საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, IMHO

5 11 2014

ი ტაკ კიდევ ერთი, ჩემი პირადი აზრით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობასთან შეუსაბამო მინისტრი წავიდა და მოვიდა კიდევ ვიღაც ახალი, და ქვეყანაში მითქმა მოთქმაა – რო ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, თუ არ ასხამს თუ რა ხდება. ვაფშეტა ეს ახალი მინისტრი კონტრ-დაზვერვის უფროსი იყო და ალასანიასთან შედარებით მეტი ესმის, მერე რა რო როჟაზე “არასანადომიანი” ტიპია, არც ვანიჩკა იყო სანდომიანი მარა აბა ვინმემ თქვას რო შ.ს.ს ფეხზე არ დააყენა, u never know

მე გეტყვით რა ხდება, თავდაცვის სამინისტროს ნორმალური მინისტრი არ ახსოვს რაც მე თავი მახსოვს, ერთი მეორეზე უქნარა, თავში ავარდნილი პიჟონები ინიშნებოდნენ მაგ თანამდებობაზე

თუ რამე როდესმე გამოსწორდა ქართულ ჯარში ეს იყო ან იმიტო რო “დრომ მოიტანა”, მაგალითად გამოსწორდა კომფორტის პირობები, ან კონკრეტული პატარა “სიახლეები” რომლებიც მოკლე დროით მაგარი წინსვლა იყო და განხორციელდა რეალურად ან გარეშე, ხშირად პოლიტიკური ფიგურების საკუთრი ინიციატივით, ჩარევით – ან სამინისტროს შიგნით ზოგიერთი მიმდინარე მომენტში “მინისტრთან დაახლეობული”, დროებით ჭკუა გახსნილი მასტის დამსახურება, რომელიც თავის მხრივ რა თქმა უნდა ადამიანი იყო, ქართველი იყო(ამ სიტყვის ამპარტავანი, ემოციური და იმპულსური გაგებით), ხშირად დიდად განათლებულიც არ იყო და რაც მთავარი მის წამოწყებას – გააზრება, საერთო სისტემის ნაწილად ქცევა და ა.შ. ჭირდებოდა – ამას კი გააზრებული head-ი ჭირდებოდა და არა 1-2 ადამიანის თუნდაც პროგრესული “ხუშტურები”… ჩვენ ძაან წვრილ შუბლიანი ხალხი ვართ რა, ზოგი მარტო ტანკებზე ფიქრობს, ოცნებობს, იძინებს და იღვიძებს და “აზზეა”, ზოგი მარტო შაშხანებზე, ზოგი მარტო ავიაცაზე, ზოგი კიდევ რამეზე – და მერე თუ “ბერკეტი” ჩაუვარდათ ხელში “აწვებიან” ამ მთელი ცხოვრების ნაოცნებარს – და მერე “უი” აღმოჩნდება რო ცალკე აღებული 3 ცალი თანამედროვე ჰაერ-საწინააღმდეგო საშუალება 1-2-ჯერ მაგრად გაგისწორებს მარა თუ არ გაამაგრე მისი ეფექტი ქვეითი ჯარით, სხვა ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემებით, არ დაიცავი არტილერიით, არ მიახმარე ტანკებს და ა.შ. – აზრი არ აქვს, და “სისტემაზე” – კი არავის არ აქვს ნაფიქრი, იმიტო რო ეგ სლიშკამ ძნელია

ნწუ – დადო ბალიშზე თავი იოცნება დალშე ლეოპარდი ჯობია, აბრამსი თუ ტ-90…

ხოდა ყველაფერი რაც “კარგი” გაკეთდა, ნუ უმეტესობა თუ ყველაფერი არა – დალპა, დაძველდა, მოირყა, ან საწყობში დევს და კაცმა არ იცის რაშია საჭირო, ხოლო აზრ დაკარგული ლამის მაშინვე იყო – იმიტო რო არ იყო სათანადოდ საერთო სისტემის ინტეგრირებული ნაწილი

2008-ში დავწერე სადღაც ამაზე რო ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო თქო, იმიტო რო საბჭოთა კავშირის მერე შემორჩენილი ბევრი ტექნიკა საბოლოო ამორტიზირების ზღვარზეა, მარა ჯერ კიდევ ვარგა თქო…

ალასანიის მინისტრობის პერიოდში გამოცხადდა რო საქრთველო დაშლის სუ-25-ების პარკს და გაყიდის ინდოეთში, “დაშლილებად” უნდათ იმათ, იმიტო რო საფრენად დაძველდა

იგივე ბედი ეწევა ალბათ უმეტესობა მი-24-ებს და მი-8-ებს, ტანკებიდან რომლები დადის და რომლები გადასაყრელია არავინ არ იცის…

რავი ეს ხდებოდა აგერ 3 თვის წინ და ყველა ალასანიას ვაგინებდით რას უშვება ჯარსო და ეხლა უცებ კარგი ტიპი გახდა? – ვითომ ალასანიას ბრალი იყო რო პარკი 30 წლით დაძველდა… მარა მაშინ ალასანია იყო “ცუდი ბიჭი”

გინდათ სიმართლე?

ადამიანებს ჭირდებათ შავი და თეთრი, ხოდა ეხლა უფრო “აწყობთ” რო ალასანია ‘კარგი’ იყოს და ღარიბაშვილი – ცუდი, და არ გაიაზრონ რო ორივე ძალიან ცუდია… სამწუხაროდ :(

მარა ალასანიას ბრალია გგონიათ რამე?

არა – ალასანია არის ერთ-ერთი რიგითი უნიათო მინისტრი, “უფრო შორს წასვლის” ამბიციებით, იმ მინისტრების რიგში რომლებმაც ეგ სკამი… სკამი და დიდი “კინგ საიზ” საძინებელი მინისტრის სართულზე, გადაიბარეს და გამოიცვალეს… არაფერი ალასანიამ განზრახ არ გააფუჭა, ნწუ

დარწმუნებული ვარ 1-2 პატარა რამე დაჟე გააკეთა, რასაც მისი კომპეტენცია შეწვდა და ბავშვობაში გაგონილი რაღაც მილიტარისტული “წიმურ ი ივო კამანდა” სისულელეები, არ მგონია რო ან ალასანიაა ბოროტი, ან ვინმეა ბოროტი და მოდის სკამზე იმისთვის რო რამე გააფუჭოს, ყველანი მეოცნებე, პოპულარულობას და იაფიან აღიარებებს გამოკიდებული ბავშვები არიან… ვართ…

მთელმა დედამიწამ დაინახა და ჩვენ ყველაზე ფართოდ გახელილი თვალებით დავინახეთ – რო რუსეთმა ისეთი ლოკალური “აფხაზეთ/ოსეთი” რო მოუწყო უკრაინას როგორიც ჩვენ 20 წლის წინ მოგვიწყო (ძირითადად ადგილობრივების ხელით,  დამატებული ცოტა წახმარება) – შეუდო უკრაინას ისე სადამდეც მოუნდა, ეჭვი აღარავის ეპარება რო ფართომასშტაბიანი დარტყმა რო მიაყენოს – როგორც ჩვენი 2008-ში – მიუხედავად უკრაინის უზარმაზარი ზომისა, ჩვენთან შედარებით, გავა სადამდეც უნდა. იმიტო რო ეს დედამოტყნული რუსეთი მილიტარისტული იმპერიაა, ტოტალიტარული და დაუნდობელი

ყველამ დაინახა რო უკრაინა, რომელისთვისაც “ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის” დოკუმენტზე, ატომურ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ, ხელი აქვთ მოწერილი ბრიტანეთს და ა.შ.შ. – რბილად რო ვთქვათ დაიკიდეს

ჩვენზე საუბარი აღარ არის, ბავშვსაც აღარ სჯერა რო რუსეთს რო მოეპრიანოს ჩვენი მიერთება, კორიდორის გაჭრა, დანგრევა – რაც უნდა – არანაირი დასავლეთი ყურს არ შეიბერტყავს, ყველა სანქცია რაც შეიძლებოდა დადებოდა რუსთს – უკვე ადევს, და?

ყველანი, გულში, ველოდებით რო ჰა და ჰა რუსეთს მაგრად დაერხევა, რავი, ველოდებით – მეც მაგ იმედით ვარ

რა სჭირს უკრაინას? – ტოტალური ნიჰილიზმი, მილიტარისტული თვალსაზრისით, ვაფშეტა ამას ჯერ კიდევ თამაში “ცივილიზაცია” ასწავლის – დემოკრატია, კაპიტალიზმი, ლიბერალური აზროვნება და ცხოვრების კომფორტული/კულტურული წესი – სამხედრო გაგებით ლამის გამოუსწორებლად აფუჭებს.

დღეს ძალიან მცირე პროცენტი უკრაინის მოსახლეობისა – ომობს, არ ვგულისხმობ ჯარისკაცებს( ეგენი ხო ვაფშე ძალიან ცოტა…), ვგულისხმობ რიგით ადამიანებს რომლებიც ყოველ დღე იღვიძებენ და იძინებენ მტრის ბოღმით, ძალიან ცოტა, 65 მილიონია უკრაინა და 5 მილიონიც არ არის ვინც რეალურად ირჯება ყოველ დღე მტრის წინააღმდეგ და მტრის ჯინაზე (გეცინებათ ხო ამ ფრაზებზე, ფუ , რომელი საუკუნეა ხო? – რა გოიმობაა და რა დონეა, მტრის ჯინაზე, მტრის ბოღმა, ქამაან, რილაქს მეეენ – ხოდა მაგას გეუბნებით, იქაც იგივეა… რუსეთში კიდე არის ტოტალური პროპაგანდა, მტრის დედისტრაკის გინება და სამყაროს დაპყრობის სურვილი და აგრესია, ხოდა დაახვედრეთ ჯერ მეორე ლოყა, მერე წაკუზული ვაზელინ წასმული ტრაკი და გაღიმებულმა დაა-რილექსეთ მენტალური ტრაკის მორალური კუნთები)

შედეგიც სახეზეა, ალბათ არავის ეპარება ეჭვი რო უკრაინამ რო უცებ შეძლოს და გაერთიანდეს, გამილიტარისტდეს, ჭკუა დაეხუროთ და გაცოფდენ – დედას მოუტყნავენ რუსეთს თავიანთი მიწის ფარგლებში, მარა ადამიანი ეგეთი ყლე ცხოველია, მე პირადად ამაზე 2008-ში საბოლოოდ ამეხილა თვალი

რო შეიძლება 20 კილომეტრში შენს თანამემამულეებს 10-ობით 1 გასროლაზე ხოცავდეს ვიღაც აგრესიული, ტვინ დახურული, პირველყოფილი გაგების ტიპი და შენ იჯდე და სვამდე, ან ‘სამსახურში მიდიოდე’ და უარეს შემთხვევაში “ფეისბუქზე ალაიქებდე” რამე კამპანიას…

ადამიანები ძალიან ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ეპოტინებიან ჩვეულ კომფორტულ/სიცოცხლის მოყვარულ არსებობას და სანამ იმენნა სახლის კარებში არ ესვრი და დედას/დას/შვილს არ მოუკლავ ბოლო წამამდე ეცდებიან თვალი არ გაახილონ და ლამის შენ უფრო მტერი ხარ რომელის სახეში აფურთხებ და ცდილობ, ემუდარები შეიგნე რო ველური მაიმუნები დაგვესხენ თავს და კიდიათ იმათ შენი რაციონალიზირებული გასხივოსნებული სამყაროო… კინოში რო უყურებთ მაგას ხო ყველას ესმის რატო უნდა დადგე ერთად და რო “მიშას” ბრალი არ არის?

მე ეს მიკვირს ჩვენს მოსახლეობაში, მე ყოველ დღე ომში ვარ, უკლებლივ ყოველ დილას, დილის ერქციის მერე 1 საათი მაინც მეფიქრებინება იმაზე რა ჭირს ჩვენს ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით, მეფიქრებინება ადამიანებზე რომლებიც გამოყარეს სახლებიდან, მეფიქრებინება საკუთარ ღირსებაზე – თავი რო კაცი მგონია და ვიღაც დედამოტყნულები რო დადიან ავტომატით ხელში შუა საქართველოში და “ზძეს ნი ხაძი, ჩერნაჟოპი” მომმართავენ…

და მიკვირს რო უმეტესობა მოსახლეობისთვის 2008-ში “ომი დაიწყო” და მერე 5 დღეში “ომი დასრულდა” და ვსიო, ცხოვრობენ დალშე

მაშინაც ვწერდი რო ბოლო 10 წელია, რაც მე გონში ჩავვარდი – სულ ომში ვიყავი და ეხლაც სულ ომში ვარ, ყოველი ჩემი დღე – ბრძოლისთვის მზადებაა, ან წაგებული ბრძოლებისგან თავის დამცირება

თქვენ – უმეტესობა დასირებული ყბადაღებული ჭაობისა – სადა ბანაობთ მე არ ვიცი, ყველას თავის სინდისთან აქვს საცხოვრები, ვისაც სუფთა გაქვთ და ვინც თვლით რო მიშას, ზვიადის, ედუკის, და ვინმეების ბრალია კიდე “ყველაფერი” და თქვენ პირადად “ყველაფერი” გააკეთეთ – მე მშურს თქვენი

ხოდა მოცემულ სიტუაციაში, როცა ქვეყნის მოსახლეობის ტოტალური მხარდაჭრა არ აქვს “ბრძოლას”, როცა დასავლეთიც ვერ ერევა და როცა რუსეთს “ისედაც შავი დღეები” უდგას და დასაკარგი აღარაფერი აქვს… ჩვენი ჯარის აზრს მე ვერ ვხედავ

და სულ ერთია მინისტრი იქნება ალასანია, ოქრუაშვილი თუ ვინც ეხლა დაინიშნა, არ ვიცი ჯერ გვარი… ვერაფერს ლოკალურად ის ადამიანი ვერ შეცვლის

დებილი არავინაა და არც ცდილობენ ამიტომ, ალასანიას ქონდა მიდგომა რო ჯარი არის “პოზიორობისთვის” – რო საერთაშორისო მისიებში 1-2 ქვეითი ბატალიონით ვიღებდეთ მონაწილეობას და ის ბატალიონები არ გვარცხვენდნენ, ამისთვის ამცირა რაოდენობა და კიდევ გააგრძელებდა და რუსეთთან ომის არანაირ თეორიულ ტაქტიკებსაც არ განიხილავდა

ვინმეს თუ რამე ილუზია აქვს – ოფიციალური საქართველო ოფიციალური რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს იმ დღიდან რაც ალასანია მოვიდა. ჩვენ პროსტო “ვერ ვიჯერებთ” რო რუსეთს რამე მსგავსი უნდა, გენიალური მთავრობა გვყავს, რო შეკრიბო რამდენი რამე ვერ დაიჯერეს უკვე…

ხოდა თავდაცვის მინისტრის დონეზე ხტომას და ტრაკის თამაშს აზრიც არ აქვს დაჟე

და თუ მოხდა საოცრება და რუსეთი დაინგრა და ე.წ. აფხაზები და ე.წ. ოსები, სამაჩაბლოში – დარჩნენ “მასტის” გარეშე, ჩვენი მოსახლეობაც დაიჯერებს რო ძალა გვეყოფა და ის ჯარიც რაც გვყავს – ლოკალურ საქმეს მოერევა, ხალხიც მივეხმარებით და ყველაფერი კარგად გვექნება… თორე…

გგონიათ ვინმეს ვეწინააღმდეგები, რომ მოცემულ მომენტში, როცა რუსეთი გიჟია შეიძლება ნა პარუ ლეტ “რაციონალური” სვლაა უბრძოლველად დანებება ქვეყნის მხრიდან? – თუ ბრძოლას აზრი არ აქვს – თუ ქვეყანაში 50% ისედაც რუსეთის ტრაკის მლოკავია და დანარჩენი 50%-ის ნახევარი ჩმორია და სირი – რატო ვანგრიოთ სახლები და ვწიროთ გიჟი რუსების ნასროლი უმისამართო ბომბებზე უდანაშაულო ბავშვები და ქალები?

არანაირი აზრი, დღეს, არ აქვს ვინ იქნება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სანამ ჩვენი “არჩევანი” მთავრობაში არის ან ოლიგარქის, რეალურად “მეფის” დასმული “ხელმწიფე”, ან გიჟი გადარეული იმპულსური მასტი – სულ ერთია ვინ იქნება ჩვენი თავდაცვის მინისტრი და რამდენად კონკრეტულად ჯარი “მომზადებული” იქნება, და პრობლემა “მეფეში”, “ხელმწიფეში” ან “გიჟში” კი არ არის – პრობლემა ხალხშია ვინც მათ ირჩევს, ტრენდშია – რო ჭკუის, მოტივირებულობის და შინაარსის ნაცვლად “მაგას ბევრი ფული აქ, კრედიტებს გვაპატიებ”, “სიმპატიურია” (ალასანიაზე კსტაწი, გახსოვთ?) არის რასაც ხალხი აძლევს ხმას

დანძრეული გვაქ იმიტო რო ჩვენ არ გვაქ სისტემური მიდგომა, არ გვაქ ტოტალური მზაობა, არ გვიკავია “საბრძოლო ინიციატივა” და მტერი კიდე ძალიან ისკუსნი სტრატეგი გვყავს, გიჟს – თავის წამალს მოუძებნიან, “ხელმწიფეს” – თავისას

ჩვენი ერთადერთი შანსი არის პირიქით – აქეთ გვყავდეს ძალიან მაგარი მოზგი სტრატეგი ვინმე, ვინც დაჯდება და ტელევიზორიდან და ინტერენეტიტ თითებზე აგვიხსნის როგორ შეიძლება გამოვიდეს ყველაფერი თუ საათის მექანიზმი შეიკვრება, ვინმე ვინც დაალაგებს მთელ სტრატეგიას, აგვიხსნის რა ვარიანტები არსებობს, რაზე რითი შეიძლება ვუპასუხოთ, დაგვანახებს 1-2 ჯოკერს რომელიც პირიქით ჩვენ გვაქ ჯიბეში – მერე შეიძლება ხალხიც დადგეს ერთად და შეიძლება სისტემური მუშაობაც და აი მერე შეიძლება კამათი იმაზე რო მინისტრად ეს კი არა ის მენეჯერი ჯობდა, იმიტო რო იმას ეკონომიკა უკეთ ესმოდა ან კადრების მართვა იცის უკეთესად ამან…

კი, პესიმისტური პოსტია, კი – დღეს რო რუსეთმა “გვხიოს” – ხევაც არ იქნება, იმიტო რო ქვეყანას არ აქვს წადილი იბრძოლოს, მივა რუსეთი სადაც უნდა

მე ვიძახი რო ერთადერთი რაც დაგვრჩენია – ყველა საკუთარ თავთან ვიყოთ მართალი და ისე მოვიქცეთ რო მერე შევძლოთ ცხოვრება, მეტი არაფერი, “მოგების” იმედი ამ მომენტში არანაირი არ არსებობს

კსტაწი ვისაც გონია რო შემდეგი შეტევა საქართველოზე ისევ აფხაზეთიდან ან სამაჩაბლოს მხიდან იქნება ცდება

შემდეგი შეტევის ბირთვი გაივლის კახეთზე, განიერ ველებზე  სატანკო/ბრონე დივიზებით ძლივს გაილაღებს რუსეთი და აღარ მოყვება იმ მახეში რომელშიც ხან ჩეჩნეთში იწვნია, ხან ჩვენთან

ამისთვის უკვე მზადდება პლაცდარმი რუსეთის მხარეს, შენდება გზები და ინფრასტრუქტურა, მარა ჩვენ რა? – ჩვენი მედია დუმს, მთავრობა უარესად დუმს და იქეთ მედიას აჩუმებს კიდევ… თბილისამდე იმენნა ლამაზი სატანკო საშტურმო ტერიტორიაა კახეთი, არც არაფერი გვაქ რო რამე მაინც ვუქნათ, ის იდიოტური მეორე მსოფლიო ომის გადმონაშთი ბუნკერებიც “დასავლეთიდან” დასაცავად ააშენა მიშას დროინდელმა ვიღაც აჩერედნოი “წარსულში ჩარჩენილმა” გიჟმა საკუთარი ოცნებებით შეპყორბილმა გიჟმა “მინისტრთან დაახლოებულმა” პირმა, რომელსაც ძაან მოსწონს ფილმები სადაც ბუნკერები მთაში ისვრიან ქვემეხიდან და თავს იცავენ კვირები… ოღონდ დაავიწყდა რო დრო შეიცვალა და ეხლა მიწა-მიწა ტიპის ბეტონ-მხვრეტი რაკეტები არსებობს რომლებსაც 2-3 მეტრის სიზუსტე აქვთ და თუ არ ამოწყვიტავენ ბუნკერს 1 გასროლაში, 1-2 გასროლაში გამოთიშავენ ბუნკერს ბრძოლიდან… რამდენი ფული და დრო წავიდა არადა ამ ოცნებებზე ხ.ზ.

მერე არ თქვათ რო არ გაგიგონიათ, ვოტ შავით თეთრზე: თუ რუსეთი კიდევ იმოქმედებს სამხედრო ძალით ჩვენთან – ეს იქნება სატანკო ბლიცკრიგი ჩერეზ კახეთი, თბილისზე – სავარაუდოდ მინიმალური დანაკარგებით მათი მხრიდან და სიმართლე ითქვას მინიმალური მსხვერპლით ჩვენი მხრიდან და ვსიო წერტილი. დაჟე ისეთი ლამაზი იქნება მერე ამაზე ფილმებს გადაიღაბენ დედამოტყნული რუსი “მეფის კარის” რეჟისორები, როგორ “ბრღვნის” რუსი ვანია ტანკის გუსენიცებით ქართველ თითო ოროლა  საომრად გამოსულ ჯარისკაცს.

სხვა შემთხვევაში კი, თუ სამხედრო ინტერვენცია საერთოდ არ მოხდება, მაშინ თავდაცვის მინისტრის ცვლილება კი არ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, დიდი ხანია რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს მთელი ქვეყანა ნახევარი ბიზნესებიდან ფული რეალურად რო რუსეთში მიედინება და ჩვენი “მეფე” რო რუსეთის დამსახურებული ოლიგარქია

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: