რატომ ამერიკა და არა რუსეთი

9 12 2014

მოდით ასე, ზოგადად არჩევანი კიდევ უფრო “უკეთესად” დგას  – საუბარია არა უბრალოდ იმაზე რო “ამერიკა” გვიპყრობს, არამედ იმაზე რო დასავლეთთან ვითანამშრომლოთ, და დასავლეთი შედგება ბევრი პატარა ქვეყნებისგან, რომლებსაც ესმით ქვეყნობის “ფასი” და შინაარსი, მეტ-ნაკლებად იციან ერტმანეთის პატივის ცემა და ნდობა და “დასავლეთში” დღეს დღეობით შედიან და კარგად არსებობენ და არანაკლებ წარმატებულები არიან ქვეყნები რომლებიც მოსახლეობით ჩვენი ნახევარიც არ არიან და არც ტერიტორიით (მაგ.: ესტონეთი) – არც მოიპოვებენ რამე წიაღისეულს და არც ჩვენი დონის ტურისტული პერსპექტივა აქვთ.

გვერდზე რო გადავდოთ ეს აშკარა პლიუსი რატომ სჯობს, ობიექტურად, დასავლეთი – რუსეთს და გავაგრძელოთ საუბარი სუფთად ამერიკა/რუსეთი ვარიანტებზე:

რუსეთი იმპერიაა, ამერიკაც იმპერიაა, რუსეთი ცუდია, ამერიკაც ცუდია

აბა რატომ უნდა ავირჩიოთ ჩვენ ამერიკა და არა რუსეთი?

იმიტომ რომ რუსეთი არის ძველი სტილის, “ლანდშაფტური” იმპერია, ის იპყრობს ტერიტორიებს, ასე ხდება მუდმივი “შემოსავალი” – თუ გაჩერდა, შემოსავალი წყდება, ხალხს უნდა აჭამოს, ასვას, მოუაროს – და იწყებს ნგრევას. რატო რუსეთი არ “დააყენებს ტრაკს”, შეირგებს რაც აქვს და ეცდება გამდირდეს?

იმიტომ რომ რესურსები იწურება, ფასს რესურსებზე – ადგენს მოთხოვნა, რეალურად შენი ნაწარმი ღირს იმდენი რამდენსაც ამაში გადაგიხდიან, თუ არავინ არ იყიდის – შენი ნივთი უფასოა, თუ არადა გგეუბნებიან ამდენი და მეტი არა, განსაკუთრებით თუ სხვაც აწარმოებს იგივე პროდუქტს შენ ვაფშე რასაც გეტყვიან ის ფასი აქ იმ პროდუქტს (აგერ ყველამ ვნახეთ რა შეუძლიათ უქნან ქვეყანას რომელიც მარტო “ყიდის” გარეთ), როცა შენ გაქვს რესურსის გადინება(და საფასურად ფულის შემოდინება, თანაც არა იმდენის რამდენიც გინდა, არამედ იმდენის რამდენიც უნდათ მოგცენ)

და შენ ამ ფულით უნდა მოუარო/აჭამო ჯერ შენ ხალხს, მერე დაპყრობილ ხალხს(თანაც იმენნა ამ პრიორიტეტულობით, იმიტო რო თუ ცენტრი აგიჯანყდა – გარეშე დაპყრობილი ხალხი ისედაც ვერ გიტანს და დაინგრევი)

ძალიან მალე დადგება სიტუაცია როცა ჯერ იწყებ გაღარიბებას, მერე ვეღარ აჭმევ და მერე ინგრევი…

გადარჩენა არის იმაში რო მოიპოვო ახალი რესურსი, თანაც სასურველია არა ის რესურსი რაც უკვე გაქ(ანუ ნავთობი თუ გაქ და გაგიუფასურეს და ვერ გაჭმევს, ჯობია მოიპოვო სხვა რესურსები, ხე ტყეც დიდი ხანია გაგიუფასურეს? – რა არი ახალი რესურსები? – წარმოება – სასურველია დაიპყრო ქვეყანა წარმოებით, სანამ გაგიუფასურებენ, კიდევ რა არი რესურსები? – მაგალითად ტრანზიტული ფუნქცია)

მარა დაპყრობა ყველა ვარიანტში, დაჟე ყველაზე უპერსპექტივო ქვეყნის – მაინც მონაგარია, ბევრ რამეს მოიხვეჭ, მერე იქაური ტვინები შენზე იმუშავებენ, იქაური მუშა ხელი ბევრად იაფი დაგიჯდება ვიდრე შენი “ცენტრალური” მუშა ხელი, გარეთ დამოუკიდებელი ვაჭრობის უფლებას იმათ არ მისცემ და არაფერი და მთელი ფული და საქონელი შენი ცენტრის გამდიდრების გავლით ივლის და ა.შ.

ამერიკა კი არის ახალი ტიპის – ეკონომიკური იმპერია, მას სჭირდება შესდიოდეს ფული, უფრო ზუსტად კი – სჭირდება ფული მოძრაობდეს, და მისი იმპერიის ზრდა არის – ამ ფულის მოძრაობა იზრდებოდეს!

სანამ ფული მოძრაობს – და ამერიკაში ეკონომიკის მართვის მთავარი ტვინები არ “მოცურდებიან” – მანამდე ამერიკა იქნება წარმატებული იმპერია და არ დაინგრევა.

რუსეთს ჭირდება დაგიპყროს და ყველაფერი გამოწოვოს, იმიტო რო სხვანაირად უკან მიექანება, არ ყოფნის ის რაც აქვს, ეხარჯება და ფასს კარგავს

(თორე დღესაც ჩვენ რეალურად რუსეთის იმპერიის ეკონომიკური წევრები ვართ, მარა ეს არ ყოფნის, და დაჟე ის არ ყოფნის რო მხოლოდ მასთან გვქონდეს ეკონომიკური კავშირი, ანუ “შური” კი არ ამოძრავებს რო დასავლეთთანაც გვინდა ფულის გაცვლა – არა, იმენნა რუსეთს ჭირდება ამოგწოვოს სიცოცხლე, სხვანაირად ვერ საზრდოობს – იმიტო რო განუვითარებელი, 2 უჯრედიანი ძველი იმპერიაა. ასეთი იმპერიები ყოველთვის ერთნაირად ამთავრებენ, მარა რამდენ მილიონ ადამიანს მოუტყნეს ცხოვრება პროცესში მარტო წარმოდგენა შეიძლება… ვისაც ეს გამშვიდებთ – რო ბოლოს რუსეთსაც მეეტყნება, დარწმუნებული იყავით, აუცილებლად, მარა მანამდე თქვენც და თვენს ოჯახსაც შეიწირავს ალბათ, კიდე შვილებსაც და იმის ცხოვრებასაც თორე ბოლოს კი)

ამერიკას ჭირდება ბაზარი, რაც უფრო ფართოა მისი ფულის ტრიალის ბაზარი და რაც მეტად ტრიალებს – მისი ფული(სულ ერთია მისგან წამოსული თუ მისკენ წასული, მისი ფული ბოლოს მაინც მასთან მიდის)

უფრო მაგარი იმპერიაა და უფრო მაგრად ცხოვრობს თვითონ, უფრო კმაყოფილია მისი ხალხიც და უფრო კმაყოფილია “არისტოკრატიაც”.

თანაც ამერიკამ მართლა მიაღწია იმას რო არისტოკრატია თუმც დიდწილად ერთი და იგივე ოჯახებია, მაინც მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებები, ზოგი არისტოკრატი ადის ზემოთ, ზოგი თმობს ზედა თბილ ადგილებს, თავის ნებით წარმოიდგინეთ – და ჩამოდის ქვემოთ!

პლიუს ამას ხდება ცოტა დამატებები და მოკლებები – და ეს არისტოკრატები მიხვდნენ რო ასე უფრო მაგრა ცხოვრობენ საერთო ჯამში, ვიდრე რო ერთ-ერთს მისცენ “გაქაჩვის” საშუალება, ის გახდეს “ცეზარი” და მერე მარტო მისი შტო გამდირდეს, ამიტომ “ატორმუზებენ” ერთმანეთს მუდმივად და ქვეყანა უფრო “საერთო მართულობაშია” (ასე ჟღერს დემო კრატია არა პირდაპირ თარგმანში)

კი, ძირითადად ყველგან ყველა ქვეყანას მართავს არისტოკრატია (არა გვარიშვილური არამედ ფულ ნაშოვნი, სულ ერთია, ჯამში ნელნელა გვარიშვილური ხდება with time, ასე რუსეთს მართავს კრიმინალური მაფია, კიდე ერთი მიზეზი რატო დღევანდელ დღეს არ შეიძლება რუსეთთან ძმობა, მომავალში იქნებ შეიძლებოდეს, წარსულში – მე არ ვიცი, მე იქ არ ვიყავი – იქნებ შეიძლებოდა, მარა დღეს რუსეთის რიგებში ყოფნა ნიშნავს კრიმინალური, მკვლელი, სადისტი პირამიდის ერთ-ერთ ქვედა ზონაში არსებობას)

ხოდა ქვეყანას კი ძირითადად ერთი წრე მართავს, მარა განსხვავებით მოცემულ მომენტში მაგალითად რუსეთისგან – გვარიშვილები ზემოთ იცვლებიან, იცვლებიან თავის ქვეშევრდომებიან/შტოებიანად და დროებით თმობენ რაღაც პოზიციებს და კარგავენ ფულს – მარა ჯამში ვინაიდან ქვეყანა არ “ყლევდება” – მთელი ეს წრე სულ უფრო და უფრო მდიდრები რჩებიან და ამ მსხვერპლზე მიდიან ინდივიდები ამიტომ.

რუსეთში კიდევ 1 შტო გაღორდა, სხვა შტოებს დედა მოუტყნა და წარმოიშვა კლასიკური იმპერია, რომელიც ეხლა იძულებულია მუდმივად ფართოვდებოდეს ფიზიკურად, გადარჩენისთვის.

ამერიკაც, ეჭვი არ შეგეპაროთ, იძულებულია მუდმივად ფართოვდებოდეს, ოღონდ იმ “რესურსზე” რომლითაც საზრდოობს.

ამერიკის რესრუსია მისი ფულის ბაზარი! მისი ბაზარი უნდა ფართოვდებოდეს მუდმივად, მის ფულზე გაყიდული პროდუქციის მომთხოვნი უნდა იმატებდეს(სულ ერთია სად იწარმოა პროდუქტი),  მისი ფული უნდა სადმე იხარჯებოდეს

ამერიკას ჭირდება, გადარჩენისთვის, მისი ფულის ბრუნვა – სულ იზრდებოდეს.

მეტი არაფერი, ამერიკას არ ჭირდება შენ ცხოვრობდე ძღნერში, არ ჭირდება დაგიხოცოს კაცები, არ ჭირდება აგიგოს კრიმინალური პირამიდები, არ ჭირდება დაგაკრგვინოს იდენტობა, ენა, კულტურა, რელიგია – ნწუ, ამერიკას ჭირდება მისი ფული შემოდიოდეს შენთან და მისი ფული გადიოდეს – შენგან, რაც მეტი უკეთესი, მისთვის.

და კი, ჩვენ ყველანი ამ გაგებით “ვკვებავთ” ამერიკას, და კი – ამერიკა ყოველთვის 1 თავით უფრო მაღლა იცხოვრებს ვიდრე ჩვენ, ვინაიდან ჩვენ მის… “საჭმლის მომნელებელ” სისტემაში ვართ ჩაბმულები – და ის არის ტვინი.

ფიშკაც ამაშია – ამერიკას აწყობს რო შენ განვითარდე, ეკონომიკურად – იმიტო რო ეს მას ანვითარებს – ორმაგად! – რაც უფრო მეტი განვითარებული მომხმარებელი ეყოლება ამერიკის “სუპერმარკეტს” ამერიკას მხოლოდ ურჩევნია!

და პირიქით ვაფშე არ აწყობს განუვითარებელი ღატაკი ხალხი რომელსაც არ აქვს ფული საბრუნებლად, არ აქვს ფული, არ აქვს ინფრასტრუქტურა, არ აქვს რა შესთავაზოს დანარჩენ პლანეტას(რაში გამოართვას გარეშე ხალხს ფული) არ აქვს საშუალება ძვირიანი და ბევრი რესურსები(საუბარი არ არის ნედლეულზე, არამედ ყველაფერი) შეიძინოს სხვებისგან.

ამერიკას ნაგლურად, პროჭულად, ნაბოზრულად, ბოროტად – აწყობს რო შენ რაც შეიძლება მეტი ფული აბრუნო, მეტი რამე გაყიდო(სერვისი, პროდუქცია) და მეტი რამე იყიდო (სერვისი, პროდუქცია), მეტი იმოძრაო აქეთ იქეთ, მეტი აწარმოო, მეტი გადაიხადო, მეტი დახარჯო, მეტი მოიხვეჭო… იმიტო რო რასაც შენ ეხები – არის მისი ფული და ყოველთვის ჯამში მისი გამდიდრებისკენ მიდის, შენ აწარმოებ ოქროს, ყიდი მის ფულად და იდებ ამ ფულს მუთაქაში – მაინც ამერიკა მდიდრდება, იმიტო რო შენ იმ ფულს ოქროს წონა შესძინე!

მარა კი – ზოგადად ამერიკა მერე ეცდება “კანფეტები” შეგთავაზოს, არა თავის ქვეყანაში, სადმე სხვაგან “ეგვიპტეში წადი, კარგად დაისვენე, მეფესავით” – რო ის მუთაქიდან ამოიღო და მაინც დახარჯო, კი – დიდი ნაწილი დარჩება ეგვიპტეში, მარა მთავარია ამერიკამ აწარმოა ეგ ქაღალდი და ჩვენ ყველანი იმ ქაღალდს ვაძლევთ წონას ჩვენი “კარგი ცხოვრების” მოპოვების პროცესში გაცვლა გამოცვლით და ჯამში ჩვენზე ყველაზე მეტად – მდიდრდება ამერიკა.

რუსეთს უნდა რო დაგიპყროს, უნდა რო გამოგწოვოს შენი რუსურსები, გაყიდოს გარეთ და “კიდევ ცოტა ხანი” აცხოვროს “ცოტა უკეთესად” მისი ცენტრი და თანაც როგორც ამერიკის შემთხვევაში – შენ ვერასოდეს იცხოვრებ უკეთესად ვიდრე რუსი – რუსეთში, ეს ხო ყველას გესმით?

და რუსები ვერასოდეს იცხოვრებენ ისე კარგად როგორც ამერიკელები, სანამ ამერიკამ “მოტეხა” თავის დროზე ის საოცარი ფიშკა რომელიც მსოფლიო ეკონომიკის პულსობაა, რუსი ვერასოდეს იცხოვრებს ისე კარგად როგორც ამერიკელი, და რუსეთის რიგებში ქართველი რუსამდეც კი ვერასოდეს ვერ მივა, ჩვენ გავამდიდრებთ რუსებს, რუსები – რუს არისტოკრატიას, და მერე რუსი არისტოკრატიაც კი იცხოვრებენ ამერიკელებზე უარესად და მერე ისენი გაამდიდრებენ ამერიკას უკვე(უხეშად რო ავხსნა რა)

კი შესაძლოა დადგეს დღე და ამერიკამ დაუშვას შეცდომები და დაკარგოს ეს “გული”-ის როლი, მარა თუ შენ, მე, ჩვენ გვინდა რო ჩვენ დეღს, ხვალ, ჩემმა შვილმა – ვიცხოვროთ უკეთეს, უფრო წარმატებულ ქვეყანაში, ყველანაირი ინდივიდუალური “გზახსნილობით” და მართლა “კარგი” ცხოვრებით – უნდა ავირჩიოთ ის ქვეყანა რომელსაც დღეს უკავია ხელში ეს პულსი. თუ სამყაროს გული შეიცვლება, მერე ჩვენი შვილთაშვილები – იზრუნებენ იმ სამყაროში სწორი არჩევანის გაკეთებაზე, მთავარია ჩვენ არ დავაყენოთ ჩვენი შვილები იმ რეალობის წინაშე რო აპრიორი მე-5 დონის პროჭიდან იწყებენ არსებობას, არამედ გადავცეთ უკეთესი განვითარების შანსები ვიდრე ჩვენ ჩაგვაბარეს.

მითუმეტეს რო ის, ამერიკა, შენს იდენტობას არ ერჩის, ენას არ გიშლის, ქალებს და ბავშვებს არ გიტყნავს, შენი უბედურება და ცუდად ყოფნა არ ჭირდება, პირიქით – მისი მთელი “ბოროტება” იმაში გამოიხატება…

ოღონდ ნაღდად ბოროტებაა ეს, მინდა რო ეს გაიაზროთ, ამერიკა კეთილი კი არ არის და ფრთები კი არ აქვს, ამერიკა ბოროტია, მართლა გულით ბოროტია – ოღონდ ეს ბოროტება არის იმაში რო მას ჭირდება შენ იცხოვრო კარგად, გააკეთო ფული და დახარჯო ფული – იმიტო რო რაც უკეთესად ხარ შენ – კიდე უფრო უკეთესად არის ამერიკა!

ეგეთი ნაბოზარი ქვეყანაა – მას ვერ გაასწრებ! – რაც უკეთ ხარ შენ – უფრო მაგრა იქნება ამერიკა, მას აწყობს შენ იყო უფრო უკეთესად – იმიტო რო მეტი ფული გექნება და მეტს დახარჯავ და უფრო მაგრა იქნება ამერიკა!

მას აწყობს განავითარო ტურიზმი, აწყობს აწარმოო, მოიპოვო ფული – იმიტო რო ეს ფული მისია! – და იმიტო რო ამ ფულს ისევ მასვე დაუბრუნებ როცა სხვა რაღაცეებს შეიძენ სხვებისგან უკვე შენით!

რაც მეტ კარგ რამეს ააშენებ, აწარმოებ, შექმნი – მით მეტად გამდიდრდები შენ და ჯამში გაამდიდრებ ამერიკას, ისე რო ამერიკა მინიმალურად “გელოლიავება” შენ და იზრუნებს შენზე, მინიმალური თავისტკივილით – მაქსიმალურად გამდიდრდება, შენს ხარჯზე! – პროსტა პროცესში თუ შენც კარგად ცხოვრობ და ბედნიერი ხარ მეტი რაღა გინდა?

ამაშია საქმე – რუსეთმა უნდა ამოწოვოს “სატელიტ” ქვეყნებს – რო აჭამოს ცენტრს, და როცა გიპყრობს და მის რიგებში ხარ – ან უნდა გელოლიავოს, იზრუნოს შენზე და 3 იმდენი ფული დახარჯოს რო ადამიანს დაემგვანო, ან დაგიკიდოს ყლეზე – გაგაუბედუროს და ზატო ბედნიერი ამყოფოს ის ვინც “გადაწყვეტილებას” იღებს – რუსი, ანუ ცენტრი, რო იმან არ მოიშოროს ეს სისტემა და შიგნიდან არ დაინგრეს იმპერია

ამერიკას კი არ სჭირდები დაპყრობილი, ამერიკას სჭირდები დამოუკიდებელი(იმიტომ რომ მისთვის ეს სუფთად ბოროტულად მომგებიანია, სამყაროს მართავს არა სიკეთე არამედ ბოროტება, ამაზე 2 აზრი არ გქონდეთ)

მას სჭირდება რო შენ იყო მის ეკონომიკურ სივრცეში, მოიხმარდე მის ფულს, ხარჯავდე მის ფულს, სტუმრად იღებდე სხვა ხალხს და ტოვებდე შენს ქვეყანას და მოზგაურობდე მისი ფულის სივრცეში – ვსიო, დანარჩენი ლიჟბი შენ შენ თავს მიხედე და უფრო მაგარი გახდი, შენით, შენთვის – უბრალოდ რაც უფრო მაგარი ხდები – უფრო მაგარი ხდება ამერიკა შენ ხარჯზე, ოღონდ ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა, ამაშია სხვაობა, ამერიკა არის როგორც მასიური წარმოება, როცა თითო ნივთზე მოგება ცოტაა, მარა ჯამში მოგება უფრო მეტია და თან ყველა კმაყოფილია, ამერიკა კი 3-ჯერ უფრო კმაყოფილია, იშ, ყველას ჯინაზე!

ამერიკელები ამას ისწორებენ რო ყველას ჯინაზე ყველაზე მაგრები არიან, პროსტა რუსეთს არ შეუძლია მაგრობა და ამიტომ დაკავებულია სხვა ხალხების დაჩმორებით რო თვითონ იმათ ფონზე “შედარებით” მაგარ პონტში იყოს, იმიტო რო თუ რუსი რუსეთში არ იქნება უფრო კარგ პონტში ვიდრე ქვეყნები რომლებზეც ძალაუფლებაც აქვს – ესეიგი დარჩა რა გამოწოვს იმ დაპყრობილ ქვეყანას! – და როცა აღარაფერი იქნება გამოსაწოვი აღრავისგან, ანუ ყველა დანარჩენ ქვეყანას ბოლომდე დედა მოეტყნა  – მერე რუსები უკმაყოფილებისგან გადაატრიალებენ თვიანთ ქვეყანას და ეცდებიან რამე სხვა სისტემა ააშენონ.

ამერიკამ კი დაამუღამა სისტემა – რომელიც თვითონ მუშაობს მასზე რო რაც უფრო უკეთესად ხარ შენ, სხვა ქვეყანა, სხვაგან – უფრო მაგრად ხდება ამერიკა!

ერთადერთი გზა “მოკლა” ამერიკა – არის ხალხმა თავისით თქვას უარი კარგ ცხოვრებაზე და სიკეთეებზე, მოიკლონ ყველაფერი, მასობრივად და ყველა აღიკვეცონ ბერებად – და ამერიკის იმპერია დასამარდება! (ამას ცდილობს არაბეთის ქვეყნების ნაწილი, მათ ესმით რო ჩვენ ვარტ ამერიკის ბაზარი, შეიძლება ვყიდულობთ შვედურ ნაწარმს და ვყიდით ჩვენს სერვისს/პროდუქციას… ინდოეთს – მარა რეალურად ვართ ამერიკის ბაზარი) – ამიტომ ერთადერთი გზა მოკლა ამერიკა – არის შენით თქვა უარი კარგ ცხოვრებაზე

რელიგიას, არაბეთში, შეუძლია ეს – და ისენი ცდილობენ… როცა გადაივსება სხვა ბაზრები – და ამერიკა მხოლოდ არაბული ბაზრის იმედზეღა დარჩება – არაბეთი “ყელს გამოჭრის” ამერიკას ამ გზით

ამერიკაც იმპერიაა, უბრალოდ არა ლანდშაფტური, არამედ პლანეტარული მასშტაბის – ეკონომიკური

ბოლოს ეს იმპერიაც ამოიწურება, მარა ბეეეეეეეეეევრად დიდი ხნის მერე, და რაც უფრო საინტერესოა, ჩვენი გადმოსახედიდან – ამერიკის იმპერიას არ ჭირდება შენ იყო ცუდად, ამერიკის იმპერიას, ვმეორდები 101-ედ, ცუდ პონტში, ბოროტად, დედამოტყნულად, სჭირდება შენ იყო კარგად, ხდებოდე უკეთესად და სულ გინდოდეს ზევით და ზევით უკეთსობისკენ – სანამ შენ იპოვნი გზებს კიდევ და კიდევ უფრო კარგად იყო და გამდირდე და უკეთსად იცხოვრო – ამერიკელებს პრაქტიკულად “ატარებ ხელის გულზე” და აცხვორებ კიდევ უფრო უკეთესად

კიდევ ერთხელ

მინდა რო მთავარი ხაზი გააგებინოთ რო ეს “სიკეთე და ბოროტების” ბრძოლა არ არის, ორივე ბოროტებაა, უბრალოდ ერთი ბოროტება მუშაობს იმაზე რო შენ მოგაკლოს იმიტო რო თავისი დანაკარგი შეივსოს, და მეორე მუშაობს იმაზე რო შენ მოიხვეჭო და მისი ზედმეტობა – გადაავსო!

Advertisements

მოქმედებები

Information

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: