ავიაცია და ალასანია

24 10 2012

გუშინ გავრცელდა ვიდეო რომელშიც ალასანიას უთქვამს ავიაციის და საზღვაო ძალების გაუქმების შესახებ.

საზღვაო ძალები ერთის მხრივ მგონი არც ისეთი ძვირიანი სიამოვნებაა და ტყვილა ერჩის, მეორეს მხრივ რეალურად ნულოვანი ეფექტურობა აქვს მოსალოდნელი მტრის წინააღმდეგ და…

 

სამაგიეროდ აი რას ვიზამდი მე რო ვიყო მინისტრი ეხლა ავიაციასთან მიმართებაში:

პირველ რიგში გავასამმაგებდი ვერტმფრენებს, მათ შორის მოიერიშე ვერტმფრენებს და ვაფშე პრიორიტეტულ მიმართულებად გავხდიდი, დაჟე ტანკებზე უფრო პრიორიტეტულად. ასე რომ არანაირი კრებითი სიტყვა “ავიაციის” გაუქმება, ვერტმფრენების პარკი მხოლოდ გასაზრდელი და გასანვითარებელია და ყველანაირად საჭირო, ცოტა დასახვეწია მთიან რეგიონში მოქმედების ტაქტიკები მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში – ბევრი სტრატეგიული წერტილი იმდენად რთულად მისადგომია ნებისმიერი მიწაზე მოსიარულე ტექნიკით რომ ვერტმფრენები მისწრებაა. როგორც ტრანსპორტი, როგორც ახლო მხარდაჭერის არტილერია – დიახ სწორად წაიკითხეთ – არა როგორც “დივერსიულ სადაზვერვო აპარატები” – როგორც ამას რუსები აკეთებდნენ ავღანეთში (დესანტის გადასაყვანად და ვითომ ზურგების “სალივერებლად”) – არამედ როგორც ტრანსპორტი რთულ მისადგომ – სტრატეგიულად მნიშვნელოვან დაცვით პოზიციებზე და როგორც ახლო მხარდაჭერის არტილერია – უშუალოდ შეტაკებებისას – ქვეითი ჯარის თავზემოთ.
პარალელურად – გამომდინარე ფიქსირებულ ფრთიანი მოიერიშე ავიაციის ყოლის თემის სენსიტიურობიდან, და გამომდინარე იქედან რო აეროდრომები მაინც გვაქვს. და ყველაზე მეტად – იმიტომ რომ რამდენიმე ძალიან ძალიან გამოცდილი და კარგი მფრინავია… მოცემულ მომენტში ვიზამდი ასე:

გამომდინარე იქედან რო რეალური რეიდები ყოველთვის ხდება პარებად, არა მარტო ჩვენთნ – ყველგან – საერთოდ არ მესმის 10-12 su-25-ის ყოლის მორალი, რეალურად პილოტებიც კი ვინც რეალურად წარმატებული იერიშის შემსრულებელია – არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოში – ძალიან მცირეა, და ჩვენ გაგვიმართლა და გვყავს 2-3 პილოტი რომლებსაც განუხორციელებიათ კიდეც წარმატებული დარტყმები და მათი სახლში გაშვება ძალიან სამწუხარო იქნებოდა.

ამიტომ დავიყვანდი თვითმფრინავების პარკს 4 აქტიურ საფრენ აპარატამდე (ჩიტაწ სუ-25) – მათზე მიმაგრებულს დავტოვებდი 5 ყველაზე კარგ მფრინავს (ყველა ვინც თემაში ჩახედულია დაასახელებს 4-დან 6-მდე მართლა კარგს, ბოლოს და ბოლოს შეიძლება 6-ის დატოვებაც) – დანარჩენი სკარპიონებიდან – კიდევ 2-ს დავაკონსერვებდი რეზერვად. და დანარჩენ 5-6-ს დავასაწყობებდი – ნა ზაპჩასწი.

ყველა დანარჩენი პილოტი სიამოვნებით და უმტკივნეულოდ გადავიდოდა ახალ და განვითარებად მოიერიშე ვერტმფრენების თემაზე.

ამ გზით შემცირდებოდა ავიაციის მომარაგება/რემონტის თანხები პრაქტიკულად 0-მდე მომავალი 5-7 წლით (ნუ 4 საფრენი აპარატის საწვავის ფული კი მოგვიწევდა… მაგრამ სამაგიეროდ 4 საფრენ აპარატს სავარჯიშო შეიარაღება, ნაწილები და ა.შ. – ეყოფა კაი ხანი) – და მერე ეს ტექნიკა უკვე ყველანაირად სასტიკად მოძველდება, პილოტებიც დაბერდებიან, და იმ დროისთვის უკვე გაირკვევა რა ხდება ჩვენს თავს – აღზევდა ეკონომიკა საბოლოოდ და შეგვიძლივა 5-10 F16-ის ყოლა “ნა პაკაზ” ნატოსთვის თუ ნადა კაპაწ აკოპი ი ლეზწ პად ზემლუ.

ამ გზით შეიძლება არც მწვადი დაწვა, არც შამფური, რეალურად – მაქსიმალურად გაანთავისუფლო ბიუჯეტი მოიერიშე თვითმფრინავების ხარჯებისგან, და მეორეს მხრივ შეინარჩუნო ის მოიერიშე პოტენციალი რომელიც რეალურად დღესაც ზუსტად იმხელავეა. რეალურად არსებობს სულ მართლა ერთი მაგარი პარა და კიდევ 2 – სპასობნი. და სუ რო 10 მაგარი პარა გვყავდეს – მაინც რეალურად წყვილებად გაფრენების ტრაკიც კი ძალიან იშვიათად გვაქ რეალურ სიტუაციაში… და 12 საფრენი აპარატის ბაზირების აეროდრომის დაბომბვა მოწინააღმდეგისთვისაც “ჟირნად” გამოიყრება და 4 საფრენი აპარატის გამოთიშვა ბრძოლიდან – არ ჟღერს ისე გემრიელად და დიდი შანსია არავინ დაუგეგმოს su-24-ს ან რამე სხვა ვისოტნიკ-დამრტყმელს გაფრენა მასეთ აეროდრომზე… არადა რეალურად – იმ 4-ის საბრძოლო შესაძლებლობა ზუსტად იგივე იქნება რაც დღეს აქვს იმ ვითომ 12-ს რომელიც გვყავს.

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: