კომულაციური ჭურვი შეჯავშნული შუშის წინააღმდეგ

25 09 2015

თავიდანვე გასაგებია რო ვერ გაუძლებს ვერაფერს, მარა საკმაოდ კარგი slow-mo აქვთ და კარგი დასაფიქრებელია რამსისქე ბრონე შუშას ხვრეტს (დამატებითი, მოშორებული ჯავშნის მერეც კი) და რას აჩერებს თნამედროვე ტანკები… არადა RPG-7-ი პრინციპში წინა საუკუნეა

 

ვინც მთლად არაფრის აზრზე არ არის:

კომულაციური ჭურვი არის არა “ინერციული” (ანუ შესკდომის ძალისგან კი არ ხვრეტს როგროც ჩვეულებრივი ტყვია ან ქვემეხიდან ნასროლი ჭურვი) – არამედ ჭურვის ცხვირის მიდების მომენტში ხდება სპეციალური, კონუსური ფორმის ასაფეთქებლის აფეთქება, რაც იწვევს სპილენძის სპეციფიური ფორმის ფირფიტის მომენტალურ გადნობას, გაცხელებას კოსმოსურ ტემპერატურებამდე და წინ გატყორცნას ფოკუსირებული თხევადი ნაკადის სახით, რომელიც ხვრეტს უამრავ სანტიმეტრ ფოლადსაც კი…





კალაშნიკოვის ავტომატი

11 01 2015

გუშინ ერთ მეგობარს ველაპარაკე იარაღებზე და მივხვდი რო მანაც კი ბევრი რამე არ იცის, არადა “დამწყები მილიტარისტია” – და ხალხმა ზოგადად ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იცის, არადა მეორეს მხრივ მე ვიცი რამდენი რამე არ ვიცი კიდევ და რამდენ ახალ რამეს ვიგებ “სიღრმეებში” ჩაწვდომისას, მარა ზედაპირულ დონეზე ალბათ შემიძლია რაღაცეები ავხსნა, ხოდა ნელ-ნელა ჩავწერ ვიდეოებს ყველა გავრცელებულ შაშხანაზე

ვიდეოს რო ნახავთ, შემდეგ აქვე დავამატებ რო

AK-74-ის ტყვია პრაქტიკულად 2-ჯერ უფრო მჩატეა ვიდრე AK-47-ის რაც იმას ნიშნავს რო 10 კილო ტყვია წამალი რო მიგაქვს ერთ შემთხვევაში მიგაქ 300 ტყვია (7.62 x 39), მეორე შემთხვევაში 550 ( 5.45×39), და სროლისასაც დაახლოებით შეგრძნებების დონეზე 2-ჯერ უფრო ნაკლები უკუცემა აქვს და ადვილი სასროლია/სამართავია ავტომატი





მაყუჩების განხილვა

21 10 2014





მაქსიმალური მანძილი 9mm -ის ტყვიისთვის

14 07 2014

გარტყმაა პრობლემა თორე…





SVD, ამერიკელების მიმოხილვა

20 05 2014





მოსინის სიზუსტის მომატება, how to

19 05 2014

ძირითადად ვიდეო არის იმაზე როგორ გააუმჯობესო მოსინის სიზუსტე, საგრძნობლად – პრიკლადში ღიობების და ანუ საყანყალო ადგილების აღმოფხვრით

 





ზეთის ფილტრი – მაყუჩად, econo-can

19 05 2014

ძალიან კარგი იდეაა, მარტივი, იაფიანი მაყუჩი/მახშობი “კუსტარულად”. ძირითადად გეკოზე (.22) – უმეტესობა გეკოებისა ისედაც ქვე-ბგერითია და კაკ რაზ მუშაობს… ზოგადად გეკოს ძალიან ცუდი “გამაჩერებელი ძალა” აქ მარა ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური პატრონაა(თურმე, არ ვიცოდი) – იმიტო რო სპიცასავით არი – წვრილ და გრძელ დირკას აკეთებს, ადამიანი ჩვეულებრივად აგრძელებს რასაც აკეთბდა – და მერე კვდება. დაბალი ხმის და სროლის სიმარტივის გამო ომში იყენებდნენ ჩეჩნებიც და ჩვენ წინააღმდეგაც… ქალაქში.

ზაკუპაემსია ამაზონზე

http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss_1?url=search-alias%3Daps&field-keywords=econo%20can&sprefix=econo+c%2Caps&rh=i%3Aaps%2Ck%3Aecono%20can

 

 

 

გავმეორდები gun law-ზე: ვინმეს დაჭრით “გრაჟდანზე” – და ბალისტიკით გიპონიან და ამოლპებით ციხეში, ტაკ ჩტო ნი ნადა უმნიჩაწ – ეს ყველაფერი არი “შავი დღისთის”





მაყუჩი AKM-ზე

19 05 2014

მე ვთვლი რო მაყუჩები ძალიან საჭიროა თავდაცვვითი ომისას და ომისას მოწინააღმდეგესთან რომელიც რიცხვობრივად ბევრად მეტია. მაყუჩი უზრუნველყოფს უკეთეს შანსებს გადარჩე და გააკეთო კიდევ რამდენიმე ზუსტი გასროლა.

თეორია, ვინც არ იცის: გასროლისას წარმოებული ხმა შედგება აფეთქების ხმისგან (ჰაერის სწრაფი გაფართოვების წნევა) და ზებგერითი ტყვიის მიერ ჰაერის გაჭრის ხმისგან (რომელიც თავის მხრივ ლამის აფეთქების ხმაა)

ითვლება რომ ამიტომ მაყუჩს “აზრი არ აქვს” ზებგერით ტყვიაზე, სანამ ჩემით არ ვისროლე მეც ასე ვფიქრობდი. მაყუჩი, ჩვეულებრივ სტანდატულ ტყვიას, “აჭრის” ბუხ-ს და რჩება საკმაოდ სპეციფიური და არ ისე ხმამაღალი, თურმე – ჰაერის “ზებგერითი” დარტყმის ხმა.

შედეგად ჯერ ეს ერთი 150-200 მეტრს იქეთ ეგ ხმა აღარ ისმის, მეორეს ერთი ტყეში/ბუჩქებში/ქალქში(ოთახის შიგნიდან სროლისას) 100მ-ზეც არ ისმის, მესამეს ერთი როცა გაქანებული პერესტრელკაა და ყველა ბრახუნებს და ბათქუნებს გარშემო(შენს მხარესაც და მტრის მხარესაც) – ეს შედარებით პატარა “ტყლაშუნის” ხმა (იმენნა ასე ისმის) – ჩათვალეთ 50 მეტრში აღარავის აინტერესებს.

იდეაში მაყუჩს ზებგერით ტყვიებზე ეწოდება “მახშობი” (მაყუჩი – silencer, მახშობი – Suppressor)

იდეაში ყველა ნორმალური მახშობი – ქვე-ბგერით ტყვიებზე მაყუჩადაც გამოდგება(მაგრამ არა ყოველთვის ზოგ იარაღზე ავტომატის მოქმედებისთვის ნაკლებ იმპულსიან ტყვიაზე(ქვებგერით-ზე) – მაყუჩს სპეციალური რაღაცეები ჭირდება შიგნით რო ლულაში წნევა შექმნას, მეტად არ განვავრცობ ამ თემას)

 

 





საიგა-20-ზე მოდიფიკაცია კალაშის სტანდარტული აბოიმების სახმარად

19 05 2014

არაფერი ჩუდა არ არის, ამაზონზეც იყიდება ეს დეტალი, მარა პრინციპში თვითონაც გააკეთებს კაცი რომელსაც ტრაკიდან არ ეზრდება ხელები. მამენტ მე შევუკვეთავდი პირადად, მზა არი და გაზომილია და სწორად მუშაობს.





0.22 (გეკო) ნასროლი ბალისტიკურ გელში

18 05 2014

ბალისტიკური გელი არის ხორცის გამჭვირვალე იმიტაცია და ითვლება რო ტყვიის მოხვედრისას იქცევა ისე როგორც სინამდვილეში იქცევა ცოცხალია არსების ხორცი.

 

რამდენიმე სხვა და სხვა წონის/დანიშნულების გეკოს ტყვია (ვიდეო პლეილისტია)