როგორ დაიწყო და დამთავრდა 2008/08/08 – IMHO

22 08 2013

სიმართლეს არავინ არასოდეს იტყვის, მისი რომელიმე ვერსია – ბოლოს ჩაიწერება ისტორიაში და ეგ იქნება 100 წლის მერე “სიმართლე” იმაზე ჯერ ქათამი იყო თუ ჯერ კვერცხი

 

დღეს ჩვენ ეგ აღარ გვახსენდება მარა ჩვენ ეს ისტორიაში შეტანის ამბავი წავაგეთ მაშინ – როცა 7 ავისტოს ომის დაწყება დავთმეთ 8 აგვისტოზე… გაიხსენეთ? 

7-ში “იმათი” მხრიდან მომხდარი საარტილერიო დაბომბვები გაფორმდა როგორც “რაღაც მაიმუნობა”

 

რამდენიც არ უნდა ეცადონ ჩემმა ბიძინისტმა მეგობრებმა “მიშას ბრალია”-ს ძახილი – მე ხელი მაქ ჩამორთმეული ადამინისთვის რომელმაც ომი დაიწყო. მიშას კიდე ეგ ამბავი დახვდა ეგრე – მზამზარეული “მამა – ომი დავიწყეთ” :დ და აირია მერე მონასტერი… უფრო სწორად იასნად მონასტერი ბევრად ადრე აირია მარა ომი ჩვენი მთვრობის არცერთ ინტერესში არ იყო და მანამდე ეს ჯარების გადაადგილებები უბრალო ტრაკის თამაში იყო

 

მეც მასე ვიზამდი – ჯარი ხო არ იჯდება კაზარმებში სანამ ვითარება “დაძაბულია” სადღაც იქ არა? – თვითონაც გაუტყდებათ, ამიტო ჯარებს კრიბავ, აყენებ იქ, აყენებ აქ – ცხელ წერტილებთნ – ასწორებს, ისენიც ერთობიან… შენც გრძნობ რო ეს ბიუჯეტები და რაღაცეები – კაი პონტია და რამე. (იმენნა ასე და ამ ლექსიკით)

 

ხოდა მერე… მერე იქ ერთ სამშვიდობო ასეულს გადაეკეტა “მბობავენ თქვე ჩემმაო” – ასმეთაურს მოხვდა ჭურვი და ძმაკაცი დაეჭრა და… ის ასმეთაური კიდე “გავლენიანი” როჟების ბრატი იყო… გადარეკა სადაც საჭირო იყო და აწია ერთი ამბავი თქვენ შიგ ხო არ გაქვთ (ისევ ამ ლექსიკით) – ამ წუთს მე ამაფეთქეს და ვალოდია სისხლისგან იცლებოდა ხელით მეკავა არტერია ყელზე – ალბათ ვერც გადარჩებაო…

 

გგონიათ ვაკრიტიკებ? – მეც ასე ვიზამდი, ყველა პუნქტში – მეტიც – კიდე უფრო მომთხოვნი და რაციონალური ვიქნებოდი…

 

შედეგად რამდენიმემ “ზევით” მართლა გულთან მიიტანა ეს საკითხი, საუბარი მაქ სამხედრო “ზევით” -ზე და არა პოლიტიკოსებზე, იფიქრა რა მოხდა – იმათ თუ ეპატიებათ ამდენი არტილერია – ჩვენ რა გვიჭირს – ცოტ-ცოტას ადრეც ვისროდით არაფერი არ მოხდებაო. და გაუსწორა ბრატს – ახევინა “ვიზეც საჭიროა” – მიშა რო იძახის “გრუს სპეცნაზმა” თავისიანებს დააყარაო – ნწუ, ჩვენმა საარტილერიო შენაერთმა დააყარა – იმიტო რო “ზევიდან დარეკეს” და ისედაც ყველას მაგრად უტყდებოდა “ამხელა ორკესტრი ხალხის” დგომა მთელ პერიმტერზე და ყურება როგორ იბომბებოდნენ მათი ძმები და რაღაც იდიოტური იურისპოდენციის გამო უუფლებობა უკან სროლის…

 

ხოდა ამათმა რეგვეს და უცებ იქ იქუხა და მოწყდა ზვავი… არაფერი ისეთი, უცებ მეეტყნა იმ ზვავს – მარა ჩვენები მთელ ფრონტზე გაიჩითნენ ჩათრეულები. სადღაც უკან ვიღაცამ, დარწმუნებული ვარ ზუსტად ამ ფრაზეოლოგიაში – ვიღცამ თქვა ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო და…

 

პარალელურად მთელი ეს დრო ურეკავდნენ “მიშას” – მამა გვესვრიან რა ვქნათო, მამა ურეკავდა კონდომ-ლიზას – ის ამბობდა შანსი არააო, მამა მერე ურეკავდა ჩვენ ბიჭებს – დარწმუნებული ხართ რო გესვრიანო? – ესენი ტელეფონს წევდნენ ჰაერში – გესმისო?? – მამა პასუხობდა – ხო მარა თვენ გხვდებათო? – ხოდა სანამ იმ კაცს არ მოხვდა ჩვენებიც ფიქრობდნენ რო პროსტა პროვოკაციაა ახლო მახლოში აფეთქებენ რო აგვაგდონო…

 

ამ გადარეკვა გადმორეკვებში… ვისაც რაიმე ვაფშე უმენეჯმენტია იცის – იკარგება გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვი და სიტუაციის გააზრებულობა, ნებისმიერ რამეზე, სად წავიდეთ საჭმელად დაქალები დღეეს? – რო იწყება ეს გადარეკვები და

“შენ გინდა პიცა?”

“იმას პიცა უნდა?”

“არა, იმან თქვა მარტო სამარხვოო მარა წადით სადაც გინდათ მე მჭადს წამოვიღებ ჩემსასო”

“სად მივდივართ გადაწყვეტს ვინმე?”

“რაო ვერ გავიგე მივდივართ ჩინურში თუ არა?”

“რა ჩინური , პიცაო და”

“კაცო გუშინწინ ხო დამპირდით ჩინურიო?”

“ხო მარა მერე იმან თქვა სამარხვო მინდაო და მერე თქვა მჭადს წამოვიღებო – არ გამოვა ჩინურში შეტანა”

“აუ ვაფშე მოდით შემოიხედეში რა”

“არა რა შემოიედეში”

“ხო კაით ხო რომელი პიცერია?”

“მამენტ კაია შემოიხედე, მჭადი ექნებათ”

“ოოოოო მე ჩინური მინდოდა ვაფშე, ისე საერთოდ არ წამოვალ”

 

შედეგად? – შედეგად წავლენ შემოიხედეში, ყველა იძახებს რო არ უსწორდება, და ვერავინ ვერ გაიხსენებს როგორ მოხდა რო არც ჩინურში წავიდნენ, არც პიცერიაში, არც პინგვინებში დაჟე – და არიან შემოიხედეში… ის ვინც პირველმა თქვა შემოიხედეო – ის ვაფშე ნიპრიჩომ მასტია, პროსტო თქვა რა… და ვის დაბრალდეს შემოიხედეში წასვლა – ვერც გარეშე მაყურებელი გამოიძიებს – ვერც თვითონ მიაგნებენ…

 

ყველაფერი ხდებოდა კუსტარულად, გადარეკვებით, ძმაკაცობებით – კიდე შუალედში აფათურებდნენ ხელებს “ავტორიტეტიანი” პოლიტიკოსები – ზოგი მართლა სამშობლოს სიყვარულით – და მართლა სისხლის დუღილით. ზოგი… წარმოიდგინეთ რა ადვილია ეგეთ… “საქათმეში” – აგენტების მიერ რაღაცეების ცვლა…

 

მითუმეტეს ავტორიტეტიანი აგენტების – რომლებსაც ტელევიზორში გამოჩენაზე ხელი მიუწვდებათ…

 

ჯამში:

“მამა ვომობთ”

“მერე რა ხდება, მომახსენეთ!”

“რავი, ვიგებთ”

მამა გამოდის იაშიკში და ამბობს რო საქართველო იწყებს სამართლიანობის აღდგენის ოპერაციას

არადა არავინ არაფრისთვის მზად არ არის, თავდაცვის მინისტრი ტრაკშია, წინ შაბათ კვირაა, მთელი მსოფლიო ისვენებს და ა.შ. – მარა ვიგებთ და ჰა?

მერე იწყება არეული ბრძანებები, ყველა ფრონტზე და ყველა ნაწილში, ხან რაღაცას იღებენ, ხან ტოვებენ, ვიღცამ შეყარა რეზერვისტები, მეორე ვიღაცამ შენ შიგ ხო არ გაქ რა რეზერვისტები ყველას ფეხებში მოედებიანო – უცებ ყველამ დაივიწყდა რეზერვისტები(ახლების მოყვანაც და ვინც მოიყვანეს იმათი მიხედვაც) – ამასობაში ნელ-ნელა ზემოთ აიასნებენ რო მაგარი გადებული აქვთ და რო რუსეთმა კიდევ ერთი მაგარი აფიორა დადო და ეხლა მიშასთან სახლში მივლენ და ტაკოში გაუკეთებენ პალოს

 

კიდე უფრო ირევა მონასტერი, ლამის პანიკაში და ისტერიკაში გამოყავთ ნაწილები და აყენებენ ჩორტ ივო ზნაეტ სად და რისთვის “თბილისის დასაცავად” – პარალელურად ხდება რამდენიმე ცუდი და კარგი დამთხვევა – ცუდი ის რო მე4, ყველაზე სახელიან ბრიგადას ხვდება ცუდად, მაინდამაინც მაშინ ყველა რაცია მუშაობს და ყველამ ყველგან იცის “აღარ არის მეოთხე ბრიგადა” – არადა მერე ირკვევა რო მოხვდა 1 ბატალიონის და დანაკარგებიც ისეთი კატასტროფა არ იყო როგორც რაციაში ეს “აღარ არის ბრიგადა” – ამერიკა დაგვემართა 40 კაცი დაგვეღუპა და 20 000 კაცი გამოვიქეცით… პრი ეტომ რატო გამოვიქეცით არ ვიცით, ყველას ესმოდა რო დაიღუპა და მითუმეტეს ტყვილა დაიღუპნენ თუ წავალთ… მარა მაინც… თან დაემთხვა ბრძანებები გამოსვლაზე, თან დაზვერვის ინფორმაციები ვაიმე 58 არმიაო…

და მართლა იმის 1/10 რაოდენობა რუსებს გამოვექეცით რაზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა

 

დაბნეულმა ვასტოკმა(ბატალიონია) “დაიბრუნა” ნახევარი სამაჩაბლო – ლამის უბრძოლველად, რაღაც იქ 17 კაცს გადააწყდა, იქ კიდევ 5 გმირს… თვითონ ვერ მიხვდნენ რა მოხდა ისე ჩამოვიდნენ გორში…

 

სამაგიეროდ მანამდე კარგად დაემთხვა იქ ხრულოვის მოყოლა სროლაში

 

ჯამში ორშაბათი მოვიდა და ომი მორჩა საერთაშორისო ჩარევების ხარჯზე… ვითომ

 

საბავშო ბაღის დონის ჩხუბის თეორიაა: იმუქრები რო მოვა იცოდე ჩემი მილიციელი მამიკო და სცემს მამაშენსო, და მერე ცემ მარტო იმ ბავშვს – და ის ბავშვი ბედნიერი მიდის სახლში – ზა ტო მამაჩემი არ ცემესო

 

დღემდე მიშა ბედნიერია რო ტაკოში პალო არ გამიყარესო – არადა მაგითი უბრალოდ დაემუქრნენ იმისთვის რო მერე დამარცხებაზე გონებოდა მამენტ მოვიგე რა გინდაო…

 

ბევრი რამე დაემთხვა რა, ისკანდერი გატესტეს ჩვეზე – იდეალური სატესტე მასალა ვიყავით – ჯარი რომელიც ნებისმიერი სოფლის – სკოლის შენობაშია, ჯარი რომლის ტანკებიც ერთად მჭიდროდ დგანან ბაზებზე… ვაფშე – დოქტრინა რომელიც ბაზებს აშენებს – კააააი სამიზნე რო იყოს – რო არ ააცილონ თუ რამეა…

 

ხოდა ყველაფერი გადაეჯაჭვა – ის რო ომში ჩაგვითრიეს, ის რო ალიაქოთი იყო და ვისი @!@ ვის ტრაკში იყო და ვინ რას წყვეტდა ხუი ზნაეტ, ის რო თავიდან უცებ ბევრი რამე მოვიგეთ, ის რო მერე ვაიმე არმია შემოვიდაო, ის რო ისკანდერები მოგვხვდა, ის რო მე-4 ბრიგადის ბატალიონი დაიბომბა და ამაზე რაციაში პანიკები აიწია… ის რო კონდომ-ლიზა რაღცეებს ბოდავდა, ის რო მიშას დაემუქრნენ თბილისი დატოვეო… ყველაფერი ერთად – ხოდა გაგვედო. უაზროდ, რუსებსაც კი ეცინებათ რა პატარა ძალას გამოვექეცით, არც გვიომია. კოდორშიც და აქეთაც… მაშინ რაციაში ყველა ყველაფერს ტყუოდა, დღეს ამას აღიარებენ, ყველას იმდენად ცხვენოდა რო არაფერს არ ვშვებოდით, ის დღე როცა ბლიცკრიგულად უნდა შეგვეტია და აგვეღო რასაც მოვასწრებდით… რო მერე ყველა ტყუოდა – ვითომ ეგრეც ვქენით, და მერე მესამე დღეს რო ბრიგადა რომელიც ვითომ ჯავას უტევდა – თბილისთან აღმოჩნდა – ვერაფრით ვერ დავაკავშირე…

 

ბლიცკრიგს დაგეგმვა უნდოდა, ჯარების წინასწარი განლაგება და მერე უცებ ამოძრავება… ჩვენ კიდე პროსტო “გვეყარა” ჯარი გარშემო – ისე – ვიდისთვის, იმიტო რო გამწვავება იყო და… მერე უცებ ჰოპ… და მერე უცებ – უკან!

 

თქვენ გეზიზღებათ 2008 წლის აგვისტო იმიტო რო “ტერიტორიები დავკარგეთ” – მარა თვალით არ გინახიათ ეგ ტერიტორიები, უმეტესობას

მე მაგაზე უფრო მეზიზღება რაც მოხდა იმ 4 დღეში ჩვენივე შიგნით…

 

Advertisements

მოქმედებები

Information

4 responses

22 08 2013
Temo

აი სულ იმას ვიძახი რომ შუა და ზედა დონის მეთაურები არა გვყავს ბრძოლაში გამოცდილი, არა და საიდან გვეყოლება – ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლაში (ომში) მონაწილეობით მიიღწევა…

შეიძლება ამისთვის მაინც გამოგვადგეს ერაყში და ავღანეთში მისიებში მონაწილეობა…

22 08 2013
Mikheil Kapanadze

“ზედა და შუა დონის” პრობლემა საქართველოში გაცილებით ღრმაა და ეგ მარტო ჯარს არ უკავშირდება.

ჯერ ერთი – შუა რგოლის მენეჯერების დიდი ნაწილი, “სამოქალაქო” ორგანიზაციებშიც ისეთია რომ კვერცხები მაგარი აქვს დაქვემდებარებულებთან თორემ თვითონ თავის უფროსს წარბებს შორის უყურებს და ინიციატივის გამოჩენის გაფიქრებაზეც კი შარვალი უყავისფერდება. ფიქრობს “ვერხუშკა” და მორჩა. ჰოდა რატომ გვგონია რომ შუა რგოლის ოფიცრობა სადმე მარსიდან მოვიდა? იქაც ეგრეა.

მეორეც – რეალური გავლენა და თანამდებობა ყოველთვის არაა შესაფერისი. ეს მიშას დროს ძალიან ჩანდა და ახლაც რადიკალურად არ შეცვლილა საქმე. არ ვიცი უგულავა მართლა ერეოდა ოპერაციებში თუ არა მაგრამ ეჭვი რომ გაჩნდა და ალოგიკურიც არ იყო – გასაგებია. ჰოდა წარმოგიდგენიათ ახლა რომ, ვთქვათ, ვაშინგტონის ან ბერლინის მერი შევიდეს გაერთიანებული შტაბის სხდომაზე, პრავები დააკაჩავოს და მოისურვოს ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა? გაუკეთებენ ანთებულ სიგარას ანთებული ნაწილით გარეთ (რომ ხელი დაეწვას და ვერ გამოიღოს) და გამოუშვებენ.

მარა არ იყო ეგრე – ქვეყანას მართავდა და გადაწყვეტილებებს იღებდა რამდენიმე გავლენიანი კაცისგან შემდგარი სასტავი. ერთს ნომინალურად ერქვა შს მინისტრი, მეორეს ნომინალურად ერქვა იუსტიციის მინისტრი, მესამეს, მეოთხეს, მეჩვიდმეტეს. დრო იყო, ბოკერია პარლამენტში იყო რაღაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არადა ბარე ორ მინისტრზე მეტი გავლენა ჰქონდა. მერე იმის მიხედვით ვინ ვისი “კაცი” იყო და ვისი ზურგიც ჰქონდა – იმას გავლენა ჰქონდა შესაბამისი.

ჰოდა ასე რომ არის და იქ ვიღაცა შვებულებაშია, ვიღაცა პახმელიაზე და ვიღაცას კუჭი აეშალა – მერე კრიზისულ სიტუაციაში არის ბარდაკი, პანიკა და შედეგიც შესაბამისი.

ზოგადად მიშას ხელისუფლებას რომ კრიზისულ სიტუაციაში თავდაჭერილი, გააზრებული და აუღელვებელი მოქმედების უნარი ძალიან აკლდა, მანამდეც გამოჩნდა და მაგის მერეც. კოლმეურნეობის თავმჯდომარის ხასიათის გარკვეული შტრიხებიც არცთუ მოკრძალებულ როლს ასრულებენ ამაში…

22 08 2013
Gio

მიშამ შექმნა სისტემა, რომელსაც არ შეეძლო არათუ ორგანიზება, არამედ თვითორგანიზებაც კი. ეს იმის მიუხედავად, ვის ჩამოართვი ხელი. თევზი თავიდან ყარს და არა კუდიდან

31 08 2013
zorbegi

გიო მიშამდე კიდევ საერთოდ ჯარი არ იყო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: