კალაშნიკოვის ავტომატი

11 01 2015

გუშინ ერთ მეგობარს ველაპარაკე იარაღებზე და მივხვდი რო მანაც კი ბევრი რამე არ იცის, არადა “დამწყები მილიტარისტია” – და ხალხმა ზოგადად ალბათ კიდევ უფრო ნაკლები იცის, არადა მეორეს მხრივ მე ვიცი რამდენი რამე არ ვიცი კიდევ და რამდენ ახალ რამეს ვიგებ “სიღრმეებში” ჩაწვდომისას, მარა ზედაპირულ დონეზე ალბათ შემიძლია რაღაცეები ავხსნა, ხოდა ნელ-ნელა ჩავწერ ვიდეოებს ყველა გავრცელებულ შაშხანაზე

ვიდეოს რო ნახავთ, შემდეგ აქვე დავამატებ რო

AK-74-ის ტყვია პრაქტიკულად 2-ჯერ უფრო მჩატეა ვიდრე AK-47-ის რაც იმას ნიშნავს რო 10 კილო ტყვია წამალი რო მიგაქვს ერთ შემთხვევაში მიგაქ 300 ტყვია (7.62 x 39), მეორე შემთხვევაში 550 ( 5.45×39), და სროლისასაც დაახლოებით შეგრძნებების დონეზე 2-ჯერ უფრო ნაკლები უკუცემა აქვს და ადვილი სასროლია/სამართავია ავტომატი





მაყუჩი AKM-ზე

19 05 2014

მე ვთვლი რო მაყუჩები ძალიან საჭიროა თავდაცვვითი ომისას და ომისას მოწინააღმდეგესთან რომელიც რიცხვობრივად ბევრად მეტია. მაყუჩი უზრუნველყოფს უკეთეს შანსებს გადარჩე და გააკეთო კიდევ რამდენიმე ზუსტი გასროლა.

თეორია, ვინც არ იცის: გასროლისას წარმოებული ხმა შედგება აფეთქების ხმისგან (ჰაერის სწრაფი გაფართოვების წნევა) და ზებგერითი ტყვიის მიერ ჰაერის გაჭრის ხმისგან (რომელიც თავის მხრივ ლამის აფეთქების ხმაა)

ითვლება რომ ამიტომ მაყუჩს “აზრი არ აქვს” ზებგერით ტყვიაზე, სანამ ჩემით არ ვისროლე მეც ასე ვფიქრობდი. მაყუჩი, ჩვეულებრივ სტანდატულ ტყვიას, “აჭრის” ბუხ-ს და რჩება საკმაოდ სპეციფიური და არ ისე ხმამაღალი, თურმე – ჰაერის “ზებგერითი” დარტყმის ხმა.

შედეგად ჯერ ეს ერთი 150-200 მეტრს იქეთ ეგ ხმა აღარ ისმის, მეორეს ერთი ტყეში/ბუჩქებში/ქალქში(ოთახის შიგნიდან სროლისას) 100მ-ზეც არ ისმის, მესამეს ერთი როცა გაქანებული პერესტრელკაა და ყველა ბრახუნებს და ბათქუნებს გარშემო(შენს მხარესაც და მტრის მხარესაც) – ეს შედარებით პატარა “ტყლაშუნის” ხმა (იმენნა ასე ისმის) – ჩათვალეთ 50 მეტრში აღარავის აინტერესებს.

იდეაში მაყუჩს ზებგერით ტყვიებზე ეწოდება “მახშობი” (მაყუჩი – silencer, მახშობი – Suppressor)

იდეაში ყველა ნორმალური მახშობი – ქვე-ბგერით ტყვიებზე მაყუჩადაც გამოდგება(მაგრამ არა ყოველთვის ზოგ იარაღზე ავტომატის მოქმედებისთვის ნაკლებ იმპულსიან ტყვიაზე(ქვებგერით-ზე) – მაყუჩს სპეციალური რაღაცეები ჭირდება შიგნით რო ლულაში წნევა შექმნას, მეტად არ განვავრცობ ამ თემას)

 

 





საიგა-20-ზე მოდიფიკაცია კალაშის სტანდარტული აბოიმების სახმარად

19 05 2014

არაფერი ჩუდა არ არის, ამაზონზეც იყიდება ეს დეტალი, მარა პრინციპში თვითონაც გააკეთებს კაცი რომელსაც ტრაკიდან არ ეზრდება ხელები. მამენტ მე შევუკვეთავდი პირადად, მზა არი და გაზომილია და სწორად მუშაობს.





კალაშა: AKM-ის აბვესის მთლიანი მოდიფიკაცია

16 05 2014

მოდიფიკაცია არი ძირითადად ტაქტიკური/სპორტული მუღამით.

AK-47 -ის გამოსვლიდან 70 წელი გავიდა და ერგონომიკა ცოტა არ იყოს დაძველდა… პირადად მე ვთვლი რო ასეთი მოდიფიკაციებით AK ნამდვილად აღარაფრით ჩამოუვარდება დასავლურ ანალოგებს (ნუ ზოგიერთ სროლის მხრივ ტექნიკურ მინუსს ვერაფერს უზამ რა თქმა უნდა მაგრამ – სუფთად “სახმარად” მაქსიმალურად უახლოვდება თნამედროვე სხვა იარაღებს)