ოპტიკაზე მარკირების წაკითხვა
21 05 2014სადღაც 25 წლამდე არ ვიცოდი რას ნიშნავდა ნომრები ოპტიკაზე
არადა უმარტივესია პირველი რიცხვი(ან რიცხვები) x-მდე არის გამადიდებლობა
მაგ.: 4x ან 12x ან 3-9x (რეგულირებადი გამადიდებლობა)
მეორე რიცხვი არის წინა ლინზის დიამეტრი – რაც უზრუნველყობს უკეთეს შუქის რაოდენობას, ანუ საბოლოი გამოსახულების განათებულობას (უმზეო ამინდში, ან საღმოს სროლისას, ან მიზნის ძებნისას ჩრდილში – ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რო გამოსახულება “რეალურივით” განათებული იყოს და ოპტიკა ჩაბნელებულ “ეკრანს” არ იძლეოდეს).
ამასთან ერთად რაც მეტია გამადიდებლობა – მით მეტი უნდა იყოს წინა ლინზის ზომა თორე შუქი დააკლდება… მაგ.: 4×32 ის განათებულობა ბევრად უკეთესია ვიდრე 12×32 -ის ამიტომ 12x-ს უნდა ქონდეს 40 ან მეტი.
კი, სწორად მიხვდით რეგულირებად ოპტიკებზე, მაგალითად 3-დან 9-მდე (რომელიც ჩვენთან იშოვება ადვილად) 3x რეჟიმში ბევრად უკეთესი შუქი აქვს, ვიდრე სადმე შუაში ვთქვათ 6x-ზე და ვიდრე 9x…

4×32 AO, დამცავი სახურავებით და ვერტიკალური გადახრის რეგულატორიდან მოხსნილი თავსახურით, ფიქსირებული ზუმი, პარალაქსის რეგულირება წინ ლინზაზე, დახურული ჯვარედინის რეგულატორები, რეგულირება “თითით”
აქვე დავამატებ რომ ოპტიკას კიდევ რამდენიმე feature შეიძლება ქონდეს, მაგალითად:
1. “ჯვარედინის განათება” (ოპტიკა რო ბატარეიკაზეა, მარა არაა ღამის ხედვა – ე.ი. ჯვარედინის პადსვეტკა აქვს, საღამოს და თუმდაც ღამით სასროლად) (ისერჩება სიტყვით illuminated )
2. “პარალაქსის რეგულირება” (ასოები AO გამადიდებლობის და ლინზის ზომის შემდეგ) – ასეთი ოპტიკა ცოტა სტრანნია, სხვა და სხვა დისტანციებზე ფოკუსი არ აქვს, და ფოკუსი რო მიიღო AO-ს რეგულატორი უნდა ატრიალო (პარალაქსის რეგულატორების უმეტესობა განლაგებულია ან ოპტიკაზე წინა მხარეს, ან მარცხენა მხარეს – გვერდიდან) ანუ დამიზნება კიდევ უფრო დიდხანს ხდება. სამაგიეროდ რო დაიჭერ ფოკუსს – მერე თვალის გვერდით მოძრაობა თითქმის აღარ იწვევს ჯვარედინის წანაცვლებას მიზანთან შედარებით) (ისერჩება სიტყვით PX Adjustment )
3. უმეტესობა ოპტიკებს აქვს თვალის დიოპტრის რეგულატორი, რომელიც გათვლილია მარტივად მინუსიან და პლიუსიან თვალებზე, და “ფოკუსში” იჭერს არა გამოსახულებას, არამედ თვითონ ჯვარედინს (რო გადღაბნილი ბლამბდა არ იყოს…) რეგუალიატორი არის ხოლმე უშუალოდ თვალი რომელ ლინზაშიც იყურება იქ და როგორც წესი + / – აწერია
ბარემ აქვე zoom_ის რეგულატორი არის ხოლმე იარაღის შუა ნაწილში, უფრო თვალის მხარეს და აწერია გადიდების რიცხვები მიმდევრობით (მაგ.: 3 4 5 6 7 8 9)
4. ჯვარიდინის რეგულირების ბიჯი თითო “წკაპზე” (რომელიც აწერია უშუალოდ რეგუალტორებს როდესაც თავსახურს მოხსნით) 1 moa, 1/2 moa, 1/4moa (რაც ნაკლებია – უფრო ზუსტად შეიძლება გასწორება და უკეთესია) თუ ადგილზე ყიდულობთ და არა ინტერნეტით – მოხსენით სახურავი დახედეთ(ან იკითხეთ) თუ ინტერნეტით – წერია ხოლმე აღწერაში.
5. ასევე მნიშვნელოვანია რითი ხდება რეგულატორის დატრიალება, “ხელით”, ატვიორტკით თუ სპეციალური ხელსაწყოთი (რაც მარტივი – უკეთესი). ხელით რეგულირებადი როგორც წესი არის ხოლმე “ხუფის გარეშე” – რაც კარგია სიმარტივისთვის, მარა ცუდია რამეს თუ კარგად მიარტყი შეიძლება გადა-გიწკაპდეს
მნიშვნელოვანია მოყვებოდეს მტვრისგან დამცავი ხუფები

4-16×50 AO 4-დან 16-მდე ზუმი, 50მმ-იანი წინა ლინზა, პარალაქსის რეგულირება(გვერდიდან), ჯვარიდინის პადსვეტკა (უკან დიაგონალური გამონაზრდი არის ბატარეიკის ჩასადები და ჩამრთველ/გამომრთველი), ჯვარიდინის ღია ანუ ხელით რეგუალტორები
კომენტარები : 2 Comments »
კატეგორიები : ოპტიკა
ბოლო კომენტარები