საბრძოლო ტექნიკის დეფინიცია

18 05 2014

იტოგში რა… უყურებ უკრაინის მიმოხილვებს ჟურნალისტების მიერ და ყველაფერს ტანკს ეძახიან რასაც ლულა აქ… ხოდა ერთხელ და სამუდამოდ

 

დასაყისშივე დავწერ პოსტრ სკრიპტუმს:

სიას აკლია უამრავი სხვა და სხვა კონკრეტული მოდელი. მე ვეცადე მიმომეხილა ის მოდელები რომლებიც ტელევიზორში ან რეალობაში შეგხვდებათ. ყველაფერი აღწერილია გლეხურ მუშურად, ვისაც გაინტერესებთ მეტი სურათები, მეტი დეტალები TTX-ები (“ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები”) – დაგუგლეთ, მიაკითხეთ wikipedia -ს დაწყებისთვის.

 

BRDM

BRDM

“ბეერდეემი” ჩანაფიქრში არი “სადაზვერვო მანქანა” – რეალურად არი  ლაითად შეჯავშნული რკინის ვედრო, ხვრიტავს ბრონებოინი ტყვიები კალაშნიკოვიდანაც. რეალობაში ძირითადად გამოიყენება პოლიციის მიერ ხალხის დასაშინებლად.

განმასხვავებელი ნიშანი: 4 ბორბალი აქ ეს დედანაქაჩი, არც ტანკია, არც ბეტეერი, არც ბეემპე – არის ბრდმ, სიუჟეტში შეგიძლიათ დააკომენტაროთ როგორც “საბრძოლო მანქანა”

რეალურად Brdm-მა არ გაამართლა არცერთი კუთხით და რუსეთში მიმდინარეობს ამოღება ხმარებიდან (ჩვენთან საერთოდ დავნიმ დავნო გაქრა)

თანაემდრდროვე ვერსიები, უკეთესი შეჯავშნულობით, გამავლობით, სიჩქარით და ყველაფრით:

tiger – რუსული “წიგრი”, მთლად ახალი ამბავია მარა მალე ვიხილავთ ჩვენ ფრონტზეც ეჭვი მაქ… არ გამოირჩევა არაფერით, ჰამერი რო შეიქმნა თავიდან იმ დონისაა. რეალურად არის ამერიკული ფორდის პიკაპი გადაკეთებული (ჩვენი დიდგორის არ იყოს)

cougar – ამერიკული “იაგუარი”. ასევე შედარებით ახალი ხილია, შეიქმნა ავღანეთში და ერაყში პატრულირებების მძიმე გამოცდილების შედეგად, გათვლილია მინაზე აფეთქების გაძლებაზე და ცეცხლსასროლი იარაღისგან სრულიად დაცვაზე (მათ შორის SVD-დან ნასროლი ტყვიის გაჩერებაზე). რეალურად არი დაჯავშნული გრუზავიკი

Dingo – გერმანული ვარიანტი იგივე “სადაზვერვო” მანქანის – unimog_ის ბაზაზე თავისთავად.

Didgori – ქართული წარმოების შეჯავშნული მანქანა, ფორდის პიკაპის ბაზაზე

Cobra – თურქეთ აწარმოებს. ეს არის აშკარად ის რაც იყო ინსპირაცია დიდგორის შესაქმნელად, გვყავს(და გვყავდა) ასეთები 2008 წლის ომისას და თუ რამე კიდევ არ მოხდა რაც არ ვიცი სუ 2 დავკარგეთ, თანაც ორივე შემთხვევაში ეკიპაჟი გადარჩა

 

MTLB

MTLB

“ემტეელბე” არის ძალიან ლაითად შეჯავშნული “წიაგაჩი”, რეალურად წარმოადგენს გუსენიცებიან გრუზავიკს რაღაცეების სათრევად და საზიდად (მაგალითად ტყვია წამლის, სტაციონალური არტილერიის და ა.შ.). რომელსაც სწორი კუთხით ნასროლი უბრალოდ ტყვიებიც კი ხვრეტს ხანდახან… არადა ბოლო 20 წელია განზრახ თუ უნებლიედ სუ ისე ვიყენებთ გეგონება ან ტანკია – ან bmp მაინც. ბოლო დროს რუსები ავითარებენ იდეას მასზე ტანკ-საწინააღმდეგო მართვადი რაკეტების დამონტაჟებისა, მოუძებნეს გამოყენება.

 

BTR

BTR-70

“ბეტეერი” – შემოკლებული სიტყვა ბრონეტრანსპორტიორიდან, ვფიქრობ ეს სიტყვა ხსნის მთელ შინაარს. არა, მოიცა, მათთვის ვინც მაინც ვერ გაიგო – ეს არის ხალხის სატრანსპორტო საშუალება, შიგნი ჯდება ჩვეულებრივი ქვეითი ჯარი(უფრო სწორად როცა შიგნი ჯდება უკვე მოტო-მსროლელი ქვეითი ჯარი ხდება :D ), მოკლედ შეჯავშნული გრუზავიკია – უბრალო და მარტივი ქვემეხით(არის ხოლმე 12.5mm -იანი, 20mm-იანი… 25mm_იანი… ქვეყანას გააჩნია და გემოვნებას, ქვემეხის იდეა იმაშია რო ხალხის გადმოსხმის მერე უსარეგბლო გრუზავიკივით უკან არ იდგეს და თან უზრუნველყოს ქვეითი ჯარის გადმოტვირთვისსდ დაცვა. )

პრაქტიკულად ყველა ბტრ-ს, ყველა ქვეყნისას, უკანა ნაწილში აქვს ერთი ან ორი დიდი კარები, ქვეითების ჩასაჯდომ-გადმოსახტომად, რუსულ ბეტერეებს – აქვს დამატებით კარებები ბორტებზეც.

შეჯავშნულობა, ძველ ვერსიებზე როგორც BRDM-ი, ხოლო BTR-80-ზე, ითვლება ოდნავ უკეთესი(მე რო მკითხოთ ერთი ჩორტია და იბოლებიან). ბრანებოინნი ტყვიები სვდ-დან და PKM-იდან – ხვრეტს, სწორი კუთხით. ყველანაირი კუანა RPG-ც ასევე თავისთავად ხვრეტს(ისევ და ისევ თუ ისე არ ესროლე რო დაარიკოშეტოს).

LAV-25, ასევე ბრონეტრანსპორტიორი(და არა ტანკი!!!) ყველას ეცნობა ალბათ, კომპიუტერული თამაშებიდან ძირითადად. აზრობრივად იგივეა რაც BTR-80. ითვლება რო ოდნავ უკეთესი ჯავშანი აქვს და ოდნავ უფრო დახვეწილი, ზუსტი და საშიში ქვემეხი.

Stryker – იგივე LAV-25_ის შასიზე, ოღონდ კოშკურა მოხსნილი აქ(გაზრდილია სამაგიეროდ შიგნით სივრცე, გადატანადი წონა და ა.შ.). შეიქმნა ისევ და ისევ ამერიკის ანტი-ტერორისტულ ომებში მონაწილეობის ფონზე, როდესაც თვეობით უწევთ ქვეითებს რაიონების პატრულირება და ძირითადად შეტაკებები არ ხდება, LAV-25-ში ხალხი ვერ ეტეოდა და ქვემეხს – სულ ტყუილად დაათრევდა 99% დროისა. სტრაიკერზე აყენია მხოლოდ ტყვიამფრქვევი ან ავტომატური ნაღმ-ტყორცნი, თანამედროვე ვერსიებზე – დისტანციურად მართვადი შიგნიდან. მიაქციეთ ყურადღება RPG-სგან დამცავ “სეტკებს” – დასავლეთი აქტიურად ამაგრებს ამეებს ყველანაირ ტექნიკაზე, მარტივი და იაფიანი დაცვაა კომულაციური რაკეტებისგან, “იჭედება” ხრიჩოში და ან არასწორ ჭავლს ქმნის – ჯავშანზე შეხებისას, ან ტყვილდება და დროზე ადრე დეტონირებს და ჭავლი ტყვილა იფანტება.

BMP

BMP-2

“ბეემპე” – ქვეითთა საბრძოლო მანქანა, იდეალში შეჯავშნულია ისე რომ გაუძლოს მსხვიკალიბრიან ტყვიამფრქვევს (12.5მმ) – ითვლება რო წინა ჯავშანი 20მმ-საც იტანს.  ისევ და ისევ რეალურად არის გუსენიცებიანი ბეტეერი, უკეთესად დაჯავშნული. უკეთესი ქვემეხით. სამაგიეროდ ადგილი შიგნით კიდევ უფრო ცოტაა, ბენზინს კიდევ უფრო მეტს წვავს, ხმაურიანია, ნელა დადის (ბეტეერთან შედარებით).

არ არის ეს ტანკი! – რაღაც საშუალოც კი არ არის ტანკსა და BTR-ს შორის. არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა ვა.

როგორ განვასხვავოთ? – პატარა კოშკურით, ქვემეხის ზომით, გუსენიცების სივიწროვით. ჯავშანი აქ 10-20-30მმ მაააქსიმუმ(1-2 სანტრიმეტრი)

BMP-3 რუსები ნელ-ნელა მიხვდნენ რო ბმპ-2 ძალიან “ნე რიბა ნე მიასო” იყო და უაზრო ხარჯი იყო საწვავის – იმ ფუნქციაზე რომელსაც BTR-იც კარგად ასრულებს, ამიტომ ნელ-ნელა მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება BMP-3-ზე, რომელსაც მეტი ჯავშანი აქვს და ბევრად შთამბეჭდავი ქვემეხი. (შედეგად მეტი წონა, ნაკლები სიჩქარე, მეტი პრობლემები გამავლობაში) – მარა რეალურად საცეცხლე მხარდაჭერას უფრო სერიოზულს ახორციელებს. ჯერ ჯერობით შეფასებები სხვადასხვანაირია, ზოგი უკმაყოფილოა, ზოგს მოსწონს.

Bradley – “ბრედლის საბრძოლო მანქანა” – განსხვავება არის მეტ შეჯავშნულობაში, შეიარაღება და ეკიპაჟის ტევადობა პრინციპულად იგივეა. ზოგადად ამერიკელები ტანკებთან საბრძოლველად იყენებდნენ ერაყში და წარმატებულადაც. არაა ცუდად დაჯავშნული დამატებითი ფილებით და ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტებით საშიში მოწინააღმდეგეა. ითვლება რო RPG-7 ვერ კლავს და როგორცმინიმუმ 20მმ-ს აჩერებს ნებისმიერი მიმართულებიდან.

TANK

T64

ზოგადად ასე გამოიყურება ყველა რუსული ტანკი(სხვა მოდელები იხ. ქვემოთ) – და კიდევ უფრო ზოგადად:

პლანეტაზე ყველა ტანკს აქვს დიდი ქვემეხი, დიდი კოშკურა (შიგნით ფიზიკურად ზის, ანუ ეტევა როგორც წესი 2 კაცი), შედარებით დაბალი პროფილი, ბევრად მეტი ჯავშანი (მაგალითად BTR-ს აქვს 1 სანტიმეტრი რკინა, როცა ტანკს სახურავზეც კი – სადაც ყველაზე თხელია ჯავშანი აქვს 3 სანტიმეტრი, ხოლო წინ 50 სანიმეტრიც(და მეტიც) კი აქვს ხანდახან…) და ხალხის გადასაყვანად არ გამოიყენება.

ქვემეხი აქვს საშინლად დიდი – მაგალითად 125mm-იანი (ასოცდახუთ, და არა 12.5) ანუ 12.5 სანიმეტრიან ჭურვს ისვრის, 12.5 სანტრიმეტრი – დიამეტრში.

მოკლედ ჩვეულებრივი საარტილერიო ქვემეხი უყენია რა, უხეშად რო ვთქვათ, მაშინ როცა BTR/BMP-ებზე აყენია უბრალოდ მსხვილკალიბრიანი, ჰა-ჰა ძალიან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები(იდეაში 20მმ და ზევით მაინც ქვემეხად იწოდება მარა…)

გარდა ქვემეხისა ტანკს როგორც წესი აქვს კიდევ ერთი ჩვეულებრივი ტყვიამფრქვევი – რომელიც “შეწყვილებულია” ძირითადად ლულასთან (ისვრის მის პარალელურად) და მეორე ტყვიამფრქვევი ე.წ. “ზენიტური” – ამაგრია თავზე – იდეაში ვერტმფრენებისგან თავდასაცავად – რეალურად ქალაქში ბრძოლებისთვის, ტანკს აქვს ყველაზე დიდი პრობლემა – ლულას რეალურად ოდნავ ატოკებს ზემოთ ქვემოთ, დიდ კუთხეებს ვერ იჭერს, ამიტომ ზედა სართულებზე სროლას ცდილობენ “საზენიტო” ტყვიამფრქვევით (იმიტო რო როგორც უკვე ვთვი ტანკის ჯავშანი ზემოდან ყველაზე თხელია და ზედა სართულებიდან ნასროლი რაიმე RPG ძალიან სახიფათოა) – 99% დღევანდელი ტანკებისა ეს ტყვიამფრქვევი არ აქვს დისტანციურად მართვადი და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი უნდა ამოძვრეს და ისე ისროლოს.

T72 – სავარაუდოდ მოცემულ მომენტში ყველაზე “ხადავოი” ტანკი პლანეტაზე. გამოირჩევა სანდოობით, მულტი-საწვავურობით (შეუძლია მუშაობა ბენზინზეც და დიზელზეც და დაჟე მათ ნარევზეც) – აქვს რამდენიმე ფატალური მინუსი, მარა ზოგადად კარგად მუშაობს, რიგი გაუმჯობესებების მერე ნორმალური საშუალო ტანკია. ეს ფილები აქვს მხოლოდ ახალ ვერსიებს(ან გადაიარაღებულ ვერსიებს). ირიგინალში აქვს კლასიკური გლუვი საბჭოთა კოშკურა.

T80 – ჩემი აზრით არის T64-ის ლოგიკური გაგრძელება. გაზო-ტურბინული ძრავით(დიახ – საავიაციო ბენზინზე მუშაობს). მაინდამაინც პოპულარული ვერ გახდა (ექსპლუატაციის ხარჯების გამო) სხვა რუსული ტანკებისგან გამოირჩევა ოდნავ უფრო მასიური ფორმით… ბრძოლის ველზე – ხმა აქ სხვანაირი, არაფერში არ შეგეშლებათ. მერე ცადეს გადიზელება, მერე რაღაც… მოკლედ არც ისე პოპულარულია. რუსეთს ოხრად ყავს მარა საკმარისად აქტიურად არ იყენებს

 

T-90 – წარმოადგენს გაუმჯობესებულ T72-ს (თავიდან დაჟ T72-ის მოდიფიკაციად იწოდებოდა თურმე, არ ვიცოდი ეხლა ვნახე). შეცვლილი ძრავით, დამიზნების სისტემით, ელექტრონიკით… დამატებითი შეჯავშნულობით. ანუ აზრობრივად რო ვთქვათ ჩვენი T72-SIM-იც T90 ყოფილა მეტ-ნაკლებად… არადა ქართველებს ისე მითიურად გვეშინია ხოლმე T90_ის გეგონება მაუსია… ძრავი ჩვეულებრივი დიზელი, უბრალოდ თანამედროვე და მაღალ ცხენებიანი, შედეგად მფრიანვი T72 – ოდნავ დამძიმებულ დამატებითი ჯავშანით.

Abrams M1A1 – ა.შ.შ.-ს ძირითადი ტანკი, უფრო სწორად ძირითადი ტანკის 90-იანი წლების ვერსია, იმის მერე ცოტ-ცოტა მოდიფიცირდა. გარდა ძალიან კარგი და ზუსტი ქვემეხისა(და ელექტრონიკის – რის საპასუხო მცდელობაც არის T90) – რის გამოც 2ჯერ უფრო შორს და ანუ ზუსტად ისროდა ვიდრე T72 -ები ერაყის ომისას. გამოირჩევა გაზო-ტურბინული ძრავით… რის გამოც საშინლად ხარჯიანია, მარა ამერიკას კიდია. სამაგიეროდ დაფრინავს. შეჯავშნულობით ვერნაირი T72 ვერ შეედრება, განსაკუთრებით წინა ჯავშანში. მინუსები: ექსპლუატაციური ხარჯები, მაღალი პროფილი, ძვირი წარმოება.

Leopard-2 A6 გერმანული ტანკი. გარმოიჩვვა კარგი ჯავშანით, იდეალურ ელექტრონიკით და ქვემეხით. მულტი-საწვავური ჩვეულებრივი ძრავით (ბენზინი, დიზელი), მაღალი სანდოობით. შედარებით არც ძვირია, არც ძვირი შესანახი – ლეოპარდ-2-ის სხვა და სხვა მოდიფიკაციები უზარმაზარი რაოდენობებით ყავთ სხვა და სხვა ქვეყნებს. ითვლება რო მოცემულ მომენტში ყველაზე კარგი დანკია, ფასს-ჯავშანს-ხარჯებს-ქვემეხს შორის ბალანსის მხრივ.

Merkava III – ისრაელის წარმოების ტანკი. ისრაელი ხშირად იყენებს ტანკებს ბრძოლაში და გამოცდილების მიხედვით – აუმჯობესებს. განმასხვავებელი feature-ები: ძალიან კარგი შეჯავშნულობა, ძრავი და მთელი “ხადავოი” – განლაგებულია ტანკის წინა ნაწილში – ეკიპაჟის კიდევ უფრო მეტი დაცულობისთვის, ტანკის უკანა ნაწილში არის ადგილი დასაძინებლად – ჩანაფიქრში 1 ტანკს ოპერირებს 2 ეკიპაჟი და ეცვლება ერთმანეთს ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისას.

SAU

DANA

და არც ეს არ არის ტანკი მეგობრებო, ეს არის “თვითმავალი საარტილერიო დანადგარი”. ტანკისგან განსხვავდება იმით რო ამის დედა ვატირე გრუზავიკზე შემოდებული პუშკაა, შემოკერებული ჟესტის ჯავშანით(ძირითადში) – ნებისმიერ შემთხვევაში თვითმავალ არტილერიას ჯავშანი აქვს მინიმალური ხოლმე(უბრალო ტყვიებისგან რო დაიცვას და ასკოლკებისგან, როცა მტრის არტილერია უკან ესვრის, ჭურვის პირდაპირ მოხვედრას ტანკებიც ვერ უძლებენ), როგორც წესი ბორბლებიანია, როგორც წესი ქვემეხი კიდევ უფრო დიდი აქვს ვიდრე ტანკებს. ტანკებისგან განსხვავებით ლულის აწევა შეუძლია თითქმის ვერტიკალურად – შედეგად ისვრის ძალიან შორს თუ ჭირდება.

მაგალითდ დანები რომლებიც ჩვენც გვყავს, ისვრის 15-20 კილომეტრზე… ტანკების უმეტესობა ისვრის 3-5კმ -ზე მაქს.

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: