საჰაერო თავდაცვა

25 06 2013

თუ გავაანალიზებთ რისი გვეშინია ომისას პირველ რიგში, ყველაზე მეტად, განსაკუთრებით რისი ეშინიათ ომისას – მშვიდობიან მოსახლეობას – პასუხი ყველას უცბად მოსდის თავში – ჰაერიდან თავდასხმების.

და ეს შიში არ არის გადამეტებული

ყველა ჯარისკაცსაც იგივესი ეშინია, საჰაერო იერიშები ყველაზე “უსამართლო” ბრძოლის ფორმაა:

ჯერ ეს ერთი ძალიან მასიურ ზიანს აყენებს სახმელეთო ძალებს

მეორეს ერთი ქვეითს (ტანკისტს… სულ ერთია მიწაზე მოარულ არსებას) არავინ უშუალო მტერი არ გყავს იმისთვის რო “ცეცხლი დაუბრუნო”, ან არ ასროლინო, ან “გაცვალო” მაინც დანაკარგები…

მესამეს ერთი თანამედროვე დროში მოფრინავს 1-2 კაცი და ხშირად, 10-ობით და ზოგ შემთხვევაში 100-ობით ადამიანს კლავს 1 “გავლაზე” – ხანდახან კი ანადგურებს გარკვეულ ძალიან მნიშვნელოვან მიზნებს რითიც მთელი ომის ბედს წყვეტს თვიდან ბოლომდე.

ამ ფონზე ხშირად მიკვირს ჩვენი ქვეყნის შედარებით არა სათანადოდ ბეჯითი დამოკიდებულება ჰაერიდან თავდაცვისადმი… ისე ვუდგებით როგორც მე-2 ან მე-3 ხარისხოვან მნიშვნელოვნების ფაქტორს, უდავოა – ვვითარდებით ამ მხრივაც მარა…

არადა ნორმალური საჰაერო თავდაცვის სტრატეგია… ამას ნებისმიერი გაუნათლებელი ადამიანიც კი “კანით” გრძნობს, თუ ჰაერის არ შეეშინდება 90% ადამიანებისა ვფიქრობ გრძნობენ რო “მაშინ შანსი გვაქ”. თანაც არა მარტო ჩვენ, ყველას აქვს (და ქონდა) ყველაფრის შანსი – ერაყს ამერიკის წინააღმდეგ, ავღანეთს, ყველას ყველაფრის შანსი ქონდა – რო “დაებლოკათ” ჰაერი. უბრალოდ აი ცოტა ძნელია დაბლოკო ამერიკა ჰაერში… მარა ამაზე ქვემოთ.

თავდაპირველად უნდა ამოიგდოთ თავიდან ის რაზეც გვაპროგრამებენ ათასობით კინოფილმები – როგორ მოფრინავენ მძიმე ბომბდამშენების ესკადრონები, 2 ტონიანი ბომბებით, როგორ ივსება ცა უზარმაზარი თვითმფრინავებით და როგორ დაფრინავენ მათ გარშემო მოზუილე გამანადგურებლები… მე რო ეს ვთქვი ერთხელ – ერთი ორი კაცი მომახტა, რას ამბობო – იცი რამდენი სტრატეგიული ბომბდამშენი ყავს რუსეთსო?? – და მე მივხვდი რო ბევრს დღემდე გონია რო დაბომბვები – მასეთ ფორმას მიიღებს, და კიდე რო “დივიზიებს დაადესანტებენ” – მასე – უზარმაზარი თვითმფრინავებიდან, 200 -200 კაცი რო ხტება თითოდან.

russian-bomber

საბჭოთა სტრატეგიული ბომბდამშენი

დღეს ოდნავ ნორმალური ქვეყნის წინააღმდეგ ეგეთები არ ხდება – იმიტომ რომ დიდი თვითმფრინავები “ბულკია” ნებისმიერი ყველაზე განუვითარებელი სარაკეტო ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემისთვისაც კი, უბრალოდ… აი ტირში რო სნაიპერი მიიყვანო, ავტომატური m4-ით და ასროლინო იმ რაღაც “პლასმასის კვატებზე” – ეგეთი პონტია ყველაზე ბანძი სარაკეტო ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემებისთვისაც კი – მფრინავი ძონძროხა იდიოტიზმები – დატენილი კიდე ხალხით (დესანტირების შემთხვევაში)

მეორეა რო იმ ტირში მისულ სნაიპერს – ტირის თოფი მაინც უნდა მისცე რო ის კვატები დახსნას… ამაზეც ქვემოთ

ასევე უნდა დავივიწყოთ რომანტიული თემა “ისტრიბიწელების ჰაერში აწევა განგაშზე” და “საჰაერო ბრძოლები”… არსებობს ხუმრობა – ნატოს წევრობის პონტში ესტონეთმა შეიძინა რამდენიმე F-16 – ხოდა პირველი ფრენის ოფიციალურ რეპორტში წერია რომ “f-16-მა ესტონეთის თავზე ზებგერითი სიჩქარე ვერ განავითარა” – სინამდვილეში უბრალოდ ესტონეთი დამთვრდა – სანამ იმან ზებგერითი აკრიფა :D – დაუმატეთ ამას კიდევ ის რომ ჩვენ ცალი ხელის თითბზე ჩამოსათვლელი აეროდრომები გვაქ და თანამედროვე გამანადგურებლებს – ძალიან თანამედროვე და იდეალური ასაფრენი ბილიკი და ზოგადად აეროდრომის ინფრასტრუქტურა ჭირდება… და მიხვდებით რო ჩვენ შემთხვევაში უნდა მოვრჩეთ ოცნებას ლამაზ საჰაერო ბრძოლებზე და გამადგურებლების ესკადრონებზე… რეალურად 3 აეროდრომია სადაც შეიძლება თანამედროვე გამანადგურებლებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და… ძალიან “გემრიელი” მიზანია ეს 3 აეროდრომი მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის – და ზოგადადაც “ბულკი” მიზანია – და ვსიო, მილიარდი დოლარი – გაშვებული ჰაერზე.

თუმდაც 10-20 გამანადგურებელი ვიყოლიოთ (რისი ფინანსური ტრაკიც აზერბაიჯანს ძლივს აქვს) – მთელი საჰაერო კავალაერია დაბმული იქნება მიწაზე იმ იდიოტური მიზეზით რო ასაფრენი ბილიკი დაზიანდა… რო არაფერი ვთქვათ რო მიწაზე ლამაზი თვითმფრინავები – ძალიან ადვილი და ისევ და ისევ – ძვირფასი მიზანია, ღირს შეტევად – ისევ მიწა-მიწა სისტემებისთვის თუმდაც.

და საერთოდ 10-20 და დაჟე 50 გამანადგურებელი უბრალოდ “ვა რა კარგი გართობაა” – იქნება ჩვენი უშუალო მოწინააღმდეგისთვის – კაკ რაზ გამანადგურებლების პილოტები რითი გაართონ არ იციან ხოლმე და.

ამას დაუმატეთ საწვავის და სერვისის უზარმაზარი ხარჯები, დაუმატეთ ის რო ოდნავი დაზიანება და გამოსულია მწყობრიდან თანამედროვე გამანადგურებელი, დაუმატეთ პილოტების წვრთნის მრავალწლიანი აუცილებლობა, დაუმატეთ მათი წვრთნის პროცესში საწვავის და სხვა “რასხოდნი” მატერიალების ხარჯი…

მოკლედ დაივიწყეთ გამანადგურებლები, ჩვენი ზომის ქვეყანა – ჰაერისგან – თავს გამანადგურებლებით ვერ დაიცავს და არ უნდა იცავდეს. კი ჩვენ რო მტერი გვყავდეს… სომხეთი რომელსაც ჩვენთან შესადარი ავია კორპუსი ყავს და გვინდოდეს ყვერებით ჟღარუნი – შეიძლებოდა რაღაც გვემაიმუნა ამ მხრივ, მარა. აზერბაიჯანმა სწორად აირჩია ვისთან ეომა და სამწუხაროდ ჩვენ არჩევანი არ გვქონია.

ხოდა ასე და ამგვარად – ერთადერთი აზრიანი, არა პოპულისტური და საქმიანი მიდგომა ჰაერიდან თავდაცვისადმი ჩვენ შემთხვევაში – ხმელეთიდან ჰაერის დაკეტვის სტრატეგიის შემუშავებაა.

სანამ კონკრეტულ და უშუალო საუბარზე გადავალ, ისევ და ისევ იმიტომ რომ ბევრი გაუნათლებელია ამ მხრივ და მიუხედავად პანიკური შიშისა ჰაერისადმი არცერთხელ არც კი დაინტერესებულა რა შეიძლება ქნას ქყვეყანამ, ჯარმა – გადასარჩენად.

ი ტაკ რა ხდება:

hyde_park_anti-aircraft_guns_h_993

საზენიტო ქვემეხები

პირველ რიგში ზებგერით ან “ახლო ბგერით” აპარატებს აღარავინ ესვრის საზენიტო არტილერიას – აი ქვემეხი რო დგას ლულით ჰაერში მიმართული და ტკაცუნებს… არადა ჩვენ ეგენიც კი გვყავს და გავშალეთ კიდეც 2008-ში… ამაზე არ მინდა. დღეს საზენიტო ჰაერ საწინააღმდეგო სისტემას როცა ამბობენ – იგულისხმება სარაკეტო სისტემა, რომელიც უშვებს რაკეტებს. რაკეტას აქვს ის პლიუსი რო განსხვავებით ტყვიისგან ან საარტილერიო ჭურვისგან – რომელიც გადააფურთხეს და მერე ის კარგავს სიჩქარეს, რაკეტა – თავის თავს “ამოძრავებს” – საკუთარი ძრავით. რის გამოც ბევრად შორს, ბევრად მეტ ხანს დაფრინავს, და რაც უკეთსია – მანევრირებს, უხვევს – ჰაერში.

shilka-02

შილკა

მეორე რიგში ერთადერთი შემორჩენილი არა სარაკეტო ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემები არის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები რომლებიც გამოიყენება როგორც “თავდაცვის ბოლო ზოლი” – საუბარია იდეალურ ვარიანტში შილკას ტიპის დანადგარებზე, არა იდეალურში – რამე მარაზმატულ ლამის სტაციონარულ და ხშირად “ვ რუჩნუიუ” მართულ ტყვიამფრქვევებზე (შილკას რადარი აქ და ავტომატური ინერციული დამიზნება – ანუ წინსწრებით დამიზნება სწრაფად მოძრავ მიზნებზე) – ნებისმიერ შემთხვევაში მათი სროლის რადიუსი არის 2-3კმ და გამოიყენება უშუალოდ კონკრეტული 2-3 კილომეტრის რადიუსის დასაცავად დაბლა მფრენი ვერტმფრენებისგან და მოიერიშე თვითმფრინავებისგან – უკვე იერიშის დროს.

დალშე:

სარაკეტო სისტემები “ზოგადად” იყოფა როგორც – შორი მოქმედების, საშუალო მანძილზე მსროლი, ახლო მანძილზე მოქმედი.

შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები ყოველთვის შედგება სარადარო დანადგარისგან (ანუ სარაკეტო სისტემის “თვალები”) – სამართავი ცენტრისგან, უშუალოდ რაკეტების გამშვები სისტემისგან, რაკეტების გადამტენი ტექნიკისგან (იმიტო რო უზარმაზარი რაკეტებია და ცალკე ამწეკრანით ხდება გადატენვა, ამასაც თავიდან არავინ იაზრებს – ზოგ სისტემაზე  გადატენვას 1 საათზე მეტი ჭირდება, 1 რაკეტის…) – სხვა დამხმარე ტექნიკისგან

ასეთი სისტემები არსებობს მობილური და პრაქტიკულად სტაციონარული. ნებისმიერ შემთხვევაში “მოძრაობაში” ვერცერთი სისტემა ვერ ისვრის. უბრალოდ “გაშლა/აკეცვის” პროცედურის ხანგრძლივობის მიხედვით ზოგ სისტემას შეიძლება დაერქვას მობილური, ზოგს – პრაქტიკულად სტაციონარული. რეალურად “უბორბლებო” სარაკეტო სისტემები დღეს აღარ იწარმოება, იმიტო რო თანამედროვე ომში – რაც ვერ მოძრაობს – ბულკია. მარა რამდენად შეუძლია გასროლა და სწრაფად შეცვლა პოზიციის – განსაზღვრავს მობილურობას ან პრაქტიკულ სტაციონარულობას(ომამდე მიიყვან სადმე და ეგ არის მისი ადგილი)

უმეტესობა ასეთი სისტემებისა არის საკმაოდ დიდი ზომის გრუზავიკების ერთობა, 5-10 გრუზავიკი, ასეთ შენაერთს ქვია “ჰაერ საწინააღმდეგო დივიზია” – და უნდა სინამდვილეში გვესმოდეს როგორც “ერთული” – მასში შედის რადარის გრუზავიკი, სამართავი ცენტრის გრუზავიკები(ერთი ან რამდენიმე) – რაკეტის მზიდი/გამშვები გრუზავიკები (ასევე ერთი ან რამდენიმე) – გადამტენი გრუზავიკი(რომელიც ასევე სარემონტო ფუნქციებს ითავსებს ხოლმე) – ხშირად არის კიდევ “საცხოვრებელი” გრუზავიკი… და “სატვირთო” გრუზავიკები – რომლებსაც მოაქვთ რაკეტების ზაპასი, დეტალების ზაპასი, საჭმელი, ბორბლების ზაპასი და ა.შ.

ხანდახან ნაცვლად გრუზავიკებისა გამოიყენება შეჯავშნული პლატფორმები – რაც კიდევ უფრო აძვირებს სისტემას, ანელებს გადაადგილების სიჩქარეს და ზრდის საწვავის ხარჯს. ამასთან დიდი არაფერი პლიუსი აქვს რეალურად თუ ცეცხლის ქვეშ მოყვა – მარა როცა დიდი ქვეყანა ხარ და ბევრი ფული გაქ – რატომაც არ იყოლიო შეჯავშნულ ბაზაზე. განსაკუთრებით ატომური ომისას – შეჯავშნულ სისტემებს მეტი შანსი აქვთ გადარჩნენ ეპიცენტრიდან მოშორებით.

უფრო დეტალურად:

s300pmu2

S-300-ის ერთ-ერთი ლოკატორი და რაკეტების მზიდი-გამშვები

შორ დისტანზიაზე მსროლი სარაკეტო სისტემები ისვრიან და უმიზნებენ 100 ხანდახან მეტ კილომეტრზე. მათი რაკეტები არის… ცალკე გემრიელი ტრეილის ზომის, თითო რაკეტა ჯდება როგორც… თვითმფრინავი… რაკეტების მზიდი როგორც წესი არის სპეციალურად შექმნილი 10-20 ბორბლიანი რაღაც გრუზავიკ-გიგანტი. და სისტემის გაშლა/აკეცვის დროის მხრივ – შეიძლება ჩაითვალოს სტაციონარულად, ანუ ზოგადად გადაადგილდება, მარა ის ვარიანტი რო უცებ ისროლო და უცებ მოხიო – გამორიცხულია. ასევე მათი გადატენვის დროის მიხედვით… ერთ-ერთ ებრაულ საიტზე იდო კარგი “შუტკა” – პრაქტიკულად ერთჯერადიაო რეალურ ბრძოლაში სისტემაო, გაისვრი 2-3 რაკეტასო (გააჩნია სისტემას) და მერე მთელი დღე უნდა ერთ ადგილზე წყნარად იდგე და რამდენიმე ამწეთი – ტენო სისტემა. ამასთან ეს ამხელა რაკეტა ბევრს საჰაერო მიზანს კი არ აზიანებს – ის მიფრინავს 1 მიზანზე, აზიანებს 1 მიზანს და აქვს კიდევ შანსი საერთოდ აცდეს – ვინაიდან მიფრინავს უზარმაზარ დისტანციაზე და დიიიიიდი ხანი აქვს პილოტს “პიპინი” ყურებში რაკეტა მოფრინავსო და შეუძლია მილიონი რამე ქნას, მათ შორის გატრიალდეს უკან, ჩამოფრინდეს მოწასთნ ახლოს ამასობაში და ა.შ. ლამის დაჯდეს სადმე მინდორში სანამ რაკეტა მიფრინდება.

რატომ არსებობს აბა ასეთი სისტემები? – იმიტომ რომ ქვეყნებს რომლებსაც აქვთ 150 მილიარდიანი წლიური გადაჭარბება ფულში – ყველა სამხედრო დანახარჯების მერეც კი – აქვთ ფუფუნება იფიქრონ კიდევ რა იყოლიონ, კიდევ რა სჭირდებათ? – ასეთი სისტემები კარგი თავდაცვაა მაგალითად ატომ-მზიდი ბომბდამშენებისგან, ნებისმიერი სარაკეტო სისტემა კსტაწი – ასევე ებრძვის მიწა-მიწა ტიპის რაკეტებს, ხოდა შორ მანძილზე მოქმედი სისტემები – ებრძვის დაჟე ატომურ რაკეტებს, ატომური რაკეტის აფეთება კი ჰაერში 5-10 კილომეტრში ისეთივე ბედნიერებაა როგორც ბარემ თავში მოხვედრა – თუ აფეთებ უნდა ააფეთქო 150-300 კილომეტრში… იმისთვის რო მაგ მანძილზე ააფეთქო – ჯერ უნდა აღმოაჩინო ერთი 400 კილომეტრში მაინც… ხოდა არსებობს შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემებიც და დიდი ქვეყნები – აქტიურად კულტივირებენ მათ. თუ არ გაქ – სათნადოდ ვერ აჟღარუნებ ყვერებს ატომური ქვეყნების სასტავში. და “პა ხოდუ” კაი საშუალებაა უბრალოდ ჰაერიდან დასაცავად. მართლია ქონდა ერაყს ასეთი რამდენიმე სისტემა და… ვერაფერი ვერ ქნა. მარა ამაზეც ქვემოთ

გადავიდეთ ჩვენთვის უფრო საინტერესო:

საშუალო მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებზე

პრინციპი და სისტემა იგივეა, უბრალოდ რაკეტები არის ბევრად პატარა (მაგრამ მაინც იმხელა რო ამწეთი ხდება დამაგრება გრუზავიკზე, სამაგიეროდ ამაგრია არა 2 ცალი – თითო ტრეილერის ხელა რაკეტა, არამედ 4-6 ცალი, თოთოეული არის როგორც კარგი ხეირიანი განათბის სტოლბა – ქუჩაში რო დგას ეგეთი), გრუზავიკებიც არის ბევრად პატარა, უმეტესწილად ჩვეულებრივი სერიული გრუზავიკები, შესაბამისად გამავალი და მობილური, ნაკლებს წვავს და იაფია.

300px-Buk-M1-2_air_defence_system_in_2010

ბუკ-ის სისტემა

საერთოდ საწვავი აუცილებლად გასათვალისწინებელია, იმიტო რო მშვიდობიან დროსაც ბევრი უნდა ატარო აქეთ იქეთ. ხოლო ომის შემთხვევაში – იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ომის დროს – საწვავი ლამის პირველი პრობლემაა, როგორც ვაფშე მისი ქონა, ისე შემდგომი შესყიდვა – ისე მიწოდება სადღაც მთაში განლაგებული გრუზავიკებისთვის.

სამართვი ცენტრიც უფრო მომცროა, ხალხიც ნაკლები ჭირდება, რადარიც გასაგებია რო უფრო მცირე ზომის არის და ხშირად მის გაშლა აკეცვას – არაფერი ტიტანური ძალისხმევა არ ჭირდება, ავტომატურია.

რუსული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემები მაინც “პრაქტიკულად” სტაციონარულია, მარა ფიზიკურად გადაგორება – შეიძლება.

საშუალო მანძილზე მოქმედი სისტემები იყენებენ რადით მიზნის მდევარ რაკეტებს, ანუ როგორც წესი რაკეტას აქვს თავისი მცირე ზომის, onboard, წინ მიმართული, რადარი – გაშვებამდე სისტემა დიდი, ძირითადი, 360 გრადუსზე მოქმედი რადარით, აღმოაჩნს და მონიშნავს მიზანს – შემდეგ მის მონაცემებს უტვირთვს რაკეტას, ატრიალებს – მიმართვს რაკეტას – მიზნისკენ და გაუშვებს. რის შემდეგაც რაკეტა საკუთრი რადარით – მიფრინავს მიზნისკენ. ზოგი სისტემა იყენებს რაკეტებს რომლებსაც მიზანზე კორექციას – აწვდის ძირითდი რადარი – მიწიდან, უკვე ფრენისას, ზოგი – კომბინირებულ ტექნიკას – თან რაკეტა თავისით მისდევს, თან მიწიდან იღებს მითითებებს, მთლად განვითარებულ სისტემებს ჰაერში მიზნის ცვლილებაც კი შეუძლიათ, ზოგს დამატებით სითბური დეტექტორიც აქვს რომელსაც მიახლოვებისას რთავს კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის. მარა ამ ყველაფერს თავისი მინუსებიც აქვს გასაგებია, გარდა უბრალოდ ფასისა რომელიც იზრდება.

როგორ წესი ასეთი სისტემების მოქმედების რადიუსი არის 50კმ, თანაც საუბარია თაღურ რადიუსზე, ანუ რეალურად – ჰორიზონტალურად 30-35კმ -ი აქვთ წვდომა, რაც თუ დაფიქრდებით არის ის რო კოჯრიდან რუსთავის თავზე ესროლო თავისუფლად, თანაც საუბარია ესროლო 10კმ -ზე მფრენ აპარატს.

ძირითადი რადარის ხილვადობის მანძილი როგორც წესი 100კმ-ზე მეტია ხოლმე, უბრალოდ რაკეტა ვერ მიფრინავს მეტზე.

მთავარი მინუსი არის კარგა ხეირიანი ფასი, როგორც სისტემის ასევე თითო რაკეტის – სამაგიეროდ ხშირ შემთხვევაში ეფექტურობა 100%-იანთან ახლოა. თანაც აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რო radar-guided რაკეტები ძალიან ეფექტურია “პერეხვატში” – ანუ მიზნის მანამდე განადგურებაში – სანამ ის იერიშს მიიტანს, მაშინ როცა სითბური რაკეტები უფრო “მდევარი” რაკეტებია – მიზანზე რომელმაც უკვე ჩაიფრინა და შესაძლოა უკვე განახორციელა დარტყმა.

და ბოლოს ახლო სროლის სარაკეტო სისტემები, რომელსაც განსხვავებით წინა ორი სისტემისგან აქვს ორი დიდი და მნიშვნელოვანი განშტოება – ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები და 1 ეკიპაჟიანი ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები.

FIM-92_Stinger_USMC

ამერიკელი ჯარისკაცი Stinger-ით

ანუ განსხვავებით წინა ორი კლასისგან – მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები – ბევრად პატარაა. რის გამოც მცირდება ყველაფრის ზომა, პლიუს ამას – უმეტესობა ამ რაკეტებისა – სითბურია, ანუ მისდევს – სითბოს და საერთოდ არ მოითხოვს რადარს. მათი უმეტესობა მოქმედებს თვალით ხილვად მანძილზე 5-10კმ -ი(არსებობს მითიური სისტემები რომლებიც ვითომ ისვრიან 12კმ-ზე მაგალითად მაგრამ რალური რადიუსი მაინც 7-8კმ-ია უმეტესობა სისტემებისთვის) და დამიზნებაც ხშირად ვიზუალურად რაკეტის მიმართვით და სითბური კვალის რაკეტისთვის უბრალოდ “დანახებით” ხდება.

სამაგიეროდ რაკეტები საგრძნობლად იაფია, ხელით გადასატანი სისტემების გადატანა – როგორც ყველა მიხვდა – ხდება 1 ადამიანის მიერ, საკუთარი ხელით. ყველას სმენია “იგლა”, “სტინგერი”

არის, ძირითადად იმავე იგლას და სტინგერის – მანქანაზე, პიკაპზე, 1 გრუზავიკზე დამაგრებული სისტემები, ხანდახან რამე მცირე ზომის რადარით, რომელიც იქვე ამაგრია – ისე უბრალოდ – რო ოპერატორმა ცოტა უფრო შორს დაინახოს რამე თუ მოფრინავს და წინასწარ მოემზადოს.

ნებისმიერ შემთხვევაში ნორმალური, ადამიანური მცირე ზომის ჰაერ საწინააღმდეგო სისტემები ძირითად წარმოადგენს 1 ცალ აპარატს, იქნება ეს 1 ადამიანი, თუ 1 მანქანა, თუ 1 მცირე გრუზავიკი – ძირითდად არ ჭირდება არანაირი “გაშლა” აკეცვა, შესაძლებელია სროლა მოძრაობისასაც(უბრალოდ ცოტა მოუხერხებელია 15-30 კილოგრამი წონის რაკეტის ვიზუალურად დამიზნება მოძრავი პიკაპის კუზაოდან კოღოს ზომის წერტილზე ჰაერში)

სამაგიეროდ ასეთ რაკეტებს გარდა შედარებით სათუო ეფექტურობისა სუფთად მიზნის დევნაზე, ასევე საკმაო პრობლემა აქვთ მიზნის დაზიანებაზე. განსაკუთრებით შედარებით მჩატე – ხელით გადასატან რაკეტებს. უმეტესობას 1 ხელყუმბარის ზომის მუხტი მიაქ. ზოგი უბრალოდ მფრინავი “ლურსმანია” – ზოგი დასავლური სისტემა იყენებს რამდენიმე ლურსმნის სისტემას, ანუ მიფრინავს 1 რაკეტა, ზედ ამაგრია რამდენიმე “დართის” ტიპის ლურსმანი, როცა ახლოს მიფრინდება რაკეტა – იშლება და “ისვრის” ამ დართებს – იმ იდეით რო რამდენიმედან 1-2 მაინც მოხვდება და მიაყენებს ზიანს აპარატს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რო საფრენ აპარატებს დიდი არაფერი დაზიანება არ ჭირდება რო როგორც მინიმუმ ავარიული დაშვების რეჟიმზე გადაიყვანო, მარა მაინც – ხშირად რაკეტის უშუალოდ მორტყმა – ძნელია მოძრავ მიზანზე, ამიტომ ბევრი თანამედროვე რაკეტა იყენებს მიახლოვებისას აფეთების პრინციპს, იმისთვის რო “ასკოლკებით” და წნევით დააზიანოს – ხოდა ხელყუმბარის ზომის მუხტისას ეს ზიანიც სათუოა… ნუ ვუტრირებ, არც მასე ცოტა მუხტი არ მიაქ ზოგიერთ მოდელს და ნებისმიერი დაზიანება – მაინც უმეტესწილად ფატალურია, დაჟე სუ-25-ებზე და შეჯავშნულ ვერტმფრენებზე – მარა მაინც. მინდა რო მკითხველი მიხვდეს ასეთი სისტემების მინუსებს.

შევაჯამოთ:

შორს მსროლი სისტემები – კოსმიურად ძვირია ყიდვა, შენახვა და თითოეული გასროლა. ძალიან არამობილურია. სამაგიეროდ ისვრის შორს. დამაჯერებლად ზუსტია.

საშუალო მანძილზე მსროლი სისტემები – ღირს როგორც… დაახლოებით 10 ტანკი. საკმაოდ მობილურია, ისვრის 50კმ-მდე მანძილზე, ყველაზე ზუსტია ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემებში.

მოკლე მანძილზე მოქმედი სისტემები – იაფია, ფასი ვარირებს “ნახმარი იაპონური მანქანის” ფასიდან – 2013 წლის პრადოს ფასამდე, გააჩნია მოდელს. სადღაც 50%-იანი ეფეუქტორობისაა, გააჩნია ისევ მოდელს. სამაგიეროდ მობილურობა შემოისაზღვრება გადამტანის მაქსიმალური სიჩქარით. არ საჭიროებს დამატებით არანაირ ხარჯებს, შეაგდე სხვენში – გადმოიღე დაუმიზნე ესროლე. (რეალურად ვადა გასდის მარა ეგრეა)

ჩვენს პირობებში

ჩვენს პირობებში პირველ რიგში დაუშვებელია ყველანაირი სისტემა რომელიც ვერ მოძრაობს გასროლის შემდეგ ძალიან სწრაფად.

 მეორე რიგში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ეფექტურობის მაჩვენებელი, ზოგიერთი რუსული სისტემა არც ისე ცუდია. და ზოგი ძალიან ცუდია – და რაც არ უნდა იაფი ღირდეს – არანაირი აზრი მის ქონას არ აქვს.

 ასევე დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია “კრიტიკული მასა” – პრობლემაც ამაშია, ერთეულად და “სამეულად” ბევრი კარგი სისტემა გვაქ ეხლაც… მაგრამ არსებობს რაღაც რაოდენობრივი მინიმუმი – რომლის ქვემოთაც რაოდენობა არის უბრალოდ “გასაბრაზებლად” და ფონს არ ქმნის.

 რა ფონზეა საუბარი? – მცდარია წარმოდგენა რო საჭიროა ყველა აფრენილი აპარატის ჩამოგდება, რეალობაში ასე არ ხდება, რეალობაში ხდება შემდეგი:

 ჩვენს წინააღმდეგ არსებობს 2 ტიპის საფრენი დავალება – კონკრეტული მიზნებით და საპატრულო/სწრაფი რეაგირების ანუ “გამოძახებაზე” იერიშები.

 კონკრეტული მიზნით გაფრენა ხდება წინასწარ გადაწყვეტილ წერტილებზე და ხშირად კომიკურიც კი იყო იმავე 2008-ში – რაღაც მინდორი დაბომბეს, რომელიც მერე გაირკვა რო ადრე იქ ბაზა იყო საბჭოთა კავშირის დროს და იფიქრეს რამე ინფრასტრუქტურას გამოვიყენებდით და დაბომბეს ბრმად.

 ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გაფრენებისთვის “გემრიელი” სამიზნეებია ჩვენ რო ბაზების მშენებლობა გვიყვარს, გემრიელი სამიზნეა – რამე არტილერია რომელიც 2 დღეა ერთი პოზიციიდან ისვრის, კარგი სამიზნეებია რადარები რომლებიც 2 დღეა ერთი და იმავე მთიდან ასკანერებენ ცას, კარგი სამიზნეებია აეროდრომები.

მაგრამ ომის დროს ჯარი არ ზის ბაზაზე, აეროდრომებზე ყველა ყურადღებით არის, არტილერია 2 დღე ერთი ადგილიდან არ ისვრის(იდეალში)… რის გამოც ასეთი გაფრენები შედარებით არა ეფექტურია.

 მეორე ტიპის გაფრენა ბევრად… დინამიურია, “თანამედროვეა” და ლეტალურია…

ასეთ დროს თვითმფრიანვი უკვე ჰაერშია და დაფრინავს სადმე საბრძოლო ზონაში და ელოდება გამოძახებას სახმელეთო ძალების მხრიდან (საქმე იმაშია რო ვლადიკავკაზიდან აფრენას-მოფრენას, სასროლ პოზიციაზე გასვლას – იმდენი ხანი ჭირდება რო იკარგება ოპერატიულობა, ჩვენ მანძილებზე ეგეც ვარიანტია მარა თუ არის ფუფუნება ჰაერში უკვე აწეული მოიერიშეების ყოლის…)

ხდება “უშუალო საცეცხლე მხარდაჭერა” – ან კონკრეტულად უცებ აღმოჩენილ მიზნებზე იერიშის მიტანა, ასეთი იყო მაგალითად კოლონა რო დაიბომბა(ჩვენიც და რუსებისაც – ჩვენს მიერ) – ის კოლონა აღმოაჩინეს იქვე, იქვე მოხდა კოორდინირება თვითმფრინავის და მიიტანა იერიში, შეიძლება თვითონაც კი აღმოაჩინა და მიიღო გადაწყვეტილება “პრახოდზე”, ასეთი გაფრენებია ყველაზე საშიში აქტიურად მოქმედი არტილერიისთვის, ჯარისთვის – მოძრაობისას ან ბრძოლაში და ზოგადად ეს არის ავიაციის ყველაზე ეფექტური გამოყენება

ხოდა ბევრმა არ იცის რომ 2008 წლის ომის დროს როცა… ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული რაოდენობის საჰაერო მიზნები დავაზიანეთ და ჩამოვაგდეთ (3 დღის კვალობაზე – სერიოზული რაოდენობა) – ჩვენ გვყავდა 1 ცალი სპაიდერის დივიზია, ავხსნი ქვემოთ რაც არის, რამდენადაც მე ვიცი 2-3 ცალი ბუკის დივიზია და ვსიო, “ასა” -ს არ ვთვლი… კიდევ რამდენადაც მე დავთვალე 15-20 კვადროციკლიანი ბიჭი(უფრო სწორად გათვლა – 2 კაციანი) გრომებით – სულ ითვლება რო 30 გრომი გვქონდა(საუბარია პოლონური წარმოების სტინგერის და იგლას ტიპის მხარიდან სასროლ სითბურ რაკეტებზე. პოლონელების ინფორმაციით 12 რაკეტა იქნა ნასროლი და 9 მოხვდა მიზანს), იგლები და სტრელები რამდენი გვქონდა არ ვიცი – ან არ ვიყენებდით, ან არაეფექტური გამოდგა.

ითვლება რომ ეს საიდუმლოა, მარა მე პირადად ამ საიდუმლო მაიმუნობაზე სულ ვთვლი რო პირიქით – უნდა გვეუბნებოდეს მოსახლეობას მთავრობა რა გვაქ, რამდენი და როგორ გვიცავს, ჩვენი პირველი პრობლემა არის ჩაჯმულობა და რო რუსებს საკმარისი სადაზვერვო საშუალება აქვთ იმისთვის რო ზუსტად იცოდნენ 5 ცალი სპაიდერის დივიზია გვაქ თუ 2 და არაა საჭირო ვითომ კუკუ-მალობანას თამაში – რეალურად ისევ მხოლოდ საკუთარ ხალხს უმალავ.

Spyder-singapore

სპაიდერის რაკეტ მზიდ და რაკეტები

ხოდა ითვლება რომ სპაიდერების რაოდენობა გაიზრდა, არ დავაკონკრეტებ რამდენი ერთეულით – რახან “სენსიტიური ინფორმაციაა” – რამდენადაც მე ვიცი ბუკებს არაფერი შემატებია, არც გრომებზე გამიგია რამე.

არც ის გამიგია სპაიდერები ბოლო და ბოლო ისევ SR-ებია თუ MR-ები დაემატა/შეიცვალა.

SR ვერსია ისვრის მხოლოდ სითბურ რაკეტებს – ხოლო MR მოდიფიკაცია ისვრის ფიზიკურად იგივე პითონ-5 რაკეტას – ოღონდ რადარული დამიზნების ქობინით – ამ რაკეტას ქვია “დერბი” რომლებიც არ გვქონდა 2008-ში მაგალითად.

რადარული დამიზნების რაკეტებიდან გვქონდა მხოლოდ ბუკები სამწუხაროდ. რომლებსაც მინიმუმ 1 დიდი ქილი აქვთ.

10კმ სროლის რადიუსის მქონე სპაიდერმა თუ არ ვცდები 11 მიზანი ჩამოაგდო, 3 დღეში, სითბური რაკეტებით მხოლოდ. რო წარმოიდგინოთ რუკაზე რა პატარა რგოლია 20კმ-ი დიამეტრში და რო 1 ცალი იყო სულ ასეთი, რომელმაც მოქმედება დაიწყო დასავლეთ საქართველოდან და დაამთავრა გორთან (შემდეგ უკვე წამოვიდნენ თბილისთან დასადგომად)…

ხოდა როცა ვსაუბრობთ კრიტიკულ რაოდენობაზე, საუბარია იმაზე რომ… მინიმუმ რეგულარული არმიის თითო ასეულს უნდა ყავდეს ერთი გათვლა გრომით (5 ბრიგადა, 15 ბატალიონი, 45 ასეული – მინიმუმ 45 გრომი) – პლიუს ყველა სააერტილერიო შენაერთს 1-2 გრომი მაინც უნდა ქონდეს, პლიუს ყველა სატანკო შენაერთს, პლიუს… პლიუს… მოკლედ გრომი უნდა გქონდეს არა 30 ცალი – არამედ 200 ცალი, თავის კვადროციკლიან მობილური გათვლებიანად – ნუ ვთქვათ 50-70 ეგეთი მობილური გათვლით… და მაშინ ისენი შექმნიან ისეთ ფონს – რომელშიც ცხვირის შემოყოფა არავის მოუნდება.

ასეთ დროს მოწინააღმდეგე ეცდება სიმაღლეზე წავიდეს (გრომი ისვრის 3-4კმ -ზე ზევით) – სიმაღლე ნიშნავს იმას რო არ გააკეთებენ მოიერიშე თვითმფრინავებით დარტყმებს, და პრაქტიკულად გამოირიცხება უშუალო აქტიური fire support-ი ზოგადად. როგორც მოიერიშე თვითმფრიანვებით – ასევე იმავე “მი-28”-ების რო ძალიან გვეშინია – 14 ცალი რო ყავს რუსეთს თუ უკვე მთელი 20! – ვერტმფრენები ბულკია რეალურად…

სპაიდერი უნდა გვყავდეს არა 1 და არა 2 არამედ 10 და 20 – არა მხოლოდ პითონ, არამედ დერბი რაკეტებით – 30-35კმ -ის რადიუსი და პრაქტიკულად ჭერი “ბოლომდე” – სულ სხვა “სიმღერაა”

Первый международный форум "Технологии в машиностроении-2010"

ბუკი-ის რაკეტები და რაკეტ მზიდები

არაფერს არ ვერჩი ბუკებს, უბრალოდ ძონძროხაა, ვერ მოძრაობს (და არ უმოძრავია ომისას) და დარწმუნებული ვარ ყველა ბუკის ოპერატორს სპაიდერი და ზედ დერბი რაკეტები ურჩევნია. მარა თუ გვყვს – იყოს, თუ 2-ჯერ იაფია სპაიდერზე – გაიზარდოს რაოდენობა, 10-მდე სიტყვაზე, დადგეს სტაციონარულად ქალაქების გარშემო(როგორც იყო – ერთი იდგა გორთან, ერთი ვროძე იდგა თბილისთან – მართალია რატო ვერ შეუშალეს ხელი კონკრეტულ თავდასხმებს – უცნობია, მარა მანდ ბევრი ტექნიკური ფაქტორი შეიძლება იყოს. რამდენადაც ვიცი მაგალითად ტუ – ჩამოაგდო გორთან მდგომმა ბუკმა. ასე რომ არაეფექტურიას ვერ ვიტყვით ვერანაირად)

Ćwiczenia_przeciwlotników_04

პოლონელები, გრომებით

რა თქმა უნდა ბავშური ოცნებაა რო თან 200 გრომი გვექნება ჯარის ნაწილებში (არადა ჩვენი ზომის ქვეყნებს 2-ჯერ მეტიც აქვთ) – თან 10-20 სპაიდერი, თან 10-მდე ბუკი… ეს იდეალური ვარიანტია, რომელიც არც ისეთი… უღმერთოთ ძვირი ოცნებაა და სისულელე პაკაზუხა სროლებზე ფულის ხარჯვას თითო ეგეთი სისტემა იყიდონ ხოლმე…

მაგრამ ეს არც არის საჭირო, როგორც… შერჩევითი გამოკითხვისას – არაა საჭირო ყველა რესპოდენტი გამოკითხო. საკმარისია მხოლოდ სტატისტიკურად ვალიდური რაოდენობა.

ის ზიანი რაც მივაყენეთ 3 დღეში რუსულ ავიაციას – თითქმის ზღვარზე იყო ამ სტატისტიკურად ვალიდური ოდენობისა. რეალურად… როცა საუბარია მოწინააღმდეგის “ბრიგადის განადგურებაზე” – არასოდეს არ არის საუბარი რო ყველა კაცი უკლებლივ იქნა მოკლული, არა, საუბარია იმაზე რომ 1/3 “გამოეთიშა” ბრძოლას, ან უკეთეს შემთხვევაში 50% – თანაც უმეტესობა დაიჭრა და ზოგიც უკიდეგანოდ დაშინდა… და ვსიო, ბრიგადა წყვეტს ბრძოლას.

ჰაერზე კიდევ უფრო… კიდევ უფრო ნაკლები რეალური ჩამოგდებებია საჭირო. 1/3 რო არ დაბრუნდეს უკან – ჩათვალე მეტი გაფრენა აღარც იქნება, უბრალოდ არ ღირს. ისევ რუსებისავე ინფორმაციით საზიზღარი ვითარებაა რუსულ ავიაციაში და ამას პატრიოტი რუსი ავიაციის გენერლები საუბრობენ – იმ მიზნით რო ყურადღება მიაქცევინონ ხელმძღვანელობას რო 5%-საც არ შეუძლია საბრძოლო მისიების შესრულება.

ანუ ის რაციხვი რაც ინტერნეტში წერია “ფიზიკურად არსებული თვითმფრიანვებისა” – რომლების 90%-ით მორალურად და ფიზიკურად დაძველებულია – იმის 5%-ს შეუძლია რეალურად ფრენა, ცუდი ის არის რო ის 5% ლამის მთლიანად ჩვენ მხარეს აქვთ მობილიზებული, როგორც იტყვიან “ნამ ხვაწიტ” – განსაკუთრებით თუ 1 სპაიდერი გვეყოლა, 2 ბუკი და 30 გრომი…

ხოდა სტანდარტული სიტუაცია ასეთია: გამოფრინდა თვითმფრინავი კონკრეტულ მიზანზე, შუა გზაში ქონდა “აბლუჩენიე”, იმანერვრირა, გავიდა აბლუჩენიედან, დაუბრუნდა მიმართულებას მიზნისკენ, ცოტა ხანში კიდე ქონდა აბლუჩენიე სხვა მხრიდან და ქონდა პუსკი – ვსიო, იმის მისია დამთავრდა, კარგ ვარიანტში რაკეტას აიცდენს – და ბედნიერი წავა, სახლში დაჯდება, მედალს დაკიდებენ – დამთავრდა – ყველა შემდეგი გაფრენისას ყველა უბრალოდ აბლუჩენიე – გამოიწვევს გატრიალებას, არ გამოიწვევს და 3-4 გაფრინიდან 1-ს მაინც რო ესროლო, დღის ბოლოს აღარავინ აფრინდება, მითუმეტეს თუ ნახევარი გასროლები მაინც წარმატებული იქნება და ვთქვათ 10 აფრენილიდან 4 არ დაბრუნდება. მე არ ვოცნებობ, ეს ჩვეულებრივი სამხედრო… თეორიაა, აზრი ეკარგება გაფრენებს, 10 გაფრენა იყო მიზანზე, მიზნამდე მივიდა 1, დაიკარგა – 4 – რამდენიც არ უნდა ასხა 100 გრამ და ტენო პილოტები კაბინაში – პირველივე პიპინისას ყურებში ყველა ფხიზლდება…

და თუ საჯარისო ნაწილების რაკეტებით უხვად ეკიპირება მოხერხდა… უარესი შედეგებიც იქნება – იმიტო რო სითბური რაკეტების პუსკები და “ზახვატები” არ ესმით პილოტებს ყურებში… ზოგ პუსკს ამუღამებს თვითმფრიანვის აქტიური რადარი მარა ზოგსაც ვერ…

იმის თქმა მინდა რომ არაა საჭირო მაინდამაინც 300 გრომი, საკმარისი იქნებოდა ალბათ 100 გრომი, თუმდაც 30 კვადროციკლებზე და დანარჩენები ნაწილებში. საკმარისი იქნებოდა ალბათ 10 სპაიდერ MR-ი, მათ შორის ვთქვათ თითო ბრიგადას დაყვებოდეს თითო, დანარჩენი 5 კონკრეტულ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ზონების დახურვაზე.

საკმარისი იქნებოდა 5-7 ბუკი იმავე სიტუაციაში – 2-3 თბილისთან, თითო – თითო დიდ ქალაქზე.

და ვსიო, ეს შექმნის საკმარის ფონს – რო აღარასოდეს მეტი ქართველებს ავიაციის არ ეშინოდეს.

კი იდეალური იქნებოდა 200 გრომი, 20-30 სპაიდერი, 10-15 ბუკი… არც ეს არის მიუღწეველი მაგრამ გასაგებია რო მარტო ჰაერ-საწინააღმდეგო საშუალებებზე ვერ დაკონცენტრირდება ჯარის ფინანსები.

20 სპაიდერის ერთბაშად შეძენა დაჯდება სადღაც 1 მილიარდი დოლარი.

200 გრომი დაჯდება 100 მილიონი. გრუბად რო ვთქვათ – 1-2 სპაიდერის ფასად შეიძლება 100 გრომი იყიდო და 500 რაკეტა – და სამხედრო თემისთვის ეს არ არის დიდი ფინანსები, ორფოლოში 1 ტელევიზებისთვის საჩვენებელი ბრახა-ბრუხის ჩატარების ფასად მოგივა 20-30 გრომი…

გასაგებია რო “ოპა” და 20 სპაიდერს ვერავინ იყიდის, მარა წელიწადში 3-4-ის ყიდვის გაქაჩვა – შეიძლებოდა… 20-30 გრომის ყიდვის გაქაჩვა შეიძლებოდა… ისე რო სხვა საჯარისო ნაწილებს არაფერი დაკლებოდათ.

2-3 წელიწადში დაგროვდებოდა კრიტიკული მინიმუმი.

მესამე თემაა რო იზრაელთან ურთიერთობა გავიფუჭეთ – არ ვიცი რა ვითარებაა დღეს ამ მხრივ… მარა პოლონეთთან ხო გვაქ არა კარგი ურთიერთობა? – არ გამოდის სპაიდერები? – ვიშოვოთ ბუკები უკრაინაში, ან რაიმე სხვა Mid range სისტემა, იყოს ცოტა – მარა სამაგიეროდ იყოს ბევრი გრომები, ანუ რაღაც დოზამდე ერთის დიდმა რაოდენობამ შეიძლება დააკომპენსიროს მეორის სიცოტავე… მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს.

Advertisements

მოქმედებები

Information

4 responses

27 06 2013
ozzyka

შენი წერის სტილი, მიდგომა (განსაკუთრებით ამ “საიდუმლოებებზე”. ისედაც რომ ყველამ იცის და ვინც არ იცის იმას ოტ ი დო ###ზე ჰკიდია და იმიტომ არ იცის.) და საკითხის გაშლა მაგრად მევასება : ))))))

28 06 2013
ლია

გაუგებარია (გამოგრჩა) რითი ხდება მოწინააღმდეგის მიერ საჰაერო თავდასხმა. ბონბადმშენები და გარშემო მოზუილე მოიერიშეები არაო, ბულკიაო. აბა რა? ქვემოთ რომ ლურსმნებს ვისვრით და იმის აპარატების ფრენის ზღვარი ზემოთ რო აიწევა რატოა ეს კარგი?

და კიდე ბუკი-შმუკი და ეგეთი სახელები ვერ გავიგე რა რაა. თავიდან კარგად ხსნიდი და მერე აადომხალე. სადმე ახსენი რა?

და ისა, რუსეთი გარეკილი როა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა რომ არ უჭირს და ეს დაპანიკებული მშვიდობიანი მოსახლეობა რომ დაქრის აქეთ-იქით და ფეხებში ედება ყველას, ამას რას უშვები?

28 06 2013
საჰაერო თავდაცვა – დანართი | Military Thoughts

[…] წაუკითავს წინა პოსტი, ვკითხულობთ აქ: https://militarytheory.wordpress.com/2013/06/25/sam/ […]

29 08 2013

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: