უმარტივესი მოთხოვნების დარღვევა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას:
- არასოდეს არ მიუშვირო იარაღი ცოცხალ ადამიანს, ცარიელიც კი
- არასოდეს არ მოხსნა იარაღი “safe”-იდან უშუალოდ გასროლამდე და დააყენე ისევ safe-ზე გასროლის მერე
უმარტივესი მოთხოვნების დარღვევა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას:
აქტუალური თემაა ბოლო 2 დღეა და…
კაი ხანი, განსაკუთრებით ედუკის დროს, ძაან მომხრე ვიყავი გაუქმების, მიუხედავად იმისა რო მე პირადად საერთოდ საკონტრაქტოზე მინდოდა სამხედროობა, მარა ვთვლიდი რო იძულებული და მისჯილი სამხედროს ფასი ნოლია და ჯობია არ იყოს და ვისაც მოუნდება თავისით წავა საკონტრაქტოზე
მერე ერთხელ სადღაც მოვკარი ყური ფრაზას “სოციალური პასუხისმგებლობა” და საუბარი იყო იმაზე რო თუ ერთის შვილები დებენ თავიანთ სიცოცხლეს უსაფრთხოებისთვის, სხვისი შვილები არ უნდა რჩებოდნენ აფსაიტში
საქმე იმაშია რო სამხედრო საქმე, ყველა სხვა საქმისგან განსხვავებით, სპეციფიურია იმ მხრივ, რომ ყველაფერ დანარჩენში ჩვენ, ერთი და იმავე ქვეყნის შვილები – ვკონკურირებთ ერთმანეთში, ნებისმიერ პროფესიაში ასეა და “წარმატება” პროფესიაში რეალურად არის რაც უფრო ნაკლებ საქმედ – მეტ დივიდენდებს იღებ.
სამხედრო საქმე ძირფესვიანად განსხვავდება, ჩანაფიქრში, ამ სისტემისგან იმიტომ რომ ის გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფას – მთელი სოციუმის საკეთილდღეობოდ. ამიტომ სამხედრო სამსახურში უნდა გამორიცხული იყოს კონკურენცია და “ნაკლების კეთებით – მეტი ბენეფიტის მიღების” საშუალება
ის რაც ხდება დღეს – არის ეგ, შარშან თუ შარშანწინ გაწვევაზე ვაკის რაიონიდან სულ, ხაზი გაუსვით, სულ 9 ადამიანი “მოხვდა” ჯარში, ყველა დანარჩენს (რამდენიმე ასეულს) ქონდა გაშანშალებული ფურცელი რო ფეხი ძვრება, ხელი ძვრება, ცალი თვალით ბრმაა და ა.შ.
იმ 9-დან ერთი ჩემი ძმა იყო რომელმაც თავიდანვე თქვა ჩემით მინდაო (ვაღიარებ მეც კი ვუთხარი დაიკიდე რა, რაზე ახარჯავ 1 წელიწადს, არაფერს არ ისწავლი და იმათზე ბევრად მეტი იცი დღესაც თქო)
წავიდა ჯარში, არსად არაფერი არ უჩალიჩია, ყველაფერზე კის ამბობდა
3 დღეში 1-ხელ იდგა პოსტზე, ეკავა პრაქტიკულად ნემსა ამოცლილი იარაღი, ჯამში, მთელი მსახურის მანძილზე ისროლა 40 ტყვია მიზანში, ი ვსიო… თავისი საკუთარი თვით-მომზადებით რო არ იცოდეს ბევრი რამე მისი სამხედრო ფასი იქნებოდა 0-ს ქვემოთ, იმიტო რო დემორალიზირებული და ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნილი გახდა 1 წლის მერე, მიუხედავად იმისა რო მაინც სახლში ბრუნდებოდა მორიგეობებს შორის
არადა იმ ობიექტზე რომელზეც იდგა არის “ამერიკელების აწყობილი” კამერებიანი თვალთვალის სისტემა, ყველაფერი რო 1 ოთახში იკრიბება და რამე… რომელიც გამორთული აქვთ, და აპახავებენ ბავშვებს იძულებით…
12 ლარი ქონდა კსტაწი ხელფასი, თუ რაღაც ეგეთი… არადა რეალურად სახიფათო ობიექტია, რამე რო მოხდეს – მტრისას, ამათ არც იარაღი ქონდათ(მულიაჟი ეკავათ პრაქტიკულად) და გარდა იმისა რო თვითონ დაზიანდებოდნენ – თავდასხმა წარმატებით დასრულდებოდა… და რო რამე კიდე მათ შეახოცავდნენ ხელს – ვერ დაიცავითო და პასუხისგებაშიც მისცემდნენ.
არადა იმ ობიექტზე უნდა იჯდეს პროფესიონალი დაცვა, “დაცვის ოთახში” სადაც კამერებია და უნდა იყოს 3-6 კაციანი კარგად გაწვრთნილი იარაღიანი პატრული რომელიც რამდენიმე საათში ერთხელ გააკეთებს დამატებით პერიმეტრის შემოვლას, რომელსაც გადაუხდიან ნორმალურ ხელფასს და რომელიც პასუხისმგებელი იქნება და რომელსაც ენდობი რომლისაც შეეშინდებათ მოსალოდნელ თავდამსხმელებსაც, მარა ნწუ… არის ამხელა რესურსი ბავშვების და ხმარობენ…
და არცერთ მათგანს არ უჩნდება შეგრძნება რო ან სამშობლოს ემსახურა, ან რამე ისწავლა და მომავალში გამოადგება, ამასობაში კონკურენტმა მეგობრებმა, კონკურენტულ გარემოში, გადაგასწრეს, დაიკავეს თავისუფალი ადგილები და ჯერ ისედაც დაღლილი კიდე აღმოჩნდები სიტუაციაში როცა შენივე თანატოლებზე “ქვემოდან” იწყებ
ეს ესმის ყველას და ამიტომ ყველა თავიდანვე “გარბის” ჯარიდან, ყველა გზებით. კონკურენტულ გარემოში ეგეთი მონური უაზრო სიტუაცია, სადაც ვიღაცამ “გაჯობა” იმით რო “პლასკასტოპიეს” ფურცელი მოიტანა – დაუშვებელია…
ჯარი არის სოციალური სამსახური და რამდენადაც არათანაბარ სიტუაციაში შეიძლება იყოს დამანგრეველი ინდივიდებისთვის, იმდენადვე თუ სწორად მოხდა მენეჯმენტი – შეიძლება გამოიწვიოს სოციალური თვითშეგნების და სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება.
რო გავამარტივოთ – ქუჩაში ნაგავი შეიძლება აღარ დაყაროს ხალხმა – თუ სამხედრო სამსახურს სწორად გავმართავთ, თუ ის იქნება სავალდებულო 1 თაობის ყველა წევრისთვის, პარალელურ რეჟიმში და ვერანაირი მიზეზები, ვიმეორებ – ვერანაირი, არანაირი პლასკასტოპიე, თვალში მაკლია, ბიძაჩემი პარლამენტარია – არაფერი არ გიშველის.
ყველა გაივლის სამხედრო სამსახურს ისე – როგორც შეძლებს, ერთი და იგივე დრო და არანაირი მონური მსახური “უფასო მუშახელად” სადაც არაფერს სწავლობ და სადაც ნამდვილი თავდამსხმელისთვის ფორმიანი კლოუნი ხარ პრაქტიკულად…
ასეთი რეფორმის მერე სამხედრო სამსახური იქნება აზრიანი და გამოიწვევს ჯამში, დროთა განმავლობაში, სოციუმის როგორც 1 ორგანიზმის შეგრძნებას რომლებსაც ყველანი რაღაც ხარკს ვუხდით, ისევ ჩვენივე შვილების და ჩვენივე დედების ხათრით – იმიტო რო მე დავიცავ “ამ სოციუმს” და შენც დაიცავი ეს სოციუმი და მაშინ სამართლიანია, ამ სფეროში – კონკურენცია არ უნდა განიხილებოდეს და ის არ უნდა იყოს უფრო “ჭკვიანი” ვინც ნაკლები გააკეთა…
ამისთვის უნდა მოხდეს სამხედრო სამსახურის გადახედვა თანამედროვე რეალიებით, უამრავი გამოცდილება არსებობს პლანეტაზე, 3 თვიანი საზაფხულო შეკრებები მაგალითად 2 წლის მანძილზე, ან 6 თვიანი კურსები და მერე სარეზერვო შეკრებები 5 წლის მანძილზე, წელიწადში 10-15 დღით…
მთავარია ეს უნდა ეხებოდეს ყველას და არ იყოს არანაირი საშუალება, არანაირი – ყველამ უნდა იმსახუროს, და ვისაც უჭირს – ის უნდა ათრიონ დანარჩენმა ბიჭებმა და ეგეც მუშტად კრავს ყველას. და თუ მაინც “ატმაზალსია” იმიტო რო თავი მოიგიჟა და მერე სადმე შენიშნეს – უნდა ძალიან აძაგებდნენ და არცხვენდნენ და მოქალაქეობა ჩამოართვან ვაფშე, ყველა მოქალაქემ – უნდა იმსახუროს 1-ხელ ცხოვრებაში. ინვალიდმაც – ზურგზე მოკიდებული უნდა ზიდონ და ის ინვალიდიც რო ვაჟკაცურად აიტანს – მერე ყველა ერთად იგრძნობს რო ჩვენ ვპაექრობთ ლუკმა პურისთვის დანარჩენი ცხოვრება, მარა როგორც მოქალაქეები – ძმები ვართ მტრის წინაშე.
მერე ეშველება ჯარსაც, ეშველება თვითშეგნებასაც და იქნებ ზებრაზე გადამსვლელ ფეხოსნებსაც გზა დავუთმოთ… იმიტო რო მე ამ ქვეყნისთვის “თავს ვწირავ ძმაო და შენ როგორ იქცევი??” – სუ სხვანაირ ფსიქიკას ნერგავს ის 6 თვე თუ რაც იქნება, როცა თან იცი რო “დამარცხებული” და “ბანძი” კი არ ხარ, არამედ ყველა ერთ ნავში ხართ…
და აქვე დავსძენ რო თუ მათ მიერ ვისაც პოლიტიკური წონა გააჩნიათ – სამხედრო სამსახურის გადაკეთება ვაფშე არ გამოდის და ეგრე ჩაქნეული გვაქ ხელი და ამიტომ უბრალოდ უნდა დავშალოთ და მთელი ქვეყანა გავხდეთ უპასუხისმგებლოები… იყოს ეგრე. მაშინ შევეშვათ ქვეყანობანას საერთოდ, რად გვინდა საკონტრაქტო ჯარიც? – 10მა ათასმა კაცმა ვის ან რას უნდა ეომოს? – რატო ვაწამებთ იმათაც და ვაიძულებთ დაიხოცონ ჩვენთვის? – გავაუქმოთ ჯარი საერთოდ და გავხსნათ საზღვრები და ვინც როგორ გვიხმარს ტრაკში – ისე ვეძლიოთ… ეგეც არჩევანია – თუ ეგ გვინდა. მე წავალ და თქვენ ბედნიერად იცხოვრეთ რავი, ბევრია ვინც თანახმაა მამენტ.
თუ არა და თუ ვითხოვთ – მოვითხოვოთ ის რაც არის სწორი ჩვენი ზომის და გეო-პოლიტიკური ლოკაციის ქვეყნისთვის… თორე ქვეყნები რომლებსაც 50 მილიონი და მეტი ყავთ მოსახლეობა და მხოლოდ “გარე საბრძოლო კამპანიებს” აწარმოებენ, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ჯარი ყელამდე ეკიპირებულია და “ერთობა” უფრო, ვიდრე სამშობლოს იცავს სისხლის ბოლო წვეთამდე – იმათ რა თმა უნდა აქვთ ფუფუნება მხოლოდ საკონტრაქტო ჯარი იყოლიონ და დანარჩენ ქვეყანას ვაფშე ეკიდოს ეგ პასუხისმგებლობის ელემენტი…
ასეთი ქვეყნები აგებული არიან “ჯარით სიამაყეზე”, რომელიც სადღაც შორს – იპყრობს და აჩმორებს ვიღაცეებს
ჩვენ კი ის “ვიღაცეები” ვართ და დრო გავიაზროთ როგორი მიდგომაა საჭირო რო იმათმა იქ შორს – ვერ იამაყონ ჩვენთვის “ჩადებით”
ადამიანი რომელიც რეალურად ნადირობს კლასიკური მშვილდისრით ტესტავს რა მანძილზე შეიძლება იყოს ისარი მომაკვდინებელი
გადაცემაში მოტანილი აქვს არა რაღაც სუპერ-პუპერ სპეციფიური ყველაზე მძლავრი ან რამე სანადირო მშვილდი(და მითუმეტეს არა კომპოზიტური), არამედ ის მშვილდი რომლითაც ნადირობს და ის ისრები რომლითაც ნადირობს. საქმე იმაშია რო შორიდან მაინც არ ნადირობენ (უსაფრთხოების ამბავში) და ისრით ნადირობა მაინც უფრო მიზანთან ახლოს ყოფნაზე და კამუფლირებაზეა და არანაირი აზრი არ აქვს ბევრად (2-ჯერ და 3-ჯერ მეტად მძლავრი მშვილდებიც შეიძლება, და მეტადაც…) მშვილდით ნადირობას 10მ-იდან, იმიტო რო ამითაც კი ძირითადად სკვაზნოებს ვაკეთებო
აქვე სუფთად “რამდენზე შეიძლება სროლა” კომპოზიტით
300 მეტრიანი გასროლა:
ათეულის გაადგილება სოლში, მოკლე ვადიანი და ხანგრძლივი გაჩერება, პოზიციის გამაგრება
ნუ სცენარი არის რო დარჩი მარტო და დაისახე მიზნად ან გახვიდე ზონიდან, ან სადმე შეაფარო თავი სიტუაციაში გარკვევამდე
პარალელურად არ ჩანს გაკრვევით მაგრამ სავარაუდოდ სამიზნეები აყენია რომლების დანახვაზეც უნდა ისროლოს
კარგი სავარჯიშოა, სიამოვნებით გავივლიდი კვირაში 3-ჯერ ჭამის წინ და ჭამის მერე
ბრძოლები რაღაც მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე, ძალიან ახლო მანძილებზე
ოხრად, ზოგი ნანახი გექნებათ, ზოგი არ – გადაახვიეთ
კარგი ვიდეოა, ახლოდან ჩანს მინამიოტის მუშაობა მტრის პოზიციაზე, მერე ბრძოლებისას ისმის ქართული საუბარი (მაგალითდ 2:30-ზე)
სანამ რუსები კარდონის ტანკებს აწეპებენ
ვიდეო დალინკულია პირდაპირ ეგზო-სკილეტის ახალი, სწრაფი, მობილური ვერსიის პრეზენტაციაზე (შნური რომლითაც ჩამოკიდებულია არის დენით კვება)
ორი იმდენად შეჩვეული ომს რო ფეხებზე კიდიათ სიცოცხლე და სიკვდილი ართობენ სნაიპერს…
ბოლო კომენტარები