დაგეგმარების პრობლემა, ანუ მეოცნებეობა კვადრატში

28 12 2009

ცოტა ხნის წინ სტრაიკბოლის ჩვენი კლუბის ფორუმზე ახალი სცენარი გავაცანი ხალხს 2 დღიანი სცენარისთვის ზამთარში. მოკლედ რო მოვყვე: ყველა გუნდი თამაშობს თვისთვის(გამომდინარე ზამთრის რეალიებიდან გუნდები იქნება 2-3-4 კაცი) – ყველა გუნდი თამაშის დაწყების წინ პოლიგონის რუკაზე მოხაზავს 5 წრეს, და გადანომრავს მიმდევრობით. მერე თამაშისას კი ვალდებულია განახორციელოს ”სნაიპერული გასროლები” (რაკეტის ტიპის პეტარდის გაშვება) ამ რგოლებიდან, საათში ერთხელ, და რაც მთავარია დაიცვას რგოლების მიმდევრობა, ხოლო როცა გაისვრის მე-5-ს, დაიწყოს ისევ 1-ელი რგოლიდან. 2 დღიან თამაშს (იწყება შაბათს დღისით, მთავრდება კვირას დღისით) იგებს ის ვინც მეტ გასროლას გააკეთებს. ანუ საათში ერთხელ ისვრი პოზიციიდან რომელიც შენით ”მიუსაჯე” საკუთარ თავს და პოზიციების მიმდევრობაც შენითვე გაქ მისჯილი შენი თავისთვის, არც პოზიციები და არც მიმდევრობა თამაშის დაწყებისას არ იციან სხვა გუნდებმა.

მარა გასაგებია რო 2 დღის განმავლობაში თოვლში ნაკვალევით, გასროლებით, დანახულებით, კონტაქტებით და ადევნებებით ნელ-ნელა გამოავლენ ზოგიერთი გუნდის სასროლ პოზიციებს და ისიც გასაგები იქნება რო 5 საათის შემდეგ თუ ის გუნდი გადაწყვიტავს გასროლას – ისევ ამ პოზიციიდან მოუწევს. რაც ქმნის საშუალებას მოუწყო ჩასაფრება. რაც თავის მხრივ ბევრ რამეს ითხოვს ”ჩამსაფრებელი” გუნდისაგან: უნდა მოიძიო პოზიცია, აღმოაჩინო, დაზვერო, დაგეგმო და 5 საათის შემდეგ მოხვიდე აქ და ჩასაფრდე(თოვლში, სიცივეში, უბედურებაში)

სცენარი ძალიან რთულია კლიმატური პირობების, მცირე ჯგუფების, პოლიგონის დიდი ზომების და დავალების სირთულის გამო.

ი ტუტ გამოჩნდა ერთ-ერთი მოთამაშე, პრი ეტომ ყველამ იცის რო ამ სცენარზე მე ბევრი ვიფიქრე ძალიან და ყველაფერი რაც მიწერია – მიწერია იმიტო რო ვთვლი რო ასეა ყველაზე კარგი ეს სცენარი და არ ვაპირებ ამაზე ბჭობას, თემა მქონდა გახსნილი იმის შესახებ რო მოემზადეთ თქო, და ვაგრძელებ: გამოჩნდა მოთამაშე რომელმაც გამოაცხადა რო ”არ ჯობიაო სნაიპერებს ქონდეთ უფლება ყოველ 5 საათში ცვალონ საიდან გაისვრიანო, რო ჩასაფრების შანსი ნაკლები იყოსო”

ნუ ჩემი პასუხი იყო რო მასე ჯობია საერთოდ არ შეიკრიბონ სნაიპერები ერთ პოლიგონზე – უფრო უსაფრთხო იქნება კიდევ თქო.

და ამან უცებ ჩამაფიქრა ერთ მოვლენაზე, რომელსაც არ დავარქმევ რო ქართული სენია თქო, ბევრს მოსდის ყველგან, მარა საქართველოში ესეთი მიდგომა ხშირად წახალისდება და ამიტო უფრო ხშირად არის გამოვლენილი და მეც ”ჩვენ” -ზე ვილაპარაკებ და არა ზოგადად.

ჩვენ არ ვიცით წესების მოცემულობად მიღება და მერე იმ წესების შიგნი მოფიქრება როგორ მოვიქცეთ იდეალურად. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ/ველით წესების შეცვლას იმ იდეალურამდე რომელიც ჩვენ გვაწყობს და ხშირ შემთხვევაში ”თუ არა და არა” -ზე ვართ, ან უბრალოდ ”ვოცნებობთ” რო აი წესები რო ასე კი არა ასე იყოს და მერე ვიქცევით და ვვითარდებით იქეთ – თითქოს რეალიები და წესები არ არსებულიყო.

ალბათ ყველამ იგრძენით რაზეც მაქ საუბარი:
ჩვენი პრობლემა იმაშია რო ვერაფრით ვერ მივიღეთ ღია მოცემულობათ, დებულებად რო – რუსეთის არის მტერი და უნდა მოვიფიქროთ როგორ ვეომოთ. არა – ჩვენ ვოცნებობთ რო ნატო იომებს ჩვენ მაგიერ, რო აი ჩვენ რო რუსებზე 3-ჯერ კაი იარაღი გვქონდეს, აი 2-ჯერ მეტნი მაინც ვიყოთ, ჩინეთმა ხიოს იქნებ რუსეთს და ა.შ. – და მაშინ მიდი მოვდივარ, გენიოსები ვართ როგორ მოვიქცეოდით და მოვუგებდით რუსეთსაც, ჩინეთსაც და დედამიწასაც დავიპრყობდით.

მარა წესების მიღება როგორც არის:
რო რუსეთი არის ჩვენი მტერი და ჩვენი დამხმარე არავინ არ არის და ამასთან ერთად ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ ეს ორთაბრძოლა მოვიგოთ – არ გვინდა.

არა!

გამოცვალეთ მოცემულობა!

ან რუსეთი ნუ იქნება მტერი (”ბუში და პუტინი მგონი მორიგდნენ რაღაცაზე და რუსეთი არ ჩაერევა!!” – პირადად ჩემი სიტყვებია შარშან ომის დაწყების წამს)
ან ჩვენ მხარეზე იყოს ნახევარი დედამიწის არმიები (ნატოში შევალთ და გვეშველება)
ან მოდი ამერიკა დაარტყამს ირანს, რუსეთი მისცემს ”მასტს” ირანს, ამერიკა დაარტყამს რუსეთს და ამ მესამე მსოფლიო ომის ვაკხანალიაში ჩვენ ჩვენს პატარა მიწას გამოვრჩებით.
ან ჩემი ბოლო ”პასია” ოცნება: ჩვენ და აზერბაიჯანი ვაწერთ ხელს პაქტს ურთიერთ სამხედრო დახმარების შესახებ. ჩვენ ვუტევთ რუსეთს და გვეხმარება უკრაინა და აზერბაიჯანი ცხინვალის რეგიონში, მერე აფხაზეთში, რუსეთში პარალელურად ერთი ამბავია დაღესტანი-ჩეჩნეთის ამბავში(ოცნება+ ) თან აზერებს ნავთობი აქვთ, მოკლედ ყველა პონტში კარგად გვაქ საქმე, მერე ყარაბახს სომხეთი ისე აჩუქებს აზერებს – ჯიგრები ხართ და იმიტოო. და მორჩება.

კაია ხო?

და ვერცერთი ქართველი ვერ ვიტანთ მოცემულობას:
არ არის არაფერი ჩვენს მეტი, ვართ ჩვენ, გვაქვს ამდენიღაცა ფული, ვართ ამდენიღაცა კაცი – და უნდა მოვუგოთ რუსეთს ჩვენს მიწაზე.

სინამდვილეში კი როცა გაუსწორებ რეალობას თვალებს – დაგეგმვა ბევრად ადვილია და ბევრად კონკრეტული.

ჩვენი პლიუსები:
გვაქ დიდი მთა რომელიც ზღუდავს მათ შემოსვლას თუ სწორად გამოვიყენებთ.
არსებობს ლიმიტი რისი ჩართვა შეუძლია რუსეთს ჩვენს შესატევად, და რაც არ უნდა გასაღიმებელი იყოს – ეს ლიმიტი ბევრად ნაკლებია იმ საჭირო მინიმუმზე რომელიც საჭიროა წარმატებული შეტევისთვის იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით თუ ქუდზე კაცი არა, 2 ქუდზე 1 კაცი მაინც, ან 4 ქუდზე 1 კაცი, ან 10 ქუდზე მაინც 1 კაცი (2 მილიონი მამრის შემთხვევაში 200 000 კაცი მაინც) – 200 000 კაცის შესატევად საჭიროა როგორც მინიმუმ მილიონიანი არმიით შეტევა, მილიონიანი არმიით შეტევის ტრაკი დღეს მილიარდ ნახევრიან ჩინეთს არ აქვს, ანუ ჯარი კი ყავს მაგდენი, მარა შეტევაზე გადასასროლი არ ყავს.

რეალურად ყველაზე ცუდ ვარიანტში: 200 000 -მა კაცმა უნდა გავუძლოთ 200 000 რუსის შემოტევას ჩვენ მიწაზე. ეს არის რეალობა.

დაჟე მეტის დაყენება შეგვიძლია თუ დაგვჭირდა (ნუ იდეაში ყველაზე ცუდ ვარიანტში 1.5 მილიონი მამრობითი სქესის ადამიანი ხო ვცხოვრობთ არა, 1/5 ვერ უნდა გამოვიდეთ თუ ძაააააააააააააააააააააააააააააააააააააან გავიჭირვებთ?)

პროსტო არ გამოვალთ, იმიტო რო ყველა ოცნებობს, ყველა ერთი და იგივეს გეტყვით რო რუსეთთან ომს აზრ არ აქვს, და აზრი აქვს თუ… ი ტუტ მიდის ოცნებობა რომელზეც ზევით ვისაუბრე.

მაშინ ამ ქვეყანას არ აქვს აზრი, მარტლა სისულელე ქვეყანა ვართ თუ საკუთარი მიწის დაცვის ტრაკი არ გვაქ, ყველა ხალხი იმსახურებს იმდენ მიწას – რამდენიც შეუძლია დაიცვას თავისი ძალებით, 20 კაციანი ”ქვეყანა” არ იმსახურებს 20 კვადრატულ მეტრსაც კი თუ მზად არ არის იმ 20 კვადრატული მეტრისთვის და საკუთარი ”ქვეყნობისთვის” მის შიგნი – მოკვდეს, და ან მოკვდეს და ან დაიცვას.

ასე რომ ამ რეალიიდან სავსებით სამართლიანია რო მიწებს გვართმევენ და წაგვართმევენ კიდე სანამ და თუ ტრაკი არ გვეყოფა და ერთიანობა დავიცვათ ის მიწა.

თუ როდესმე ყვერები და ერთიანობა გვეყოფა და გამოვალთ ერთად – რიცხვები დაგიწერეთ და სუ რო 100 000 კაცი გამოვიდეთ რეალურად ასეთ რელიეფზე და საკუთარ მიწაზე და სწორი მოტივაციით, სწორი დაგეგმვით (იგულისხმება დაგეგმვა დაწყებული მოწყობის მექანიზმიდან, გაგრძელებული სწორად შერჩეული შეიარაღების ტიპებით, თვითონ იარაღებით და მერე დაგეგმარებით) – მაშინ ვიმსახურებთ ვიყოთ ქვეყანა.

აქამდე ვიმსახურებდით ქვეყნობას ზუსტად იმიტო რო ვომობდით და ვომობდით და ვომობდით – ეს ტესტია რა, გამოცდა ”ქვეყნობაზე”

რომელსაც დღეს ჩვენ ვაფლავებთ, არხეინად და აქტიურად.

თუ არა და – სხვა ქვეყნები რომლებიც თურმე უფრო იმსახურებენ იწოდებოდნენ ქვეყანად – ერთიანობის და მონდომების გამო – გაგვანადგურებენ და ეგ იქნება.

ქვეყნობანა, ადრეც ვთქვი და ვიმეორებ – არის უბრალოდ თამაში, უბრალოდ აი ჩვენ 5-ნი შევიკრიბეთ და ვამბობთ რო ვართ ქვეყანა, ოდა ან ჩვენ ამისთვის მზად ვართ ვიომოთ, ან ჩვენ ქვეყანა არ ვართ და უბრალოდ 5 გამოქლიავებული როჟა ვარტ რომლებსაც ერთი დაგვიცაცხანეს და ვინ სად გაიქცა უცნობია.

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: