ეჭვმიტანილმა პნევმატიკა გაუძრო პოლიციას

3 07 2015





ქალები კაცების გვერდიგვერდ ISIS-ის წინააღმდეგ, სირია

26 06 2015

ქურთების შეტაკება ISIS_თან

სადღაც 1:10-ზე ისმის ქალის ხმა, სავარაუდოდ ოპერატორიც ქალია

ასევე მაგალითად მე-2 წუთზე ამბრაზურიდან კლავს ერთ-ერთი ქურთი მებრძოლი ვიღაცას

შემდეგ მე-4:25-ზე 3 ჯარისკაცი შედიან მოწინააღმდეგის პოზიციების გასაწმენდად, მათ შორის 1 გოგოა

მერე კადრი გადადის და ცოტა ხანში ისევ ბრუნდება, მე-6 წუთის მერე კედელთან რო ფიგურაა რომელიც გადარბის გადმორბის(ის არა რომელიც გრანატებს ისვრის, მეორე) – ისევ ის გოგოა

 

პ.ს. ან იქნებ ძალიან გოგოს მაგვარი ბიჭია, შემედავეთ ვინმე… რატო მეპარება ეჭვი? – არა გოგოურად უკავია ავტომატი, ბევრი გოგო მინახავს იარაღით, მათ შორის კარგად ნავარჯიშები მაგრამ რეალურად მარჯვენა ხელში მაგდენი ძალა ქონდეს და “არა სტრანნად” ეკავოს ავტომატი – არ შემხვედრია… ამას კიდე კაცურად უკავია თითქმის…





ტერორისტების ლიკვიდაცია, დაღესტანი

26 06 2015

 

ისტორია არის რო 23 ივნისს, წელს, 2015-ში – დაღესტანში იპოვეს ტერორისტების ‘ბუნკერი’ (ანუ კატაკომბები), გაუკეტეს ლოკალიზება და ააფეთქეს შესასვლელი წნევური ბომბით, რომელმაც ჩამოანგრია შესასვლელი და სავარაუდოდ მოკლა ყველა ვინც შიგნით იყო (თუ კიდევ იყო და სხვაგანიდან არ ქონდათ გასასვლელი მარა რელიეფის გათვალისწინებით ძალიან დიდი ბუნკერი უნდა ყოფილიყო რო კიდე სხვაგანაც ქონოდა გამოსასვლელი)

ზოგადად ეს უფრო გავს იარაღის სამალავს ვიდრე ბუნკერს, გზაზე გამოდის – მოსახერხებელია, მარა სტრატეგიულად ძალიან ცუდ ადგილას არი დასაცავად.

ძალიან საინტერესო ვიდეო

ჯერ ეს ერთი სნაიპერებს ყველას დასავლური იარაღი აქვს, არცერთი SVD ან სხვა ძალით სნაიპერკა მე აქ არ დამინახავს

მეორეს ერთი ვიდეოს ბოლოში ჩანს ბუნკერთან ახლოს მისული სპეცრაზმელები რომლებსაც იარაღის სიულეტის მიხედვით M4_ები უკავიათ და არა კალაშები





TOW რუსული ტანკების წინააღმდეგ, სირია

24 06 2015

კი არ გამოიყურება მასე მარა ძალიან მაგარი ATGM ოპერატორია

პირველი დაასვა კოშკურას და ძირითად კორპუსს შორის ზუსტად, ეგ არი რუსული ტანკების აქილევსის ქუსლი – “ავტო გადამტენის” გამო რუსულ ტანკებში ჭურვები ალაგია წრეზე – კოშკურის გასწვრივ და მანდ რაიმეს მოხვედრა იწვევს თვით-აალებას მთელი საბრძოლო მასალის და კოშკურის მოგლეჯვას… მომენტალური ანიჰილაცია

მეორე მოარტყა გაქანებულ მოძრაობაში, ხეებში და უბედურებაში…

დისტანციაც ძალიან დიდია ორივე შემთხვევაში

არ ვიცი რამდენად ფატალურია მეორე დაზიანება მარა ზოგადად TOW-ს ბორტში მოხვედრა სასიამოვნოს არაფერს შვება…





სროლა ვასილიოკიდან და დაბრუნებული ცეცხლი, უკრაინა

22 06 2015

სასტავი აბრანძგვალებს ვასილიოკიდან (პა ხოდუ მაგარი შტუკაა, ნახევარ-ავტომატური ნაღმ-მტყორცნი)

და ძალიან ცოტა ხნის მერე აშკარად ისმის არტილერიის სროლა ჯერ და მერე აფეთქებები შორი ახლოს (კსტაწი არტილერია, ასობენნა მინამიოტები, ერთ-ერთი იშვიათი იარაღია რომელიც ნავესნოი ტრაექტორიის გამო საკმარისად დიდხანს მიფრინავს და ვარდნისას დაჟე ხშირად ქვე-ბგერითია რის გამოც ჯერ სროლის ხმა გესმის, მერე ჭურვის ჰაერში ფრენის ხმა მოდის (1-2 წამი დაჟე, გამომიცდია საკუთარ შკურაზე) და მერე ეცემა ჭურვები და ფეთქდება, ასე რომ რეაგირებას, დაწოლას მაინც – ასწრებ)

ხოდა აი მეორე “ჯერი” რო მოფრინდება უკვე ვეღარ გაასწრებენ…

გადარჩა თუ არა მსროლელი შემადგენლობა უცნობია





CQB და სიკვდილი ლაივში, სირია

19 06 2015

მანამდე მინიმუმ 2 ტიპს კლავს ახლო მანძილზე

ამერიკელი სამხედორები ხშირად ყვებიან ხოლმე ისტორიებს იმაზე როგორ ასე არაბეთის ქვეყნებში ტიპები ღიაზე მორბოდნენ, სროლა სროლით და სუ მგონია რო უტრირება და გადამეტებაა დრამატიზმისთვის, ბოლო დროა თვითონ არაბების მხრიდან ბევრი მსგავსი ვიდეო ვრცელდება და მგონი ესენი მართლა ასე კაუნტერივით მირბიან

და კი მორალი ეგ არის – 1-2-ს მოკლავ ასეთი მოქმედებებისას და მერე გაგიყოლებენ… პულია დურა…

ამერიკელების და ზოგადად ორგანიზებული ჯარის წინააღმდეგ კიდე ასე ვერ იკურდღელებ და კოდლა-კოდლა ალაგებენ ისენი…

მოკლედ უყურეთ ვიდეოს

http://www.liveleak.com/view?i=c0c_1434568805





სროლა სამახოდკიდან, უკრაინა

12 06 2015

კარგი ვიდეოა, ზედმეტი ცირკაჩობის გარეშე, რეალური საბრძოლო სროლა თვითმავალი არტილერიიდან რეალურ ვითარებაში, თავის “სტოპ სტოპ არ ისროლო, შესწორება”-თი, თავისი ნერვიულობით, დაძაბულობით და მელკი შეცდომებით

http://videochart.net/video/07747.0ee8d18eea30af9e01b20f4c13ab

 

source: http://05542online.com/blog/vasiliy_palamarchuk/1639-realnyy-rasskaz-cyurupinchanina-pro-boy-pod-marinkoy.html  – ვისაც არ გეზარებათ თან წაიკითხეთ, კიდევ მათი სურათებია, საინტერესოა 1-2  კვირის წინ რო რუსებმა მარინკასთან დიდი შტურმი მოაწყეს მაგაზეა, საინტერესო მომენტებია რო მოხსნილი ნაღმებით – უკრაინელები მიხვდნენ რო ამ ფრონტზე მზადდება შეტევა, დანარჩენი კლასიკური “ომური” მარაზმებია





USS Ross-იდან 100მ-ში ჩამფრენი სუ-24

6 06 2015

ნამდვილად დაუჯერებელი კადრები, რამდენიმე დღის წინ, ამერიკული სამხედრო ხომალდის გვერდით, ყირიმის მახლობლად, რუსული თვითმფრინავის low pass-ი…





RPG და AGS-იდან გასროლები, უკრაინა

6 06 2015





მცირე შენაერთით უკან დახევის წვრთნა

15 04 2015

 

რეალურად არის ვარჯიში ცხელ წერტილებში პირადი მცველებისთვის მარა ტაქტიკა წარმოადგენს მცირე ჯგუფით მუდმივი ცეცხლის წარმოებით უკან დახევას საკუთარი თავის მიზნად წარმოდგენის მინიმალური დროით (იმიტო რო მტრის ჩასაფრებაში ან ტერიტორიაზე ყოველი დაჭრილი/დაღუპული მებრძოლი საშინელი ტვირთია მცირე შენაერთისთვის)