რამდენიმე სასწვლო ვიდეო სტრაიკბოლზე, ძირითადად დამწყებთათვის

15 01 2013

სტრაიკს ვთამაშობ უკვე 13 წელია, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 30 კვირა დღეს(ტოფილა მეტი ვიქენდებიც გვითამაშია წლის მანძილზე) – საშუალოდ 8 საათიან თამაშებს, ხანდახან ოდნავ ნაკლებს – საკმაოდ ხშირად 12, 14 და 18 საათიანებსაც…

თითო თამაშზე ვკვდები 3-ჯერ 5-ჯერ, გააჩნია თამაშის ტიპს, ხანდახან მეტჯერ, ხანდახან არცერთხელ.

საბოლოო ჯამში: 30 * 13 = 390, გრუბად 400 თამაში ჯამში, 400 * 5 = 2000 დაახლოებით 2000-ჯერ მოვკვდი ამ 13 წლის მანძილზე, სინამდვილეში ადრე უფრო მეტ რაუნდებს ვასწრებდით (ცოტა ხალხი იყო თამაშებზე) და 10-ჯერაც ვკვდებოდი ხოლმე, ასევე დიდ თამაშებზე, 10-12 და მეტ საათიანებზე, როცა რესპაუნი 10 წუთიანია ასევე 10-ჯერ მოკვდომა მომისწრია(შეტევაში) – მოკლედ ვფიქრობ ჯამში 3000-ჯერ ვარ მომკვდარი ან მეტჯერ.

აქედან ყველა არა მარა ძალიან ბევრი მოკვდომა მახსოვს, წლების წინ თამაშები მახსოვს ზეპირად, ვინ საიდან შემოიხედა, მე საით გავიხედე, რატომ დამრჩა ფეხი გამოწეული და რატომ მოვკვდი… სტრანნია მარა ძალიან ემოციურია სტრაიკი და ძალიან მკაფიოდ აღიბეჭდება ტვინში… პირველი სიკვდილებიც კი მახსოვს, პირველ წელს… და მაშინდელი ანალიზიც და დღევანდელი ანალიზიც – იმავე ვითარების…

რატო ვამახვილებ ყურადღებას მოკვდომაზე? – იმიტო რო “ჭკუას” სწავლობ როცა გკლავენ – და არა როცა კლავ. ნუ, რა თქმა უნდა როცა კლავ – ასევე გამოგაქ დასკვნები რო აი ეს ვქენი, ის ვქენი, ამით ვაჯობე, აქ აღმოვჩნდი, სწორ ადგილზე, სწორ დროს, სწორად დავუმიზნე – იმან ეს შეცომა დაუ… მარა არა გატყუებთ – ხშირად ამ ყველაფრის ანალიზს ვერ ასწრებს და უბრალოდ გრჩება ტვინში “იქ კუთხესთან მოვკალი ერთი და მეორე ჩაწოლილი მოვკალი კრიშიდან და მერე…” – და მერე ზუსტად გახსოვს საით გადადგი ნაბიჯი, როგორ იფიქრე არ გადავირბინოო, როგორ იფიქრე არ იქნება არავინო, როგორ გადადგი ნაბიჯი, როგორ გაიგონე ფეხის ხმა 50 მეტრის იქედან, უნდა მიმხვდარიყავი, მარა ვერ მოასწარი და… მოგკლეს – ამიტომაა ვაჟნი არ ჩიტერობდე, კვდებოდე და დაჟე “საღოლს” ეუნებოდე ვინც მოგკლა – მიდიხარ, დრო გაქ, აანალიზებ სად დააშავე.

ხშირად ეს დაშავება იქვე არ მოხდა, იქვე ყველაფერი შეიძლება სწორადაც ქენი – მარა დააშავე 20 წუთის წინ, და იქედან მოყოლებული აგორდა ის ჯაჭვი რომელმაც მიგიყვანა იქამდე რო ეხლა აქ მოგკლეს…

ძაან საინტერესო გასარჩევია ხოლმე და საფიქრალი, როგორ გროვდება პატარა მიზეზები, ის რო იარაღი “ასეჩკებს” იძლეოდა და ამის გამო აჩქარდი და დროზე ადრე დატოვე პოზიცია, მერე ფეხი წამოკარი რაღაცას – იმიტო რო 1 ზომით დიდი ბათინკი გაცვია და ყურადღება გაგეფანტა, ამასობაში თურმე ვიღაცა სადღაც გადაადგილებულა, შენ ვერ დაინახე და ვერ გაიგონე, ამ დროს წინ 2 კაცი მოკალი და გეგონა სულ ეს არის და ამ დროს გვერდიდან გესროლა იმ მესამემ და მოგკლა…

მოკლედ, გამოცდილება – გროვდება წარუმატებლობებში და გიზიარებთ გამოცდილებას, ვინც არ მეთანხმება – მათიც მესმის, განსაკუთრებით ვისაც ჩემმდენი გამოცდილება აქ – ყველას თავისი მიდგომა აქ და თავისი დასკვნები გააკეთეს, მარა პრინციპში – ჯერ არავინ შემომდავებია ამ ვიდეოებზე, ზოგმა დაამატა რომ კიდევ სხვა გზებსაც იყენებენ და საშუალებებს რომლებიც არ მაქ აღწერილი – მარა მე ვთვლი რო “მარტივად” – ეს ასეა და ჩაღრმავება შეიძლება სინამდვილეში უკიდეგანოდ…

 

შენობის შეტევა

სამწუხაროდ წარმოდგენა არ მაქ როგორ ხდება ნამდვილ შემთხვევაში შენობის შეტევა, მარა რამდენადაც ჩვენთან მოთამაშე პროფესიონალი სამხედროებისგან და შ.ს.ს. სპეცნაზების წევრებისგან შეიძლება ვიმსჯელოთ – დაახლოებით ასეთივე იდეებია…

 

ჩაწოლა სტრაიკბოლში

ეს ასპექტი ერთ-ერთი ყველაზე რთული… გადასაპორგრამირებელია საკუთარ ტვინში – რომ რეალურისგან განსხვავებით ჩაწოლა მუცელზე – არაეფექტურია სტრაიკში და ხელის შემშლელია – მოკლე მანძილებზე ბრძოლისას საერთოდ… გარდა იმისა რაზეც ვისაუბრებ ვიდეოში, მუცელზე წოლას ის აზრი აქვს რეალში რო უფრო ზუსტად ისვრი – სტრაიკში ეგ ეფექტიც მინიმალურია, ვინაიდან სროლა სულ 50 მეტრზე ხდება… ამიტომ… იხილეთ ვიდეოში რა ამიტომ… ასეთ ჩაწოლას ნამდვილ შემთხვევაშიც ასწავლიან, განსაკუთრებით დაცვის სამსახურების და ზოგადად “ახლო ბრძოლის” სასტავს… ტექნიკას ქვია back prone ან  urban prone – დაგუგლეთ/დააიუთუბეთ

 

ბრძოლა კუთხიდან (კედლიდან, კარებიდან, ფანჯრიდან)

ეს ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ტექნიკაა რომელიც ცხოვრებაშიც გამოგადგებათ და რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე პირობებში

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: