მესამე მსოფლიო

14 01 2010

რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი ლიკას ძველ კომენტარს თემაზე რო რუსეთმა ვისაც ამიდგება იმას ვხევ nuke-ს მკიდია ეტიკეტი და კაი ბიჭობაო. (თემიდან რო: ხო იასნია რო ამდენი ცივი ომის შემდეგ სადღცას ვიღაცის მიერ მაინც დაგინებულია ”ვინც პირველმა ნიუკი ისროლოსო …” და ვინც პირველი ისვრის შემწერია…)

პარალელურად გუშინ ჩერნობილზე 101-ე დოკუმენტურს ვუყურე.

მოკლედ ამ მოტივებზე მესამე მსოფლიო ომზე ჩავფიქრდი და აი ჩემი პროგნოზები:

კიდე ერთი 30-50 წელი არაფერი გლობალური მასშტაბების დაპირისპირება არ იქნება.

ზა ტო კლიმატის მუდმივი გაუარესების, ხალხის რაოდენობის ზრდის და ეკონომიკების უფრო ხშირ-ხშირი ჯანჯყარის ფონზე. ამას დამატებული მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების დავიწყების და ახლიდან წამოგორებული ნაციონალისტური თემატიკების აურა.

მოკლედ მე ასეთი პროგნოზები მაქ რო სადღაც 30 წელიწადში ქვაბში წყალი, ვერნეე ნავთი, დუღილს მიაღწევს, რა თქმა უნდა ომი რუსეთსა და ამერიკას შორის არ დაიწყება, და არ დაიწყება არც ჩინეთსა და რუსეთს შორის ღიად. ომი იქნება მაგალითად მონღოლეთში, სადაც უბრალოდ ჩინეთს ან რუსეთს, ან კანადას ცოტა უფრო იმაზე ღია ჩარევა გამოუვა ვიდრე ”მოსულა”, რის შემდეგაც რომელიმე ქვეყანა გაჭედავს (იმის ფონზე რო ეს ჩვენ გვყავს ”პატარა” სააკაშვილი და ყველა სხვა ქვეყნებს – ქვეყნის ზომის პროპორციული სააკაშვილები ყავთ და წარმოიდგინეთ რამხელაა ჩინეთის სააკაშვილი და ჭკუა მეტი კი არ აქვს…) – ო და გამჭედავი ჩინეთი(მხოლოდ მაგალითად) ჩათვლის რო საკმარისი ატომური ბუნკერები ააშენა, ან რო მისი ”ციური ფარი” საკმარისად გატესტილია და მუშაობს და…

ყველაფერი დაიწყება რეზკად, არა სწრაფად, არა მყისიერად, არამედ იმენნა რეზკად. რაც ნიშნავს იმას რო დაიწყება გეომეტრიულად მზარდი სიმძლავრით.

ვეჭვობ პირველი დარტყმები იქნება არა ნიუ-იორკზე, არამედ რამე სამხედრო სამართავ ცენტრებზე, დაჟე არა პენტაგონის ტიპის, არამედ იმენნა სამხედრო პერიოდში სამართავ ცენტრებზე, იგივე თუმდაც კარგად გამაგრებულ სამართავ ბუნკერებზე, 1-2-3 ნიუკი და მთას მოხსნის კაცი, ბუნკერი რა ჩემი ფეხებია… თუ დაფიქრდებით რეალურად რამდენი ნიუკი აქვს თითოეულ გასიებულ გიგანტს – და ამასთან რამდენად ცოტა რეალური სამართავი ცენტრები და გადაწყვეტილების მიმღები ხალხია… 1000-20 000 ნიუკი და სულ 5-10 კაცი რომელიც კნოპკაზე აჭერს. კი რა თქმა უნდა არსებობს ავტომატური ”პასუხის” პროტოკოლი, იგივე წყალქვეშა ატომ-მზიდი (და არა უბრალოდ ატომური) ხომალდებიდან მარა… კაპიტანი რო იყოთ, სადღაც წყნარ ოკეანეში მოდრეიფე და უცებ გადმოგცენ რო პრეზიდენტ – კაპუტ, პრემიერ მინისტრ – კაპუტ, ვსიო კაპუტ – დააჭირე კნოპკას ესროლე! – ვა პერვიხ რა გარანტიაა რო კაპუტ ჩინეთისგან და არა რუსეთისგან და არა ტამ ირანისგან? (რომელსაც მაგ დროისთვის ტოჟე ექნება ნიუკები), ვა ვტარიხ – არ გინდა დააჭირო კნოპკას და ესროლო რას? – შანხაის? – იმისთვის რო სადღაც ნევადას უდაბნოებში ბუნკერი აგვიწიეს?

მარა ეს ზუსტად ის ”შეფერხებები” იქნება რის გამოც ატომური ომი ნაცვლად მყისეულისა – იქნება რეზკი.

დედამიწაზე სხვა ქვეყნებიც ხო არი?

ამერიკას რო ბომბა მოხვდება – ჩინეთისგან – რუსეთი, არ დაიჯერებთ და, ხევს ჩინეთს ნიუკებს, ბრიტანეთი, კიდევ მილიონი სხვა ქვეყანაა რომლის პატარა სააკაშვილებსაც უნდათ უფრო დიდი ყვერები ქონდეთ ვიდრე აქვთ.

შედეგი?

ადამიანებმა თავიანთი თავები დააჯერეს რო ატომური ომის მერე იქნება რაღაც FallOut-ის პონტში ცირკი (კსტაწი ვისაც არ უთამაშია – ითამაშეთ) – და ის არ ესმით რო ეს ”40 წლიანი ინკუბაციური პერიოდი” – მუშაობს როცა 1 რამე პატარა ჭუჭუა ბომბოჩკა აფეთქდება და იქ ახლო მახლო 20-40 წელი რო შეხვალ პირში რკინის პრივკუსი გიჩნდება, თავბრუ გეხვევა და რო გამოხვალ 5-10 წლის განმავლობაში კიბოს ელოდე…

მარა როცა საუბარია უამრავ ატომურ ბომბზე, ბედნიერნი იქნებიან ისენი ვინც ეგრევე დაიხოცებიან, ანუ პრინციპში ამ სიტუაციაში მეგაპოლისში ცხოვრება (რომლებიც მხოლოდ იმის მერე გახდებიან მიზნები რაც გაირკვევა რო ყველა სამართავი პუნქტი ”ავუწიეთ” მტერს მარა მაინც ვიღაცა ისვრის უკან და თან მაინდამაინც შანხაის მოხვდა და 10 მილიონი კაცი მოკლა), ვიღაც ჭკვიანი იმასაც მიხვდება რო ბოლოს და ბოლოს მოიჭირა რომელიღაცა წყალქვეშა გემის კაპიტანმა ყვერებზე ხელი და ისროლა, არ გინდა ეძებო? – ამიტო ”ვაზმეზძიე”-ს ფარგლებში – წავა სროლა ქალაქებზე, მერე სხვა კაპიტანს რო მოუვა დეპეშა ”ფილადელფია კაპუტ, დედათქვენი მოკვდა 5000კმ/სთ-მდე აჩქარებული პლინტუსის ნატეხით რომელიც თქვენ დაუჭედეთ წინა შვებულებისას” – იასნია ის 12-ვე ნიუკს ისე გაუშვებს სულ ერთია უკვე რომელი ქალაქისკენ რო წარბიც არ შეუტოკდება…

ო, და როცა საუბარია ამდენ ატომურ აფეთქებაზე, თავისი რადიაციული ღრუბლებით… ისენი ვინც პირველ აფეთქებებს გადაურჩებიან – ყველაზე ცოდოები არიან, არა – კიდე იქნება დიდი ნაწილი რომლებიც პირველ რამდენიმე კვირაშივე მოკვდება რადიაციული დასხივების დიდი დოზებისგან.

ყველაზე უბედურები კი, მათ შორის ალბათ ჩვენც გამომდინარე იქედან რო ყველას დავავიწყდებით და ნიუკსაც კი არავინ გაიმეტებს ჩვენთვის (არადა რა ცოტა გვეყოფოდა) – ყველაზე უბედურები უახლოეს 1-3 წელიწადში დაიხოცებიან, კიბოებით, ლეიკეიმიებით, ხუი ზნაეტ კიდე რეებით, მათ შორის შიმშილი კსტაწი, მოწამლული წყლები, ჰაერი. ამასთან ჩვენ რო ვიხოცებით ბუნება კი არ ყვავის – ბუნება უფრო მყიფეა ხშირ შემთხვევაში, პირველივე რადაციული წვიმებისას დაერხევა ყველაფერს ერთად და ოპტამ. ანუ ის 1-3 წელი გაძლებენ ვინც რაღც ბუნკერებს მოძებნიან გამზადებული სასაჭმლე მარაგებით.

პრობლემა იმაშია რო ყველა იმ ქვეყანას სადაც ეს ბუნკერების სისტემა მეტ-ნაკლებად მომზადებულია – ბლომად მოხვდება და უმეტესობა ეგრევე დაიბრიდება და ჩვენ კი გადავრჩებით მარა ჩვენი ბუნკერები არის გამოცარიელებული ბეტონის სარკოფაგები რომლების ძირითადი დანიშნულებაც საბომჟე ტვალეტებია…

ამასთან ერთად ვინც სადმე კაი მოწყობილ ბუნკერში ჩავა, Fallout-ის იდეით, 1000 წელი იქ ვერ იცხოვრებენ და მანამდე არანაირი არსებობა არ იქნება შესაძლებელი და… (იმ აგავორკით რო ”მერე ალბათ იქნება შესაძლებელი, ნაუკე ეტა პაკა ნი იზვესნა”)

ანუ რაღაც პონტში სიმბოლურია რო ჩვენ სუ გვეშინია ”კოსმოსიდან უსამართლოდ ნასროლი” ასტეროიდის ”რომელსაც არ ვიმსახურებდით”, გვეშინია იგივე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი აპოკალიფსის ”რომელსაც ვიმსახურებთ მარა რა გვექნა”, დაჟე კოლაიდერის გვეშინია ”რომელიც ჩვენით ავაშენეთ და აი ნახეთ რა დღეში ჩაგვაგდოს” (მთელი სიამოვნება იმაშია რო თუ რამე დღეში ჩაგვაგდებს ამის გააზრების მოსწრებასაც კი ვერ მოასწრებს ვერცერთი ადამიანი :D )

ხოდა სინამდვილე კი იმაშია რო ჩვენ თავებს ჩვენ ჩვენით დავიხოცავთ მანამ სანამ ეს ყველაფერი დაგვხოცავს.

რატო გავბედავთ?

ჯერ ეს ერთი მართლა როცა არსებობს თოფი – ის აუცილებლად როდესმე გაისვრის, როცა არსებობს ოოოოხრად თოფები სხვა და სხვა ადამიანების ხელში – ისენი ერტმანეთს აუცილებლად ესვრიან ადრე თუ გვიან.

მეორეს ერთი სააკაშვილების ეფექტი და ”ჩხუბისას მთავარია გამორთო ლოგიკური აზროვნება, სიტუაციის აწონ-დაწოვნა და ზოგადად აზროვნება, მიეცე ჩხუბს და ბოლომდე იჩხუბო თორე 100% გცემენ”

რატო 30 წელი და არა 100 წელი?

რესურსები, ხალხის რაოდენობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – 30 წელიწადში კლიმატს დაერხევა დაახლოებით იმდენად მეტად რამდენადაც მეტად ”ვუშვებოდით” ჩვენ გარემოს 1990 წელში 1960 წელთან შედარებით(კლიმატის დარხევა დღეს). ვოტ ი დუმაიწე.

რატო იწვევს კლიმატის დარხევა ომს? – გარდა რესურსებისა, უარესდება საცხოვრებელი პირობები, ნერვული დაძაბულობები, სამუშოს დაკარგვები, გახშირებული სიკვდილიანობა, საერთო უკმაყოფილება, ყველათი და ყველაფრით, მთავრობით პირველ რიგში, და ყველა პატარა და დიდი სააკაშვილი ეცდება სხვის გველეშაპს მოჭრას თავი იმისთვის რო თვითონ არ მოჭრან…

მე რა თქმა უნდა არ მოვუწოდებ მასობრივი თვითმკვლელობებისკენ, არც ”შვილი არ გააჩინოთ მაინც ნიუკი მოხვდება”-ს ვიძახი.

უბრალოდ ადამიანებს უყვართ ოცნება, ოცნება რაიმე კარგზე, სახლზე მდინარის პირას, ბევრ ფულზე და ლამაზ ნაშებზე. ხოდა მოდით ვიოცნებოთ ბევრად რეალურ რამეზე – ე.წ. ატომურ ზამთარზე. იმიტო რო უმეტესობისთვის ატომური ზამთარი ბევრად უფრო რეალური პერსპექტივაა ვიდრე ბევრი ფული და ლამაზი ნაშები.

წარმატებები :D (მთელი ამ სიტყვის უსამართლობით)

Advertisements

მოქმედებები

Information

4 responses

14 01 2010
nokami

kai postia :) magram yvelaferi isea rogorc xedav ……. :)

6 02 2010
avigena

bijo bijo; :D es rom ar dawero, yvelam isedac icis, windawin fiqrs davikidot da viocnebot nashebze da bevr fulze;

19 02 2010
დათო

მთავარი სისუსტე აქ არის ის დაშვება, რომ ორ სახელმწიფოს შორის რო დაიწყება ბირთვული ომი, ეგრევე დანარჩენები ჩაერთვებიან.

არ ჩაერთვებიან. სხვა ბირთვული სახელმწიფოები (ვინც არ იქნება კრიზისის მონაწილე) იჯდებია გვერძე და იწივლებენ ”არავინ შემეხოთ თორემ გესვრით”.

მაგათ პირიქით ურჩევნიათ, რომ 2-3 სხვა დერჟავამ ერთმანეთი გაანადგუროს, რის შედეგად ეგენი უფრო მაღლა აიწევიან გავლენით. აი ვთქვათ ირანი ვინმეს თუ ეომება ბირთვულად – ჩინეთი და ინდოეთი რა, ჩაერთვებიან? არა.

18 05 2010
ლიკა

დათო, ორი სახელმწიფოს ერთმანეთში ატომური ომი სრულებით საკმარისია დანარჩენ დედამიწაზე სიცოცხლის განადგურებისთვის. ნუ, შეიძლება ერთბაშად არა, მაგრამ საბოლოო ჯამში – გარანტირებულად.

და ისა, უჩა, ილარიონოვმა _ არაო, ტყუილიაო ეს კლიმატის პროგნოზებიო, გვაბოლებენო, მონაცემების მანიპულაციააო _ ჰა, არა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: