1-2 თვის წინ დამილინკეს რუსული იარაღის შესახებ ჩენელი, რომელიც დასავლური მსგავსი ტაქტიკური ჩენელების კოპიაა და რაღაც იარაღის ირგვლივ სიახლეებს აშეარებენ, კომენტარებში იასნად ვაკხანალია მიდის მარა 1-2 ტიპი საკმაოდ აზრიანად წერდა და ერთ-ერთს გამოველაპარაკე და რამდენჯერმე ვილაპარაკეთ
რუსი სამხედრო, რომელიც ბოლო წლებში მოვიდა, დაამთავრა ოფიცერთა სკოლა თუ რაღაც ეგეთი. ჩვენთან ბოლო ბრძოლას ვერ მოუსწრო
თავისთავად ღორი იმპერიალისტი და ამ ფონზე ისე მეღიმება ხოლმე ჩვენს მეამიტობაზე, რაღაც აქციების და დემოკრატიული გამოხატვის გზების რო გვჯერა
ეგ შეიძლება იმისთვის იყოს რო იმათ რამეზე თვალი აუხილო – არადა იმათ ყველაფერი კარგად იციან, ვკიდივართ უბრალოდ
რო უწყებ ამ ქართულ საწყლურ და რაღაც ისტორიულ სამართლიანობებზე ლაპარაკს, ან თუნდაც იმაზე რო ამდენი ხალხი გამოყარეთ – გაგისწორდებათ თქვენთან გამოყარონ? – გპასუხობს რო კაი რა, რას ბავშვობ – რუსეთი მაგალითად ეგრე შეიქმნა, პატარა პროტო ქვეყნებიდან ერთ-ერთი გაძლიერდა, დაიპყრო დანარჩენები, ამოხოცა სადაც შეძლო და დაჩაგრა სანამ არ დაივიწყა დამარცხებულმა წარსული – თქვენი დროც წასულია – აგერ ოსებმა ჭკუა იხმარეს, ჩვენკენ არიან და გადარჩებიან ფიზიკურად როგორც ადამიანები და ოსობა – წაიშლება ნელ-ნელა, თქვენ კიდეო – მე ვთვლიო რო ჯერ კიდევ საბჭ.კავშირის დროს უნდა გადაესახლებიეთო – გასაგები იყო რო ამ პრობლემებამდე მოგვიყვანდაო და აწი ან ამოგხოცავთ – ან მერე ნელ-ნელა ამოგხოცავთ და გადაგასახლებთო.
არ აქვთ იმათ პრობლემა რო ბოროტები არიან, ისეთ სამყაროში იზრდებიან, მათდამი ისეთი ბოროტია მათივე ქვეყანა, მათივე მშობელი, მათივე მეზობელი – მათივე სკოლა, ჯარი, გამყიდველი მაღაზიაში… ყველაფერი – ყველაფერი შავია მათ თვალში და არანაირი სამართლიანობა არ არსებობს, არსებობს მარტო ძალა და მათი აზრით ვინც ყველაზე ძლიერია – მართალიც ის არის, მითუმეტეს თანამედროვე სოციალური მედია საშუალებებით და ვიდეო მონტაჟით და ფოტოშოპებით – მათივე მთავრობა წარმატებით არწმუნებს რო “საკმარისად” მართლები-ც არიან და რო “სხვა ქვეყნები მეტად მართლები არ არიან” – რაც ალაგ ალაგ ეგრეც არი ხო იმავე ამერიკის შემთხვევაში?
და ეს ჩვენი ხელჩაკიდებული აქციები მათ თვალში არის… ვიღაც, რავი, ირლანდიასთან რაგბის თამაშის წინ რო სტადიონის გარშემო შევიკრიბოთ, ხელები ჩავკიდოთ და ვიწუწუნოთ “არ მოგვიგოთ რააა”, ეგეთი დონის წუწუნი
რუსეთის თვალში ეხლა მიდის სამკვდრო სასიცოცხლო მსოფლიო ომი, ჩვენ ვართ ერთი ლუკმა – რომელიც უკვე შეჭმულია მათ თვალში და ჩვენ რა გვინდა – ამ ყველაფერში, აი ბოლომდე ჰკიდიათ – ძაან კარგად დააფორმულირა ერთ-ერთ საუბარში, გადათვლას აკეთებდა ცოცხალი ძალის – თურქეთთან დაპირისპირებისას და ჩვენი ჯარი მიითვალა
მე არ ვუშლიდი, მაინტერესებდა სად წავიდოდა
და მერე გავიაზრე – ისტორიას რო კითხულობ, და ბევრს ვკითხულობ მე ისტორიას – სუ ეგრეა რო ვინმეს რო ებრძვი – მისი “ცოცხალი ძალა” – შენი “განსაკარგი მასალა” ხდება რო დაამარცხებ.
და რა პრობლემაა კაცო – შეფუთავენ რამენაირად, 1-2 ტყვიას გაისვრიან – დანარჩენი დავნებდებით და მერე პირველ რიგში ჩვენივე ჯარს უკრავენ თავს “საერთო მტერთან შესატაკებლად”, მერე დანარჩენ მოსახლეობას და ვიღაც სხვა საერთო მტრად ადვილი შესაფუთია, გავმეორდები – და რად უნდა თქმა რო “იმპერია” ჯერ პერიფერიელებს შეაწირავს – ორმაგად კარგი ეფექტი აქ მაგას, ჯერ ეს ერთი ჩვენ შედარებით კარგი მეომრები ვართ – უბრალოდ მოტივაცია გვაკლია და კომფორტს მივეჩვიეთ და მეორეს ერთი – რაც მეტი დავიხოცებით უკეთესი, + რაც ნაკლები “ნამდვილი რუსი” მოკვდება – 2-ჯერ უკეთესი. და ისტორიას იმდენი ახსოვს – ჯარი რო იწვრთნებოდა ერთთან საომრად და მერე ომი წააგო – და ეს “გაწვრთნილობა” – ძაან კარგად გამოიყენა მათმა წინა მტერმა
სანაქებოებიც კი ვიქნებით რუსეთის რიგებში “მოჯირითე მშვილდოსნების რაზმები – რომაული ლეგიონების შევსებად” – მთელი სიამაყე იყო რომაელების ხელში, აი ფილმ “მაქსიმუსს” რო უყურებთ… გაფიქრდებათ რო მაქსიმუსი არის მოღალატე, წარმოშობით ესპანელი, დაპყრობილი კავალერისტი – რომელიც რომაელების მხარეზე ომობს, სადღაც ტრაკში – გერმანულ ტომებს კლავს დაუნდობლად, ხო არი ვაჟკაცი და სანაქებო ჯარისკაცი? – და ძალიან გამოსადეგი ძალა – ფლანგიდან შესატევად, მთელი ლეგიონი ამაყობს და “უყვართ” ის, და რამდენი ეგეთი ქართველი მამელუქი იბრძოდა დამპყრობელი მტრის რიგებში და ამაყობდა თვითონაც და “სანაქებო” იყო იმპერიის დედაქალაქში?
ეგრე ვიქნებით ჩვენც, სულ ცოტა ხანი გავა დაპყრობიდან და ჩვენი “სანაქებო გმირები” გვეყოლება – რომლებიც რუსების რიგებში “გვასახელებენ” და ჩვენ სიამაყით ავივსებით…
ზუსტად მასევე დაათრევს ეხლა ჩეჩნებს, დაღესტანელებს, ციმბირელებს აქეთ იქეთ(უკრაინა, სირია, ჩვენთან)… ამოწყდებიან? – სამმაგი მოგება რუსეთს, თან თავისი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ვერ იბრძვიან, თან ცოტავდებიან, თან რუსები ნაკლები კვდება
და გატრაკების უფლება რუსეთში, თუ ვაფშე ვინმეს აქ – რუსები არიან. ანუ ჩეჩენი ვერ დაიწყებ ჩხუბს არ მომწონს აქ ცხოვრებაო, ეგრევე ტერორისტი ხარ. ხმის ამოღების უფლება არ აქვს დაპყრობილს.
ეხლა რო გამოდიხარ რუსთაველზე და ჩხუბობ ეს გვინდა, ის არ გვინდა, ჯარში მსახური არ მინდა, რეზერვი გააუქმეთ, საჭმლის ხარისხი ცუდად კონტროლდება, ეს მომწონს, ის არ მომწონს, იმას არ არემონტებენ, ეს რატოა ასე…
რუსეთში მაგის უფლება აქვთ მარტო რუსებს – ყველა დანარჩენი ეგეთ რამეზე ხმას რო იღებ – ხარ აჯანყება და “ტერორისტი”. რას ქვია ჯარი არ გინდა? – რას ქვია სამუშაო ადგილები არ არის? – დავაი ნახუი, ბავშობაში – სპორტი, გაიზრდები – ჯარი, პერსპექტივა და განათლება არა ბადრიჯანი… ვსიო – გადაშენდები და ამოწყდები და ძაან კაი
დავუბრუნდე იმ ტიპს
ხოდა ანუ ვიღაც პირსისხლიანი მონსტრი კი არ არის ის ტიპი, ჩვეულებრივი ადამიანია, ჭამს, სვამს, ყოველდღიური პრობლემები აქ, ცოლი არ ყავს და ვერ ენდობა ვერცერთ ქალს, წონაში მოიმატა და ასაკი ემატება… და ა.შ. და აი – როგორც ჩვენ ვფიქრობთ რო აფხაზეთი აპრიორი საქართველოა, მას ვაფშე არ აღელვებს არის საქართველო – არ არის, იქ რა ისტორიული ფონია, 300 000 იძულებით გააადგილებულია თუ 3 მილიონი… სულერთია – მისი გადმოსახედიდან რუსეთი არის სუპერ-“ძერჟავა” – რომელსაც აქვს უზარმაზარი მიზნები რომლებიც ჩვენს პლანეტას სცდება, რო რუსეთი ეხლა მარსის კოლონიზაციას უნდა ახდენდეს და მთელი რიგი საინტერესო ამბებით იყოს დაკავებული და რო საქართველოსნაირი ტარაკნები აფერხებენ ამ პროგრესს და უდგანან წინ, მათი კორუფციული მთავრობა კი არაა პრობლემა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა, მობილურს რო ვერ აწყობენ, არა – ასე საქართველო და ესტონეთი და უკრაინა და ეგენი არიან რუსეთის შუქს რო აბნელებენ, და იქ აფხაზეთი-ც და საქართველო-ც და ყველაფერი-ც მისთვის განურჩეველია, აბსოლიტურად ჰკიდია გარე პერსპექტივიდან ყურებისას აქ ვის რა ჰგონია საკუთარი თავი და რაზე წუწუნებს
გავმეორდები რო თუ დაინახავთ ამას იმ კლოაკიდან რომელშიც თვითონ ცხოვრობს, რუსი სამხედრო – სადაც გაიზარდა, როგორც ექცევიან, როგორი სქელი კანიც გამოუმუშავდა – გაიგებთ…
მარა ეს პოსტი ამაზე არ არის
ძირითადად ამას არ ვეხებით, ძირითადად სუფთად მილიტარისტულად ვბაზრობთ ხოლმე, ანუ მტერი ხშირად ყველაზე საინტერესო სასაუბრეა – ზოგადად, თუ მოძებნე რომელსაც კაკ რაზ იმდენად “ფეხზე” ჰკიდიხარ რო უაზრო აგრესია არ აქვს, და დაძლიე საკუთარი აგრესია… და დაძლიე რაღაც ეს საწყალი წუწუნის მოთხოვნილება, იმენა წუწუნად ჟღერს ეს ჩემი რო ვიწყებ ხოლმე რაღაც სამართლიანობაზე ლაპარაკს… მისმენს, განა არ მისმენს? – კი არ მეუბნება აბა აბა ნახუი ეხლაო, დამამთავრებინებს ხოლმე ამ ჩემ “ასე და ისე”-ს და “ლადნა, ტი ზაკონჩილ?” – და რამდენიმე ეგეთის მერე სრულიად გამოფიტულად გრძნობ რო აზრი არ აქვს, მისი ცხოვრებიდან და მისი იმპერიალისტი ქვეყნის ჯამში გადმოსახედიდან – ეს ყველაფერი არის ლირიკა, ისე, სადღაც ბიბლიოთეკაში რო წიგნი დევს, მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი და მტვერი ედება…
ხოდა მასთან საუბარში და კამათში გამოვლინდა რა შემთხვევაში, მისი აზრით – არ აქვს საქართველოსთან ბრძოლას აზრი – არ აქვს იმიტო რო თუ თავს გადადებენ – კი მოიგებენ, მარა თავის გადადება იმხელა რესურსი დაუჯდებათ – ეკონომიკური, დროის რესურსი და ცოცხალი ძალის რესურსი – რო ჯამში როგორც ქვეყანა წააგებენ და სადღაც შუა გზაში საერთოდ დაინგრევიან
ხოდა აი რისი თქმა მინდა (უყურეთ ამას ან განაგრძეთ კითხვა )
ყველაზე კარგი გამარჯვება – არის გამარჯვება რომელიც უსისხლოდ მოიპოვე
და იმისთვის რო ომი ბრძოლის გარეშე მოიგო – მოწინააღმდეგემ უნდა აღიაროს რო შენთან ომი არ უღირს
ხვალ 8 აგვისტოა, 10 წლის წინ, ხვალ 12 საათზე თბილისიდან გავალ, მოხალისედ მეგობარ სამხედროსთან მის ნაწილში – დამაბარებს ფული წამომიღეო, უცებ გამოგვაქციეს 1 ლარიც არ მაქ ჯიბეში რო სიგარეტი ვიყიდოო, ეს მათთვის ვისაც ჰგონია რო საქართველო გეგმავდა რამეს და საქართველომ დაიწყო, 11-ში დავბრუნდები შუადღისით, კანტუზიით, დაცემამდე დაღლილი და შერცხვენილი, თბილისი დამხვდება დაცლილი, საოცარი კონცერტები, “ჩვენ გავიმარჯვეთ” და სრული აბსურდი…
ხოდა აი, 10 წლის თავზე – წარმოიდგინეთ რო საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, მას დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტი შემდეგი შემოთავაზებით:
თუ საქართველო 2 კვირაში – ცხინვალს და გორს შორის მინდორში, აი სადღაც კარალეთთნ, მოიყვანს 80 ათას, ან მეტ შეიარაღებულ ადამიანს, იარაღით და თითო მჭიდით – რუსეთი დაახვედრებს 80 ათას რუსს, მდგომს ხაზად 300 მეტრში, იქნება სიგნალი და 1 წუთის მანძილზე – ყველას შეუძლია დაცალოს ის 1 მჭიდი
წესების დაცვას უზრუნველყოფენ რავი, ნატოს სნაიპერები – რო არცერთმა მხარემ არ ისროლოს წინასწარ, არავინ დაწვეს მიწაზე და შეწყდეს სროლა 1 წუთის მერე
თუ საქართველო შეძლებს ამის შესრულებას, მიუხედავად იმისა ვის რამდენი დანაკარგი ექნება – რუსეთი იმავე დღეს გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან, აღიარებს საქართველოს საზღვრებს და აღარ ჩაერევა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხებში
სამაგიეროდ ამ გზით დაზოგავს ფინანსებს და დროს და გადაერთვება სხვა გლობალური პრობლემების მოგვარებაზე
იმავ დროულად საქართველოსაც არ დაენგრევა ეკონომიკა, არ გადავარდება 30 წლით უკან ჯოჯოხეთში, არ დაეხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, არ ექნება შიმშილი, ნგრევა და არაფერი – მეორე დღიდან შეუძლია როგორც უნდა ისე მოაგვაროს საქმეები აფხაზეთთან
თუ არა და, თუ 80 ათასი კაცის გამომყვანიც კი არ არის საქართველო – მაშინ საქართველოს დაპყრობა უბრალოდ დროის და წვალების ამბავია და ქართველებისთვის კიდე უფრო მეტი წვალება, უბედურება და ნგრევა იქნება და მაინც დამარცხდებით – და ბარემ პირდაპირ ჩაგვბარდითო
კარგი პრეზიდენტი – დათანხმდებოდა ამაზე, იმიტო რო ამაზე უკეთესი არჩევანი, პრეზიდენტს – ვერ ექნება
საქართველო არ წყვეტს იქნება რუსეთი აგრესორი თუ არა, რუსეთი წყვეტს – და რუსეთმა გადაწყვიტა რო მორჩა, დღეიდან – ან ასე, ან ისე და ჩვენს პრეზიდენტს მაინც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და უამრავი ხალხის სიკვდილზე გაწირვა, ქალების, ბავშვების, ეკონიმიკის ნგრევა, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა…
და თუ 80 ათასი მაინც არ ვიომებთ – საოცრების გარდა მეტი მოგების შანსი არ გვაქ(იმიტო რო რუსეთის მთელი ჯარი სულ 300 ათასი კაცია და მაქსიმუმ ნახევარი გამოუშვას ჩვენთან, თანაც ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ დასაცავად, სამაგიეროდ რუსეთს ყავს ავიაცია, არტილერია და ტანკები და ყველა ვარიანტში უზარმაზარი ომი მოგვიწევს თუ გამარჯვება გვინდა)…
და თუ ვიომებთ – რაც აუცილებელად გაიწელება დროში, ბევრი უბედურების და წვალების მერე შეიძლება გავიმარჯვოთ – და დაგვეხოცება მაინც იმდენივე მებრძოლი, პლიუს უამრავი სამოქალაქო, უამრავი ბავშვი მოვკდება შიმშილით და ქვეყანა ისე დაინგრევა კიდევ 30 წელი დაგვჭირდება ამოსასუნთქად…
ასეთ სიტუაციაში – ამაზე ჰუმანური არაფერია – რო 1 მინდორზე, 1 წუთით – უნდა მოვიდეთ 80 ათასი ადამიანი და გავრისკოთ, იმიტომ კი არა რო ჩვენ გვინდა ასე – იმიტომ რო რუსეთი აგრესორია გადაწყვიტა რო ან ასე – ან ნახვამდის… ბავშვების და ქალების დასაცავად ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს
რამდენია 80 ათასი? – 1 სტადიონი ხალხი, აი ფეხბურთი რო ტარდება – ქვეყანას ეტყობა რო ხალხი დააკლდა?
100 წლის წინ სერბეთს ჰყავდა ჩვენმდენი მოსახლეობა და მილიონზე მეტი ავსტრო-უნგრელი უტევდა, უამრავი ბრძოლა მოიგეს სერბებმა, სანამ 500 000 ადამიანი არ დაეღუპათ – მერე წააგეს, იმავე 100 წლის წინ ჩვენ არ ვიომეთ რუსეთთან თავგადადებით – დაგვიპყრო საბჭოთა კავშირმა, აჩუქა საქართველოს ნაწილი თურქეთს და მერე მეორე მსოფლიო ომში მაგდენივე ჩვენიანი წაასხეს… როგორც ეხლა დაყავთ ჩეჩნები, დაღესტანელები და ციმბირელები რუსებს უკრაინაში და სირიაში… დაგვიპყრობენ? – შეგვაწირავენ მერე რუსეთის ომებში…
ფურცელზე და ისტორიული გამოცდილებიდან – ჩვენხელა ქვეყანამ უნდა შეძლოს 80 ათას ქუდზე – 80 ათასი კაცი გამოიყვანოს, მეტიც უნდა შეძლოს – და მეტის მისვლა მინდორზე – მეტი მტრის მალე სიკვდილს ნიშნავს და მეტი ჩვენიანის გადარჩენას
საბოლოოდ კი ამ 80 ათასიდან სადღაც 20 ათასი მოკვდება, 40 ათასი დაიჭრება სხვადასხვა სიმძიმით და 20 ათასი დაბრუნდება სახლში უვნებელი – გინდა მასე ხაზად მოეწყე, გინდა 2 წელი მთა-მთა ირბინე და ხან არტილერიას გაექეცი, ხან ავიაციას და კიდე მეთაურობის შეცდომების გამო გაიწირე…
სამაგიეროდ სახლში ოჯახებს არაფერი ზიანი არ მიადგებათ, არც ეკონომიკას არაფერი დაემართება – და მეტიც, როგორც არ უნდა წავიდეს საქმე – როგორ ზუსტად ან არა ზუსტადაც არ უნდა ვისროლოთ – რუსეთი აღიარებს დამარცხებას (ზუსტად სროლა მარტო იმას განაპირობებს რამდენი ჩვენიანი გადარჩება იმის გამო რო მტერმა ვერ მოასწრო გასროლა, მეტი არაფერი)
აი ეგეთია მთელი განტოლება – შეუძლია თუ არა საქართველოს გამოიყვანოს 80 ათას ქუდზე – 80 ათასი ადამიანი, კაცსაც კი არ ვამბობ – ეგერ ქურთებთან ქალებიც მშვენივრად იბრძვიან, ხმლის ქნევა აღარ არის საჭირო და ფიზიკური ძალა – მთავარია თავის გადადება
ამ ვიდეოს ქვეშ – არის ლინკი პეტიციაზე, სადაც უნდა დახარჯოთ 3 წუთი, შეხვიდეთ და დაფიქსირდეთ, ფურცელზე მაინც – კლავიატურასთან მჯდომი, რო იმ იდეისთვის რომელსაც ქვია “საქართველო” თქვენთვის და იმისთვის რო მერე რუსეთში არ იცხოვროთ თქვენ ან თქვენმა შვილმა და რუსეთის ომებში არ იომოთ ორივემ – გარისკავდით სიცოცხლეს
1 მინდორზე 1 წუთი დადგომით, თუ 2 წელი ტყე ტყე ძრომიალით ცალკე საკითხია მერე
არ მოაწერთ, გუგლის პეტიციებს არ ენდობით და იმიტო? – ფეისბუქში კარგად წერთ პირად მონაცემებს, იანდექს ტაქსში ტელეფონის შეყვანა ხო არ მოგრიდებიათ? – ა ომის შემთხვევაში ეს სია რო რუსებს ჩაუვარდეთ? – ზუსტადაც, სანამ შეავსებთ – კარგად გაიაზრეთ რო ამ ფურცელზე ხელის მოწერით – თქვენ ადასტურებთ, რომ დანებებას და ჩაბარებას არ გეგმავთ, მეტი არაფერი, რა არი ამაში მოსარიდებელი? – ადამიანი რო საკუთარი ქვეყნისთვის თავს დადებდა – “გრეხია”?
რუსებს რო მისცე ასეთი პეტიცია რამდენი არ მოაწერს “გრეხიაო”-ს გამო თვენი აზრით?
მილიონ ნახევარი კაცი ცხოვრობს სუ ესტონეთში და მილიონ ნახევარივე მოაწერდა ხელს, ლიტველები? – პოლონელები? – იაპონელები? – ებრაელები?
კი, ზუსტადაც რომ პასუხისმგებლობაა და ამ ხელმოწერას წონა აქ, ონლაინ ხელმოწერას – იმიტო რო მერე ჩუმად ვეღარ დანებდებით, ვეღარ ჩაბარდებით და ვეღარ იცხოვრებთ “ნორმალურად” მტრის ქვეყანაში – და წარმოიდგინეთ, ეს 80 ათასი ფარღალალა ხელმოწერა – უცებ ძალიან დიდი წონაა მტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, იმიტო რო გასაგებია რო ეს ადამიანები იაზრებენ რო თავი გადადეს მძიმე პრობლემებზე დანებების შემთხვევაში
დააკვირდით რომ მოაწეროთ პეტიციას ხელი მხოლოდ ჩემ იუთუბ-ჩენელზე ვიდეოს ქვეშ, იმიტო რო პირველი რასაც იზამენ ეხლა – დააკოპირებენ ამ ვიდეოს და სხვა პეტიციის ლინკებს მიაბამენ, თუ ამას უყურებთ სადმე სხვაგან – გადადით ან ამ იუთუბის არხზე, ან ამ ფეისბუქის პეიჯზე და იქ დადებულ პეტიციაზე მოაწერეთ ხელი
ათას წლეულებია გავიძახით ქართველები ქუდზე კაციო – ხოდა 21 საუკუნეა, და აგერ ონლაინ ფურცელზე დაწერილ ქუდზე თუ არ შეგვიძლია იმდენი კაცი გამოვიყვანოთ რამდენიც საჭიროა – რაღაზე ვლაპარაკობთ?
– კი, ხვალ და ზეგ არ მოგროვდება, რამდენიმე თვე ვეცდები გავავრცელო მეც და თუ თქვენც თვლით რო საჭიროა – თქვენც გაავრცელეთ და შევხედოთ, რამდენია იმდენად “ვაჟკაცი” მაინც რო ონლაინ, სკამიდან აუდგომლად – დაწეროს ვიბრძოლებო და იაზრებდეს იმ პრობლემებსაც რომლებიც შეიძლება შეექმნას ამის მერე თუ დანებდება
კაი ბატონო რუსეთი ყლეა და გვებრძვის და გვანადგურებს მაგრამ თუ დაფიქრებულხარ ამერიკოსებს ანუ ნატოს ევროკავშირს და ყველაზე გნიდა სიონისტებს რას აძლევს ჩვენი რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ყოფნა?ებრაელებმა ქრისტე აცვეს ჯვარს და ნუთუ ჩვენ ებრაელებისთვის ქრისტეზე ძვირფასი ვართ?უმღერეთ ებრაელთა და ქართველთა 2000 წლიან ძმობას მაგრამ რა? ისრაელში არ გიშვებენ და დეპორტს გიკეთებენ ჩვენი ეკონომიკა ნაყიდი აქვთ და თუ ებრაელმა გიჩივლა ეგრევე სროკია ! იუსრაელში ებრაელი ღმერთია და ყველა არაებრაელი მსოფლიოსი გოიმი! ბევრმა არ იცის გოიმი ებრაულად რას ნიშნავს!უკრაინას ებრაელები მართავენ და დედას უტყნავენ და რუისეთია დამნაშავე ! ჩვენ სომხები აზერები თურქები არაბები და ირან ამერიმკა ევროკავშირი გვხმარობს და რუსეთია დამნაშავე ! სოციალიზმი ცუდია სტალინი დიქტატორი არადა სოციალიზმის დროს მაგრად ვიყავით სტალინის ორივე შვილი ფრონტზე იბრძოდა და იაკობი სამშობლოს შეწირა ! და სტალინი ტირანია! გაგიჟდება კაცი ! თუ ამერიკას და ებრაელთა მიზნებს შევეწირები პატრიოტი ვარ და თუ არა მოღალატე ! საქართველოში ეკლესიას გაუთანაბრეს ყველა სექტრა და დემოკრატიაა ა თურქეთში და ისრაელში მღვდლებს ანაფორის ჩაცმას უკრძალავენ“! სულხან-საბა ლუი მეთხუთმეტემ მეთოთხმეტე კაცად მიიღო დსა თურმე ევროპამ დაგვაფასა ! ნატოს ეტენებიან და ომის დროს ამერიკამ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა და თურმე ეს არის თანადგომის უდიდესი გამოვლინება ! მოგოტყანთ დასავლური გეიროპა ნატო სიონიზმი და დემოკრატია ! მიეწიეთ სტალინს !!!