მოხალისეობა საქართველოში

13 08 2009

ეს პოსტი ეძღვნება პრაქტიკულად ყველა კაცს(და ასევე ქალს) რომლებსაც უფიქრიათ მოხალისეობაზე საქართველოს პირობებში.

უამრავი მილაპარაკია გარშემო ადამიანებთან იმაზე “რას აპირებენ ომის შემთხვევაში” – ომამდეც და ომის შემდეგაც, ომამდე თემა უფრო “რას ვაპირებთ” იყო, დღეს უფრო არი თვითონ რას აპირებენ – ომამდე დაახლოებით საერთო აზრი გვქონდა, დღეს კი ამ პოსტში ავხსნი ჩემს დამოკიდებულებას.

აპრიორი უნდა დავუშვათ რო ყველა ვინც ამბობს რო “ომის შემთხვევაში მოხალისედ წავა” – არ ტყუის, ეშინია მარა აქვს მზაობა გადალახოს შიში(ყველას გვეშინია იასნია ეს ვაფშე აქსიომაა) – და რო არ ტყუის და ჯიპით წითელი ხიდისკენ გაქცევას არ ფიქრობს სინამდვილეში.

ი ტაკ მოკლე მიმოხილვა რო გავაკეთო განვლილი ომის დროინდელი მოხალისეობის ინსტიტუტის:

იყო ძალიან ბევრი ხალხი კომისარიატებთან, სიები და ჩაწერა.
იყო “ძველი მებრძოლების” გაერთიანებების შეკრება, სიები და ჩაწერა.
და იყო საკმაოდ ცოტა (მე ლიჩნა გამიკვირდა იმდენად ცოტა) – რეალურად მისვლა და მებრძოლ ნაწილებში შეკვეტება.

იასნია მოვყვები სამივეს მაგალითებს და ა.შ. მარა მანამდე მინდა დავიწყო თეორიით იმის შესახებ რა არის “ხალხურ” გაგებაში მოხალისე და რატოა პრობლემა ასეთი მოხალისეობა ჩვენ ქვეყანაში:

მოხალისე არის ადამიანი რომელიც თავის ნებით, იდეაში დროებით, ეწერება სამხედრო სამსახურში. ანუ მოხალისე მაინდამაინც არ ნიშნავს ადამიანს რომელიც მაინდამაინც ფრონტზე ეთხრება, მოხალისე ნიშნავს ადამიანს რომელიც მიდის კომისარიატში და ამბობს რო მზად არის შეასრულოს სამხედრო სამსახური მანამ… და “სანამ”-ი რა პრინციპით დგება მე პირადად ზუსტად არ ვიცი. სამხედრო სამსახური კიდე შეიძლება იყოს როგორც ტრივიალური მომარაგება, ასევე რაიმე ზურგის ობიექტის მოწყენილი დაცვა და ა.შ.

ყველა “გრაჟდანსკისთან” ამ თემაზე საუბრისას საკითხი მიდის შემდეგ გამაოგნებელ პუნქტამდე:
“ჯარში მე ვერ წავალ – ოჯახი, პროფესია, კარიერა და ა.შ. – რეზერვისტად წავიდოდი მარა არ მივყვარვართ(ყველა პაგალოვნა არ მიყავდათ… ცალკე ვიბაზრებ მერე იმათზე ვინც წაიყვანეს, ცალკე კლასია კიდე), ხოდა ომი თუ იქნა ძმაო – ჩავეწერები მოხალისედ, გამიყვანონ სადმე – მავარჯიშონ 2 კვირა, მომცენ იარაღი, აღჭურვილობა და ვიომებ ჯიგრულად, მარა ეს მთავრობა მაგის გამკეტებელი არი ეხლა მითხარი? – ხო ვიცი არა უნდა გადამისროლონ ეგრევე ფრონტზე და მოვკვდე ტყვილა და არც ქვეყანას გამოვადგები და არც აზრიანს გავეკეთებ რამეს და რა ვიცი…”

არის ხოლმე კიდე კატეგორია რომელიც ბოლო დაბოლოებას “ყლაპავს” და პროსტო “მზად არის გაიაროს 2 კვირიანი მოხალისის მომზადების კურსი, მიიღოს იარაღი და აღჭურვილობა(რო ჩაეძიები “ბრონიკი და კასკა”-ც შედის ხოლმე იასნია, თანაც “აუცილებლად” და თუ არ შედის “მთავრობა ყლეა რას მოგცემს ეგ…”) და მერე იომოს”

ასე არის უამრავი ჩემი მეგობარი, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია და ვერ დაადანაშაულებ რო ან ქვეყანა არ უყვართ ან რამე მინუსი აქვთ კაცობაში.

ჩემი აზრით საქმის ვითარება იმაშია რო ყველაფერი დაიწყო მეორე მსოფლიო ომიდან, ჩვენ ყველა, გაზრდილები ვარტ მეორე მსოფლიო ომზე. ყველა უკლებლივ, ჩვენ ტვინში ომი – აისახება როგორც მეორე მსოფლიო. ყველა სხვა ომი არი რაღაც გაუგებრობა, გაუანალიზებელი ხოცვა ჟლეტვა, რემბოების ხანა, ყაჩაღების სამყარო და სხვა გაუგებარი “რაღაცეები, რაც ომი არ არი და მაგაზე რა გითხრა ძმაო ეხლა…”. ამ კონტექსტი არის ხოლმე ფრაზა “თუ აფხაზეთი დაიწყო ძმაო და დედისტყვნა იასნია შევეცი ყველას კაცო ამათ შევაკვდები???”

ი ტაკ ვოტ ვამ ვსემ აბლომ, ყველას, ვინც ჯერ ეწერება, მერე ზარს ელოდება, მერე 2 კვირა ტრენიროვკის იმედი აქ, მერე აღჭურვილობის და მერე “აზრიანად გადასროლის” და ფინალში ეპიკურ ბრძოლებშია მარტო სიცოცხლის გამწირავი:

საქართველო სულ 2 ნაბიჯია, მე რო რუსეთი ვიყო და ავდგე და კაცურად მოვინდომო 12 საათში სუ ავიღებ, თავის აჭარიან, კახეთის უდაბნოებიანა (და მერე იფიქროს თურქეთმა მხიოს უკან თუ არა…)

2 კვირა კი არა დღეს ვფიქრობ და მზად ვარ რო 2 საათში იქ ვიყო სადაც ვაპირებ რო ვიყო ომის შემთხვევაში, იმიტო რო მორჩება მარტივად მანამდე ყველაფერი.

ბევრ ქალაქელს ეს უბრალოდ არ ესმის, ბევრისთვის “დამღლელი გზა თბილისიდან ბათუმამდე” საკმარისად გრძელი და დიდია, ბევრისთვის ფეხით გადასვლა ტამ “მანგლისიდან რკონამდე” წარმოუდგენელია…

ბევრს დღემდე არ ჯერა, დაჟე გორელებს!! – რო კარალეთიდან არგვიცამდე ფეხით სპაკოინნად ვიარე 4 საათში, მერე იქ ბევრი ვიძრომიალე და უკან გორამდეც 80% ფეხით გამოვედი, ერთ დღეში. არაფერი არ არის საქართველო, ვაფშე არაფერი არ არი ზომებში, ცხინვალიდან გორამდე მანქანით 20 წუთის გზაა, ახალგორიდან მცხეთამდე? – თქვენით მითხარით მე ნამყოფი არ ვარ და არ ვიცი.

კი – ბრძოლებით, მუდმივი შემაჩერებელი ბრძოლებით – იასნია საათები უნდა (სერიოზული ნაჟიმით) და დღეები “რუსულად ხალხურად ჰაი ჰარალეზე”, მარა 2 კვირა???

და ის 2 კვირა წვრთნები სად უნდა ჩატარდეს? – თურქეთში? – თუ ნიუ-იორკში? – იმიტო რო საქართველოს მთელი ტერიტორია უცებ ხდება ბრძოლის ველი, როგორც ყველამ ნახა, სად არი მანდ “საწვრთნელი ბანაკის” მოწყობის ადგილი, წემ ბოლეე საუბარია მოხალისეების მასობრივ და ანუ ათი და სასურველია ასობით ათასი კაცის მომზადებაზე…

იმაზე რო არაფერი ვთქვათ – ვინ უნდა გაწვრთნას ეს ხალხი ომის დროს?

ანუ 200 000 კაცის გაწვრთნას სუ დაჭირდება ჩვენი ჯარის ყველა ჯარისკაცი უკლებლივ, და ყველა უნდა იყოს ინსტრუქტორის დონის ხო ხვდებით რო ჯგრო აიღოს და გაწვრთნას.

ანუ ამას მშვიდობიან დროს ვერ მოვახერხებთ 2 კვირაში და მიტუმეტეს ომის დროს ვის ცალია ამისთვის?…

“აბა უვარჯიშებელი და მოუმზადებელი სად წავიდე შჩმმა, იარაღიდან მე არ მისვრია, ლოგინიდან რო ვდგები ქოშინი მეწყება და მე რა უნდა მაომონ ღადაობ? – გამაგორებენ ტყუილა ტო”

ცალკე ბაზარია რო ზოგი აღიარებს რო იმდენად კარგად არი ამოფარებული ასეთ ატმაზკებს და იმდენად კარგად გაიაზრა რო “ჩვენ მთავრობას მაგის ტრაკი ტო??” – რო კარგად იცის რო არაფერსაც არ იზამს და კაკ რეზულტატ არც მორალურად მზად არ არი და იმასაც კი აღიარებს რო “კაი რა ტო, ეგრე მოუმზადებელს კიდე ახლოს რო ტყვია ჩამიწუილებს იასნია რო გავაჯვამ კი არა წითელი ხიდის იქეთაც ვერ მიპოვნიან ისე დავითესები ტო. მომეცით ძმაო ბრონიკი, კასკა, კაი სნაიპერკა და მომამზადეთ კარგად და ბოზიშვილი ვიყო ვიომებ ზაიცევევით და თუ ძმაო ტრაკი არ გაქვთ – უნდა ტრაკი დააყენოთ და მოეშვათ რა”

პრობლემის გადაწყვეტა რეზერვისტების ინსტიტუტში იყო.

რომელიც ჩაფლავდა, და არაა ეს მარტო მთავრობის ბრალი, იმის ბრალია რო ჩვენი “მოხალისეები” ასეთი გენიოსები არიან, როგორც რეზულტატი არ გაიაზრა არავინ რო რეზერვისტები ერთადერთი საშუალება იყო ეს 2 კვირიანი მომზადება რამენაირად ომამდე – მომხდარიყო.

ყველა რეზერვისტებს მიუდგა როგორც “სავალდებულო ჯარის” ჩანაცვლებულ ვარიანტს. როგორც ყლეპროჭაობის ახალ საშუალებას.

ჯარისკაცონაბას 18 დღით თამაშით კარგ შესაძლებლობას (და ჯარისკაცობანა არის ის რასაც ტელევიზორში უყურებს ხალხი, ტელევიზორში უყურებს იმას რაც პოპულარულია, პოპულარულია ან ფილმები მეორე მსოფლიო ომზე, ან რუსული ვაფშე გულის ამრევი სასირეთი ჩეჩნეთზე – ორივედან დასკვნა არი რო ჯარი არი რო უნდა იჯდე, ყვერები იფხანო, იჩალიჩო სასმელზე, ეცადო არაფერი არ გააკეთო და მერე მაინც გადმოგისვიან ნორმანდიაში და გმირულად იომებ, ან შეხვალ ჩეჩნეთში და იქნები ძაან ძერსკი ბაევიკი, და წინასწარ რო ამას ვარჯიში ჭირდება ეს ფილმებში არ ჩანს და არა აქტუალურია იასნია…)

შედეგად რეზერვისტებში ჩაწერილი, ძალით უნდა ვაღიაროთ, ხალხის 50%-მა ვერ გაიგო რა აკეთა ვარჯიშებისას და არ გაიგო, არც არაფერი ისეთი არ აკეთა და ომის დროს 60-70%-ზე მეტი დაიმალა…

ასე მაგალითად ძალიან გულის ამრევია ისტორია ტიპზე რომელიც გაიწვიეს რეზერვისტებში, თავისით იასნია არასოდეს ჩაეწებოდა, მარა ეგეთი ცანცარა და აქტიური კლიენტია, უცებ გაძვრა გამოძვრა, გაიჩითა RPG-შნიკად და ე.წ. წვრთნებისას საერთო ჯამში იმდენი იჩალიჩა რო 7 ჭურვი ისროლა! (7 ჭურვი ზოგ პროფესიონალ რპგ-შნიკს არ აქვს ნასროლი ვარჯიშებზე…) – ნუ ჭურვების ფასზე და სხვებისთვის წართმეულ გამოცდილებაზე რო გავჩუმდეთ… ომის დროს დედამისთან ერთად სახლის სარდაფში იმალებოდა და იასნია არც უფიქრია შეკრებაზე მისვლა ან რამე და ჩესნადაც აღიარებს რო ეშინია და კიდია რო მშიშარაა…

მთავრობამ რეზერვიზმისგან გამოიტანა დასკვნები რო “გამოუცდელები იყვნენ” და აკეთებს რეზერვიზმის ახალ სისტემას – სადაც ხალხს 3 თვით გაიწვევენ, მე პირადად, ჩემი გადამკვდარი მილიტარისტობის მიუხედავად 3 თვიანშიც ვერ წავალ, ომი ომია – ომში როგორც წავედი ისე წავალ და ოჯახს მოუვლიან მშობლები და ვინც დარჩება, მკიდია მერე, მარა მშვიდობიანობის დროს 3 თვით ვერ მოვწყდები ვერც პროფესიას, ვერც პასუხისმგებლობებს…

როგორც რეზულტატი – საკმარისი ხალხი არ წავა, და შედეგი ისევ არ გამოვა.

არადა – მოხალისე = რეზერვისტს.

მეორე მსოფლიო ომის მერე “ჰაიდა იარაღზე ომის დაწყების მერე მოხალისეების” დრო წავიდა, ვსიო.

აწი მოხალისე ხარ ომამდე, ომი რო მოდის – უკვე იქ უნდა იყო.

საქართველოს პირობებში რეზერვისტები(ანუ “2 კვრიანი მომზადება გავლილი” და აღჭურვილი მოხალისეები), თუ მოულოდნელობის ეფექტი არაა საჭირო, უნდა მოკრებილ იქნას წინასწარ ვაფშე.

ეს თეორია.


დალშე პრაქტიკაში, დღეს, მიმდინარე სიტუაციაში რა ვქნათ:

მათთვის ვისაც მართლა უნდა მოხალისეობა და არა პროსტო “სიტყვაზე” სათქმელად მარა ზუსტად არ იცის როგორ ქნას და შედეგად “გადაუწყვეტელობისგან და პრობლემების სიმრავლისგან” ეკედლება ჩვეულებრივ სტანდარტულ “2 კვირა მომზადონ და მერე” -ს:

1. იყავით ფორმაში შეძლებისდაგვარად, მუდმივად, არაფერი გიჭირთ.
2. მოიმარაგეთ ყველაფერი პირადი აღჭურვილობა რაც შეიძლება დაგჭირდეთ (სასურველია მომარაგება მოხდეს პარალელურად “საბრძოლო ვითარებაში” გამოცდით, ასე მაგალითად პახოდებში სიარულიტ, არა პიკნიკებზე, არამედ პახოდებში, სასურველია ალპინისტურ დაჟე, სიარულით, უცებ ისწავლით რა არი საჭირო, რა გაკლიათ, რა უხარისხოა, რას ჭამენ, რას ნიშნავს ზურგზე მოიკიდო და იარო, რა ზედმეტია და ა.შ.)
3. იასნია იკითხეთ სამხედრო ლიტერატურა, უყურეთ ფილმებს, არა ბოევიკებს არამედ გარჩევებს (მაგალითად იუთიუბზე) – ნუ რაღაც დონით დაგეხმარებათ დაააახლოებით მიხვდეთ რა ხდება როცა მოხდება.
4. შეიმუშავეთ მყარი ლოგიკა რის მიხედვითაც წყნარად მოკვდებით.
5. მოამზადეთ ახლობლები, ისენი მაინც სცენებს მოაწყობენ როცა საქმე საქმეზე მიდგება, მარა წინასწარი მომზადება თავისას შვება, განსაკუთრებით საკუთარ დარწმუნებულობაში რო “შვილს უმამოდ რო ტოვებ” არ მოკვდება და “დედას რო შვილი დაეღუპება” – ადრე თუ გვიან ისედაც დაეღუპება და ასედაც და კოჭი გააგოროს რო აჩენდა მაშინ უნდა ეფიქრა რო მოკვდავ და წარმავალ რამეს “ქმნის”…
6. დალშე ძალიან სასურველია თუ შეიძენთ რამე იარაღს, პისტოლეტს არა ოღონდ, ეხლა მაგრა ხოდშია SKS-ი, ან რაიმე მსგავსი კარაბინის ტიპის, ძალიან გამოგადგებათ თუ საქმე საქმეზე მიდგა (მოსულა იასნია მოსინიც და ა.შ.) – ანუ მარტივად, შემდეგ თვეში ახალი სონი-ერიქსონის მაგიერ – ყიდულობთ ახალ თოფს და იფორმებთ. გადიხართ მერე ტყეში და პროსტა ისვრით რაიმე სიხშირით – უჟე ხარაშო.

ასევე იასნია სასურველია ან სტრაიკბოლი, ან იგივე “აისი” -ის ტიპის რაღაც სამხედროსთან მიახლოებული მომზადება მაინც, ჩისტა “დუხში შესასვლელად” მაინც…

ი ტაკ ამ 6 პუნქტით თქვენ ხარ კარგი გამზადებული მოხალისე. თითქმის იმაზე უკეთესი რაც იყო რიგითი რეზერვისტი წინა ომისას. იასნია წასვლისას არანაირი “გრძელი თმები”, არანაირი პუდრა სახეზე და მანიკური თითებზე, თმებს იჭრით, იღებთ ადამიანურ ვიდს და მიდიხართ ისე.

დალშე:
საინტერესოც ეს არის, ბევრი ენთუზიაზისტი მილიტარისტია საქართველოში, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა, ყველამ “მოიხადა” ვალი კომისარიატში მისვლით და “ჩაწერით”, რო ვითომ რა? – იქვე ჩაგეტენიან წაგასხამენ? – ჯგროდ? – საზარბაზნე ხორცი ხარ.
არ ჩაგტენიან არ წაგასხამენ გეტყვიან “დაგირეკავთ” -ნიშნავს რო თბილისში რო ჩამოვლენ იმ დროისთვის მოხერხდება სიების დამუშავება და დაგირეკავენ და მაინც წაგასხამენ უამრავ გამოუცდელ იდიოტთან ერთად, დაბალი მორალით და ა.შ. და მთელი ეს შენი 6 პუნქტიანი მზადყოფნა – კატუ პად ხვოსტ.

ი ტაკ რა უნდა ქნათ:
არანაირი ჯგუფებად და მსგავსი რამე – მარტოკა, იკიდებთ მთელ გუდანაბადს და მიდიხართ იქ სადაც სროლაა.

აქ კაი ისტორია მაქ: რო მივაბიჯებ მოკლედ, 9-ში უკვე მეორე დღე მაქ მე იქ, სადღაც დიცთან მხვდება კლიენტი, უკან მოდის, ნუ მე ვარ ამ 6 პუნქტიანის აქტიური წევრი(ზურგზე კამუფლირებული რუგზაკი, როჟაზე “რიშიმოსწი”, ტანზე კარგად გაცრეცილი დიჯიტალი, შარვალი “გრაჟდანსკი” მოკლედ აშკარაა ვინც ვარ) – ხოდა მოდის დიციდან უკან ვიღაც კლიენტი, უპუნქტო საერთოდ რა, პროსტო შავებში ჩაცხმული ლეტ 30 კლიენტი, ხოდა გამომელაპარაკა “მოხალისედ მიდიხარო” – მეთქი წიპა ხო(ნუ ბაზარი იმაში იყო რო ერთ ნაწილს მივეკედლე 8-ში “მოხალისედ” და ვინაიდან იმ ნაწილისთვის ომი დამთვრებული იყო, თურმე, წავედი დალშე…) – აზრი არა აქ, არ მიმიღესო.

და გააგრძელა გზა სახლისკენ.

ნუ ალბათ მესნი იყო და სინდისმა შეაწუხა (ბეეევრი იყო კარალეთში და ტყვიავში “ბირჟაზე” მდგომი ახალაზრდა ბიჭები, რომლებიც პროსტა იდგნენ და “ფრონტის” ამბებს არჩევდნენ… ხოდა ამას ალბათ ცოტა მეტად შეუღიტინა და…) მეორე ამბავია რო საიდანაც ის მოდიოდა სკარეე ვსივო არტილერისტებს ეტენებოდა მოხალისედ და რა უნდა ეკეთებია იქ ვაფშე ნი იასნო… მარა მთავარია რო:

წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ რო “არ მიმიღეს” ნე ვარიანტ.

ვა პერვიხ მართლა ასე “გამარჯობათ ბიჭებო,მიმიღეთ მოხალისედ” – არავინ არ მიგიღებთ. წემ ბოლეე ყველანაირი ამუნიციის გარეშე.

ვა ვტარიხ მე პირადად მოლოდინი მქონდა რო “დამხვდება რაღაც სამხედრო პოლიციის კორდონი, რომლებიც მეტყვიან რო იქეთ აღარ გამიშვებენ” და მთელი გზა თბილისიდან ვგეგმავდი როგორ ავუვლი გვერდს ასეთ კორდონს, რო ბუჩქებში გადაძრომა და ძრომიალი და ჩვენ არტილერიაზე გაძრომა და ტყვიის ჩვენებისგან მიღება ან ეჭვები “როგორ მოხვდი აქ” და შპიონი ხო არ ხარ ან რამე – ტოჟე ნი ძელო.

ამიტო ვაპირებდი:
ა) იქ დაჯდომას რო არ გამატარებთ და აქ მაინც ვიჯდები და სინდისი შეაწუხებდათ
ბ) წინასწარ ტყუილებს ვიგონებდი რო “ბაბუაჩემი ცხოვრობს ნიქოზში” ან სადმე იქეთ, თამარაშენში, და იმასთან მივდივარ. (ნუ იქ ხოდში აღმოვაჩინე რო ბევრი მეგობარი სამხედრო მყავს მიმოფანტული აქა იქ და მარტივად ყველა შემხვედრ ადგილობრივს ვეუნებოდი რო “მეგობრები არიან იქ წინ და იმათთან მივდივარ” – და ყოველთვის კონკრეტული გვარებიც მქონდა თავში თუ საჭირო გახდებოდა…)

სინამდვილეში: გზაზე არავინ არ შემხვდა სანამ მტერი არ შემხვდა…

ამიტო წყნარად მიდიხართ უახლოეს სოფელში, რომელიც ჩვენია, ბირჟაზე, არკვევთ სად რა ხდება, ყველამ ყველაფერი იცის ხოლმე იქ, არკვევთ სადამდე არი “ჩვენი” და რის მერე არ არი ჩვენი, მესნები თუ გეუნებიან “არ წახვიდე იქეთ შვილო” და რო მიდიხარ გლოცავენ – ზნაჩიტ ტუდა ნი ხაძი, ტრუპი ხარ, ან პანიკიორი მესნები არიან.

ამიტო ასეთ ვარიანტში ჯდები, ელოდები, თუ იმ მიმართულებით რამე სამხედრო ტრანსპორტი წავა… არა არ მისდევ და წამიყვანეს არ ეძახი… ზნაჩიტ დალშე კიდევ ცოტა ჩვენია – დგები და მიაბიჯებ დალშე.

ვაფშე ეს “ძარაზე ახტომა და აბა ჰე ნაცისტური გერმანიისკენ” ვარიანტი არ მუშაობს, რამდენიმე შემტხვევა იყო, მარა პროფესიონალებს მაინდამიანც არ უხარიათ არც საყვედურების მიღება უფროსობისგან, არც ვიღაც მწვანე სალაგების კატაობა.

ამიტო ბოლო პუნქტამდე – უნდა მიხვიდეთ თქვენით.

და ბოლო პუნკტი სად არის გარკვევა არი პირველი დავალება.

ნუ ვისაც მაინდამაინც ფეხით ბოდიალი არ უყვარს – ყოველთვის არი მესნები რომლებიც კატაობენ აქეთ იქეთ, გაგებარია რატო, და ყოველთვის მოსულა ავტოსტოპინგი…

დალშე – ისევ და ისევ – არანაირი “გაუმარჯოს ბიჭებო! – მიმიღეთ მოხალისედ!” – ისევ და ისევ კითხვას სვამ. და პასუხი იქნება “წადი რა სახლში შენი თავი ვისა აქვს” – იასნია არის გამონაკლისები, არის შანსი რო ვინმე ტოლკა ი ჟდალ რო მოვა მოხალისე რომელსაც “აიყვანს ფრთის ქვეშ” და იმის თვალში მაინც იქნება ავტორიტეტი და მაშინ მალევე “პრისტროიწეს” მარა რაც უფრო წინ მოხვდებით – უფრო ნაკლებია შანსი რო ვინმეს დრო ექნება და თავი და სურვილი, ბოლეე ტავო – რაც უფრო წინ მოხვდებით უფრო აგრესიულ, არეულ სიფათიან და არა ადექვატურ ხალხს უნდა ელოდეთ. (თუ ყველაფერი კარგად წავიდა მეორე დილას თქვენც ეგეთივე იქნებით…)

ფიშკა იმაშია რო ვერავინ ვერ ადგება და გვერდიდან ვერ გაგაგდებს, თუ სროლასთან ახლოს მოყევი – ხო საერთოდ, თუ არა და პროსტო ნუ აი ვდგევარ აქ, დავდე ჩანთა და დავჯექი – ხო არ გაგაგდებენ არა?

იასნია აძინოკი ვოლკობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

უბრალოდ- დებ რუგზაკს, იღებ წყალს, მიდიხარ უახლოეს ჯარისკაცებთან და ესალმები, კითხვაზე ვინ ხარ, პასუხობ ვინც ხარ, იასნია გეუნებიან რო წადი სახლში მოგკლავენ, შენ თუ გინდა არაფერს არ ამბობ, თუ გინდა ამბობ რო “სახლშიც მომკლავენ თუ თქვენ აქ მოგკლავენ და…”

ვაფშე იქ ადგილზე იმის აღნიშვნა რო საქართველოს ბედი იქ წყდება იმ ბიჭების მიერ – ძალიან ჭრის დადებითი განწყობის მისაღებად. რო ანუ გესმის რაც ხდება.

დალშე იქნება რაც იქნება, როგორც იქნება და რანაირადაც. რაც დრო გავა – უფრო გაშინაურდები და მერე იარაღსაც მოგცემენ(იშოვი) და ა.შ.

აქვე დასძენ ერთ ცოტა სადაო საკითხზე: რა აზრი აქვს SKS(მოსინს და სხვა ნახევრად ან საერტოდ არა ავტომატურ კარაბინებს)-ს?

ვა პერვიხ მოხალისე რომელიც შიშველი ხელებით მოვიდა(საკუთარი გამოცდილებით) – იდიოტი მოხალისეა და გიმაროია რო კიდე იარაღი უნდა უშოვო (პირადად მეგობართან მივედი ნაწილში, იარაღი ეგრევე ვერ ვიშოვეთ… მისი იარაღი მეკავა და ა.შ. :( )

რამე იარაღი – უკვე იარაღია.

ვა ვტარიხ შორ მანძილზე პოზიციურ ომში – ისევე სიამოვნებით ატკაცუნებ როგორც შენ გვერძე ატკაცუნებენ AK-ს, კონკრეტული მიზნების გარეშე, პროსტო იმათი ტყვია კიდე მიაღწევს ზუსტად, რო უმიზნებდნენ, და შენი არ მიაღწევს – მარა დუხის აწევის ამბავში – მშვენივრად გამოგადგებათ.

და თუ მოხდა და მოგიწიათ რატომღაც ახლო ბრძოლაში მოხვედრა, რაც არც ისე იშვიათად ხდება როგროც გგონიათ და ხდება ისე რო არ მოელით… – SKS-იც მშვენიერი იარაღია 100 მეტრამდე შიშისგან გაფართოებული თვალებით საფარიდან დაუმიზნებლად სასროლად.

და თუ იმდენი ხანი გაძელით რო ეგეთ სიტუაციაში დამიზნების ტრაკიც აკრიფეთ – მანამდე იარაღსაც იშოვით უკეთესს და ოპტიკიანი SKS-იც იმუშავებს 100 მეტრამდე გემრიელად…

(იმავე ცხინვალში ბევრი ბიჭი დაგვეღუპა ბანალურად გეკოთი ნასროლი ტყვიებიდან… კსტაწი იმავე SKS-ის მაგივრად გეკოს რაიმე თოფი – ასევე საქმეა 100 მეტრამდე და გართობაა – მეტ მანძილზე)

აზრი აქვს თუ არა “ბაბუჩემის ფილთას” წაღებას? – თუ ლულა ჟაკანის სროლას უძლებს – რატომაც არა. იასნია სასაცილოდ გამოიყურება, მარა თვითონაც თუ იუმორით მიუდგები და არა ბაევიკურად და იღადავებ რო “ხო ნუ ზა ტო მინდვრიდან თუ აფრინდება ცხვირწინ სუშკა ჩამოვიღებ მწყერივით” – და სროლაში ლუბოი “ბუხ”-ი საქმეა.

ყველაფერს რო თავი დავანებოთ – ის რო შენ სხვების გვერძე თავს იხდი მიზნად – დაფასებული იქნება გვერძე მყოფებისგან.

და სიმართლე რო ითქვას ყველგან სადაც მე მოვხვდი – ძალიან გამომადგებოდა რაიმე რაც 100 მეტრამდე რამე აზრიანი ცეცხლის წარმოების საშუალებას მომცემდა (1-ხელ SVD-თი ვიწექი ჯუნგლებში სადაც წინ 50 მეტრაში არაფერი არ ჩანდა და მეორეთ სადღაც მთიდან მესროდნენ და პროსტო რამე რო მქონოდა უკან სასროლად – უკვე გამიხარდებოდა…)

საერთოდ ზოგადად ბევრ ჯარისკაცს ესმის რო ასე ჯობია, იგივე რეზერვიზმზე – რო ჯობია ერთ მუშა ნაწილს მიემაგროს რამდენიმე “გამოუცდელი” ადამიანი, რომელსაც ნაწილი საქმიანად გამოიყენებს და მართლა რიგებს შეივსებს ვიდრე ცალკე რო გადმოსვეს რეზერვისტები და “მისცეს ცალკეული დავალება” – ხალხს რომლებსაც გაკუება არ შეეძლოთ საკუთარი ძალებით…

რა არ გამისწორდა მე ასეთი მოხალისეობისგან? – ის რო თვითონ ჯარი ძალიან… “ბრძანების მომლოდინე” ფენომენია… ანუ მიუხედავად ყველაფრისა – არ გათხარეს სანგრები(ბრძანება არ იყო) – არადა მე რო წავედი მე მზად ვიყავი მეკეთებია მეორე ხარისხოვანი საქმეც, მეთხარა სანგარი, მეთრია რაიმე ტვირთი, ანუ ე.წ. “შნირობაზეც” არ ვიყავი უარზე, დაჟე იმდენი ვქენი რო რო გავშინაურდი, მესამე დღეს, გამოვედი ინიციატივით რო “სანგარი ხო არ გვჭირდება?” -თქო – იმიტო რო ჩუწ შტო და რაღაც კუანა კანავაში მიძვრებოდა ყველა და… მარა არაო, “რა სანგარი ტო!” – ნუ მანდ მე 1-2 პოზიცია დავკარგე როგორც “გულადმა მეომარმა” მარა იმათმა ჩემ თვალში 3-4 პოზიცია დაკარგეს როგორც გააზრებულმა ჯარისკაცებმა რომლებიც ხვდებიან რო რუსების ავიაცია უკვე ლამის პროსტაზე ყრის ბომბებს – ეგება ვინმეს მოხვდესო და…

მეორეს მხრივ ისიც იყო რო ისენი ხვდებოდნენ ეტყობა რო მალე გასვლაზე მოვა ბრძანება და ტყვილა სანგრების თხრა ეზარებოდათ…

მოკლედ განეწყვეთ შნირობისთვისაც, წაიღეთ ყველაფერი რაც თქვენ დაგჭირდებათ, საჭმლიან საცმელიანა, სასურველია მაქსიმალურად “სამხედროიზირებული”, ნუ მინიმუმ რო წითელ მაიკაში არ იდგე კამუფლირებული ხალხის გვერძე რა. სასურველია იასნია რამე იარაღი, რაც ნაკლებად სასცილო იქნება – უკეთესი თქვენი თვითდაჯერებულობისთვის, მარა თუ პრობლემა არ გაქვთ – რაც გაქვთ ის წაიღეთ.

იასნია ყველას გაეხარდება ისეთი გაჯეტები როგორებიცაა ბინოკლი(პრობლემაა დაჟე სნაიპერებს შორის…), ღამის ხედვის რამე ხელსაწყო, უბრალოდ რუკა (იმიტო რო რუკები იქ აქვს მართო ბატალიონის კაპიტანს და ზევით), რაიმე მარტივი ტუმდაც რაციების ნაბორი (3-4 ცალი, სრაზუ გამოადგებათ პოსტებზე და ღამე მორიგეობისას), GPS-ი და სხვა, მარა მზად უნდა იყოთ რო მეტი ვეღარ ნახავთ, ანუ “ჩემია არ მოგცემთ” ვარიანტი გამორიცხულია რა თქმა უნდა.

აი ასეთ გააზრებულ მოხალისეს – ყველა ნაწილი ელის და უხარია დამიჯერეთ, რომელიც ჯერ მოვა დროულად, მერე არ მოვა კითხვით “მიმიღეეებთ?” (კითხვა ყოველთვის ელოდება უარყოფით პასუხს…) – არამედ მოვა, დაგიდგება გვერდში და არ შეგიჭამს ტვინს არც კითხვებით, არც გაგრძნობინებს რო ეშინია, არც იწუწუნებს რო დაიღალა ან ეძინება, მოგეხმარება რაშიც შეძლებს, დაგახედებს რუკაზე სად ხარ, მოგაწვდის ბინოკლს, ნაჩნიკს, სიგარეტს და ა.შ. და როცა სროლა იქნება არ გაიქცევა და გაისვრის შენთან ერთად(სულ ერთია რიდან) – მერე სინდისი შენც შეგაწუხებს და ზემდგომ ოფიცერსაც და იარაღსაც მისცემ და შეიძლება ვინმემ ან ბრონიკი გაიხადოს (იმიტო რო მძიმეა და “მომკლან მაგის დედაც ამას არ ვაწამებიებ თავს”) ან ზაპასიდან მოგცენ.

მთავარია შენ, შენის მხრივ არ იყო მათხოვრის როლში, არ იხვეწებოდე პარალონს, სპალნიკს, ფორმას, საწვიმარს, საჭმელს(იასნია მაინც გაგინაწილებენ). ანუ გასაგები იყოს რო გესმოდა სად მოხვედი, მოხვედი ისე მზად როგორც შეგეძლო და დალშე 1 დღე რო გაჩერდები და ტამ კითხვაზე “რა უბნელი ხარ ბრატ” ენა არ დაგებმევა – ყველაფერი კარგად იქნება… იმ გაგებით რო დამსახურებულად მიიღებ შენზე გამოწერილ ტყვიას შუბლში როცა საჭიროა :დ

Advertisements

მოქმედებები

Information

7 responses

13 08 2009
OHO

კარგი რჩევებია უმეტესობა … და ნავიჩოკის თვალით ყველაფერი გამოსადეგია …და უჩ არსენალში ან პოლიტიკაში რომ დავდოთ და პროფესიონალებმაც დაამატონ რჩევები + ზოგიერთი რჩევის მართებულებაზე ვიდაოთ და ბოლოს მოდერატორის დახმარებით პირველი გვერდი საბოლოოდ ჩამოყალიბებული დახარისხებული რჩევებით დავალაგოთ და მივპინოთ (დარწმუნებული ვარ ბევრს გამოადგება)?

ასევე ტიპა ტუტორიალი არამარტო მოხალისეებს არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც … მოხუცებს ქალებს და ბავშვებს … ტიპა რომ ჰქონდეთ მომარაგებული ზურგჩანთა, ასანთი, სასმელი წყალი …. დაბომბვისას სადაა რეკომენდირებული თავის შეფარება (სარდაბი, მეტრო ….) მქონდა შარშან აგვისტოში მსგავსი თემა გახსნილი და ვეცდები მოვნახო აბა …

ისეთ დროში და ქვეყანაში ვცხოვრობთ ერთი ეგეთი აუცილებელი მინიმუმით სავსე ზურგჩანთა რომ იდოს ყველა ოჯახში ცუდი არ იქნება …

14 08 2009
OHO

ძლიერის სისუსტე სიფრთხილის უარყოფაშია. :user:

15 08 2009
murzaqan

კარგი იყო. არსენალზე დაიდოს კი არა, ცოტა ცივილური ფორმა უნდა მიეცეს. გაფართოვდეს, თეორიული ნაწილიც და ისტორიებიც უნდა შეივსოს და გამოიცეს 9,5 მლნ ტირაჟით!

:)

15 08 2009
სერჟანტი

რამდენ რამეში ვიცანი ჩემი თავი ბლიად :დ

16 08 2009
tezam

პრიკოლი იმაშია რომ ჩემი თავიც ვიცანი…
მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს ზემოაღნიშნული რჩევები ეს კიდევ საკამათოა.
სასარგებლო რომ არის ბაზარი არაა, მაგრამ რამდენად პროდუქტიული.
ისე კი… ჩემი რესპექტი ტექსტის ავტორს.

22 09 2009
tatusi

ჩემი აზრით როგორც კაცები ასევე ქალებიც უნდა მიდიოდნენ რეზერვის მსგავ დაწესებულებაშჳ სადაც გაივლიან მცირედ სწავლებას, რომლის საშუალებითაც ისინი შეისწავლიან ზედაპირულ ცოდნას იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე თავდაცვასთან დაკავშირებით და.აშ
ხოლო ომის დროს კი უნდა მიდიოდნენ მოხალისეებად, რასაკვირველია ყველა ქალი ვერ წავა. თუმცა არიან ”ვაჟკაცური” ქალებიც რომლებიც ამ საქმისთვის შესაფერისები არიან. მე კი ვთვლი რომ ასეთ რამეს პირველი შევისწავლიდი და პირველი წავიდოდი მოხალისედ. რეზერვს სანამ გააუქმებდნენ მქონდა სურვილი რომ როცა შესაბამისი ასაკის გავხდებოდი წავიდოდი. თუმცა გარშემომყოფებისგან უარყოფითი რეაქცია წამოვიდა. მაგრამ ეს ნამდვილად არ მაღელვებს.

24 10 2010
გიორგი

გაიხარეთ! ამ თემის შევსებული ვარიანტი მართლაც დიდი ტირაჟითაა გამოსაცემი!
და კიდევ, ბოლოდროინდელი გაყიდულ-წარუმატებელი ომების შემდეგ ეროვნული მუხტი შემცირებულია, თუნდაც ჩემს ურგვლივ, ბევრი ამბობს, რომ “უაზრო ომში” არ წავა
პირველ რიგში ეს არაეროვნული განწყობაა შესაცვლელი, საომარ მდგომარეობაში ეგ აღარ მოესწრება, ახალგაზრდებისთვის შეიძლება უფრო მეტი ლაშქრობის მოწყობა და ეროვნული მუხტის გაღვივება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: