საჰაერო თავდაცვა – დანართი

28 06 2013

წინა პოსტში ვეღარ მივაბი, აზრი ისედაც გამირბოდა და თან უზარმაზარი გამოდიოდა პოსტი, ამიტომ აქ, დანართის სახით:

(ვისაც არ წაუკითავს წინა პოსტი, ვკითხულობთ აქ: https://militarytheory.wordpress.com/2013/06/25/sam/ )

ჰაერ საწინააღმდეგო სისტემებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქ – ურაკეტო-ურადარო, პასიურ ლოკატორებს.

პასიური ლოკატორები რეალურად არის უბრალოდ ძალიან ძლიერი მიმღები ანტენები, გამაძლიერებლებით და სიხშირეების ანალიზით და – და რაც მთავარია კომუნიკაციით სხვა მსგავს დანადგარებთან, შედეგად სპეციალური ალგორითმებით 3 ან მეტი ასეთი ლოკატორი “ადგენს” მოწინააღმდეგის ადგილ მდებარეობას სამყაროში – მისივე გამოსხივებული ნებისმიერი რადიო ტალღების მეშვეობით.

ანუ მაგალითად ჩვენი ომისას – ვლადივასტოკში აფრენების დაფიქსირება ხდებოდა ომის დროს(პირდაპირი ხედვა არ არსებობს, ხვდებით – სისტემას გააჩნია ავტომატური გადამთვლელები, რომლებიც ღრუბლებიდან არეკლილი რადიო სიგნალის დეტექციას ახდენს და მერე გამოთვლას საიდან წამოვიდა ის(ისევ და ისევ სიზუსტისთვის რამდენიმე ერთმანეთისგან 100-150კმ-ით დაშორებული სადგური ერთად აანალიზებს და ერთმანეთში ათანახმებს მონაცემებს და მხოლოდ ამის მერე ხდება მეტ-ნაკლებად ზუსტი მდებარეობის დადგენა)) – თვითვმფრინავების სანავიგაციო რადარების დაჭერით, მერე “სვოი ჩუჟოი” სისტემის რადარებით(უკვე ფრენისას), მერე ნებისმიერ წამს საბრძოლო რადარს რო ჩართავს თვითმფრინავი – რაიმეს დასამიზნებლად, მერე – უბრალოდ რაციაზე რო გამოდის პილოტი – იმით.

ასეთი სისტემები აქტიურად გამოიყენება ასევე გემების მონიტორინგისთვის, დეტექციისთვის და ლოკაციის დადგენისთვის, მოწინაარმდეგის ჰაერ-საწინააღმდეგო რადარების დეტექციისთვის, ტანკების აღმოსაჩენად, ხშირად ერთეულოვანი რაციებზე გამოსვლების აღმოსაჩენად და “რუკაზე დასასმელად”.

ძალიან დიდი პლიუსია მოქმედების უზარმაზარი რადიუსი (600-800კმ) და ის რო თვითონ – “არ ჩანს” – იმიტო რო არაფერს არ ასხივებს, სამაგიეროდ ვერც ვერაფერს ისვრის.

250px-Kolchuga-passive-sensor_maks2009

უკრაინული “კალჩუგა”

სუფთად ინფორმაციის მოპოვების საშუალებაა. გამოიყენება ძირითადად ზოგადი სურათის შესაქმნელად, მოწინააღმდეგი აფრენების-საზღვართან მოფრენების დეტექციისთვის და მერე ცენტრის მიერ – სწორი ჰაერ-საწინააღმდეგო დივიზების “ჩასართავად” – ანუ იდეაში არცერთი რადარი მუდმივად ჩართული არ დგას, დგას 1-2 ძლიერი რადარი, რომელიც პირველი მიზანია მტრისთვის ამის გამო, და ამიტომ უნდა გქონდეს 5-6 ცალი ასეთი და ანაცვლო დროში რომლებია ჩარტული და რომლებიც გამორთულია – იცვლიდნენ პოზიციას.

ასეთ პირობებში ყველა დანარჩენი აქტიური სისტემები – ელოდებიან შეტყონებას ჩართვაზე – ხოდა აქ შემოდის მთავარ პლანზე პასიური სადგურები.

გვქონდა ასეთი 1 სისტემა (ანუ 3 გათვლა) – ომის დროსაც გვქონდა, რუსებმა მშვენივრად იციან ეს იმიტო რო ქვეითი ჯარი ეძებდა უკვე ომის მერე…

მაგრად იმუშავეს და ბევრი და გაუჩერებლად, აღარ გვაქ – იმიტო რო ვიღაცამ ვინც ისენი იყიდა თავიდან  – უკრაინაში პრეზენტაციაზე გაიგო რო თურმე ეს რაკეტებს არ ისვრის :D – და მე მგონი იმისთვის რო მერე გაემართლებინა ეს ამბავი თავის შეფთან – 24/7-ზე ამუშავა 4 წლის მანძილზე გამოურთავად, 2 წლის მერევე დაეწყო ტექნიკური პრობლემები – იმიტომ რომ ეს არის მობილური საბრძოლო ტექნიკა, რომელიც უნდა იხმარო მარტო საჭიროებისას და დანარჩენი დრო დაასვენო და კიდე ჩართო ხოლმე სწავლებებისას, და არა 24/7-ზე მორიგეობა წლიდან წლამდე… 1-ხელ ჩამოიტანეს ზაპჩასწები, მეორედ დაიკიდეს და 3-დან ერთ-ერთი გათვლა დაშალეს ნაწილებად, იმიტო რო ჩვენთან ზოგადად პვო-სადმი სისტემური მიდგომა პრაქტიკულად არ აქვს არავის, როგროც არაფრისადმი არ აქვს არავის სისტემური მიდგომა, რაკეტებს რო გაიგეს რო არ ისროდა (უკვე შეძენის მერე) – ვაფშე დაკარგა ინტერესი ძირითადმა სამხედრო ესტებლიშმენტმა… არადა უგენიალურესი სისტემაა სწორად ხმარების პირობებში.

ასევე რა იგულისხმება “ვინც არ მოძრაობს – კვდება”-ში, ამას live-შიც ხშირად ვხსნი ხოლმე: მოძრაობა არ გულისხმობს ადგე და წახვიდე სადღაც 9 მთას იქეთ იმისთვის რო “სრულებით მოულოდნელი მხრიდან გაჩნდე” – არა – ამის ფუფუნება არავის არ აქვს რეალურ სიტუაციაში, მითუმეტეს როცა იმდენი ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემა გაქ მე რო ვოცნებობ – სხვა ზონაში სხვა აპარატი მუშაობს და ტყვილა შეეკვეტები.

იგივე ვრცელდება ქვეითის ბრძოლაზე – სხვა 20მეტრიან მიწის მონაკვეთზე სხვა ჯარისკაცი იმალება და 2-ნი რო დაიმალებით 1-ი კაცის ზონას აკონტროლებთ და სამაგიეროდ 2-მაგად გემრიელი მიზანი ხართ.

მოძრაობა გულისხმობს – რო ისვრი ერთი ფანჯრიდან, ადგე და გადახვიდე მერე სხვა ფანჯარაში, მერე მესამე ფანჯარაში – მერე ისევ დაუბრუნდე პირველ ფანჯარას, რო ეფარები ერთ ხეს და ისვრი – მერე მოეფარო მეორეს, მერე მესამე ბუჩქს, მერე მეოთხეს, მერე თუმდაც დაბრუნდე პირველ ხესთან.

იგივე ეხება პვო-ს, ყველა პვო-მ იცის ეს და ყველა არტილერიამ, ჩვენებმაც, თანაც ძალიან კარგად, ასე რჩებიან ცოცხლები – გააკეთე ზალპი? – იკეცები, გადადიხარ 2კმ-ით გვერდზე, იქედანაც აკეთებ ზალპს, გადადიხარ 2კმ-ით უკან, იქედანაც – გადადიხარ 3კმ-ით მარცხნივ – რეალურად ერთ ზონაში ტრიალებ და ერთი პოზიცია გაქ – მარა ფიზიკურად – იცვლი ადგილმდებარეობას, იქვე ერთი მინდვრის, ერთი ხეობის, ერთი ზონის ფარგლებში.

და ბოლოს რა შეუძლია ქნას ჰაერმა – პვოს წინააღმდეგ?

გემოცდილება ასეთია – საბჭოთა კავშირმა, გადამეტების გარეშე ვამბობ ამას – ავღანეთი წააგო ხელით გადასატანი სტინგერების გამო, ავღანელებმა მოახერხეს და ბრძოლა დაიყვანეს მიწაზე ფოფხვამდე – რაშიც ყველას შანსი აქ საკუთარი სახლის პირობებში. საბჭოთა კავშირის არმია 10-ჯერ უკეთესად იყო მომარაგებული ვიდრე დღევანდელი რუსეთის და 3-ჯერ დიდი იყო და ვერაფერი ვერ ქნეს, ფიზიკურად – ვერაფერი, მაშინ ახალი და დღეს ყველანაირად მორალურად მოძველებული სტინგერის პირველი მოდელების წინააღმდეგ, პრი ეტომ – რუსული ტექნიკა იმის მერე არ შეცვლილა, სტინგერების ბოლო თაობა კი… გრომიც ბევრად უფრო ახალი სისტემაა ვიდრე რუსული საფრენი აპარატები…

ამერიკამ ერაყში – ჯერ დიდი ზომის სტაციონარულ რადარებს ხია მიწა-მიწა ტიპის რაკეტები, მერე შეუშვა  stealth ბომბდამშენები ჰაერი-მიწა ტიპის რადარის გამოსხივებაზე დამიზნებადი რაკეტებით და რამდენიმე დღე რეიდების მერე თითქმის მთლიანად მოსპო მათი თვალები – რადარები. ერაყის პრობლემა იყო სტაციონარული დოქტრინა, არაფერი არსად არ მოძრაობად, 100 მეტრითაც კი. და ერაყელების პრობლემა – იყო stealth თვითმფრინავები ამერიკელების ხელში.

რუსებს არაფერი stealth არ ყავთ და კიდე კაი ხანი არ ეყოლებათ, ამერიკა 5 წელიწადში მთლიანად stealth-ზე გადავა ამასობაში.

ავღანეთს არასოდეს ქონია განვითარებული რადარული PVO, სამაგიეროდ უკვე ამერიკელებთან ომისას – ავღანელებს ქონდათ საკმაო რაოდენობით საბჭ.კავშირთან ომის დროიდან შემორჩენილი ამერიკელების ნაჩუქარი სტინგერები… რა ქნა ამერიკამ ამის წინააღმდეგ? – გენიალური რამე. აგენტების მეშვეობით იერიშამდე 2 თვით ადრე – შეისყიდა რიგითი ავღანელებისგან, დაჯგუფებებისგან, ტალიბანისგან – სტინგერები, ძალიან “გემრიელ” ფასად – რომელ ფასადაც მერე იმათმა იყიდეს ავტომატები, ყუმბარ მტყორცნები და ტროტილი… მარა სამაგიეროდ – მერე ჰოპ – და გაჩნდა ავღანეთის ჰაერში ამერიკა. მარა დღემდე რო გავარდება ხმა რო რომელიღაც სექტორში ვიღაცამ თვალი მოკრა რო ვიღაცას სახლში ედო 1 სტინგერი მაინც – იმ სექტორის თავზე ჰაერი იკეტება, “we have no air support until we find it” – შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტალისტიკები ავღანეთიდან, და ტარდება უზარმაზარი წმენდითი ოპერაციები – სანამ არ იპოვნიან და ამოიღებენ ერთ ან ორ ცალ 30 წლის წინანდელ მხრიდან გასაშვებ რაკეტას.

უკვე რაკეტის გაშვების მერე – ნებისმიერი ტიპის რაკეტის, იწყება 50/50 თამაში, რომლის მოგება/წაგებაც დამოკიდებულია თვითმფრინავის ტექნოლოგიურობაზე, მანევრულობაზე და რაკეტის ტექნოლოგია/მანევრულობაზე. აქაც რუსები მძაღედ არიან თავიანთი 30-50 წლის წინანდელი ტექნიკით. თანამედროვე დასავლურ თვითმფრინავებსაც პატარა შანსი აქვთ რეალურად უკვე გაშვებული რაკეტის წინააღმდეგ და… თვითმფინავი ცდილობს ყაროს “სითბური პრიმანკები” – რო რაკეტა მოტყვილდეს, თუ რაკეტა სითბურია, თუ რადარულია – თანამედროვე დასავლური თვითმფრინავები აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით რომელიც ამოიცნოს მფრინავი რაკეტის რადარის სიხშირეს, ანასტროიკებს საკუთარ სპეციალურ გამომასხივებელს იგივე სიხშირიზე და ცდილობს ასხივოს იგივე სპექტრში თავისით რაღაც 5-მაგად მძლავრი სიგნალები და რამე გზით “დააბნიოს” რაკეტა, ამიტო ბევრი თანამედროვე რადარული რაკეტა კომბინირებული ტიპის არი… მარა ნებსმიერ შემთხვევაში უკვე გაშვებულ რაკეტაზე საუკეთესო შემთხვევაში 50/50 -ზეა თვითმფრინავისთვის, და რუსების შემთხვევაში კაი 80%-იანი hit-ია.

F117BankingHardLeft10oClock

F-117 Stealth ბომბდამშენი

რა არის stealth ტექნოლოგია? – რეალურად ეს არის “არა აეროდინამიურად იდეალური” თვითმფრინავები, რომლებსაც ნაცვლად მომრგვალებული ფორმის დეტალებისა (სკოლის ფიზიკის კურსიდან ყველამ ვიცით რა ფორმა უნდა ქონდეს ფრთას იმისთვის რო შექმნას ამწევი ძალა, რა ფორმა უნდა ქონდეს ცხვირს – რო იყოს აეროდინამიული და ა.შ.) – აქვს “ბრტყელ ზედაპირიანი” დეტალები, რომლებიც კიდევ დაფარულია რადიო ტალღების “ცუდად ამრეკლი” საფარით, და თვითმფრინავის უმეტესობა ზედაპიერებისა თანაც ერთ სიბრტყეშია, ერთ მხარეს “იყურება”  – როგორც რეზულტატი რადიო ლოკატორის გამოსხივებას თვითმფრინავის უმეტესობა ზედაპირები ირეკლავს – ბრტყელი სარკესავით – და როგორც ყველამ ვიცით – სარკეში საკუთარ თავს ხედავ – მხოლოდ წინიდან ყურებისას.

რადარი კი მუშაობს ზუსტად მასე – საკუთარივე გამოსხივებას იჭერს უკან და ამით ხვდება რო რაღაცამ ის აირეკლა და რა მიმართულებიდან აირეკლა, ხვდება რამდენი ხნის წინ აირეკლა – ანუ რა მანძილზეა… – ხოდა stealth თვითმფრინავები – ირეკლავენ, უბრალოდ “იქეთ არა” – კი – არის მომენტი როცა უცებ “ბლიპ” და რაღაცამ  გაიელვა – ანუ თვითფმრინავის რომელიღაცა ბრტყელი პანელი მოხვდა შესაფერისი კუთხით რადარისკენ – მარა დრო არ არის საკმარისი – დასამიზნებლად.

დღეს ასეთი… “აგურების” ფრენა შესაძლებელია განვითარებული ძრავების და მართვის კომპიუტერული სისტემების მეშვეობით, ზოგადად უმეტესობა მე-5 თაობის თვითმფრინავებისა – კომპიუტერი რო გამოურთო – ჩამოვარდება, ზოგ აპარატებზე პილოტებს აღარც აქვთ “ტროსებით” backup-ი სამართავ ზედაპირებზე, აზრიც არ აქვს – იმენნა ჰაერში არა სტაბილური მფრინავი ობიექტებია – რომლებსაც აფრენს კომპიუტერი და ძრავი.

მოკლედ დაჟე NATO ძალიან რთულად ებრძვის PVO-ს… რეალურად თავის ბადალს რო გადაეყაროს – ანუ აი ისეთ PVO-ს მე რო ავღწერე – ჰაერი იფრენს საკუთარ ზურგში, ვერტმფრენები – მიწევენ ჯარებს ფრონტამდე და წამოვლენ უკან, მოირიშე თვითმფრინავების და ვერტმფრენების გათვლითი სიცოცხლის უნარიანობა ისედაც 1-2 გაფრენაა… მარა ვ იტოგე – მტრის ზურგს ჰაერი ვერ დაემუქრება სანამ იქ მინიმალური PVO მაინც არის. მაგ დროს PVO-ზე ნადირობს არტილერია(ჩვეულებრივი და მიწა-მიწა ტიპის რაკეტები) და ნადირობენ დივერსიული ჯგუფები, მარა მაინც – სანამ იმენნა 1-2 დანადგარამდე არ დაიყვან 400-500კმ-ზე – (ჩვენ სუ ვართ ამხელა) – მანამდე შეფრენა არარენტაბელურია.

ასე რომ ნორმალურ პვო-ს – ვერაფრით ვერ ებრძვის ვერავინ, ვერც დასავლეთი – ვერც რუსეთი მითუმეტეს. განსაკუთრებით მხრით გადასატან რაკეტებს. უბრალოდ ასეთ რაკეტებს როგორც წინა პოსტში ავწერე პატარა რადიუსი აქ და დაბალი “პატალოკი” – და კიდე თვალით დანახვის აუცილებლობა მიზნის – გასროლამდე.

Advertisements

მოქმედებები

Information

3 responses

8 07 2013
zvigena

საქართველოს პირობებში წყალში გადაყრილი ფულია “კოლჩუგის” შეძენა

28 08 2013
kozmani1

ამ ერთი კომპლექსის შეძენით დაახლოებით 8 000 000$ ია მოტეხილი მერე სხვადასხვა მაქინაციებით ძმურად გაყოფილი მერე იმ ფულით ვილები და ათასი სხვა რამ შეძენილი…

29 08 2013
David_S

სწორი გამოყენების პირობებში კალჩუგასაც მოეძებნებოდა “თავისი ადგილი”. კავკასიონის ქედსაც “მოევლება” თუ სწორ პოზიციებს შეარჩევდნენ. ახლა კალჩუგას რომ “ვერა” სჯობდა ეგ გასაგებია, მაგრამ არც კალჩუგა იყო მთლად ნაგავი, განსხვავებით “OCA”-სგან

ბუკებმა კიდე იმიტომ ვერ “იმუშავეს”, რომ დივზიონის 6 ერთეული COУ + 3 ერთეული ПЗУ-დან ომის დროს საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად ანუ გამართული იყო მხოლოდ ერთი (!!!) COУ + არ ხდებოდა СОЦ-სგან მიზანჩვენების მიღება

უნდა გამოიძიონ ჰსთ-ის საქმე:
1, რატომ იყიდეს OCA-ები
2, რა მდგომარეობაში ჩამოვიდა Бук-M1-ის დივიზიონი
3, რადიოლოკაციურ სადგურებს (36Д6, П-18) რატომ არ ჰქონდათ სათადარიგო პოზიციები + მასკირების და შენიღბვის რამე საშუალება თუ ჰქონდათ საერთოდ (ცრურადარები, ცრუპოზიციები და ა.შ)
4, გრომების ელექტრონული ჩიპების თემა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: