სამოქალაქო თავდაცვა კუსტარულად (ნაწ.1)

25 05 2010

სამოქალაქო თავდაცვა კუსტარულად – ანუ რა შეიძლება და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენით ბრძოლების განახლების შემთხვევაში.

მე 26 წლის ვარ დღეს, აფხაზეთის ომის დროს მე 6-8 წლის ვიყავი. ის ბრძოლები მაშინ დამთავრდა, მარა ჩემთვის ომი არ დამთავრებულა.

15 წლიდან ყველანაირ საშუალებას ვიყენებ რასაც ვპოულობ საკუთარი თავის ბრძოლებისთვის მოსამზადებლად. სადღაც 2000-2003 წლებში გიჟს, პარანოიკს მეძახოდნენ. მე მეგონა რო უბრალოდ გადამეტებულ მარაზმატიკად გამოვიყურებოდი და იმიტომ. ნამდვილს მიზეზს მე მარტო აგვისტოს 2008 წლის ომის მერე მივხვდი – როცა უცებ ასობით და ათასობით ადამიანი დაინტერესდა “ომისთვის მზადების” იმ კუსტარული მეთოდებით რომლებისთვისაც ამდენი წლის მანძილზე დამცინოდნენ…

მაშინ მივხვდი: უბრალოდ მათთვის ომი არ იყო თურმე მთელი ეს წლები, ადამიანს ეტყობა აქვს გენიალური უნარი საკუთარი ფსიქიკა დაიცვას: არ აღიარებს რეალობას. მორჩა, წერტილი, არ არის ომი, და ცხოვრობენ, თითქმის ბედნიერად.

იმიტომ რომ სინამდვილეში ამ 20 წლიანი ომის პროცესში სულ იყო ბრძოლები, 98 წლის ამბები, 2004-ის ამბები. მარა ხალხი ახერხებს ამაზე თვალი დახუჭოს, ვსიო, არ არის ომი, სანამ თავზე სახლის სახურავს არ დაახურავ – შეუძლია სოროში იჯდეს და რეალობას უარყოფდეს.

ყველას წაგიკითხავთ ისტორიის წიგნებში ალბათ რო ამა თუ იმ მტერთან ომი გრძელდებოდა 10 წელი, 30 წელი, 50 წელი, საუკუნო დაპირისპირებების შესახებ. თქვენი აზრით სინამდვილეში ეს ტექნიკურად როგორ ხდებოდა? – 20 წელი იდგა ხალხი ბრძოლის ველზე და ხმლებს იქნევდა? – რა თქმა უნდა არა, იბრძოლეს, მერე დაიშალნენ ძალების მოსაკრებად, 10 წლის მერე მოხდა კიდევ შეტაკება, მერე 5 წელიწადში უფრო მსხვილი შეტაკება, მერე კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაცასთან შეკრა ერთ-ერთმა ალიანსი და კიდე უფრო დიდი შეტაკება განახორციელა და ა.შ. პროცესში კი ყველანაირად ძირს უთხრიდნენ ერთმანეთს…

ის რასაც ჩვენ ომს ვეძახით – სინამდვილეში არის “აქტიური საომარი მოქმედებები” – ანუ ბრძოლა, შეტაკება.
ომი კი არის ხანგრძლივი სამკვდრო/სასიცოცხლო დაპირისპირება, სანამ არსებობს საკმარისი წონის გასაყოფი თემა სანამ არ შედგება საბოლოო ზავი რომელზეც ორივე მხარე თანახმაა(კაპიტულაციაც თანხმობაა) – მანამდე ომი მიმდინარეობს.

და ეს ყველამ იცის სინამდვილეში, ნებისმიერი 10 წლის ბავშვი გეტყოდათ იგივე 2003-ში კომანდო სწავლებებზე რო გეკითხათ რო რუსებთან საომრად და ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიანო, ისტორია რო გამოხედავს ამ წლებს – იტყვის რომ ჩვენ რუსებთან ვომობდით 92 წლიდან, 2002-ში დაივიწყეთ ჯარის აქტიური გაძლიერება და 2008-ში “პირველად მოვზომეთ ძალები და რუსების შემართება”, მარა იმავ დროულად იმავე 2003 წელში იმავე ბავშვის მშობლებს რაღაცნაირად ქონდათ მოხერხებული საკუთარი თავის დარწმუნება რო “ომი არ იქნება”(არადა ვიმეორებ, გავასწოროთ ტერმინოლოგია – ომი არის, და ხალხს სჯეროდა რო ბრძოლა არ იქნება).

ომი არის, ბრძოლები იყო და კიდევ იქნება, ეს საქართველოა, თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში რომელშიც ომები და ბრძოლები იქნება მანამ სანამ ეს ქვეყანა არსებობს, სულ ერთია ომებს საქართველო წარმართავს როგორც ნომინალურად დამოუკიდებელი თუ რომელიმე სხვა ქვეყნის ან ალიანსის ფარგლებში. ჩვენ ვომობდით საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ვიომებთ ნატოში შესვლის შემდეგაც(თუ ღმერთმა ქნა და შევედით) და ვიომებთ თუ არც იქ მოვხვდით და არც იქ.

და რატო გვცხვენია ამის მე არ მესმის, ჩვენ საუკუნებიაა მოვდივართ როგორც მეომარი ხალხი, სუ ასე ვიყავით, რატო შეიცვლება აწი რამე?

ამ ჭრილში ყველა ვინც იაზრებს რო ბრძოლა იქნება და ვინც მზად არის იბრძოლოს ამ ომის პროცესში – მეტ ნაკლებად დაკვალიანებულია სად მიმართოს, რა ქნას და როგორ მოემზადოს ბრძოლისთვის. აქაც არის ბევრი სასაუბრო, მარა ამჯერად მინდა შევეო საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც უბრალოდ და მარტივად უნდა გადარჩეს.

ხიფათის რეალურობის გააზრება პირველი ნაბიჯია ხიფათისგან გადასარჩენად, შემდეგი ნაბიჯია მომზადებაა მისგან გადასარჩენად.

მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ მომხვდურ რუსებს უნდა ტაფებით და ჩანგლებით ხელში ეომონ ჩვენი დედებიც და ცოლებიც.

ეს აბსურდია, მეტიც პირადად მე ვერ წავალ საომრად “ფრონტზე” (რომელიც შეიძლება გვერდზე ქუჩაზე იყოს) – თუ მე ვიფიქრებ რო ამ დროს დედაჩემი შიშველი ხელებით აპირებს რუსებს შეაკვდეს(და ნუ პრინციპში დედაჩემის ხელში არც იარაღი შეცვლის რამეს მის სასარგებლოდ) – ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად დედაჩემმა, ჩემმა მეუღლემ, იცოდნენ რა ქნან ომის დროს – როგორ გადარჩნენ, როგორ გადაარჩინონ ჩემი პატარა შვილი და რეალურად მომცენ მე “თავისუფლება” ვიბრძოლო როგორც ეს ომს ჭირდება და არა ის მარაზმი რასაც იწვევს ამ სამოქალაქო თავდაცვის არაორგანიზებულობა და გაუცნობიერებულობა: კაცი რჩება სახლში და აცხადებს რო ოჯახს ხომ არ მიატოვებს დაუცველს, მარა ”აი მის კარებს თუ მოადგებიან რუსები – სუ ყელს გამოჭრის სუ ყველას” – რაც თავის თავად ტყუილია, გარდა იმისა რო ბევრად უფრო სახიფათოა მისივე ოჯახისთვის.

ჯერ ეს ერთი ბრძოლის ბედი წყდება იქ სადაც ამას სტრატეგიულად და ტაქტიკურად აზრი აქვს, რუსები რო შენს კარებს მოადგებიან მაგ დროისთვის საქართველო რუსეთის გუბერნია იქნება და იმ რუსს ხელში ჩაწერის ჟურნალი ეკავება და რამდენი ცხოვრობთ აქო გკითხავს.

მეორეს ერთი მე პირადად საკუთარი ოჯახის კარებიდან და ფანჯრიდან არ გავისვრი არასოდეს, იმიტო რო უკან ცეცხლს გამოვიწვევ ჩემი უარაღო და უდანაშაულო ოჯახის მიმართ და… სახლის კარებში თუ აღმოვჩნდი მაშინ როცა რუსი ჯარისკაცი ზედ დააკაკუნებს:
– კარებს გავაღებ და გაღიმებული მივესალმები გამართული რუსულით, იმიტო რო როცა შენ რეალურად საკუთარი ოჯახის სხეულებს უკან იმალები – როცა შენთვის ნასროლი ტყვიები მათაც მოხვდებათ – მე იქ აღარც კაცი ვარ და აღარც ღირსება მაწუხებს. (ამასვე ვურჩევ დედაჩემს და ჩემს მეუღლეს – გააღონ კარი და ყველაზე ძალიან გაღიმებული სახით მიესალმონ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვაფშე მომკლეს და გვერდზე ოთახში ტრუპი ვდევარ – იმიტო რო თუ რუსებმა გაიგეს რო ეს იმის დედაა ვინც მათ ესროდათ – კაი დღე არ დაადგებათ, მინიმუმ…)

მოკლედ თეორია კაცის მხრიდა რო “მე აქ, სახლში ვიქნები და აი აქ თუ მოვლენ…” – მერე გმირია – იმაზე არ ფიქრობს რო აქ კარებთან დაძენძილ ფორმიანი რუსი კი არ მოვა არაყი დამალევინეო, 5 ტანკი მოადგება და მძიმე ქვეითი ბატალიონი, ხოდა სუ რო რკინის ნერვებიანი რემბო იყოს ეს ჩვენი “კარგი მეოჯახე” და მაინც ისროლოს რამე – სახლს დაახურავენ თავზე ისე რო ვერაფერ დანაკარგს ვერ მიაყენებს მოწინააღმდეგეს(რომ არაფერი ვთქვათ ისევ იმაზე რო ოჯახსაც გაწირავს არაფრის გულიზა).

ამიტომ შევთანხმდეთ – კაცები რომლებსაც ამის საჯდომი აქვთ – იბრძვიან იქ სადაც ომის ბედი წყდება. ხოლო ამ სტატიის მიზანია:

ვასწავლოთ დედებს, ცოლებს, მოხუცებულებს და ბავშვებს – როგორ გადარჩნენ ბრძოლების დროს, იმის გათვალისწინებით რომ სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ თემატიკისთვის ჯერ ვერ მოიცალა.

ისევ და ისევ – პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავახილოთ თვალები და ვაღიაროთ რომ ჩვენ ომში ვართ და რო ბრძოლები – აუცილებლად იქნება, შეიძლება ხვალაც, შეიძლება 5 წელიწადში.

შემდეგ კარგი იქნება თუ დავჯდებით და მოვიფიქრებთ სად ვაპირებთ ბრძოლების დროს ყოფნას.

ასე მაგალითად გენიალური იყო ერთ-ერთი ჩემი ნაცნობის კომენტარი ამ თემაზე “უფ, უკვე მოფიქრებული მაქ, ჩემები კოჯორში ამყავს ეგრევე და მერე მე მივხედავ ჩემ თავს”-ო, სიცილით მოვკვდებოდი სერიოზულ თემაზე, სერიოზულ კაცთან რომ არ ყოფილიყო საუბარი, არცერთ შემთხვევაში, პირველ რიგში – უნდა მოვცდილეთ ყველანაირ სამხედრო ინტერესის მქონე ზონას, არანაირი კოჯორი(გარდა ბაზისა იქ არის მნიშვნელოვანი ელ. გაყვანილობა, ტელე ანძა, ბოლოს და ბოლოს იქედან შემოდის თბილისზე პირდაპირ ვთქვათ ყველაზე სტრატეგიული გზები… ასე რომ კოჯორში მშვიდობიან ხალხს ბრძოლების დროს არაფერი ესაქმება).

ბრძოლების პირველ ეტაპზე ყველა ტიპის დასახლებებში მოსალოდნელია “საინტერესო” ობიექტების დაბომბვა. ამისთვის უნდა გვესმოდეს მარტივი პრინციპი – საბრძოლო საშუალების ყოველი გაფრენა ჯდება ფული და უზარმაზარი რისკი, რისკი ეკიპაჟის და რისკი მანქანის. მითუმეტეს გამომდინარე ჩვენი საჰაერო თავდაცვის მეტ-ნაკლებად ეფექტური მუშაობიდან წინა ბრძოლებში.

არავის არ უხარია ჰაერში აფრენა როცა იცის რო მიწიდან ესვრიან, ამიტომ ყოველი გაფრენა სკურპულოზურად იგეგმება და ყოველ გაფრენას აქვს ზუსტი მიზანი რომელიც საფრენი აპარატის და მისი მმართველი ეკიპაჟის შემთხვევაშიც კი ღირს დანაკარგად. ამიტომ “უბრალოდ თქვენს სახლს” არავინ არ დაბომბავს, არა იმიტომ რომ მტერს ეცოდებით, ეს უბრალოდ არარენტაბელურია.

ამიტომ პირველ რიგში უნდა გავეცალოთ სტრატეგიულ ობიექტებს. და გავეცალოთ არა უბრალოდ მეორე ქუჩაზე გადავიდეთ, გორის ცნობილი ტრაგედია საცხოვრებელ კორპუსებში – სატანკო ნაწილიდან 500 მეტრშია… იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რომ ყველა ქუჩაზე აურებელი რეზერვისტები იდგნენ და ელოდებოდნენ განაწილებას, რეზერვისტები კი ზემოდან რუსებმა კარგად იციან – გამოიყურება როგორც ყვითელი ჩამწკრივებული ავტობუსები…

კი რუსული ავიაცია არ არის ზუსტი, მითუმეტეს კასეტური ტიპის სისტემები არ არის ზუსტი (კასეტური ბომბი არის “ყუთი”, რომელშიც ალაგია ბევრი პატარა ბომბი, თვითმფრინავი აგდებს “ყუთს”, ყუთი იხსნება, იქიდან იყრება ბევრი პატრა ბომბა, რომელიც იფატება და ფეთქდება ბევრად უფრო ფართო ტერიტორიაზე. მორალი იმაშია რომ საკმაოდ პატარა აფეთქებაც კი საკმარისია ცოცხალი ადამიანების დასაზიანებლად და ბომბის წონადობის ზრდა ძალიან მცირედად იწვევს მისი მომაკვდინებელი რადიუსის ზრდას. ამასთანავე წინააღმდეგობის განადგურების თვალსაზრისით არანაირი აზრი არ აქვს ადამიანები იმ ზონის რადიუსში უბრალოდ დაიჭრებიან თუ მთლად გაცამტვერდებიან… ამიტომ უფრო ეფექტურია ასეთი კასეტური სისტემების შემუშავება – რომლებიც ჰაერში ჯერ იფანტება დიდ ფართობზე და შემდეგ ფეთქდება, შედეგად უამრავი სხვა და სხვა სიმძიმის დაჭრილი და დაღუპული დიდ ტერიტორიაზე, მინიმალურ წონად).

გარდა ავიაციისა სახიფათოა მიწა-მიწა სარაკეტო სისტემები, რომლებიც იდეაში უფრო ზუსტი უნდა იყოს და რეალობაში – ბევრად უფრო მეტი ცდომილება აქვს, მითუმეტეს რუსულ სისტემებს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავეცალოთ სტრატეგიულ ობიექტებს – საგრძნობ მანძილზე. კილომეტრი, 2 კილომეტრი. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ეს თითქმის შეუძლებელია.

ამიტომ უნდა წავიდეთ – მიწაში, პადვლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტრო. ბეტონით ნაშენი მიწისქვეშა ნაგებობები ყველაზე დაცულია მარა ყველას… ცხვენია ამ გადაწყვეტილების მიღება, არადა ბრძოლების დროს ყველაზე სწორია, აი იდეალურია, აიბარგოს ცოლ-შვილმა, აიღონ ლეიბი, საბანი, საჭმელი და გადავიდნენ საცხოვრებლად მეტროში, რუსთაველის მეტრო მაგალითად – იდეალურია, ატომურ ბომბს გაუძლებს და თანაც ერთი მხარიდან დალუქულია – თავისუფლად შეიძლება იცხოვრო, ცოტა ზედმეტად ღრმაც კი არის – დენის გათიშვის შემთხვევაში ფეხით ამოსვლა გაჭირდება. ზა ტო 100%-ით არაფერი არ ემუქრებათ, ყველა მოკვდება ზედაპირზე და ისენი კი გადარჩებიან.

მარა სინამდვილეში ბრძოლების დაწყებისას ამის განხორციელება ყველას ცხვენია. იმიტომ რო ყველა მოელის რომ ბრძოლები იქნება როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს – ჯერ სირენები შეატყობინებს მოსახლეობას მოახლოებული ავიაციის შესახებ, მერე ხალხი პანიკურად ირბენს აქეთ-იქეთ და შეაფარებს თავს სადაც შეძლებს, მერე დაიწყება აფეთქებები და დაიღუპებიან მარტო ის ხალხი ვინც რაიმეთი ირთობდა თავს და სირენა ვერ გაიგო…

რეალობაში, საკუთარი გამოცდილებიდან: ჯერ სკდება ბომბი, მერე ისმის რეაქტიული ძრავის ხმა, მერე იწყებს ხალხი პანიკას.

ტექნიკა ის აღარ არის რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, თვითმფრინავები და სარაკეტო სისტემები მეტ წილად ზე-ბგერითია, არა ზებგერითების შემთხვევაშიც ბგერის სიჩქარეს დიდად არ ჩამოუვარდება(რაც იმას ნიშნავს რო 1-2 წამით ადრე გაიგებ ძრავის ხმას სანამ ბომბი დაგეცემა). რომ არაფერი ვთქვათ მანევრულობაზე და საქართველოს ტერიტორიის სიმცირეზე, რის გამოც რეალურად: შემოფრენილი თვითმფრინავი მომდევნო 30 წამის განმავლობაში თბილისს დაბომბავს, გორს თუ რუსთავს – შეუძლებელია გამოიცნო. ანუ ჩვენი ბრძოლების დროს საჰაერო განგაშის რეჟიმი უნდა უყოს მუდმივად, სანამ 1 საფრენი აპარატი მაინც ყავს მტერს ჰაერში – ყველგან მოსალოდნელია დარტყმა. ქალაქებში კი ხალხი ყურს არ იბერტყავს – ელოდება “განგაშს”, სირენებს, აქეთ იქეთ სირბილს და სხვა რომანტიულ სიტუაციებს ჰოლივუდის ფილმებიდან… სხვათაშორის ეს თითქმის ჩვენი ნაციონალური თვისებაა – გვცხვენია. ხოლო აი თუ მთავრობა გამოვა და იტყვის “საჰაერო განგაშია ყველა დაიმალეთ” -ო, მერე ყველა ძალია ჭკვიანურად მიიმალ-მოიმალება და თავსაც გადაირჩენენ, მარა მანამდე – წითელი ხიდისკე ჯიპით წაგრიალება არ ეგრეხებათ და პადვალში ჩასვლა – ტეხავს, რა პონტია, ხო არ გვეშინია არა, გრუზინსკი ხუი ბიტონ ლამაეტ, 200 კილოიანი ბომბი რა ჩემი ფეხებიას ვარიანტია.

გონიერი ქართული ოჯახი, ანუ რომელიც იაზრებს საჰაერო საშიშროებას მაგრამ ღირსება არ აძლევს საშუალებას მეტროში გადავიდეს საცხოვრებლად ეგრევე, უნდა გადავიდეს საცხოვრებლად სარდაფში. და იმისთვის რო ეს გადასვლა მინიმალურად მტკივნეული იყოს – სარდაფი უნდა მომზადდეს წინასწარ.

არაფერი ისეთი ამას არ ჭირდება, 1 “შაბათობა”: ნაგვის გამოტანა, ზედმეტი ხარახურის გადაყრა, ადგილის გამონთავისუფლება, შუქის გაყვანა და უდენობის პირობებში შუქის ორგანიზება(ფანრები, სანთლები, ნავთის სანათები და ა.შ.) – იმისთვის რომ ყველამ კარგად იცოდეს – ომი დაიწყო? – ცოლი, შვილი, მოხუცი – გადადიან მეტ-ნაკლებად კომფორტულად მოწყობილ სარდაფში და იქედან აგრძელებენ არსებობას(ტელევიზორის ანტენაც შეგიძლიათ ჩაიყვანოთ სარდაფში, ქსელის შნურიც გაჭიმოთ წინასწარ)
ეს გარანტირებულად გადაგარჩენთ თუ თქვენი სარდაფი არ არის რაიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტიდან 100-200 მეტრზე ახლოს და თქვენი სახლი მაინდამაინც ხისგან არ არის ნაშენები.
ანუ ეს მინიმუმ გარანტირებულად გადაგარჩენთ კასეტური სისტემებისაგან, გადაგარჩენთ უმეტესობა მცირე წონის ბომბების და მათი ნამსხვრევებისგან(ნუ თუ მაინდამაინც თქვენ სახლს არ დაეცა ვთქვათ 200 კილოგრამიანი ბომბი, მარა ისევ ვიმეორებ – არა მარტო ის 200 კილოანი ბომბი ღირს ფული, პილოტი ღირს ძალიან ძვირი და იმ ბომბის მოსატანი საშუალება ღირს ძვირი, და მისი მოტანის მცდელობა – დიდი რისკია ამ ყველაფრის ფუჭად დაკარგვის, ამიტომ თუ თქვენ კარგად გაიაზრეთ და არაფერი არ გამოგრჩათ თქვენი სახლის სტრატეგიული მნიშვნელოვნების შეფასებისას – მაშინ კარგი ალბათობით 200 კილოგრამიან ბომბს თქვენზე არავინ გაიმეტებს)

პადვალში ჩასვლა კატეგორიულად მნიშვნელოვანია ფრონტის პირა დასახლებებში სადაც გარშემო დამატებით უამრავი სამხედრო მოძრაობს – იმიტომ რომ სამხედროები არიან მოძრავი სტარეტეგიული მნიშვნელობის ობიექტები და შეიძლება თქვენ აბსოლიტურად “არა საინტერესო” უბანში შემოაგორონ რაიმე ისეთი ტექნიკური საშუალება რომ საქართველოს პრეზიდენტზე უფრო პრიორიტეტული მიზანი თქვენი სახლის ეზოში აღმოჩნდეს.

ეს არის მეორე მნიშვნელოვანი რამე რაც უნდა გაითვალისწინოთ:
თქვენი სახლის, უფრო სწორად შევთანხმდეთ რომ თქვენი სახლის სარდაფის, დინამიური სტრატეგიული მნიშვნელოვნება, ანუ თუ თქვენი სახლის ირგვლივ სამხედროებმა დაიწყეს მოგროვება, გაჩნდა ტექნიკა, თუ თქვენს ქუჩაზე აშენებენ ქვიშის ტომრებისგან საფარებს და ა.შ.

ე.ი. თქვენი ქუჩა გახდა სტრატეგიული მნიშვნელობის.

თქვენი ქცევა: ყველაფერ სანოვაგეს რისი გაღებაც შეგიძლიათ აძლევთ სამხედროებს. სახლის კარებს კეტავთ სიმბოლურად – რაიმე ერთ მარტივ საკეტზე. არცერთ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს სახლის ამორაზვას, თუ არავის დაჭირდა – მასში შესაძრომად არავინ მოიცლის, თუ დაჭირდათ – შეანგრევენ, ბოლოს და ბოლოს ააფეთქებენ და შევლენ. ასე რომ. უბრალოდ გასაღებზე კეტავთ რო ვინმე ახლო მახლო უსაქმურმა უბნის ბიჭებმა არ შეისეირნოს და ვსიო – წყნარად მიდიხართ სადმე სხვაგან, იგივე მეტროში, მიწისქვეშებში, ნათესავებთან სარდაფში.

ცალკე თემაა “სოფელში წასვლა” ბრძოლების შემთხვევაში.

რა თქმა უნდა ერთის მხრივ ეს იდეალურია “სტრატეგიული ობიექტებიდან” მაქსიმალურად მოსაცილებლად.
მეორეს მხრივ – ჯერ ეს ერთი ეს პროცედურა მოითხოვს პროცესში მამრების ჩართულობას, რაც იწვევს იმას რომ თუმდაც “საჯდომის მქონე” მამრი აგვიანებს ბრძოლაში ჩართვას, ანუ მთლად მოწესრიგებულად მოხალისეობის შემთხვევაში გამოცხადების მომენტიდან 1-2 დღე მაინც გავა სანამ სადმე გაანაწილებენ, და დღევანდელი საბრძოლო მოქმედებების ტემპის პირობებში 1-2 დღის მერე რო გამოცხადდები მოხალისეთა ჩაწერის პუნქტში და კიდევ 1-2 დღე რო წაგივა სანამ გაგანაწილებენ – შენნი საჭიროება უკვე დაიკარგება.

ამიტომ ოჯახის, ბრძოლების განახლების შემთხვევაში, გადარჩენის დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპი “სპასენიე უტაპაიუშიხ – ძელო რუკ სამიხ უტაპაიუშიხ”

აი როგორც ქალს აქვს უფლება ყველანაირი ახირებისა იმ 9 თვის მანძილზე როცა ის ორსულად არის და კაცი ვალდებულია ყველანაირად “კოჭი უგოროს”, ასევე კაცს აქვს უფლება სრული თავისუფლების ბრძოლების დაწყებისას და ქალი ხდება ოჯახში კაციც და ქალიც.

გარდა ამისა სოფელში წასვლას ყოველთვის მეტი დრო ჭირდება ორგანიზებისათვის(თუმდაც მანქანის მართვა და მძიმე რაღაცეების წაღების საქმე ქალმა ითავოს და კაცის დაკავების პრობლემა გამოვრიცხოთ) – ანუ სარდაფში ჩასვლას არაფერი არ ჭირდება, მითუმეტეს თუ წინასწარ ერთხელ მაინც უბრალოდ მიალაგეს სარდაფი და სანთლები მოიმარაგა ოჯახმა.

ხოლო სოფელში წასასვლელად 3-5 საათი ჭირდება ხოლმე ოჯახს მარტო ჩასალაგებლად, ხშირად იქ ნათესავების მოგროვება, მოკლედ სინამდვილეში 1 დღე მიდის ორგანიზებაზე. არადა ბრძოლების პირველი ფაზა ყველაზე აგრესიულია ხოლმე, განსაკუთრებით ჰაერიდან, იმიტომ რომ მტერი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად და მოულოდნელად მოგაყენოს რაც შეიძლება დიდი დარტყმა ინიციატივის მოსაპოვებლად, პლიუს დროის გავლის შემდეგ მტრის ავიაციას ემატება ფსიქოლოგიური მომენტი: პირველი 2-3 გაფრენის შემდეგ, როცა აეროდრომზე უკვე ზოგი საფრენი საშუალება დაზიანებული ბრუნდება, და ზოგი პილოტი კი არ ბრუნდება, უკვე სუ სხვა ატმოსფერო სუფევს, აღარავის უნდა გაფრენა რაიმე უაზრო ხიდის დასაბომბად და “5-დან 1 არ ბრუნდება” სტატისტიკის გამყარების გარისკვა, რის გამოც გაფრენების რაოდენობა კლებულობს, ანუ ჰაერში უპირატესობის მისაღწევად ხშირად ყველა აპარატის ჩამოგდება არ არის საჭირო, საკმარისია საკმაოდ ბევრი ჩამოაგდო და დააზიანო რო “ომის მუღამი” დაეკარგოთ დანარჩენ პილოტებს. მაგრამ პირველ დღეს ზუსტად ის პირველი 3-4 გაფრენა არის ყველაზე მრავალრიცხოვანი და გაბედული…

ზუსტად ამიტომ ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანია – უსწრაფესი ჰაერ-საწინააღმდეგო თავშესაფარის დაგეგმვა წინასწარ და წინასწარ მომზადება. ანუ სოფელში წასვლა? – კი ბატონო, მაგრამ სამართავი ცენტრი მანამდე უნდა იყოს სარდაფში და არა სახლში 9 სართულიანი კორპუსის მე-8 სართულზე.

სარდაფში უნდა მოგროვდნენ ნათესავები რომლებსაც არ ყავთ ავტომობილი, სარდაფიდან უნდა მოხდეს პროდუქტების მოსამარაგებლად გასვლები და ა.შ. და არანაირი “აუ ბარემ ფეჩიც ხო არ გვეყიდა და წაგვეღო?”

სოფელში წასვლას კიდევ ერთი დიდი მინუსი აქვს – გზა.

ნუ თუ თქვენ რაღაც პოლიტიკური პროცესების წაკითხვის ალღო გაქვთ და 1-2 დღით ადრე “გააქციეთ” ოჯახი ქალაქიდან – კი ბატონო. მაგრამ უმეტეს წილად ეს გადაადგილები ხდება უკვე მიმდინარე ბრძოლების დროს.

როცა გზები თავად წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტებს, მითუმეტეს მთავარი გზები – რომლებიც ჩვენ ყველაზე “სწრაფ” გზებად გვეჩვენება თავშესაფრისკენ. ხიდები – პირველი პრიორიტეტია.

გარდა ამისა გზებზე ბრძოლების დროს მოძრაობს უამრავი სამხედრო ტექნიკა.

საკუთარი თვალით მაქ ნანახი: 5 ტანკიანი კოლონა მიდის გორი-კარალეთის გზაზე, გაქანებული საბრძოლო მოქმედებებია, და გარშემო უამრავი სამოქალაქო მანქანა ყველა მიმართულებით. გარდა იმისა რო ტანკები პირდაპირი მოხვედრის გარდა თითქმის ყველანაირ დარტყმას გაუძლებენ ჰაერიდან, ხოლო გარშემო 200 მეტრის რადიუსში ნებისმიერ სამოქალაქო მანქანაში ყველა მკვდარია – კიდე ეს მანქანები ტანკებს ხელს უშლიან, ზოგი უაბგონებს, ზოგი პირიქით გზის პირას აყენებს მანქანას და რაღაცას ცდილობს – ტანკშიც ქართველია, ზედ ხომ არ გადაუვლის არა, 2-ჯერ მოუწიათ ტანკებს ზედმეტი მანევრირება გზაზე და შენელება გარშემო მყოფი სამოქალაქო ავტომობილების გულიზა.

გარდა იმისა რო ხელს უშლით სამხედროებს – ის სამხედროები მიზანი არიან და ყველაზე კარგად არიან მომზადებული და ეკიპირებული დარტყმის შემთხვევაში გადასარჩენად და თქვენ რის იმედზე ხართ მათ გვერდით ტრასაზე? – ჯერ ეს ერთი კარალეთთან სუ თავისუფლად იყო მოსალოდნელი რამე დივერსიული ჯგუფის გამოხტომა…

ასევეა მოსალოდნელია დივერსიული დესანტები ყველგან, ამიტომ არ მომწონს მე სოფელში გახიზვნის იდეა, უცნობია ცივილიზაციას ყველანაირად მოწყვეტილ ტყეში როდის ვინ ოხერი გამოძვრება და რას ჩაიდენს “თვალს მოფარებული” ადგილმდებარეობის გამო…

ასევე კიდევ ერთი შეცდომაა “ქალაქის მახლობელ ტყეში გავიყვან ოჯახს კარვებით” – ქალაქის მახლობელი ტყეები ეს ზუსტად ის ადგილებია საიდანაც ამ ქალაქის დაცვას აპირებენ თქვენი ქმრები. ზუსტად ის ადგილია სადაც სანგრები ითხრება, სადაც თუ რამე ჰაერ საწინაარმდეგო საშუალებები არსებობს – თავსდება (იმიტომ რომ მთიანი ქვეყნის პირობებში ქალაქები როგროც წესი მთებს შორის მოქცეულ დაბლობებზეა… ხოლო ქალაქის მახლობელი ტყეები – არის ქალაქის გარშემო დომინანტური სიმაღლეები… ) – გარდა იმისა რო ეს ადგილები პირველი სამიზნე იქნება დასაბომბად, თუ მოხდა ისე რომ ხართ ასეთ ტყეში და გარშემო არცერთი სამხედრო არ არის, სრულებით შესაძლებელია რო ეს ზუსტად “ხვრელია” ჩვენს დაცვაში და ზუსტად თქვენზე გამოვა შეტევისას გონიერი მტერი…

ასე რომ მე პირადად ვემხრობი ქალაქში არასტრატეგიულ ადგილებში, სარდაფებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში და მეტროებში გადარჩენის იდეას. ბოლოს და ბოლოს გარშემო უამრავი ჟურნალისტია და მტერი დასნახად მაინც ცდილობს ზუსტი დარტყმები განახორციელოს და მთლად არ გამუსროს ყველაფერი, სადღაც მთაში სოფელში კი – კი, ნამდვილად, ნაკლები შანსია მისუნონ, მარა თუ მივიდნენ – უცნობია რას იზამენ.

ცალკე დიდი თემაა ბუნკერები, რომლებიც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს – უამრავია თბილისში მაგალითად. დიდი და პატარა, ღია და დაკეტილი მარა თითქმის ყველა მიტოვებული. ამაზე შემდეგ ნაწილში.

სამოქალაქო თავდაცვა კუსტარულად

Advertisements

მოქმედებები

Information

27 responses

25 05 2010
ლიკა

მე რუსთაველის მეტროში ჩასვლის კი არ მცხვენია, მეშინია უბრალოდ. ჩასასვლელი რომ დაინგრეს, როგორ ამოვალ? ან თუნდაც სავენტილაციო შახტის გამოსასვლელი რომ დაინგრეს, ხომ ამოვიგუდები?

არ ჩავალ მე მეტროში.

25 05 2010
Cyborg Mcloud

oo eg sakitxi safuzvlianad aris shescavlili:

1. metro rustavels sadgac 4 saventilacio shaxta aqvs, yvela siketestan ertad metro aris qseli, srul, absolitur sibneleshi ertma chemma megobarma rustavelidan – 300 aragvelamde iara da saventilacio shaxtidan amovida(pri etom chavida metro tavisuflebastan aseve saventilaciodan…)

imistvis ro metroshi amoggudon mteli qalaqi micastan unda gaascoronn, buldozerebit…

imito ro nu ha moxerxda da rustavelis chasasvlelic daingra da 4-ve saventilacioc – caxval sxva metrosken fexit, arc didi gza ar ari, 2 kilometric araa zogan sadgurebs shoris.

25 05 2010
tezam

nu…
ra unda vtqva.
chemi respeqti teqstis avtors.
avtoris nebartvit teqstis tirajirebas movaxden.

26 05 2010
Cyborg

ki ki tezam, thankyou

26 05 2010
Cyborg

Lika
+ am yvelafers, garda metros im sistemisa romelic chven tvalit gvaq nanaxi, umetesoba gacherebebze aris daxuruli compartmentebi, romlebic gatvlilia “omis shemtxvevashi” – ra aris shigni daje me ar vici da ukve agaravin ar icis.

26 05 2010
tezam

რამდენიმე პუნქტობრივი კომენტარი.
1. სარდაფებთან დაკავშირებით.
როცა 2008 წლის აგვისტოში სახლიდან გამოვდიოდი, ერთადერთი რაც დავიბარე იყო ის, რომ თუ რამე ატყდა, რაც ლეიბები და საბნები გაქვსთ, სარდაფის თავზე დაყარეთ, ჩადით შიგნით და ცხვირი არ გამოყოთ მეთქი.
სარდაფს კომპოტების და მურაბების შესანახად ვიყენებთ, ჩემი ხელითაა გათხრილი, გადახურვაც განზრახ საჭიროზე 1.5-ჯერ სქელი გავუკეთე (45 სმ ორმაგარმირებული 400 მარკიანი მთლიანი ბეტონი), ორმაგი ვენტილაციით. ჩემი გათვით 152 მმ ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში (ჯვარი წერია) სარდაფში მყოფებს გადარჩენის საკაიფო შანსი აქვთ.
2. გზებზე ყიალთან დაკავშირებით.
II მსოფლიოში მეომარი მხარეები განზრახ აწიოკებდნენ მოსახლეობას, რომ ის აყრილიყო და ზურგში გადასვლას ცდილიყო, ამით გზები იხერგებოდა და მოწინააღმდეგის მანევრულობას ზღუდავდა. ეს დღესაც აქტუალურია.
ჯერ ერთი რომ საკუთარ ჯარებს მოედები ფეხებში და მერეც ბრძოლების დაწყების I საათები ყველაზე ინტენსიურია და ამ დროს ზუსტად გაშლილ ადგილეზბე მყოფები ზარალდებიან. + გაცილებით უკეთესია ხიფათს ნაცნობ გარემოში შეხვდე, ვიდრე სადღაც ტრასაზე.
3. მეტროსთან დაკავშირებით.
თავის დროზე თბილისის მეტრო ატომური დარტყმის გათვალისწინებით დაიგეგმა და აშენდა. ასე რომ სულ რომ ყველაფერი გაცამტვერდეს, მეტროში მყოფებს არაფერი ემუქრებათ, რათქმაუნდა ფსიქოლოგიურ მომენტს თუ გამოვრიცხავთ.
4. საავიაციო დარტყმებთან დაკავშირებით.
არც ერთი მეტნაკლებად ჭკუაზე მყოფი სამხედრო არ დახარჯავს რესურსს უქმად.
საბრძოლო თვითმფრინავი ძალიან ძვირი ღირს (რამდენიმე მილიონი), თვითმფრინავზე უფრო ძვირი ღირს ნორმალური სამხედრო პილოტის მომზადება (რამდენიმე ათეული მილიონი). და ეს რესურსი რუსეთსაც კი შეზღუდული აქვს. ასე რომ სკოლის მასწავლებელის ან პარიკმახერის მოსაკლავად ამ თვითმფრინავს არავინ გამოგზავნის, მაშინ როცა ჩვენი ჯარების წინააღმცდეგობა ჯერ გატეხილი არაა. და თუ გატეხილია მით უმეტეს. სხვა თუ არაფერი მარტო თვითმფრინავის საწვავი ჯდება ათასობით დოლარი (სუ-25 1 საათის კრეისერული ფრენის დროს 1000 ლიტრ საავიაციო ნავთს წვავს).
ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე თვითმფრინავის ცამოგდების და დაზიანების შემდეგ რუსეთის ერთ-ერთმა სამხედრო ესკადრილიის პილოტებმა საბრძოლო გაფრენების შესრულებაზე უარი განაცხადეს და რუსეთის ხელმძღვანელობას ზომების მიღება დასჭირდა.
ასე, რომ პანიკის გარეშე.
თუ სრულიად შემთხვევით არ მოხვდა, უსარგებლო სამიზნეს დაბომბვას არ დაუწყებენ. “არარენტაბელურია”.
+ თავად ავიაციასაც არ გააჩნია ის რეალური ეფექტურობა რა ეფექტსაც ფსიქოლოგიურად ახდენს.
+ ბალისტიკური რაკეტები. ცნობისთვის რუსების ყველაზე მძლავრ არაბირთვულ რაკეტას 5-7-ჯერ უფრო სუსტი ზიანის მიყენება შეუძლია ვიდრე თუნდ ერთი სუ-25-ის თვითმფრინავ-გაფრენას.
ასე რომ ყველაფერს დაბომბავენ და ლაზერი აქვენ და დაწვავენ ყველაფერს, რბილად რომ ვთქვათ ზღაპრებია.
იმ მტერსაც თავისი გაჭირვება აქვს და თავისი რეალური ამოცანა შესასრულებელი.

26 05 2010
ლიკა

კაი, დამარწმუნეთ, ჩავალ მეტროში.

ვირთხების მოგერიების ერთი-ორ რჩევითაც თუ მომამარაგებთ, კაი იქნება.

27 05 2010
Cyborg

lika
da kide wireless -i ichers tu ara metroshi xo???

omia va, xalxi zemot rusebs igeriebs, ra gaxda virtxebi, თქვენც ხო უნდა გაერთოთ რამეთი :D

კსტაწი მეტროში ზოგიერთ ტუნელში ატომური კარებებია, ეს უკვე პრაქტიკულად აღარავინ იცის, ოდესღაც ალბათ ცენტრალური მართვა არსებობდა ამ ყველაფრის და ა.შ. – მაგალითად ელ დეპოსთან არის უზარმაზარი, 1 მეტრის სისქის ბეტონის კერებები, კიდევ სადღაც სადღაც არის.

ჩისტა იმჰო დღევანდელ დაბომბვისგან გადარჩენის სისტემას თბილისში ყველაზე კარგად სულ რამდენიმე დიგერი იცნობს, რომლებიც იქ პროსტო სპორტული ინტერესისთვის და საბჭოთა კავშირის დროინდელი არტიფაქტებისთვის უკვე მე-5 წელია დაძვრებიან… (ჩიტაწ: კალაშა, ინტერა და დეპო)

ამ კონტექსტში ძაან სასაცილოა რამდენიმე უზურპირებული ბუნკერი. ანუ ბუნკერის შესასვლელი რომელიც ვიღაც ბაბუამ ამოხერგა და სახლი გაიკეთა, ბომჟატნიკი, ან შესასვლელი გადაკეთებული მაღაზიად და შიგნი კიდე ერტი 10 მეტრზე საწყობად რომ იყენებენ და სხვა მსგავსი მარაზმები.

tezam
ვოტ იმენნა

ჩემი მცდელობაც ეს არის, პანიკას იწვევს დიდწალად კაკ რაზ “რა ვქნათ”-ის არ ცოდნა. ხო ხვდები რა კორპუსში რო ხარ, მე-10 სართულზე, გაიხედავ და სადღაც რაღაც აფეთქდა – იასნია გული გისკდება და თან არ იცი რა ქნა, სად გაიქცე, წითელი ხიდისკენ გზაზე პროპკაა, სოფელში აპასნია… ლიჩნა მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმის გააზრებას როგორო მოიქცეს მშვიდობიანი მოსახლეობა ომისას, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის იმაში ეს მშვიდობიანი მოსახლეობა როგორ დაინახავს ბრძოლებს და რა შეფასებებს მისცემს შესაბამისად იგივე რუსების ეფექტურობას.

27 05 2010
mikheil

მეტროს ერთი ნაკლი აქვს – ჩვენ, ქართველები ძალიან პანიკოირი ხალხი ვართ და მეტროს შესასვლელებში ჭყლეტა გარდაუვალია.

სინამდვილეში თბილისის საცხოვრებელი უბნების მასირებული დაბომბვა ისე რომ სარდაფებს რაიმე ზარალი მიადგეთ, ზოგადად ნაკლებად შესაძლებელი მგონია. თვით ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის დაბომბვაც კი ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ რომ რუსული სიზუსტეების გათვალისწინებით შეიძლება გვერდზე მდგომ სამების ტაძარს მოხვდეს. ანდა საერთოდ სიონს. რაც გამოიწვევს იმას რომ 1) საინფორმაციო ომში გამოდგება იარაღად 2) საკუთარი მოსახლეობის დამატებითი მოტივაციისთვის – ”ეგენი ახლა ანგრევენ ეკლესიებს და თუ დაგვიპყრეს რას გვიზამენ”. მოსკოვში ისეთი დებილებიც არ სხედან რომ ამაზე არ დაფიქრდნენ.

აქედან გამომდინარე, ომის დაწყების პირველ წუთებში სახლების დაბომბვის შესაძლებლობა საკმაოდ მცირეა. მოსალეობას აქვს იმის ფუფუნება რომ მშვიდად და პანიკის გარეშე ადგეს, მოხვიოს ბავშვებს ხელი და გაიხიზნოს სარდაფებში. თუ თვითონ არ აქვს სარდაფი, ნათესავის სარდაფამდე მისვლასაც კი მოასწრებს.

მე მაგალითად მომავალ (მშენებარე) სახლში სარდაფი არ მექნება. სამაგიეროდ მაქვს მშობლების სახლში და ჩემი სახლიდან იქამდე ფეხით მიღწევასაც კი მაქსიმუმ ნახევარი საათი უნდა.

უბრალოდ მამაჩემის დარწმუნება იმაში რომ სარდაფი ხარახურისგან გაათავისუფლოს, არ იქნება ადვილი :D

27 05 2010
Cyborg Mcloud

mikheil
აბსოლიტურად იგივე მიწერია:
სახლებს არავინ დაბომბმავს, მითუმეტეს დასაწყისში

უბრალოდ შეიძლება რაიმეს ააცილონ და სახიფათოა, ან გამოიყენონ კასეტური საშუალებები რომლებიც ასევე სახიფათოა სტრატეგიული ობიექტების შორი ახლოს.

ამიტომ ყველანაირი ღირსების შელახვის გარეშე – სარდაფები სავსებით საკმარისი თავშესაფარია.

ნუ როგორც ყველგან – რა თქმა უნდა ჭირდება მილაგება და ძველი ხარახურის სადმე გადაყრა :დ

რაც შეეხება მეტროებს ეგ უფრო last resort შემთხვევისთვის, ან მაინც რუსებია, ხუი ზნაეტ რა მოუვათ თავში – ეგებ უცებ კავროვიზე გადავიდნენ.

რუსების ტაქტიკაა, რაც მე პირადად დავაკვირდი “გააკეთე ისეთი გაუგონარი რამე რაც არავის თავში არ მოუვიდოდა აქამდე და მერე მოიფიქრე როგორ გაიმართლებ თავს” – ხოდა ყველაფერია მოსალოდნელი, ვპლოძ დო ტოჭკა-უ-ების სროლამდ თბილისზე პროსტა ტაკ, კი ძვირია მარა 3-4 ტოჭკა დაამთავრებს ომს – მიშას ჩვენი ხელით გადმოვაგდებთ… ამიტომ თუ გამოჩნდა რო საშიშროება არსებობს – ჯობია გადაბარგდე მეტროებში, მეტროებს საკმაოდ ბევრი შესასვლელი აქვს და როცა თავშესაფარის საკითხი დადგება ჟეტონებიც არ იქნება საჭირო – არც ჭყლეტვა იქნება დიდი მაინდამაინც.

27 05 2010
ლიკა

და რამდენი ხალხი დაეტევა მეტროებში?

27 05 2010
Cyborg Mcloud

tu im damatebit compartmentebs gamoiyeneben romlebic yvela gacherebazea da romlebshic aravin yofila kaaaaai xania

ideashi yvela :D

27 05 2010
mikheil

კიბორგ,

jordano ვარ, კსტაწი :) პროსტო ეს ჩემი ოფიციალური სახელი ისე მომწონს რომ ამითაც ვრეგისტრირდები ხოლმე სხვადასხვა საიტებზე.

რაღა დაგიმალო და რუსების მხრიდან “ტოჩკა უ–ების” ან კასეტური ბომბების მასობრივად გამოყენება თბილისის წინააღმდეგ ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. აი აცდენა და სახლებისთვის მორტყმა კი მოსულა. ნუ, თავდაცვის სამინისტრო/გაერთიანებულ შტაბი ნამდვილად მოყვება ცეცხლქვეშ და გვერდით აღმაშენებლის გამზირია. სადაც კაცმა არ იცის, სარდაფები არის თუ არა.

სავარაუდოდ, თბილისში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მეტად (სპეცოპერაციების ცენტრის ყაზარმების დაბომბვას რა აზრი აქვს? იქ დამლაგებლების მეტი აღარავინ იქნება მაგ დროისთვის) სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებაა მოსალოდნელი:
1. ტელევიზიები
2. მსხვილი ინტერნეტ–პროვაიდერები (ალბათ კავკასუსი პირველ რიგში. გაერთიანებული ტელეკომი– არ ვიცი)
3. ბანკები და პლასტიკური ბარათების საპროცესინგო ცენტრები
4. მობილური ოპერატორები. ალბათ ბილაინი გადარჩება, მაგთი/ჯეოსელს კი ცუდად აქთ საქმე. 2008 წელს ანძებს ემტერებოდნენ ძირითადად.
და ა.შ.

ანუ რუსეთი ალბათ ეცდება, მაქსიმალურად დაგვიხშოს ინფორმაციის მიღების წყარო, ამით გამოიწვიოს პანიკა და მერე მღვრიე წყალში ითევზაოს.

აი ასე მგონია.

ასე რომ, სარდაფების მოწყობა კარგია და საჭიროა მაგრამ ამ საკითხებზეც გავამახვილებდი შენს ყურადღებას, კიბორგ ბატონო. კასეტური ბომბებით ბანკის ქსელის მწყობრიდან გამოყვანა არ მეჩვენება რეალურად. ატომური ბომბით, რომელსაც მძლავრი ელექტრომაგნიტური იმპულსის გამოსხივებაც შეუძლია სხვა “სიკეთესთან” ერთად – კი ბატონო.

მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენება – რა ვიცი, რა ვიცი…

28 05 2010
Cyborg Mcloud

ტაკ ბოლოდან:
ნუ დაჟე ჩემს ფანტასტიკურ სიზმრებში არ არის რომ ომის პირველ დღეებში რუსეთი nuke-ს გვხევს… ხაწია რუსეთია და რა იცი… მარა მაინც მგონია რო თავიდან არ გვხევს და მერე გამოჩნდება…

რაც შეეხება კასეტური ბომბების გამოყენებას:
რა თქმა უნდა თუ რუსებს თავში აზრი აქვთ, და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის რო აქვთ, მაგთის ოფისის წინააღმდეგ კასეტურ ბომბს არ გამოიყენებენ. მაგრამ შეგახსენებ რა პირობებში მოხდა კასეტური, რამდენადაც ვიცი მიწა-მიწა ტიპის რაკეტის გამოყენება გორში – გარშემო იყო ოხრად რეზერვისტები, გვერდზე იდგა ტანკები, მოფრინდა რაკეტა…

ვიმეორებ იმას რაც სტატიაში უკვე მეწერა: შენ არასოდეს იცი როდის გამოივლის იმენნა შენ ქუჩასე რაფაელ-სპაიდერის გრუზავიკები, და როდის აღმოაჩენს მას რუსული დაზვერვა და როდის გამოფრინდება მის გასანადგურებლად და რა გამოფრინდება… და აი ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემების წინააღმდეგ კასეტური ჭურვები ვაფშე იდეალურია, ბრონირება მინიმალური, და არადა მინიმალური დაზიანება ანტენების და ჩათვალე გამოიყანე მწყობრიდან…

რომ არაფერი ვთქვათ ცოცხალ ძალაზე რომელიც სად როდის არის ვერ გაიგებ.

+ ამას მცდარი სადაზვერვო ინფორმაცია, ანუ გარდა რაკეტის სიზუსტისა – ვიღაცამ კიდე სწორი სამიზნეები ხო უნდა მისცეს? – ასე მაგალითად შენც კარგად იცნობ ფორუმელ pataputina-ს, რომელიც აგვისტოს ომის დროს რაჭაში იყო, სადღაც საკმაოდ შორს ყველაფრისგან, და უცებ მის გვერდით მინდორში დაერჭო რაღაც და… მგონი არ გასკდა კსტაწი, ბრაკი დაერჭო.

ნუ გამოშტერდა რა თქმა უნდა ხალხი – შუა მინდორში ჩამოვარდა რაღაც რაკეტა რა.

გაირკვა რო თურმე 50 წლის წინ იქ, იმ მონდორში რაღაც ბაზა იყო.

ტაკ ჩტო… ჯერ ერთია ააცდენენ თუ მოარტყამენ და მეორეა რას ესვრიან.

და მესამე და მნიშვნელოვანი: ვაფშეტა ომის დროს დახევის ერთ-ერთ მიზეზად, ანუ იმის მიზეზად რო თავდაცვითი ბრძოლა იქვე არ გაიმართა, გამოცხადდა ის რო რუსებმა დაიმუქრენ ტოჩკებს ვესვრით თბილისსო.

ნუ არ დაკონკრეტებულა სახლებს ესროდნენ თუ ტელევიზიას, მაგთის და სხვა ობიექტებს, მარა გამომდინარე აფეთქების სიმძლავრისგან და რადიუსისგან – სასიამოვნო არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა. მითუმეტეს ტუ მოსახლეობა სახლების ფანჯრებთან იდგებოდა გარშემო ტერიტორიაზე.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: მთავრობამ რო იცოდეს რო ხალხი სახლებში ტელევიზორებთან კი არ ზის, პადვლებში და მეტროებშია – უფრო აქტიურად გარისკავს გაიგე, ა ჩორტ ივო ზნაეტ ისროდნენ ტოჩკებს თუ არა სინამდვილეში, მარა 1-იც რო ესროლათ რომელიც სადმე საცხოვრებელი რაიონის შუაში დაერჭობოდა(მაგალითად პარლამენტის შენობას, აი პროსტო აიხირეს და ხიეს) – ზუსტად მოუმზადებელი მოსახლეობის გამო უზარმაზარი დანაკარგი იქნებოდა, რაც ეგრევე გამოიწვევდა არა უბრალოდ პანიკას, პირდაპირ გამოიწვევდა მთავრობის გადაგდებას.

ამიტომ ძალიან ძალიან მიკვირს მთავრობის პრაქტიკული უმოქმედობა სამოქალაქო თავდაცვის მხრივ. თან არანაირი ფინანსები დამატებით არ არის საჭირო – უბრალოდ სატელევიზიო რეკლამები, ერთი ორი შემეცნებითი გადაცემა. დაახლოებით იგივე შინაარსით რა – როგორ მოვიქცეთ საბრძოლო მომქედებების განახლების შემთხვევაში. ვსიო არაფერი არ ჭირდება, ყველა თავის თავს თავისით მიხედავს. ხალხს უყვარს როცა იცის რას უნდა ქნას. პანიკა და ისტერიკა ჩნდება სიტუაციის უცნობობისგან. ხშირად სუ რო სამოთხეში ჩააგდო ადამიანი, თუ არ იცის რა ქნას და როგორ მოიქცეს – ეშინია.

28 05 2010
mikheil

მეც ბოლოდან :)

აი კაკრაზ მთავრობის პრაქტიკული უმოქმედობა ზუსტადაც რომ მესმის. ახლა რომ სარდაფების გამაგრება და მოსახლეობის სწავლება დაიწყონ, ჯერ პანიკა აიწევა, მერე გამოხტება მთელი ოპოზიცია – ამას კიდევ ომის დაწყება და საწყალი მძინარე ცხინვალის ხელმეორედ გაღვიძება უნდაო და ბოლოს მთავრობას გადმოაგდებდნენ.

აი ამაღამ სააკაშვილმა რომ ხილვა ნახოს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რომ მოსახლეობა მოამზადე ომისთვის, 1 წელიწადში დაგცხებენო. დარწმუნებული ვარ რომ ვერ გარისკავს რეალურად რამე საქმის დაწყებას.

გემახსოვრება, ორიოდე სანგარი ამოთხარეს თბილისის შემოგარენთან და ეგრევე პანიკა აიწია, ომისთვის ემზადებაო. ახლა შენ წარმოიდგინე, რუსთავი 2–ზე რომ რეკლამა გავიდეს, რა კუდებს მოაბამენ ამას.

დანარჩენზე რა მოგახსენო აბა? იდეაში სპაიდერები თბილისის ქუჩებში არ უნდა ატარონ და არც გაგანია ომში უნდა გაეშალათ რეზერვისტები შუა ქუჩაში, ყვითელი ავტობუსების გვერდით, იქვე ტანკები კიდევ. მარა მაგაზე კამათი შორს წაგვიყვან.

ყველაზე ჭკვიანური ალბათ იქნებოდა, სკოლებით დაეწყოთ ეგ ამბავი. ბავშვს კიდევ გააგებინებ რამეს და ერთ 5 წელიწადში ის ბავშვი რომ ცოტა დიდი გახდება, მერე წიხლით შემოათრევს ფლოსტებით და ხალათით აივანზე გასულ მამას და კინწისკვრით ჩატენის სარდაფში :)

თუმცა მაგაზეც ერთი ამბავი აიწია, საზარბაზნე ხორცი უნდა გამოიყვანონ ჩვენი შვილებისგანო. არადა კაცმა არ იცის რის სწავლებას აპირებდნენ, იქნებ წესიერი იყო რამე?

28 05 2010
ლიკა

კაი, ბატონო _ თუ მთავრობას ესმის სამოქალაქო თავდაცვის საჭიროება მაგრამ ორგანიზების ეშინია, აქაოდა ომისთვის მზადება არ დამწამონო _ კარგი. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად წამოიწყებს ამ საქმეს, მთავრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს.

შეიძლება რაღაც არასამთავრობო ჯგუფის შექმნა, რომელიც ყველა ამ ბუნკერებს გაასუფთავებს, მოამზადებს. შეიძლება საიტის გაკეთება, სადაც მათი აღწერა დაიდება და რუკა/სქემები, როგორ მოხვდე. შეიძლება წინასწარ კედლებზე ისრებიც კი დაიხატოს ფშიკალკა საღებავებით_ გზა ბუნკერისკენ – ვინ გიკრძალავს? შეიძლება გაკეთდეს ახსნა-განმარტებითი ფლაერები და გავრცელდეს: როგორ უნდა მოიქცე დაბომბვის შემთხვევაში და ა.შ _ ნუ ბევრი გადაწყვეტს რომ გიჯები ვართ მარა მერე რა. ხო, არის გიჟების სასტავი, რომელსაც მიაჩნია რომ ომისთვის სამოქალაქო მზადყოფნა აუცილებელია და ავრცელებს ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცე. რა, არ შეიძლება? _ მთავარია, ვიღაცეები მაინც წაიკითხავენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, გაახსენდებათ.

ანუ თუ მთავრობა ვერ შვება, ჩვენ უნდა ვქნათ, სხვა რა გზაა. უნდა მოვიფიქროთ, როგორ.

29 05 2010
XANGA

Cyborg Mcloud
ყოჩაღ, ძალიან საინტერესო და საჭირბოროტო თემაა.
მე კი ვიზრუნე ჩემებზე და ერთი ორჯერ ცრუ განგაშივითაც მოვაწყვე. ჩემს კორპუსშიც მეტ ნაკლებად მოვაგვარეთ ეს სიტუაცია და პადვლების მეტნაკლები შემზადებაც დავოწყეთ საერთო ძალებით. ეს ტექტსი უნდა გაილინკოს ყველგან სადაც კი ხელი მიგვიწვდება. რას ნიშნავს პანიკა და სამოქალაქოების დაუცველობა ეს ჯერ კიდევ 1993 წლის სექტემბერში ვიგემე. სულ რომ მხოლოდ 100 ოჯახი მიჰყვეს ამ რჩევებს ესეც კარგი შეღავათი იქნება.
როცა ჯარისკაცს ეს პრობლემა მოგვარებული აქვს და მეტნაკლებად იცის თუ სად და რა პირობებში აფარებს თავისი მისი ოჯახი ის მეტად თავდაჯერებულია, უფრო საღად აფასებს სიტუაციას და შესაბამისად უფრო მონდომებით იბრძვის.

2 06 2010
patria nostra

http://forum.ge/?f=49&showtopic=34072848

თუ რა მოვაელეობა ეკისრებათ კონფლიქტის შემთხვევაში, 18 დან 45 წლამდე , მამრობითი სქესის საქართველოს მოქალაქეებს(სათანადო სარეზერვო სისტემის არსებობის სემთხვევაში) მეტნაკლებად ნათელია ,მაგრამ რჩება მოსახლეობის მეორე ნაწილი , ე.წ. მშვიდობიანი მოსახლეობა (ქალები, ბავშვები, მოხუცები) ,რომელთა როლი ნათელი არ არის, ამიტომ საჭიროა მათი , საბრძოლო მოქმედებების არეალიდან მოშორება (გარიდება). ამისათვის აუცილებელია შემუშავდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სწრაფი ევაკუაციის გეგმა. მოსახლეობა უნდა იყოს გათვითცნობიერებული თუ სად შეიძლება საჰაერო და საარტილერიო შეტევის დროს თავის შეფარება (თბილისში ამისათვის მეტრო უნდა იქნეს გამოყენებული), ასევე უნდა განახლდეს თავშესაფრების უკვე არსებული ქსელი( შედარებით უსაფრთხო ,პრუვიზორული თავშესაფრის როლს სარდაფებიც შეასრულებენ).
მოსახლეობის სწრაფი ევაკუაციისთვის გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო ტრანსპორტი(ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები) და ყველაფერ ამას ორგანიზებული სახე უნდა ჰქონდეს. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სამსახური რომელიც ყველაფერ ამას გააკონტროლებს.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ევაკუაცია შეძლებისდაგვარად ბათუმისკენ (თურქეთისკენ) ხოლო , თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოსი აზერბაიჯანის მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ადგილზე უნდა მომზადდეს ლტოლვილების მიღების და დაბინავები სიტემა(იფრასტრუკტურა). ყველაფერი ეს კონფლიქტის დაწყებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს და რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იყოს ორგანიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , რომ აუცოლებელია მშვიდობიანმა მოსახლეობამ იცოდეს თუ როგორ უნდა მოქცეს ომის შემთხვევაში , სად იქნება ევაკუაციისთვის თავშეყრის ადგილები და ა.შ.
ევაკუაციისთვის ყველა არსებული სატრანპორტო საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის კერძოც. ამისთვის საჭიროა კერძო სატრანსპორტო ფირმების სიტუაციაში წინასწარ გათვითცნობიერება , მათი სატრანსპორტო საშუალებები ომის შემთხვევაში , ქალაქების და დას.პუნქტების სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.
აუცილებელია ევაკუაციისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის სათანადოდ აღნიშვნა. განმასხვავებელი ნიშნები (მაგ. თეთრი ბაიღაღები) შორიდან უნდა ჩანდეს , რათა მოწინააღმდეგის ავიაციას და სახმელეთო ჯარებს ,სამხედრო ობიექტებში არ აერიოთ და მათზე იერიში არ მიიტანონ.
ინფორმაცია შეკრების აგდილებზე და ევაკუაციის პროცედურებზე, მოსახლეობამ შეიძლება ტერ. დაცვის კურსებზე მიიღოს. კურსანტები მიღებულ ინფორმაციას თავიანთ ახლობლებში და ოჯახის წევრებში გაავრცელებენ.
მშვიდობიან მოსხლეობაში დიდი დანაკარგების და საყოველთაო პანიკის თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშველოვანია მოქალაქეების, ევაკუაციის პროცედურაში გათვითცნობიერება და ევაკუაციის სპეციალური სამსახურის შექმნა.

2 06 2010
Cyborg Mcloud

@patria nostra:

ნუ ტექსტი მინიმუმ იდეალისტური იყო
შემდეგ არა კონსისტენტური

პირველ რიგში ეს “უნდა შეიქმნას და უნდა არსებობდეს” – და საერთოდ “უნდა რუსეთმა დათმოს და წავიდეს” ან “უნდა ისეთი საჰაერო თავდაცვა შეიქმნას და ისეთი ჯარი გვყავდეს ასეთი თემები საერთოდ არ გახდეს საჭირო” – მარა საუბარი აქ ზუსტად იმაზე მქონდა რო ერთია რა უნდა – მეორეა რა არის და შესაბამისად როგორ შეუძლია მშვიდობიან მოსახლეობას გადაირჩინოს საკუთარი თავი – საკუთარივე ხელებით. ანუ კუსტარულას როგორც თემის სათაურიდანვე ავღნიშნე.

მეორე რიგში კონსისტენტურობაზე: მაინც მეტროები და პადვლები თუ წითელი ხიდი?

ეს ძალიან პრინციპული საკითხია – იმიტომ რომ ერთდროულად არ გამოდის.

მიზეზი მარტივია – ეს მეორე მსოფლიო ომის არ არის და ტერიტორიები ათასობით კილომეტრებით არ იზომება – ანუ დრო არ არის ბევრი, ომის აქტიური პერიოდი გრძელდება რამდენიმე დღე სულ, სამაგიეროდ ძალიან აგრესიული ომის, ხოდა ერთხელ უკვე ვნახეთ, პრაქტიკულად “ორგანიზებულად” როგორ იყო საცობი კახეთისგზატკეცილზე და… ვერც ვერავის ვერ აიძულებ, ორაგანიზებულობის ეგიდით, “დაელოდოს” სანამ “უფრო დიდ ჯიპებიანი ბიძიები გარბიან ჯერ”

ამიტომ ან მეტროები ან პადვლები, ან გაქცევა და ევაკუაცია.

მესამე შეკითხვაა – ევაკუაცია სად? – სად გარბიხარ? – ან ვის უნდიხარ? – დარწმუნებული ვართ რო თურქეთი ჩვენ ლტოლვილებს მიიღებს? – ანუ ისევ და ისევ In reasonable time – უბრალოდ გაწელავს დროს, აქეთური, იქეთური და მორჩება ომი… იგივე აზერები… ვიმეორებ ჯერ იქამდე მისვლას ხო უნდა დრო და მონდომება…

მერე ეს ევაკუაცია – თესავს პანიკას.

შენ გაუშვებ შენს ოჯახს მარტო საევაკუაციოდ ასე მანქანებით და საბაჟოზე და ჩორტ ივო ზნაეტ სად ოხრობაში? – რა თქმა უნდა უმეტესობა მამრებისა გაყვება თავის ოჯახს მისახმარებლად და ეს ძირშივე გამორიცხავს იმას რისთვისაც ომი ვაფშე დაიწყებოდა, და დამთავრდება იმ ისტერიით რომლითაც წინა დამთავრდა, მაშინ საერთოდ რისთვის ვომობთ?

3 06 2010
mikheil

რა მაგის პასუხია და დროებითი დისლოკაციის ადგილი მაქვს თავისუფლების მოედანზე, ბოლო 1 კვირაა (ვიღაც მაღალანაზღაურებად კონსულტანტს ვესაუბრებით სამსახურში, ცხოვრების ამაოებაზე) და შუადღისას ბატარეების დასატენად რამდენჯერმე შევიარეთ “შემოიხედე გენაცვალეს” ახლადგახსნილ ფილიალში პუშკინის ქუჩაზე. აი კოლმეურნეობის მოედნიდან რომ ამოდიხარ თავისუფლებაზე, იქვეა.

მინდა გითხრათ რომ სერიოზულ ბომბსაფარად მომეჩვენა. მიწაში კარგა ღრმად ზის, სახლის ქვეშ. გარედან ცხადია შუშის კარი აქვს მაგრამ შიგნით სივრცე იმხელაა რომ თუ მაინცდამაინც კართან არ აფეთქდა რამე ბომბი რომ დარტყმის ტალღამ დაგაზიანოს, ნამსხვრევები ნამდვილად ვერაფერს დაგაკლებენ. ვერც შუშის და ვერც კასეტური ბომბის. შიგნით საკმაოდ მიხვეულ–მოხვეულია და…

იგივე შეიძლება ითქვას “ნაით ოფისზე”, რომელიც ასევე გემრიელად ზის მიწაში და კიდევ სხვა მსგავს “ზავეძენიებზე”.

ამ მთავრობის ადგილზე ჭკუასთან ახლოს მომეჩვენებოდა მსგავსი “სტრატეგიულად გამაგრებული” ობიექტების ხელმძღვანელებთან კონტრაქტის დადება რომ თუ რამე მოხდება, მსგავსი ადგილები ოფიციალური შეტყობინებიდან რამდენიმე საათში “აკეცონ” (ნუ რა, აპარატურას აიღებენ და სასმელებს :D ) და გადავიდნენ სამხედრო მდგომარეობაზე. ამ საქმისთვის რასაკვირველია ობიექტი მიიღებს გარკვეულ თანხას, გადაცილებაზე დაეკისრება ჯარიმა და ა.შ.

ნუ პრინციპში დაბომბვა თუ დაიწყო ის შუშის კარი ხალხს მაინც ვერ დააკავებს მაგრამ მაინც ოფიციალურად სჯობს ყველაფერი. მით უმეტეს რომ მაგ უბანს დიდი შანსი აქვს, რუსული ავიაციის დარტყმის სავარაუდო ადგილი გახდეს. პარლამენტიც იქვეა, პრეზიდენტის რეზიდენციაც, ეროვნული ბანკიც. საქართველოს ბანკის სათავო ოფისიც იქვეა. მოკლედ, გემრიელი პანიკის მოწყობა შეიძლება მანდაურობის დაბომბვით.

4 06 2010
Cyborg Mcloud

მესამედ ვიმეორებ:
კონკრეტული მიზეზების გამო მთავრობა სპეციალურად, გააზრებულად, ხელს არ ანძრევს ამ მიმართულებით. ეს არ არის ვარაუდი.

ამიტომ კუსტარულად არის საჭირო.

5 06 2010
zvigena

წავიკითხე კიბორ ტექსტი, მძიმე თემაა,

6 06 2010
XANGA

mikheil, Cyborg Mcloud
მთავრობა რატომაც ითრევს ამ საკითხზე ფეხს ალბათ თქვენც ხვდებით. საქმე ისევ ჩვენს დაუნ საზოგადოებაში რომელიც ასეთ სამზადისს ისევ პანიკურად შეხვდება, ჟოპოზიცია დაიხვევს ამას თითზე და დაიწყებენ ისევ სისულელეებს და რუსების მითითებით ხალხის შეშინებას და ა.შ
თუმცა სახელმწიფოს წაყრუება სამოქალაქო თავდაცვაზე მაინც დანაშაულებრივია რაგინდ მიზეზიც არ ჰქონდეს ამ წაყრუებას. თუმცა მე რამდენადაც ვიცი არც მთლად უსაქმოდ ზიან და ამ საკითხზეც მუსაობენ. საქმე იმაშია რომ სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტის შექმნა, მშნებლობა სრული მასშტაბით უნდა მიდიოდეს ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე.

11 06 2010
tezam

II ნაწილს როდისთვის ველოდოთ?

27 08 2010
ელიზბარ ქვარიანი

მოდით დავფიქრდეთ…
ჩემი აზრით აისი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია, ომის ვითარებაში, საქართველოს მოქალაქეებში მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის და თავის გადარჩენის უნარი განავითაროს.
 როგორ ვიყოთ შინაგანად, ფსიქოლოგიურად, მზად უეცარი ხიფათის მომენტში?
 რას უნდა გრძნობდეს და ელოდოს მოწინააღმდეგე ჩვენთან შეხვედრისას?
 შეუძლია თუ არა სუსტ ადამიანს სძლიოს უფრო ძლიერს?
 სად არის ადამიანის სხეულში სუსტი და ადვილად მისაწვდომი (მანეიტრალებელი) წერტილები?
 რამდენი წამი გვაქვს მოწინააღმდეგის დროებითი განეიტრალებისთვის?
 რამდენი წამი გვაქვს შემდგომი ქმედებისთვის და ამ ქმედების ყველაზე ტიპიური რამდენი ვარიანტი არსებობს?
 რა (არა თვალშისაცემი) საგანი შეგვიძლია ვიხმაროთ მოგერიებისთვის და უეცარი კონტრშეტევისთვის?
 რა განსხვავებაა ქალაქის და სხვა რომელიმე სხვა სიტუაციას შორის?
სხვათაშორის, ასეთი ცოდნა არა მარტო ომის პირობებშია გამოსადეგი. ჩვენს დროში პირადი თავდაცვის საჭიროება, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციებშიც…
ჩემი აზრით (და თუ ვინმე არ დამეთანხმება – შემეკამათოს), აისს შეუძლია, და მოწოდებულია კიდეც, ამ განხრით მუშაობა.
ელიზბარ ქვარიანი

28 08 2010
Cyborg Mcloud

კი მეც ვთვლი რო აისი კარგი პლატფორმაა სამოქალაქო პირების მომზადების მხრივ და აქტიურადაც ვთანამშრომლობ მათთან.

9 01 2013
Polaris

რამდენიმე შესწორება მეტროსთან დაკავშირებით:
რუსთაველის მეტროს 4 სავენტილაციო შახტა არ აქვს, საესკალატორო გვირაბის ქვედა (დაფარული) ნახევრიდან ხდება ვენტილაცია.
ჰერმეტული კარები თითქმის ყველა გადასარბენზეა და არა მარტო ელექტროდეპოსთან, ასევე არის სადგურებზე.
სპეციალური ობიექტები სადგურებზე ყველას ვერ დაიტევს, ასეთ ობიექტებში არის ტუალეტები.
თუმცა მინიმუმ ორ სადგურზე არის ასეთი ობიექტი (ერთი პირველ ხაზზე და მეორე საბურთალოს ხაზზე).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: