ბრძოლა ზემო-ნიქოზთან

12 05 2016

2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარ ამ შეტაკებაზე ბევრი დაიწერა რუსულ მედიაში, უამრავი სურათები არსებობს და ვიდეოებიც კი, იმიტო რო 58-ე არმიის იმ ბრიგადას ბევრი ჟურნალისტი მოყვებოდა

სანამ თვითონ ბრძოლის გარჩევაზე გადავალ უნდა მოვყვე “წინაპირობა”

საქმე იმაშია რო 2008 წლის 10 აგვისტოს დილის საათებში მოვიდა ბრძანება ქართულ ნაწილებში უკან დახევაზე, მეც ერთ-ერთ მათგანთან ვიყავი და ძალიან ცუდად აღიქვა ჯარმა ეს ბრძანება და გამოიწვია დაბნეულობა, უკმაყოფილება, საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვა და ბევრი ცუდი რამ, მარა ბოლოს, 10-ის დღის მეორე ნახევარში უკვე დაიწყო ჯარმა გამოსვლა თბილისისკენ

10-შივე აიკეცა ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის უმეტესობა საშუალებები, 10-ში აიკეცა და დაიძრა არტილერიაც, თანაც ქვეით ჯარამდე ეს ყველაფერი, და ქვეითი ჯარი გამოდიოდა 10-ში საღამოს უკვე

ხოლო რუსების “დიადი” ისტორიები იმაზე როგორ ითარეშეს საქართველოში იწყება 11 აგვოსტოდან სადაც გინდათ დაძებნეთ… 11 აგვისტომდე არი ისტორიები როგორ ენძრეოდათ – 11 აგვისტოს მერე “მოგებული ბრძოლები”-ის ისტორიები და ჟურნალისტებიც იქვე ყავთ ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად

რეალურად იმიტო რო 10-ში ღამით იყო “ცეცხლის შეწყვეტა” და ქართველები თბილისთან იდგნენ და ელოდებოდნენ გაჩერდებოდა ვანია თუ არა…

11 აგვისტოს იქ აღარავინ იყო, გარდა…

ეს არის ყვეაზე ცნობილი სტატია ამ თემაზე: http://analiz-888.livejournal.com/58122.html

მოკლედ არკადი ბაბჩენკო ამ სტატიაში ყვება ისტორიას როგორ 58-ე არმიის ერთერთი მოტომსროლელი ბრიგადა, ტექნიკაზე ამხედრებული(იხ. სურათები) მოემართებოდა “სადღაც”, თითქოს ცხინვალისკენ მარა მაშინ შესულიყვნენ ცხინვალში ზარის გზით – ვინ უშლიდათ… სავარაუდოდ მეთაურობამ გადაწყვიტა დაეთვარიელებებინა “ომის უჟასები” და ცოტა დიდი წრე დაერტყათ.

3

შედეგად რატომღაც გამოიარეს ხეთაგუროვო, გაჩერდნენ წყალი დალიეს

original

და როცა უკვე ჟურნალისტები სადაც იჯდნენ ის ბეემპეები მოახლოვდნენ ზემო ნიქოზთან(ჟურნალისტები სუ ბოლოში არიან კოლონის)

გაიგონეს თითქოს “ფაგოტ”-ის გასროლის ხმა (ფაგოტი – შორ დისტანციებზე სასროლი მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა), მერე მეორე ფაგოტი და შავი ბოლი დაინახეს სოფლის თავზე(რომელიც მათ ზემო-ნიქოზი ჰგონიათ მარა სინამდვილეში ზემო ხვითია, უბრალოდ ეს ორი სოფელი გადაბმულია ერთმანეთზე და უცხო თვალი ვერ მიხვდება რომელი რომელია)

შავი ბოლი ნიშნავდა რო მოხვდა და ცეცხლი მოეკიდა ჯავშანტექნიკას.

ბაბჩენკოს გარშემო ასე თქვეს სამხედროებმა – ფაგოტი ესროლეს ტანკსო, ეგერ იქედანო და გაიშვირეს თითი იქეთ საიდანაც ბოლი ამოდიოდა.

9

ბაბჩენკოს გადაღებული სურათი – აფეთქებული ტექნიკა იწვის

analiz1

“ქართველები არიან იმ ბოსლებში” თქვა ვიღაცამ და დაუშინეს ზემო-ხვითის პირას შენობებს

8

analiz4

6

პარალელურად ბაბჩენკო როგორც გამოცდილი სამხედრო ჟურნალისტი – გაძვრა წინ, გაყვა ქვეითებს  და ერთი 100მ-ში იმ შენობებიდან მოყვა სასტიკ საარტილერიო დამუშავებაში…

11

analiz5

10

analiz6.png

მოკლედ მათი აზრით “მოყვნენ სასტიკ ჩასაფრებაში” ზემო-ნიქოზთან

სადაც რუსების აზრით ქართველებმა მაგრად იმოქმედეს, გაატარეს მოწინავე ნაწილები, მერე გაანადგურეს მოწინავე ტექნიკის ნაწილი, და არტილერიით გადაუკეტეს გზა დამხმარე ძალებს რო არ შესულიყვნენ სოფელში…

და შემდეგ რატომღაც დაინდეს დანარჩენი ტექნიკა რომელიც წინ მოყვა ჩასაფრებაში…

და რატომღაც ბოლოს ირკვევა რო სულ 1 ქართველი “ნავოდჩიკი” იყო თურმე რომელიც არტილერიას ანავოდკებდა და როგორ იკვრება ბაბჩენკოს ტვინში ეგ ისტორია რო 1 ტანკი და 1 ბეემპე აფეთდა იქ წინ და მეტი არავინ დახვდათ – არ ვიცი…

ან “ფაგოტები” სად გაქრნენ – ბოსლებს ხო დაუშინეს ერთი ამბავით (წაიკითხეთ რუსული სტატიაც)?

არტ-დამუშავებაში თვითონაც ცოტათი დაიჭრა(იმენა ასე, ცოტა), სამაგიეროდ სერიოზულად დაიჭრა ჩეჩნური “ვასტოკის” ერთ-ერთი მეთაური და ძლივს გაიტანეს ცოცხალი

გავიდნენ ცოცხლები უკან ვინც მის გარშემო იყო “გმირი” ბეემპეთი, რომელიც წამოეხმარათ და რომელიც მის მოთხრობაში მანამდე ფიგურირებდა და გაფუჭდა

15

analiz2

და მათ უკან, მერე გამოვიდნენ კიდე ბე-ემ-პეები დაჭრილებით და დაღუპულებით და რაღაც ჯამში დაიღუპა 13 კაცი და დაიჭრა 14, დაკარგეს 1 ტანკი, 1 ბეემპე… და იპოვეს 1 დაღუპული ქართველი “არტილერიის დამმიზნებლის” ცხედარი რომელიც რო მოუკლავთ მერე შეწყდა არტ-ცეცხლიო, კიდევ იპოვეს გაურკვეველი “ნატოს წარმოების” ნივთი რომელიც ვერ ჩართეს (თბოვიზორი და/ან (სხვა და სხვა წყაროებით) ლაზერული მანძილმზომი)

17

დაჭრილები და დახოცილები

16

18

დაჭრილები

და ამ მომენტში მისი სტატიის კითხვისას მე შორიდან მეცნო ქართველ სამხედროებს გადახდენილი ისტორია…

გადავამოწმე თარიღები და დეტალები და…

მოკლედ ქართველების მხრიდან მოხდა შემდეგი:

ერთ-ერთმა ქართულმა ასეულმა, რომელიც წინა დღით(10 აგვისტოს) იდგა ხეთაგუროვოში, დააგვიანა გამოსვლა და გამოსვლა დაიწყეს 11 აგვისტოს მხოლოდ, დილით, რატომ დააგვიანა ამ სტატიის ინტერესი არ არის.

მარა ზოგადად ეს დაგვიანება რო კაი ამბავი არ არის და ის 58-ე არმიის კოლონა 101-ჯერ რო არ გაჩერებულიყო გზაზე(რაზეც წუწუნებს ჟურნალისტი  თავის სტატიაში 30 წუთი ვიდექით 10 წუთი ვმოძრაობდითო) – 100ეულს მოუწევდა ბრიგადასთან პირდაპირი შეჯახება და მერე ავიაციაც გარშემო დაფრინავდა (ვერტმფრენებიც და თვითმფრინავებიც, ასევე მოხსენიებული ყავს ბაბჩენკოს) და რუსული არტილერიაც გაშლილი იყო, როგორც ჩანს, და მოკლედ მთელი 100 ეული დაიღუპებოდა, კი შესაძლოა მეტ რუსს გაიყოლებდა ვიდრე როგორც მოხდა ისე მარა, დანაკარგი მთელი ასეული იქნებოდა…

როცა უკვე ქვეყანამ დათმო ომი და ყველამ დაიხია – რაღა აზრი აქვს 100 კაცის მსხვერპლად შეწირვას…

მოკლედ გამოდიოდნენ ფეხით, დღისით, დილისკენ უფრო

როცა 100-ეულის უმეტესმა ნაწილმა გაიარა ზემო ხვითში(დახედეთ რუკას ქვემოთ), ბატალიონის დაზვერვის ოცეული რომელიც მანამდე წინ მიუძღვოდათ და მერე 100-ეულის უსაფთხოდ გასატარებლად – აიწია ჩრდილოეთით ზემო-ნიქოზისკენ რო რამე შარი არ ყოფილიყო ცხინვალის მხრიდან, და ახლა უკვე 100-ეულის ბოლოში იყო და უკნიან ეწეოდა დანარჩენ შემდაგენლობას

ზემო-ნიქოზი, ზემო ხვითი გზაჯვარედინის გადაკვეთისას – შენიშნა ბუღი და მოძრაობა ხეთაგუროვოსკენ(სადაც თვითონ გამოიარეს ცოტა ხნის წინ, ღია მინდვრებია მანდ მთელ მანძილზე)

analiz3

შეატყობინა ამის შესახებ ასეულს და უკვე ზემო ხვითში, სოფლის შიგნით დაოწყო დამაგრება (მხოლოდ ათეულმა ვიმეორებ)

ვინაიდან ზოგადად უკან იხევდნენ და თითქოს ცეცხლის შეწყვეტა იყო, ვინაიდან ზემო ხვითი ქართული სოფელია კონფლიქტის ზონის გარეთ და ა.შ…. გაურკვევლობა ხდებოდა, დიდად დაცვითი პოზიციები არ დაუკავებიათ, სულ 6 ადამიანი იყვნენ თუ 8 და დანარჩენი ასეული პრაქტიკულად აგრძლებდა დახევას და ესენიც მოელოდნენ რო რუსები გაჩერდებიან, დაიწყებენ ამ სოფლის ჯერ დაზვერვას – თუ აქეთ მოდიან საერთოდ, თუ არა და გატრიალდებიან, მაშინ ჯერ არ ვიცოდით რო საქართველოს ოკუპაცია არ მოერიდებათ… ამასობაში მეთაურობა გაარკვევს რა ხდება…

მაგრამ უცებ, მოულოდნელად, შუა სოფელში რამდენიმე ტანკი და ბეემპე შემოვარდა მაღალ სიჩქარეზე, ისე რო თვითონაც აშკარად არ მოელოდნენ სადაც აღმოჩნდნენ

ტანკმა დაინახა შუა ქუჩაში მდგომი ქართული ფაგოტი, რომელიც გათვლილია 500-2000 მეტრზე მართვადი რაკეტის სასროლად და აქ კი “გაშლილი” იდგა 50 მეტრის ხილვადობიან ქუჩაზე რაც ფაგოტისთვის დამღუპველია, იმიტო რო გასროლას ფიზიკურად ვერ მოასწრებს და სწრაფად გადატანაც შეუძლებელია. მისი ოპერატორი არც მოელოდა ტანკს ამ სიჩქარეზე და არც მოშორდა ფაგოტს, მაინც ეცადა მოესწრო გასროლა…

ტანკიდან პირდაპირი გასროლით დაიღუპა 1 ქართველი ჯარისკაცი და დაიკარგა ფაგოტი

რასაც ცოტა ხანში მოყვა სხვა ქართველი ჯარისკაცის მიერ ტანკისთვის, ახლო მანძილიდან, გვერდში ნასროლი რპგ-7 და ტანკი აფეთქდა (მანამდე გაიარა ტანკმა მათი პოზიცია ისე რო ესენი საერთოდ გაკვირვებულები დარჩნენ)

შემდეგ იყო პატარა შეტაკება, გასროლილი იქნა კიდევ 3 “მუხა” ჩვენი მხრიდან, ბოლო მუხა მოხვდა ბეემპეს

bmp-ც აფეთქდა

მე ასევე ამავე ბრძოლიდან მომეპოვება რუსი სამხედროს გადაღებული სურათები რომელიც უშუალოდ ზემო-ხვითზე შეტევის მონაწილე იყო

13187661_1299552693407628_1791796165_n

რუსი ჯარისკაცის გადაღებული სურათი, რუსული Bmp იწვის

13231145_1299552700074294_1234219982_n

რუსი ჯარისკაცის გადაღებული სურათი, BMP იწვის

analiz7

ამის მერე ქართული ასეულის დაზვერვის ათეულმა განაგრძო უკან დახევა, ცეცხლის ქვეშ უკვე.

უკან დახევა იმიტო რო არ მიუღიათ ბრძანება არც იმაზე რო ბრძოლა მიეღოთ, არც იმაზე რო დანარჩენი ასეული მიხმარებოდა და არც ამდენი ტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლი საშუალებები ქონდათ (კიდევ 2 ცოცხალი ტანკი აგრძელებდა ბრძოლას იმავე ქუჩაზე, რო არაფერ ვთვათ უამრავ უკან მომავალ ტექნიკაზე და რამდენიმე ბატალიონ ქვეითებზე რომლებიც ამასობაში ჩამოხტნენ ჯავშან-ტრანსპორტიორებიდან და უტევდნენ ზემო ხვითს გაშლილები)

ამ მომენტისთვის არანაირი ქართული არტილერია არც იყო რეგიონში და ვერც ისროდნენ რა თქმა უნდა… არც ნავოდკა უცდია არავინ ჩვენსას ან ვინმესთან კავშირზე გასვლა…

არც ფაგოტს უსვრია, ჯერ ეს ერთი სულ 1 ცალი იყო, მერე ის ბიჭი რო დაიღუპა ის იყო მისი ოპერატორი და ვიწრო ქუჩაზე გაშლა მოასწრო მხოლოდ და გასროლა ვერ

როცა ყველამ “ბოე კომპლექტი” დახარჯა, დამშვიდდნენ რუსები და მიხვდნენ რო ქართველები დიდი ხანია აქ აღარ არიან აქ, მათ ნახეს ეს 1 გვამი, საერთო ჯამში დაკარგეს 30-მდე კაცი დაღუპული და დაჭრილი და ასკვნეს რაღაცეები გამომდინარე იქედან რაც მოეჩვენათ

ჩვენ ეგ ომი სუ ასე ვიომეთ, გაუგობრობებით, ერთეული ჯარისკაცების თავდაუზოგავი გამბედაობით(ნახევრად კანტუზირებული ჯარისკაცმა 3 მუხა ისროლა, 2 ააცილა და 1 მოარტყა) და სადაც თან გვიმართლებდა – რაღაცეებს მივაღწიეთ, სადაც არ გაგვიმართლა უაზრო ზარალი ვნახეთ…

რამდენადაც ასეთი ისტორიები აფხაზეთიდან მოყოლებული წაკითხულ/მოსმენელი მაქვს ტონა, დიდი ალბათობით იქეთ მხარეს მოხდა დაახლოებით შემდეგი:

ბრიგადას მეთაური ბრიგადას მოყვებოდა უკან, ჟურნალისტებთან ერთად – იმიტო რო მეთაურები ისედაც უკან მოყვებიან და როცა ჟურნალისტებია კიდე იმათ წინ უნდა იტრიალონ

უცებ მოწინავე რიგებში იყო რამდენიმე რაკეტის გასროლა, მოკლე დროში დაიკარგა ტანკი და ბეემპე, გაჩაღდა სროლა

ბაბჩენკოს სურათზე ჩანს რო ბოლი ამოდის იმ შენობების მიდამოებიდან(ნამდვილად მასეა რუკას თუ შეხედავთ, უბრალოდ სოფლის სიღრმეში მოხდა შეტაკება და არა განაპირას)

analiz1

მეთაური პირადად წინ არ იყო და ზუსტი ინფორმაცია არ ქონდა, მისი აზრით საერთოდ ჩრდილოეთით აუხვია მისმა კოლონამ ხიდის მერე, ზემო-ნიქოზისკენ (ამას ბაბჩენკოც ამბობ, გზა არევიათ ჩვენებსო)

რაციაში აყვირდნენ ზასადაო, გვესროლესო, ისტერიკა იქნებოდა

ეგ შენობები, რომელი მხრიდანაც ბოლი ამოდის და საიდანაც სროლის ხმა ისმოდა სოფლის განაპირას იდეალურ მართვად-ტანკ-საწინააღმდეგო პოზიციად ჩანდა

იმიტო რო მართლა მანდ რო ჩასვა ფაგოტი, წინ 100 მეტრში კანავა აქვს, რომელსაც ტანკი რთულად გადავა და ჯავშანტექნიკა მიტუმეტეს, ქვეითიც გაწვალდება, და კანავის იქეთ რამდენიმე კილომეტრიანი ღია ველებია, უკეთეს ტანკ-საწინაღმდეგო მართვადი რაკეტის პოზიციას პრაქტიკულად ვერ მოიფიქრებ

რუსმა მეთაურმა ჩათვლა რო მისი მოწინავე ნაწილები გადავიდნენ ხიდზე და მიდიოდნენ ზემო-ნიქოზისკენ იმ გზაჯვარედინიდან, ამასთან ერთად შეიძლება კიდე რაციაშიც ვინმემ იღრიალა “სპრავა გრუზინი”-ო (იმიტო რო იმ ქუჩაზე ჩვენები ს-პრავა ივყნენ) და ლოგიკურად მეთაურის ტვინში კიდე უფრო ნათლად აეწყო სურათი რო ეს არის “ჭკვიანური” ჩასაფრება იმ სოფლის განაპირა ბეტონის შენობებიდან მართვადი ტანკ საწინაარმდეგო რაკეტებით და რო ეს 1 ტანკი და ბეემპე ჯერ გახურებაა და ეხლა ბატებივით დახოცავენ მის მინდორზე გაშლილ კოლონას

(შეგახსენებთ ჩვენებმა მინიმუმ 4 მხრით გადასატანი რაკეტა ისროლეს, მათი მანძილიდან ეს სროლის ხმები და ტანკისტების რაციაში ღრიალი გვესვრიანო სრულმასშტაბიანი ტანკ-საწინააღმდეგო ომი იქნებოდა)

ხოდა გამოიძახა არტილერია იმ შენობებზე დაახლოებით

პარალელურად ხალხი ჩამოხტა ტექნიკიდან და დაიძრა იქეთ საითაც დაინახეს რო შევიდნენ მათ წინ მიმავალი ხალხი და ტექნიკა(ზოგადად ეგ ეგრე ხდება, შეუხვია წინა ბეემპემ, უხვევ შენც, შევიდა წინა ჯარისკაცი – მიყვები, კითხვებს არ სვამ რატო იქეთ და არა აქეთ, თუნდაც იცოდე რო აქეთ არის სწორი, და სიმართლე ითქვას იმათმა არც არაფერი იცოდნენ, სროლა არი იქეთ – ყველა მიდის იქეთ – ვეხმარებით იქეთ)

13220117_1299552833407614_1856977019_n

analiz8

ზოგადად შეტევისას არტილერიას იძახებენ ან შეტევა-მდე, ან თუ შეტევა უკვე დაიწყო – მტრის ღრმა ზურგში(რო დახმარება ვერ მოვიდეს მათთან)

ზუსტად იმიტო რო შენი ჯარი რომელიც უტევს – შეიძლება გასცდეს იმ ადგილს სადაც არტილერია გამოიძახე, და ვინაიდან არტილერია იგვიანებს რამდენიმე წუთი, აკურატულად შენივე ჯარს მოხვდება…

ხოდა ქართველები იქ სულ 1 ხელზე ან მაქსიმუმ 2 ხელზე ჩამოსათვლელები იყვნენ და თანაც დარჩენის და ბრძოლის ბრძანება არ ჰქონდათ, რუსებიც ძალიან მალე შევიდნენ მთლიანად სოფელში, და შუალედური ნაწილები მოადგნენ სოფლის განაპირას, კაკ რაზ იმ შენობების შორიახლოს სადაც მანამდე ეგონათ ქართველები (სად არის კარგად ჩანს ბაბჩენკოს გადაღებულ სურათებზე, და თვითონ მაინც შედარებით უკან მოყვება ხალხს)

ხოდა მიიღეს საკუთარი არტილერია… რამდენადაც ვხვდები 3-4 ზალპი… რაც ნორმალურია სანამ მეთაური აზზე მოვა, ვიღაცა შეიგინება და ა.შ. და გადასცემენ რო ოე, მორჩით სროლას

და მერე სკამი რო არავინ დაკარგოს – გაფორმდება ეს ქართველების არტილერიად

მეთაურს ეგონა მისი ნაწილები ჩრდილოეთით – ზემო ნიქოზისკენ წავიდნენ, მიიღეს ჩასაფრება მარჯვნიდან და “დაადუღა” ქართველების პოზიცია და სინამდვილეში გამაზა ის რო მის ნაწილებს შეეშალათ და სამხრეთით შეუხვიეს და აკურატულად მიიღეს თავში საკუთარივე არტილერია.

საინტერესოა რა მოხდებოდა მართლა რო მარცხნივ შეეხვიათ, ზემო ნიქოზისკენ, ალბათ არც არაფერი, 5 წუთის მერე ჩვენი დაზვერვის ათეული გამოაგრძელებდა გზას გორისკენ, ის ბრიგადა კიდე წარმატებით შეგრიალდებოდა ცხინვალში და გააკატავებდა ჟურნალისტებს რაც იყო გეგმა მთელ მაგ ოპერაციის, ცხინვალში ჟურნალისტების ჩაყვანა და “ომის მიერ დატოვებული უბედურებების ჩვენება” რასაც მანამდე წარმატებით აღწერს ბაბჩენკო – გასრესილი მანქანები და დამწვარი ხალხი…

ბევრი იტყვის რო უფრო საინტერესოა რა მოხდებოდა ხეთაგუროვო რო არ დაეტოვებია მეორე ბრიგადის ჩვენს ასეულს

მე ვიტყვი რო ბევრად უარესი იქნებოდა, რა თქმა უნდა რუსებსაც ბევრად მძიმედ მოხვდებოდათ, შორიდან ფაგოტი და მერე სრულ შენაერთთან შეტაკება, მარა ხეთაგუროვოს წინაც გაშლილი ადგლებია და პატარა დანაკარგის მერე გაიშლებოდა რუსული ჯავშანტექნიკა სიგანეზე, ჩვენებს იმდენი მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო საშუალებები არ ქონდათ რო შორიდან ეომათ და პრინციპში ღიაზე ბრძოლის მიღება არ აწყობდათ

+ ამას არტილერიას ზუსტად ისევე სოფლის განაპირზე გამოიძახებდა მეთაური და უკვე რეალურად ქართველ ჯარისკაცებს მოხვდებოდა, ხეთაგუროვოდან საითაც არ უნდა დაიხიო – ყველგან მინდვრებია და მოკლედ ვერ გამოვიდოდა ეგ ასეული ცოცხალი

აი ასე გამართლებით(რო რუსული ტექნიკა ფუჭდებოდა და ბრიგადა ფერხდებოდა სხვა და სხვა მიზეზებით) ჯერ გადარჩა 100-ეული, მერე კიდე რამდენიმე სისულელის გამო – რომლებიც ხდება, ორივე მხარეს, ჩვენ დაგვეღუპა 1 ბიჭი, დავკარგეთ ფაგოტი, და იმათ 6 კაცთან “ბრძოლაში” (ბრძოლა არც ერქვა ამას, უმოკლესი შეტაკება) დაკარგეს ტანკი, ბეემპე და 30 კაცი დაჭრილები და დაღუპულები – საკუთარი არტილერიით ძირითადად

აი კიდევ რუსული მოხსენება ამ თემაზე:
http://www.mk.ru/social/article/2009/02/03/231281-boy-v-kontse-voynyi.html

ამ სტატიის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით მითოლოგიის სფეროდანაა – ვერ მიხვდნენ რო არტილერია მოხვდათ, დააბრალეს ქართულ ტანკებს, რომლებიც იქ საერთო არ იყვნენ, სუ-25 საკუთარი ჩამოაგდეს – ამას ბაბჩენკოც ადასტურებს. რუსული ჯარი რა…

ზოგადად რუსულ წყაროებში თვითონ რუსებმავე იმდენი დეზინფორმაცია გამოავლინეს რო აშკარად არაფერი დაეჯერება რუსულ სარდლობას ამ ბრძოლაზე, ბაბჩენკოს სტატია კარგია იმით რო მისი კრედოა “ვწერ რაც ვნახე და თქვენით განსაჯეთ”  და უბრალოდ აღწერილი აქვს რაც გადახდა

კიდევ რუსების სურათები რომლებიც ისედაც სურათებით გადავსებულ რეპორტაჟში აღარ ჩავტენე ტექსტში:

13228071_1299552850074279_1966499782_n

analiz9

13233350_1299552703407627_774088702_n

13181099_1299552820074282_520800490_n

ყველას ვისაც მოეპოვება მსგავსი ისტორიები, ან ფოტომასალა – სიამოვნებით მოვუსმენ, მივაბამ ადგილმდებარეობებს და მოვყვები სიმართლეს ისე როგორც იყო

Advertisements

მოქმედებები

Information

7 responses

12 05 2016
leqso

მშვენიერი ამბებია,კიდევ თუ დადებთ უკეთესი იქნება

12 05 2016
Tariel Zivzivadze

ყოჩაღ მეგობარო ასე დეტალურად რომ აღწერე ყველაფერი!
ეს მეტად რთული ამოცანაა!

12 05 2016
ალექსანდრე

კარგი ანალიზია…მადლობა

13 05 2016
სოფო

ძალიან საინტერესოა, მაგრამ ისტორიის ავტორი ვინაა არ წერია…ღმერთმა ხელი მოუმართოს თითოეულ ქართველ ჯარისკაცს!!!

13 05 2016
ირაკლი

ძალიან გარგად გაქვთ ჩამოყალიბებული.. კიდევ თუ შემოგვთავაზებთ მსგავს ისტორიებს კარგი იქნება . ამდლობა :)

1 05 2017
ლევან

სრული სიზუსტით და სიცხადითაა აღწერილი ყველაფერი! ავტორს დიდი Respect ჩემგან!

24 05 2017
konstantin

ჯვარი გწერიათ ყველას, კარგად მოწოდებული მასალაა… მადლობა. ერთი თხოვნა მექნება საიტის ადმინისტრაციასთან – იქნებ ეს შრიფტი შეცვალოთ, შეუძლებელია წაკითხვა, საშინელი ამოსაცნობია ასოები, იეროგლიფებს წააგავს. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ.. დიდი მადლობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




%d bloggers like this: