სავალდებულო სამსახურზე

19 03 2019

იმისთვის რომ თავიდანვე სწორად გამიგოთ

17 წლიდან ვიცი მე ვინ არის მტერი, ვარ 2008 წლის ომის და კიდევ რაც რამე მოხდა ყველაფრის მონაწილე

დღე, 1 დღე არ გადის არ ვგრძნობდე თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ ჩვენი მეგობრები სახლებიდან გამოყარეს და 1 დღე, არც ერთი დღე, არ გადის იმის გააზრების გარეშე რა სამყაროში მოვიყვანე ჩემი შვილი (10 წლის ამ მომენტისთვის)

და იმაზე ფიქრში, რომ მამაჩემის თაობის უნიათობამ, აბნეულობამ, ერთმანეთთან ჭიდაობაში გართულობამ, ვერ მოკრებამ 1 მუშტად – მიგვიყვანა იქამდე რო 2008-შიც (და მანამდეც, და მერეც, და ხვალაც) – ცოცხალ მამაჩემს მოუწევს ჩემი დამარხვა საბოლოოდ.

და ღმერთმა ქნას – იმიტო რო სხვანაირად სიკვდილს დანაშაულად ჩავთვლი, მაშინ როცა შემეძლო მეცადა მოვმკვდარიყავი იმისთვის, რო ჩემ შვილს და მის მეგობრებს მაინც აღარ მოსწეოდათ ამ ორკებთან ბრძოლაში სიკვდილი და ნაცვლად ამისა მართლა მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, მარსზე, კოსმოსზე ეფიქრათ ყოველ დილას.

ხოდა ამ გირჩის კანონში ნაპოვნმა “მაიმუნობამ” გამოიწვია ის რო, ეხლა თუ სავალდებულო სამსახურზე შენი აზრი გაქ, “შენ ძმაო გირჩელი ხო არ ხარ ე?”

არა, გირჩელი არ ვარ, გირჩთან რამდენჯერაც მქონდა შეხება – იმდენჯერ დიდი კამათი მომივიდა, მქონდა სურვილი დავლაპარაკებოდი იმაზე რას ფიქრობენ სამხედრო თემაზე – და იქაც მაინც იმაზე მელაპარაკნენ რო სახელმწიფო უნდა დაიშალოს.

და მოვრჩი მანდ მე მათთან ურთიერთობას – მათი შვილები რო იზრდებიან მშვიდ დაცულ გარემოში, ჯანდაცვით და პოლიციით და პირველი რო მათი ნერდი შვილები შეეწირებოდნენ მათ “გენიალურ” იდეებს, იმიტო რო მოძალადეებს და ფულიანებს რა დალევს და მივალთ ისევ თავად-აზნაურობამდე, სადაც თავადები იყვნენ ძალადობის გამავრცელებლები, მაგის გააზრება არ უნდათ და ჰა.

უფრო სწორად გირჩშიც რამდენიმე ბანაკია, მარა თვითონ გაერკვნენ და გაიყონ, თუ არადა ჩემთვის 1 გირჩი არიან რა ვქნა

არ უნდათ გაიგონ რომ ბაზარი არეგულირებს მათ კი არ მოიგონეს, ბაზარი უკვე არეგულირებდა, თავიდან – და მილიონჯერ ჩამოიქცა კიდევ “სისტემა” და არეგულირებდა ბაზარი ისევ და როცა ბაზარი არეგულირებს – მაშინ არის ძალმომრეობა და მათნაირი ნაკითხი ხალხი მაშინ არიან გადაშენებული პირველ რიგში და ძალაუფლება ვარდება იმის ხელში ვინც ყველაზე დაუნდობელია, მერე წარმოიქმნება ლოკალური “თავადები”, რომლებიც აომებენ ხალხს ერთმანეთში და გამოვლინდება ლოკალური მეფე – და მერე იმ მეფის გადაგდებას დასჭირდება საუკუნეები, იმიტო რო ყველაზე ძლიერმა მოძალადემ გაიმარჯვა – არ გინდა იმას მოერიო?

– და ბოლოს თუ ყველაფერი კარგად იქნა – მოხვალ ისევ აქამდე რაც დღეს არის, ესეც უნდა გაგიმართლოს და უამრავი სისხლი დაიღვაროს

უნდათ რო ვარდისფერი უნიკორნების სჯეროდეთ, და სჯეროდეთ, რა ვქნა. მათი მოტოა რომ მათ სჯერათ იმის რომ ადამიანი კეთილი და პროდუქტიული არსებაა და რაღაც ვარდისფერი საოცრებები, და არ იაზრებენ რო სადისტი ცხოველია უამრავი ადამიანი და მარტო კანონი აჩერებს. (სოციალისტებს სჯეროდათ ეგეთი სისულელეების კიდევ ჩანაფიქრში და მაგიტო მოაჯდათ ზედ ყველაზე სადისტები)

ან თუნდაც ასე გაიგეთ: საკმარისი ადამიანები არიან სადისტი ცხოველები, იმისთვის რო დანარჩენები ისე გაამწარონ ისინიც ასეთები გახადონ.

ხოდა არა, ვაფშე არ ვარ მე გირჩელი

მარა გირჩი რა თემასაც შეეხო, გახადა “გრეხი” მაგაზე ლაპარაკი – როცა ვსაუბრობთ იმაზე რო ივანიშვილი უხდის ფულსო, მაგას ვგულისხმობთ – რო ისე მოახერხა რო კრიტიკა ლამის კიდე უფრო ტეხავს და სანამ აზრს დაალაგებ გიწყებენ “აპ, აპ, გირჩელობა არ გინდა ეხლა” – და აღარ გისმენენ.

იმავე მარიხუანას მოხმარების თემაზე ბევრს უნდა მხარი დაუჭიროს – მაგრამ გადახლართულია ეს თემა იმასთან, რო გირჩების დანარჩენი ბოდვა უნდა “შეგეტენოს” და აღარ გინდა მერე ხმის ამოღება არც მაგაზე

და აი სამწუხაროდ ამხელა შესავალი უნდა გააკეთო დღეს ადამიანმა გირჩზე – რო ვალიდიფიკაცია მოიპოვო ილაპარაკო სამხედრო სამსახურზე საერთოდ, ეგეთი დრო დაგვიდგა

ხოდა ხო, მთავარ თემაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე

მთელი ტყუილი ამ ამბის არის იმაში, რომ დასახელებაშიც კი ნათქვამია ყველაფერი – სამსახური, სავალდებულო

“სამხედრო მომზადება” კი არ ჰქვია

მარა როცა სჭირდებათ, იშველიებენ იმას რო – რას ქვია, საქართველოში ადამიანმა, გოგოსიან ბიჭისიანად(ეს უკვე ჩემი აზრით) – სამხედრო საქმე არ უნდა იცოდე??

და მერე ამაზე რო “ავარდები” და მოინდომებ გაიარო, გიკრავენ თავს სავალდებულო სამსახურში, სადაც “სამხედრო” იქნება ზუსტად ნული

ანუ სწორად რო გამიგოთ – ჩემმა ძმამ გაიარა სავალდებულო სამსახური, განზრახ, ქვეყანა უყვარს და ვაჟკაცია, 2008-ში პატარა იყო და არ მოუწია, ხოდა მცხვენიაო ასეო გავივლიო, თავისით მივიდა – ვაკიდან სულ 9 ადამიანი გაიწვიეს ვინც “ვერ დაუძვრა”, ან არ დაუძვრა – ჩემი ძმასავით

45 ტყვია ისროლა მწოლიარემ მიზანში და ორ youtube_ის ვიდეოში რო ნახავ იმაზე მეტი არ უსწავლია სამხედრო და საბრძოლო.

კარანტინში რაღაც აჯიმანიები აკეთებიეს – და თუ რამე ფორმაში ჩადგა, იქედან წამოსვლიდან 2 კვირაში დაკარგა რა თქმა უნდა

სამაგიეროდ წელიწადნახევარი იყო უფასო მუშახელი, სხვა მისნაირ, იმ საქმეში, უუნარო მუშახელთან ერთად. ამ დროს მისი თანატლები სამსახურებს იწყებდნენ.

ანუ ეს “უფასო მონობა” გარდა იმისა რო არაფერს არ გასწავლის, კიდე გახვედრებს რო – საუკეთესო შემთხვევაში შენნაირი ბანძები არიან სხვებიც და სუ ეს ხართ “სავალდებულო, ეგრეთ წოდებულ სამხედრო, სამსახურ” გავლილი ხალხი… გიქრება ნდობაც და სურვილიც ყველაფრის

მთლად სწორად რო გამიგოთ – ეს ფორმატი არათუ არაფრის მომტანია, მტრის წისქვილზე ასხამს პირდაპირ წყალს, ცუდად განათლებულ, თითქმის არ მომზადებულ და წინასწარ იმედ აცრუებულ ადამიანს – მთლად მოუმზადებელი თუ არ მერჩივნოს… ქე მაინც იცის რო არაფერი არ იცის და ქვეყნის სიყვარული და გვერდზე მდგომის ნდობა მაინც არ აქვს მოკლული

ამას დაუმატეთ რამდენი ფული იხარჯება, რამდენი დრო და რესურსი – არათუ “ნულის” ტოლ მონაგარზე, არამედ საზიანოზე!

და დღეს კი მოხდა ის რო “გირჩმა” იპოვა კანონში დირკა და რაც მეტი დრო გადის და ჩუმად ვართ დანარჩენები, უფრო ან გირჩელი ხარ – ან უნდა მხარს უჭერდე ამ ქვეყნისთვის საზიანო ხარჯს და ხმას ვერ იღებდე.

ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა “გირჩის მამაოდ” – იმისთვის რო მაგ სისულელეს აცდეს, მათ შორის ისეთებიც ვინც ჩემ გვერდით იბრძოლებენ რო რამე, მე ვენდობი, მე – სიცოცხლეს ვანდობ, გესმით? – მინდვია აქამდეც სხვა ფორმატებში

გგონიათ თავები “კარგები” ჰგონიათ მაგ მაიმუნობაში მონაწილეობით? – თვითონაც გრძნობენ დამნაშავედ თავს, მერე ჩემთან ერთად ემზადებიან და მილიონ გზას ეძებენ როგორ დაამტკიცონ რო არავისზე ნაკლებად არ უყვართ ქვეყანა, მარა წელიწადნახევარი 21-ე საუკუნეში “სავალდებულოდ ვერ იმსახურებ”, უფასო მონად, სუ რო ტანკზე დასვან ის წელიწადნახევარი – მაინც გამორიცხულია, პროფესია ელოდება ადამიანს. მითუმეტეს საგუშაგოზე როცა აყუდებენ უაზრობაში…

ეს არ არის ის დრო – ტელევიზორიც კი რო არ არსებობდა, უბანში რო უნდა გეყიალა და მაქსიმუმ ქარხანაში გეპოვა სამსახური – ლურსმანის დამჭედებლად

მაშინ როცა ჯარი “წაგიყვანდა”, სადღაც შორს, საომარ ან ნახევრად საომარ სიტუაციას გამოგატარებდა, “კაცად გამოგძერწავდა”, რამე საინტერესო მოხდებოდა!

ეს არის 21-ე საუკუნე, დრო გარბის ტყვიასავით, იმაზეა დღეს საუბარი რო ჩვენი 200 000 წლოვანი დაძველებული ტვინები შეუსაბამოა ამ ტემპისთვის საერთოდ…

და ყველას უამრავი შესაძლებლობა აქვს ყოველ წამს და განათლების დონეც საოცარია, 100 წლის წინანდელთან შედარებით

კი – 500 წლის წინ 25 წლით მიყავდათ სამსახურში ადამიანი, და იმას უხაროდა!!

უხაროდა არა იმიტო რო დღევანდელზე მეტად უყვარდა სამშობლო, მაშინ საერთოდ არ არსებობდა “ქვეყნის” ისეთი აღქმა დღეს როა, სუ პატარა სამეფოები იყო

არა, უხაროდა იმიტო რო მეტი საქმე არ არსებობდა, საჭმელს და ხელფასს ნიშნავდა ეს 25 წელი მსახური, და საინტერესოს რამეს – “უცხოეთი” შეიძლებოდა გენახა – თუ დაიპყრობდი ვინმეს.

სურათები მაშინ არ არსებობდა და ინტერნეტი, მოყოლით იცოდი რო სადღაც იქ არსებობს “უცხოეთი” და მერე ყველაზე “მაგარი ტიპი” იყავი რო სოფლის განაპირას იქეთ გქონდა რამე ნანახი საერთოდ!

ხალხი სუ შიმშილობდა, მედიცინა – თუ რამე იყო ჯარს ჰქონდა, ცხენი! ტანსაცმელი! საჭმელი! – ოცნება იყო.

მაგ დროს იარაღი იყო შუბი, ნაჯახი და ხმალი, რომელიც როგორც კუნფუ ან ხრიდოლი – მთელი ცხოვრების ყოველი დღე უნდა ივარჯიშო, და თან უნდა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყო – იმიტო რო ვინც ფიზიკურად დაჯაბნის ის გადარჩება.

ამიტომ იყო რო თავადები ბოგინობდნენ – იმიტო რო გლეხი მიწაში იქექებოდა და იმ დროს თავადი(რომელიც თავის დროზე “ღია ბაზრის” დროს ყველაზე სადისტი გამოდგა და კაცის კვლაში ნიჭიერი, მაგით გახდა თავადი) იარაღით ვარჯიშობდა

ის არა ლუარსაბი რო გგონიათ თავადი – ეგ ხდება როცა თავადს იმდენი აზნაური ყავს ქვეშ – აღარ უწევს თვითონ არაფრის მოპოვება, მარა მასეთებს სუ აყირავებდა ბოლოს ვინმე ნავარჯიშები საბოლოოდ და ასე ძალმომრეობით, ვინც ყველაზე მაგრა ცემდა/კლავდა ყველას ის ხდებოდა უფროსი საბოლოო ჯამში

მაგრამ რაც უფრო წინ მიდიოდა პროგრესი – უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ტვინი, და ნაკლებ მნიშვნელოვანი სხეული

ჩვენ შევქმენით მანქანები და მექანიზმები, შევქმენით და მოვირგეთ ისე რომ ადვილად მოვიხმაროთ და უმეტესობა “საქმე” თვითონ გააკეთონ და ჩვენ მაქსიმალურად მხოლოდ ტვინი დავძაბოთ

პარალელურად მივხვდით რო ტვინი უნდა განვავითაროთ და გავაოცმაგეთ განათლება, გავხადეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო, შევქმენით ინტერნეტი და კომპ.თამაშები

მომეცით ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი თანამედროვე ცხოვრებაში მცხოვრები ადამიანი

და მიზანი რომ მანქანის ტარება ვასწავლო 2 დღეში, მეტი არაფერი დავალება

დავსვამ კომპიუტერზე ვატარებინებ მანქანას თამაშში, ვაჩვენებ ჯერ მე როგორ იაროს, მერე ვაცდევინებ მას, ისევ ვაჩვენებ მე, არადა ხომ “არ გავს” კლავიატურის ისრებით მანქანის ტარება – ნამდვილს არა? – მარა ტვინი ბევრ რამეს კრეფს მაქედანაც

მერე ვატარებინებ ნამდვილ მანქანას, უკაცრიელ ადგილას, მერე ისევ კომპზე, მერე ისევ ნამდვილს ვატარებინებ, თან ავუხსნი რას სცოდავს და რას შვება სწორად

10-ზე მეტი ადამიანისთვის მისწავლებია ცხოვრებაში მანქანის ტარება, რა თქმა უნდა ბევრად მარტივად და წნეხის გარეშე, ყველას გისწავლებიათ და ყველამ იცით რასაც ვამბობ

ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს, თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, 2 დღეში ასწავლი მანქანის ტარებას, თუ ეს გექნება მიზანი, ისე – რომ 90%-ით შეასრულოს ის ფუნქციები რაც მანქანის ტარებით სრულდება (გადაიყვანოს ხალხი და ტვირთი A წერტილიდან B წერტილში უსაფრთხოდ)

კი ავტომრბოლობას მეტი უნდა, მარა ხშირად ეს მეტი – უბრალოდ ნიჭია და ვერ ისწავლი, და საჭიროც არ არის, ადამიანი არის იურისტი – მანქანას ატარებს იმდენად რომ ყველა საჭირო ფუნქციას ასრულებს, დანარჩენი ცხოვრობს და “სუპერ მაგარი” – არის უკვე თავის პირად პროფესიაში, რომლითაც ადგება თავის თავს, თავის ოჯახს და ქვეყანას

ძალიან ბევრ რამეს ცვლის ზოგადი განათლება, ბევრ რამეს ცვლის კინოები სადაც ადამიანები უყურებენ ამ ტექნიკური საშუალებების მოხმარებას, ტერმინები რომლებიც ჩაესმით და ამახსოვრდებათ, საოცრად ბევრს შვება კომპ.თამაშები, დღეს ამას დაემატა ინტერნეტი – უთხარი ადამიანს რო მანქანის ტარება მოუწევს, დაჯდება ვიდეოებს ნახავს, თვითონ გადმოწერს ავტო-სიმულატორებს, ავარიების ვიდეოებს და გარჩვებს ნახავს – და 95%-ითაც შეასრულებს დავალებას, და პრაქტიკული სწავლაც კიდევ უფრო ნაკლებ დროს წაიღებს

1900 წელს რო გეთქვა ადამიანისთვის “ფლანგიდან მანევრი” – 2 წელი უნდა გესწავლებია რას ნიშნავს ეს საერთოდ, უნდა ჯერ გესწავლებია ანბანი, წერა კითხვა, აგეხსნა სიტყვა ფლანგის და სიტყვა მანევრის მნიშვნელობა, მერე გესწავლებია გეოგრაფია – რო საერთოდ შესძლებოდა წარმოედგინა რელიეფი ზედხედში, მერე მილიონი რამე კიდევ – რო ბოლოს შეეგნო რას ნიშნავს ფლანგიდან მანევრი

დღეს კი ნებისმიერ 15 წლის ბავშვი, სქესის მიუხედავად, იგებს რას ამბობ პირდაპირ – იმავე წამს როცა “ფლანგიდან მანევრს” ამბობ

იმიტო რო წერა კითხვა უკვე იცის, რუკა ზედხედში უნახავს არამარტო სკოლის კედელზე, არამედ ტელეფონშიც, და უყურებია დავუშვათ “კაპიტან ამერიკა” – სადაც კაპიტანი ამ ფრაზას იძახის, უთამაშია უთვალავი კომპ.თამაში სადაც ამ ილეთს თვითონ იყენებს ხშირად, თვითონაც კი უთქვამს სხვა “ონლაინ მოთამაშეებისთვის” ეს ფრაზა და შეუსრულებიათ ყველას ერთად

უზომოდ ბევრი რამე შეცვალა ტექნოლოგიურმა პროგრესმა და განათლებამ, თქვენ არც იაზრებთ – მაგრამ დღევანდელი 13 წლის ბავშვი – 1900 წლის დროინდელი ჩამოყალიბებული სამხედრო ოფიცრის დონის განათლებულია, უბრალოდ მან ეს არ იცის, სულ ცოტა დროის დათმობა და თაროებზე დალაგება სჭირდება, თორე საბაზისო ცოდნა ყველაფერი აქვს – ის რაზეც 1900 წელს იოცნებებდა ნებისმიერი სამხედრო სარდალი

იარაღიც ტექნოლოგიური პროგრესის პროდუქტია

ჩვენ მოვიგონეთ – უცხოპლანეტელებმა კი არ შექმნეს, ჩვენ მოვარგეთ ჩვენივე სხეულებს – “ერგონომიკა”, რასაც ხშირად ახსენებენ კარგ იარაღთან მიმართებაში, სხეულზე მორგებულობას ნიშნავს – ჩვენ კი არ ვერგებით იარაღებს – იარაღები, მანქანები, ოპტიკები, ღამის ხედვის საშუალებები, ფორმები, ბათინკები – ყველაფერი იხვეწება რომ ჩვენ მოგვერგოს

რაც უფრო დავჭკვიანდით – უფრო სწრაფად მიდის ეს პროცესი და უფრო მაგრად მოვირგეთ

და რაც უფრო მოვირგეთ, უფრო მეორე ხარისხოვანი გახდა ჩვენი ფიზიოლოგია, ამიტომაც მოვირგეთ – რო მეტი დრო ვაკეთოთ რამე სხვა, მარა “რო რამე” მაინც ყველაფერი მოვიხმაროთ

ადრე “მძღოლი” ცალკე პროფესია იყო, დღეს მძღოლი არის ყველა – იმიტო რო განათლების დონე გაიზარდა, იმიტო რო მანქანების ადამიანზე მორგებულობა გაიზარდა

თანამედროვე ადამიანი რო 1915 წელს დააბრუნო, ძალიან გაუჭირდება მაშინდელ მანქანაში გარკვევა და დაქოქვა თუნდაც, მაგრამ – განათლების ხარჯზე, შეძლებს ცოტა ხანში

და მერე აღმოაჩენს რო მაშინდელი მანქანა სასაცილოდ ნელია და გზები უაზროდ ცერიელი

მაშინ როცა მაშინდელი პროფესიონალი მძღოლი(და მარტო ასეთები არსებობდა მაშინ) რო გადმოიყვანო დღეს – იმას ძალიან გაუადვილდება დღევანდელი მანქანის ტარება, ოღონდ ცოტა დიდხანს უნდა აუხსნა რა რას შვება – მაგრამ სამაგიეროდ ისტერიკაში ჩავარდება თანამედროვე საგზაო მოძრაობაში

თქვენ ვერ იაზრებთ რა საგიჟეთში დაგვყავს ჩვენ მანქანები და რა კარგი მძღოლები ვართ ყველანი სინამდვილეში – 1915 ჩვეულებრივ მოქალაქესთან შედარებით, ამაშია საქმე – კი, მაშინ “ასწავლიდნენ” მძღოლობას, როცა მანქანა 40კმ/სთ -ზე ჩქარა ვერ დადიოდა და ეს იყო “პროფესია”!

დღეს მძღოლობა არი როგორც სემიჩკის ჭამა, და თანაც მძღოლობა – ამ საგიჟეში, რომელსაც 100 წლის წინანდელი პროფესიონალი მძღოლიც კი ძნელად აითვისებს არათუ უბრალო მოქალაქე

იმას ვხსნი, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი იარაღი – რომლის მოხმარებაც ყველას შეუძლია, 90% ეფექტურობით, ჩვენ შევქმენით განათლება (კინოები, თამაშები, ინტერნეტი) – რომლის მეშვეობითაც ყველას შეუძლია 100 წლის წინანდელ ოფიცერზე უფრო გათვითცნობიერებული იყოს

ამ ყველაფრის შედეგად ნებისმიერ მოაზროვნე, დალაგებულ სამხედროს ესმის, რომ სამოქალაქოს საბრძოლო მომზადებას არც 3 თვე სჭირდება და მითუმეტეს არც წელიწადნახევარი, ისეთ მომზადებას რო “რო რამე” გამოდგეს და თან არც შესძულდეს რასაც ასწვლი

თუ საუბარია იმაზე რომ სამოქალაქო პირი გაეცნოს საბრძოლო მომზადებას – ჩემი, და ბევრის ვისთანაც მისაუბრია აზრით, რამდენიმე დღეა საკმარისი, წელიწადში.

სწორად გამიგეთ – კომპრომისზეა საუბარი, კომპრომისზე განათლების რაოდენობას და “შეძულება”-ს, “მაგდენი დრო არ მაქვს”, “როგორ დავუტყდე”-ს შორის

თანამედროვე სამოქალაქომ თითქმის ყველა საწყისი ტერმინი და ტაქტიკური მოქმედება იცის, უნახავს ეკრანზე, გაუგონია, ხშირად შეუსრულებია თამაშში (ზოგადად ცხოველებშიც და ადამიანებშიც ყველანაირი თამაში მთავარი სწავლის საშუალებაა)

თანამედროვე იარაღის სროლის “სწავლას” კი სჭირდება 2 წუთი

ნუ აი 5 წუთში – ნებისმიერ ადამიანს ვასწავლი სროლას ისე რო არცერთ სხვა სამოქალაქოზე უარესად არ გაისვრის, კი პროფესიონალურ სროლას, როცა სპეცოპერაციას ატარებ და ა.შ. – ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ ზოგადად – მიზანში სროლის სწავლას, თანამედროვე ადამიანისთვის – რომელსაც მილიონჯერ უნახავს როგორ ისვრიან სხვები ეკრანზე, როგორია სამიზნეები – კომპ.თამაშებში, რომელსაც შეუძლია დასერჩოს ვიდეო youtube-ზე – 5 წუთი ჰყოფნის

კი, მერე მაინდამაინც “სპეცრაზმი” თუ დაეჯახება, მეტწილად წააგებს, მაგრამ არა ყოველთვის!

გაიხსენეთ რამხელა დანაკარგები აქვს ამერიკის უგაწვრთნილეს ჯარს – ჩუსტიანი ტერორისტების წინააღმდეგ ხოლმე… იმიტო რო 90%-ით ეფექტურად რო მოიხმარს ადამიანი ხელსაწყოს, მერე ნიჭზეა და გამართლებაზე ბევრი რამე, და ოფიცერზე რომელიც ამ “საკმარისად მცოდნე” ადამიანებს გამოიყენებს

ის დრო საერთოდ აღარ არის, ადამიანი რო 25 წელი ვარჯიშობს, ცხოველ ფორმაშია, ყველა ილეთი იცის და შენ რო პირველად გადააგდე თოხი, დაიკავე ხმალი და შანსი რო არ გაქ და გაწირული ხარ

განათლების და იარაღის – ადამიანზე უფრო და უფრო მორგებულობის გამო, მოკლე “სამხედრო მომზადება” გავლილი თანამედროვე ადამიანი – ძალიან ეფექტური იარაღია, ბეეეეეეევრად ეფექტური ვიდრე ნებისმიერი “სავალდებულო სამსახურის” ჯარისკაცი თუნდაც 100 წლის წინ

მთავარი დღეს არის მოტივირება, იმიტო რო იმავდროულად განათლებული ადამიანი ბევრად მეტს ხვდება რო აგოიმებენ, როცა აგოიმებენ და ბევრად მეტად უღირს ცხოვრება, ვიდრე 100 წლის წინ მშიერ, ავადმყოფ საზარბაზნე ხორცს უღირდა, და კიდევ ძალიან უჭირს გვერდზე მყოფის ნდობა, იმიტო რო უამრავი ინფორმაცია აქვს როგორი არასანდოა ყველაფერი გარშემო

სამხედრო-ტაქტიკურადაც კი ეგ არის უბედურება, დღეს თუნდაც მხოლოდ კომპ-თამაშების გადამკიდე, განათლებული ადამიანი ბევრად ხშირად ხვდება როცა არასწორ ბრძანებას აძლევენ – და არ უნდა შესრულება, ამიტომ ოფიცერი – კიდე უფრო ჭკვიანი უნდა იყოს და კიდევ უფრო ნაკლებად ცდებოდეს. ხმის აწევა და ღრიალი კი მუშაობს ყაზარმაში – ბრძოლაში მაგით ვერავის შეაშინებ, და სამაგიეროდ უნდობლობას კიდევ უფრო აღვივებ

(ამას გადიან ოფიცრები, სწავლობენ რო თანამედროვე ადამიანს უნდა პატივისცემით ელაპარაკო და ინტელექტით დაარწმუნო, ამიტომ რიგითსაც კი თქვენობით მოგმართავს სერჟანტი და ყველანაირად ცდილობს გაგრძნობინოს რო პატივს გცემს და ძაღლი არ ხარ)

უმეტესობა არ არის მოღალატე, უმეტესობას არ უნდა სისულელე მაიმუნობის “მამაოობა”

ყველას უნდა რო რაღაც ისწავლოს, თავისი ცოდნა/ძალა ირწმუნოს და თვის გვერდზე მდგომის, იმიტო რო მასთან ერთად მოუწევს სიკვდილი

და ვერავის ვერ “ჩააყენებ” ფორმაში ძალით – წამოვა ჯარიდან, მოწევს სიგარეტს, მანქანას მიაჩერებს ზედ სადარბაზოსთან, სახლში ავა ლიფტით და შედეგად 2 კვირაში ისევ 50 მეტრს ვერ გაივლის ფეხით

არა, მაგის მიღწევა ხდება იმით რო ადამიანი მოამზადო თეორია-პრაქტიკაში, მერე ყოველ 3-6 თვეში ერთხელ რამდენიმე დღიან (2-3 დღიან) შეკრებაზე დაიბარო და “პიარ ხრიკებით” დანერგო მიდგომა რო ყველამ მიაქციოს ყურადღება ზოგად ჯანმრთელობას

20 აჯიმანიეს რო გააკეთებიებ 3 თვე გადაბმულად, არაფერს არ ასწავლი, ამოაძულებ ყველაფერს და მერე გაუშვებ – მაგით ფორმაში ვერ გეყოლება, მაგით მარტო მოაკლე საბრძოლო ძალა ქვეყანას

სოციუმი უნდა გყავდეს ზოგადად ფორმაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამით და ცოტა იმით რო:

“მტერი კარზეა მომდგარი, წელს იყავი 3 დღიან სამხედრო შეკრებაზე? – დაიღალე 5კმ-იანი მარშით სასროლეთამდე? – <ფიტნეს კლუბი ძაან ძერსკი სახელი> – ხვდები ნამიოკს?”

და ის 2-3 დღეც უნდა დატვირთული და საინტერესო იყოს, პრობლემაა ხვდებით, პრობლემაა თანამედროვე განათლებული ადამიანი, სამხედრო თემაზე – 3 დღე გაართო, 6 თვეში ერთხელ, წლიდან წლამდე!

ყველაფერი იცის იმან 2-3 ეგეთი შეკრების მერე, და ბეზრდება, იმიტო რო ყველაფერი იცის რისი თქმაც შეგიძლია და მარტო “დაპრესვა” მიდის უკვე გავლილი მასალის(პრაქტიკულისაც) – მარა ნუ ესმის რო საჭიროა და 2 დღე ნაკლებად დაენანება.

მიცდია, სუ ამას ვაკეთებ

ყველას, დამიჯერეთ – ყველას აინტერესებს საბრძოლო განათლება, ყველა მზად არის მოგისმინოს, ყველა მზად არის იარაღი დაიკავოს, ყველა მზად არის ნახოს როგორ ხდება სროლა კედლის უკნიდან, ყველა მზად არის ისწავლოს სანგარი როგორ ითხრება – მარა მორჩა მერე, მერე გეკითხება კიდევ რას მასწავლი?

მერე უხსნი რაღაც ზოგად ტაქტიკებს, ეგეც ესმის: ” ააა, ეგ იმ კინოში მინახავს”, “აა ეგ როგორც იმ თამაშში” – “კი ვიცი, იუთუბზე იდო ვიდეო ამერიკელი სამხედროები ერაყში…”

მერე ეუბნები ეხლა სამხედრო ტექნიკა შევისწავლოთო, ხსნი ინტერნეტიდან მოქაჩულ სურათებს, ინტერესდება, ცოტა ხანში გეუბნებნება – ლინკები ჩამიგდე ჩემით წავიკითხავ, რამე ისეთი მასწავლე სანამ აქ ვარო და შენ…

შენ მორჩა, მერე ეუბნები რო მორჩა – უკაცრავად მარა მეტი რა გასწავლო აღარ ვიცი, მერე უნდა ელაპარაკო რაღაც ათას რვაას რომელიღაცა წელს როგორ დაამარცხა ნაპოლეონმა რუსები ნაწილ-ნაწილ – მარა ეგ მას კი არა ზოგ გენერალს არ ესმის ნორმალურად, და 100 კაცს რო ასწავლი მთავარს – იქედან 10 ისედაც დაინტერესდება უფრო ღრმად – დასერჩავს ინტერნეტში და თვითონ ისწავლის მაგასაც

ნიძლავზე ნებისმიერი ყველაზე არაფრის მცოდნე გოგოს (კი, სექსისტურად – გოგოს ამ შემთხვევაში) გავატარებ საბრძოლო მომზადების კურსს 3 დღეში, რის შემდეგაც უფრო მზად იქნება ვიდრე 100 წლის წინ 2 წელიწად გამოვლილი ვაჟკაცი, და ისე მომზადებული როგორც ჩვენი “სავალადებულო მონობა” არ ამზადებს წელიწადნახევარ “მონობაში”

იმიტო რო დღეს ზოგადი განათლების დონეა მაღალი, იმიტო რო განათლების საშუალებები არის საოცარი, იმიტო რო იარაღი, ტანსაცმელი და ყველაფერი მორგებულია ადამიანზე

და ამ 3 დღის მერე – ამ ადამიანს ექნება იმდენი საკუთარი თავის რწმენა – რო “რო რამე” – არ გაიქცეს წითელი ხიდისკენ, და არცერთ რუს წვევამდელ “ბიდლოზე” ნაკლებად არ იომებს

და მეტს ვერც მოთხოვ სამოქალაქოს და არც უნდა მოელოდე, ცხოვრებაში ის იურისტია, არქიტექტორია, პოვარია – და უნდა მისცე საშუალება იცხოვროს თავისი პროფესიით, გამოადგეს ოჯახს და ქვეყანას

მთავარია იცოდეს საბრძოლო მხრივ რაც აბსოლიტურად აუცილებელია იცოდეს, მთავარია გრძნობდეს პასუხისმგებლობას და იმდენად დააინტერესოს რო “დაგუგლოს” რაზეც იფიქრებს რო არ იცის

მთავარია ხანდახან მაინც იცოდეს რო “შეკრება ექნება” – თავისნაირებთან ერთად, სადაც პატარა “სიმულაცია” ექნებათ – და ამიტომ ჯობია სუ ელემენტარულ ფორმაში იყოს. და ეს ფორმა ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე 100 წლის წინ ჩვეულებრივი ადამიანის ფორმა იყო, დღევანდელი საკვების და ჯანდაცვის გამო

თქვენ იტყვით, რას ამბობ, როგორ ადარებ 100 წლის წინანდელ ჯანმრთელ ჯეეელსო

ვიის? – სურათები გინახავთ? – ჯარისკაცების, პირველ მსოფლიოში თუნდაც

და ეგენი არიან 18-20 წლისები!!!

და მე თუნდაც 35 წლის ქალზე გელაპარაკებით, 35 წლის ქალი რო არანაკლებ ფორმაშია ვიდრე 18 წლის ტესტესტერონის შიგაწვის ძრავზე მომუშავე მამრი, 100 წლის წინ – ყველაფერს ამბობს ეგ თანამედროვე ჯანდაცვაზე და საჭმელზე

30 წლის კაცი დაჩაჩანაკებული რო იყო უკვე და 40 წლის ცოცხალი თუ იყო გასაკვირი ამბავი

დღევანდელი 50 წლის კაცი არის ფორმაში როგორც მაშინდელი 30

შეიცვალა დრო, ძალიან შეიცვალა, შეიცალა იარაღი, შეიცვალა განათლება, უბრალოდ კი არ შეიცვალა, გამოსაშტერებლად შეიცვალა

რაის 3 თვიანი კარანტინი, რაის წელიწადნახევარი “მსახური” – იმ გაპრავებით რო “აბა სამხედრო მომზადება არ უნდა გაიარო?”

კი უნდა გაიაროს! –  2-3 დღიანი, წელიწადში ორჯერ, ყოველ წელს (განვადებასავით) და მორჩა – თუ მომზადებაზეა საუბარი

და თუ სპორტული კლუბი ხარ და გგონია რო “ფიზიკურ ფორმაში” შეინარჩუნებ ვინმეს, წაართმევ მაგდენ დროს და ტაშს დაგიკრავენ – მაგრად ცდები, ურჩევნია ფულს გადაიხდის ან ეგერ – ცრუ-მამაოდ აღიკვეცება

1 კვირა? – იქნებ, კი ბატონო – ოღონდ ყოველ წელს. მე მგონი მაინც ჯობია 2-3 დღე, ორ სხვადასხვა სეზონზე

1 თვე პირველი გაწვევა? – კარგი, იქნებ

არ ვიცი ეს 1 თვე რითი უნდა შეავსო, მარა კარგი, დავუშვათ რაღაც “team building” ეცადო, მარა როგორ ქნა რო ამასობაში არ შეგიძულოს როგორც მთავრობა – ცალკე თემაა, და უმთავრესი თემაა!

ეხლა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანს უნდოდეს იომოს და სჯეროდეს შენი

თორე სწავლით საკმარისს ხო გეუბნებით 3 დღეში ისწავლის შენი მტერი თუნდაც, დანარჩენს დაგუგლავს და მთავარია შენ იმაზე ნაკლებად არ იყო მოტივირებული

ეხლა უნდა ქნა ისე რო უნდოდეს მოვიდეს იმ 3 დღიან “პრქტიკულ კურსზე”, უნდა ქნა ისე რო სჯეროდეს რო საზარბაზნე ხორცად არ გინდა, უნდა ქნა ისე რო გაფასებდეს და უყვარდე

საუბარია როგორ გამოსწორდეს სამხედრო მომზადების მხრივ ვითარება, დღეის მდგომარეობით – დღეის საქართველოში.

ჩვენ არც ისრაელი ვართ, არც შვეიცარია, არც ფინეთი

თუ შეიცვლება ჩვენი მოცემულობა – რა თქმა უნდა – უნდა გადაიხედოს სამხედრო მომზადებისადმი მიდგომაც, მარა დღევანდელ საქართველოში, ამ ფინანსებით და იმ მიდგომებით რომლითაც ჩვენი სოციუმი არსებობს, მე მგონია რო მხოლოდ ასე შეიძლება დაძრა სიტუაცია სამოქალაქოების – მასიურად სამხედრო მომზადებისკენ, დაინტერესებისკენ და უკეთესი ფონის შექმნისკენ.

თორე 21-ე საუკუნეა, გასაქცევად მანქანა ყველას ყავს და რუსულად ყველა ლაპარაკობს და ლოგიკური აზროვნებაც ყველამ იცის იმდენი რო კარგად დაგილაგებს რატო მისცა ტრაკი მტერს და რო ისევ შენი ბრალია ეს ყველაფერი: გაგეკეთებია ნორმალური, თანამედროვე დროზე და განათლებაზე მორგებული სამხედრო მომზადება – ვიქნებოდი შენ გვერდითო, არადა და რა ვქნა ეხლა მე, პროგრამისტი ვარ და ვიქნები პროგრამისტი რუსეთის შემადგენლობაში, კი ბევრი რამე ცუდად იქნება – მარა ჩემზე მორგებულად და რეალობაზე აწყობილად არ მასწავლე და მეძახე ეხლა მოღალატეო

მერე მოკიდებენ ქეჩოში ხელს, უკრავენ თავს რუსეთის ჯარში (თან რუსეთის გარეუბან ქალაქებში პროგრამისტებს არავინ აძლევს გასაქანს, უმუშევარი რჩები და შენითაც მიდიხარ ჯარში მეტი გზა რო არაა) – და მერე როდესმე მიხვდება რო თავისით უნდა მოენდომებია, არა – იმას ვერ მოინდომებდა რო წელიწადნახევარი “ემსახურა” ნული განათლების მიღებით, უნდა მოენდომებია ცვლილებები სამხედრო მომზადებაში და ებრძოლა ამისთვის – და ეხლა მსახურობს რუსეთის ჯარში, ერთ ჩვეულებრივ მოუმზადებელ საზარბრაზნე ხორც-“ბიდლოდ”

მარა ეგრეა, ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატია, დემოკრატიას ბევრი დიდი პლიუსი აქვს, მაგრამ დემოკრატიას აქვს თავისი მინუსები, მათ შორის ის რო “ქეჩოში ხელს” ვერ მოკიდებ, უფრო სწორად დროებით მოკიდებ – მარა უარესად დაგიბრუნდება მერე უკან

სამაგიეროდ მსოფლიო დემოკრატიამ – გამოიწვია უსწრაფესი პროგრესი, განათლების და ტექნოლოგიების – რამაც მოგვცა საშუალება – გადავხედოთ სამხედრო მომზადების სისტემას და სხვანაირად მოვამზადოთ ადამიანები “საკმარისად” – ისე რო არ შეძულდეთ ქვეყანა, არამედ შეუყვარდეთ და დაიჯერონ.

და ბოლოს მაინც ბრძოლაში იბრძმედება ყველა, გინდა ასე მოამზადე გინდა ისე – რამდენიც არ უნდა “ამსახურო” ადამიანი – ბრძოლაში 1 დღე რო არ “უმსახურია” ისეთი ადამიანი შეიძლება ყველაზე მაგარი გამოდგეს. ამიტომ მთავარია ყველას მისცე საკმარისი თეორიული განათლება, ელემენტარული პრაქტიკული ცოდნა, დააინტერესო და გაუშვა იცხოვროს თავის ცხოვრებით, გამოადგეს ქვეყანას თავისი გზით – ოღონდ შენ მხარეს იყოს და შინაგანად განწყობილი ტყვია რო გავარდება გვერდში ამოგიდგეს, მეტის მოთხოვნა სამოქალაქოებისგან, ამ საუკუნეში, დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენს კულტურაში – თავის მოტყუებაა და უკუეფექტის მომტანი ჯამში.

 

 

 

 

 

 

 


მოქმედებები

Information

4 responses

19 03 2019
t-90

1) შენ ან ჩვენ როგორც ქვეყანამ რა ტექნოლოგიები შევქმენით ან ვქმნით? ცოტა აბსურდია ამის მტკიცება
2) 2 დღეში რო ასწავლით მანქანის ტარებას და მერე პრავასაც ასე რომ იღებენ შედეგი აღიწერება გზებზე არსებული მდგომარეობით და ავარიებში დაღუპული ადამიანებით (რომელთა რაოდენობაც წლიურად აჭარბებს 2008 წლის ომში დაღუპულთა რაოდენობას)
3) ფორმაში ყოფნა არის მინიმალური მომენტი, მოტივირებულობის შექმნაც, მთავარია ინსტიტუციონალური ორგანიზაცია რომლის მიხედვითაც არსებობს მობილიზაციის და შემდგომი საბრძოლო მოქმედებების წარმოების მექანიზმები. დალშე ჩემი მოტივირებულობიდან ხეირი ნოლია თუ მე საერთო კოლექტივში არ ჩავეწერე.
4) ჯარი არ არის კურორტი სადაც 3 დღე მიხვალ და შთაბეჭდიელებებით აღსავსე დაბრუნდები. ჯარი არც იარაღის სწავლაა, ჯარი არის პირველ რიგში ბრძანების შესრულება და მხოლოდ მერე სროლა და სხვა სამხედრო დისციპლინები.
“”””””””რაის 3 თვიანი კარანტინი, რაის წელიწადნახევარი “მსახური” – იმ გაპრავებით რო “აბა სამხედრო მომზადება არ უნდა გაიარო?”

კი უნდა გაიაროს! – 2-3 დღიანი, წელიწადში ორჯერ, ყოველ წელს (განვადებასავით) და მორჩა – თუ მომზადებაზეა საუბარი

და თუ სპორტული კლუბი ხარ და გგონია რო “ფიზიკურ ფორმაში” შეინარჩუნებ ვინმეს, წაართმევ მაგდენ დროს და ტაშს დაგიკრავენ – მაგრად ცდები, ურჩევნია ფულს გადაიხდის ან ეგერ – ცრუ-მამაოდ აღიკვეცება

1 კვირა? – იქნებ, კი ბატონო – ოღონდ ყოველ წელს. მე მგონი მაინც ჯობია 2-3 დღე, ორ სხვადასხვა სეზონზე

1 თვე პირველი გაწვევა? – კარგი, იქნებ

არ ვიცი ეს 1 თვე რითი უნდა შეავსო, მარა კარგი, დავუშვათ რაღაც “team building” ეცადო, მარა როგორ ქნა რო ამასობაში არ შეგიძულოს როგორც მთავრობა – ცალკე თემაა, და უმთავრესი თემაა!

ეხლა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანს უნდოდეს იომოს და სჯეროდეს შენი

თორე სწავლით საკმარისს ხო გეუბნებით 3 დღეში ისწავლის შენი მტერი თუნდაც, დანარჩენს დაგუგლავს და მთავარია შენ იმაზე ნაკლებად არ იყო მოტივირებული”””””””””
ეს არის გრანდიოზული სისულელე.
3 დღეშI და ერთ თვეში მოქალაქისგან ჯარისკაცს ვერ მიიღებ.
თორე სროლას რაღაც დონეზე (ისიც მხოლოდ ავტომატის და ისიც მხოლოდ ისე რო იქით მხარეს გაიშვიროს სადაც საჭიროა) ასწავლი კი 3 დღეში.
გარდა ამისა არსებობს უნარები რომლებიც უნდა იცოდეს ყველა ჯარისკაცმა, ეს უნარები შეიძIნება ვარჯიშით და არა უბრალოდ სწავლით. ისევე როგორც ჭადრაკის წესების ცოდნა არ ნიშნავს იმას რომ ჭადრაკის თამაში იცი.

“””””””””ჩვენ არც ისრაელი ვართ, არც შვეიცარია, არც ფინეთი”””””””””
რატომ არ ვართ? იმიტომ ხომ არა რომ ჩვენ არასწორად ვაშენებთ სახელმწიფოს და იმათმა სწორედ არმიის მშენებლობით დაიწყეს სახელმწიფოს შენება?

“””””””””

თორე 21-ე საუკუნეა, გასაქცევად მანქანა ყველას ყავს და რუსულად ყველა ლაპარაკობს და ლოგიკური აზროვნებაც ყველამ იცის იმდენი რო კარგად დაგილაგებს რატო მისცა ტრაკი მტერს და რო ისევ შენი ბრალია ეს ყველაფერი: გაგეკეთებია ნორმალური, თანამედროვე დროზე და განათლებაზე მორგებული სამხედრო მომზადება – ვიქნებოდი შენ გვერდითო, არადა და რა ვქნა ეხლა მე, პროგრამისტი ვარ და ვიქნები პროგრამისტი რუსეთის შემადგენლობაში, კი ბევრი რამე ცუდად იქნება – მარა ჩემზე მორგებულად და რეალობაზე აწყობილად არ მასწავლე და მეძახე ეხლა მოღალატეო””””””””””
და რა აზრი აქვს ესე მისცემთ ტრაკს თუ ისე? მაინც ტრაკის მიმცემებში აღმოჩნდებით. ეს მორალური განხრით.
და ისე რეალურად კიდე რა მოითხოვეთ რო გარდა 3 დღიანი კურორტისა (გვინდა მაინც ქართველებს ოჯახური რუტინიდან გაქცვევა და ბანაკში ომობანას თამაშI ხო? ) 3 თვაინი ნორმალური ჯანსაღი კარანტინი იყოს და წელიწადიანი მსახურება? რომლის შედეგად თქვენ მინიმუმი უნარებისა მაინც გექნებათ?

“””””””””
და ბოლოს მაინც ბრძოლაში იბრძმედება ყველა, გინდა ასე მოამზადე გინდა ისე – რამდენიც არ უნდა “ამსახურო” ადამიანი – ბრძოლაში 1 დღე რო არ “უმსახურია” ისეთი ადამიანი შეიძლება ყველაზე მაგარი გამოდგეს. ამიტომ მთავარია ყველას მისცე საკმარისი თეორიული განათლება, ელემენტარული პრაქტიკული ცოდნა, დააინტერესო და გაუშვა იცხოვროს თავის ცხოვრებით, გამოადგეს ქვეყანას თავისი გზით – ოღონდ შენ მხარეს იყოს და შინაგანად განწყობილი ტყვია რო გავარდება გვერდში ამოგიდგეს, მეტის მოთხოვნა სამოქალაქოებისგან, ამ საუკუნეში, დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენს კულტურაში – თავის მოტყუებაა და უკუეფექტის მომტანი ჯამში.
“””””””””

ეს არის ბოდვა.
რა პრაქტიკული ცოდნა
რა ტეორიული განატლება?
მაგას აგერ მაზნიაშვილის ლეგიონიც და აისიც იძლევა ზუსტად იმ მეთოდით რაც აღწერა და საკმაოდ ხარისხიანად და კაი საქმესაც შვებიან.
მაგრამ იქიდან ჯარისკაცთან მიახლოებულიც კი ვერ გამოდის. არც აქვთ პრეტენზია.
დალშე გვერდით ამოგიდგერბა და აი გივი შენა ქედან დაუარე ჯემალ შენ იქიდან არასერიოზულია ძალიან.
ბრძოლაში იბრძმედება ზოგადად, მაგრამ ბრძOლამდე თუ უცოდინარი და უნარების განვითარების გარეშე მივიდა აფხაზეთის ომზე დაბალი სამხედრო მომზადების ვიქნებით და ბევრად უფრო მეტი მოვკვდებით, ან გავიქცევით ან დავრჩებით ან ტრაკს მივცემთ ბოლობოლო.

პ.ს. ვორდპრესზე დაქუოთება არ ვიცი და დაემზარა დაგუგვლა. თქვენ კიდე ომში დაგუგლავსო.

21 03 2019
ირაკლი

ზოგადად ყველაფერში გეთანხმები, ალბათ. რეზერვი მაქვს გავლილი ომამდე – ერთ თვეში ბევრჯერ მეტი ტყვია მაქვს ნასროლი ვიდრე მას მერე რომელიმე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გატაცებულ ადამიანს(გადმოცემით ვიცი რომ წვრთნები არაა, სროლები არაა, მარტო ფხანაა).. ომობანაც ვითამაშეთ – ბავშურად ჟღერს მაგრამ, მოტივაციაც იყო და ხალისიც და ინტერესიც (დევნილების ბატალიონი იყო, ალბათ შედარებით მეტი სტიმული გვქონდა). უაზრობაა სამხედრო სამსახური სადაც იარაღზე ხშირად ყვერი გიჭირავს, ან საბრძოლო თეორიების მაგივრად სხვისი ისტორიებს(ჭორებს) ისმენ. ის რაც ახლაა ცალსახად მარაზმია, არაფრის მომცემი და დამაზიანებელი. ის რასაც გვთავაზობ დასახვეწი, მაგრამ ჩემის აზრით სწორი საწყისი.. ისრაელი ვფიქრობ სამაგალითოა: ქალი და კაცი, მუდამ მზადაა თავის დასაცავად. ჩვენ გულით მამაცები ვართ, ჭიქით ხელში განსაკუთრებით და ბირჟაზე.. მაგრამ უვიცობაზე საშიში არაფერია.

12 08 2019
Jetpack

ახლახანს გადავაწყდი შენს ბლოგს,ბევრ საინტერესო აზრს წავაწყდი,იმედია უფრო გააქტიურდები და მეტ მნიშვნელოვან აზრს შემოგვთავაზებ არა მარტო მილიტარიზმზე სხვა ბევრი თემის განხილვაც შესაძლებელია

12 08 2019
Nika

ახლახანს გადავაწყდი შენს ბლოგს,ბევრ საინტერესო აზრს წავაწყდი,იმედია უფრო გააქტიურდები და მეტ მნიშვნელოვან აზრს შემოგვთავაზებ არა მარტო მილიტარიზმზე სხვა ბევრი თემის განხილვაც შესაძლებელია

დატოვე კომენტარი