რა არ მომწონს ივანიშვილში?

10 08 2013

რა არ მომწონს ივანიშვილში?

დავაიწე პრიკინემ:

ივანიშვილის აქტივები – არის რუსეთში.

მინდა კარგად გაიგოთ – უბრალოდ რაღაც “საჩუქრად” მიღებული რამე ორგანიზაციის აქციები და იქედან მიღებული შემოსავალი კი არა…

მისი შექმნილი, მისი შვილი, ზურგით ნათრევი, გარისკული და გამარჯვებული, ჭაღარა დამმართველი – ბიზნესი – არის რუსეთში.

ვისაც რაიმე პატარა ბიზნესი მაინც წამოუწყია – იცის რაზე ვსაუბრობ.

რუსეთი რო ამერიკა იყოს და ყველაზე დემოკრატიული და არა კორუმპირებული ქვეყანა იყოს – მაინც იქნებოდა შემდეგნაირად:

როგორცკი ივანიშვილი მოიქცევა მკვეთრად რუსეთის მთავრობის ინტერესების წინააღმდეგ – ივანიშვილი დაკარგავს მის აქტივებს. ასე მოიქცეოდა თითქმის ყველა ქვეყანა – გარდა მთლად ძალიან პრინციპულებისა(შვეიცარიის მაგალითდ…), და მამენტ რომელი ქვეყანაც არ მოიქცეოდა – ინანებდა. მითუმეტეს რუსეთი, მითუმეტეს მისი აქტივები ბევრს უნდა იქ…

ივანიშვილს რო უბრალოდ შემოსავალი ქონდეს რუსეთიდან… რაღაც ბიზნესში წილი – შეიძლებოდა გვეფიქრა, ვთქვათ – რო ის “გაწირავს” მის რამდენიმე მილიონიან(არადა მილიარდიან) – შემოსავალს – სამშობლოს სიყვარულის გულისთვის…

გჯერათ? – მე არ გავწირავდი… არც არავინ მეგულება ვინც გაწირავდა ფულს, ფუფუნებას, კომფორტს – სამშობლოს სიყვარულის აბსტრაქტული მცნებისთვის… მითუმეტეს ადამიანი რომელიც… კაი ხნის “შემჯდარია” ამ ცხოვრების წესზე…

მარა არა – ივანიშვილს უბრალოდ შემოსავალი კი არ აქვს იქედან – იქ მისი ბიზნესია, მისი შექმნილი უზარმაზარი მონსტრი, შვილი, სამყარო… დარწმუნებული ვარ დეტექტორზე რო მივაერთოთ და ვკითხოთ საქართველო უფრო უყვარს თუ ის კომპანია – ფული რო ვაფშე არ მივიღოთ მხედველობაში – მოუწევს აღიარება რო ის კომპანია.

საქმე იქამდე კი არ მივა რო ივანიშვილმა “ძალისმიერად” ეცადოს რაიმეს დაბრუნებას (მაგალითად შექმნას სამხედრო ალიანსი რამდენიმე პატარა ქვეყანასთან, პარალელურად მიაღწიოს რუსეთის “იზოლირებას”, დაშინებას საერთაშორისო ორგანიზაციების მერე, მერე დაელოდოს ფინანსურ დასუსტებას – მიმდინარე პროცესების გამო და…) – არა არ მივა საქმე აქამდე

ივანიშვილი დაკარგავს აქტივებს როგორცკი ჯარის აღმშენებლობას უბრალოდ ეცდება – რუსეთი გამოაცხადებს რო ის იქ მოპოვებული ფულით – აფინანსებს მტრის ჯას, წერტილი. ჩვენს იგივეს ვიზამდით.

ნატოში შესვლის ოოოოოოოოოოდნავ რეალურობა გაჩნდება? – დაკარგავს აქტივებს.

მეტიც, აი ჩვენ რო ვოცნებობთ რო რუსეთი სუსტდება, რო გაზის შემოსავლებს კარგავს, რო პოლიტიკურად ერხევა… რო ჩინეთი… სულ ერთია – რამდენადაც არ უნდა ჩაეშვას რუსეთი და დაერხეს – სანამ ბიძინას ბიზნესი იარასებებს – ბიძინა არ გაიფართხალებს, როგორი “შესაფერისი” მომენტიც არ უნდა დადგეს, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა გვქონდეს დანარჩენი პლანეტისგან(არადა ეგ მხარდაჭერა არ გაჩნდება, მაგას 5 იმდენი მუშობა უნდა) – არასოდეს ბიძინა არ გაინძრევა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ

მე რო ვამბობ რო მოღალატეა – ამას ვგულისხმობ, კაცი ფულს იღებს – საქართველოს “რუსეთის ფრთის ქვეშ” შეყვანაში რა – ირიბად მარა ასეა. შეიძლება სინდისიც აწუხებს და არც უნდა…

გინდათ ჩვენი შანსი? – რუსეთი რამეზე უცებ გაბრაზდეს, არ დააცადონ ბიძინას დაზადნვა და “გამოსწორება” სიტუაციის რუსეთის სასარგებლოდ და ყველაფერი დაახიონ – აი მერე გაბრაზდება და მერე გვექნება შანსი… მარა მანდაც… გაბრაზებული და მასეთი დანაკარგ განცდილი… მასე დაემართა ბინ-ლადენს ამერიკაზე რო გაცოფდა და იმდენი ადამიანი შეწირა სრულებით არასწორი ფორმით, გაუგებარი მოლოდინით და მოთხოვნებით ამერიკასთან ჭიდაობას…

მომენტის ამბავია რა ყველაფერი – ბიძინა გაუშვებს მომენტს – საქართველოსთვის – ეხლა, მერე 4-5 წელიწადში როცა სომხეთივით რუსეთის სატელიტი ვიქნებით დანარჩენი პლანეტის თვალებში – ბიძინას დაახევენ მის აქტივებს, ბიძო გაბრაზდება – მარა უკვე გვიან იქნება მთელი ქვეყნისთვის და უარესს მოიტანს

ამ ფონზე ვფიქრობ ბიძინა მთლიანად შეგუებულია საქართველოს რუსეთის… პროვინციობას

უბრალოდ, თუ მართლა რამე სიკეთე უნდა – ცდილობს “უკეთესი ცხოვრება” ქონდეს ჩვეულებრივ რიგით ქართველს… წიპა “დავიკიდოთ” ეს მილიტარიზმი, დავიკიდოთ ტერიტორიები, დავიკიდოთ ის რო მათხოვრის კარზე – მათხოვრები უნდა გავხდეთ(მდედრების კარზე მათხოვრობის პერსპექტივის ნაცვლად)

მე ვფიქრობ ის თვლის რო საქართველოს შანსი არც არასოდეს ქონდა – რო ჩვენი ერთადერთი პრასვეტი არის სრულებით შევეგუოთ დინებას და ვეცადოთ რაღაც ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას მაინც, წიპა “სასამართლოს გახსნილობა”, “გენდერული თანასწორობა”

და მგონი დაიწყო იმის მიხვედრა რო როგორცკი რუსული… “აურა” ბრუნდება – შემოდის რუსული “დუხიც” – და ის ლიბერალური იდეებიც – კვდება… და ამიტომ ფიქრობს რო ნახუი ეტა ვსიოო და წავა…

და ბოლოს თვლის რო ეს ყველაფერი სამართლიანია და თავს დამნაშვედაც არ იგრძნობს

რატო ამირჩიეთო? – ამდენი ნაგავი მყავდა გარშემოო – ყველამ იცოდითო, ისიც იცოდით რო რუსეთში ფესვებ გადგმული ინტერესები მაქო – რატო ამირჩიეთო?

თქვენით გაიყიდეთო ფულზეო და მე მიტრაკებთო?

ყველა ჩვენგანმა რა მოიგო ბიძოს არჩევით? – 50 ლარით მეტი თვეში? – ვსმისლე მოლოდინი რისი ქონდა, ნუ რეალურად არაფერი გაზრდილა ხო – მარა მოლოდინი იყო რო “ცოტა მეტი კომფორტი” გვექნებოდა ყოველ ჩვენგანს საკუთარ ოჯახში

და ამად დახუჭეთ თვალები და შემოხაზეთ 41-ი, დახუჭეთ ბურჯანაძეზე, გუბაზაზე, დავითაშვილზე… რუსეთის პროვინციობაზე

ხოდა მოელით რო ივანიშვილი – მილიარდებს გაწევს გვერდით – ოღონდ დამნაშავედ არ იგრძნოს თავი?

გინდოდათ ფანატიკოსი, ბაცანა, ემოციური ნაციონალისტი? – აგერჩიათ ისო

არადა – თვითონ ხართ დამნაშავეებიო – მისი რა ბრალია, იქნებ გულში დაჟე პატრიოტია და დაჟე უნდოდა ხმა არ მიგვეცა და გვეჩვენებინა რო თითოეული ჩვენგანისთვის – საქართველო არ იყიდება რაღაც ჩვენს პირად პატარა ბენეფიტებზე

მარა ნწუ – იყიდება, ყველა ჩვენგანმა პააააატარა კურკლი მოვიგეთ – და მაინც გავყიდეთ – ხოდა ის – იასნად გაყიდის.

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: