იარაღის კალიბრი საქართველოსთვის

24 12 2014

საქართველოში ხშირია საუბარი იმაზე რა კალიბრზე უნდა იყოს ჯარი/შ.ს.ს/რეზერვი და ა.შ.

ჩემი მოსაზრება:

5.56 უდაოდ კარგია შემტევი შენაერთებისთვის, ვინაიდან მეტი ტყვია წამალის თრევა შეგიძლია, შედარებით ეფექტური ავტომატური ცეცხლის წარმოება შეიძლება, ბევრი სროლა – ნაკლებად დამქანცველია, მოცულობითაც უფრო მცირე ზომის მჭიდები დაგაქ და შედეგად ნაკლებად გიშლის ის ნაძისხის მორთულობა რომელიც დღეს გიწევს ზიდო რო საკმარისი რაოდენობა აბოიმები, გრანატები, რაცია და ა.შ. გქონდეს თან – მოკლედ შემტევი და მოტო-მსროლელი “შემტევი” შენაერთებისთვის სამოე ანო (წიპა ის რასაც ჩვენ ეხლა სხვა და სხვა “სპეცნაზებს” ვეძახით)
დალშე ლუდშე:
5.45 (ვინაიდან ოხრად გვაქ) – კარგია სარეზერვო შენაერთებისთვის. (რატომ? – 5.56-ივით პატარა ატდაჩა აქ, ტყვიაწამალიც მჩატეა, შაშხანაც მჩატეა(საუბარია AK-74C-ზე ვინც ვერ მიხვდა) ადვილი შესასწავლია რეზერვისტებისტვის, იაფია იარაღიც და ტყვია წამალიც(რო არაფერი ვთქვათ რო მამენტ რაღაც დოზებით დათრევადია ბრძოლის დროს).
ვინაიდან მე განვიხილავ 2 ტიპის რეზერვს “ადგილობრივს” და “მობილურს” – 5.45 კარგია როგორც მინიმუმ მობილური რეზერვისთვის, ანუ თბილისილი ბიჭები რომლებმაც შესაბამის შესავსებ სააპლიკაციო ფორმაზე მონიშნეს “თანახმა ვარ ვიქნე გადასროლილი საჭირო რეგიონში”
7.62 x 39 – გადასაცემია რეგიონალური რეზერვისთვის(ანუ ვინც ადგილზეა ფიქსირებული) + ვინაიდან მე განვიხილავ ე.წ. “ვეტერანების/ბებრების” რეზერვს (როგორც ბევრ ქვეყანაში, 55+ ასაკი) – მათთვისაც. ესეც იმიტო რო AK-47-ები ოხრად გვაქ, თუ გავყიდით და მოვიშორებთ – კი ბატონო და რეზერვი მთლიანად 5.45-ზე იყოს
საუბარი მაქ იმაზე რო 5.56 შაშხანების უმეტესობა, ხარისხიანი შაშხანების, “საოცნებო” 80-100 ათასიანი რეზერვის შესაიარაღებლად – ძვირია, უმეტესობა 5.56 შაშხანებისა მაინც პრეტენზიულია(პატრონასადმი, მოვლისადმი, ზეთისადმი – იგივე გეხაც კი) ტყვია წამალიც არ ღირს კაპიკები, კი ბატონო თქვენ იტყვით რო ჩვენს G-5-ზე იყოს რეზერვიო, მარა რამდენი წელი დაჭირდება წარმოების იმ ზომით აწყობას და იარაღის იმ ოდენობით წარმოებას რო 120 000 ცალი აწარმოონ? – როცა AKC -ების დათრევა ამ ოდენობით პრინციპში 1 კვირაში შეიძლება, ტყვიაწამალიც იაფია, იარაღის ხარივით არი ყველაზე გამოუცდელი დებილების ხელშიც.
ხოლო ჩემი აზრით სუფთად სამხედრო პირადი შემადგენლობა უნდა გადავიდეს 7.62 x 51 NATO-ზე, და აი რატომ:

5.56-თან შედარებისას ნამდვილად ყველას ვეთანხმები რომ 300მ-მდე მანძილზე 5.56 და 7.62 NATO ერთნაირად ზუსტია, და რომ “გამხვრეტობა” არც 5.56-ს აკლია 300მ-მდე (ნუ ის რო ჯავშან შეღწევადობა და ის რო “ბრანე ბოინი” 7.62 x 51 NATO იდეაში რუსული ბეტეერის ბორტს ხვრეტს დავიკიდოთ, ეგ ისეთი სათუო გამოყენებაა)

ერთადერთი რეალური პლიუსი 7.62 NATO -სი არის სიზუსტე 500-800მ -ზე (შედარებითი სიზუსტე)

ვისაც გონია რო 500მ-ზე 5.56 -ის სროლას აზრი არ აქვს – ცდება, აზრი აქვს, ოღონდ რთულ მოსარტყამია სრულ სიმშვიდეში, დაწყნარებულზე, მწოლიარე და მეგობრებთან არხეინად მოუბარ მდგომარეობაშიც კი

და 500მ-ზე “ენერგია” აქვს ისეთივე გეკოს 0.22 კალიბრს რო 100მ-ზე აქ (ანუ უხეშად რო ვთქვათ ლამის კასკამ შეიძლება გადაარჩინოს 500მ-ზე მებრძოლი, ნუ აი მკერდთან ჩალაგებულმა მჭიდმა – უჟ ტოჩნა) და გამომდინარე იქედან რო დიამეტრითაც გეკო და 5.56 პრაქტიკულად ერთია – შეღწევადობაც იგივე აქვს მაგ მანძილზე.

+ ქარის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია რაიმე სიზუსტით სროლა 5.56-ის 300მ-ს იქეთ (მჩატე ტყვია, დაბალი ინერცია დიდ მანძილზე…)

მოკლედ 7.62 NATO-ს ერთადერთი შეიძლება ითქვას პლიუსი არის სროლის დამიზნებადი მანძილი და ამ დიდ მანძილზე – შეღწევადობის შენარჩუნება, პრინციპში პრაქტიკაში არსებობენ სნაიპერები რომლებიც ამ კალიბრს 1000მ-ზეც წარმატებით ისვრიან და ნორმატივსაც კი აბარებენ ამ დისტანციაზე

ეხლა პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ:
მე მყავს ოფროუდის მანქანა “სუძუკი სამურაი” რომელიც “გამოირჩევა” იმით რო არის ვიწრო სხვა მანქანებთან შედარებით, სინამდვილეში ეს სივიწროვე არის 15-20სმ (ისიც მაქსიმუმ)

მარა ამის გამო “ითვლება” რო სამურაის რა უნდა გაუჭირდეს ტყეში – გადაუხვიე საითაც გინდა და გაძვერ გამოძვერი, და ასეც არის!

დიდხანს ვფიქრობდი რაში იყო საქმე, უბრალოდ მეგობრებო არსებობს მინიმალური მანძილი რომელზეც ტყეში უმეტესობა ხეები იზრდებიან (ერთმანეთთან მანძილი) – ვინაიდან ეს მანძილი “ნაკარნახებია” მზის შუქის მოთხოვნილების მიერ და უფრო ახლო მდგომი ხეები უბრალოდ კვდებიან ჩანასახშივე, და უფრო დიდი მანძილებისას აუცილებლად “გამოეკვეხება” რამე ხე უფრო ახლოს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვარირებს რელიეფთან და შემთხვევითობასთან ერთად მარა ზოგადად “სამურაი” ყოველთვის იპოვნის გასაძრომებს ხეებს შორის, მაშინ როცა თურმე 20სმ-ით განიერი მანქანა – თითქმის ყველგან გაეტევა მარა ეს თითქმის დაღუპავს და მოტრიალებაც ვერ შეძლოს ბოლოს შეიძლება ისეთ ადგილას გაეკვეტოს

ხოდა თუ 1-2 თვე საქართველოში მოძრაობისას დააკვირდებით ხეობებს მიხვდებით რომ არსებობს “ხეობის ოპტიმალური სიგანე” – რომელიც ნაკარნახებია ასევე ბუნების ბუნებრივი მოთხოვნებით, უბრალოდ ხეობა არის მილიონი წლების მანძილზე “გაჭრილი” წყლის მიერ და რაღაც სიგანეზე მეტზე, ძირითადად, ხშირად – არ ჭრის – იმიტომ რომ მერე უკვე გვერდითი ღელე იკეთებს თავის ხეობას და ასევე რაღაც სიგანაზე ნაკლებზე – არ ჭრის, იმიტო რო ხეობა არის შუაში ჩამომავალი მდინარის წყალ-მომარაგების ქსელიხოდა უმეტესობა შემთხვევაში ხეობაში ერთი გორის წვერიდან – მეორე გორის წვერთან ან უკეთსი – ფერდობთან საბრძლველად – საჭიროა იარაღი რომელიც 500-700მ-ზე ისვრის დამაჯერებლად, დააკვირდებით და გაგიკვირდებათ ეს სტატისტიკური მაჩვენებელი

300მ თითქმის არცერთ ხეობაში არ არის საკმარისი იმისტვის რო 1 გორაკის წვერზე იწვე და მეორე გორაკის თუნდაც ფერდობს ესროდე (ან მითუმეტეს წვერს)

რატომ არის მნიშვნელოვანი მთის/გორის “წვერზე” ყოფნა? – იმიტომ რომ საუკეთესო ხედვა მაქედან გაქ, იმიტომ რომ გორაკის წვერი გაძლევს “ტაქტიკურ” მობილურობას(დაიხიო ან შეუტიო რომელ მხარესაც გინდა), იმიტო რო მთიან რეგიონში ბრძოლისას “წვერი” არის ერთადერთი ადგილი სადაც გაქ საფარი, თუ “გამოგიჭირეს” ფერდობზე – ტრუპი ხარ, ეს იცის ყველამ, და მაინც ვინაიდან არც შეტევა არც დაცვა, მოცემული იარაღის პირობებში (AKS, AKM, M4) არ გამოდის 400მ-ს იქეთ შეტევაც და დაცვაც და ბრძოლაში შესვლაც გვიწევს ხშირ შემთხვევაში ფერდობიდან-ფერდობზე, ან თუ სიმაღლეს ვუტევთ – იმავე გორაკის ფერდობიდან – გორაკის წვერზე (მაშინ როცა 500-700მ სროლის მანძილი, რა თქმა უნდა 4x-იანი ოპტიკით მაინც) – მოგვცემდა საშუალებას ბევრად უკეთსად შეგვერჩია საცეცხლე პოზიციები თუნდაც მოწინააღმდეგის “სიმაღლის” გარშემო მის იქედან ამოსაგდებად

ამიტომ ვფიქრობ რომ საჯარისო ნაწილები, უხეშად რო ვთქვათ ის 5 ბრიგადა რომელიც გვყავს, უნდა შეიარაღებული იყოს 7.62 x 51 NATO კალიბრით და უკლებლივ ყველა – აღჭურვილი 4x-იანი ოპტიკით.

ვინაიდან საჯარისო ნაწილები მაინც უფრო პოზიციურად და “ფრონტალურად” გამოიყენება და არ წარმოადგენს “საშტურმე სპეცნაზებს” და მათი დავალება არის ფრონტის შექმნა, გამაგრება, სიმაღლეების დაკავება, ფრონტალური ნელი და გეგმაზომიერი შეტევა – ეს კალიბრი, ვფიქრობ, იქნება იდეალური მათთვის

ხოლო დანარჩენი პირადი პერსონალი (მძღოლები, საშტაბო ოფიცრები, სხვა და სხვა სპეციალისტები (ჰაერ-საწინააღმდეგო, არტილერისტები და ა.შ.) – შეიძლება იყვნენ როგორც 5.56, ასევე 5.45 (რეზერვთან საერთო კალიბრის საქონლად))

თუ კონკრეტულად მკითხავთ, მოცემულ მომენტში განვიხილავდი როგორც FN FAL -ის ახალ მოდელებს(ვინაიდან უაღრესად გამოცდილი და კალაშასავით სანდო შაშხანაა), ასევე ისეთ ექსკლუზიურ მოდელების დაკვეთას როგორებიც არის SCAR-H ან HK 417

ყველა ეს იარაღი 5.56-სთან შედარებით მძიმეა, მჭიდებიც მძიმეა, ტყვია წამალიც მძიმეა

სამაგიეროდ 7.62×51 NATO ზუსტია 300მ-ს იქეთ, ფაქტიურად 1000მ-მდე და კიდევ ვინც მოყოლილა 7.62×54 (PKM)_ის ცეცხლ ქვეშ დამეთნხმება რო “რატომღაც” ნებისმიერ დისტანციაზე ბევრად მეტად “იჯვამ” როცა მსხვილი კალიბრი ბზუის და მოხვედრისას ამტვრევს აგურებს/ქვებს და ყველაფერს რასაც ხვდება ვიდრე 5.45-ი რომელიც ხეებში/აგურებში მოხვედრისას “პზუ” და იკარგება

პ.ს. გავმეორდები ვისაც მოეჩვენა რო სადმე AKM-ის კალიბრზე ვსაუბრობდი გადახედეთ გილზის სიგრძის მითითებებს, არსად გარდა “ალბათ ჯობია გავყიდოთ”-ის 7.62×39 არ მიხსენებია და საუბარი არ ყოფილა. პატივს ვცემ, მიყვარს ეგ კალიბრი და ყველაფერი – მარა “შუალედურ შუალედურია” და “ნი რიბა ნი მიასო”-ა სამწუხაროდ, ჩემი აზრით ისევ და ისევ

Advertisements

მოქმედებები

Information

4 responses

24 12 2014
tezam

17 09 2015
ვახო

6.8 SPC 500-700მ -ზე ეფექტურია? ესეც შეიძლება იყოს ვარიანტი.

17 09 2015
Cyborg Mcloud

კი 6.8-ც მშვენიერი კალიბრია უბრალოდ იშვიათი…

მე მაგალითად მასევე სნაიპერულ შაშხანებზე 7.92 მირჩევნია ნაცვლად 7.62-სი მარა… როცა საუბარია ზოგად არმიაზე – რაც უფრო “ხადავოია”…

18 09 2015
ვახო

გეთანხმებით, სანამ ამერიკის არმია არ ჩამოყალიბდება ახალ შუალედურ კალიბრზე, არ ღირს ექპერიმენტები. ყველასთვის 7.62 NATO შაშახანების მიცემა ძვირი ეღირება. ალბათ ოცეულში designated marksmen -ბი უნდა გვყავდეს ამ კალიბრით შეიარღებული და 7.62 NATO კალიბრის ტყვიამფრქვევები უნდა იყოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: