ამერიკის არმიის მომავალი გამოგონებები

13 07 2015

სანამ რუსები კარდონის ტანკებს აწეპებენ

 

ვიდეო დალინკულია პირდაპირ ეგზო-სკილეტის ახალი, სწრაფი, მობილური ვერსიის პრეზენტაციაზე (შნური რომლითაც ჩამოკიდებულია არის დენით კვება)





სტაბილიზატორი

15 01 2015

მესმის რო უნდა უფრო “ქულ” ვაზროვნებდე და ვიძახდე რა მაგარი იქნება ეს კლუბში, ბუხოი რო დაბანცალებ აქეთ იქეთ თქო

მარა მე ამაში ვხედავ იარაღის უღმერთოდ იდეალურ სამაგრს, რომელიც ჯერ ეს ერთი განგიტვირთავს ხელებს, და მეორეს ერთი საოცრად ეფექტური იქნება მდგომიარე და დაჟე მოძრაობაში ზუსტად სროლისთვის…

სამკურნალო ვარ ვიცი, დაველოდოთ ვინ დაამაგრებს ზედ იარაღს





ACOG, განხილვა

31 12 2014





ცვალებად-კუთხიანი სახელური, ზერო

24 05 2014

სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე ასეთი სახელურები გაყიდვაში, მერე კომენტარებში უწერია ვიდეოს რო ზერო თვითონ აკეთებს რაზრაბოტკას ასეთი სახელურის და წელს წარადგენსო…

 

ვნახოთ, იდეა კარგია ნამდვილად





რა უნდა ქონდეს კაცს – მანქანაში

21 05 2014

მამალი გიჟია…

 

მარა ცალ-ცალკე აღებული ყველაფერი მომხდარა რო დამჭირვებია მომენტში და ან მქონია და ან არ მქონია მანქანაში…

 

და რო დაფიქრდე ტიპს ეს ყველაფერი აქვს შედარებით მშვიდ და წყნარ ამერიკაში (და არანაირად არაფერი მშვიდი და დაცული არაა ამერიკაში ზოგადად)

 

და ჩვენთან – ვაფშე ყველას უნდა გამზადებული ელაგოს ასე ყველაფერი





ოპტიკაზე მარკირების წაკითხვა

21 05 2014

სადღაც 25 წლამდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა ნომრები ოპტიკაზე

არადა უმარტივესია პირველი რიცხვი(ან რიცხვები) x-მდე არის გამადიდებლობა

მაგ.: 4x ან 12x  ან 3-9x (რეგულირებადი გამადიდებლობა)

მეორე რიცხვი არის წინა ლინზის დიამეტრი – რაც უზრუნველყობს უკეთეს შუქის რაოდენობას, ანუ საბოლოი გამოსახულების განათებულობას (უმზეო ამინდში, ან საღმოს სროლისას, ან მიზნის ძებნისას ჩრდილში – ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რო გამოსახულება “რეალურივით” განათებული იყოს და ოპტიკა ჩაბნელებულ “ეკრანს” არ იძლეოდეს).

ამასთან ერთად რაც მეტია გამადიდებლობა – მით მეტი უნდა იყოს წინა ლინზის ზომა თორე შუქი დააკლდება… მაგ.: 4×32 ის განათებულობა ბევრად უკეთესია ვიდრე 12×32 -ის ამიტომ 12x-ს უნდა ქონდეს 40 ან მეტი.

კი, სწორად მიხვდით რეგულირებად ოპტიკებზე, მაგალითად 3-დან 9-მდე (რომელიც ჩვენთან იშოვება ადვილად) 3x რეჟიმში ბევრად უკეთესი შუქი აქვს, ვიდრე სადმე შუაში ვთქვათ 6x-ზე და ვიდრე 9x…

4×32 AO, დამცავი სახურავებით და ვერტიკალური გადახრის რეგულატორიდან მოხსნილი თავსახურით, ფიქსირებული ზუმი, პარალაქსის რეგულირება წინ ლინზაზე, დახურული ჯვარედინის რეგულატორები, რეგულირება “თითით”

აქვე დავამატებ რომ ოპტიკას კიდევ რამდენიმე feature შეიძლება ქონდეს, მაგალითად:

1. “ჯვარედინის განათება” (ოპტიკა რო ბატარეიკაზეა, მარა არაა ღამის ხედვა – ე.ი. ჯვარედინის პადსვეტკა აქვს, საღამოს და თუმდაც ღამით სასროლად) (ისერჩება სიტყვით illuminated  )

2. “პარალაქსის რეგულირება” (ასოები AO გამადიდებლობის და ლინზის ზომის შემდეგ) – ასეთი ოპტიკა ცოტა სტრანნია, სხვა და სხვა დისტანციებზე ფოკუსი არ აქვს, და ფოკუსი რო მიიღო AO-ს რეგულატორი უნდა ატრიალო (პარალაქსის რეგულატორების უმეტესობა განლაგებულია ან ოპტიკაზე წინა მხარეს, ან მარცხენა მხარეს – გვერდიდან) ანუ დამიზნება კიდევ უფრო დიდხანს ხდება. სამაგიეროდ რო დაიჭერ ფოკუსს – მერე თვალის გვერდით მოძრაობა თითქმის აღარ იწვევს ჯვარედინის წანაცვლებას მიზანთან შედარებით) (ისერჩება სიტყვით PX Adjustment )

3. უმეტესობა ოპტიკებს აქვს თვალის დიოპტრის რეგულატორი, რომელიც გათვლილია მარტივად მინუსიან და პლიუსიან თვალებზე, და “ფოკუსში” იჭერს არა გამოსახულებას, არამედ თვითონ ჯვარედინს (რო გადღაბნილი ბლამბდა არ იყოს…) რეგუალიატორი არის ხოლმე უშუალოდ თვალი რომელ ლინზაშიც იყურება იქ და როგორც წესი + / – აწერია

ბარემ აქვე zoom_ის რეგულატორი არის ხოლმე იარაღის შუა ნაწილში, უფრო თვალის მხარეს და აწერია გადიდების რიცხვები მიმდევრობით (მაგ.: 3 4 5 6 7 8 9)

4. ჯვარიდინის რეგულირების ბიჯი თითო “წკაპზე” (რომელიც აწერია უშუალოდ რეგუალტორებს როდესაც თავსახურს მოხსნით) 1 moa, 1/2 moa, 1/4moa (რაც ნაკლებია – უფრო ზუსტად შეიძლება გასწორება და უკეთესია) თუ ადგილზე ყიდულობთ და არა ინტერნეტით – მოხსენით სახურავი დახედეთ(ან იკითხეთ) თუ ინტერნეტით – წერია ხოლმე აღწერაში.

5. ასევე მნიშვნელოვანია რითი ხდება რეგულატორის დატრიალება, “ხელით”, ატვიორტკით თუ სპეციალური ხელსაწყოთი (რაც მარტივი – უკეთესი). ხელით რეგულირებადი როგორც წესი არის ხოლმე “ხუფის გარეშე” – რაც კარგია სიმარტივისთვის, მარა ცუდია რამეს თუ კარგად მიარტყი შეიძლება გადა-გიწკაპდეს

მნიშვნელოვანია მოყვებოდეს მტვრისგან დამცავი ხუფები

 

4-16×50 AO 4-დან 16-მდე ზუმი, 50მმ-იანი წინა ლინზა, პარალაქსის რეგულირება(გვერდიდან), ჯვარიდინის პადსვეტკა (უკან დიაგონალური გამონაზრდი არის ბატარეიკის ჩასადები და ჩამრთველ/გამომრთველი), ჯვარიდინის ღია ანუ ხელით რეგუალტორები





სხვა და სხვა უნიფორმა – ღამის ხედვაში

16 05 2014

მარტივად აღსაქმელი და გასაგები ვიდეოა, პირველი თაობის (ყველაზე ბანძი) ღამის ხედვაში, სრული მთვარის პირობებში, სხვა და სხვა ტიპის კამუფლიაჟების შედარება.

 

ჩემის მხრივ ვადასტურებ რო მარპატი (ქართული დიჯიტალი) ღამის ხედვაში ბნელად ჩანს, მინიმალური განათებისასაც კი როცა მთავრე თითქმის არ არი და ღამის ხედვაში ყველაფერი კიდევ უფრო უარესად გაირჩევა – მარპატიანი ჩაკუზული ადამიანი გავს მუქ ბუჩქს.

 

მულტიკამი აბსოლიტურად იდეალურად ერწყმის გარემოს, ხშირად 30 მეტრაში იცი რო კაცი წევს და ვერ არჩევ – განსაკუთრებით თუ მისი დანათების კუთხე იგივეა რაც გარემოსი (ანუ ბრტყელ ზედაპირზე – წევს და ტყის მასივის პირას – დგას მაგალითად)

 

ვუდლენდიც ნორმალურია – ასევე ჩემი გამოცდილებით

 

აქვე დავამატებ რო დღისით სამაგიეროდ მარპატი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კამუფლიაჟი რაც მინახავს, ჩვენს პირობებში, მერე ვუდლენდი, მერე მულტიკამი