დასაწყისი: სიტუაციის გამოუვალობა

10 07 2010

მოდით გავუსწოროთ თვალი რეალობას:
გასაგებია რო მოცემულ სიტუაციაში, განსაკუთრებით მაშინ როცა რუსეთმა “გაიმარჯვა” და ეს გამარჯვება უკვე საკმაოდ ბევრი საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე დაუჯდა – უბრალოდ მარტივად არ “დათმობს” მონაპოვარს.

მეტიც – იმიტომ რომ მან ეს ტერიტორიები აღიარა და პრაქტიკულად სუ ფეხზე კიდია რას ფიქრობს ამაზე დანარჩენი მსოფლიო – პრაქტიკულად არანაირი პირობით არ დათმობს. ანუ არანაირი ვაჭრობა და მუქარები მასთან არანაირ მონაგარს არ მოიტანს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რო ჩვენი ტერიტორიების გულიზა მაინდამაინც თავს არავინ არ შეიწუხებს. ნუ შეშფოთებები და რეზოლუციები ვედრა ლარად, ვისაც უნდა წაიღოს, რუსეთის პოზიცია “დაახვიეთ ეგ ფურცლები და გაიკეთეთო”-ა.

და მთლად უარესი – პრაქტიკულად რუსეთი 2013 -მდე უბრალოდ “დატორმუზდა” – და მერე ახლიდან ეცდება ჩვენს სრულ ანექსიას. უფრო სწორად, როგორც ერთმა ზრდილობიანად მითხრა, “არა ეგრე ნუ ამბობ, უნდა თქვა რუსეთის პოლიტიკური გავლენის ზონაში შეყვანა”. პრი ეტომ ესეც კი არ გამოიწვევს დაკარგული ტერიტორიების რაიმე ფორმით ჩვენთან მიერთებას, ასეთ ფორმატში იქნება დაღესტანი, ჩეჩნეთი, ოსეთი, აფხაზეთი, საქართველო, სომხეთი და ა.შ.

თან ეს მიერთების პროცესი ძალიან მტკივნეული იქნება, მიუხედავად იმისა იქნება ბრძოლით თუ უბრძოლველად, იქნება რესპრესიები, ყაჩაღობები, უკანონობა და უბედურება, საბოლოოდ რუსეთის დონემდე დაყვანის პროცედურა. მერე კი კრიმინალი, კორუფცია და ყაჩაღობები – უბრალო ყოველდღიურობა იქნება. შესაბამისად დანაბების გზითაც “უბედურებებს არ ავცდებით”.

ამის შემდეგ გავა კიდევ 20 წელი და ისენი ვინც ეხლა ჩვენი პატარა შვილები არიან და ჯერ ეხლა იდგამენ ფეხს – დაიწყებენ “საქართველოს საგანმათავისუფლებო მოძრაობას” – ისევ ჯერ სანამ ძალას მოიკრებს ეს მუხტი – ჩვენი შვილები უკვე დაბერდებიან, მათი შვილები კი ისევ ბრძოლით და სისხლით – ისევ დაიბრუნებენ თავისუფლებას.

მერე სანამ დალაგდებიან, დალაგების პროცესში რუსეთი ისევ მილიონ პროჭობას მოიგონებს, მერე თუ დალაგდებიან – მერე ეხლა აბა ჩვენ შვილიშვილებს მაინც თუ ეყოფათ შნო და იბრძოლებენ თავიანთი თავებისთვის ბოლომდე. ამასთან ერთად აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიები უკვე დიდი ხნის დავიწყებული და გამოცალკევებული იქნება.

ამ ფონზე:

თქვენი არ ვიცი და ჩემი ბავშობა ისედაც გაუბედურებული იყო, ისედაც მთელი ჩემი აზრიანი არსებობა ომში, შიმშილში და უბედურებაში ვარსებობ და “ნორმალური ცხოვრების” გადმოსახედიდან რო ვთქვათ – ჩემი ცხოვრება ისედაც ხეირიანად მოიტ!@№, არც დალაგებულ ჭკუაზე ვართ ჩემი თაობა, განათლებაც გვაკლია და ჯანმრთელობაზეც გვენძვრის. ყველა ამ სიკეთესთან ერთად მე ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე “წარმატებული” წარმომადგენელი ვარ და დანარჩენ ე.წ. “წარუმატებელს” კიდევ უფრო უარესი არსებობა ქონდა და აქვს დღემდე.

ამასთან ერთად ვიმეორებ: 2013-ში (თუ მანამდე მივატანეთ) რუსეთი თუ უკან შეგვათრევს – ჩვენი დარჩენილი საცხოვრებელი “ახალგაზრდობაც” – ისევ უბედურებაში და ძლივს-ძლივს დავიწებული ქურდული ზაკონების გახსენებაში, ისევ ლუკმა პურზე კაცის კვლაში და ა.შ. ჩაივლის.

მოკლედ იმის თქმა მინდა: კაი ცხოვრება ჩვენ მაინც არ გვქონია, კაი ცხოვრება ნებისმიერი რასკლადისას – არც წინ მოგველის, მაინც ცალი ფეხით კუბოებში ვართ და მოდი იქნებ ჩვენ შვილებს მაინც, და უფრო სწორად ალბათ შვილიშვილებს, “ვაჩუქოთ” შანსი – იცხოვრონ ნორმალურ პირობებში ა?

პროსტა ვცადოთ, და არ გამოვა და არ გამოვა – ხუჟე უჟე ნი ბუძიტ.

ჩვენ ჩვენი მოგვხვდა, მერე ჩვენმა უფროსებმა, არა მამებმა, არამედ აი 10 წლით უფროსმა თაობამ, ბევრი იმუშავა და ამ წამს პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების პიკზე ვართ, დალშე ბუძიტ ხუჟე – იმიტო რო სააკაშვილი ნელ-ნელა სუსტდება, ნელ-ნელა დავგორდებით უკან და რუსეთი ყველანაირად მოგვეხმარება ამ ამბავში, ჩვენ ისედაც კიდე ბევრი მოგვხვდება და პა ხოდუ დაიწყება ჩვენი წამოზრდილი შვილებისთვის უბედურებების სერიები…

მოგწონთ თუ არ მოგწონთ ამ მომენტში, აი დღეს, წელს და მომავალ წელს და კიდე 1-2 წელი მაქსიმუმ – გადაწყდება რას ვიზამთ დალშე, რომელ უბედურების გზას გავივლით, ჩავგორდებით რუსეთში, კორუფციაში, მკვლელობებში, დაშინებულობაში, ქურდობაში და ავადმყოფობებში – თუ ვიომებთ, დავიხოცებით, დავსახიჩრდებით – მარა გვექნება შანსი რო ჩვენი შვილიშვილები(და არა იმდენად შვილები, მათაც მოუწევთ უბედურებების გზის გავლა ჩვენთან ერთად) – ნორმალურად იცხოვრებენ.

“კარგი ცხოვრების” შანსი პირადად მე ჩვენი თაობისთვის – უგუნურ ოცნებად მიმაჩნია, რა კაი ცხოვრება თქვე ჩემმა, ერთის მხრივ ან დევთან მოგვიწევს ომი, ან ის დევი თავის ძღრენში ჩაგვითრევს და პირადად მე, მითუმეტეს ჩემი შვილის გადმოსახედიდან – კიდევ ერთხელ 90-იანი წლების გავლას და შვილის გატარებას(უფრო სწორად მუდმივ 90-იანებში არსებობას), მირჩევნია წყნარად ჩემთვის მკვდარი ვიყო და ხელებიც დამიბანია.

ძალიან უჭირს ამისთვის ადამიანს თვალის გასწორება, და ამიტომ ხშირად საჭიროა ასე მთელი პერსპექტივა დაანახო იმისთვის რო აღიაროს რო: გინდა იომე, გინდა არ იომო – ჩვენ თაობას უკეთესი ცხოვრება არ უწერია, მესმის, ჩვენ კი გვინდა მარა – რუსეთი არ დაგვაცლის, არც ისე არც ესე – სუ ფეხზე კიდია რუსეთს მშვიდობაც, მსოფლიო საზოგადოებაც და ჩვენი ინტერესებიც.

მესამე გზა მოცემულ სიტუაციაში არ არის.

არავინ ჩვენთვის თავს არ აიტკივებს – ეს ყველამ იცის და ყევლა დამეთანხმება.
რუსეთი თავისით არ გაჩერდება და ხელს არ გადაგვისმევს – ესეც ყველამ იცის.
“უფასოდ” არც ლტოლვილებს დააბრუნებს არავინ სახლებში და არც თბილისიდან 80 კილომეტრიდან გაყრის რუსის ჯარისკაცებს – ამასაც ყველა ხვდება.

აბა რაზე ფიქრობთ? – რო საოცრება მოხდება? – “მთავრობა მოაგვარებს”
რას? როგორ? – მთავრობა რომელსაც დილას საღამოს დედას აგინებთ – იმხელა რწმენა გაქვთ მასში რო ამას მოაგვარებს? – მაინც ცუდი მთავრობაა ეს მთავრობა? – თუ რაღაც სუპერმენებისგან შემდაგარი მთავრობა? – რომელიც ამ გამოუვალი სიტუაციიდან “უფასო” გამოსავალს მოძებნის??? – ჩვეულებრივი, ნორმალური, მთავრობაა(თავისი პლიუსებით და მინუსებით) და “უსისხლო” გამოსავალიც ამ სიტუაციიდან არ არსებობს. ვიმეორებ – დაჟე უბრალოდ მარტივი “ჩაბარება” რუსეთისთვის – უამრავ სისხლს მოიტანს, მარა ჩვენს შიგნი, ანუ რუსები არ დაგვხოცავენ, რეპრესიები, უამრავი იარაღიანი მანიაკი, ყაჩაღები, სასტიკი კრიზისი და ა.შ. გვიტირებს დედას.

წასვლა გინდათ? ნეტარი “უცხოეთი”? – მიბრძანდით ბატონო და გისურვებთ კარგად ცხოვრებას, ტოკა ვოტ წასული ბევრი მინახია და ბედნიერი ძალიან ცოტა… და ვინც ბედნიერია ისიც გულის სიღრმეში მაინც აქ არი, უბრალოდ ძაან ღრმად ჩამალა თავისი “მე” და ბოლოს რო გამოფხიზლდება იქედან აქეთ კიდე უფრო მოუწევს გული…

“ხო გესმის ჩვენ ამერიკის ფულზე ვცხოვრობთ დღეს თორე რისი ტრაკი გვაქ” – სწორია, ძირითადად ასეა, მერე? – რუსეთს მითუმეტეს იმის ფული არ აქვს რო ჩვენ გვაცხოვროს.

უცებ დაინგრევა ის ყველაფერი რაც დღეს დასავლეთის და ამერიკის ფულზე შენდება, კი – ეს მათხოვრობაა რასაც ვაკეთებთ, მარა არც რუსეთის შემადგენლობაში არ გველის სხვა ცხოვრება, პრი ეტომ ეხლა ჩვენ მდიდრების უბანში ვმათხოვრობთ, იმის შანსით რო თან რამეს ვისწავლით და 10-20 წლის მერე შეიძლება ვიმუშაოთ კიდეც (ჩვენმა უკვე შვილებმა) და არა ვიმათხოვროთ.

რუსეთის შემადგენლობაში: ჩვენ მათხოვრების და ბოშების უბანში აღმოვჩნდებით – სადაც ყველა ერთმანეთს ართმევს და ჩვენთვის მოსაცემი არავის არაფერი აქვს. ასეთია ჩვენი დღევანდელი რეალობა, 70 წელი ჩაქუჩებს ვაწარმოებდით და ფულს გვიხდნენ, სამსახურში მთელი დღე უსაქმოდ ვიჯექით და მაინც ყოველ საღამოს ქეიფის ფული გვქონდა სახლში, მერე ბოლოს დაიხარჯა ყველა დოტაცია და ფუჰ – დავრჩით ჰაერში, დღეს რასაც დასთესავ – მხოლოდ იმას მოიმკი. ჩვენ კი დასათესი არაფერი გვაქ და არც ვიცით როგორ… მარა ნელ-ნელა ჩვენი ძირითადად შვილები, უფრო სწორად მოყოლებული 10 წლით ჩვენზე უმცროსებისგან – ნელ-ნელა სწავლობენ რა და როგორ დათესონ იმისთვის რო ეფექტური მოსავალი მოიმკან.

მოდით რა, ჩემ თაობას, ზედა თაობას და ჩემს ქვემოთ თაობას რომელმაც 90-იანი წლები გამოიარა მივმართავ, მოდით რა ვაღიაროთ – უომრად ჩვენ მომავალი არ გვაქ, არა – ჩვენ როგორც ცალკეულ ბიოლოგიურ ორგანიზმებს – მომავალი არანაირად არ გვაქ, ასეც და ისეც ოხრად უბედურებების წუმპეს გავივლით წინაც როგორც ვიარეთ აქამდე, არა – მომავალში იგულისხმება დალშე თაობები.

ხოდა მოდით რა გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვცადოთ ის რაც ერთადერთი შანსია მართლა უკეთესი ცხოვრება შეხვდეთ ჩვენ შვილიშვილებს მაინც… მეც მეშინია, ყველას ეშინია, მარა ჩვენ შვილიშვილებს არ შეეშინდებათ? – რატო გადავულოცოთ ეს პასუხისმგებლობა მაათ? – ეს ხო არ დასრულდება არა, რომც შევიდეთ რუსეთში – წინააღმდეგობა ხო არ დასრულდება, რატო ვწირავთ შვილებს და შვილიშვილებს საკუთარი უპასუხისმგებლობის, გინდა მშიშრობის, გამო – იგივენაირ უბედურებებზე რაც ჩვენ გამოვიარეთ? – მოდით რა დავიხოცოთ თუ დასახოცია და ვნახოთ რა გამოვა… მაინც ყველა ვიმეორებ მკვდრები ვართ ჯამში, მაინც ბედნიერება დიდი ვერაფერი ვნახეთ, რისთვის ინახავთ ამ თავებს? – სიცოცხლის ელექსირის გამოგონებას ელოდებით? – რომც გამოიგონონ ჩვენ მაგას არავინ მოგვცემს და… ნუ გაძლებთ კიდე 10-20 წელი და მერე მოკვდებით, და რა? – კიდევ 10-20 წელი დაჩმორებული, მიფურთხებული არსებობა, ისევ “უსამართლობის” საშინელი შეგრძნება, ისევ “რას გვიშვებიან”, ისევ “გაყიდული” მთავრობა, ისევ “ხელი ხელს ბანს” -ი, რამდენიმე ქურდასაც კი ვიცნობდი რომელსაც შვილი ყავს და ძალიან არ უნდოდა მისი შვილი მასსავით ქურდულ სამყაროში გაიზრდილიყო(დღეს აღარ მაქ კონტაქტი…)

ხო არ დადგა დრო მოვრჩეთ ჩმორობას? – არა იმიტო რო არ გვეშინია, არამედ იმიტო რო შვილების ტკივილი უფრო მწარეა ვიდრე საკუთარი… ყველა მშობელი დამეთანხმება: 100 ჯერ მომკალით ოღონდ ჩემ შვილს ნუ მოკლავთ… ხოდა მოდი გარანტირებულად დავიხოცოთ სანამ მათ რამე დამართნიათ, თან იქნებ საქმეც გამოვიდეს…

შემდეგ ნაწილში იხილეთ განხილვა თემაზე “კი მარა ვის ვეომოთ, ბუმბერაზ რუსეთს? როგორ???”

Advertisements

მოქმედებები

Information

12 responses

10 07 2010
Teimuraz

პრაქტიკურად 100% ვეთანხმები დასკვნებს. ვნახოთ ერთი რას გვთავაზობთ :-)

10 07 2010
HAG

არ გეთანხმები რომ სხვა გზა არ არის, მაგრამ იმდენი წერე გავბრუვდი, ისე კარგი იყო მომეწონა ის როგორ ამტკიცებ რასაც ფიქრობ

11 07 2010
Cyborg

HAG
კაია რო არ მეთანხმები, თქვი სხვა გამოსავალი, დაგიჯერებ ტაშსაც დაგირკავ და პრეზიდენტადაც აგირჩევ.

11 07 2010
nika

dZalian martivia… eg teoria “mijawvuli amirani”-saa da Tu ar movishveliaet tanamedrove ganaTleba isev mudmiv wreze vivlit.. absolutizmi araa gamosavali… sruliad tavisufali qveynad mxolod gijia…

11 07 2010
Cyborg Mcloud

nika: ra tqma unda, mitumetes chveni zomis da chveni shemousavlobis qveyana – tavisufali ver iqneba

ubralod rogorc zemot avgnishne – modit amerikis matxovrebi viyot rusetis monobas tqo. meti araferi mitqvams, aramc da aramc “tavisufleba da damoukidebloba yvelasgan” ar migulisxmia.

metic – gagvaformos britanetma koloniad ra, an amerikam – shtatad. problema ar maqvs.

rogor albat magalitad kubas zalian unda rusetma gaaformos federaciis nacilad.

imito ro eg egre mushaobs – mezoblebs erchian da shoreul “tanamoazreebs” eferebian.

16 07 2010
დათო

აბსოლუტურად ვეთანხმები პოსტს.
უბრალოდ, ჩემთვის მთლად 100%-იანი არ არის ის დებულება, თითქოს 2013 და შემდგომ წლებში რუსეთს მეტი საშუალება ექნება ჩვენს წინააღმდეგ სამოქმედოდ, ვიდრე დღეს არის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ასე მოხდეს. და თუ ასე იქნება, კიბორგა აბსოლუტურად მართალია თავის დასკვნებში.

22 07 2010
ლიკა

ისა, რა ამის პასუხია და ჩემი კომპი იძახის, ამ საიტზე malware detected-ო. იმიტომ რომ counter.top.ge უყენიაო, რომელსაც თქვენი კომპის დაზიანება შეუძლიაო!

და მომხმარებელ-გე-ზეც იგივეს იძახის!

27 08 2010
გიორგი6

cudi, magram realuri momavlis xedvaa, anu martla egrea kvelaferi. samcuxarod bevrs ar esmis eg da trakcamoceuli da tavcharguli elodeba, tu ras izams sxva da aramc da armac tviton arafris keteba ar undat.

13 09 2010
Conqueror

ძალიან საინტერესო მოსაზრებებია, გარკვეული ნაწილი სიმართლეა. მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე არამგონია რომ ეს თავდაცვის სისტემა ამოქმედდეს, ისევ ჩაჯდებიან თავის 30 000 იან ჯიპებში და მოხევენ სასომხეთისა და აზერების საზღვრისკენ.

პ.ს ველოდები მეორე ნაწილს

21 12 2010
murzaqan

Афтар, пеши исчо! დაფირებული გაგრძელება სადაა? :) თორე ველოდებით, ველოდებით… :(

26 04 2011
zvigena

ucha shen iset instrumentze ukrav, misi hangebis sixshire yuris agqmis unaris garetaa, 1-2 adamianis realoba tua rac gawuxebs, ra problemasac ayeneb, ramden kacs awuxebs realurad eg problema?! shedegsac logikurs vimkit :)))

20 01 2012
BaRoN

Cyborg (03:16:29) : es bichi dzaan saso warkvetiliaa ra iyoo ras gvgruzav ar gitydebaaa sul ertida igives imeoreb teqstshiiii

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: