად… ერჩი რამეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობას??

ია პრიდლაგაიუ:
“რა უბნელები ხართ ბიჭებო?” – “ვერა ბატონო უფროსო.” (და ბატონოს რო ყლაპავენ იმიტო რო უტყდებათ…) – “ატლიჩნა! ი ტაკ დაცვა მჭიროდ დასახლებულ ურბანულ პირობებში” – შლი რამე პლანშეტს სადაც ხატია ქუჩები, ვიწრო პერეულკები და სხვა ტაქტიკური ურბანული კოშმარი.

მარა – იმ ვერელი ბიჭისთვის ეგ ბუნებრივი პირობებია, ყველა ბიჭს მილიონჯერ უფიქრია აი აქ ეხლა რო მიწევდეს ომი როგორ ვიომებდიო, ყველას უჩხუბია თავის უბანში, ზოგისთვის უსვრიათ, ყველა დამალვია ვიღაცას და ა.შ. და ა.შ. – ხედავს ნახაზებს და ეგრევე უჩნდება პარალელები მისი რეალური ცხოვრებიდან და რო ეუნებიან რო ჩვენ გასწავლით როგორ იომო უფრო ეფექტურად შენივე გარემოცვაში – იმას ლექციიდან წიხლით ვერ გააგდებ. რო უხსნი როგორ დაიკავოს ფანჯრები, როგორ მიუდგეს სახლის კუთხეებს, როგორ მოაწყოს დაცვა ქუჩის, ეზოს, უახლოესი პარკის, რა შენობა რაში გამოიყენოს, რა მნიშვნელობა აქვს სახურავიდან დაზვერვას და სად და უამრავი ტექნიკური დეტალები, რასაც ეხლაც ასწავლიან – ოღონდ ტყეში – ასწავლიან როგორ გაიშალოს ასეული, როგორ იშაგაოს, როგორ მოახდინოს მიმდებარე მთების დაზვერვა… ქალაქელს? – მე რო ბუნებაში გავდივარ 1 კვირა მარტო იმაზე მჭირდება რო სიმწვანეს შევეჩვიო…

ისწავლოს ის საქმე სადაც დაიბადა და გაიზარდა და ცხოვრობს და რაც 100-ჯერ კარგად ეხერხება და 100-ჯერ მეტად დააინტერესებს. მერე პრაქტიკა – სადმე ნანგრევებში, სადაც ჩვენ სტრაიკს ვთამაშობთ (მიტოვებულ სამხედრო ბაზებზე, ქარხნებში და სტროიკებზე), ან სპეციალურად აშენებულ პატარა საწვრთნელ პოლიგონებზე – შესწავლილი თეორიის გავლა პრაქტიკაში, რა-როგორ, სად-რატომ, შაგაობა – ნანგრევებზე და ბეტონებზე, კედლებზე გადაძრომა, მეორე სართულებზე შეძრომა, ბლოკების თრევა ბუნკერების ასაშენებლად… სპრინტი ჩერეზ მთელი ქუჩა პადიეზდიდან პადიეზდში, ერთმანეთის დაფარვა ამ დროს და ა.შ.

ნაკლები დატვირთვაა ვიდრე დღეს “ჯარისკაცი უნდა მოიტყნას” პრინციპით აშაგავებენ 18 დღიან რეზერვისტებს? – არა მგონია. შეიძლება ნაკლებიც არი მარა სოფელში რო ცხოვრობს კაცი და დღეში 5-8 კილომეტრს შაგაობს დილას 6-ზე რაიონულ ცენტრამდე და უკან – იმისთვის არც 32 კილომეტრიანი მარშ ბრასოკია პრობლემა გრუნტზე, ზა ტო იმას 10 წელი უნდა ასწავლო ურბანულ პირობებში მოქმედებები, იმიტო რო მისი ტვინი არ არი შეგუებული მრავალ სართულიან ბრძოლას, ქუჩებზე გადარბენას, ეზოს ლაბირინთებს და ა.შ.

ზუსტად იგივე მუშაობს უკუღმაც, როგორც უკვე 10-ჯერ ავღნიშნე – წაიყვან ქალაქელს ტყეში, მინდორში და იბნევა – მისთვის ბუჩქები რაღაც მწვანე მასაა სადაც ვერაფერს ვერ ხედავ, რბილ მიწაზე სიარული ახლიდან უნდა ისწავლოს ისე რო არ დაიღალოს 2 წუთში, ეს გაშლილი ტერიტორიები რა უყოს არ იცის – არასოდეს უფიქრია როგორ უნდა იომო ამხელა ფართობზე და ა.შ.

ი ტაკ გავაგრძელოთ ფიქრი ამ თემაზე:
მოვამზადეთ წელიწადში ვთქვათ არა 18, იმიტო რო მერე უკვე მოსაბეზრებელია, არამედ ვთქვათ 14 დღე თბილისელი რეზერვისტები ქალაქში ომისთვის, ცოტ ცოტას ვუხსნით ზოგადად ყველანაირ ტაქტიკასაც და მეტი არაფერი.

20 მეთაურებად – ვნიშნავთ ადამიანებს რომლებსაც ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ გრაჟდანკაზე.

ამაზე ცოტა დეტალურად და მერე გავაგრძელებ დალშე – რეზერვისტების დაკომპლექტების ორი თანაბრად საინტერესო პრინციპია:
1. გაანაწილო რეზერვისტები ოცეულებად, ასეულებად და ბატალიონებად რანდომნა, უფრო სწორად რაიმე ტექნიკური პრინციპის მიხედვით და არა ერთმანეთთან ნაცნობობების მიხედვით. რაც კარგია იმ მხრივ რო შეძლებ დააბალანსო, რო 20-ეულში ყველა 18 წლის ღლაპი არ იყოს, ასეულში მარტო ბებრები არ იყვნენ და ბატალიონი სუ მათემატიკოსები არ გყავდეს.

2. ან წაიყვანო და გააკეთო ასეულები და 20-ეული ნაცნობების პრინციპით(ანუ კურსი რო მიყავთ ეხლა, უბანი და ა.შ.)

ორივეს აქვს პლიუსები და მინუსები.
მე ვემხრობი პირველს, იმიტო რო კურსებად რო მიყავთ სინამდვილეში არაფერი კაი მაგითი არ ხდება – გარე დაპირისპირებები შემოგაქ სამხედრო საბრძოლო ერთეულში, ვიღაცა ვიღაცას ვერ იტანს კურსზე – აქ ერთად ხვდებიან, მუდმივი უნდობლობა და მელკი ქიშპობები, ხშირად არც ისე მელკი… და მერე იარაღს რო მისცემ და ერთად რო დატოვებ ან დახოცავენ ერტმანეთს ან მომენტში არ მიეხმარებიან… რაც შეიძლება უარესიც აიყოს კიდე ვიდრე ერტმანეთის დახოცვა.

განაწილების პირველ პრინციპს აქვს პლიუსი ის რო გაქვს თავისუფლება შერჩევისას, როგორც ზემოთ ვთქვი – ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ხალხს ნიშნავ 20 მეთაურებად, იმათ თავის დაჭერაც იციან, სისხლში აქვთ გამჯდარი სწორად მოქცევა ქვეშევრდომებთან, ლიდერობაც იციან, დამორჩილებაც იციან და როგორც წესი ჭკუაც მეტი აქვთ ხოლმე…

ტამ, სპორცემენებს ცდილობ რამდენიმე იყოს 20-ეულში, ტემპის და ტონის მისაცემად დანარჩენებისთვის, ცდილობ რამდენიმე ტექნიკური განათლების ადამიანი ჩასვა და ა.შ. ეს ვაფშე არაა რა პრობლემა ტექნიკურად: ყველა ახალ წვეულზე დღესაც დგება მარტივი დოსიე, მარტივი ფორმაა: რა ენები იცი, სად სწავლობ, რა დაამთავრე, სად მუშაობ, სპორტი, დამატებითი იფორმაცია. ხოდა გამოყენება უნდა რა სწორად, კომპში ეხლაც შეყავთ და ერთი პატარა სკრიპტი უნდა და დაალაგებს 20-ეულებს თანაბრად. მერე ასეულებს, მერე ბატალიონებს.

დავუბრუნდეთ ლოკალური დაცვის სტრატეგიას, შეიძლება ასე ჩაგეთვალათ მარა სინამდვილეში მე არ ვემხრობი “ჩემი უბნის დაცვის” სისტემას, მე ვემხრობი “ჩემი ქალაქის დაცვის” სისტემას.

ანუ დაიწყო ომი, ასეთი მოზმადებული რეზერვისტები გამოიძახე შეკრებაზე, დაურიგე იარაღი, რაციები, აუხსენი მიმდინარე მდგომარეობა, დაუწესე მორიგეობა – ანუ რო 122 ბატალიონის მესამე ასეული იკავებს ვაჟას კვარტლებს მე2-დან მე5-მდე, სკაჟემ.

ბატალიონის მეთაური სამხედრო, ტამ ინსტრუქტორი ან ვიღაცა, ყოფილი ატსტავნოი სამხედრო, რომელიც ასევე რეზერვისტების წვრთნებისას მოიწვიე და ამათი ბატალიონის მეთაურია(ისიც ბედნიერია რო ჭირდება ქვეყანას კიდევ რამეში), ხოდა მიდიან ისენი იმ სექტორში და იკავებენ დაცვას, ვთქვათ.

სინამდვილეში მარაზმია ქუჩა ქუჩა დაცვა, როცა მტერი ჯერ არ იცი სად გადმოჯდება და რას იზამს, ამიტო სინამდვილეში ალაგებ დაცვას სამთავრობო შენობების გარშემო, ალაგებ დაცვას ქალაქის შემოსასვლელებზე და გინდა დაცვა სტრატეგიული სიმაღლეებიდან.

უშვებ რეზერვისტებს იქ, მორიგეობით, ანუ ყოფ გრუბა გავარია 2 ნაწილად მთელ რეზერვისტებს და პირველი ნაწილი მორიგეობს ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, კვირას და მერე უკვე სამშაბათს, მოკლედ ჩერეზ ძენ…

ანუ ხდება ასე – ჩამოივლის ავტობუსი, აკრიფავს რეზერვისტებს (ან რეზერვისტები მიდიან ყოველ მეორე დღეს დანიშნულ ადგილზე) – იღებენ იარაღს, და მორიგეობენ პოზიციებზე საჭირო საათები, ვინმე თბილისელი წინააღმდეგია რუსთაველზე იმორიგეოს? – ან ტამ თუმდაც ორთაჭალაში? – ჩაიდებ ჯიბეში 2 ლარს რამე სასუსნაოზე – წახვალ.

იქ კიდე ორგანიზებულად მიდის თავდაცვითი სისტემების განვითარება, იგივე ტამ ფუნიკულიორზე ან სადაც გინდა… თუ მართლა გადმოჯდა რამე დესანტი – შეაიარაღებ მეორე, იმ დღეს დასვენებაში მყოფ, ნაწილსაც და რამდენი? – 30 000? – 50 000 (თუ მეტი არა) ადამიანი გყავს რომელიც ომობს მისთვის ჩვეულ პირობებში და რეალურად საკუთარი სახლისთვის…

მოლოდინის პერიოდში არც ჭმევა ჭირდება, არც თბილი ტანსაცმელი, არც მედიკამენტები (ტამ თუ გაცივდა), პროსტო ფორმას აძლევ, რომელიც მიაქ სახლში (შეიძლება რეზერვისტების წვრთნებისასვე ატან და რჩებათ ფორმა, მეტი პატრიოტიზმისთვის) – ყოველ დღე მარტო ურიგებ იარაღს და აბოიმებს, ყველაფერი დანარჩენი თან რჩებათ.

ისიც ამაყია – მოდის სახლში მორიგეობიდან, ცოლთან ტამ დედასთან… ფორმაში, ნამსახურები, იხდის, ისვენებს, უყურებს ტელევიზორს, იგებს როგორ ომობენ ფროტნზე და ყვება რა მოისმინა დღეს რაციაზე და თავს ვაჟკაცად გრზნობს რო ამ ყველაფრის თანამონაწილეა და დაიღალა და გუშინ გადმოსცეს რო დესანტი მოდიოდა და კალაშები როგორ შეაყენეს და როგორ იყვნენ მზად, იძინებს, მეორე დღეს დილას დგება და ან უბანში ჩადის და არჩევს რა ხდება და ისევ თანამონაწილეა ამ ყველაფრის და ამაყი საკუთარი თავით, ან მე პირადად – წავიდოდი სამსახურში, რა საქმე მაქ რო? – მიდის სამსახურში, რომელიც კი განახევრებული ეფექტურობით მარა მუშაობს, მე პროგრამისტი ვარ, მაქ პროექტი 1 თვიანი, მთელი თვე შემიძლია დღე გამოშვებით ვიმუშაო, თან მეორე დღეს დასვენებასავით გამომდის, ამიტო როცა სამუშაო მაქ ვიმუშავებ ბედნიერად, თანაც როცა ეგეთი პერიოდია და ქვეყანა ფეხზეა უფრო გრზნობ მნიშვნელოვნებას რასაც აკეთებ, და ქვეყნის ეკონომიკასაც ისე ძაან არ დაერხევა ომისგან, იქნებ დაჟე არსებობა მოხერხდეს ასეთ რეჟიმში…

კიდევ უფრო განვავითაროთ რეზერვიზმის სისტემა:
კუჯი მაგალითად (არის ასეთი სტრაიკბოლშიკი), მთელი ცხოვრებაა პახოდებში დადის, კლდებზეე ცოცვა ეხერხება და გეოგრაფიულს ამთავრებს. აინტერესებს სამხედრო საქმე, თამაშობს სტრაიკს, ფორმაშია და მისთვის ბრძოლები რო ცხინვალშია და თვითონ აქ არი მისი საკუთარი თავისგან მოთხოვნებს არ შეესაბამება. და ის ასე ფიქრობს მთელი ცხოვრებაა.

ანუ რეზერვისტს რო ვიყვან, რო ვეკითხები პროფესიას და რა ენები იცის (ფორმას რო ავსებს) – არი ჩეკბოქსები:
1. თანახმა ხართ თუ არა იქნეთ გადასროლილი სხვა ქალაქში(თუ კი – სად)
2. თანახმა ხართ თუ არა იქნეთ გადასროლილი არა ურბანულ პირობებში(თუ კი – სად)
3. და ბოლოს გაქვთ თუ არა სურვილი გადასროლილი იქნეთ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში.

ყველა ადამიანი ამას შეავსებს საკუთარი გამოცდილების და ცხოვრების მიხედვით, ანუ თუ მე არ მაქ პრობლემა ვიმსახურო ქუთაისში – მოვნიშნავ რო თანახმა ვარ გადამისროლონ ომის პერიოდში ქუთაისში, იქ ნათესავები მყავს და ვიქნები სპაკოინნად რა პრობლემაა, ან ტამ ბათუმში, ან ვთქვათ მცხეთაში თუ დაააკლდათ ხალხი – იქ ვივლი დღე გამოშვებით მორიგეობაზე სანამ ომი იქნება.

თუ სოფელი მაქ სადმე და იმ ადგილებში გავიზარდე და კარგად ვიცნობ – მოვნიშნავ რო ტამ წაღვერში და კასპის რაიონში არ ვარ წინააღმდეგი დამიმატონ თუ დავჭირდით. კიდე ხონის რაონშიც არ მაქ პრობლემა ვიცნობ იქაურობას, მყავს ნათესავები და იქაც ვიმსახურებდი და ვიომებდი თუ რამე მოხდებოდა.

და კუჯი მონიშნავს კიდე რო “სურს გადასროლილი იქნეს იქ სადაც ბრძოლებია” – იმიტო რო თვლის რო მთელი ცხოვრება ამისთვის ემზადება (სწავლის დამთავრების მერე სამხედრო აკადემიაში აბარებს) და თბილისში დღე გამოშვებით მორიგეობა, მიუხედავად რუსული დესანტის სავსებით რეალურობისა – მის საკუთარ თავთან მოთხოვნებს არ შეესაბამება. რო არ გადმოსვან და ომი 5 დღეში მორჩეს?

ხოდა როცა ბატალიონებს, ასეულებს და 20-ეულებს ვადგენთ, შევადგენთ ამ პრინციპით, ვინც სად გადასროლაზე არ არი წინააღმდეგი, და პლიუს თუ აქტიურ ბრძოლაში ჩართვის სურვილი აქ – ისენი ვაფშე ერთად. ბლომად იქნება მასეთებიც, 1000, 2000, შეიძლება 5000 – 10 000 კაციც მარტო თბილისიდან, რომლებიც რეალურად მოხალისეები არიან რა, მონდომებული მილიტარისტები და/ან პატრიოტები.

ხოდა ეგეთს რო არასწორად სვამ 20-ეულში რომლების უმეტესობასაც თბილისში დარჩენა უნდა, მასეთს უტყდება რო ომია და ეს აქ არი, დანარჩენები უტრაკებენ რო რა შეიდე ამ ომით, დაეტიე სადაც შენი ოჯახია – ჩვენ რა შენზე ნაკლები კაცები ვართო? ის მაინც სუ ნემსებზეა, დანარჩენები თავს არასრულფასოვნებად გრძნობენ რო აქაც კარგად არიან და ჯამში ორივე სასტავი ერთმანეთს უგდებს მორალს და საბრზოლო განწყობას.

ამიტო მოკრიბე ეგეთი ხალხი ცალკე, ეგეთი ოცეულები(ასეულები, ბატალიონები) ავარჯიშე და მოამზადე ერთად, იქ სადაც ვერელი ტიპი მაინც ითამაშებს როლს რო ყველაფერი ეზარება და ვითომ ძალით სწავლობს იმას რაც მამენტ აინტერესებს – ქალაქში, ქუჩაში ომების ტექნიკას და ის 2 კვირაც იწუწუნებს რაც წელიწადში უნდა დაკავდეს ამ საკითხით, იმიტო რო ტიპია ეგეთი(და ეს კარგია, ყველა უნდა იყოს ვინც არი ლიჟბი საერთო საქმე აკეთოს.) – მის ნაცვლად ის მილიტარისტი, რომელიც მოხალისე რეზერვისტებში ჩაეწერა, ზედმეტი დაკომპლექსების გარეშე(იმიტო რო გარშემოც მისნაირები არიან) – ორმაგი ენთუზიაზმით მიუდგება სწავლას, თანახმა იქნება წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ გამოიძახონ ასეთ მომზადებებზე, თანახმა იქნება თუ ჯარის რამე წვრთნები იქნება იქაც გამოიძახონ, თანახმა იქნება რავი ტამ თვეში ერთხელ შეკრებებზე იაროს ვიქენდზე სადმე და ა.შ…

შესაბამისად მისი მომზადების დონეც მეტი ექნება, ლანდშაფტის ვარიაცებისთვისაც უფრო მზად იქნება და თვითშეგნებაც მეტი ექნება, პატივისცემაც საკუთარი თავისადმი და ჯარის მხრიდანაც შედარებით…

სიტყვა მოხალისე დღეს საქართველოში შორიდან – აღიქმება როგორც ვიღაც ბარდაგი რომელმაც არაფერი არ იცის, და ომში უკვე გვერძე მდგომი ჯარისკაცებიდან – “ჯიგარი ტიპი რომელსაც იქ ყოფნა შერცხვა და აქ გვერდში გვიდგას” მარა რომელსაც იასნია არავინ წყლის პისტოლეტს არ ანდობს…

არადა ასეთი ადამიანების კლასი უნდა გამოიყენო, უნდა შეკრიბო ერთად და გააკეთო მოხალისე-რეზერვისტები.

ომის დროს მოკრიბავ ასეთებს – რომლებიც ელოდებიან, უფრო გათვითცნობიერებული არიან სამხედრო საქმეში, ლამის ჯარისკაცებად გრძნობენ თავს, რომლებიც მზად არიან ბუნებაში მოხვდნენ, რომლებმაც მეტი წვრთნებიც გაიარეს, მარა მთავარი მაინც თვითშეგნებაა რა, ადამიანი რომელიც თვითონ იწევს ბრძოლაში – სუ რო დააგდო მარტოკა მინდორზე და მისცე იარაღი – მტრისკენ წავა, პრინციპის გულიზა, კი მერე შეილება შეეშინდეს, მარა ყველას ეშინია და ჯარის მიზანი იმაშია, ბრძოლისას უკვე, ისე ქნას რო აჩვენოს რა უნდა უქნას შიშს ჯარისკაცმა და ტამ რო შეეშინდება არტილერია მიახმაროს და გული შეუმაგროს და ა.შ. ეგ ცალკე მეთოდებია… – მარა მთავარია რო თავიდან მაინც მოხალისეს თვითონ უნდა იყოს იქ სადაც ისვრიან, ხოდა თუ შენ წინასწარ 1-2 წელი ამზადებ წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ, ასწავლი ორიენტირებას, ასწავლი სროლას, მარტივ ტაქტიკებს, ტამ ერთხელ რამე ჯარის წვრთნებზე გამოიძახებ ორფოლოში და ბახა ბუხში არბენიებ აქეთ იქეთ და რამე მარტივ დავალებას შეასრულებიებ, სულ ერთია რას, თან მისნაირებით გარშემორტყმულს… დღეს ყველა ვინც რეზერვისტია, და არადა ვინც ეგეთია(მოხალისე) და ჩემი მეგობარია, საუბრებს რეზერვზე რო რო მე მაგ ხალხთან ერთად ომში არ წავალო… ხოდა როცა გარშემო შენნაირი ენთუზიაზისტები არიან – სუ სხვა ამბავია…

გავაგრძელებ – მერე წაიყვანე მასეთი 20-ეული თუ გინდა, რომლის სათავეშიც ლიდერობის გამოცდილების მქონე ენთუზიაზისტი – მილიტარისტი-პატრიოტია, რომელმაც 2-წელია უკვე იცის რო 20-მეთაურია და რადგან განათლებული ადამიანია, ხელმძღვანელია რაღაც განყოფილების რამე ფირმაში, ან მთელი ფირმის ან ხუი ზნაეტ, და დაჯდება, მოიძიებს წიგნებს, ინფორმაციას, მასალებს… მან ამ 2 წლის მანძილზე იცის რო ომის შემთხვევაში ოცეულს მართავს, წაიკითხავს სამხედრო მართვაზე, იარაღებზე, ფსიქოლოგიაზე, ტექნიკაზე.

ტიპი თვითონ ჩაეწერა მოხალისე-რეზერვისტად, დაინიშნა 20 მეთაურად, იაზრებს რო ომი მოუწევს, საკუთარ თვალში სრულ ფასოვანი ჯარისკაცია, ამდენი წვრთნები გაიარა, 20 ბიჭის სიცოცხლე აბარია, იასნია დაჯდება და კარგად გაერკვევა საკითხში.

ხოდა ჩამოაგდე ასეთი 20-ეული კარალეთთან, რაციით, მიეცი ნებისმიერი დავალება, დაცვა იქაურობის – ყველაზე მარტივი იქნება მისთვის, ბევრად უფრო მარტივი ვიდრე მას შეუძლია უკვე 1-2-3 წელი მომზადების და თვით გადახარშვის შემდეგ.

მითუმეტეს თუ არ დაშლი და დააქუცმაცებ ასეთ სასტავებს მართლა 20-20 კაცად არ ჩამოაგდებ, როგორც ბოლო ჯერზე ქნეს, არამედ ბატალიონებად გადმოსვამ და მისცემ დავალებას რომელსაც ვთქვათ ჯარის ასეულს მიცემდი, 100-ი კაცის საქმეს დაავალებ 300-500 კაცს, მერე რა? – თუ გააკეთებენ დიდი შეღავათია.

რამდენი ათასი ეგეთი კაცი მოგროვდება მთელი საქართველოს მასშტაბით? – თუმდაც 2-3 ათასი კაცი, უზამარაზი რამეა, ადამიანები რომლებსაც სადაც გინდა გადაისვრი, რომლებმაც იციან რას აკეთებენ, საშუალოდ გაწვრთნილები და მერე თვით განათლებით დაკავებულები, უამრავია ეგეთი ხალხი სინამდვილეში, 2 ასეულს ჩამოგითვლით მე, სამხედრო ენთუზიასტებს, რომლებიც ლიჟბი ეგრე შეკრიბე, სამხედროობანა ათამაშე მშვიდობიან პერიოდში და მერე დავალება მიეცი და სადაც გინდა გადაისროლე, მითუმეტეს თუ მათ შორის პოხუისტი ნიჰილისტი ბანკირები და/ან ძველი ბიჭები არ არიან, რასაც გინდა იმას იზამენ, უამრავ პროფესიონალურ საჯარისო 20-ეულზე უფრო მაგრა იმუშავებენ.

უამრავი ომ გავლილი ვეტარანი არსებობს, 35-40-45 წლის, რომლებიც დღეს მუშაობენ ვინ სად, და რომლებსაც არ ცალიათ ჯარში იმსახურონ, მარა დღემდე მილიტარისტებად დარჩნენ და არადა არანაირი ადგილი არ აქვთ რეალურად რეზერვისტებშიც კი, რატომ არა? – მოკრიბე, უამრავი მონიშნავს ჩეკბოქსს რო მომხრეა მონაწილეობა მიიღოს აქტიურ ბრძოლებში, და ომი რო დაიწყება თავის ხოდით კი არ დააწვება, ან ტამ მოხალისეებში ჩაეწერება და დაელოდება, ან ტამ გადმოიღებს წინა ომიდან მოტეხილ კალაშას და სახლის ტანსცმელში გამოწობილი ხუი ზნაეტ რაში გაეხვევა… – არამედ მივა შეკრების ადგილზე, მიიღებს იარაღს, ფორმას, თავის 20-ეულთან ერთად(ასეულში, ბატალიონში), რომლებთან ერთადაც დიდი ხანია ვარჯიშობს, ბიჭები, კაცები, სხვა და სხვა თაობა – მარა ყველა მისია რა, მისნაირები არიან, მისნაირად ფიქრობენ, ჩაჯდება ავტობუსი იყოს თუ გინდა ყვითელი (ცალკე მარაზმი მარა ნუ…) – და წაიყვანე სადაც გინდა თუ გინდა პრიამა შეტევის წვერზე ჩამოსვი – კიდე ბავშვებს გაამხნევებს ვინც პირველად არიან და კიდე ათასი რამე…

ჩვენ ქვეყანას უზამრაზარი რესურსი აქვს ცოცხალ ძალაში და არ იყენებს.

უზარმაზარი გამოცდილება არსებობს, უამრავი იმედ გაცრუებული და “ერთი ამათი დებილი დედა ვატირე” მათ შორის, რომლებსაც მაინც იმედი აქვთ რო როდესმე… – და არ ვიყენებთ.

არანაირი ფულის ხარჯვა ყოველ წლიურ 18 წლის ბავშვების 1.5 წლით გაწვევაზე და რეალურად მათი მომავალი ცხოვრების მოსპობაზე, შესაბამისად ვისაც ეს არ უნდა მათ წვალებაზე როგორ დაუძვრნენ ამ ამბავს და ჯამში სახელის გატეხვაზე ჯარისთვის – იმიტო რო ჯარი ის არი რასაც გაურბიან და სადაც ისენი ხვდებიან ვინც ვერ გაიქცა(ლოგიკურად ან დებილია, ან ფული ვერ იშოვა, ან ვერ ჩააწყო, ან პოტენციური მკვლელია და მშობლებმა ძალით გააგდეს ჯარში)

რეალურად, დღეს, ამ გაწვეული ჯარის აზრი არი იმაში რო პროფესიონალ ჯარს არ ცალია პოსტებზე სადგომად და ყვერების საფხანად, მშვიდობიან პერიოდშიც კი. ამიტო მიყავთ ახალწვეულები, ვითომ ავარჯიშებენ 6 თვე და მერე “ახდევინებენ მოქალაქეობრივ ვალს” პოსტებზე ყიალით, ასე კიდე შემდეგი წლინახევრის მანძილზე, მერე კიდე როცა 21-ე საუკუნეში წელიწადნახევარს გაატარებ არაფრის კეთებაში – უმეტესობა მათგანი ვერ უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. შესაბამისად ან რჩება ჯარში, ან მიდის მილიციაში, ან პერსონალურ დაცვაში.

ამით ისევ და ისევ ზიანდება ჯარის სახელი, ზიანდება 18 წლის ახალგაზრდების ცხოვრება, ზიანდება ჯარის საერთო პროფესიონალიზმი და იხარჯება ფული. საერთო ეფექტურობა კი…

პრობლემის მკურნალობა? – ნებაყოფლობითი სამხედრო აკადემია, თავისი მისაღები გამოცდებით და ნორმატივებით. ტამ 1 წლიანი სწავლება, მერე დასაქმება – ხელფასით! – პოსტებზე დგომის სახით, პარალელურად სწავლა, ანუ ვთქვათ 6 თვე პოსტებზე დგომა, 6 თვის მერე რამე კურსი, ასე 3-4 წლის მანძილზე. შუალედებში სამხდრო პროფილირებით…

ფინანსები იმაზე ნაკლები დაიხარჯება რაც ეხლა ჯგროს ძალით გაწვევა ჯდება და ზა ტო ჯარს სახელი ექნება რო იქ უნდა მოხვდე და რო იქ ვინც მსახურობს თავის ფეხით მივიდა და იცის რო სიკვდილზე მიდის და თანახმაა.

ვინც ისწავლის ეცოდინება რატო სწავლობს, ვინც პოსტზე იდგება ეცოდინება რო ეს სამსახურია და აქაც რაღაცას სწავლობს, თანაც ფულს უხდიან და ხალხს გაიცნობს და რო პოსტზე დგომა მამენტ სამხედრო სამსახურის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ მე თანახმა ვარ ჯარისკაცობაზე, იმდენად რო გამოცდებზე გამოვედი და გავიარე – უჟ ტოჩნა ვიაზრებ რო სამხედრო სამსახური გართობა არ არი და რო სლადკა ნი პრიძიოტსია, და ჩემი ცხოვრების ეს წლებიც დაკარგულად არ მიმაჩნია პოსტზე დგომისას, იმიტო რო პროგარმისტი არ ვარ და სანამ მე იქ დროს ვკარგავ დანარჩენი ცხოვრება არ გარბის წუილით, მე სამხედრო ვარ და ჩემი კარიერული ზრდის ნაწილია აქ ვიდგე და მოვიხადო ეს ვალი, ზა ტო მეწერება სამხედრო CV-ში რო ციდან გამოჩეკილი არ ვარ და ყველა საფეხური გავლილი მაქ.

ისევე როგორც იგივე პროგრამისტებად არ იბადებიან, ჯერ ვინმე IT-შნიკის შისწიორკა ხარ და მერე ნელ-ნელა ადიხარ ზემოთ… და შისწიორკობის პერიოდს დაკარგულ დროდ არ თვლი, თვლი დროდ როცა სწავლობ რა ხდება პრაქტიკაში…

რა თქმა უნდა მთელი ეს რეზერვიზმი უნდა იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი, ყველაზე საშინელებაა ადამიანი რომელსაც გრზნობ რო არ უნდა ეს ყველაფერი და სიკვდილის მისჯილივით დგას და არ იცის საით გაიქცეს… საშინელებაა ადამიანი რომელთან ერთადაც ვარჯიშობ და მერე ომისას შეკრებაზე არ მოვა… საშინელებაა როცა ე.წ რეზერვისტების ასეულის წასაყვანად 4 ავტობუსი ჩამოდგება და 1-იც ვერ გაივსება… საშინელებაა იმ რეზერვისტებისთვის ვინც გამოცხადდება და საშინელებაა მათვის ვინც არ გამოცხადდება, ქვეყნისთვის კიდე ტყვილა გადაყრილი რესურსებია…

არაფერი ფასი არ აქვს ეგრე ხელოვნურად გაბერილ რეზერვისტების რაოდენობას.

ბევრად უფრო მაგრად მუშაობს რეკლამა და PR-ი თვითონ რეზრვისტების სახით. როცა ადამიანებს ასწავლი იმას რაზეც თვითონ ჩაეწერენ, და რაც მათთვის ახლო და საინტერესოა – ის სამსახურში რო ბრუნდება ყვება რა მაგარი იყო, ვსიო – ამის მეტი არაფერი არ გინდა, საკმარისს მოკრიბავ რეზერვისტებსაც და მოხალისე-რეზერვისტებსაც საბოლოო ჯამში. ხარისხს შეინარჩუნებ რაც მთავარია.

კი – ეს რეზერვისტების დაყოფა გამოიწვევს უსამართლობის შეგრძნებას, გამოიწვევს იმას რო მოხალისე რეზერვისტები ცხვირ აბზეკილები ივლიან, და კი გამოიწვევს იმას რო კიდევ ბევრი ჩაეწერა მოხალისეებში ისეთი რომელიც აქამდე ამაზე არ ფიქრობდა, ანუ 1 წლის მერე რაც ასეთ პროგრამას დაიწყებ რეზერვისტები რაღაც პროცენტი მოითხოვს პერეკვალიფიკაციას მოხალისე რეზერვისტებად – და ეს მომენტში არც ისე კარგია, ანუ სინამდვილეში უბრალო რეზერვისტებს ძაან დიდი დავალება აკისრიათ – ზურგში ჯდომა და მტრის 1% მოსალოდნელობის პირობებში – ლოდინი… ამიტო არ გაწყობს ძაააააააააან ბევრი მოხალისე, ამიტო უნდა არეკლამო სუ რო ვინც მსახურობს თავის მიმაგრების ადგილზე ის ნაკლებად ვაჟკაცი არ არის და უბრალოდ ასე აირჩია, ტამ 3 შვილი ყავს და მოვლა ხო უნდა? – ხოდა ნელ-ნელა ყველაფერი ეს დინებები თვით-დარეგულირდება, მთავარია სწავლების ხარისხი და მიდგომა შეინარჩუნო…

აი ზუსტად ამაზე უნდა ფიქრობდეს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ზუსტად იმიტო ინიშნება სამოქალაქო პირი რო გაუწიოს მაღალი დონის მენეჯმენტი, და არა ვილიამ ვოლასი ეგონოს თავი და ფრონტზე იქაჩებოდეს… ყველა ჩვენ თავდაცვის მინსტრის გონია რო ის პირველი სამხედროა ქვეყანაში, და არცერთი არ ფიქრობს რო ის უბრალოდ დიდი კომპანიის დირექტორად დანიშნეს იმისთვის რო მოაწყოს საქმე ისე რო მერე კომპანიამ თავისით იმუშაოს საათივით და ხმლის ქნევას არავინ ელოდება მისგან…

და აქ ვიზამ იმას რაც ძალიან გაგიკვირდებათ ჩემგან:
გავჩერდები, აქ ნაწერი გრძელდებოდა რეგულარული ქვეითი ჯარის მოწყობის პრინციპებზე მარა… რეზერვისტები საკმარისი თემაა, რეგულარულ ჯარს დავწერ მერე ცალკე პოსტად.

Advertisements

მოქმედებები

Information

19 responses

26 01 2009
Tazo Demetrashvili

ვაააა, უჩ, ამას გვიმალავდი კაცო?
საღოლ, საღოლ…ღამე ჩავუჯდები, წავიკითხავ :) :)
ჩაგამატებ ჩემს ბლოგროლში :)

26 01 2009
Rati

iqneb rogorme shevugdot es blogi tavdacvis saministros :D
maseti statiebi uaresad mishlis nervebs imito ro yvelaferi martivad da natlad aris agcerili da xvdebi ro am yvelafris gaketebas ubralod neba schirdeba da ai es nebac ki ro ar aris, ai egaa ro mshlis chkuidan ra :(

27 01 2009
Cyborg Mcloud

Rati
მე მაინც მგონია რო საქმე უფრო… არა კომპეტენტურობაში და ამ არა კომპეტენტურობის შიშში/სირცხვილში არი…

ანუ…

ძაან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს შეიძლებოდა ჭკვიანი პოლკოვნიკი, ვიცე პოლკოვნიკი, კაპიტანი ან რაიმე მაღალი სამხედრო ჩინის მქონე ყოფილიყო მოკლედ, რუსული სალდაფანური აღზრდის შედეგად დღეს… მოდი რბილად ვთქვათ – არ პასუხობს საქართველოს თანამედროვე მოთხოვნებს მისი ინტელექტისადმი ჯარის მშენებლობის საქმეში.

ეს მისი ბრალი არ არის, და ეს არ ნიშნავს რო უნდა განთავისუფლდეს სამსახურიდან, მე მჯერა რო თავდაცვის სამინისტროს 70% კადრებისა სწორი მენეჯმენტისას სწორად მოიქცევა, ანუ განზრახ არ აკეთებს ცუდს, და მჯერა რო იმ დარჩენილი 30%-ის 80% -ს შეიძლება მოენახოს მიდგომა, 1-ხელ სწორად დაისაჯოს ვინც დასასჯელია, 1-ხელ სწორად წაქეზდეს და უბრალოდ საუბარით და მაგალითების დანახებით – და ისენიც სწორად იმუშავებენ, კი არსებობს რაღაც პროცენტი, რომლებიც გამოუსწორებლები არიან და ეს ცალკე თემაა…

მარა ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ზუსტად იმ სამოქალაქო მინისტრმა, გარედან მისულმა “ახალმა სისხლმა” – ჩვენთან კიდე ვინ იყვნენ მინისტრები? – თევზაძე, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი. (ანგარიშგასაწევ მინისტრებს ვგულისხმობ) – რამე საერთოს ხედავ? – ერთი სამურაის ხმლებით დარბოდა, მეორე დედის მუტლებს იგინებოდა და ომში იწევდა, მესამე აშკარად კაუნტერ-სტრაიკის თამაშის გავლენის ქვეშაა და ანტურაჟი ევასება.

იმაზე არ არი რო ნება არ აქვთ, იმაზეა რო თავში არ მოსდით ეს, არ მოსდით თავში რო ეს პირველ რიგში უნდა ქნან და რო ყველაზე მთავარია, იმიტო რო ეს არ არი ჯარისკაცის საქმე – მარტივად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ახლიდან ხო არ მოიგონებს კონცეფციას არა გენერალიტეტი? – კონცეფცია 1-ხელ უნდა დაუწეროს ვიღაცამ, მერე იმათმა უნდა აშენონ და ვსიო.

ჩვენი არმია არაა მიჩვეული კრეაციულ მიდგომას, მიდგომას რომელიც ერთადერთი გზაა გადარჩე თანამედროვე საბრძოლო რეალიებში და რომელიც აუცილებელი მიდგომაა პატარა ზომის, მცირე ჯარის, პატარა ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის. რატო? – იმიტო რო ჩვენი ჯარი იყო ერტი დიდი ჯარის პატარა ნაწილი, იმ დიდ ჯარს ქონდა დოქტრინაც(კონცეფცია) და ქონდა წლების მანძილზე გამომუშავებული მუშაობის მეთოდებიც, ქონდა დავალებებიც, განვითარების ძირითადი მიმართულებებიც, ქონდა ტექნიკისადმი მიდგომაც, ცოცხალი ძალისადმი მიდგომაც და ყველაფერი.

რამდენმა გაიაზრა, გენშტაბში, დღეს – რო საქართველო სსსრ-ის დროინდელი ტაქტიკით არ უნდა ომობდეს? – დავიაროთ და ვკითხოთ თუ გინდა…

და რამდენმა გაიაზრა რო ტაქტიკა კი არ უნდა შეიცვალოს – უნდა შეიცვალოს იდეა, თეორია, კონცეფცია უნდა შეიცვალოს. აი მაგალითად, სუ მინდა დავიჭირო ოფიცრობა და სახეში ვუღრიალო:

“ცოცხალი ძალა არ არის რესურსი პატარა ქვეყნისთვის!!! – ჩვენთვის რესურსი უნდა იყოს ფული!!!” – 11 წელი რო ჯარისკაცს ზრდი, ცოცხალ ძალას და მერე ფეხზე რო გკიდია მისი ჯანმრთელობაც და ყველაფერი და მიიყვან იქამდე რო ჯარიდან გასაგდები გიხდება. და მე რო სერიოზული სახით ვუხსნი იმ ჯარისკაცს რო – “დაელაპარაკე უფროსობას, აუხსენი რო ძმებო, ჩემში ამდენი ფული ჩაიდო, ასეთი პროფესიონალი, ჯარში შედარებით იშვიათი და ერთ-ერთი ყველაზე მკვლელი პროფესიის პროფესიონალი აღმზარდეთ – ხო შეიძლება მომცეთ 1 თვე ვიმკურნალო და არ გადამიმტეროთ და არ დამკარგოთ” – ის მიყურებს და შენო სადა ბანაობო? – არ კიდიაო იმ ჯარსო ჩემი 11 წელიო და საომარი გამოცდილება და პროფესიონალიზმიო? – ჩვენ ხორცი ვართო და მშვიდობიანობის დროს ჩემი დაკარგვა უფრო აწყობთ დაჟე – ურალის მოყვანა, იარაღის მოცემა და ომში წაყვანაც არ დაჭირდათ ისე გავქრიო.

რატოა ასე? – იმიტო რო ძველი რუსული სალდაფანური მიდგომაა, რო ცოცხალი ძალა არი ზღვა რომელიც უნდა მიალიო, დახარჯე მილიონი კაცი, მოვა ახალი მილიონი – რა პრობლემაა?

და თან დღეს მაინც არი ამის… ილუზია, აი დავკარგეთ 350 კაცი, გაჩნდა კრიზისი, უცებ ჰოპ – იძულებითი გაწვევა, შეივსო რიგები – უცებ დაწყნარდა ზედა ეშელონი – ყველაფერი კარგად არი… აბა გააუქმე გაწვევა და დაინახოს გენშტაბმა რო ყველა კაცი ვინც ყავს – ცხოვრების ბოლომდე ყავს, და რაც მეტს იცხოვრებს ის – უფრო ეფექტურად შეასრულებს იმ დავალებას რაც ყველა ჯარისკაცს ერთად აკისრია. ჩვენი მიასო, თუ ასეთი ვაფშე არსებობს და უნდა იყოს – არის რეზერვი, რომელიც უნდა იდგეს უკან, დაცვაში და თუ რამეა დაიცავს რაოდენობის ხარჯზე, 100 000 კაცს ზურგში ვერ გადმოგისვამენ და ტამ 1 ბატალიონიან, 2 ბატალიონიან დესანტს კი უნდა გაუმკლავდეს რამდენიმე ათასი მომზადებული რეზერვისტი.

პროფესიონალი ჯარი არი როგორც დიდი ქვეყნისთვის სპეცნაზი, დაჟე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო… ხელის გულზე სატარებელი, სუ რამდენიმე ათასი კაცი, 5-10 ათასი კაცი რომლებსაც რეალურად მოუწევთ რამდენიმე ათეულ ათასთან ომი, ი ვსიო – მეტი არ გვყავს, არც საშუალება გვაქ, არც საჭიროება, 5 მილიონიან ქვეყანას 100 000 -იანი პროფესიონალი ჯარი ვერ გეყოლება, სუ რო ამერიკამ დააფინანსოს.

ყველა მოაზროვნე პატარა ქვეყანა შენებს მაღალ ტექნოლოგიებზე, მობილურობაზე, მაღალი დონის კავშირზე აწყობილ ჯარს, ძვირიან ჯარს – მარა იმ ფულად ყიდულობს ადამიანების სიცოცხლეებს. მე არ მეცოდებიან ჯარისკაცები, სისულელეა – ომი არი სიკვდილისთვის და ჯარისკაცი არი ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება ინახავს თავისი ხელფასით ჩვეულებრივი მოქალაქე იმისთვის რო თუ მოხდა ომი – იმ ჯარისკაცმა ცხოვრება გაწიროს ქვეყნის მიზნებისთვის, ბევრ ჯარისკაცს არ ესმის რო “ქვეყნის მსახურება” მისი მხრიდან, რაშიც ჩვეულებრივი მოქალაქეები ფულს ვიხდით, არი არა მისი მუდმივი ვარჯიშები – არამედ მისი სიკვდილი. ჩვენ ფულს ვიხდით იმაში რო მან მისი სიცოცხლე მტრისთვის რაც შეიძლება ძვირად დათმოს. ეხლა ყველას გული გაუსკდება, ეს რა საშინელებააო – ებჯო, ყველა მოვკვდებით, ჩვენ ავარიებში, ინფაქტებში, საკუთარი ფსელის გუბეებში – ჯარისკაცი თავისი საქმის შესრულებისას(მისთვის იდეალურ ვარიანტში) – არაფერი კოშმარი არ ხდება, ადამიანი მოკვდავი არსებაა და ყველა ადამიანი უკლებლივ კვდება. არაფერი ჭირს ჯარისკაცს შესაცოდი როცა ბოლოს და ბოლოს აკეთებს იმას რისთვისაც წვრთნიდნენ. მარა ჩვენ უბრალოდ არ გვაქ ცოცხალი ძალის ჩანაცვლების რესურსი – ჩვენ შეგვიძლია აფეთქებული ტანკის მაგიერ ახალი ვიყიდოთ, მარა 350 დაკარგული ჯარისკაცი – ლამის კატასტროფაა, რიგ გარეშე გაწვევა გამოცხადდა ქვეყანაში 350 დაღუპული ჯარისკაცის გამო.

ამას რო შეიგნებს თავდაცვის სამინისტროს უფროსობა უკვე დიდი ამბავი იქნება.

მერე ცალკე იქ შეიგნებს რო მოძველებული ტექნიკით შლიგინი არ შეიძლება, არა იმიტო რო ძველია – არამედ იმიტო რო ისეტი მდიდრები არ ვართ რო 200 ცალი ნაგავი ვიყიდოთ, ვარემონტოთ წელიწადში ორჯერ და მერე ბუხ და დავკარგოთ, თავისი ეკიპაჟებიანა… მერე რო რუსეთი რო ზრუნავდა შენს საჰაერო თავდაცვაზე და ჩვენ აზზეც არ ვიყავით ეს რა ხილი იყო – ეხლა შენით უნდა იზრუნო და ა.შ.

მარა ეს ყველაფერი იქნება ცალ-ცალკე, დარგ-დარგ ახალი რამეების შეგნება, ეს გარდაუვალია და ამაზე წავა წლები, სიცოცხლეები, ფულები… თუ ამდენი ხანი ვიარსებეთ ვაფშე…

და ხო შეიძლება ვიღაცა მინისტრი მოვიდეს, არც ერთი კადრი არ მოხსნას, არცერტი ძმაკაცი არ დანიშნოს, უბრალოდ აიღოს და თქვას მიზნები, არ დააკოპიროს ამერიკული “იდეა არაფრის შესახებ”, არამედ ქართული იდეა დაწეროს, კი პატარები ვართ, კი ასე ვართ, კი ეს გვიჭირს – და აქედან გამომდინარე გვინდა ეს, ეს, ეს და უნდა ვისწრაფოდეთ აქეთ. ი ვსიო.

ის რო მერე შიგნი თანამდებობებზე ვიღაცას რაღაცა არ შეუძლია – გამოჩნდება მერე და ვინმე კაპიტანს იმიტო კი არ მოხსნი პოსტიდან რო “შენ თვალებში ჩახედე და იცი რო უინტელექტოა” არამედ იმიტო რო დასახული მიზნები ვერ შეასრულა. დღეს არაა მიზნები და არი სრული ფეხზე მკიდია განუკითხაობა კადრების ამბავში, ვინ სსად რატო ინიშნება ხუი ზნაეტ, პროსტო ისე – რატომაც არა-ს პრინციპით.

27 01 2009
ლიკა

და რომ შეგეშალოს? წარმოიდგინე, ხარ თავდაცის მინისტრი, გაქვს იდეები, აწვები და ახორციელებ. და შეგეშალა. ვერ გაითვალისწინე რაღაც, გამოგრჩა, ან ვერ გატვინე. და დაიღუპა ხალხი, დაინგრა ქალაქები. იბადება კითხვა _ ვისი ბრალია? შენი.
ხოდა თუკი შენი სტრატეგია ამერიკის კოპი–პეისტი იქნებოდა, თავს გაიმართლებდი _ კაცო ამერიკას იმდენი ხალხი ყავს ამ სტრატეგიის შესამუშავებლად დასმული და იმათ მოიფიქრეს და მე რას მერჩითო. პასუხისმგებლობას გადაურჩებოდი.
ამას შვება ყველა. პასუხისმგებლობის ყველას ეშინია. იდეის გატანის ერთ–ერთი მეთოდია, გამოაცხადო, რომ ის ამერიკის ან ისრაელის რაღას ჭყრპ საიდუმლო სახელმძღვანელოში ამოიკითხე (სასურველია ეს სახელმძღვანელო შენს მეტი არავის ქონდეს ნანახი და მაშინ მაგ კატეგორიაში რასაც გინდა გაუშვებ). ან უნდა შექმნა “სამუშაო ჯგუფი” სასურველია უცხოელების მონაწილეობით, რომელიც არაფერს გააკეთებს გარდა იმისა, რომ შენს იდეებზე პასუხისმგებლობას გადაინაწილებს (“სამუშაო ჯგუფმა დაადგინა რომ…). კიდევ მეთოდია იდეა დააგდო და წახვიდე (სასურველია ბევრ ადგილას, ბლოგიც კაია ამისთვის). იდეამ აწეპება იცის. ვიღაცეები თვალს მოკრავენ და მერე თანდათან ისე გაუჯდებათ, რომ ეგონებათ მათია. დრო უნდა ოღონდ. და საკვანძო მომენტია _ ავტორის გაქრობა. იდეა უპატრონო უნდა გახდეს რომ თავისად აიტაცონ.

მოკლედ ეგრეა. აირჩიე. ან შენ, ან იდეა. შვილივითაა _ უნდა გაუშვა რომ განვითარდეს.

27 01 2009
Cyborg Mcloud

ლიკა
იასნია მეც მაგას ვაკეთებ, ანუ თუ როდესმე ამ იდეის ნაწილი მაინც განხორციელდება, იასნია ეს არანაირად არ ენიშნება რო ტამ მინისტრი შემოვიდა, წაიკითხა და დააპლაგიატა, ამას ქვია საზოგადოების ზოგადი აზრის შექმნა, ჭორიკნობა რა – თუ საკმარისად ვიჭორიკნებთ ამ თემაზე ბოლოს ვიღაცა მასთანაც წამოაყრანტალებს რაიმე მსგავს აზრებს და…

რაც შეეხება პასუხისმგებლობას: ებჯო, მინისტრობაზეა ლაპარაკი და პრეზიდენტობაზე, ამ თეორიის შემთხვევაში – პრეზიდენტობაზე, მაგაზე ნაკლები რანგის ადამიანი ვერ დანერგავს ამ ყველაფერს უბრალოდ და პასუხისმგებლობის აღების თუ გეშინია კარგად ყოფილა შენი საქმე…

იასნია უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მერე? – თუ გაქ იდეა, იღებ პასუხისმგებლობას და ცდილობ, ჯდომას და ყვერების ფხანას მაინც ჯობია, და რეალნა ვინმეს გადააბრალებ თუ არა რა აზრი აქვს? – შენ გამო რო 2000 კაცი მოკვდეს შენთვის სულ ერთი არ იქნება ხალხს გონია რო შენ გამო მოკვდა თუ გონია რო ამერიკელების გამო?…

მარა ეტა ნი გლავნოე – გლავნოე მიდგომა რო როცა ამბობ რო პრეზიდენტობა მინდა – იცი რამხელა პასუხისმგებლობაზე თანხმდები, სუ რო საპენსიო ფონდების შეცვლას აპირებდე… ხოდა…

27 01 2009
Rati

ebrauli cyevla roa, arc shen icode da arc sxvisi gesmodeso, isea magati saqme ra :[]

28 01 2009
VUDRO88WILSON

ვახ,კიბორგ,სად იყავი აქამდე : )

რეზერვზე ბევრია სასაუბრო,ძალიან ბევრი.
ახლა გადავიკითხე ეს პოსტი,თან ისე ვკითხულობდი რა ხალისით : ))
ნაცნობი სიტუაციებია და..

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რეზერვზე.
სამწუხაროა რომ გვიან მიხვდა მთავრობა.ამდენი ფული დაიხარჯა ნუთუ სახელმწიფო სტრუკტურიდან არავინ არაფერი იცოდა,შიგნით რა ხდებოდა ?

მახსოვს ნიკა ჯანჯღავა იყო მოსული უნივერსიტეტში,როცა ჯერ კიდევ რეზერვი იქმნებოდა და არეკლამებდა .გვიხსნიდა სტუდენტებს რას გააკეთებს რეზერვისტი.ისიც ბევრჯერ გაიმეორა რომ იცავ საკუთარ უბანს,ქალაქს.
ან უკვე გასუფთავებულ ქალაქში,სოფელში აკეთებ ჩეკპოინტებს.
ისიც ახსენა რომ მოხალისეები ვისაც წინა ფრონტი უნდოდა შეძლებდნენ წასვლას.

მარა ისე მოხდა რომ ეს ადამიანი გაუშვეს, რატომ არ ვიცი.
კოჯრის ბაზაზე არ სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით,ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ალბათ ამის შემდეგ ყველაფერი აირია.

ვფიქრობ რომ პირველ რიგში როცა წასვლაზე იქნება საქმე,რეზერვში, უნდა აიკრძალოს კურსებად,უბნებად დაყოფა.
რაც მთავარია შესაბამისი განწყობა უნდა სუფევდეს პირველ რიგში და არა ისეთი როგორიც ბირჟაზეა.

საერთოდ რეზერვში როცა მიდიოდია ხალხი უმეტესობა მიდიოდა სამხედრო ბილეთისთვის და თვითონ განწყობა იყო შიგნით ასეთი “სამხედრო ბილეთი”

მოკლედ კარგი რაღაცეები წერია ამ ბლოგზე და ვინმემ ნახოს იქნებ ეს ბლოგი თავდაცვის სამინისტროდან : )))

28 01 2009
Cyborg Mcloud

ვუდრო
კარგია რო ახსენე, იმიტო რო ოდესღაც მეც შთაბეჭდილება შემექმნა რო რეზერვი ამისთვის იქმნებოდა…

კი – ცოტა გაუგებარი და double standart -ებიანი სისტემა იყო რო “ან შენ ქალაქს დაიცავ – ან უკვე ჩვენი ჯარის მიერ აღებულ სხვა ქალაქს” – შენ ალბათ იყავი ცხინვალში და რომელი საარტილერიო დამუშავების გამძლებია რეზერვისტები??

სულ 2 ცალი ბომბი ჩამოვარდა შაბათს გორში (უფრო სწორად რო ვთქვათ 2 ადგილას) და ყველა რეზერვისტი უკლებლივ – მოგიყვება რო პერსონალურად მას ბომბავდნენ იმ დღეს, ვინც სად არ უნდა ყოფილიყო – ყველა გულ გამკსდარი ჩამოვიდა – მიყურებდნენ გონია ზევიდან და მე მიმიზნებდნენო…

იყვნენ ისეთებიც რომლებიც თავის ნებით გაძვრნენ ჩრდილოეთით, იყვნენ ისეთებიც რომლებიც შემთხვევით სუ მთლად ჩრდილოეთით მოხვდნენ და არ გამოიქცნენ (თუმდაც იმიტო რო მათ გვერძე მყოფი პროფესიონალი ჯარისკაცები მიხვდნენ როგორ ემოქმედათ მათ მორალზე დადებითად…)

მე ჩისტა ვფიქრობ რო ვისაც არ უნდა ომი – იმას არ უნდა დააძალო, არ გინდა – აი იარაღი, დარჩი სახლთან, მტერი რო მოვა – მერე ის დაგაძალებს და სუ სხვა მიდგომით და მორალი უდგები მერე ეგეთ ომს.

ვისაც ე.წ. “სისხლი უდუღს” მობრძანდით ბატონო – აგერ მომზადება 1-2 წელი, ეგერ ურალი, დაგრუზეთ და ნა ხუი – ცინკის კუბოებს არ დაგიგვიანებთ.

ღლავნოე ყველა ბედნიერი იყოს და ყველამ საკუთარ თავზე “ახი”-ოს და არავინ – ქვეყანაზე რომელშიც ცხოვრობს.

რაც შეეხება კონკრეტულად ჯანჯღავას – რომელსაც ბევრი პატივს ცემდა, ზოგი ზურგს უკან დაცინოდა, ზოგი პირში დაცინოდა და ზურგს უკან კიდე პატივს ცემდა – მე არ ვფიქრობ რო ეს პროექტი განხორციელებადია ერთი მაიორის დონეზე. ეს პროექტი უნდა წამოიწყოს პრეზიდენტმა, უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება და უნდა აწვებოდეს ამ პროექტს ყველა და ყველგან.

ეს არ არი საპენსიო ფონდის 10%-ით გაზრდა, რისთვისაც ერთი საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფინანსური ანალიტიკოსია საკმარისი ფინანსთა სამინისტროში, 1 თვე და მზად არის ცვლილება კანონში – რომელიც სრაზუ ამოქმედდება.

ვიმეორებ – ეს პროექტი უნდა იყოს საპრეზიდენტო გეგმა, მიზანი, პროექტი… საარჩევნო დაპირება – რაც გინდათ ის დაარქვით – მარა სუ ზევიდან უნდა ხორციელდებოდეს ზუსტად ჩამოყალიბებული და ზედმიწევნით მიდევნებული ფორმატით იმისთვის რო ბოლომდე იქნეს მიყვანილი.

28 01 2009
VUDRO88WILSON

მე სამწუხაროდ ვერ ვიყავი ცხინვალში.უკვე ხმა რომ გავარდა იძახებენო ცოტა შემეშინდა კიდეც.შემეშინდა იმიტომ რომ პირველად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში როცა იცი შეიძლება ნებისმიერ წამს დაგირეკონ და გითხრან რომ შეკრებაა,მობილურის ან ქალაქის ტელეფონზე..
მარა არ დარეკეს.
მერე ჩამოვიკიდე ჩემი ჟეტონები და წავედი კომისარიატში (აქ ცოტა დრამატული და შემყვანი მუსიკა უნდა იყოს : ))) )

იქ მითხრეს დაგირეკავთო.
გალავარეზი არ ვარ მარა ცოტა გამიტყდა იმიტომ რომ იქ ჩემი ტოლი ჩემი მეგობრები იქ არიან და მე თბილისში ვიყავი..

მერე უკვე ბოლო დღეები იყო და ისეთი ატმოსფერი იდგა მეგონა რომ იარაღს დაარიგებდნენ დაცარიელებულ უბნებში.

მინდოდა სადმე ამის თქმა,მომეშვა : )

მე მაგალითად ჯანჯღავასი მჯეროდა და მეგონა რომ რახან ეგ ეწეოდა პროპაგანდას რეზერვის,რამე ღირებული გაკეთდებოდა მარა..

ჭორის დონეზე არის ახლა რომ რეზერვი 1 წლიანი ხდებაო კიდევ არის რაღაც რიცხვები მარა 1 წელი ყველაზე გავრცელებულია.ჩემი აზრით სრული დებილობაა 1 წლიანი რეზერვი.20 22 წლის ახალგაზრდა რომ წავა 1 წლით დაბრუნების მერე რა უნდა გააკეთოს აქ ? სად უნდა იმუშაოს ?
არავინ არ შუნარჩუნებს 1 წლით სამსახურს და წინა რეზერვის დროსაც იყო შემთხვევები როცა ხალხმა სამსახური დაკარგა 18 დღის გამო.
ასე მაგალითად,ხარ სტუდენტი 4 კურსელი მუშაობ,მუდმივი სამსახური ჰოპ და ეგრევე 1 წლით წაგიყვანეს (ეს ერთი წელი მაგალითადაა მოყვანილი )
აქ რომ ჩამოხვალ მერე რა უნდა გააკეთო ?

არ ვიცი მეც შეიძლება სისულელს ვაფრქვევ ახლა 1 წელთან დაკავშირებით მარა ვინ იცის რა დაარტყავთ თავში.

იძახდა ზოგი მაღალ ჩინოსანი როცა რეზერვის ციებ–ცხელება იყო ახლა მეორე “ისრაელივით ვართო ” : )

გეთანხმები კიბორგ

რეზერვის შეკრებები უნდა იყოს მოკლე ვადიანი 2 კვირა და წელიწადში რამდენჯერმე + ცალკე შეკრებები უნდა იყოს მეტყვიამფრქვევეებისთვის,ყუმბარტყორცნელებისთვის,მეკავშირეებისთვის და ასე შემდეგ..

და ეს დაყოფაც უნდა იყოს კრიტერიუმებით და არა სიის მიხედვით როგორც წინაზე ხდებოდა. RPG-7 ის 3 ჭურვი მასროლინეს და დიდად მადლობელი ვარ, დამატებითი გამოცდილებისთვის : )

მარა პატარა სუსლიკებს რომ აჰკიდეს ტყვიამრფქვევები : )

არ ვიცი,ჯერ–ჯერობით სდუმან რეზერვზე და დაველოდოთ ახალი პროეკტი როგორი იქნება

28 01 2009
dodka

@ვუდრო
1-წლიანი რეზერვი? WTF??? ეგ ხომ იგივე სავალდებულო ჯარია, რომლის გაუქმებასაც ცდილობდნენ ვროძები. oO

28 01 2009
Cannabis

და რომ შეგეშალოს? წარმოიდგინე, ხარ თავდაცის მინისტრი, გაქვს იდეები, აწვები და ახორციელებ. და შეგეშალა. ვერ გაითვალისწინე რაღაც, გამოგრჩა, ან ვერ გატვინე. და დაიღუპა ხალხი, დაინგრა ქალაქები. იბადება კითხვა _ ვისი ბრალია? შენი.
ხოდა თუკი შენი სტრატეგია ამერიკის კოპი–პეისტი იქნებოდა, თავს გაიმართლებდი _ კაცო ამერიკას იმდენი ხალხი ყავს ამ სტრატეგიის შესამუშავებლად დასმული და იმათ მოიფიქრეს და მე რას მერჩითო. პასუხისმგებლობას გადაურჩებოდი.”

ჰოდა 200 მილიონიანი ამერიკის, 14 ტრილიონიანი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყნის დოქტრინას რომ გადმოიტან 3,5 მილიონიანი ქვეყნის მილიარდნახევრიან ბიუჯეტზე -მინისტრი კი არა ეგრევე კედელთან ხარ მისაყენებელი :D.

რაც შეეხება დოქტრინას – საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, ნებისმიერი დოქტრინის ერთ ერთ Milestoneს (მეზარება ფიქრი როგორაა ქართულად :D) საერთოდ გადაახტა მიშა, დაავიწყდა ეტყობა რომ ბოლო 5 წარმოებული ომი საქართველომ წააგო, კრწანისით დაწყებული აფხაზეთით დამთავრებული, შეიძლება ეს ისე არ ჩანდეს მაგრამ ხალხში მაინც მუსირებს ასეთი განწყობა რომ ”არ ვართ ეს მეომრები და შეე#$%”, ერთეული მაგალითები არ გამოდგება ჩვენი დისკრედიტირებული და ყოვლადუნიჭო პროპაგანდის პირობებში, ჰებელსს რომ ენახა რად გადააქცია მის მიერ ხელოვნებამდე აყვანილი საქმე დონაძემ და მისთანებმა, თავს ჩამოიხრჩობდა. ჩვენნაირ პატარა ერებში ორი ვარიანტია ომში გამარჯვების ან ძალიან სერიოზული ”ბაევოი დუხი” გაქვს ერს საერთოდ (კახეთის გზატკეცილი FTW) ან სერიოზული ლობი/ატომური იარაღი (ისრაელი) სხვა შემთხვევაში დიდი პერსპექტივები არ გვეჭყანება.
მახსოვს ყველანი რა გონორზე ვიყავით 8ში ღამე ის კადრები რომ გავიდა ტელევიზორში – ”ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას” აი ეგეთ კაი ხასიათზე დარწმუნებული ვარ ბევრი არ იყო დიდი ხნის განმავლობაში, და რა ხდება მეორე დღეს, ვიღვიძებ – სასწრაფოდ ვრთავ ტელევიზორს და ვხედავ ლომაიას ჩამძღნერებულ სიფათს ”ჩვენმა ძალებმა მოახდინეს ტაქტიკური უკანდახევა” მოგიტყანთ ის მრჩეველი ვინც ლომაიას ტელევიზორში გამოჩენა გირჩიათ, ეგ კაცი როგორც კი გამოჩნდა თავისი ჩაჯმული სიფათით აი იმ მომენტში წავაგეთ ომი, იმიტომ რომ 3 მილიონმა კაცმა ნახა რომ მინისტრი შიშისაგან სუნს უშვებდა, ეხლანდელი მაინც გაეხსენებინათ ამ ჩემისებს, ერაყის თავდაცვის მინისტრი – ამერიკელები უკვე ჰუსეინის სასახლეს იღებდნენ და ეს ტელევიზორში გამოდიოდა და არც ხმა უკანკალებდა არც არაფერი, ხუმრობდა და იმავე დუხს უწევდა თავისანებს ამით.
ასეთ პატარა ლოკალურ კონფლიქტებს არ იგებს არც ტანკების რაოდენობა და არც ბირთვული იარაღი, მთავარია მებრძოლებმა მორალი და მებრძოლი სული არ დაკარგონ თორემ თუ საჭირო გახდა ქვებით და ჯოხებით იბრძოლებენ.

ჰოდა რატომ ვწერე ამდენი ეხლა.. რეზერვისტებამდე, პროპაგანდაში ვიც გვყავს ყველა გასაყრელია და ჯარის იმიჯი თავიდანაა შესაქმნელი.

28 01 2009
Cyborg Mcloud

Cannabis
ნუ აქ იმიჯზე მეც ბევრი დავწერე…

იდეა იმაშია რო ძალით ვერ მოთხოვ იმიჯის შექმნას ვერავის, აი სუ… სუ ნერვებს მიშლიდა უსამართლობა რო ვერავისთან ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი რო “რატო მეკაიფებით – მეცით პატივიო” – სკოლაში რა, უნდა დაიმსახურო, უნდა… თავისით მოუნდეთ გცენ პატივი და არ გეკაიფონ, ხოდა ჩემი ეს… თეორია – მცდელობაა…

ვიმეორებ კიდევ და კიდევ- არაფერი ახალი ამაში არ არი, მე არ ვიგონებ რაღაცას რაც სხვას არ მოაფიქრდა – დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი კითხულობს და 1 ახალი ფრაზაც არ ამოუკითხავს ამ ყველაფერში, უბრალოდ – მე ვცდილობ ჩემს თავშიც დავალაგო და სხვებსაც ვაჩვენო რო სავსებით ლოგიკურად ჟღერს ეს ყველაფერი.

29 01 2009
VUDRO88WILSON

dodka

ეს რიცხვები მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული ჭორებია და უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე : )

იმიჯი საერთოდ სხვა განზომილებაა,აქ ხსვა ხალხი უნდა,ცალკე მხოლოდ იმიჯზე რომ იმუშავებს.
ჯერ უნდა დაიწყოს ყველაფერი 0 დან,არ შეიძლება რაღაც სიმახინჯეზე რამის აშენება.იგივე ვთქვად იმიჯზეც.
აბა როდის ჰქონდა ბოლოს საქართველოს ჯარს კარგი სახელი,იმიჯი ?

პირველ რიგში უნდა მოიშალოს პოსტ–საბჭოთა აზროვნება და წარმოდგენები რომ რუსეთი ძალიან დიდია და მას “ვერავინ მოერევა”
ისე ღრმად არის ეს ჩვენში გამჯდარი რომ პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხო დაგიდასტურებს.ასე არ შეიძლება,ვითომ უბრალო სიტყვებია მარა საქმე–საქმეზე რომ მიდგება იმდენს აკეთებს ასეთი ლაპარაკი რომ…

Cannabis
არადა ზუსტადაც რომ ვართ მეომრები,მთელი ისტორიის მანძილზე რომ გადავხედოთ : )

ჯარს რომ თავი დავანებოთ ჰო,ბევრი რამ მოდის აი იმ დროინდელი რუსეთიდან ,თუნდაც სმა და ღრეობა ახლა როგორიც აქ არის,დამახინჯებული აზროვნება.კიდევ დარჩა სამწუხაროდ.
კიდევ არის რაღაცეები რომელსაც არ ვიტყვი : )))

29 01 2009
სერჟანტი

1. გადაწყვეტილების მიღება
დოქტრინას და იდეოლოგიას მარტო თავდაცვის მინისტრი არ უნდა ამუშავებდეს. რას ერჩიან ამერიკელებს, მაგათ მშვენიერ მდგომარეობაში აქვთ დოქტრინაც, იდეოლოგიაც და პროპაგანდაც, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა კი არ შექმნა, დაჯდა რამდენიმე ტვინიანი კაცი და მოიფიქრა, მერე გამოიტანა დანსახილველად და გაითვალისწინა ის აზრები, რომლებიც ვერ მოიფიქრა. აქ: ჩემი დდშვც ვინ რა უნდა მირჩიოს ბიჭო, მაგარი როჟა ვარ, მინისტრი ტოოო….. როგორც ოქრუაშვილი 2004-ში, იმის მაგივრად, რომ კაბინეტში მჯდარიყო და ეგეგნა ზემოთ ჩამოთვლილი რამეები, ავტომატით ხელში თლიაყანაზე გარბოდა ეგ ყლე. არადა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მრჩეველთა საბჭო აუცილებელ ორგანიზაციას წარმოადგენს.

2. რეზერვისტები
ეგ საერთოდ ცალკე თემაა. ჩემი აზრით რეზერვისტებს უნდა ამზადებდნენ, როგორც ქვედანაყოფებში დანაკლისის შემვსებებად და არა დამოუკიდებელ საბრძოლო ერთეულებად. იმიტომ, რომ რაცარუნდა სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანების ჯგუფი იყოს, გამოცდილებას და დისციპლინას მაინც თავისი უპირატესობა აქვს. ქუჯი ჩემი და ჩემნაირების გვერდით უფრო კარგად იომებს თუ თავისნაირების გარემოცვაში?

3. დამოკიდებულება ჯარისკაცების მიმართ.
ახლა ჯარში გამოცდილი და სხვანაირად მოაზროვნე ჯარისკაცები მაგრა ყლეზე კიდიათ. რატომ? იმიტომ რომ განსჯის უნარი და გამოცდილება აქვთ, +ავტორიტეტი. ისინი უხსნიან სხვებს, ნაკლებად გარკვეულებს, რომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი საყლევეთი და არა ჯარი, რომ რეალურად ჯარის განათლება-განვითარებაზე არავინ ფიქრობს და ჩემს ზემდგომს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, არ მიიღოს შენიშვნა. სუუუულ მაგრად კიდია დანარჩენი. 4 კურსია ვიძახით, ეს ცხრილი არის ყლეობა, ასე ვერ ისწავლის ჯარისკაცი, შესაცვლელია. დაჟე კაპიტანას მივეცი ერთი ცალი ცხრილი, რომ იქნებ სამინისტროში გაატრაკოთქო. პასუხი: ჩაატარეთ ისე, როგორ საჭიროდ თვლით. შესაბამისად, ასეთი ლექციის ჩატარების დროს მოდის შემმოწმებელი და მიცხადებს საყვედურს ცხრილთან შეუსაბამო ლექციის ჩატარების გამო. აი ეს არის დღეს ქართული ჯარი და ჩემთან გათანაბრებული ჯარისკაცების ფენის გარდა არავინ ფიქრობს მის გამოსწორებაზე, ყველა თანამდებობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზე ზრუნას. გამოვხატე ხმამაღლა პროტესტი და რა მივიღე… იძულებული ვარ ჯარიდან წამოვიდე.

არადა კითხეთ კიბორგას, რომელიც ჩემთან იყო თავისი ცხოვრების ალბათ ყველაზე კრიტიკული პერიოდის 3 დღის განმავლობაში, ვინ ვიყავით მაშინ ჩვენ და ვინ ვართ ახლა. (ჩვენში ჩემს თავს და ჩემს თანამებრძოლებს ვგულისხმობ.) კარგად დაინახა მაშინ ორივე ტიპის ჯარისკაცი, ჩემნაირიც და ჩვეულებრივიც. იმედია დაწერს, რა განსხვავებები, პლიუსები და მინუსებია ჩვენს შორის…

29 01 2009
სერჟანტი

chemi komenti ar emateba

29 01 2009
სერჟანტი

1. გადაწყვეტილების მიღება
დოქტრინას და იდეოლოგიას მარტო თავდაცვის მინისტრი არ უნდა ამუშავებდეს. რას ერჩიან ამერიკელებს, მაგათ მშვენიერ მდგომარეობაში აქვთ დოქტრინაც, იდეოლოგიაც და პროპაგანდაც, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა კი არ შექმნა, დაჯდა რამდენიმე ტვინიანი კაცი და მოიფიქრა, მერე გამოიტანა დანსახილველად და გაითვალისწინა ის აზრები, რომლებიც ვერ მოიფიქრა. აქ: ჩემი დდშვც ვინ რა უნდა მირჩიოს ბიჭო, მაგარი როჟა ვარ, მინისტრი ტოოო….. როგორც ოქრუაშვილი 2004-ში, იმის მაგივრად, რომ კაბინეტში მჯდარიყო და ეგეგნა ზემოთ ჩამოთვლილი რამეები, ავტომატით ხელში თლიაყანაზე გარბოდა ეგ ყლე. არადა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მრჩეველთა საბჭო აუცილებელ ორგანიზაციას წარმოადგენს.

2. რეზერვისტები
ეგ საერთოდ ცალკე თემაა. ჩემი აზრით რეზერვისტებს უნდა ამზადებდნენ, როგორც ქვედანაყოფებში დანაკლისის შემვსებებად და არა დამოუკიდებელ საბრძოლო ერთეულებად. იმიტომ, რომ რაცარუნდა სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანების ჯგუფი იყოს, გამოცდილებას და დისციპლინას მაინც თავისი უპირატესობა აქვს. ქუჯი ჩემი და ჩემნაირების გვერდით უფრო კარგად იომებს თუ თავისნაირების გარემოცვაში?

3. დამოკიდებულება ჯარისკაცების მიმართ.
ახლა ჯარში გამოცდილი და სხვანაირად მოაზროვნე ჯარისკაცები მაგრა ყლეზე კიდიათ. რატომ? იმიტომ რომ განსჯის უნარი და გამოცდილება აქვთ, +ავტორიტეტი. ისინი უხსნიან სხვებს, ნაკლებად გარკვეულებს, რომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი საყლევეთი და არა ჯარი, რომ რეალურად ჯარის განათლება-განვითარებაზე არავინ ფიქრობს და ჩემს ზემდგომს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, არ მიიღოს შენიშვნა. სუუუულ მაგრად კიდია დანარჩენი. 4 კურსია ვიძახით, ეს ცხრილი არის ყლეობა, ასე ვერ ისწავლის ჯარისკაცი, შესაცვლელია. დაჟე კაპიტანას მივეცი ერთი ცალი ცხრილი, რომ იქნებ სამინისტროში გაატრაკოთქო. პასუხი: ჩაატარეთ ისე, როგორ საჭიროდ თვლით. შესაბამისად, ასეთი ლექციის ჩატარების დროს მოდის შემმოწმებელი და მიცხადებს საყვედურს ცხრილთან შეუსაბამო ლექციის ჩატარების გამო. აი ეს არის დღეს ქართული ჯარი და ჩემთან გათანაბრებული ჯარისკაცების ფენის გარდა არავინ ფიქრობს მის გამოსწორებაზე, ყველა თანამდებობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზე ზრუნას. გამოვხატე ხმამაღლა პროტესტი და რა მივიღე… იძულებული ვარ ჯარიდან წამოვიდე.

არადა კითხეთ კიბორგას, რომელიც ჩემთან იყო თავისი ცხოვრების ალბათ ყველაზე კრიტიკული პერიოდის 3 დღის განმავლობაში, ვინ ვიყავით მაშინ ჩვენ და ვინ ვართ ახლა. (ჩვენში ჩემს თავს და ჩემს თანამებრძოლებს ვგულისხმობ.) კარგად დაინახა მაშინ ორივე ტიპის ჯარისკაცი, ჩემნაირიც და ჩვეულებრივიც. იმედია დაწერს, რა განსხვავებები, პლიუსები და მინუსებია ჩვენს შორის…..

29 01 2009
სერჟანტი

vo, daemata.

8 02 2009
ლიკა
8 02 2009
ლიკა

და საერთოდ, ეს საიტი სინტერესოა
http://www.csis.org/component/option,com_csis_progj/task,view/id,1257/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: