რეგულარული არმია, ნაწილი პირველი

28 01 2009

ისენი ვინც მომდევდნენ ფიქრებში, ან ვინც ეხლა შემოუერთდა ჩემი ფიქრების ნაკადს მარა იქონიეს სინდისი და ძმური გაგება და გაეცნენ ჩემს ფიქრებს თავიდანვე… ალბათ მოელიან რო საუბარს გავაგრძელებ ჯერ ქვეით რეგულარულ ჯარზე, მერე ტანკებზე, მერე ვერტმფრენებზე, მერე კიდევ რამეზე, ნებისმიერი მიმდევრობით იასნია და რო სრული და ლამაზი წარმოდგენა შეექმნება ყველას რა როგორ უნდა იყოს, მერე ტაშს დამიკრავენ და ფანჯარას დახურავენ.

სიმართლე იმაშია რასაც ყველა ხვდება ვინც 2 წუთი დაფიქრდება რეგულარული არმიის მოწყობაზე და საბრძოლო მოქმედებებზე, და რაც პრინციპში ეტაპობრივად ხდება კიდეც ჩვენს რეგულარულ ჯარში.

რეგულარული არმია ბოლოს რამდენი საუკუნის წინ იყო სინამდვილეში ცალ-ცალკე ინსტიტუტები ხუი ზნაეტ, იმის მერე ყველა წააგებს ომს ვინც ავიაციას ცალკე განიხილავს და ქვეით ჯარს ცალკე… ან ტამ ტანკებს არ გაინიხილავს კოსმოსურ ჯარებთან ერთად… მოკლედ ძაღლის თავი სიტყვა ‘უნისონში’ -ია ჩაფლული… და არა სიტყვა ‘კოოპერაციაში’ – არამედ იმენნა უნისონში! – განსხვავება იმაშია რო კოოპერაცია ნიშნავს – მე ჩემთვის ვაკეთებ, შენ შენთვის – ღლავნოე საქმე საერთო კეთდება. უნისონში დაკვრა კიდევ ნიშნავს – მე ვუკრავ, ვუსმენ შენ როგორ უკრავ, მოგყვები, შენ თავის მხრივ უსმენ მე როგორ ვუკრავ და უფრო სწორად 10-20 ინსტრუმენტი ვუსმენთ ერთმანეთს, ვყვებით ერტმანეთს, არცერთი არ უკრავს ერთი და იგივე პარტიას და არადა ყველა ერთად ვუკრავთ 1 ცალ კომპოზიციას, ყველა ვუკრავთ ერთმანეთისთვის და ყველა ვუსმენთ და ვეწყობით იმენნა ერთმანეთს – საკუთარი თავისთვის კი არ ვატრაკებთ, იმენნა ვუსმენთ რას უკრავს ვიოლინო და ისე ვაჭერთ რაიმე ტამ ხუი ზნეატ როიალის კლავიშებს… (ბახს ვუსმენ ამ წუთას და ატსუდა ი ანალოგია ი ტერმინ) – არადა ვიოლინო სუ სხვა რამეს უკრავს იმავე წამს და როიალი სუ სხვას…

ანუ არასწორია შემდეგი თეზები:
ქვეითი ჯარი შეუტევს მარცხნიდან, ტანკები მარჯვნიდან, ჰაერი განახორციელებს დარტყმას მტრის ზურგში.

არადა ბევრს ეს ფრაზა სწორად და გამართულად მოეჩვენება – ვოტ, ეგ არი რაც უნდა ხდებოდესო.

სწორია:
ტანკები შეუტევენ ქვეით ჯართან ერთად და ქვეითი ჯარი ტანკებთან ერთად, არც ტანკები მიყვებიან ქვეით ჯარს და არც ქვეითი ჯარი ტანკებს, ავიაცია დაეხმარება ქვეით ჯარს სიღმისეული მიზნების განადგურებაში და ქვეითი ჯარი დაეხმარება ავიაციას სავარაუდო ჰაერ-საწინააღმდეგო დანადგარების გამოვლენა/განადგურებაში, PVO დაიცავს ტანკებს, ქვეითებს, არტილერია და ავიაციას – მტრის ავიაციისგან, რომლებსაც თავის მხრივ დაიცავენ ტანკები, ქვეითები, არტილერია და ავიაცია – მტრის სხვა და სხვა ტიპის ჯარებისგან, და რომლებსაც კონკრეტულად ამ მომენტში ეხმარება ავიაცია იმით რო მტრის ზურგში 50 კილომეტრზე ხიდს აფეთქებს, ვთქვათ, რომლებსაც ისევ და ისევ ეხმარებიან იგივე არტილერისტები იმით რო უშენენ გრადს მიმდებარე ტერიტორიას და მტრის ქვეითი ჯარი და ტექნიკა მუცელზე ცოცავს და სუ არ ცალიათ თავზე მფრენი ავიაციისთვის.

ანუ ომი – არი ერთი დიდი სუპი, რომელსაც ვერ დაყოფ ისევე ლამაზად და რაფინირებულად პატარა… “სალდაწიკებად” (ბავშობაში რო ბუტერბროდებს გვიჭრდიდნენ და გვაჭმევდნენ) – ისევე როგორც ეს დაყოფა ლამაზად და გასაგებად გამოვიდა რეზერვისტებზე.

რატომ? – იმიტო რო რეზერვისტებს ძაან მარტივი დავალება აკისრიათ ტექნიკურად, იქაც ბევრ რამეს ჩავრთავ, დაინახავთ, ნელ-ნელა – მარა მაინც მათ კონკრეტული 1 დავალება აქვთ, მეტი არა, და სისულელეა 2 კვირა ნავარჯიშებ რეზერვისტებს მოთხოვო რთული ურთიერთქმედება ტექნიკის სხვა და სხვა ტიპებთან… ამიტო არაა საჭირო – ამიტო ჯობია რეზერვიზმის ტაქტიკა იყოს მარტივი, გასაგები უბრალო ადამიანისთვის და ლიჟბი ნორმალურ დონეზე ეფექტური… რეზერვის მთავარი პლიუსი რაოდენობაა – დო ხერა რეზერვისტები. რომლებზეც უნდა მოიფიქრო ისეთი სისტემა რო ქონდეთ მორალი, ქონდეთ მიზანი და ქონდეთ კომფორტი – კაკ ნი აბიდნა ჯარისკაცებს მარა რეზერვისტი – არის ადამიანი რომელიც ჩვეულებრივ დროს ცხოვრობს თბილს სახლში, არის ბედნიერად და ყოველ თვე ხელფასის 25-30%-ს რიცხავს მთავრობაში – რითიც იბანს ხელებსაც და სინდისსაც, რაც აბსოლიტურად სწორია.

ჯარისკაცი კიდევ არის ადამიანი – რომელმაც ან გადაწყვიტა რო სამშობლოსთვის სიკვდილი არის მისი მოწოდება, ან გადაწყვიტა რო დაბადებულია მკლელად და სანამ ხალხის ჟლეტვა დაუწყვია – ჯობია ლეგიტიმური მკვლელი გახდეს და თავისნაირ “აკულებს” ებრძოლოს თანაბარ ბრზოლის ველზე… ან უბრალოდ თავისი ადგილი მეტი ვერსად ვერ იპოვა და ვენების გადახსნას ამჯობინა ჯარში ჩაწერა – ერთი ამისიც, სხვა მაინც მომკლავს – საკუთარი ტავის ცოდვა მაინც არ დამედებაო (იასნია ეს უტრირებაა – უამრავი ადამიანი ვერ იგებს, ან 11 წელი მსახურის მერე იგებს რატო მოხვდა ჯარში – მარა ის რო “თავს ცუდად ვგრძნობ, ადგილი ვერ ვიპოვე, მინდა რამეში გამოვადგე ვინმეს თორე გავაფრენ” – მგონი ნიშნავს სხვა, უფრო მაღალ ინტელქტუალურ შემთხვევაში იმას რო “ვენებს გადავიჭრი, დღეს არა, აი ხვალეც და მერე ნაღდად გადავიჭრი – ცხოვრება ამაოა” -ს…)

მოკლედ იდეალში, ანუ არ იმ ქვეყანაში სადაც ჯარისკაცები იმიტო ხდებიან რო 18 წლის ასაკში სადღაცას წაათრიეს და მაშინ როცა მისი თანატოლები თავიანთი მომავალი success-ის ძალიან მნიშვნელოვან საძირკველის პირველ აგურებს ალაგებდნენ – პოსტებზე დგომა მოუწიათ, ან კიდე იჯდნენ სახლში და ცოლმა იმდენი მოუტყნათ ტვინი რამე ფული მოიტანეო რო ბოლოს ადგნენ და სააკაშვილმა ხელფასები გაზარდა – მოდი ჯარში წავალ ამ ქალის წივილსაც ნაკლებს მოვისმენოს გამო ჩაეწერენ… შევთანხმდით რო ჯარისკაცი არის ადამიანი რომელიც წავიდა სიკვდილზე, აქ ადრე უკვე დაწერილი ფრაზები უნდა ვიმეორო მარა მნიშვნელოვანია აზრის სწორად დასალაგებლად და განწყობის შესაქმნელად.

ყველა ვკვდებით, ყველა, უმეტესობა – ნაადრევად, ძალიან ბევრი – საზიზღრად და ბინძურად, ავტო ავარიაში, ჩხუბში, ვირუსით, კიბოთი, ქირურგის მაგიდაზე ან ტალახიან კანავაში, შიმშილით, თუმდაც სუიციდით, ორგაზმითაც კი იხოცება ხალხი… მოკლედ სიკვდილის გზები ბევრია – თემა კი ის არი რო პრინციპში არაფერი არანორმალური არ არის იმაში არ უფრთხილდებოდე სიცოცხლეს იმაზე მეტად ვიდრე ის სინამდვილეში ღირს, სიცოცხლე კი – არაფერი არ ღირს, იმიტო რო მისგან არაფერი არ გრჩება შენ პირადად.

ანუ ოქრო რატოა ოქრო? – იმიტო არ იჟანგება და 10 000 წლის წინ რო ვიღაც ეგვიპტელმა იუველირმა რაღაც გამოჭედა – დღესაც ბზინავს და ინარჩუნებს ზუსტად იმ შესახედაობას რაც იმ წამს ქონდა როცა მისმა დამამზადებელმა კმაყოფილად გაიღიმა – მცოდნია ხელობაო…

ცხოვრება კიდე ძალიან ადვილად, და რაც მთავარია გარდაუვლად – მთავრდება, ცხოვრება მოკლედ რკინაც არ არი, დაჟე ხე არ არი – ზოგი ხე სწორ პირობებში მოხვდება და წლობით ინახება… ეს ძალიან იშვიათად მარა მაინც… ცხოვრება არი ბალახი, აი 1 კვირით რო ამოდის, მწვანეა და მერე ნა ხუი, და თან იმდენია რო ვსემ პო ხუი…

და ბალახები კიდე ქე მაინც თავიანთი სიკვდილით კვდებიან – ავტო ავარიები და სისხლიანი გარჩევები მაინც არ არსებობს ბალახებში…

ეს ყველაფერი კი იმისთვის მოვყევი რო – არაფერი განსაცვიფრებელი არ არის იმაში ადამიანმა გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრება დაასრულოს, როცა იქნება, თუმდაც ძალიან მალე – მოკვდეს მის მიერ არჩეული მეთოდით. ბევრ პონტში ზაან მარტივი გადაწყვეტილებაა, და ბევრ პონტში ძაან ძნელი და სინამდვილეში არაფერი “გადაწყვეტილება” როგორც ასეთი არ არი – უნდა ადამიანს თუ არა – მაინც მოკვდება და წყვიტე გინდა რამე თუ გინდა იჯექი და ყვერები იფხანე – მაინც მოკვდები… ხოდა თუ ადმიანს ყოფნის ან ჭკუა, ან ტრაკი, ან რაიმე უბიძგებს რო თავისით გადაწყვიტოს როგორ მოკვდება – რა პრობლემაა? – ან რატოა ეს ტაბუ დადებული თემა? (თუ არი ტაბუდადებული) – რა მოხდა, ყველა ადამიანი ვინც მიწაზე ჩნდება – კამიკაძეა, იმიტო რო იცის რო მოკვდება და მაინც ცხოვრობს – ხოდა ჯარისკაცი პროსტო ეგეთი ფორმის კამიკაძეა, ბევრი ჯარისკაცი რომელიც უკვე კაი ხანია კიდე ჯარისკაცბეი არიან და არა 1 და არა 2 ომი იომეს – თქვენც კუბოში ჩაგდებენ და მეც და კიდე იცხოვრებენ და… ყველაფერი ფარდობითია.

მოკლედ თემა იმაშია რო მოქალაქე იხდის ფულს იმაში, რო მთავრობამ დაიქირაოს ადამიანები ვისაც სურთ სიკვდილი ქვეყნისთვის ანუ დანარჩენი მოქალაქეებისთვის.

იასნია ბევრისთვის არცერთი ფული არ არის ცხოვრების ფასი და ჯარში მიდიან ქვეყნის სიყვარულისთვის, ფული მხოლოდ არსებობის საშუალებაა სანამ ცოცხლები არიან, ბევრისთვის ფული მეორე ხარისხოვანია – ლიჟბი მათი კაცობის და ღირსების პირველ ხელში დაცვის საშუალება მისცენ (ანუ ჩვენ რო ომს მოვიგებთ – ღირსებას აღიდგენს ქვეყნის ყველა მამაკაცი, მარა ეს მეორე ან მესამე “პირი” იქნება მათთვის, პირველი ხელი ღირსება არი მათი ვინც იქ სიცოცხლეს რისკავდნენ ამ ღირსები გულიზა…) და შეგვიძლია გავაგრძელოთ ფიქრი ამ თემაზე მარა მგონი საერთო აზრი საკმარისი დოზით შეიგრძენით.

ხოდა მოკლედ რო დავამთავრო ეს რეზერვიზმის თემა რომელიც უკვე ძაან გამეწელა საერთო ჯამში – ამ მხრივ რეზერვიზმი უსამართლობაა.

და ამას გრზნობენ ჯარისკაცებიც – ანუ უცნობია რამდენად ყველანი გააზრებულად მარა მეტ ნაკლებად… რეზერვისტების ომში ჩართვა რაღაც იგივეა რო… მე ცოლმა ამიხსნა რო არ მინდა შენი დარეცხილი ჭურჭელი, არ მინდა შენი გაკეთებული საჭმელი, სახლსაც მე დავალაგებ – არ მინდა შენი მოხმარება, მაგ დროს გინდა დაისვენე, გინდა სტრაიკი ითამაშე, გინდა რაგბი ივარჯიშე, გინდა რაც გინდა ის ქენი – მარა როცა მჭირდება რო მძიმეები მოიტანო – ადექი, გადი და მოიტანე რასაც დაგავალებ.

ხოდა მერე რო ჩამომიწერს ერთ დღესაც ტამ, 15 კილო კარტოფილი, 5 კილო პამიდორი და ა.შ. და მაღაზიაში რო წამომყვეს – წამოგაღებინებო, ხო შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს? – რო კაცო, ჩემი დავალებაა ეს ვაკეთო, შენ უამრავ სხვა საქმეს აკეთებ – მე მაჭმევ რეალურად და მაცხოვრებ – იმისთვის რო მძიმეები ვზიდო და ისიც შენ გაკეთებიო?…

ბევრი იტყვის რო ანალოგია ტაკ სიბე, და სინამდვილეშიც ტაკ სიბე – მარა ომი რო იწყება და ყველას რეალურად რო შიში უჩნდება ზა სვაიუ შკურუ შუსტრა მოსდით ეგეთი აზრები თავში (ვგულისხმობ რეზერვისტებს – ფულს ჩვენ ვიხდით – ჩვენვე ვიომოთო??). ეხლა – სანამ სიმშვიდეა იასნია ყველა გააპროტესტებს და ყველა გულ-გადაღეღილი ვაჟკაცია და არც გეკამათებით.

რაოდენობა, რაოდენობის გამო გვიწევს რეზერვისტების ყოლა, ამერიკას არ ჭირდება რეზერვისტები, გარდა იმისა რო დაცვა არ უწევს საკუთარი მიწის, უზამაზარი ჯარი ყავს და თავისუფლად იბრძვის მხოლოდ რეგულარული ჯარებით…

მისი ჯარი საკმარისია კუვეიტის დასაცავად, 10 კუვეიტის დასაცავად, ერაყის შტურმით ასაღებად, მარა მაინც მე ვფიქრობ რო მის ტერიტორიაზე რო დაიწყოს ომი – მასაც მოუწევს რეზერვისტების ჩართვა, და აქვს ამის ინსტიტუტები, სკაუტები, რაღაც შეკრებები, აქეთ-იქეთ, აქვს ბაზა რო თუ დაჭირდა – შექმნას სრულფასოვანი რეზერვისტების ნაწილები.

ასე რომ როცა ქვეყნის თავდაცვაზე დგას საკითხი – რეზერვიზმი ნორმალური მოვლენაა, სწორი მოვლენაა და არც ჯარისკაცს არ უნდა სცხვენოდეს რო ზურგის გამაგრებაში რეზერვისტი ეხმარება და არც რეზერვისტი არ უნდა იბზიკავდეს ცხვირს და აცხადებდეს რატო ტახტზე გორიალს რა მაცლიანო…

და ვსიო, ამჯერად ნაღდად – ამით მორჩა ზოგადი თეორიისა სხვა და სხვა ფსიქოპორტრეტების შესახებ.

აწი პირდაპირ საქმეზე:
მეორე, არა გატყუებთ – პირველი, მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყველა 2 კაკალზე უფრო დიდი ზომის ტვინის მქონე სამხედრო სტრატეგი გაიძახოდა: ვინც იგებს ჰაერს – იგებს ომს.

რო არ მოვყვე გრძელ კრიტიკას, რასაც არ ვაპირებ მომავალშიც, უამრავი კრიტიკა მაწვება თითებზე, როგორც ყველას, მარა შემოვინახავ კრიტიკების ფრქვევას კომენტარებისთვის.

გადმომდინარე აქედან საქართველოს ჭირდება მძლავრი საჰაერო თავდაცვა, პირველ პადხოდზე ამ თემისადმი დავუშვათ რო სულ ერთი რა ფორმით იქნება ეს თავდაცვა – ლიჟბი ჰაერში მტერი არ იყოს – რო გარანტირებულად ომი არ წავაგოთ.

დაჟე ის ომიც კი რომელშიც ჰაერის როლი ყველაზე რთული იყო, ვიეტნამის ომი, ჯუნგლებში მტრის მოძებნა და დაბომბვა – ისიც კი მოიგეს ამერიკელებმა, როგორ მოხდა რო ჯარები გაიყვანეს მაშინ როცა ბოლო ყველაზე დიდი ბრძოლაც კი მოიგეს – ამაზე მერე ვისაუბროთ.

მე არ ვიძახი რო ომს იგებს იმენნა ჰაერი – არა, ძალიან სწორი დეფინიცია დავწერე ზემოთ: ომს იგებს ის ვინც ჰაერს აკონტროლებს – რო არ მოვჯვა სტანდარტული ფრაზა “ამას ბევრი მიზეზები აქ” არ შემიძლია, თორე ისევ ლირიული გადახვევა გამომივა და თან იმსიგრძე რო არ მაპატიებთ…

ი ტაკ ჰაერი ტოჩნა მოსაგებია სანამ რაიმეს ვაფშე სხვას ავამოქმედებთ მიწაზე, ან იმავე ჰაერში (და მთლად ექსკლუზიური: წყალზე)

საჰაერო დაცვის დიდი კიბორხისეული კონცეფცია:
საქართველო მცირე ზომების, ძალზე მთაგორიანი, ხშირი მწვანე საფარით და საკმარისზე მეტი ობობისქელივით გზებით დაფარული ქვეყანაა. (ეს “დოხტრინა” -შიც წერია)

ასევე დოხტრინა მოგვიწოდებს გამოვიყენოთ ეს საფარი პირველ რიგში და როგორც შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია.

მოკლედ რო მოვჭრა არსებობს ისტორია როგორ ვერ მიაღწია პირველმა ესტონეთისთვის ნატოს მიერ გადაცემულმა F16 მა (ზე-ბგერითი გამანადგურებელი “გზის გადამჭრელი” (პერეხვაჩიკ)) ბგერის სიჩქარეს ესტონეთის თავზე… მარტივად – არ ეყო მანძილი რაზგონზე რომლიღაცა აეროპორტიდან საზღვრამდე… :D

ბგერის სიჩქარე არის 1215 კმ/სთ -ში (მარტივად 20კმ წუთში, ან 340 მეტრი წამში) – რა თქმა უნდა მაინდამაინც ზე ბგერით სიჩქარეებზე ფრენა არაა თვითმიზანი 24/7 მარა – პერეხვაჩიკის იდეა არი სიჩქარე, არის მიზანი – მიფრენა სროლის მანძილზე, სროლა და გაჯმა სანამ იმანაც გესროლა, ტამ რადარის მოქმედების რადიუსში იმაზე სწრაფად ჩაფრენა ვიდრე რადარის ელექტრონიკა მიზანში ამოგიღებს და რაკეტას გესვრის და ა.შ.

საქართველოს თავზე – თბილისიდან ბათუმისკენ ფრენისას შეიძლება სადღაც ბათუმის თავზე აკრიფოს ბგერის სიჩქარე ეფ-16-მა… მერე? – გავიდა საქართველოდან – დალშე უგრძელესი რაზვაროტი ამ სიჩქარეზე – ტამ 10-15 კილომეტრი რადიუსით, ანუ ბათუმთან რო დაიწყებს მოხვევას – 180 გრადუსით მოსატრიალებლად, მოტრიალდებას დაამთავრებს ფოთის თავზე, ამასობაში ან ყველაფერი მომრჩალია (რისთვისაც დაფრინავს ვაფშე) – ან მიზანი უკვე ხვოსტზე აზის პირიქით მასვე.

პერეხვაჩიკები ჩაფიქრებულია როგორც სწრაფი რეაგირების საშუალება საჰაერო მიზნების წინააღმდეგ:
არის დიდი ფრონტი, მტრის პოზიციების სიღრმეში გამოჩნდა მტრის თვითმფრინავები(იგივე უკრაინული კალჩუგა საშუალებას იძლევა თვითმფრინავის აფრენა დაფისიქრდეს 800 კმ-იდან) – საპასუხოდ ბაზიდან, ჩვენ მხარეს, ფრონტიდან ტამ 300-500 კილომეტრში, ფრინდება პერეხვაჩიკების ესკადრილია, შედის ბრზოლაში 20 წუთის მერე ზუსტად ფრონტის ხაზის თავზე, პრი ეტომ ეს შედის ბრზოლაში ისეთი ნათქვამია – 50-70 კილომეტრის მანძილიდან უშვებს საშუალო მოქმედების რადიუსის რადიო-თვით-დამიზნებად რაკეტებს და უყურებს – თუ მოხვდა, ხო კაი და უხვევს სახლში ისე რო ფრონტს ვაფშე არ გადაკვეთავს – არ მოხვდა, შედის ბრძოლაში ახლო დისტანციაზე, ახლო მოქმედების რაკეტებით… და ნუ მერე მთლად საყვარლობა – ტყვიამფრქვევებით…

ბოლო დროს კიდე ძაან პოპულარულია შორი და ზე შორი მოქმედების ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტები რომლებსაც ტამ ვაფშე 100 და 300 კილომეტრიდან ისვრის თვითმფრინავი და სხვა არა რომანტიული ფანტასიკა მოკლედ… რაღა ინტერესია საჰაერო ბრძოლები თუ…

მოკლედ იმედია მიმიხვდით რო საქართველოს მაშტაბით ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია – მუდმივი პატრულირება კარგი იდეაა, მარა ისევ და ისევ 2 მინუსი აქ – პატრულირებისას უნდა პატრულირებდე სადმე შენი პოზიციების სიღრმეში – ისე რო მტრის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ვერ გწვდებოდნენ და უნ გქონდეს იმდენი ადგილი და დრო რო მტერი რო შემოფრენას დაიწყებს – შენ მოხვევა მოასწრო და ცხვირით დაუხვდე – ყოველ შემთხვევაში ტრაკი არ “შემოგეშვიროს” იმიტო რო ისიც ხო დებილი არ არი – დაელოდა სანამ ჩაიფრენდი და მერე შემოფრინდება და…

ანუ მარტივად – გამანდგურებელს აქვს აზრი როცა დიდი ტერიტორია გაქ შენს შიგნი უსაფრთხოდ სადაც შეუძლიათ არსებობა და როცა ტუ საჭიროა საჰაერო ბრძოლაში ფრონტი შეგიძლია გადაკვეთო და მტრის ნაწილზეც გადახვიდე… ეს ფრაზა დაიმახსოვრეთ, მე ეხლა მოკლედ მოვჭრი რო არ გვჭირდება მოკლედ გამადგურებლები, მარა მომავალში, ძალიან ბევრი წერის მერე დავუბრუნდები ამ თემას და შეგახსენებთ რო აი მაშინ ხო ვთქვი რო მტრის ნაწილზე მაინც უნდა შეგეძლოს გადასვლა თუ “მშვიდობიანად საფრენად” საკუთარი მიწა კიდე ჰა და ჰა გყოფნის და საჰაერო ბრძოლისთვის ზე ბგერით და უარესი 2-მაგი ზებგერით (ე.წ. მახ-2 – 2-ჯერ ზე ბგერითი) სიჩქარეებზე მტრის თავზე ფრენას ვერ აცდები თქო… თუ არა და მტერი ყოველთვის მოგიძებნის მომენტს როცა მისკენ გვერდულად ან ტრაკით მფრენს გამოგიჭერს და მაშინ ეცდება შემოსვლას…

ი ტაკ გამანადგურებელები გარდა იმისა რო არაეფექტურია – საშინელი ძვირიანი სიამოვნებაა: უზარმაზარი, უძლიერესი, უსკურპულოზურესი დასამზადებელი, უძვირესი 1 ან 2 ცალი მოტორი, ზედ ცხენივით შემომჯდარი პილოტი, უამრავი უძვირესი ელექტრო ხელსაწყოებით, გარეშემო ბლომად ალუმინი კიდე… ესაჭიროება 1 ცალ აპარატზე 1-2 პილოტი, 10-მდე მექანიკოსი, უზარმაზარი გამართული აეროპორტი, ისე გამარტული კი არა ჩვენ რო გვაქ თბილისის აერპორტი, 3-ჯერ ამაზე უფრო გამართული, იდეალური ასაფრენი ბილიკით, ზიპ-ზიპა სისუფთავით ყველგან, მუდმივი გაუმჯობესებებით, გადამზადებებით მომსახურე პერსონალის, შესაბამისად მაღალი ხელფასებით და… თვიტონ აპარატები რა ღირს და მათი maintanance საერთოდ გავჩუმდები… – ვიღაცა მეტყვის რა მაინდამაინც F-16-ებს მიაწყდიო, გაგახსენებთ – ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდრები რო ნაგავი ვიქონიოთ ზა ტო ბევრი… რაც მთავარია არ ვართ მდიდრები ცოცხალი ძალით… ჩვენ ასეც და ისეც, ჰა ჰა 1 ცალი თანამედროვე გამანდგურებლებისთვის ასატანი აეროპორტი ვიქონიოთ და შევინახოთ, ხოდა 10-15-ზე მეტი გამანდგურებელი მაინც ვერ გვეყოლება, და ჯობია 5 მარა F-22 ვიდრე 30 მარა ტამ მიგ-21… გარდა იმისა რო 30 მიგ-21 მაინც ვერ შეასრულებს ეფექტურობით იგივე დავალებას რასაც ეფ-16 – ფასი იგივე დაგვიჯდება.

ანუ 5 ცალი მიგ-21 საერტოდ სისულელეა, დოხტრინგა გვეუნება რო ემზადება ბრძოლისთვის ნებისმიერი ზომის მტერთანო(რო არ დავკონკრეტდე რუსეთზე) – ხოდა 5 ცალი მიგ-21 ჩისტა მფრინავი სავარჯიშო სამიზნეებია რეალურად ნებისმიერი მტრისთვის… 30 ცალი მიგ-21 კიდე კი ღირს იმდენივე რაც ტამ 7 ცალი ეფ-16… შენახვის პონტშიც 30 ცალის მიგ-21-ის შენახვა სადღაც 7 ეფ-16-თან სადარი ფასი დაჯდება მარა ახალ მიგ-21-ებს სად იშოვი? – ნახმარების შენახვა 2-მაგად ძვირი დაჯდება და ა.შ… მარა ისევ და ისევ – ყველაფერს აქვს გათვლითი საბრძოლო სიცოცხლის უნარიანობა… მე ძაან “ვკაიფობ” მაგალითად, თუ შეიძლება ასე ითქვას, რო სუ-25-ის “გათვლითი სიცოცხლის უნარიანობა” არი 3 საბრძოლო გაფრენა.

წარმოიდგინეთ – თვითმფრინავის სამსახურის მთელი კარიერის მანძილზე – სულ 3 საბრძოლო გაფრენა, და ეს საშუალოდ, და ეს 30-40 წლის წინანდელი გათვლებით… ტო იესწ ჯერ კიდევ მაშინ უამრავი სუ-25-ი, პა რასჩოტუ, 1-ელივე გაფრენაზე ვარდებოდა და ზოგი 5-6-ს ძლებდა და გამოუვიდათ 3… ანუ მათემატიკა მარტივია, რახან 3 = (a+b)/2 (რო არ დავწვრილმანდეთ მეტ ცვალდებზე… ავიღოთ სრაზუ ექსტრემუმები და დავუშვათ რო ექსტრემუმების საშუალო არის საერთო ცვლადთა მიმდევრობის საშუალოც…) – სადაც a მეტია 0-ზე – ტო გამოდის რო თუ a=1 მაშინ b იდეალურ ვარიანტში უდრის 5-ს. ტო იესწ იასნია ერთი ორი ცალი 9 და 10 საბრზოლო გაფრენასაც გაიფრენს მარა იმდენად არა სტატისტიკურად გასათვალისწინებელია რო საშუალო გაფრენები სულ 3 გამოვიდა…

დავუბრუნდეთ გამანადგურებლებს (სუ-25-ი მოიერიშეა, მისი ძირითადი დანიშნულება სახმელეთო მიზნების იერიშია და არა საჰაერო მიზნების განადგურება…) – თუ, ვთქვათ, 7 ცალი F-16-ი ეფექტურობით უდროს 30 ცალ მიგ-21 -ს (და იასნია მთელს ამ საუბრში აპრიორი ვუშვებთ რო მართვა ორივე შემთხვევაში იდეალურია, რო კავშირის საშუალებები მიგ-21 -ზეც თანამედროვე დავამონტაჟეთ და გენშტაბშიც დებილები არ ზიან და ყველაფერს სწორად მართავენ) – ხოდა თუ უდრის, რაც ეფ-16-ისთვის თუმდაც ამ შეფარდებით დაცინვაა სინამდვილეში – მაშინ რაღაც დროის მერე, როცა მათი გათვლითი საბრძოლო გაფრენების რაოდენობა ამოიწურება, ანუ ნე სრაზუ, მარა სათითაოდ, ზოგს ეგრევე – ზოგს კაი ხნის – მარა დავკარგავთ. ომი ომია, ფიქრი ომზე დანაკარგების გარეშე, მეტიც – აუცილებლად დაკარგვის გარეშე – ოცნებობაა და ფანტაზიორობა.

ხოდა მოკლედ როცა იქნება 30-ი პილოტის ნაცვლად სულ 7-ს დავკარგავთ, და ის 30 გარდა იმისა რო ადამიანური რესურსია, მომზადების მხრივ ისევე ძნელი მოსამზადებელია, ანუ ეს ისე ვერ გამოვა რო რახან მიგ-21-ია ამიტო 1 კვირა და ვსიო – ფავაფრინოთ და ეფ-16-ზე 4 წლიანი კურსები და წელიწადში ერთხელ გდამზადება… იქაც და იქაც დიდი დრო წავა, ბევრი ფული, ბევრი სელექცია და ორივეგან მუდმივი გადამზადებები + უამრავი საფრენი საათები სავარჯიშოდ…

სხვა შემთხვევაში, თუ რახან მიგ-21-ია და ნაგავია – არ უნდათ ვარჯიში მიასო არიანო არ მოვამზადეთ და არ ვავარჯიშეთ ეგეთი 200 მიგ-21-ი არ უდრის 7 ცალ ეფ-16-ს…

მოკლედ 30 პილოტის დაკარგვას ჯობია 7-ის დაკარგვა, თუმდაც იმ 7-ის სიცოცხლე, მომზადება, ოდნავ ძვირი დაგვიჯდეს ვიდრე დანარცენი 30-ის + მიგ-21-ის საბრძოლო გაფრენები ვთქვათ არის 10, არ ვიცი ნაღდად, დღევანდელ დღეს რამდენია ხუი ზნაეტ, მიტუმეტეს გააჩნია ვის წინააღმდეგ… ეფ-16-ის გათვლითი იქნება 60-70 (მიგ-29-ის არი 50-მდე და… მიგ-29-ის მოდერნიზირება ბევრად ნელა მიდის ვიდრე ეფ-16-ის და შედეგად…) – ხოდა თუ მესამე მსოფლიო ომი არ არი – 50-ზე მეტი გაფრენა მარაზმია და იქნებ არცერთი ეფ-16-ის არ დაკარგვა მოხერხდეს მანამდე? – როცა მიგ-21-ები კაი ხნის ჩამოყრილი იქნება პაგალოვნა…

დავამთავრე იმის დამტკიცება რო თუ გამანადგურებელები გვინდა – გვინდა კარგი და ძვირიანი, ტუმდაც 5 ცალი.

და რო მათ შენახვას, შეძენას და მომსახურებას და მათთვის 1 ცალ აერპორტსაც კი – იმდენი ფული და დრო უნდა რო…

რაც ყველაზე უარესია – აერპორტი კაი სამიზნეა, მიტუმეტს თუ სულ 1 ცალი გაქ…

ანუ ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი ჰაერ საწინააღმდეგო საზინეტო სისტემებისკენ.

შესაბამისად ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ ჰაერში უპრატესობას – ჩვენ მაქსიმუმ მივაღწიოთ 0-ვან მდგომარეობას ჰაერში. იასნია ეს არა სასიამოვნოა, მარა დაწყებისთვის არა უშავს.

ისევ და ისევ დოქტრინის ტოტალური ომის და კამუფლირების მოთხოვნის გამო – ჩვენ გვინდა მობილური და ადვილად შემალვადი ჰაერ საწინააღმდეგო ტექნიკა.

რატომ?

1. რატომ მობილური – იმიტო რო თანამედროვე დროში – რომც დაფარო საქართველოს მთელი ტერიტორია სტაციონარული ჰაერ საწინააღმდეგო დანადგარებით (ნუ ანუ – პრაქტიკულად სტაციონარული, ანუ 3 საათი რო უნდა აკეცვას და მერე კიდე 3 საათი გაშლას) – 1-ს ჩამოაგდებ, 2-ს ჩამოაგდებ და მერე დაგიმუღამებენ საიდან ისვრი და მოფრინდება ისკანდერი და იმას ვეღარ ჩამოაგდებ… ამიტო სუ უნდა მოძრაობდე, ისროლე, აკეცე, იმოძრავე, გაშალე, ისროლე, იმოძრავე. თანაც მოძრაობა საშუალებას იძლევა საჰაერო თავდაცვის რე-კონცენტრაციის – ანუ თუ სადმეიდან უფრო ელი მიზნებს – იქეთ მეტი ტექნიკის მოგროვების, მეორეს მხრივ – იასნია მუდმივად არსებობს პრობლემა სადმე რამე არ გამოგრჩეს და ღია ცა არ დაგრჩეს – ეს შტაბის მუდმივი მუშაობის საკითხია, და ძალიან მნიშვნელოვანი.

2. საქართველო მთიანი ტერიტორიაა – რის გამოც შესაძლებელია მოძებნო ადგილები საიდანაც ან პირდაპირ სროლა გაქ შენსკენ მფრინავ მოწინააღმდეგეზე – ან პირიქით – უნდა გადაგიფრინოს და მერე ესვრი – მანამდე კი მასაც არ აქვს შენზე შეტევის საშუალება მთის ფერდობის სწორად შერჩევის გამო. ამას + კარგი კამუფლირება + ტექნიკის კარგი გამავლობა ცუდი ხარისხის გრუნტიან გზაზე და თითქმის 100%-იანი გარანტიის მიღება შეიძლება რო გექნება 1 უსაფრთხო გასროლა და გადაადგილება, ან რამდენიმე უსაფრთხო გასროლაც კი – თუ მიწა->მიწა ტიპის მაღალი სიზუსტის და დიდი სროლის რადიუსის მქონე რაკეტებს გამოვრიცხავთ (რისი გამორციხვაც არ შეიძლება). ჯერ ეს ერთი იგივე საზენიტო სისტემები ასეთ რაკეტებსაც ებრძვიან (რეალურად პატარა, და ხანდახან არც ისე პატარა, თვითმფრინავია უბრალოდ პილოტის მაგიერ ბაეგალოვკაა და ფრთების მაგიერ პატარა სტაბილიზატორები…)

რა თქმა უნდა საჭიროა და აუცილებელია რაც შეიძლება ფართო სპექტრი გამოყენებული სისტემებისა, დაწყებული შორი მოქმედების რადიო მართვადი ჰაერ საწინააღმდეგო რაკეტებით, დამთავრებული თუმდაც შილკას 4 ცალი 23მმ -იანი კალიბრის ავტომატური ქვემეხებით ასობა დაბლა და ასობა ნელა მფრენი მიზნების ჩამოსაგდებად…

ანუ ვიმეორებ, უბრალოდ “ცოტა პევეოც რა” კი არა, ან “ნუ ისე რა, გვეყოფა 1 ბრიგადაზე 1 შილკა” – არა, უამრავი პე ვეო, იმაზე მეტი ვიდრე ყველაზე ბნელ ფანტაზიებში გვეჩვენება რო დაგვჭირდება, არამარტო სრული დაფარვა მთელი ტერიტორიის, არამედ ორმაგი და სამმაგი გადაფარვა, შესაძლებლობით რო საჭიროების შემთხვევაში ზოგიერთ ზონებსი 5 მაგი გადაფრვა შექმნა და არცერთგან სხვაგან მაინც არ დარჩე ცარიელი ცით.

პრობლემები:
1. არც ჰაერსაწინააღმდეგო ტექნიკა ღირს იაფი, პერსონალიც საკმარისი ჭირდება. შენახვაც არაა იაფი, კავშირის 100%-იანი გამართვაც ჭირდება და გადამზადებებიც და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც.
2. ისევ და ისევ სწორი მენეჯმენტი და მართვა. რაც არ უნდა ბევრი გყავდეს დურაკული მართვით მაინც შეიძლება მოახერხო და რამე საოცრება მოიწიო…
3. არ იძლევა საჰაერო უპირატესობას – საუკეთესო ვარიანტში იძლევა საჰაერო ნეიტრალიტეტს.
4. და ყველაზე ცუდი – პევეოს აქვს ერთი ცუდი თვისება – ძალიან მოსაბეზრებელია. და კარგი პევეო – ორმაგად. გარდა იმისა რო მშვიდობიანობის პერიოდში – უბრალოდ ტრაკის პრასიჟივანიეა სკამზე მონიტორების წინ (ისევე როგორც ომიანობის დროს) – პა ხოდუ კარგი პევეო ნიშნავს რო… აი მტერმა იცის რო სადღაც დგას მთელი ბრიგადა ქვეითი ჯარი ხო დაცვაში – მარა მაინც წამოვა შეტევაზე, 2-3 ბრიგადით – წამოვა ლობ-ვ-ლობ და ეცდება გაგიტანოს… მარა აი მტერმა რო იცის რო გაქ იდეალური საჰაერო თავდაცვა (ნუ ტამ შეიძლება აპრიორი იცის, შეიძლება ცადოს და ძირშივე რო მოუსპობ მცდელობებს მერე მიხვდეს) – პროსტო არ აკეთებს გაფრენებს და ვსიო, ანუ შენ გყავს პევეო, გადაიხადე ამდენი ფული, ამდენი კაცი ამდენი წელია ზიან სკამებზე და იღებენ დასხივებას მზადებაში ნამდვილი ექშენისთვის – და ოპა – საქმე ვაფშე არ აქვთ, იმიტო რო მტერმა უფასოდ დათმო საჰაერო ნეიტრალიტეტი.

ანუ შენ იასნია წინასწარ გაწერილი გაქ სპეციალური რეგულაციები, რო არასაბრძოლო ვითარებაში პევეომ უნდა დისლოკაციის ადგილი იცვალოს მისთვის მინდობილი რაიონის შიგნი ვთქვათ თვეში 1-ხელ. და საბრძოლო ვითარებაში – 3 დღეში 1-ხელ თუ გასროლა არ განუხორციელებია, ან ყოველი გასროლის შემდეგ თუ იმავე წამს სხვა სასწრაფო მიზნები აქვს რა თქმა უნდა.

ხოდა ჯერ ამდენი წელი ეს ხალხი აწვალე, მერე დაიწყო ომი და მარაზმატიკებივით 3 დღეში ერთხელ კეცავენ დანადგარს – მიდიან, დგებიან, შლიან და ასე და 0 აქტიურობა ჰაერში მტრის მხრიდან… რაც ჯამში დროთა განმავლობაში გამოიწვევს მოდუნებას – ან თუ შენ მაინც ძალით დააძალებ ფხიზლად ყოფნას გადაღლილობას და უკმაყოფილებას ანუ უყურადღებობას… და ისევ იგივე შედეგს რო 2 კვირა ბრზოლების მერე ვდრუგ აფრინდება მთელი მტრის ავიაცია და შენი პევეოს ნახევარი მოუმზადებელი დახვდება, ვთქვათ…

ეხლა ცოტა სინამდვილე: პევეოს მთავარი, პირველი, დანიშნულება არის ჯარის დაცვა, ანუ ყველას გონია რო პევეო მათ პირადად სახლის სახურავს უნდა იცავდეს – მარა სინამდვილეში პევეო იცავს სახელმწიფოს ინტერესებს, უფრო სწორად ინტერესების დამცველს იმ მომენტში – ანუ დანარჩენ ჯარს(და საკუთარ თავსაც იასნია :D )

პრობლემა კი იმაშია რო პევეოს მტრის არტილერიის მოქმედების რადიუსში შეყვანა მარტივად – სახიფათოა, შეიძლება არც არაფერი და შეიძლება ვინმემ დაგწვას და უპრიორიტეტულესი მიზანი იქნება ყველა მსხვილკალიბრიანი ლულისთვის და მართვადი და უმართვადი სარაკეტო სისტემებისთვის…

თითქოს ზუსტად ამისთვის არის ხელით გადატანადი სარაკეტო სისტემები, ამისთვის არის შილკას კლასის ტანკის შასიზე დადგმული ჰაერ საწინააღმდეგო კომპლექსები, ამისთვის არი ჯიპებზე და ბრონე მანქანებზე დამონტაჟებული ჰაერ-საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები მარა მაინც – ყველა ასეთ სისტემას პატარა რადიუსი აქვს, შედარებით, ბრტყელ რელიეფში ეს პრობლემა არ იქნებოდა, დააყენებდი უკან 20 კილომეტრში რამე შორი რადიუსის მქონე სარაკეტო სისტემას და მოვიდეს ვინც გინდა – სანამ კონტაქტში მოვა შენს მოწინავე ჯარებთან – მანამდე გაუშვებდი ჯართში. მარა მთიან რეგიონში – ხშირად არი რო ვერსად ვერ დადგამ ჰაერ საწინააღმდეგო სერიოზულ სისტემას ბრძოლებთან ახლოს, სუ ციცაბო მთებია და გაუვალი ტყეები გარშემო, რის გამოც ჯარი რჩება ახლო მოქმედების სისტემების იმედზე, მტერს კიდე შეიძლება აღმოაჩნდეს შეტევის კუთხე შორიდან – შორი მოქმედების იარაღით შესატევად.

მეორეს მხრივ – ჰაერიდან ეგეთი სისტემით შეტევას ჯობია მიწიდან მიწა->მიწა ტიპის რაკეტით, ასაფეთქებელი ბირთვიც უფრო დიდი აქვს და თვითმფრინავის აფრენაც და გარისკვაც არ ჭირდება და ახლო დაცვის სისტემები მეტ-ნაკლებად ეფექტურად გაუმკლავდებიან მოიერიშე თვითმფრინავებსაც და ვერტმფრენებსაც – რაც 2-3 კილომეტრზე მაღლა დაფრინავს კიდე იმას მთაც ვერ მოეფარება და შორიდანაც მიწვდები…

ანუ რეზიუმეს სახით:
1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ომში (მოყოლებული 1917 წლიდან, მინდა ხაზი გავუსვა) – არის ჰაერის ფლობა.
2. ჩვენთვის არარენტაბელურია ჰაერი-ჰაერი სისტემების ქონა ვინაიდან ზედმეტად ძვირია, ზედმეტად მომთხოვნი მუშაობის პროცესში და მიბმული ფიქსირებულ ლოკაციაზე.
3. ჩვენ გვჭირდება ჰაერ საწინააღმდეგო საზენიტო დანადგარების ფართო სპექტრი (და აქვე მინდა ხაზი გავუსვა რო არა საზენიტო ქვემეხები…) – დაწყებული ახლო მანძილის მქონე უბრალო ხელით გადასატანი რაკეტებიდან, იგივე კვადროციკლებით – მშვენიერი იდეაა, აუარებელი კვადროციკლები თავის გრომებით, იგლებით, სტინგერებით (რომელი ჯობია ცალკე შესასწავლია, იმის გათვალისწინებით რო უნდა იყოს რაც შეიძლება მობილური, რაც შეიძლება მეტი რადიუსის და სიზუსტის მქონე და რაც შეიძლება ეფექტური რუსული ტექნიკის წინააღმდეგ.) – და დამთავრებული რადარით მართვადი ჰაერ საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით რომლების სროლის ჭერიც საშუალებას იძლევა ყველაფერი ჩამოაგდო რაც მტერს მოაფიქრდება(გარდა თანამგზავრებისა იასნია)
4. ყველა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უნდა იყოს მობილური, მეტიც – უნდა მუდმივად, მთელი მისი ფუნქციონირების პერიოდში (მშვიდობიანი და ომიანი ფუნქციონირების) მუდმივად მოძრაობდეს, არანაირი ბაზა ან დისლოკაციის მუდმივი ადგილი, უნდა გამოეყოს მოქმედების ზონა, იგივე ოპერატორების საცხოვრებელი დაგილის მიხედვით – და იქ იცვლიდეს პოზიციებს ისე რომ არ დაირღვეს საერთო საჰაერო თავდაცვის შეუღწევადობა – ბრძოლებისას – გამოყენებულ იქნენ შტაბის მითითებების მიხედვით.

იგივე აქაც შეიძლება მორიგეობა – 3 მაგი გადაფარვის რესურსი რო გვქონდეს: თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანობისას 1 სისტემა მუშაობდეს, ორი ისვენებდეს – მანამდე დაცვაზე: საკონტრაქტო დამწყები ჯარისკაცები ხელფასით, დისლოკაცია – ხან სად ხან სად, და ასე მუდმივად. 1 კვირა სამსახური, 2 კვირა დასვენება, აპარატურისაც და ხალხისაც – რესურცის გადაურჩებათ დანადგარებს და ხალხიც მეტ ნაკლებად იარსებებენ.

აუცილებლად საჭრიროა მრავალფეროვნება, ბევრ ქვეყანას ეშლება და ან ძაან ბევრი შორი მოქმედების მაღალი ჭერის მქონე რაკეტები აქვთ, ან პირიქით ახლო მოქმედების ტამ ხელით გადასატანი კომპლექსები.

საჭიროა ყველაფერი, საჭიროა მაღლა მფრენი მიზნების გარანტირებული მოხსნა და საჭიროა ქვეითი ჯარის, სოფლების, ქალაქები და ა.შ. ახლო პრიკრიწიე, მთიან რეგიონში არასოდეს არაფერი არ არი 100%-იანი…

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის რო მივიღოთ 0-ანი ჰაერის კონტროლი. ვიმეორებ – თუ მტერი მიხვდა რო შემოფრენას აზრი არ აქვს და პევეოს საქმე არ ექნა – ჩავთვალოთ რო იმ მთელ ფულად, რაც შეძენა და მუშაობა ჯდებოდა ჩვენ ვიყიდეთ ჰაერის 0-ვანი მდგომარეობა.

წავედი დავიძინო, გაგრძელება იქნება…

Advertisements

მოქმედებები

Information

15 responses

29 01 2009
Rati

pirveli posti :D

hoda ravi ci axla, me mgoni jobia haershi neitraliteti iyido, vidre haershi gagaupatiuron

Tan eget koshmarul antiairkraftis pirobebshi, roca mteri haershi vegar adis, xom sheizleba chvenma im xutma F-16ma cota tavisuflad moiqnios xelfexi. tu ra tvitmfrinavebic iqneba. tu iqneba mokled

29 01 2009
Cyborg Mcloud

ნუ მი კ ეტომუ იძიომ, რამდენიმე ღუზა დავტოვე ამ მონოლოგში რო ბოლოში ეგეთი გავრცობები გამეკეთებია.

მეორეს მხრივ – გიმეორებ, ეფ-16-ი არის გამანდგურებელი, ძალიან ძვირიანი გამანადგურებელი, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების განადგურებაზე – პირველ რიგში.

ხოდა ნა ხუია თუ ჰაერში მტრის თვითმფრინავი არ არის?

+ რესურსები ამოუწურავი არ არის, სიტუაცია არი “ან პე-ვე-ო, ან გამანადგურებელი ავიაცია” – პრი ეტომ პე-ვე-ო ობში შოტში უფრო იაფიანია…

+ 1 ცალ სტაციონარულ აეროდრომს ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის პირობებში მაინც გაგიხდიან გამოუსადეგარად – წამოვა ტოჭკა-უ -ები და… ტყვილა გადაყრი მილიონებს ავიაციაზე…

29 01 2009
Rati

xo nu anu chemtvis am shemtxvevashi F-16 zogadad yvelafer imis agmnishvneli iyo rac chveni aerodromebidan sheizleba afrindes da ravici, zemodan Seaginos mainc sxva tu araferi :D tan arc teqnikashi verkvevi ise rom zustad bombdamshenebis saxelebi chamomecera nu an rac aris mokled.

anu imas vgulisxmob rom ert-erti uaryofiti mxare aqcentis antiaircraftze gaketebis, kerzod ki is, rom sahaero tavdacva usaqmod darcheba da mocyenilobisgan radaris yurebis nacvlad redalertis tamashs daicyebs, mgoni ar aris iseti aqtualuri.
hoda tan ragai mteri ver dafrinavs, barem chvenebma ifrinon. tlad kukuruznikebic xo ar gveyoleba da rusetis msgavsma jabaxana sistemam ar mgonia analogiuri zalis antiairkrafti moacyos scrafad uecari konfliqtis shemtxvevashi da mere efeqtianad amushaos da ataros ataros tavis tankebtan artileriastan da xorctan ertad. tu vcdebi, mashin bodishi, arcerti tvitmfrinavi ar davinaxo aerodromidan afrenili :D

mara cidan tavdasxmis rom agar geshinia, an metnaklebad agar geshinia, imho girs imad rom sahaero tavdacvis xalxma radaris yurebashi gaataros sabrzolo moqmedebebis dro. ra mocyeniloba, jars icaven am tavisi radaris yurebit. sxva ra aris magati sabrzolo moqmedeba. tu maincdamainc eqsheni da tyviebis zuzunis mosmena scyuria, cavides mashin qveitad an artileristad. ras hqvia mocyenilia, me tu vtqvat jariskaci var, sadme akopshi var chamaluli da ertaderti sasixaulo amqveynad isga damrchenia ro kide cashi dafetebuli yureba mainc agar micevs, ras miqvia antiaircrafti buzgunebdes rato ar micevs cashi yureba?
es faqti ukiduresad agmashfotebda magalitad.

29 01 2009
ეგრი

მილიტარისტ ბლიაძ!

:))

საუკეთესო პევეო არის მშვიდობა. ;)

29 01 2009
Cyborg Mcloud

ეგრი
და იდეალური პაციფისტური მიდგომა არის საერთოდ არ დაიბადო…

და კიდე სამყარო ულამაზესია – ზედ რო ადამიანები არ დადიოდნენ და ა.შ.

სამწუხაროდ ის ვართ რაც ვართ…

რატი
გიმეორებ, ჩვენებმა უნდა იფრინონ თუ არა – ცალკე თემაა, არც რუსეტია უსაჰაერო დაცვო, შეიძლება ფრენა – კაკ რაზ გამოსაწვევად ღირდეს…

მარა ისევ და ისევ – საჰაერო ძალები ძალიან ძვირიანია და მიტუმეტეს ლოკაციაზე მიბმული საჰაერო ძალები – აეროპორტზე მიბმული, წყალში გადაყრილი ფულია…

კი ტუ ამერიკა ხარ, 250 აეროპორტი გაქ და 10-ზე მეტი მცურავი აეროპორტი – პრობლემა არ დგას მარა…

29 01 2009
ეგრი

არა.
იდეალური პაციფისტური მიდგომა არის – ადრენალინი და კაცისკვლის სურვილი დაიკმაყოფილე სტრაიკით. :)))))

ადამიანი კი ერთ–ერთი ულამაზესი არსებაა.
ამიტომაც არ უნდა მოკლა. :D

კაი ხო.
არ ვარ აქტიური, ჩემთვის პაციფისტი ვარ.
ვიცი, რომ “გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის” და რომ ეს გარდაუვალია,

მაგრამ ჯერჯერობით. :D :D :D

29 01 2009
Cyborg Mcloud

ეგრი, წინა პოსტებში მეწერა… მშვიდობა… უტოპიაა…

ემზადე ომისთვის – იმიტო რო ომი მაინც იქნება… მიტუმეტეს საქართველოში თაობა არ ყოფილა უომრად…

სტრაიკით სურვილის დაკმაყოფილებას სრულიად ვუჭერ მხარს – და გეთანხმები რო სტრაიკი ძალიან პაციფისტური თამაშია, თუმდაც იმიტო რო გაზლევს შანს მიხვდე რა ადვილია სიკვდილი სინამდვილეში და როგორ უაზროს შეიზლება მოკვდე ყველანაირი გმირობების გარეშე…

29 01 2009
Rati

Cyborg Mcloud

vijos, ar vdavob mere vin unda ifrinos, chven tu imat, ra vici me magdeni, prosta vtqvi :D

iq pliusminusebze mqonda gamaxvilebuli yuradgeba, ufro scorad minusze, romelic imho ar aris minusi, aramed pliusia.

30 01 2009
ლიკა

უჩ, არაპროფესიონალებისთვის დისკუსიის მოკლე რეზიუმე გააკეთე–ხოლმე, რა. (ნუ, პოზიციები და ძირითადი არგუმენტები)

თან კარგი იქნებოდა ეს რეზიუმე თემის დასაწყისშივე ჩანდეს _ თუ დეტალები დამაინტერესებს, წავიკითხავ, თუ არა _ გადავალ სხვა თემაზე

30 01 2009
Cyborg Mcloud

ლიკა
რეზიუმირება და მიტუმეტეს – წინასწარი დაგეგმვა რო შემეძლოს ვაფშე არ შევქმნიდი ბლოგს კაცო, დავწერდი, მივიდოდი სამინისტროში – მეთქი გადააყენეთ თავდაცვის მინისტრი – სინათლე მოვედი!

ბოდიალა რო მაქ თავში და ბოდიალა რო გამომდის წერაც მიტოა აქ რო ვწერ, ვკითხულობ და ვფიქრობ – მეთქი ოო, მეთქი ვაა, მეთქი უყურე შეენ და ა.შ.

31 01 2009
სერჟანტი

დიდხანს ხომ არ გძინავს?

31 01 2009
Sophie Golden

araferi… prosta shemoviare aqet, metqi ratom isvrian… :P

1 02 2009
Cyborg Mcloud

სერჟანტ
ვიცი ხო ვიცი… გუშინ მილიტარიზმის სხვა ასპექტზე მინდოდა დაწერა მარა აზრი დამეკარგა :(

პატარა იდეინნი პროეხტი წამოვიწყე და იმაში ვარ გარჭობილი თავით.

მანამდე ვუყურე ქე რო ალანიას გადაღებულ “კინოს” ომზე… ნუ ხო ძაან მიკერძოებულია, იმდენად რო რუსულ პროპაგანდისულ მეტოდებსვე იყენებს, მაგალითად გამოდის – მედვედევი რაღაცას ამბობს, სუ სხვა რაღაცას, ესენი აშუქებენ ჩვენ როგორც გვაწყობს ისე…

ორშაბათს არი რაღაც ფრანგების გადაღებული დოკუმენტური – რ2 -ზე გავაო, დოდიმ ეგრევე იასნია დასვა დიაგნოზი – ზნაჩიტ ისევ მიკერძოებული ნაგავი იქნებაო – რახან რ2-ზეაო მარა ნუ…

სოფი გოლდენ
ვესმა პალშონ :დ

9 02 2009
ლიკა

ყარყარაშვილმა ომის შესახებ თავისი დასკვნა დადო. საინტერესოა. http://www.apsny.ge/analytics/1234198752.php

20 03 2009
mari

16 clis var,gogo mara chemi ocneba saqartevlos gartianeba da gadzlierebaamniuxedavad imisa,rom arc devnili var da arc omi aranairad ar shemxebia,mara xandaxan isw cudad vxdebi ro vxedav ra dgeshia saqartvelo da arsaidan araa gamosavali,ra sashinelebaa,me jarshi casvlac mindoda,mara adamians ver movklav ar shemidzlia da arc is shemidzlia ro ase gagrdzeldes,neta rodis ikneba movescrebode gabrcyinebul sakartvelos,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: