ნუ ეს იქნება პირველი და იმედია არა ბოლო პოსტი თემაზე FPS (First Person Shooter) ანუ ჩვენ შემთხვევაში პირადი საბრძოლო ისტორიები.
მე ზოგადად მიყვარს ადამიანების ომის შესახებ, უფრო სწორად მათი საბრძოლო გამოცდილების შესახებ მონათხრობების გროვება ხოლმე მარა გასაგები მიზეზების გამოს ძალიან ახლოს უნდა იყო ადამიანთან იმისთვის რო რამე მოგიყვეს, და წარმოიდგინეთ მერე კიდე რამდენი საუბარია საჭირო იმისთვის რო უფლება მიიღო მისი ისტორია ღიად დაწერო ბლოგზე, ანონიმურად მარა… არაფერია საქართველოში ანონიმური, მითუმეტეს რო უამრავ ადამიანს მოიცავს ყველა ისტორია და ბევრი ალბათ თავის თავს ამოიცნობს და ა.შ.
ნუ თემა იწყება იმით რო არსებობს ბიძაჩემი, რომელიც ჩემთვის ბავშობიდანვე იყო რაღაც… არა რემბო და სტალონე, არამედ აი ედვარტ ნორტონი, ფილმებში გმირები რო არიან მარა “ადამიანური გმირები”.
ნუ მე ვიყავი რამდენის, 6-ის და მერე 7-ის როცა ვიგებდი რო ბიძაჩემი ომშია, მერე ერთხელ ჩამოვიდა და რაღაც გრანატები და რაღაცეები ვნახე რო ჩამოიტანა, ერთხელ მის მშობლებთან ვიყავი სახლში და წიგნები ვნახე სამხედრო თემაზე, რაღაც რუსული ჯარისკაცის სახელმძღვანელო, რომლიდანაც სანგრის გათხრის ილუსტრაციები და გრანატის სროლის ტექნიკა – დღემდე მახსოვს, და ორი დიდი წიგნი იარაღებზე. ნუ მიუხედავად ამისა არასოდეს “სუპერ გმირის” ასე ვთქვათ სტერეოტიპი მისგან არ შემიქმნია, ჩვეულებრივი გამხდარი, მაღალი ბიჭი იყო, სარკასტული რუსულ სტილში იუმორით და ა.შ.
მერე გავიდა ბევრი წლები, მე ჩემი “ზრდის პროცესი” მაინტერესებდა, ბიძაჩემი თავის ამბებში იყო, მოკლედ ჩვენ თითქმის არაფერი ურთიერთობა არ გვქონია. და ნუ შედარებით ცოტა ხნის წინ ჩავითრიე ბიძაჩემი სტრაიკბოლში, ნუ ჩემთვის ეს ძაან მნიშვნელოვანი იყო, რაღაც პონტში დიდი აღიარებაა საკუთარ, ნაომარ, ბიძას რო სტრაიკბოლზე წაიყვან და მეორედ და მესამედ მოვა და რეგულარულად ივლის – ე.ი. სტრაიკბოლი ნაღდად აღარ არი ბაცნური ბავშვების “მოგხვდა! მოგხვდა!” გართობა.
არ ვიცი სტრაიკბოლმა იმოქმედა და ზოგადად რაღაც ემოციების გადახარშვამ, საკმარისი დროის გასვლამ თუ უბრალოდ ახლოს დამეგობრებამ მარა ერთი ორჯერ მოვახერხე პატარა შეკითხვები ჩამეკვეხებია ომის შესახებ, ეს ჯერ კიდევ ჩემ საკუთარ საბრძოლო გამოცდილებამდე იყო, ისიც ხან რაღაცას მპასუხობდა, ხან მიყრუებდა, ერთი ორჯერ ერთი ორი პატარა ისტორიაც მომიყვა, მოკლედ და მოჭრილად.
მერე იყო ცხინვალის ომი, საიდანაც ქვეყანას “აბიჟენნი და გულ გატეხილი” ადამიანების ახალი ნაკადი შევემატეთ, ის რაშიც ხარისხიანი მატება ლამის მთელი 20 წელია აღარ გვქონია საქართველოს, აწი მეც წიპა მესმოდა ბიძაჩემის და იმან იცოდა რო მე ისევ ცაში არ დავფრინავ, მიუხედავად იმისა რო ჩემი გამოცდილება გინდა ხანგრძლივობის და გინდა ინტენსივობის მხრივ ახლოსაც ვერ მივა მის თავგადასავლებთან – post-war სინდრომი საკმაოდ ერთნაირია ეტყობა.
ნუ ამით არაფერი ისე არ შეიცვალა მარა მე მაინც ვფიქრობ რო ამან ზოგადად გახსნა, ანუ უფრო თავისუფლად იგრძნო თავი რო მარტო მისი თაობა არ დაიჩაგრა და მარტო მისმა თაობამ არ წააგო და დამნაშავე ჩვენ ყველანი ვართ, მეტიც ჩვენ ალბათ უფრო ცუდად წავაგეთ, ნუ წაგვაგებიეს, ჯარისკაცების ბრალი არასოდეს არაფერი არ არი, მარტლა ყველა ომობს და ყველა მაქსიმუმს შვებოდა ეხლაც და მაშინაც და როგორც მაშინ “გაუგებრად” დამთავრდა ყვეაფერი, ეხლაც ეგრე “მოვიგეთ”.
შეიძლება ამაზე თვითონ იასნია ერთხელაც არ უფიქრია, ეს მე მიყვარს ხოლმე ჩახლართვა სიტუაციებში.
მოკლედ ბიძაჩემს ომის მერე სუ აქვს… სლოკინი ქვია ამას თუ “ბორძიკი” მოკლედ ხშირად რაღაც უკონტროლო სლოკინივით ემართება, მე სუ მიტყდებოდა მეკითხა რა გჭირს თქო, მიფიქრია რო იქნებ “შავი” წერტილები აქვს აზროვნებაში და მაგ მომენტში ვერც ხვდება რო ეგ აქვს და მე რო ვკითხო არ გაუკვირდეს თქო საერთოდ ან რამე მსგავსი, ნუ გასაგებია რო კანტუზიისგან დარჩა და ნუ ყოველთვის ვცდილობდი საერთოდ ყურადღება არ მიმექცია და ჩვენ თანაგუნდელებთანაც მილაპარაკია ამზე და… ანუ იგივე ჩასაფრებაში რო ვზივართ ერთად და დაასლოკინებდა – არავინ არ ვიმჩნევდით, ვითომ არაფერი არ მოხდა, ანუ არც ხმამაღალი არ არი და არაფერი მარა მაგ დროს ისედაც ლუბოი ფაჩუნზე ყველა ყველას ხელებით და ფეხებით ანიშნებს ხოლმე რო ჩუმადო და ბიძაჩემს წიპა ამ შემთხვევაში არ ვიმჩენვდით რო არ ეწყინოს ან რა ვიცით…
ხოდა ნავსი გატყდა ერთ-ერთ ბოლო თამაშზე სუ შემთხვევით, ერთ-ერთმა ჩვენ გუნდში ახალ მოსულმა ერთ-ერთი შესვენებისას უბრალოდ და მარტივად ვერ მიხვდა რა ჭირდა და მიუტრიალდა და “გინდა წყალს ამოვიღებ ჩანთიდან გასლოკინებს და გადაკარი”-ო, და ამაზე ნუ ბიძაჩემმა, ვთქვათ 7 დავარქვათ რო რამენაირად მივმართო ხოლმე, ხოდა 7-მა უპასუხა რო არაო ესო სლოკინი არ არის კანტუზიისგან მაქო, ხოდა იასნია დაისვა კითხვა ვა როგორ დაგემართაო, ხოდა MTLB-ში შევყავი თავი და მეორე მხრიდან სნარიადი მოხვდაო უპასუხა მარტივად და უბრალოდ.
და ამ მომენტში ბევრი რამე შეიცვალა სინამდვილეში, ზუსტად იმ ადგილას იმ წამს ჩემთვის პირველად მასთან ურთიერთობის მანძილზე დაიწყო შეკვრა ერთმა ისტორიამ, რომელზეც მერე უკვე რამდენიმე დღის მერე ჩავეძიე, ავუხსენი რო დავწერ მეთქი, მოვაყოლე თავიდან ბოლომდე და დეტალებით და ძალიან საინტერესო ჯამში ისტორია გამოვიდა რომელიც მიბმულია ისეთ მნიშვნელოვან ამბებთან იმ ომის დროს როგორიც მაგალითად ტამიშის დესანტი იყო. ამასთან ერთად მის საბრძოლო თავგადასავლებში ეს მხოლოდ ერთ-ერთი ისტორიაა, მხოლოდ ერთ-ერთი წასვლა აფხაზეთში, რამდენიმედან.
ი ტაკ ისტორია:
ამბავი იწყება იმით რო ერთ-ერთ, მერამდენე იყო ზუსტად ვერ იხსენებს, მე-3 მე-5 გასვლისას აფხაზეთში, გავიდნენ ძალიან მცირე რაოდენობით, ძირითადი ჯგუფი მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, მარა ესენი მაინც წინა დღეს წავიდნენ.
შტაბში მისვლისას უკვე ღამდებოდა მარა მაინც უთხრეს წახვალთო ეხლაო ტამიშში და იქ ტამიშის თავზე ჩვენ პოზიციებზე დაემატებით, ჩვენი არტილერია იქ აქტიურობს და დაცვა ჭირდებაო.
მათი უცვლელი მეთაური მათთან ერთად არ იყო, და ვინც იყო “ატვეჩაი” ის იმხელა ავტორიტეტით ვერ სარგებლობდა რო შეკამათებოდა რო დღეს აქ დავიძინებთ კაცო სად წავიდეთ ამ შუა ღამისას, რაის პოზიციებს დავიკავებთ ჩვენ, და ხვალე დილას ავალათო, ამიტო მოუწიათ ღამე მისვლა ტამიშის ჩრდილოეთით პოზიციებზე და იქ დაძინება, რა თქმა უნდა პოზიციების დათვარიელების და აზზე მოსვლის გარეშე, იქ იდგა რამდენიმე კაცი, სულ სადღაც 10-15 და + ესენი ერთი 5 კაცი დაემატნენ, უკან, ტამიშსა და მათ პოზიციებს შორის – იდგა რამდენიმე ქვემეხი.
მოკლედ სუ ეს იყო მთელი პოზიცია, პატარა სოფელი, სოფლის ჩრილოეთ ბოლოში სახლი – შტაბი, “შტაბიდან” წინ 50 მეტრაში – აკოპი.
ნუ მე მთელი ნაწერის მანძილზე ვეცდები შევარბილო ტონი მარა თვითონ მონაყოლი სავსეა… რაღაც აბსოლიტური ნიჰილიზმით, ანუ ის რო 50 მეტრაში სულ 1 აკოპი იყო გზის პირას და ეს ყველას ეჩვენებოდა იქ ნორმალურად. თვითონ ეს დღეს რა თქმა უნდა და მაშინაც კარგად იყო განათლებული და კარგად ესმოდა რო ესე არ ომობენ, მარა რეალობა ეგეთი იყო და მაშინ საბოლოო ჯამში თვითონაც კარგად გაწევრიანდა იმ რეალობაში და ბევრ გასაკვირს ვერ ხედავდა იმაში რაც იქ ხდებოდა, მიუხედავად იმისა რო დღეს გახსენებისას ხშირად თვითონ უკვირს ხოლმე…
მოკლედ დაიძინეს, დილას გამეღვიძა არტილერიის სროლის ხმისგანო ალბათ, ჩავრთე რაციაო და ეს არტილერია პროსტო კი არ ისვრის პა ხოდუ, ვიღაცა არი შემძვრალი და დაჟე კორექირებას იძლევა. ესენი ისვრიან, ისენი იქედან “ცოტა მარჯვნივ ხიე, ცოტა მარჯვნივ”, გატენიან ისვრიან ახლიდან და ასე. მარა იტოგში ვ სლიპუიუ არ ისვრიან მოკლედ.
კანალზე იასნია ცოტა ხანში დაჯდნენ აფხაზება, წავიდა გინება, ისენი აგინებენ იქედან, ესენი აქედან, ის რაზვეჩიკები ცალკე უმატებენ გინებას, მოკლედ კომედია.
პა ხოდუ ის შემძვრალი სასტავი თავის პონტში ისევ იძლევა ნავოდკებს და პუშკებიც უბრახუნებენ.
ხოდა ხო უნდა მიხვდე რო სანამ იქ გინება მიდის პახოდუ აბხაზები ცოფიანებივით ეძებენ ამ შემძვრალ სასტავს არა? – მარა ეს მაშინ იქ არავის არ მოაფიქრდა.
მოკლედ რაღაცა ვროძე ჭამა მოასწრო და ამოვარდა არტილერისტების პოზიციიდან MTLB და რამდენიმე კაცი, რო წინო იქო გზაზე გდია ურალიო, ხუი ზნაეტ ვისი ურალი და რა ურალი, დღემდე უცნობია, მარა ურალი გდიაო, საჭირო ვეშია და უნდა შევიდეთ გამოვათრიოთო.
არადა ეს ის დროა: გადი ტრასაზე, გადაუდექი პირველივე კამაზს, მიადე იარაღი – ეგეც შენი ურალი. მარა არა ჩვენო იმენნა ის ურალი უნდა გამოვათრიოთო.
ხოდა არ ვიცი იმიტო რო დილა იყოო, არ ვიცი მზის აქტივობა იყო გადამტებული, მოკლედ სრაზუ მოიკრიბა სასტავი რო წამო შევიდეთ – გამოვათრიოთ.
ნუ ჩაჯდა ნაწილი ამ MTLB-ში, ნაწილი ზედ მოახტა, მათ შორის 7-იც.
და წაგრუხუნდა ეს MTLB გზით პრიამა წინ.
ნუ ვინც არ იცის, MTLB არის ეს უბედურება: http://en.wikipedia.org/wiki/MTLB
მოკლედ ძალიან პირობითად ბრონირებული გუსენიცებიანი წიგაჩი, ძირითადად გამოიყენება არტილერისტების მიერ პუშკების აქეთ-იქეთ სათრევად.
ხოდა მოკლედ კარგად გატენილი ხალხით MTLB, ზევიდან კიდე ბლომად ხალხი ვზივართო, ჩვენთან ერთად იყო კიდე ერთი უკრაინელი ბიჭიც დაჟეო და მიგორავთო, ხოდა იტოგში მოვცილდით ჩვენ პოზიციებს ერთი 300 მეტრით და კაკ რაზ იქეთ პავაროტში უნდა გამოჩნდეს ის დაგდებული ურალიო და…
პირველი სნარიადი აგვცდაო, საუბარია RPG-ს ჭურვებზე იასნია, ხოდა რო ჩაიფრინა იასნია მე ეგრევე გავქრი ბრონიდანო, ის უკრაინელიც ეტყობა სხარტი ბიჭი იყო ახალგაზრდობაში – ისიც ეგრევე გადმომყვაო, მეორე ჭურვი მოხვდა ვიღაცას ბრონზე ზემოდან, პრიამა ადამიანს, მესამე ჭურვი მოხვდა MTLB-ს და… ნუ მტლბ-ს ბრონი ტამ ალბათ შორიდან ნასროლ ავტომატის ტყვიას კიდე გაუძლებს და სნარიადებთან ვერ მეგობრობს საერთოდ, ხოდა…
მე ვცდილობ წერისას მაქსიმალურად ახლოს ვიყო თხრობის სტილთან და თან არ დავწერო მთელი იმ… რაღაც ფარული ბრაზით ამ ყველაფრის მიმართ რომელიც სინამდვილეში მოდის თხრობისას, ანუ თვითონ ძალიან… ცდილობს ღადავში და ცინიზმში დაფაროს როგორ… ბრაზობს იმაზე რო არავის არეფერი ტვინი არ ეყოთ არ ექნათ ის სისულელეები რასაც შვებოდნენ…
მოკლედ სიტუაცია ასეთია: ეს გზა გადის ერთი დიდი ქედის ერთ-ერთ ბაკავოი განშტოებაზე ზევიდანო, მარჯვნივ პრიამა ამ ქედის განშტოებისა არი პირდაპირ მდინარე ტამიში, მარცხნივ არი რაღაც ხევი, იქ ალბათ რამე ღელე მოდიოდა მარა უცნობია, ხოდა მოკლედ გზა მიდის ესე ამ რაღაც პატარა პლატოს შუაში, ორივე მხარეს არი ნათესები და მინდვრები, ხოდა გადმოვხტითო ჩვენ მარცხენა მხარეს mtlb-დან, იასნია სრაზუ პირველი სანარიადის მოფრენის მერე დაიწყო სროლა ყველა მხრიდან, ხოდა ჩვენ ნახევრად პა პლასტუნსკი შევვარდით გზის მარცხენა მხარეს კააარგად ლამაზად მოწყობილ ჩაის პლანტაზიებშიო, ეგეთი ნარგავების რიგები, გზის პარალელურად. ხოდა იქ ალბათ ტურა ვერ გაეტეოდაო მარა ჩვენ როგორც კარაქში ისე მივძვრებოდით იმ პლანტაციების პერპენდიკულადო.
სიტუაცია იმაშია რო ეს MTLB შეგორდა აბზახების სასტავში რომელიც გამოსული იყო იმ ნავოჩიკების საპოვნელად… ხო უნდა მიხვდე არა რო – არტილერია რო ისვრის და რაციაზე რო გიზიან და ნავოჩიკი რო იციან რო არის – ეძებენ და რო ეხლა იქ ყველაფერი კიშიტ მტერით, თან კარგად განაწილებული მტერით რო იპოვნონ ის სასტავი…
ცოტა ძრომიალის მერე უცებ ერთე-ერთი გამოძრომისას ვიღაც კლიენტი გაიჩითაო, ნუ აბხაზი, ვერ მივხვდი რას აკეთებდაო, ტოლი ვერ დამინახაო, ტოლი დაყრუებული იყოო, მოკლედ გამოვძვერი ტიპი დგას და ვროძე ტენიდაო იარაღსო მარა ჩემთვის მაინც არ შემოუხედავსო… მოკლედ საკმაოდ მარტივად გაიპარსა ის კლიენტი.
დალშე ძრომიალისას ტიპი უკვე გაიჩითა უკრაინელის მხარეს, ანუ ერთმანეთის პარალელურად მიძვრებოდნენ ამ ჩაის პლანტაციებში, ხოდა იქ უკრაინელმა და იმ ტიპმა გაარკვიეს ერთმანეთში ურთიერთობები, ცოტა 7-იც მიეხმარა და მოკლედ უკრაინელის ამბავი იქ მთავრდება და ის მეორე კლიენტიც იპარსება.
დალშე ვიძრომიალეო ამ პლანტაციის ბოლომდე, იქ ხევი იწყებოდაო, ანუ კაი – ცოცხალი გამოხვედი, მარა დალშე მთელი მისია იმაშია რო შენიანებისკენ ისე არ გამოხვიდე შენიანებმა არ გაგპარსონო.
ამიტო ჩავძვერი ხევშიო და ჩერეზ ხევი გამოვედი ჩვენი პოზიციების უკან და უკნიდან ავედი ჩვენ პოზიციებზეო. ნუ ხო ვიცი რო ხევში ჩვენები პოზიციებს არ გააკეთებენ, დაეზარებათ ზევით ქვევით სირბილიო და…
ნუ ტიპები იასნია გამოშტერდნენ უკნიდან როგორ მოხვედიო, რა მოხდაო, ცოცხალი ხარო.
საერთო ჯამში იქედან გამოვიდა 3 კაცი: ერთი თვითონ 7, კიდე ერთი დაჭრილი გამოვიდა წინიდან პრიამა პოზიციებზე და კინაღამ ესროლეს ჩვენებმა, მარა ისე მობარბაცებდა რო აბხაზიც რო ყოფილიყო ომის ტრაკი იმას აღარ ქონდაო და არ ესროლეს, და მესამე ტიპი გამოვიდა ჩერეზ ტამიშის ხეობა ვაფშე ტრასაზე უკან და მანქანით ამოვიდა მერე მათთან, ისიც დაჭრილი.
ეს იყო ისტორიის ის ნაწილი რომელიც მე ვიცოდი სანამ ამასწინათ სტრაიკბოლზე ვიღაცამ წყალი არ მიაწოდა დალიე აღარ დაგასლოკინებსო და 7-მა არ უპასუხა MTLB-ში შევყავი თავი და სნარიადი მოხვდა, კანტუზიისგან მჭირსო. როცა მე მივხვდი რო ეს ისტორია აქ არ მთავრდებოდა.
მოკლედ “პოზიცია” სულ შედგებოდა 4 კაცისგან, + თვითონ 7 რომელიც გამოძვრა, სუ 5 კაცი, ჩემ ლოგიკურ კითხვაზე რო ზნაჩიტ იმ მტერს რო გაეგრძელებია სვლა არტილერიამდე უპრობლემოდ მიტოპავდა, პასუხია რო კი მარა იმათ ხო ეგ არ უნდოდათ, ისენი იმ შემძვრალ სასტავს ეძებდნენ, რაც მთავარია ის სასტავი, უცნობია ვინ პრავდა, სპაკოინნად გამოძვრენენ უკან ცოცხლები თავის დროზე. მოკლედ მის ისტორიებში იმდენია ხოლმე გაკვირვება ჩემი ლოგიკური კითხვით რო “კი მარა ომის მოგება/წაგება მიზნებში არ შედიოდა?” – ყველაფერი ხდებოდა რაღაც პარალელურ სამყაროში რაღაც აბსორდული გამოგონებებისთვის და არა მიზნებისთვის… რაღაც არ ვიცი ამას რა ქვია, პროსტო ნუ ეგრე იყო რა, არ მოსული პონტი იყო როცა გახვედი შემომძვრალი რაზვეჩიკების საძებნელად და შემთხვევით მთელი წინა პოზიციის დაცვა მოხსენი – იმ პოზიციაზე შეტევა მაინც არ განიხილებოდა, არც ჩვენების მხრიდან არც იქეთა მხრიდან… მოკლედ.
მოკლედ ცოტა დრო რო გავიდა, შუა დღის მერე, ამოვიდა იქ დუშეთის შინაგანი ჯარის ნაწილი, ზუსტად ის ნაწილი რომელიც მერე ტამიშის დესანტისას იქ იდგება, ნუ საერთო ჯამში რაღაც ზუსტი რიცხვი იყოო რა, 93 კაცი თუ რაღაც ასეთი, მათთან ერთად ამოვიდნენ ერთი 10 არტილერისტები, და ნუ იდეა არი რო შევიდეთ ვნახოთ MTLB-ში ვინმე ხო არ გადარჩა და ნუ ცხედრები მაინც გამოვიტანოთო.
ხოდა ამ შინაგანი ჯარის ნაწილს დაევალათ პოზიციების ნორმალურად გამაგრება, მათთან ერთად იყო მგონი 1 ტანკი და 1 ბეტეერიო და იმათმა თქვეს არ გამოგყვებით, რაღაც გენიალური მიზეზი იყო მგონი, რაღაც წიპა “აგვაფეთქებენო”, ჩვენც გამოცდილებიდან გამომდინარე მაინდამაინც არ გავატრაკეთო და მოკლედ ერთი 15 კაცი წავედით წინ მტლბ-ს სანახავადო.
ნუ მე სუ ვუსვამ კითხვებს ჟანრიდან: ტყიით? – რამე რაზვედკა გაუშვით წიინ? – სადმეიდან გახედეთ და დაზვერეთ?
იასნია არაფერი, პროსტო გზით წავიდნენ, მეო ვაფშე აღარანაირი მუღამი არ მქონდა ბუჩქებში ძრომიალის, დილის გამოცდილების მერე ბუჩქებისკენ გახედვა რა მინდოდაო ისე მეშინოდაო, არც დანარჩენებს არაფერი სხვა იდეები არ ქონდათო და მოკლედ გზით სპაკოინნად წავიდნენ წინ.
მოკლედ ისტორიაში სავარაუდოდ საუბარია აი ამ ადგილებზე:
http://www.wikimapia.org/#lat=42.8091684&lon=41.3701022&z=17&l=0&m=b
მანდ პატარა დასახლებაში იყო “შტაბი”, და წინ გზაზე სადღაც მეორე მოსახვევი რო იწყება, მარჯვნივ რო უხვევს გზა ისევ – სადღაც მანდ გაჩერდა MTLB და ურალი ეგდო დალშე კიდე ცოტა წინ, რაღაც ასეთი. შეიძლება ზუსტად ეს ადგილი არ იყო მარა აღწერილობის მიხედვით გავს: მარჯვნივ ტამიშის ხეობა, გზა პოზიციებიდან ჯერ უხვევდა მარცხნივ, მერე ისევ მარჯვნივ, სუ ჯამში 500-600 მეტრი ეს ყველაფერი მაქსიმუმ. ნუ წარმოდგენაში მაინც მოგეხმარებათ სიტუაციის იგივე ადგილი თუ არ არის.
მოკლედ ასე გზით მივიდნენ MTLB-სთან, ხოდა უკანა კარი ღია იყოო, მეთქი პერიმეტრი დააყენეთ? – წინ გავიდა ვინმე დაზვერა?
ნუ იასნია არა, ყველა ჩაჯდა იქვე გზის პირას, ხოდა მე მივედი MTLB-სთან და თავი შევყავიო, ბნელოდა და ნუ ხელებით დავიწყე აქეთ იქეთ ფათური რო ვინმე ცოცხალი ხო არ არიო. ნუ ამ ყველაფერს თითქოს ღიმილით ყვება და თითქოს უპრობლემოდ მარა იმით რო იმენნა თვითონ მიირბინა იმ მტლბ-სთან სავარაუდოდ უნდა მივხვდეთ რო შიგნი მისი მეგობრები იჯდნენ, საერთოდ მე ბავშობაში მახსოვს გაგონილი ისტორია მასზე შემდეგი სიტყვებით, იმენნა სიტყვები მახსოვს და მეტი არაფერი: “გრუზავიკი, ჩასაფრება, ბევრი გარდაცვლილი მეგობარი, ზურგზე გამოთრევა”, მე ეს სიტყვები მაშინ შევკარი როგორც გზაზე მიმავალი გრუზავიკი, რომელიც მოყვა ჩასაფრებაში და 7 რომელმაც ზურგით ათრია ვიღაც მეგობარი და ბევრი სხვა დაკარგა, მარა ეხლა ვხვდები რო ალბათ ეს არი ზუსტად ის ისტორიაა, ალბათ გრუზავიკის, 7-ჯერ აფეთქებული და ჩორტ ზნაეტ რა მდგომარეობაში მყოფი და ჩორტ ზნაეტ ვისი ურალის გამოთრევა იყო მისაო და 7-მა კი არ ათრია ზურგზე ვინმე არამედ… ან იქნებ ის კიდევ სხვა ისტორიაა, მოკლედ ეს ისტორია გრძელდება იმით რო ასე ხელებს რო ვაცეცებო უცებ განათდაო… რო განათდა ნაღდად ახსოვს, ანუ მე სპეციალურად ჩავეძიე, მეგონა არაფერი არ ეხსომებოდა, ახსოვს რო განათდა და მერე გავითიშეო.
“აჩნულსია ვ კუსტახ”, გამოათრიეს იასნია და გადაიყვანეს კუსწიკებში იქვე. მეთქი დალშე რამე სროლა, ბრძოლები? – არა არაფერიო, პროსტო ვიღაცამ ისროლა ბოლო RPG და წავიდა, ჯამში ამ 15-მა კაცმა 7-იც გამოიტანა იქედან, ნუ პაჩწი ჩემი ფეხით გამოვედიო, და ის ცხედრებიც გამოიტანა.
გაგრძელება ის არი რო იმავე დღეს ჩამოსული დანარჩენი ხალხის ნაწილს მოუწია ცხედრების თბილისში გადმოსვენება, და რამდენადაც ვხვდები ისევ და ისევ მეგობრის, და ალბთ რამდენიმეს, ერთად დაღუპვის გამო თვითონ 7 არ წამოვიდა თბილისში, მასთან ერთად იქ დარჩა კიდე ერთი 15 წლის მეტყვიამფრქვევე ბიჭი, რომელიც იმ დღეს ჩავიდა და კიდევ ერთი 7-ის მეგობარი, გამოვედითო უკან რაღაც “დომ ოტდიხაშიო” და იტოგში იქ ვიყავით ალბათ 2-3 თვეო, ერთი 3-4ჯერ ვიღაცეებსაც გავყევით რაღაც ვილაზკებზეო, ტამ თეთრ გიორგისო ნაღდად მახსოვს რო გავყევითო ერთხელო, კიდე ვიღაცეებსო.
მე ბევრი ვეძიე ვის და სად თქო, ვერ იხსენებდა, მერეო თბილისში ჩამოვედითო, ეს ჩვეულებრივ ასე ხდებოდა, 2 კვირიდან 1-2თვემდე გასვლის მერე ბრუნდებოდნენ 1-2 კვირით თბილისში და მერე ისევ უკან, მეთქი აი იქნებ ბოლო გასვლა გაიხსენო, თბილისში წამოსვლამდე ტამ მოგეხმაროს გახსენებაში რო აი მერე თბილისში წამოხვედი.
ხოდა უცებ, ა! – იცი რა მახსოვსო? – თბილისში წამოსვლამდე 1 დღით ადრე სპეცომ მთელი დღე არ მომიწევიაო, და თბილისში რო ჩამოვედი ჯერ კიდევ დაბოლილი ვიყავიო, ეს იმენნა მახსოვსო რო მე თვითონ გამიკვირდაო რო 1 დღე ღამე არ მომიწევია და მაინც დაბოლილი ვიყავიო.
ნუ დალშე ჩაძიებას სად რა იძრომიალა ამ პერიოდში იასნია აზრი არ ქონდა.
დალშე ისტორია გრძელდება შემდეგი წასვლით 1-2 კვირის მერე.
ამჯერად ყველანი ერთად წავიდნენ, საუბარია მაქსიმუმ 20 კაცი, ნუ ვინც იცის იქ ვინ სად იყო და ა.შ. ისენი უკვე ხვდებიან რომელ რაზმზეა საუბარი. ხოდა მოკლედ ამჯერად ნორმალურად გაგვანაწილესო რაღაც სოფელში პოზიციებზეო, სადღაც სოხუმსა და იმავე ტამიშს შორის, ნუ სიტუაცია როგორც ყოველთვის: გზა რომელიც მიდის “ტრასიდან” მთებში, გზაზე რაღაც სოფელი, იმ სოფლის წინ – რამდენიმე აკოპი “პიზიცია”, სოფელში სკოლა, სქეეელი კედლები ქონდაო, ერთ მეტრიანი მაინც, მოკლედ კაი შენობა იყოო, სკოლა – შტაბი. ვაფშე ამ სკოლების ფენომენზე: იმენნა ომის დროს, ჩვენთან და რუსებთან ომის დროს, რო დაბომბო სკოლები – ომს მოიგებ, მთელ მტრის ჯარს გაანადგურებ, მერე კიდე ვიწუწუნებთ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიანო – კორპუსიდან 300 მეტრაში რო ტანკები დგანან გზის ერთ მხარეს და უამრავი პეხოტ – კორპუსიდან 100 მეტრაში მეორე მხარეს – იასნია რო იმ კორპუსსაც მოხვდება ხო?…
სკოლები კიდე 10000%-ით, ყველა უკლებლივ სკოლაში – ჩვენი შტაბია, თან ხშირად უბრალო შტაბი კი არა, ტამ ავაციის ცენტრალური შტაბი, ბრიგადნი შტაბი და ა.შ. – პრიამა ყველაზე ვიდნი შენობაში სოფელში, ყველაზე დიდი როგორც წესი არი ხოლმე სოფელში – სკოლა. კი – კომუნისტრების დროსაა ნაშენი უმეტესობა და ყველას სქელი კედლები აქ, მარა გადახურვა?
მე პირადად მაკანკალებდა სკოლებთან მისვლაზეც კი, იმიტო რო კიდე თუმდაც IL2-ში მაქ ნაფრენი ქე მაინც და ის მიანც ვიცი როგორ კარგად და ბულკად ჩანს ზემოდან – შენობები, და კიდე რომელსაც გარშემო ბაღი არტყია? – იმენნა სოფლის ხეებში ჩაფლული სახლებიანი ლანდშაფტი და… და ან სოფლის შიგ შუაგულში – დიდი შენობა გარშემო მოწმენდილი ტერიტორიით, ან სოფლის განაპირას – და კრუგომ უამრავი სამხედროები.
ვაფშე არ უნდა გაეკაროს ჯარი დასახლებულ პუნქტებს, უნდა იყოს, და არის კიდეც, კარვები, და ის კარვები უნდა გაშალონ ტყეში და დაბურულში და 100 წელი ვერავინ ვერ მიაგნებს, მარა ოფიცრობას რო კომფორტი უნდა?…
მარა ვუბრუნდებით აფხაზეთის ომს, მაშინ მტრის ავიაცია ღირსშესანიშნაობა უფრო იყო ვიდრე ჩვეულებრივი ამბავი და მტერი არც მაინდამაინც არტილერიით იყო გაზუნუქებული, ხოდა სკოლა, სქელი კედლებით – იდეალური ადგილი იყო საცხოვრებლად.
მოკლედ… ასე გაატარეს დაახლოებით 1 თვე ამ სკოლაში. სოფლის წინ “პოზიციებზე” მორიგეობით იდგნენ ხან ესენი, ხან “მესნები”, ეს ხდება ყველაფერი სადღაც აგუძერასთან, ხოდა ღამით პოზიციაზე ჩვენ რო ვიდექითო, იყო სიჩუმე, და მესნები რო იდგნენო – სუ ისროდნენ და აბრახუნებდნენო, “არ მოგვეპარონ” იდეით, ნუ დღეს ყველამ ვისაც სტრაიკი მაინც აქვს ნათამაშები იცის რო ის ვინც ღამე ოოოოოოოდნავ ხმას უშვებს ან რამეს ანთებს – განწირულია, წემ ბოლეე იმ პოზიციებზე იასნია არც წრიული დაცვა არ იყო და არაფერი, პროსტო 1-2 წინიდან დაცული აკოპი და სროლაც წინ, “გზით არ მოგორდეს ვინმე ბედნიერი”… მოკლედ ნი ვაჟნა, მესნები საერთოდ რა თქმა უნდა ყველაზე მეტად დაზარალებული ხალხია, საკუთარი სოფლის განაპირას იდგნენ ვისაც რა იარაღი ქონდა და შეხვდა იმითი, ყველანაირი მომზადების და გამზადების გარეშე, ანუ 7-ს დიდი არაფერი მომზადება არ გაუვლია, მარა იდეინნი მასტი იყო მთელი ცხოვრება, მთელი ცხოვრება(ნუ 18 წელი ომამდე :დ ) ინტერესდებოდა ომით და იარაღებით და ნუ მაშინდელი მებრძოლის გვარობაზე საკმაო თეორიული ცოდნაც ქონდა და ასე თვითან თვემდე სხვა და სხვა პოზიციებზე და სიტუაციებში ბრძოლებით რაღაც გამოცდილებაც ქონდა – მესნები კიდე გუშინ ბარი ეკავა, დღეს იარაღი და უნდა იომოს.
მოკლედ გარშემო სოფლები ჩვენ იმედზე იყვნენო რო თუ რამეა – დაგვიძახებენ და მივხედავთო (საუბარია 20 კაცი მაქსიმუმ)
ხოდა მოკლედ ერთ დღესაც მოვიდა ინფორმაცია რო რაღაც სერიოზული შეტევა იგეგმებაო, იმდენად სერიოზული რო დაჟე ჩვენ 20 კაცს დაგვიძახესო და მოკლედ ვიკრიბებით “პწიცეფერმებთანო”, ნუ რაღაც პწიცეფერმა იყო ჩვენგან აღმოსავლეთით ტამ 15 წუთის სავალზე გზითო (ანუ უკან გამოდიხარ ტრასაზე, მიგორავ აღმოსავლეთით, მერე შედიხარ გზით გვერდით სოფელში, წიპა ასე)
ნუ ჩემ კითხვაზე რო “ზნაჩიტ ყველამ იცოდა ხო რო ხვალე ქართველები იკრიბებიან პწიცეფერმებთან და მიდიან სადღაც შესატევად” – ა! ნუ ხო კი იასნია იმათმაც იცოდნენ და ჩვენც… მაგაზე მაშინ არ გვიფიქრია, მარა ნუ ეს დიდი ამბავი იყო რო ვაფშე ჩვენ ვიცოდით რო შეტევა იგეგმება და რამე.
მოკლედ ღამე მე რაცია არ ჩამირთავს არ ვიციო, დილას მე რაცია არ ჩამირთავსო, პრიამა დავჯექით რაღაც მანქანაზე და ერთ ურალზე და წავედით პწიცეფერმებთანო, ხოდა რო მივუახლოვდითო, იტოგში რაღაც დასახლება იყო გზაზე და იმის წინ გზის პირას დალშე – პწიცეფერმები.
ხოდა რო მივუახლოვდითო რაღაც სტრანნი სიჩუმე იყოო, არადა აქ უნდა მტელი ამბავი ხდებოდესო, ვიღაცას ტექნიკა უნდა ამოეყვანაო, ტამ ბლომად ხალხი და ა.შ.
ჩვენც დავეჭვდით, გავეჩერდით და ჩავრთეო რაცია.
ხოდა რაციაში არი ერთი ამბავი, ყველა პოზიცია ერთად ყვირის რო გვიტევენ, გვიშველეთ, ანუ კრუგომ ყველა სოფლიდან მესნები რაციაში ყვირიან გვიშველეთ, ვა, ჩვენთან აქ სიჩუმეა პწიცეფერმებთანო.
ნუ ჩვენო გავიყავითო, ურალი წავიდა ვროძე ისევ ძველ პოზიციაზე – სადაც იასნია ავრალი იყო და მანქანა წავიდა ძირითად შტაბში სადღაც უკან, მგონი აგუძერაში. ხოდა ავიდა ეს ურალი იქ – იქ სუჩუმეა, და ეხლა უკვე პწიცეფერმებთან ყვირიან გვიტევენო, ეს ურალი წავიდა სადღაც მესამეგან ამასობაში იქვე, იქ გაჩუმდა სიტუაცია.
მოკლედ რაღაც ასე მეტოდამ ტიკა გაიასნდა რო რაციას უსმენენ და მთელ ამ ახლო მახლო სოფლებში “პროფესიონალი” რაზმი მარტო ესენი არიან და სადაც ესენი ადიან – იქ სრაზუ წყდება ამბავი.
ნუ იქ იყო რაღაც ამათი მეთაურის დაპირისპირება შტაბში ვიღაცასთან, ჯამში მოხდა შემდეგნაირად:
ამ ჯგუფმა, ნუ 20 კაცი, გაინაწილეს რაციები ყველამ, დანაწილდნენ ორ-ორ კაცად და დაიშალენ სოფლებისკენ, ანუ 2 კაცი მიდის სოფელში და მესნებთან ერთად, რაციის სხვა, ისეთ კანალზე რომელიც მარტო თვითონ იციან, წმინდავენ იქაურობას, + რაციაში ისმის მარტო, პირობითად: ა1, ა2, ა3, ა3, ა4, ა5 და ასე, და წიპა რაზმი ა საუბარობში ერთმანეთის შიგნი და ვითომ არიან ერთად.
მოკლედო იქ ჩვენ პოზიციაზეო, სადაც ვიყავითო, ნუ იმ 15 წლის ბიჭის მონაყოლი იცის, ის ბიჭი და კიდე ერთი როჟა დატოვეს იქ იმიტო რო იმ ბიჭს ფეხი ქონდა ნაღრძობი თუ რაღაც ასეთი და ნუ “შეტევაზე” არ წაიყვანეს პციფერმებთან, ხოდა გამეღვიძაო, წინ პოზიციებზეო მესნები ისევ ისვრიანო(ეს დილაა რა უკვე), ყურადღება არ მივაქციეო და წყნარად სპაკოინნად ავდექიო, ტუტ გავიხედე გზაზეო და წინიდან მოფრინავს რაღაც კამაზიო შარა გზაზე, მოვარდნენო მესნებიო რო აბა – წამოდით გვიტევენო, იმანაც აიღო ავტომატი(რაც იმას ნიშნავს რო მისი კუთვნილი PK წაიღეს დანარჩენმა ჯგუფმა “შესატევად” პწიცეფერმებთან), იმ მეორე როჟამაც აიღო ავტომატი და წამოდიო, ნუ მესნები იასნია გამო@!@დნენ რო სადაა დანარცენი ხალხი, დანარჩენები არ არიან.
საბოლოო ჯამში ამ ფეხნაღრძობმა 15 წლის ბიჭმა და მეორე ტიპმა, მესნებთან ერთად, დაიბრუნეს ის პოზიცია და კიდე ერთი ფეხში დაჭრილი ტყვეც იშოვეს, რუსი თან(ეს წიპა +2 ბონუსია, ტყვე და თან რუსი). ამასობაში ამოვიდა ურალით დანარჩენი ხალხი და მერე ვუბრუნდებით თხრობას…
მოკლედ რო დავნაწილდითო ჯგუფებად, მე, ჩვენი მეთაური და კიდე ერთი, რაც ერთადერთი სასტავი ვიყავითო რო 3-ნი წავედით და არა ორნიო, ავედით ისევ პწიცეფერმებთანო.
ნუ რატო 3-ნი? – ეს ისტორია ორჯერ აქვს მონაყოლი 7-ს და ორჯერვე ხაზს უსვამს იმას რო რაცია არ ჩაურთავს ღამით, არ ჩაურთავს დილით და მარტო პწიცეფერმებთან იმის აღმოჩენის მერე რო არავინ არ არი ჩართო. სავარაუდოდ ამაზე იასნია მაგარი ეჩხუბა მეთაური, ნუ 18 წლის ბიჭს რომელსაც ანდობდნენ რაციას და რომელიც უკვე მე-5 ვიხოდზე იყო ალბათ, ვდრუგ ეგეთი სისულელე მოუვიდა რო ზედმეტი თავდაჯერებულობისგან არ ჩართო რაცია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე, არადა იასნია მეთაური ენდობოდა და ელოდებოდა მისგან ინფორმაციებს და არ ითხოვდა გადამოწმებებს რო აბა ჩართე აბა გამორთე, როგორც რეზულტატი ცხადია რო რახან პწიცეფერმებთან მარტოები ავიდნენ – ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო და ამათმა არ იცოდნენ, ხოდა ალბათ შედეგად წიპა “დასჯილი” იყო და რაზმის მეთაურმა “არ გენდობიო”-ს ფარგლებში წაიყოლა თავისთან ერთად მესამე კაცად, რაღაც ასეტი ალბათ.
ხოდა მოკლედ ავიდნენ 3-ნი ამ პწიცეფერმების წინ სოფელთან, იქ არიან მესნები ყველანი, რო გვიტევდნენო პულემიოტებითო და RPG-ებითო, ეს RPG-ები რატო იყო ასე მნიშვნელოვანი და საშიში პეხოტისთვის ვერ მივხვდიო მარა ნუ კაიო, მოკლედ გამოგყვარე, დავკარგეთ პოზიციაო, ნუ ჩვენც მოვკრიბეთო ეს ხალხიო და წავედით პწიცეფერმებისკენო, ესეიგი ეს პწიცეფერმები იყო ეგეთი ბეტონის კედლით შემოღობილი ტერიტორია შუაში პარალელურად მდგომი რამდენიმე გრძელი დაბალი შენობით რა, ადვილად წარმოსადგენია მოკლედ, შევედითო ღობის იქეთო, ნუ ცოტა ისე ფრთხილად გავიარეთო და პწიცეფერმების მერეო მოკლედ იყო ეგეთი გრძივი გორაო, ერთი ნუ 50-70 მეტრა სიმაღლეში, ხოდა იქ გვქონდაო მესნებმა პოზიციებიო ზედ იმ გორაზე გათხრილი სანგრები და იქედან გამოგვყარეს პულემიოტებით და რაკეტებით გვიტევდნენო.
ეს გორა ჩვენი მხრიდან არი ეგეთი მდელოო, პრიამა ვერ ახვალ შანსი არ არიო და ის აკოპები ჩვენგან არი ნუ 200 მეტრაში წინ და ზემოთო რა ეგრე კარგად ვხედავდთო, ადვილი წარმოსადგენი ლანდშაფტია მოკლედ: მინდორი ზედ პწიცეფერმით და მინდვრის ბოლოში მინდორი გრძელდება მინდორის ტიპის გორით – ზედ კიდე აკოპები იყო.
ხოდა ამ პწიცეფერმების ბოლოში შევიკრიბეთო, და მოქუჩდა ხალხიო, ჩვენი მეთაური რაღაცას ჯოხით ხატავს მიწაზეო, ნუ იდეა ის არი რო გავიდეთ ცოტა გვერდით, იქედან ავიდეთ ამ გორაზე და მერე გვერდიდან გამოვწმინდოთო.
ხოდა ნუ ეს მოქუჩებული ნაროდი რო დგას – მე ვიდექი სახით გორისკენო, და უცებ დავინახე ეგეთი ლამაზი სურათი, შავი ბურთი და გარშემო განათებული თეთრი ორეოლი და მოფრინავსო… ნუ რპგ.
ხოდა მე იასნია გადავხტი სადღაცასო და ნუ ჩვენ რეაქციაზე ალბათ კიდე მიმოიფანტა ხალხი ცოტა აქეთ იქეთო მარა მაინდამიანც ვერავინ ვერ გავასწარითო და ეს რაკეტა კიდე დაეცა პრიამა იმ კრუჟოკის შუაში სადაც იდგნენ, 1-მა გაიკაწრა მარტო ხელი, ისიც ალბათ რო ხტებოდა მაშინ ცუდად დაეცა, ი ვსიო.
დალშე საბოლოო ჯამში გავიდნენ გვერდით, ავიდნენ იმ მთაზე და უბრძოლველად დაიბრუნეს “პოზიციები”.
და ასე ბევრი წვალების გარეშე დავიბრუნეთ ყველა პოზიციეიბი რომლებიც ჩვენ სექტორში დაიკარგაო საბოლოო ჯამში.
ხოდა არ ახსოვს ზუსტად რა მომენტში გაიგო, მარა სანამ შტაბში მივბრუნდებოდითო უკვე ვიცოდით რო ამასობაში ტამიშთან გაგვჭრესო.
მანამდე არაფერი არ იცოდნენ დესანტის შესახებ, ანუ ამათთან აქ იყო უამრავი პატარა შეტევის იმიტაცია და გაერთნენ ამითი, ამასობაში იქ გადმოჯდა დესანტი, ნუ პრინციპში ტამ 20 კაცი რაზე მოცდა სულ ერთია.
ყველაზე დიდი დანაკარგები კი დუშეთის იმ შინაგანი ჯარის ნაწილს ქონდა რომელიც ტამიშის ჩრდილოეთით ზუსტად იმ ადგილას იდგა მთელი ეს ამდენი ხანი სადაც 7-ს მაშინ MTLB-ს ისტორია გადახდა.
ნუ დალშე შტაბიდან უკვე გაგვიშვესო ტამიშისკენო, მანამდე გაშული იყოო… სახელს ვერ ვიხსენებ დშბ, რაღაც ასეთი, მოკლეს შინაგანი ჯარის რაღაც სპეცნაზი თუ შ.ს.ს სპეცნაზი რომელიღაცა, ხოდა იმათ უნდა დავმატებოდითო, პრიამა ვიარეთო ტრასით, მერე ნუ უკვე რო ცოტა დაცხა გადმოვედითო, ნუ მარცხნივ მთებია, მარჯვნივ მინდვრები, იტოგში ისევ გზით იარეს უკვე დშბ -მდე, რომელსაც ბევრი დანაკარგების გამო დალშე ბევრი ინტერესი აღარ ქონდაო იქ ეომა, პლიუს ეტყობა ვიღაც ჭკვიანი დაფიქრდა რო აქ ესეთი ამბავი თუა სოხუმზე არ წამოვიდნენო და მოკლედ გამობრუნდნენ უკან დშბ-სთან ერთად და გადაწყვიტეს რო მოდი იქედან გაგვხსნანო (ვსმისლე ოჩამჩირეს მხრიდან)
ხოდა თვითონ მაგრა ეგონა რო სოხუმზე შეტევა იქნებოდა მაგ დროს, მარა არ იყო და რაც იყო მცდელობები აშკარად არაფერი სერიოზული.
ხოდა მეორედო ზუსტად მასე აიღეს სოხუმიო, ისევ ჩაკეტესო და უკვე ხიეს სოხუმზეო.
ნუ დესანტზე ლაპარაკისას რო როგორ ვერ გაიგეთ ჩემი დროზე, სანამ ისენი დალაგდებოდნენ, ნუ მისი ვერსიაა რო არავის არ გაუგია იმენნა რო დესანტი იყო, პროსოტ წავიდა ურალი, არ დაბრუნდა მეორე მხარეს არ გასულა, წავიდა მეორე, ისევ, ხოდა ბოლოს ვიღაცამ იყნოსა რო რამე ხო არ ხდება და სანამ კრუგომ ალიაქოთი იყო უფრო საინტერესო ამბებიც იყო გარშემო და…
კითხვაზე რამდენი კაცი იყო დშბ, ნუ 60-70, თქვენ? – ნუ 20-ზე ნაკლები.
კითხვაზე: რა უშლიდა რუსებს იქედან პრიამა ტრასით დაწოლილიყვნენ და ევლოთ სოხუმამდე და სოხუმში – არაფერი
რატომღაც ისევ იწყებს ლაპარაკს რო სოხუმზე თუ შეტევა მოვიდოდა – მარტო იმ ჩრდილო მთებიდან, რატომ – იმიტომ.
უბრალოდ იმიტო რო ეგრე ხდებოდა, ის რო ქვემოდან უცებ შევარდნილი დესანტი და იქ სუ სხვანაირად დატრიალდებოდა სიტუაცია – აზრად არ მოსვლიათ არც მაშინ, არც ეტყობა რუსებს… ისევ ეს რაღაც უსიტყვო მოლპარაკება საიდან “მოსულა” ომი და საიდან არა.
ნუ აქ ეს ისტორია ასე მთავრდება, გახსნამდე იყვნენ იქ, მერე რო გაიხსნა – კიდე დარცნენ იმავე პოზიციებზე, არაფერი არ ხდებოდა და მერე გამოვიდნენ.
შემდეგ პოსტში იქნება მისი აზრით ერთადერთი აზრიანი შეტევა რომელსაც მართლა ქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა და რომელშიც მიიღეს მონაწილეობა.
და ასევე რამდენიმე პატარა ისტორია.
[…] ცალკე სტატია დევს ამ ბლოგზე აქ: “ისტორია აფხაზეთზე”– რედაქტორის […]