ახალი რეზერვის სისტემა

15 10 2009

დავიწყებ იმით რომ, სანამ გავეცნობოდი, ძალიან მინდოდა ეს ახალი რეზერვის იდეა მომწონებოდა, მინდოდა რო აზრიანი ყოფილიყო, მინდოდა მომდომებოდა ჩაწერა მის რიგებში და ა.შ.

(თვითონ დოკუმენტი დევს თავდაცვის სამინისტროს საიტზე)

ნუ პირველი რაც გამიკვირდა იყო “ეროვნული გვარდიის”, სახელის გადარქმევის იდეა, ალბათ “რეზერვმა” სახელი გაიფუჭაო და… ნუ კაი.

დალშე რას წარმოადგენს ეს “ეროვნული გვარდიული რეზერვის იდეა”:

მოგეხსენებათ აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი სამხედრო წამოვიდა ჯარიდან, ზოგი იმიტო რო ჯარში ხელფასის გულიზა იყო და შეეშინდა, ზოგი იმიტო რო მანამდე რაც ხდებოდა – აი ხო მოვიხვეჭეთო და გაბრაზდებულები წამოვიდნენ, ზოგი ომის დროც რაც ხდებოდა იმაზე გაბრაზდა, ზოგმა იმედი დაკარგა რო აწი მათი მსხური რამეს კაის იზამს და ა.შ.

მოკლედ ბევრი “მომზადებული”(იმიტო რო ხარისხი ცალკე თემაა) – კადრი დაიკარგა.

ი ტუტ “ეროვნული გვარდია”, რომელიც:
ა) იქნება სულ რაღაც 3000-5000 (“ეს დასაწყისისთვის” – მარა აშკარაა როცა ამ დოკუმენტს წაიკითხავთ რო ხანგრძლივი გეგმა ეს არ არის)
ბ) ყოფილი სამხედრო მოსამსახურებიისათვის ეს “გვარდია” არის სავალდებულო!

რაც კიდე უფრო თვალსაჩინოა: იმენნა შავით თეთრზეა ჩამოთვლილი ვიზე არიან აბიჟენნები “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ვინც გაიარა და თავის ნებით წავიდა ჯარიდან”, ვინც “4 წლიანი კონტრაქტი ამოწურა და თავის ნებით წავიდა ჯარიდან” და ა.შ. – პრი ეტომ თავიადანვე გასაგებად უწერიათ რო ყველა ყოფილი ჯარისკაცი ექვემდებარებაო სავალდებულო გაწვევასო, მარა მერე მაინც დაკონკრეტდნენ და სათითაოდ ჩამოთვალეს ვიზე არიან გაბრაზებულები და ვინ “დააბეს” ამ მეთოდით.

რატო დააბეს? – იმიტო რო არცერთი “გრაჟდანსკი” რეზერვი არ გაამართლებს ჩვენი ტიპის ქვეყანაში 45 დღიანი გაწვევით! (4 წელიწადში არა უმეტეს 200 დღისა ჯამშიო, ანუ 1460 დღიდან 200-ს დაყოფს ეს ხალხი რეზერვში, რეალურად 1/7-ს თავიანთი იმ 4 წლიანი ცხოვრებისა.) დღევანდელ საქართველოში (და არა შვეიცარიაში) – თვენახევრით ცხოვრებას ვერავინ ვერ მოწყდება. ყოფილ სამხედროებს კი, ვინც წამოვიდა და ცხოვრების აწყობას ცდილობს “ნა ვოლე”, დააძალებენ!

ვის კაცო ბანკირს წაიყვან 45 დღით?? – მითუმეტეს ზამთარში ან შემოდგომაზე (მაშინ როცა კიდე ჰა და ჰო დასვენება შეიძლება ქონდეს…)

ეს იდეა ვაფშეტა კაი ხანი მუშავდებოდა, ჩვენ შეკრებაც კი გვქონდა, სამინისტრომ ნუ “დაზვერა’ ალბათ ამ გზით, გაავრცელეს რო აბა ვინ წამოხვალთო ეგეთ რეზერვშიო, ნუ პირობები ზუტად არ იყო ცნობილი, მარა ცნობილი იყო რო 1 თვეზე მეტი იქნებოდა წელიწადში, და ამზე ეგრევე დაზადნა ყველამ, არადა იქ შეკრებილი იყო ყველაზე, ყველაზე მონდომებული მილიტარისტი “გრაჟდანსკები”, მათ შორის ზოგი არც ისე პატარა და აფხაზეთის ომ გამოვლილი ხალხი – რომლებსაც უნდოდათ რეზერვი და მოვიდნენ შემოთავაზების მოსასმენად და ეგრევე დაზადნეს ვადა რო გაიგეს. რეალურად 200 დღე არი ერთი კაი 7 თვე რა, ბარემ ცოტაც და სავალდებულო ჯარია რა გამოდის.

მეტიც – აი ზუსტად ასეთი პრინციპით უნდა იყოს იმენნა სავალდებულო სამხედრო სამსახური, აი ეგ სხვა ამბავი იქნებოდა, 45 დღე წელიწადში, 5 წლის მანძილზე, იგივე დრო გამოუვა კაცს, მარა შეიძლება, კიდე ჰა და ჰა თეორიულად, შეიძლება რო არ დაუზიანდეს ცხოვრება და ამიტო არ “დაემალოს” ამ ამბავს.

მარა 27 წელს გადაცილებული რამდენი ჭკუათმყოფელი წამოვა დღევანდელ სამსახურის კრიზისში ჯარში?

კი იქაც ამაზე პასუხი გასცეს რო “ეკრძალება შენი სამსახურიდან გაშვება დამქირავებელს რეზერვის მიზეზითო” და იქვე უპასუხეს რო მერე ისიც მაგიტო კი არ გამიშვებს, იტყვის ცუდად მუშაობდაო.

მარა ყველაზე საშინელება მაინც ის არი რო საუბარი სულ 3000-4000 კაცზეა, ეს არ არის რეზერვი, ეს არი იმენნა მე-6 კადრირებული ბრიგადა რა, რა საჭირო იყო სახელის შეფარება…

მითუმეტეს საუბარია იმაზე რო 4 წლის მერე ჯარისკაცი მიიღებს პირველი ხარისხის რეზერვისტის წოდებას და… მერე რა უნდა აკეთოს კარგად გასაგები მაინც არ არი, ვსმისლე მერე წვრთნები ექნება, არ ექნება, რა ტიპის სამსახური ექნება, მერე მიდის თეორიული ბელაბურდა რო ტექნოგენური საფრთხეების დროს, გაკვრით ნახსენებია დღევანდელი “რეზერვისტების” განვლილი ხალხიც…

იტოგში ვერდიქტი მარტივია:
მთავრობას უნდა იომოს სააკაშვილის წასვლამდე, მარა უამრავი გამოცდილი სამხედრო – მოუტყდა რიგებიდან. ხოდა ასეთი გზით მონახეს მეთოდი უკან ჩათრევის იმ ხალხის, სავალდებულო რეზერვით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთათვის, + თუ არიან 27 წელს გადაცილებული უსაქმური გრაჟდანები რომლებიც რაღაც ტამ სამედიცინო დაზღვევას და 45 დღიან კაპრალის ხელფასს გამოეკიდებიან.

ის რო საჭიროა ტოტალური რეზერვი, ქუდზე კაცის პრინციპი და იმის მენეჯმენტის მოფიქრება – დაიკიდეს. +3000 კაცი, – 3000 კაცი, არაფერს არ ცვლის, გინდა 5 ბრიგადა გვყავდეს, გინდა 6, მათ შორის 1 კადრირებული, გინდა 4, არაფერი არ იცვლება, სანამ იბრძვის 10 000 კაცი და ყვერებს იფხანს 200-300 ათასი იარაღის ტარების სპასობნი მამაკაცი.

Advertisements

მოქმედებები

Information

13 responses

15 10 2009
2kija

700 ლარი ექნებათ ხელფასი რეზერვისტებს. უბრალოდ დავამატე ის ინფო რაც არიყო კომენტის სახით. მგონია მოხალისეები ბევრნი იქნებიან ამ უკანასკნელი მიზეზის გამო.

რეზერვს რაც შეეხება, და საჭიროებას. მგონი კარაზ რომ გასაუქმებელია. ეს რაც ვნახე ყველაზე დემოკრატიული და ანტიმილიტარისტული ფორმაა რეზერვისა რაც შეიძლება ყოფილიყო (მოკლე შინაარსი წავიკითხე)

15 10 2009
ლილიანი

au cota dalagebulad rom cerde ra kai posti iqneboda!

16 10 2009
ლიკა

ამდენ ქაქანს, ჩამოაყალიბე რა კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გაგზავნე. იხვეწებიან, იდეები გვინდაო.

არ დაიწყო ეხლა აზრი არ აქვსო _ აქვს აზრი! ვალს მაინც მოიხდი. თუ არ გაიგებენ, მერე მათი პრობლემაა.

ოღონდ გასაგებად ჩამოაყალიბე!!! ჩინოვნიკური ენით და არა მიბოდიალ-მობოდიალება. და ბევრჯერ გადაიკითხე რასაც დაწერ. ყველას აჯობებს პირდაპირ მიუთითო, ეს წინადადება ამით შეცვალეთ-თქო + დასაბუთება.

16 10 2009
Cyborg Mcloud

2კიჯა
რაც არ უნდა ბევრი მთხოვნი იყოს (იგივე ხელფასის გამო) – სულო 3000 კაცს ავიყვანთო, მერე რა პრინციპით და რა სიხშირით მოხდება ხალხის დამატება – არ ჩანს.

ეს მაფიქრებიებს რო არც აპირებენ მეტი არაფერს.

მეტიც – 3000 კაცი რო არაფერი არ არი გესმის, რეზერვისტებისთვის ხელფასის გადახდა რო სისულელეა – ასევე გასაგებია, გამომდინარე აქედან მართლა მგონია რო ეს მოიგონეს “წასული” სამხედროების უკან დასაბრუნებლად, თავის ხელფასით და ყველაფრით, პროსტო რა – როდესმე იყავი სამხედრო? – ვსიო, იმსახურებ ბოლომდე.

დაჟე ატკრიტიმ ტექსტომ უწერიათ: “ვინც მიიღო სამხედრო განათლება თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე” – რა საჭირო იყო ასე დაწვრილმანება? – მარა ხო დაწვრილმანდნენ, ხოდა…

ნუ რა ვუყოთ?… რეზერვი, როგორც ნაციონალური საერთო რაღაც მოძრაობა არ უნდათ, უნდათ +1 ბრიგადა და მოკალი. ვითომ ომი იმიტო წააგეს რო 1 ბრიგადა აკლდათ :დ

16 10 2009
Cyborg Mcloud

ლიკა
ებჯო რა ჩამოვაყალიბო? – გადააგდეთ ეგ “რეზერვის” სისტემა თქო?

არაა თქო რეზერვის სისტემა მაგი და იმას ვწერ და რა ჩამოვუყალიბო?

200 000 კაციანი რეზერვი როგორ ააწყონ? – სიამოვნებით, დღესვე დავწერ და გავუგზავნი, მარა მაგათ უნდათ ამ დოკუმენტში თუ რამე არ მოგწონთო და ეს დოკუმენტი არი გეუნები მე-6 კადრირებული ბრიგადის შექმნის დოკუმენტი და არა რეზერვის და რაზე რა მივწერო კონსტრუქციული?

16 10 2009
ლიკა

ნუ, მაშინ დაასაბუთე, რომ რეზერვი უნდა იყოს არა 3000 არამედ 300 000-კაციანი და ეგ მისწერე. ან თავიდან 30 000-ზე დაუწყე ლაპარაკი. ან კიდევ უფრო ნაიტრალურად _ 3000 რამდენ ხანს იქნება-თქო, შემდეგი ნაბიჯი რა არის-თქო.

სინამდვილეში არც შენ არ იცი ბოლომდე, რა არის გასაკეთებელი. უბრალოდ შენ დგახარ ერთ ბოლოში და ისინი მეორეში. საპოვნელია შუალედური ვარიანტი. დაიწყე საუბარი. წამოიყვანე რაიმე დათმობაზე. ერთ დათმობაზე იმ მიმართულებით, შენ რომ გინდა. დაგეგმე მეორე ნაბიჯი. წამოიყვანე იმაზე. და ა.შ. მოიმარაგე მოთმინება.

თუ შენ ფიქრობ, რომ იცი რაა გასაკეთებელი, პოზიცია _ “არ უნდათ და რა ვქნა” უპასუხისმგებლობაა. თუმცა ეგ ყველაზე კომფორტულია, რა თქმა უნდა _ “მე კი ვიცი, მარა არ მისმენენ და რა ვქნა”. მოასმენინე!

დაყავი შენი მიზანი პატარა, გასაგებ ნაბიჯებად და თანმიმდევრულად არწმუნე, რომ ის ნაბიჯები გადადგან. ჯერ ერთზე ელაპარაკე და დაარწმუნე. რომ გადადგამენ _ მერე მეორეზე და ასე.

რატომ არა?

16 10 2009
Andy

ეჰ რა დრო იყო რეზერვი უნდა ყოფილიყო 100,000 კაცი … ახლა რა მაინტერესებს 2 ჯერ ვიყავი რეზერვში და ახლა ჩამეთვლება ეს სამხედრო სამსახურში თუ ?

16 10 2009
VUDROwilson

ადრეც იყო ამ სისტემაზე ლაპარაკი,მაგრამ მეგონა საბოოლოდ რომ დაიხვეწებოდა სხვანაირი იქნებოდა.

დაგავიწყდა გეთქვა რომ ახლანდელ რეზერვისტებს შეღავათები ექნებათ ტრანსპორტში :D :D

მე მომწონდა წინა რეზერვის იდეა დიდი მაშტაბები იყო და რაც ყველაზე მთავარია ლოზუნგი – დაიცავი შენი ქალაქი,უბანი ,სახლი.გორის გზებიც ვიცი ძალიან კარგად მაგრამ სადაც 15 წელია ცხოვრობ და ყველა კუთხე კუნჭული იცი და რომელი კანალიზაციის ჭა რას უერთდება სხვა ბაზარია.
ძალიან მარტივი და გასაგები იყო თუ რა უნდა გაგეკეთებინა.მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ გაამართლა ,გაუშვეს ვიღაცეები ვინც იმ დროს ხელმძღვანელობდა ამ რეზერვის სისტემას და ფაკტია რომ დიდი ფული ისე გაიფლანგა სულ უაზროდ.

ახალი იდეებია საჭირო რაც არ ხდება ან ვერ ხდება

16 10 2009
Cyborg Mcloud

ლიკა:
შენ არ წაგიკითხავს ხო ჩემი პირველი “დოქტრინის” რეზერვიზმის ნაწილი, რა პრობლემაა დავწერ ახლიდან, იურიდიული ენით უკაცრავად – ვერ დავწერ, არც ამ გენიალური ახალი “რეზერვის” იდეის ავტორს არ დაუწერია, იმედია, იურიდიული ენით და მერე ვიღაცამ გადათარგმნა საკანონმდებლო ენაზე.

ეხლავე გამოცხვება ახალი პოსტი, ახლიდან, სპეციალურად შენთვის, თავიდან ბოლომდე, და ყველაფერს გავიმეორებ რაც ადრე ვთქვი, ადრეც დავასაბუთე რატო აზრი არ აქვს არც +10 000 კაცს და რატოა მნიშვნელოვანი 200 000, საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ვიმუშაო ამ იმენნა 3000 კაცის ირგვლივ, ზა ტო დავწერ, როგორც წინაზე დოქტრინისას ვთქვი, რაში უნდა გამოვიყენოთ სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები რეზერვისას და ა.შ.

vudro
ბჯო, კი ერჩიან ჯანჯღავას, და ალბათ ქონდა fail-ებიც,მარა კაცს ქონდა იდეა და ფანატიზმი მიყოლოდა იმ იდეას და იმენნა… მოკლედ… რეზერვისტების მთავარი იდეა დაირღვა კაკ რაზ ძველ რეზერვიზმის სისტემაში:
1. რეზერვიზმი არ იყო მთლიანად ნებაყოფლობითი
2. რეზერვისტებად იყვანდნენ მარტო ძალიან ძალიან მწვანე ახალგაზრდობას
3. ომის დროს დაირღვა “გორელი გორში” იდეა და თბილისელები არბენინეს გორში, გორელები – სადღაცას წინ კანავებში, ქუთაისლები – მეჯვრისხევში და ა.შ. – იასნია არ გაამართლებდა ლაივში აპლიკაცია, სუ რო იდეალური რეზერვისტები ყოფილიყვნენ, ყველა ნებაყოფლობითი ყოფილიყო და ყველა over 30 წლოვანებით – მაინც არ გაამართლებდა თბილისელს რო გორში ჩამოაგდებდი. ხაწია დამეთანხმები ეფექტი მაინც მეტი იქნებოდა, სად 20 წლის ბავშვი, რომელიც პირველადაა გორში და სად 30 წლის ჯეელი რომლისთვისაც დედამიწა უკვე ძალიან პატარაა და გორი, ქუთაისი თუ ბათუმი პო ხუი, ერთი ჩორტია, ყველა “სვოია”

ტაკ წავედი ვწერო რეზერვიზმის ჩემებური პროექტი, სპეციალურად მათთვის ვინც რაღაც უცებ, ჰოპ, გადაატრიალეს პლასწინკა და მომიდგნენ ისე თითქოს ვიღაც ანანისტი ჟურნალიაკა ვარ რომელსაც სუ კრიტიკა ევასება. ეხლავე კაცო ნი ნა ტავო ნაპალი.

16 10 2009
გურუ

ხო, ნუ მეც რომ წავიკითხე, საშინლად არ მომეწონა ეს პროგრამა. ნუ ელემენტარული, რეზერვის გაგონებისას პირველრიგში თავში მოგდის ის, რომ უნდა შეავსონ “გამოცარიელებული” ადგილები რეგულარულ არმიაში (ნუ არ არის მარტო ეს რეზერვის ფუნქცია, მაგრამ მაინც) ომის დროს და 3000 კაცი მემგონი მართლაც ძალიან ცოტაა. რატომღაც ყველას დაავიწყდა, ომის დღეებში როგორი პანიკა იყო, აი 3 დღეში 5000 კაცი გაგვიჟლიტეს, მერე ეგ რაა, კიდევ უფრო მეტიო და შეკაიკაცო თუკი იმის ჯეროდა ერს, რომ 3 დღეში 5000 ჯარისკაცი მოუკვდა, 3000 -მა რზერვისტმა როგორ უნდა შეავსოს ეს დანაკლისი? პლუს რეზერვის საქმე მარტო ომი ხომ არაა? და მარტო ომის დროს ხომ არ უნდა გამოიყენონ რეზერვი? გაკვრით აქვთ ნახსენები ხო, ტექნოლოგიური და იქ რაღაც უბედურებები და კატასტროფები, და ეხლა აიღე, რომ მოხდა მიწისძვრა და დაინგრა იქ ქალაქებში შენობები, და იასნია რომ ამ დროსაც უნდა გამოიძახო რეზერვისტები ხო? ჰოდა ეხლა დათვალე ნუ იქ ჯარი ეხმარება, რამდენია ჯარი? 8000 კაცი? თუ ცოტა მეტი? ხო, მაინც მთელ ჯარს ნანგრევების გასაწმენდად ხომ არ მოიხმარ, იქ მაშველები კიდევ, და რეზერვისტები 3000 კაცი მთელს ქვეყანაზე? ანუ ვთქვათ აჭარაში 300 კაცი, თბილისში 1000 კაცი, იქ კახეთში 500 კაცი და ა.შ. და არ ვიცი რამდენი კაცი წმენდდა თბილისში რომ ჩამოინგრა ის რაღაც სტუდიები და მისთანები რო იყო და რამდენი ხანი აკეთებდნენ ამას, მაგრამ წარმოიდგინე ასეთი რომ ჩამოინგრეს 100 შენობა (და თბილისში ბოლო დროინდელი ინფორმაციით მარტო ლოჯმიშენებული 7000 კორპუსია თუ სწორად მახსოვს, თან რა ლოჯებით ) და რამდენი კაცი უნდა მარტო თბილისს სამაშველო საქმესთვის ასეთ დროს, ნუ ღმერთმა გვაშოროს ყველას ეს სცენარი, მაგრამ ყველაფერი ხდება და მზად უნდა იყო ხო მეტნაკლებად? ანუ ეს 3000 კაციანი რეზერვი როგორც ომში, ასევე კატასტროფების დროსაც რეალურად დიდი არაფრის მაქნისია არა იმიტომ, რომ ვთქვათ იქ არ მოინდომებენ და შეეზარებათ და ა.შ. არამედ რაოდენობრივად არ ეყოფიან. ამიტომ ვეთანხმები კიბორგას, რომ 3000 კი არა, თუკი ქვეყანაში ვინმეს 100 მეტრის გარბენა შეუძლია და 10 კილო ტვირთის თრევა, ყველა რეზერვში უნდა იყოს, ნუ თან სურვილიც თუ აქვს რათქმაუნდა. და მე ვთვლი, რომ ის პრინციპი, ანუ ძველი რეზერვის სისტემა გასაუქმებელი კი არ იყო, უბრალოდ სწავლების წესები და რეზერვისტთა ფსიქოლოგიური მომზადების ხერხები იყო პირველ რიგში შესაცვლელი, და ნუ ის, რომ მართლაც სავალდებულო სამსახურს დაემსგავსა რეზერვისტობა, ეგ ხო საერთოდ სისულელე იყო. ანუ რეალურად ძალით კაცს ვერ აომებ რა, თუ არ უნდა, ბოლო-ბოლო ადგება და მიცემს ტრაკს მტერს და გადავა იქეთ მხარეს, და მერე უყურე ტელიკში მის ინტერვიუს, რო ძალით წამიყვანეს რეზერვში და მიშას თუ ვინც იქნება მერე იმის დედაც და ასეთები, ანუ საზიძღარი სანახავი იყო ხო? ჰოდა ამიტომ ჩემი აზრით უნდა იყოს მთლიანად მოხალისეობაზე და რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული, რაც მეტი, მით უკეთესი. ნუ იქ ის, რომ ვინ მიიღონ, რა მდგომარეობაშია, ჯანმრთელია და აგენტი ხომ არ არის და მისთანები, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ თუკი ყველა ვარგისია, უარი არცერთს არ უნდა უთხრან. ის, რომ შეიძლება ბევრი რეზერვისტობის მოხალისე შეიძლება ვერ აგროვდეს, ამას უკვე სხვანაერი მუშაობა სჭირდება, იდეოლოგიური და ვაბშე ერის ცნობიერების შეცვლა, რომ ჩვენ მთავრობისთვის და ვიღაცეებისთვის კი არა, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით, და რომ ეს აუცილებელია. რავი, ძალიან ბევრი დავწერე ეხლა და უკვე თვითონ დავიბენი რას ვწერდი, მოკლედ მეც არ მომწონს ეს “ეროვნული გვარდიის ხედვა” დამემგონი არც არავის მოსწონს, და არც მის დამწერს მემგონი.

16 10 2009
VUDROwilson

გეთანხმები რომ ძალან მწვანე საზოგადოება იყო 19,20,21 წლის ძირითადად მაგრამ იყვნენ უფრო დიდი ხალხი ჩემს დროს ოღონდ ცოტა.

ყველაზე დიდი შეცდომა იცი რა იყო იმ რეზერვის ? (ერთ-ერთი დიდი შეცდომა)
წამომსვლელთა სია იყოფოდა უბნებად ან შედარებით უფრო კარგ შემთხვევაში სასწავლებლები.

ახლა ვთქვათ უბნებზე : ძირითადად ისეტი მდგომარეობა იყო როგორც ბირჟაზე რომ გაივლი და კრუგი რომ აქვთ შეკრული და ჩისტა ბირჟის პონტი.უბრალოდ ბევრიც ვიცი რომ მხოლოდ ძმაკაცების “პონტში” წამოვიდა.
მაგალითად ჩემს ასეულში იყო 10-12 კაციანი ჯგუფები უბნელების .ძირითადად ისანი-სამგორი იყო და ამ რაიონის უბნები.

თითქმის იგივე შეიძლება ითქვას უმაღლესების სიაზე უბრალოდ ეს ყველაფერი იქ უფრო მსუბუქ ფორმებში ხდებოდა.

ჩემი აზრით , უნდა ყოფილიყო საერთოდ უცხო ხალხის ნაკადი.ისეთი ხალხის რომელსაც ამ რეზერვში მსახურობის დროს გაიცნობ.წარმოიდგინე მიდიხარ რეზერვში და არავის არ იცნობ იასნა რაც არ უნდა პოხუისტი იყო და ხედავ რომ სხვები გარშემო რაღაცას აკეთებენ იარაღს შლიან წმენდენ ან მსგავსი შენც მოგბეზრდება რა ასე ჯდომა 18 დღე და რამე სასარგებლოს ისწავლი.

რაც შეეხება ნიკა ჯანჯხავას ჩემს დროს ჯერ კიდევ მუშაობდა და ველოდებოდით როდის მოვიდოდა და გვარბენინებდა ქოროღლის ციხემდე :დ

ბევრი სამხედრო რატომღაც ზიზღით იყო განწყობილი.არ მესმის რატომ.არა კი მესმის მაგრამ რას ვიზავთ.მერე გავიგე რომ მოხსნეს .
ძალიან ბევრი ნიუანსია კიდევ უბრალოდ ფიქრი და ყველაფერი გამოვა მეტი არაფერი

27 10 2009
Dato

მართალია ყველაფერი, იმის გარდა, რომ თითქოს მთვრობას “სააკაშვილის წასვლამდე ომი უნდა”. არ უნდა და არც უნდა უნდოდეს. უბრალოდ, ომი თავისითაც შეიძლება გვესტუმროს რუსების სახით.

29 11 2009
tezam

ბატონო მაკლაუდ,
თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება რეზერვთან.

ხოდა თქვენის ნებართვით ჩემი მოკლე ჭკუის ნაჭყლეტს მოგახსენეთ.
მე თვალს ვადევნებდი რეზერვის განვითარების თუ გადავითარების ხაზს, რამდენჯერე უშუალო შეხება მქონია ამ სისტემასთან. თუმცა ჩემს თავს ამ სისტემაში მოვიაზრებ, მაგრამ გამაჩნია ჩემეული ხედვა როგორც სახელმწიფო თავდაცვის შეიარაღებული ძალების, ისე კონკრეტულად რეზერვის შესახებ. უნდა გამოვტყდე რომ ამ ბოლო კონცეპციამ თუ რაც არის, მართალია კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა, მაგრამ რაღაც ამდაგვარს ველოდი.
აქ კითხვა დაივა თუ რატომ მაინცდამაინც 3000+ რამდენიღაცა (მოხალისე) რეზერვისტი. რეალურად ხომ + 3-5 ათასი მეომარი რუსეთ-საქართველოს შესაძლო ბრძოლებში კარდინალურად არაფერს წყვეტს, +3-5 ათასი ხიშტი ეს არის მაქსიმუმ +2 დღე ბრძოლებისა, მეტი არა.
მაშ რატომ მაინცდამაინც ეს დასახელებული ციფრი? საიდან მოიტანეს?
ესეთ დასკვნამდე მივედი.
იმ პირობებში, როდესაც არ არის განსაზღვრული სახლემწიფო უსაფრთხოების ძირითადი კონცეპცია, შესაბამისად არ არის განსაზღვრული თავდაცვის გენერალური სტრატეგია, ვერ იქნება განსაზღვრული რეზერვის განვითარების სტრატეგიული გეგმა. მაგრამ რეზერვი საჭიროა. მაგრამ ეს რეზერვი რამეზე უნდა მიებას, რამე ფუნქცია უნდა ქონდეს, რამე კონკრეტული სამუშაო უნდა შეასრულოს.
საქართველოს დღესვე შეუძლია მობილიზებით გამოიძახოს 100 ათასი კაცი, რომლებსაც იარაღის აღება შეეძლებათ. საამათო შეიარაღებაც არ არის პრობლემა, კაპიპები ღირს ქვეითის მინიმალური შეიარაღება (ავტომატი, ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი და ა.შ.) მსოფლიო საიარაღო ბაზარზე. მაგრამ ამ 100 000 კაცს მართვა უნდა, მომარაგება უნდა, ცხელი ჩაი უნდა და ა.შ. დღევანდელი სამხედრო დოქტრინით (სამხედრო სტრატეგიულ დოქტრინებზე თუ გნებავთ ცალკე ვილაპარაკოთ) ამ 100 000 მობილზებულს ვერსად ჩატევ, ვერსად მოაბრუნებ, ვერსად გამოიყენებ და დიდი ხნით ვერ გამოიყენებ, ეხლა ცოცხალი ტალღისთვის კი ვერ ვეყოფით.
ხოდა რა ხდება, რატომ 3000+1ათასი? რატომ ეს ციფრი? რატომ ესეთი გაწვევა თუ მოწვევა? რატომ 27 წლის ზევით?
მიზეზი ძალიან მარტივია.
3-5 ათასი კადრირებული სამხედრო ეს არ არის მაჩვენებელი ჯარისკაცების საჭიროებისა, ეს არ არის მაჩვენებელი მოსახლეობის მზაობისა. ეს არის მაჩვენებელი მხოლოდდამხოლოდ დღევანდელი ქართული შეიარაღებული ძალების რესურსისა მართვაში და მომარაგებაში. ანუ რამდენი დამატებითი ჯარისკაცის შეუფერხებელ მართვას და ლოჯისტიკას შეძლებს დღევანდელი ქართული არმია.
არა უმეტეს 5 ათასი ხიშტისა, ამ ეტაპზე.
სულ ეს არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: