რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო:
რომელზეც ჩანს საუდის-არაბეთისთვის მიყიდული ჩვენი წარმოებული “დიდგორი”-ის სამედიცინო მანქანის ვერსია როგორ ახტება ბუგაროკზე, მძღოლი მიხვდება რო კიდე 1-2 მასეთი აქვს წინ, რეზკად დაატორმუზებს, ამასობაში კიდევ 1-2-ჯერ ახტება მანქანა, წონა ცხვირზეა გადასული მუხრუჭის გამო, შედეგად ერთ-ერთ იამაში აკურატულად ჩაენარცხება დიდგორი წინა ხიდით და წინა ხიდი ილეწება – იმდენჯერ მინახავს მსგავსი “ტრავმა” ოფროუდზე გამოუცდელი ან ადრენალინს აყოლილი “ბეჰემოტების”(დიდი მძიმე მანქანები) მძღოლებისგან
აბასობაში ბოლომდე გაჩერებულ დიდგორს უკნიდან ასკდება გამოქანებული Lav-25 ჯავშანტრანსპორტიორის დიდ ქვემეხიანი ვერსია, და ისიც ფუჭდება (იმავ დროულად სავარაუდოდ შიგნი იზილება ეკიპაჟი ერთმანეთში)
ჯამში იემენელებს აქვთ უფასო ტირი და კიდევ დამატებით ესვრიან ჯერ მსხვილკალიბრიანებს, მერე ყუმბარმტყორცნებს და ყველას ამოხოცავენ გაჩერებულ მანქანებში
პარალელურად ჩაიქროლებს საუდის-არაბების ჰამერი გვერდით, დადგება ცოტა შორს, ეცდება რამე ქნას, ვერაფერს იზამს, გამოექანება და საღსალამათი დატოვებს ბრძოლის ველს
ამ ვიდეომ გამოიწვია ასეთი სტატიები უცხოურ მედიაში:
Houthis destroyed several Saudi armoured vehicles due to breakage of Georgian-made Didgori Medevac
და ბევრი ქართველი დამჯმელის კომენტარიც წავიკითხე კიდე რო აიო – ბანძები ვართო, ბანძია დიდგორიო და ა.შ. – იზეიმეს ლამის ზოგმა (იმიტო რო “დელტა” რომელიც დიდგორს აკეთებს ნაცმოს დროს გაჩნდა და…)
ვნახე პირიქით სტატიებიც ერთიორი, რომლების საერთო შინაარსი არის დაახლოებით ისეთივე როგორც 5-0-ს რო წააგებენ ხოლმე ჩვენი ფეხბურთელები ვიღაც ალბანეთთან და მერე კომენტატორი რო ბაზრობს “ნუ დაგვავიწყდება რო ეს ის გუნდია რომელმაც 12 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე 5 ადგილი დაიკავა…”
წიპა – “ხიდი კი გატყდა რამაც გაწირა 2 მანქანის ეკიპაჟი სიკვდილზე მარა მაინც რამდენ ხანს გაუძლო ჯავშანმა? – ბეტეერს რო მოხვდა რაკეტა – ცეცხლი მოეკიდა, დიდგორს კიდე არ მოეკიდა. ორივე მანქანაში კი ამოიხოცა ყველა მარა – ლამაზად მაინც არ დაიწვა ჩვენი მანქანა მტრის ჯინაზე!” (აბა ქართველები მჯდარიყვნენ ორივე საბრძოლო მანქანაში როგორი გასარჩევი იქნებოდა ეგრე ობიექტურად…)
მესმის დამჯმელებისაც მოკლედ და მესმის მათიც ვინც ცდილობს კარგი დაინახოს ამ ვიდეოში
ფაქტი ის არის რო დასავლურ მედიაში გავრცელდა რო “ქართული ჯავშან-მანქანის ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია 2 ეკიპაჟის დაღუპვა” – წერტილი
ეხლა ამის ჩამორეცხვა ძალიან რთული იქნება
სანამ ამაზე გავაგრძელებ ამ ვიდეოს მინდა შეხედოთ:
ფილმ fury-დან, “ვეფხვის” ჩასაფრების ეპიზოდი
ეს რომ ნამდვილი ბრძოლის ვიდეო იყოს, სათაური ექნებოდა “მოძველებული საშუალო ტანკი შერმანი აფეთქებს ლეგენდარულ გერმანულ მძიმე ტანკს ვეფხვს”
იდებოდა ვიდეო მასალა და ეს რომ ყოფილიყო ვეფხვის პირველი ბრძოლა, საშინლად დაეჯმებოდა მთელი პლანეტის მედიისგან, იმიტო რო არავის არაფერი არ ესმის და არც აინტერესებს ესმოდეს
გამპრავებლები კიდე იტყოდნენ ზა ტო დანარჩენი 3 ტანკი ხო ააფეთქაო – ზოგი მათ მოუსმენდა, ზოგი იტყოდა სულ ერთია, 5 შერმანის ფასი ღირსო და ამერიკას შერმანები 50-ჯერ მეტი ყავსო და უნდა მოეგო ვეფხვს ნაკაწრის გარეშეო…
და ყველა მართალი იქნებოდა მაგ სიტუაციაში, როგორც ყველა მართალია დიდგორზე – მართლაც არ უნდა გაფუჭებულიყო ხიდი ეგრე მარტივად, და მართლაც – მძღოლის შეცდომაა პირველ რიგში და კიდე ბევრს გაუძლო შემდეგ
სინამდვილეში კი – იმ ტანკების ბრძოლის სცენიდან – მარტო იმბეცილი “ვეფხვის” მეთაური გასცემდა ბრძანებას შერმანებისკენ წინ მოძრაობაზე და შედეგად მისცემდა საშუალებას ბოლო შერმანს მოსულიყო 3 მეტრზე, მოევლო უკნიდან და ესროლა
რეალობაში ვეფხვს ქონდა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და ძლიერი ქვემეხი მეორე მსოფლიო ომის ტანკებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე სქელი ჯავშანი წინიდან, და პირიქით შერმანს არ უვარგოდა არც ქვემეხი, არც სიზუსტე, არც ჯავშანი – უბრალოდ იაფი იყო და ბევრი ყავდათ
ამიტომ ვეფხვი ყოველთვის ცდილობდა დისტანციის შენარჩუნებას და სრულიად უპრობლემოდ გადახოცავდა მანდ ყველას(და კიდე 5 მასეთს და ეგეთი ისტორიები რამდენიმეა)
მარა შეცდომებიც მოსვლიათ ვეფხვის მეთაურებს, უფრო დასახლებულ პუნქტებში, და ეგრე უკნიდან სროლაც მომხდარა და კამერები რო ყოფილიყო მაშინ – შეიძლება მსგავსი ვიდეო გავრცელებულიყო სადაც შერმანი 3 მეტრიდან, ზურგში – რის ვაივაგლახით ხვრეტს ვეფხვის ჯავშანს და აფეთქებს
ყველა თუნდაც ძალიან მაგარ ტექნიკას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, მოხმარების წესები, დანიშნულება და ზღვრები
და ამას მპასუხობენ პირადად ყოველთვის დასავლელი სამხედროები რო იარაღს ჩვენ არ მოგცემთ კარგს, არა მხოლოდ იმიტო რო თქვენ დაყრით და გაიქცევით, არც მარტო იმიტო რო სროლას სწავლა სჭირდება და თქვენ ნორმალური სწავლება არ გაქვთ
არამედ იმიტო რო მთელი სამხედრო სისტემა უნდა შეიცვალოს – თორე მთელი თქვენი სამხედრო სისტემა გააბანძებს ჩვენ ჰაერ/ტანკ საწინააღმდეგო საშუალებებს და აღარ გაგვეყიდება მერეო და მე ნამდვილად ბოლომდე არ მესმოდა რას გულისხმობდნენ, ამ დიდგორის ვიდეომდე
ქართული დიდგორი სამწუხაროდ მარტო საუდის არაბეთმა იყიდა, და არა ვინმე ისეთმა ქვეყანამ რომელსაც არ უწევს აქტიური მოქმედებები, მაგალითად ავსტრია, ან შვეიცარია – ყველა ბედნიერია მიყიდოს იარაღი შვეიცარიას, თუნდაც ცუდი ჯარი ყავდეთ იმათ – ომი არ უწევთ და ფულს კარგად გადაიხდიან, არც გაგიბანძებენ შეიარაღებას და მაქსიმუმ წვრთნებზე გადაღებული ვიდეოები გავრცელდეს – რაც მხოლოდ გაგიმაგრებს ავტორიტეტს
სინამდვილეში კი ის ვიდეო არის ამოჭრილი ნაკუწი სრული ისტორიიდან, აი სრული ვიდეო:
(ჩენელი არაბულია, ვიდეოს სათაურიც არაბულია, იასნად არავინ არ ნახა – სამაგიეროდ მილიტარისტულ წრეებში ეს ვიდეო გავრცელდა 2-3 დღით ადრე ვიდრე სტატიებმა დაიწყო გაჩენა)
ამ ვიდეოში ჩანს რო მაგ ადგილას იყო საუდის-არაბეთის სათვალთვალო-დაზვერვითი, სავარაუდოდ სასაზღვრო ძოტი, გამოთხრილი კლდეში
რომელსაც ზურგიდან მოუარეს იემენელებმა და ამოხოცეს (კსტაწი საინტერესო საყურებელია შეტევის ეგ ნაწილი, რამდენიმე რაკურსიდან არის და მათ შორის ახლო კადრებიცაა)
რის შემდეგაც უცებ მოვარდნენ საუდის არაბეთის სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, ჰამერი და ბეტეერი დიდი ქვემეხით (სპეციალური ვერსიაა ჯავშან ტრანსპორტიორის რომელსაც ზედ ადგას ტანკის ქვემეხი, ჩანაფიქრი იმაშია რო თანამედროვე ასიმეტრიულ ჰიბრიდულ ბრძოლებში ხშირად ტანკის დრო და ადგილი არ არის მარა დიდი ქვემეხი – საჭიროა, ამიტო ბეტეერს შეადგეს დიდი პუშკა, ხალხი ვეღარ ეტევა მარა სამაგიეროდ რეზინის ბორბლებიანი, ტრასაზე კარგად მგორავი, ნაკლები საწვავის მწველი ტანკის ქვემეხია “ს დასტავკოი ნა დომ” რა)
რატომ მოვიდა მხოლოდ 3 მანქანა?
რატო მიდიოდა წინ უიარაღო სამედიცინო მანქანა?
და აი აქ იწყება შეცდომების უგრძელესი ჯაჭვი რომელმაც მიიყვანა საქმე იქამდე რო ქართული სამედიცინო მანქანა “გაბანძდა”
ეს სათვალთვალო პუნქტი – გამომდიანრე სრული ვიდეოს ბოლოში გამოჩენილი მსხვილ-კალიბრიანი ტყვიამფრქვევის მიმართულებიდან – უყურებდა ხეობას და “წინ” ღია ადგილი სადაც არის მაგას, ალბათ ნორმალურ დროს მაქეთ არის მტრის სავარაუდო მიმართულება – საუდის-არაბელებისთვის
რატომ არ ქონდათ გამაგრებული ზურგი და მათ უკან მთის სიმაღლე? – იმიტო რო ხელმძღვანელობა იმბეცილია
ან შეიძლება ქონდათ, მაშინ სად გაქრა იმის დაცვა? – უცნობია, ღალატი? – ცუდი წვრთნა შიში და გაქცევა? – ან არ იყო დაცვა – და დამნაშავეა ხელმძღვანელობა, ან იყო და 5 კაცს გაექცა – გაწირა დანარჩენი ძოტი სიკვდილზე – ასევე ცუდი მომზადება და უდისციპლინობა
ასევე ასეთ პუნქტს რატო იცავდა 3-5 კაცი? – ოხრად შეიარაღება ქონდათ(ვიდეოზე ჩანს) არადა მეტი არ ჩანს დაღუპულები ვიდეოს მერე(და არც ბრძოლისას თავიდან)
არადა 20-ეული მაინც უნდა იცავდეს, + ოცეული უნდა ყოფილიყო უკან მთაზე ზემოთ “ძირითად” ბაზაში – სრული გაუგებრობა ვინც ეს ადგილი დაგეგმა
რეალობა იმაშია რო ეს ძოტი აქ არის ალბათ თვეები ან წლებია და არაფერი არ ხდება და ყველას ეკიდა ალბათ, შეიძლება ცოტა ღალატიც მოხდა, არასაჭირო ძოტია და ყველასგან მივიწყებული სადაც ვალდებულებას იხდიდნენ ვიღაც საწყლები
მტერმაც ეს სუსტი ადგილი აირჩია წარმატების მისაღწევად, დებილები ხო არ არიან კარგად დაცულ ადგილას ხიონ და უამრავი კამერა წაიღო დასაფიქსირებლად (ისევ ღალატი მეფიქრება და წინასწარი ცოდნა რო დაჯაბნიდნენ ამ ძოტს)
ალბათ ბრძოლის დასაწყისში რომელიმე საუდის არაბელი დაიჭრა, და გადასცა სამედიცინო დახმარება გვინდაო
გამოვიდა დახმარება, ოღონდ არა რეალურად ძლიერი კოლონა ჯარისკაცებით, არამედ 1 მედ-ივაკი, 1 ჰამერი და 1 ბეტეერი, რაც 99% შემთხვევაში საკმარისზე მეტი იქნებოდა, იმიტო რო ალბათ აქედან დიდს არაფერს მოელოდნენ, ხელმძღვანელობას ეგონა რო სიმაღლე მათ უკავიათ და უბრალოდ 1 სნაიპერის მიერ დაჭრილ ვინმეს წაიყვანენ და ვსიო
სანამ ეს დახმარება მოვიდა – ძოტი განადგურდა, შედეგად დახმარება შემოგორდა ალყაში (“წინ” საით არის და “უკან” მიხვდებით იმით საით გაიქცევა ვიდეოს ბოლოს ჰამერი, “უკან” არის იქეთ საითაც ჰამერი დაახვევს, ანუ მედ-ივაკი, და ბეტეერი “წინ” მიდიოდნენ როცა ცეცხლი მიიღეს)
მოყვნენ ცეცხლში, მოულოდნელობისგან პანიკაში ჩავარდნილი მძღოლი უშვებს რიგ შეცდომებს, თანაც არა მხოლოდ ის – უკან მომავალ ბეტეერს დისტანცია არ უკავია, მას მერე რაც ორმოები დაინახა დიდგორის მძღოლმა და დამუხრუჭება დაიწყო – უკან მომავალი ბეტეერი – მაინც შეასკდებოდა, რომც არ გატეხვოდა ხიდი დიდგორს
“მასეთ სიტუაციაში ყველა დაუშვებს” – არაა სწორი, გრუზავიკის უბრალო მძღოლი რომელიც ხელფასის გამო გადაჯდა სამხედრო მანქანაზე კი, მარა მომზადებული საბრძოლო მძღოლი რომელმაც იცის რა მანქანაზე ზის და რას აკეთებს არა – მითუმეტეს რო არსებობს მეთაური რომელიც იმ მანქანაში ზის – რომლის ბრძანების გარეშეც არ იზამს არაფერს, და ის მეთაურიც უნდა კარგად მომზადებული იყოს და კავშირში – უფრო ზემდგომ მეთაურთან და ა.შ.
+ ამას არასოდეს, არასოდეს არცერთი კოლონა ასე არ ივლის
წინ ან უნდა იაროს ყველაზე შეჯავშნულმა და მძიმედ შეიარაღებულმა საშუალებამ (ანუ ბეტეერი ამ შემთხვევაში)
მაგალითად რუსები ასე იქცევიან, პირველი მანქანა მაინც დიდწილად გაწირულია – მარა თუ რამე შანსია გადარჩეს – ყველაზე მძიმე და ძლიერი უნდა მიდიოდეს რო იქნებ პირველ გასროლას გადაურჩეს და მერე უკან გაუხსნას ცეცხლი, ცოტა დაიხიოს და ამასობაში დანარჩენი ძალები ჩაერთონ შეტაკებაში
ან წინ ირბენდა სწრაფი და მჩატე საშუალება საცეცხლე წერტილების გამოსავლენად – ანუ ჰამერი, თანაც მოშნად წინ, რო დროზე ადრე აღმოაჩინოს მტერი და ასევე დრო და დისტნაცია მისცეს დანარჩენ ძალებს ბრძოლისთვის მოსამზადებლად
და ყველა ვარიანტში, ყველაფრის უკან და მოშორებით ივლიდა მედ-ივაკი, რომელიც შეყოფდა ცხვირს მხოლოდ დაზვერილ ადგილზე და ჯავშანი ჭირდება ძირითადად იმისთვის რო “თუ რამეა” და 1 ვინმე სნაიპერი აღმოჩნდა შორი ახლოს, გადაარჩინოს ეკიპაჟი ცოტა ხანი სანამ მოვარდება ჯარი და მოკლავს იმ სნაიპერსაც
აქ კი წინ მოგრიალებს მედ-ივაკი, და ბოლოს მოდის ჰამერი…
შეცდომა დაუშვა ჯერ ხელმძღვანელობამ – რომელმაც ეს წერტილი ნორმალურად არ გაამაგრა, მერე სწორი რაოდენობის ხალხი არ დასვა
მერე შეცდომა დაუშვა ხელმძღვანელობამ როცა ასე ცოტა დამხმარე ძალა გამოუშვა
მერე შეცდომა დაუშვა კოლონის მეთაურმა – როცა ასე დაალაგა
შეცდომა დაუშვა დიდგორის მძღოლმა(და ალბათ შიგნი მჯდომმა ეკიპაჟის მეთაურმაც) – რომელმაც ჯერ ასე ჩქარა იარა, მერე დამუხრუჭება დაიწყო ყველაზე ცუდ მომენტში
შეცდომა დაუშვა უკანა ბეტეერის მძღოლმა რომელიც ასე ახლოს მიყვებოდა(და იქაურმა მეთაურმა)
მედ-ივაკს არ აქვს იარაღი რო წინააღმდეგობა გაწიოს(99.99999% შემთხვევაში არ სჭირდება იმიტო რო ყველაფრის უკან უნდა მოძრაობდეს), ამიტომ ტენდერის პირობებისას შესრულებისას დიდგორის მედივაკს დამატებით ჯავშანი დაუმაგრეს და დაამძიმეს(ისედაც მძიმე და მოუქნელი ვერსია – იმიტო რო უკან “კუზაო” აქ)
შედეგად კიდე უფრო დამძიმდა დატვირთვა ხიდებზე და იქ სადაც დიდგორის საბრძოლო ვერსია საერთოდ არ გაფუჭდებოდა – და თუ რამე მოუვიდოდა – ისროდა კიდევ მტრისკენ, გადმოხტებოდნენ ჯარისკაცები და გაიშლებოდნენ და აშ. მოკლედ არ იჯდებოდა განწირული ველზე
აქ კი ხელმძღვანელობამ არასწორ ადგილას გაუშვა მედივაკი, არასწორად გაუშვა და გაწირა ყველა… და მერე ხიდიც გატყდა და კი – ქართველი ინჟინრები რა დათმობებზეც წავიდნენ ტენდერის მოსაგებად – იმანაც იჩინა თავი (დარწმუნებული ვარ რამდენიმე ღამეა არ სძინავს ინჟინერს რომელიც იძახდა არ შეიძლება ასე დამძიმებაო და არ უსმენდნენ)
ამას ამბობენ დასავლელი იარაღის მწარმოებლები – რო მთელი ჩვენი სამხედრო სისტემა აკინძავს სიტუაციას რაც ბოლოს – შეულახავს სახელს მათ მიერ მოწოდებულ იარაღს
და მინუსები ყველა იარაღს აქვს – “მოხმარების ცოდნა” იმაში მდგომარეობს რო სწორ ადგილას და სწორად გამოიყენო და მაშინ ხდება ის ეფექტური და ავლენს საკუთარ საუკეთესო მხარეებს
მაგალითად ჩვენი საოცნებო “ჯაველინი” საერთოდ არ ისროლება 50 მეტრამდე მანძლზე, მარა ვინმე ქართველი ვაჟკაცი მეთაური – ჯერ ახლოს “მიაცოცებდა” ქართველ მომავალ გმირს, მერე ის გმირი ხევდა 30 მეტრიდან ჯეველინს ტანკზე – და არ აფეთქდებოდა – დაი აი ჯეველინი ნაგავია!
– არადა ჯეველინის პლიუსი არის ის რო ძალიან შორიდან შეუძლია მისდიოს ტანკს ავტონომიურად! – გაისროლე და დაივიწყე, გაიქეცი დაიმალე, 2-3კმ-იდან, და ის თავისით მიყვება ტანკს რომც მოძრაობდეს ის! და დაეცემა – ზემოდან, საიდანაც ყველა ტანკის ჯავშანი უთხელესია, მარა ზემოთ აფრენას და მიფრენას მინიმალური მანძილი სჭირდება
და იმას რო ჯეველინი სწორად მოიხმარო – სჭირდება სწორი დაგეგმვა მეთაურებისგან, სწორი ოპერატიული მეთაური და სწორი და მცოდნე მომხმარებელი
ჩვენ კი გვაქ სამხედრო სისტემა რომელსაც დღემდე “უტყდება” საკუთარი შეცდომების ანალიზიც კი და 2008-ზე როგორც “მკვდარზე” ან კარგს ამბობს ან არაფერს
ნაცვლად იმისა რო დაეჯვას ვისაც და რასაც დასაჯმელი აქ და გაკეთდეს ანალიზი იმ ასობით შეცდომის რომლებიც მოხდა ყველა დონეზე, ყველამ თავისი წილი მიქარა, უნდა გაანლიზდეს და შეიცვალოს უამრავი რამე – მარა ყველას ჰკიდია, ყველას ხელი ყველასას ჰბანს და ყველა ჩუმად არი და მარტო მოსულა დაღუპული ბიჭების ქება როგორ თავდადებით იბრძოლეს და გმირულად დაიღუპნენ
და რატო მოხდა რო იმ ბიჭს მოუწია იქ თავის დადება, ნაცვლად იმისა რო გაესროლა და ცოცხალი დარჩენილიყო თან – არავინ ყვება
გმირები ყავს იმ არმიას რომლებიც როგორც არმია ბანძია – მარა ყავს ძლიერი ინდივიდები
კარგ აწყობილ ჯარს ცოტა ყავს გმირები – იმიტო რო საგმირო თავგანწირვამდე არ მიყავს საქმე
ხოდა აი ასე – დიდგორი “ნაგავია” წერია უცხოურ სტატიებში და როგორ მოხვდა დიდგორი იქ სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, ისე როგორც არ უნდა მოხვედრილიყო – აღარავინ დაინტერესდება
საინტერესო სტატიაა, მართალია რომ ბევრი შეცდომა იყო სამაშველო ოპერაციის დროს, ჯავშანამაც კარგად გაძლო, დაჯახების და სროლის პერიოდში, მაგრამ სამხედრო ტრანსპორტზე ასე ადვილად, ერთი დამუხრუჭების გამო ალბათ მაინც არ უნდა ჩავარდნილიყო ხიდი, რასაც იმედია აუცილებლად გაითვალისწინებს დელტა შემდეგი სერიული წარმოების დროს.
როგორ მიყვარს შენი ანალიზები ))))
ძალიან კარგი ანალიზია… ძალიან კარგი სტატიაც იქნებოდა მდაბიური ენით რომ არ იყოს დაწერილი!!!
აჩვენებენ ამას, რათა კონკურენტი ცუდ შუქზე გამოაჩინონ. შესაძლოა დიდგორებმა ბევრის სიცოცხლე იხსნეს, მაგრამ ამას არავინ აჩვენებს.
მაგრამ…, კარგად გამიგეთ, ბაზარი ეს უფრო დიდი ომია სადაც მოუმზადებელი არ უნდა წარსდგე. ამ შემთხვევაში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომელშიც მანქანას უნდა ეღალატა. თუ კარგად დააკვირდებით, ვინც ტექნიკაში ერკვევით, შეამჩნევთ რომ ხიდი არ გატეხილა. მოძვრა ის მკლავები ან რომელიმე მკლავთაგანი, (ტიაგებს რომ ეძახიან) რომლებიც ხიდს იჭერს. ვერანაირად ვერ გავამართლებ დელტას იმით რომ სამხედროებმა მისი მანქანა მძიმე პირობებში ჩააყენეს. სამხედრო მანქანები სწორედ ასეთი პირობებისთვის უნდა პროექტდებოდეს. ვუსურვებ დელტას, რომ სპეციალისტების შერჩევის კრიტერიუმებს გადახედოს, ზედმეტი ბალასტი ბორტს იქეთ გადაყაროს და პროდუქტიც ავტომატურად უნაკლო გამოვა.
წარმატებები ქართულ წარმოებას!
ყველა ზემოთ კომენტარს ვეთანხმები – უნდა გაეძლო მაინც მანქანას, მარა ისიც არი რო ყველა ტექნიკა ფუჭდება და მაგ დროს გარშემო უნდა იყოს ხალხი რომლებიც დაიცავენ და ბრძოლას აწარმოებენ, აქ კიდე იმდენი შეცდომა მოხდა… დაწყებული იქედან რო მედივაკი პირვლეი მიდიოდა
და ჯოხი მარტო დიდგორზე გადატყდება
cota dafiqrdi jigaro reebs burdguneb
roca amxela dakvirvebis da analizis unari gaqvs sircxvilia zmao ase wera. tu tavad gezareba redaqtireba gaaketebine vinnmes. imenna samarcxvinod wer,sxvis shecdomebeze bazari advilia jigaro modi sheni shecdomebit daiwye. aranakleb mnishvnelovania damijere
ყველა ასპექტში ვეთანხმები…გმირები “იბადებიან” წარუმატებელი ბრძოლისა თუ რეიდის შემდეგ და ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვის ბრძოლისა თუ ოპერაციის მეთაურებს. რაც შეეხება დიდგორს,რაც არ უნდა საბრძოლო მანქანა ერქვეს,ის უპირველეს ყოვლისა ოთხბორბლიანი,რეზინის ბორბლიანი ტრანსპორტია.ოთხ ბორბლიანების ყველაზე ცუდი მომენტი მისი მიდრეკილებაა საერთო რეზონანსისკენ,ანუ,ტალღოვანის გავლის დროს არსებობს საბედისწერო სიჩქარე, რომლით გავლის დროს არცერთ მანქანის ხიდსა თუ სავალ ნაწილს არ უწერია გადარჩენა.ამორტიზატორები რაღაც დონეზე ეწინააღმდეგებიან ასეთი შედეგის დადგომას,მაგრამ ცხვირით დანარცხება არ ასცდება ბოლოს..და რატომ გაჩერდება ტრანსპორტიორი,ხიდის გატეხვით,მოტორის მოგლეჯვის თუ ეკიპაჟის აზელვის გამო შედეგი ერთია,აგაფეთქებენ…ამ საბედისწერო სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობით გაივლი ტალღოვანას,”გადააფრინდები”…ნაკლებით-შემოხაზავ მის ყველა ტალღას და მაინც გაივლი.პრობლემაა სავალი ნაწილის რეზონანსი საბედისწერო სიჩქარეზე.ამიტომ რაც უფრო მეტია ბორბლები,ნაკლებია ასეთი სიჩქარის არსებობის ალბათობა.
ashkara gamoucdelobis bralia mand saertod rom ar exmara tormuzi gaivlida chveulebrivad eg manqanebi gatestilia eget gzebze magram magxela sichqarit haershi amxtari manqana daatormusha da dacemis dros borblebi sruliad gacherebul mdgomareobashi ra dtqma unda egre daemarteboda. dzalian cudia tom egre moxda titoeuli qartvelisatvis chemtvis piradad dzalian sawyenia
დიმიტრი და giorgi: yeap, pirvel ormoze kargad sheqanda da mere mixvda ro su egetebi iyo cin, mgoni mand cyali didad ar aris da egeti mimdevrobiti ormoebi vafshe ar ichiteba, prosto mag adgilas kldis ziria da albat roca rame cvima ari recxavs xolme an ravi… anu zogadad rogor moxda ro udabnoshi egeti iamkebia 1 adgilze gasakviria
2 დღეა მაგაზე ვფიქრობ – როგორი ორმოებია უდაბნოში, და ალბათ არ მოელოდა ამიტომ ეგეთ მიმდევრობით ღრმა ორმოებს
ყველა კომენტარი ასეთუ ისე საინტერესოა და საგულისხმოც, მაგრამ ერთს დავამატებ ავღანეთის უკიდეგანო ველებზე თუ მის მთაგორიან ადგილებში ამერიკული სხვადასხვა სისტემის ჯავშან მანქანები უფრო მეტად ადვილად ფეთქდებიან (ვისაც უნახვს არ დაფიქრდება) ………. რაც მთავარია სანამ კვლევს შედეგები არ დაიდება ექსპერტების მიერ მანამდე აზრის გამოთქმა საკმარისად უსაფუძვლო იქნება…და მითუმეტეს ვიდეოთი დანახულით დამაჯერებელ აზრის გამოთქმა საკმარისად უსაფუძვლო იქნება…..
რა არის არაბებს ავიაცია საერთოდ არ ყავთ? თუ არ გააყოლეს ნახევარი საათი კიდე იყო რო ერთი მოიერიშე ან საბრძოლო ვერტმფრენი მაინც მიფრენილიყო.
დანარჩენში ავტორს ვეთანხმები. უამრავი შეცდომა იყო და გასაკვირი ისაა რო ასეთ შეძლებულ ქვეყანას ამისთანა სუსტი არმია რო ყავს.
სტატიას ლაიქი, ოღონდ “დელტა” ნაცმოზე ბევრად ადრე გაჩნდა.