ამ პოსტში ბევრი ჩემი ადრე ნაწერი განმეორდება და ბევრს ეგონება ერთი და იგივეს ბაზრობს სულო, რაც სიმართლეა, მარა იდეა იმაშია რო ბოლოს და ბოლოს დაიდო თავდაცვის სამინისტროს რეზერვიზმის ახალი იდეა და კიდე ზოგიერთებს ჩემი ძველი ნაწერები დაავიწყდათ და ამიტო მეც ისე დავწერ ვითომ ადრე იგივე არ დამიწერია, სხვა შემთხვევაში მარტივად მოტივაცია არ მეყოფა თავიდან ბოლომდე ახლიდან ვიბურდღუნო რასაც ყოველთვის…
ი ტაკ:
რეზერვიზმის მოვლენის განხილვა შეუძლებელია საერთო სამხედრო მიზნების შეფასების გარეშე, ანუ რა გვინდა? რისთვის ჯარი? რისთვის ომი?
შარშან აგვისტომდე ყველა ვფიქრობდით რო რუსეთი ღიად არ ჩაერევა კონფლიქტში, რო შეიძლება იყოს მცირე “გამოვლინებები”, მარა ღიად და ლაღად – მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად ჩვენი ჯარი უნდა ყოფილიყო ძლიერი ბლიცკრიგის გამქაჩავი, მაღალპროფესიონალური ჯარი რომელიც შეძლებდა უმოკლეს დროში გამკლავებოდა ორიდან ერთ-ერთ მარიონეტულ რეჟიმს დროის ერთეულში (ყველა ძალიან შევშფოთდით როცა აფხაზეთის და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებებმა ურთიერთდახმრებას მოაწერეს ხელი, მარა ისიც გვეგონა რო არ მოხდებოდა)
დღეის სინამდვილე იმაშია რო ყველას გვესმის რო რუსეთის აგრესია სავსებით რეალურია.
ამასთან განსახლიველია სამი ტიპის შემთხვევა:
1. რუსეთის თვითნებური თავდასხმა ჩვენზე
2. ჩვენი რამე ზედმეტი განძრევა და რუსეთის “საპასუხო თავდასხმა”
3. ახალი კონფლიქტური რეგიონის გაჩენა, ან უკვე არსებულ კონფლიქტურ რეგიონში რაიმე გამწვავება, ჩვენი განძრევა და რუსეთის “საპასუხო” ან “სამშვიდობო” ჩარევა
სამივე შემთხვევაში გასაგებია რო რუსეთი გაითვალისწინებს წინა გამოცდილებას და ჩარევა კიდევ უფრო აგრესიული და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. ყოველშემთხვევაში არაფერი არ გვაძლევს საბაბს რაიმე სხვას მოველოდეთ.
ჯარის იდეა – არის სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის და მოსახლეობის კეთილდღეობის დაცვა, მეტი არაფერი აზრი არ აქვს ჯარს.
შესაბამისად ან უნდა გვყავდეს ჯარი რომელსაც ეს შეუძლია, ან ჯარზე ბიუჯეტის უზარმაზარი ულუფის ხარჯვას აზრი არ აქვს.
დღეს სიტუაცია ასეთია:
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სამუდამოდ good bye, ჩვენს უსაფრთხოებას დარჩენილ ტერიტორიებზე კი იცავს “საერთაშორისო საზოგადოება”, საუკეთესოს რასაც გვპირდება მთავრობა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში “12 საათია”, იმისტVის რო წითელი ხიდიდან გაქცევა მოვასწროთ, რომელი 12 საათიც ბევრ სამხედროს ალბატ სასაცილოდ ეჩვენება, რეალურად 5 საათის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის გამძლებიც კი არ ვართ, იმიტო რო რუსეთი დებილივით ერთი მხრიდან შეტევას არ დაიწყებს მოუმზადებლად და მეორე მსოფლიო ომივით გაწელილ ფრონტად…
როგორც რეზულტატი რუსეთმა თუ გადაწყვიტა საბოლოო ოკუპაცია, დაგეგმა და განახორციელა, თავისი დესანტირებებით და რამდენიმე მხრიდან შეტევით, თითებზე ჩამოსათვლელი საათების ბაზარია ჩისტა სამხედრო ოპერაცია, რო არაფერი ვთქვათ იმაზე რო მორალურად ხალხმა რო იცის რო მისი დაცვის ტრაკი არავის არ აქვს, მთავრობას წუთებში გადმოაგდებენ ასეთი აგრესიის შემთხვევაში – იქნებ რუსებმა გვაპატიონო.
გამოდის რო რუსეთის, იმენნა რუსეთის და არა უბრალოდ ცხინვალის კრიმინალების, “გაძლება” ერთადერთი იდეა და დავალებაა რაც შეიძლება ჯარს ქონდეს, და თუ ჯარს ეს არ შეუძლია და მაინც “საერთაშორისო ორგანიზაციების” მომრიგებლური ნიჭის იმედზე ვართ – მაშინ რატო იხარჯება ამდენი ფული, ენერგია, ადამიანების წლიდან წლამდე ცხოვრება “განგაშებში” და ა.შ.??
ხოლო თუ ამოსავალი წერტილი რუსეთთან ღია ომია – მაშინ რა არის საჭირო იმისთვის რო ჩვენს სამხედრო ძალებს გაძლების ტრაკი ქონდეთ და შესაბამისად სამხედრო მზადება უბრალოდ ბავშური ჯარისკაცობანას თამაში არ იყოს პირველივე თოფის გავარდნის შემთხვევაში ეგრევე ჩაჯმის პერსპექტივით?
მოდით პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის აგრესიის საკუთარ, ქართულ მიწაზე და პირობებში, გასაძლებად საჭიროა და საკმარისია სადღაც 60-70 ათასი პროფესიონალი ჯარისკაცი(საუბარია მებრძოლზე, 60-70 000 მებრძოლი და არა უბრალოდ “თავდაცვის სისტემის თანამშრომელი”), თავისი ტექნიკით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგოდ უხვად შეიარაღებული, საზღვაო წინააღმდეგობის ტექნიკით (საუბარია არა გემებზე არამედ გემ-საწინააღმდეგო, ხმელეთი-ზღვა ტიპის სარაკეტო სისტემებზე) და ა.შ. დღეს ეს რიცხვი შეადგენს სადღაც 10-15 მაქსიმუმ 20 ათასს, ისიც კააააააარგი გაწელვით. ანუ რეალურად საჭიროა 3-4 ამდენი პროფესიონალი ჯარი იმისთვის რო ჯარის ყოლას საერთოდ აზრი ქონდეს ჩვენს პირობებში.
პრობლემა იმაშია რო ჯარში არავის არ უნდა, არა იმიტო რო ასობენნა ჩმორი ქვეყანა ვართ, არამედ იმიტო რო ასეთია პროცენტული შეფარდება, პრაქტიკულად ყველა “ჩვეულებრივ” ქვეყანაში სადღაც 150 კაცზე 1 ჯარისკაცი მოდის, ასეა ჩვენთანაც, ასეა უკრაინაშიც, მარა მაგალითად დიდი ბრიტანეთში მხოლოდ 450 კაცზე მოდის 1 ჯარისკაცი, ნუ ნატოს იდეაც ხო იმაშია რო ნაკლები ჯარი იყოლიო მეგობარი სახელმწიფოების სამხედრო დახმარების იმედად. (უკრაინას ყავს 300 000 “სამხედრო მოსამსახურე”, ანუ ალბათ სადღაც 150 000 “მებრძოლი”, ჩვენ გვყავს 45000 სამხედრო მოსამსახურე, სინამდვილეში სადღაც 25000 მებრძოლი, დიდ ბრიტანეთს ყავს 131000 სამხედრო მოსამსახურე, მარა უნდა ვივარაუდოთ რო იმენნა მებრძოლების წილი ზა ტო მეტია – უკეთესი ლოჯისტიკის გამო)
როგორც რეზულტატი – სავარაუდოდ შეუძლებელია 4.5 მილიონიან ქვეყანას(თუ ვართ ვაფშე ამდენი) – ყავდეს 60-80 ათასი პროფესიონალი “მებრძოლი” (ანუ სადღაც 150 000 “სამხედრო მოსამსახურე” ჩვენი ლოჯისტიკის პირობებში) – მარტივად და უბრალოდ 30 კაციდან(პრი ეტომ საუბარია ქალიან კაციანა ბავშვიანა 30 ადამიანზე) – 1 ჯარისკაცი ვერ იქნება(შეგახსენებთ დღეს საშუალოდ სადღაც 150 ადამიანზე – 1 ჯარისკაცია საქართველოშიც და იმავე უკრაინაშიც)
რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რო რეგულარულ ჯარს შენახვა ჭირდება, ეს არის მთავარი პრობლემა – ქვეყანა უნდა მუშაობდეს, ბანკები, მაღაზიები, ფირმები, კომპანიები და უამრავი სფერო უნდა მუშაობდეს, ხალხი უნდა წვავდეს დენს, გაზს, უნდა ჭამდეს, იხდიდეს გადასახადებს და იმ გადასახადებით და კიდე ქვეყნის “მოგებით” უნდა ინახებოდეს – რეგულარული ჯარი. შენახვაში იგულისხმება ჭმევა, ჩაცმა, გათბობა, გადაადგილება, ყველაფერი, ყოველი ნაბიჯი რომელსაც ჯარისკაცი აკეთებს მისი მსახურების დროს – ყველაფერი ვიღაცა “გრაჟდანსკის” ჯიბიდან ამოღებული ფულია, პრობლემა არ არის – მთავარია ის გრაჟდანსკები უნდა არსებობდნენ და უნდა მუშაობდნენ – იმისთვის რო იყოს ფული ჯარისკაცის საარსებოდ. და აქვე დავუბრუნდები კიდევ ერთხელ იმ საკითხს რო თუ რუსეთის გამჩერებელი ჯარი არ გყავს და ტრაკი არ გვაქ და ომის შემთხვევაში ასეც და ისეც სხვის, გარე იმედზე, ვართ რას ვაწვალებთ ან იმ ჯარისკაცებს ან იმ გადამხდელებს ვინც იმ ჯარს ინახავენ?
მოკლედ შევთანხმდით რო რეგულარული ჯარის დალშე ზრდა თითქმის შეუძლებელია ფიზიკურად, გინდა ადამიანური რესურსების არ არსებობის გამო, გინდათ ფინანსურად.
არადა პრობლემა თავისთავად არსად არ ქრება იმითი რო შენ მეტი ჯარის ყოლის ტრაკი არ გაქ – ან ებრძვი რუსეთს საკუთარ მიწაზე და უძლებ, ან აზრი არ აქვს იმ 25000 კაცსაც.
მთავარი აზრი კრიტიკულ მასაშია, არც 40 000 მებრძოლს არ აქვს აზრი, კი – 40 000 მებრძოლი ნამდვილად შეძლებდა 12 საათით შეჩერებას, მარა ეს არი მიზანი? – მიზანი უნდა იყოს აბსოლიტური შეჩერება მტრის, პრი ეტომ არა 1 დღით, არამედ 2-3 კვირით მაინც, მისი სრული აგრესიის პირობებში – სრულად შეჩერება მაინც, რო არაფერი ვთქვათ პრინციპში ტრაკის ქონაზე საკუთარ მიწაზე შენითვე წამოიწყო ომი და საკუთარი მიწის ფარგლებში დაჟე მოიგო რაც მოსაგები გაქ.
საჭიროა იმენნა 80 000 მებრძოლი ადამიანი – იმისთვის რო შეიძლებოდეს თქვა რო – რამდენიც საჭიროა – გავძლებთ.(დაჟე ჩვენ მთებში იქეთ კონტრ-შევუტევთ)
მარა!
არც ეს არის საკმარისი – პლიუს საჭიროა უზარმაზარი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, საჭიროა უზარმაზარი ნდობა, საჭიროა გაგება და გააზრება რა ხდება, მერე 80 000 კაცს ჭამა ხო უნდა ბრძოლისას ბოლოს და ბოლოს? – და კიდე დაჟე იმ 80 000-ის პირობებში ზურგის დამცველებზე მაინც არ გეყოფა ხალხი.
როგორც წესი დანარჩენი საზოგადოების “ამბავში ჩაბმის” საკითხი მოხალისეობით წყდება ხოლმე, მოხალისეები კარგია იმიტო რო დამატებით ცოცხალი ძალაა + “ქუდზე კაცი” ძალიან საჭირო ეფექტია საზოგადოების მზაობის და გამძლეობის სწორ კალაპოტში მოსაყვანად.
აქ კი პრობლემა ჩვენს ზომებში და თანამედროვე ომის რეალიებშია:
მოხალისეს 1 დღეში ვერ მოამზადებ და ვერ შეიარაღებ, არადა მეტი დრო არ გვაქ, 80 000 პროფესიონალი მებრძოლიც რო იყოს, მოსახლეობის ჩართულობა საჭიროა პირველივე საათებიდან, და უარეს შემთხვევაში პირველივე დღეებიდან, არადა იმისთვის რო მოხალისე მართლა საზარბაზნე ხორცი არ იყოს 1 კვირა მომზადება მაინც გინდა, რო არაფერი ვთქვათ იმაზე რო ასეთი მოხალისეც უფრო მეტს გააფუჭებს სადაც მოხვდება ვიდრე გააკეთებს, + მასობრივად ასეთი მოხალისეები წარმოიდგინეთ… ეს ადრე იყო რო ომები თვეობით გრძელდებოდა და დრო იყო ჯერ მოხალისეების მორალურად მომზადებისთვის რო ჩაწერილიყვნენ, მერე უკვე წვრთნებისთვის და მერე კიდე გადასროლისთვის და მერე ის მოხალისე კიდე ეჩვეოდა იქაურობას სანამ “ცეცხლთან” მთლად ახლოს მოუწევდა მისვლა, და როგორც წესი ომები გრძლებოდა წლები და მოხალისეც რეალურად კაი ხნის ჯარისკაცი იყო პირველად რო თავს სადმე პიზდეცში გაყოფდა.
დღეს ყველაფერს საათები და საუკთესო შემთხვევაშში 1-2 დღე წყვეტს, მითუმეტეს ჩვენი ტერიტორიის ზომები ყველას კარგად მოგეხსენებათ.
დავუბრუნდეთ რეალობას და გადავიდეთ რეზერვიზმზე, თან გაითვალისწინეთ რომ:
1. ჩვენ საუკეთესო ვარიანტში ფიზიკურად შეგვიძლია გვყავდეს 25000 პრეფსიონალი მეომარი, რომლის შენახვასაც დანარჩენი მოსახლეობა შეძლებს ისე როგროც ინახავს დღეს.
2. მოხალისეობის დაწყება ომის დაწყების მომენტში დღეს – შეუძლებელია და ეფექტი არ აქვს.
3. უნდა ვემზადებოდეთ ძალიან სერიოზულ და დიდ მოწინააღმდეგესთან დასადგომად.
ი ტაკ:
ერთადერთი სიტუაცია რა შემთხვევაშიც ჩვენი სამხედრო ძალების არსებობას აქვს აზრი – არის თუ მას შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს.
და გადავწყვიტეთ რო 80000 პროფესიონალი მებრძოლი ვერ გვეყოლება, მაშინ უნდა გვყავდეს 2 ან 3 მაგდენი არაპროფესიონალი მებრძოლი.(იქნებ 5 მაგდენი, მარა მინიმუმ პროფესიონალებიანა 100 000 მაინც ხო უნდა გვყავდეს რო ვიფიქროთ რამე აზრი მაინც აქვს ცდას მაინც…)
ამასთან ერთად გავარკვიეთ რო “თოფი რო გავარდება” მერე ამ ხალხის მოკრებას, მომზადებას და შეიარაღებას ვერ მოვასწრებთ სულ რო იყოს ამდენი მსურველი პირველივე დღეს.
ამიტომ საჭიროა აქტიური რეზერვი, რაც შეიძლება მეტი, 100 000 +, 200 000 – პრაქტიკულად საკმარისი, 300 000 – მშევნიერი!.
რეზერვი არის სინონიმი მოხალისეობისა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში.
გინდა იყო მოხალისე ომის დროს? – ჩაეწერე რეზერვში, ივარჯიშე სანამ ომი დაწყებულა, და ომი რო დაიწყება – იქნები მოხალისე და არ იქნები საზარბაზნე ხორცი.
რეზერვიზმი უნდა იყოს აუცილებლად ნებაყოფლობითი, იმიტო რო რეზერვიზმი ეფუძნება თვითმოტივაციას, სხვანაირად ყველაფერი კიდე უფრო დამთრგუნავი და უარესი იქნება ვიდრე დღეს სავალდებული სამხედრო სამსახურია.
რეზერვიზმი უნდა იყოს აუცილებლად მორგებული თანამედროვე რეალურ “გრაჟდანსკი” ცხოვრებას.
რეზერვის ფორმა უნდა იყოს არჩევითი, უმეტესობა კმაყოფილი იქნება ომის შემთხვევაში დარჩეს იქ და დაიცვას ის სადაც არის, ცხოვრობს და ცხოვრობს მისი ოჯახი.
მარა ბევრია ვისაც უნდა უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს ომში და იქ იყოს სადაც ფრონტის ბედი წყდება, ამიტო რეზერვისტის მიღებისას უნდა იყოს არჩევანი – გახდე აგრესიული რეზერვისტი, თუ დაცვითი რეზერვისტი, და კი სიტყვა აგრესიული სპეციალურად ვთქვი – რეზერვიზმი მთლიანად დაფუძნებულია მიკრო და მინიატურულ ჰიუმან რესურს მენეჯმენტზე, ყველა პატარა სიტყვა, ყველა პატრა ხრიკი რომლითაც შეიძლება რეზერვისტების თვითშეგნების სწორ კალაპოტში მიმართვა – უნდა იქნეს გამოყენებული.
დავიწყოთ თავიდან:
პირველ რიგში ვარჯიშების რეალურ ცხოვრებაზე მორგებული განრიგი.
მაგალითად:
სეზონში 1-ხელ 1 კვირა – უმეტესობა ხალხისა ვისაც კარგად განემარტებათ სატელევიზიო რეკლამებით რო რეზერვიზმი – არის ჩვენი მოხალისეობა და აზრიანი მოხალისეობა – იმიტო რო გექნება იარაღი, ფორმა, მზაობა, ადგილი და მთელი ამბვი ომის დროს, უმეტესობა ხალხისა დათანხმდება ზამთარში 1 კვირა, გაზაფხულზე 1 კვირა, ზაფხულში 1 კვირა და შემოდგომაზე 1 კვირა ივარჯიშოს, მეტიც, ბევრი ბედნიერი იქნება, მეტიც – უფრო ეფექტურად მოხდება ინფორმაციის ათვისება.
ფიზიკურად რეზერვისტს ვერც 3 თვიანი კურსისას ვერ მოამზადებ, როგორცკი გაუშვებ სახლში – ეგრევე კარგავს ყველა ბანკირი ფორმას და იღებს სკამის ფორმას, არც უნდა ეცადო, არ უნდა იყოს მცდელობა “დაჩაგრო” გრაჟდანსკი და გადააქციო ჯარისკაცად, არა – ის გარჟდანსკი ყოველ თვე იხდის ფულს – იმისთვის რო არსებობდნენ ჯარისკაცები, რეზერვისტი კიდევ არის ნებაყოფლობითი თვით-წვრთნა, მეტი არაფერი, უბრალოდ მომეცით ინფორმაცია, დამაჯგუფეთ, მასწავლეთ როგორ გადავადგილდე, როგორ ვიმოქმედო, როგორ ვისროლო, როგორ ვიურთიერთო, ომის შემთხვევაში ფიზიკურად მზად მაინც ცოტა იქნება ასეც და ისეც.
ასე 1 კვირიანი რეჟიმით მთელი 28 დღე გამოვა წელიწადში, სავსებით საკმარისია, 5-6 წელი რო კრიბო ასე ხალხი – მშვენიერი, ძალიან გააზრებული და ძალიან კარგად მომზადებული უზარმაზარი მასა გამოგივა.
შეიძლება სხვა რეჟიმებიც, მაგალითად: სეზონზე 4 შაბათ-კვირა, ან 6 შაბათ კვირა (12 შესაძლებელიდან), რა პრობლემაა? – ყოველი შემდეგი შაბათ კვირა – მიდიხარ რეზერვში, შაბათ დილას მიდიხარ შეკრების ადგილზე, ჯდები ავტობუსში და კვირას საღამოს გვიან – ჩამოდიხარ. წელიწადში საშუალოდ გამოვა 48 დღე(ყოველი შემდეგი შაბათ კვირა რო იყოს) – არც ცხოვრებაში შეეშლება არავის ხელი და ასევე უამრავი მსურველი თავისუფლად ჩაეწერება. ასევე კარგად გამოვა მომზადება და ბევრ ინფორმაციას გაიტანს რეზერვისტი ჯამში, მეტიც – ფიზიკურადაც კი შეიძლება რაღაც დონეზე ფორმაში შენარცუნება.
არაა საჭირო ყოველი შემდეგი კვირა, საკმარისია 3 კვირაში ერთხელ შაბათ კვირაც, + წელიწადში ერთხელ 1 კვირიანი რაღაც სიმულირებული ვარჯიში საბრძოლო ვითარებაში, სადღაც ივნისის ბოლოს, სანამ ჯერ ყველა მუშაობს მარა უკვე დასვენება უნდათ. ვიმეორებ – რეზერვიზმი მთლიანად არის, მთლიანად, არის არა სამხედრო მენეჯმენტის საკითხი, არამედ იმენნა ადამიანური რესურსების მენეჯმენტის რაღაც სუპერ სამყარო, მთლიანად ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული, როგორ იგრძნოს გრაჟდანმა თავი საკმარისად კომფორტულად და ამასთან ერთად როგორ მოვამზადოთ ისე რო ომის დროს მზად იყოს მორალურადაც, არ გაიქცეს და დაიმალოს, და თეორიული+პრაქტიკული ცოდნის მხრივაც. ვიმეორებ – ყველა გრაჟდანი მთელი ცხოვრება იხდის ფულს, იმსთვის რო ჯარისკაცის “უბედური” ცხოვრებით – იცხოვრონ სხვებმა და დაიცვან ის, შესაბამისად რეზერვიზმი უკვე არის ზედმეტის მოთხოვნა გრაჟდანსკისგან – და კიდე მასზე გლუმლენიე და 45 დღიანი სადიზმი და ადგა ჯარი გატრაკება? – იასნია რო არავინ არ ჩაეწერება. გარდა იმისა რო 45 დღე არავის არ აქვს ყოველ წელს, კიდე ჯარის უბედურებების გადატანა რო მდომოდა ჯარში წავიდოდი ბანკში კი არ დავითხრიდი თვალებსო…
მარა ყველას ესმის რო იმენნა როცა ომია – იქ არჩევანი აღარ არის და ჯობია ომობდე ვიდრე იჯდე და ტელევიზორის წინ გცხვენოდეს.
ანუ სისტემა ასეთია:
რეზერვში გაიწვევიან ყველანი 20+ ასაკისა, დამთავრებული რავი 45 წლით.
ნებისმიერი სამხედრო გამოცდილების მქონენი.
გაწვევისას რეზერვისტი აირჩევს მისი განაწილების პრინციპს: აგრესიული რეზერვისტი, დაცვითი რეზერვისტი.
შესაბამისად აგრესიული რეზერვისტებისთVის იქნება წელიწადში 4 ცალი 1 კვირიანი შეკრება, ვთქვათ.
დაცვითი რეზერვისტებისთვის მხოლოდ სეზონზე 3 შაბათ კვირა.
ზაფხულის 1 კვირიანი “აგრესიული რეზერვისტების” შეკრებისას ასევე გაიწვევიან დაცვითი რეზერვისტებიც იმავე 1 კვირით და ჩატარდება საერთო ერთობლივი წვრთნები.
აგრესიული რეზერვისტები:
წარმოადგენს მოხალისეთა იმ ჯგუფს რომლებსაც აქვთ სურვილი ბრძოლების შემთხვევაში გადასროლილი იქნენ საბრძოლო ვითარებების უშუალო მიმდინარეობის ადგილებში.
დაცვითი რეზერვისტები არიან მოხალისეები რომლებსაც აქვთ სურვილი პროფესიონალურად დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი ადგილები და განთავსებულნი იქნებიან მათი ჩაწერის მისამართის მიხედვით.
შესაბამისად მომზადებაც ხდება სხვა და სხვა ნაირად – დაცვით რეზერვისტებს ამზადებენ პირველ რიგში იმ პირობებში დაცვითი ბრძოლის საწარმოებლად რომელშიც ცხოვრობენ, ქალაქელებს – იმ კონკრეტულ ქალაქში რომელშიც ცხოვრობენ, სად არის საკვანძო სტარეტეგიული ადგილები, არა “სტრატეგიული მნიშვნელობის შენობები” არამედ იმენნა სტრატეგიული მიმართულებები, სიმაღლეები, გამაგრების ადგილები. მერე კონკრეტულად რა როგორ გამაგრდეს, არა უბრალოდ თეორია, არამედ იმენნა, გასვლა იმ ადგილზე, ახსნა – აქ უნდა გაითხაროს სანგარი, აქ ძოტი გაკეთდება, მორიგეობა? – საკმარისია ამა და ამ პოსტებზე, დანარჩენებს ძინავთ აქ… და ა.შ.
დაცვითი რეზერვისტების ომის დროს მსახური – მორიგეობით(თუ რაოდენობა საშუალებას იძლევა) – რეზერვისტი მორიგეობს 12 საათი, მერე აბარებს მხოლოდ იარაღს, მიდის სახლში – ჭამს, სვამს, ისვენებს ოჯახის ხარჯზე, 24 საათის მერე ბრუნდება პოზიციაზე(ანუ მორიგეობ ერთი დღე, მერე მორიგეობ შემდეგი დღის ღამე)
ძირითადი მიზანი – საკუთარი დასახლებული პუნქტის დაცვა, სულ ერთია სოფელია ეს და სუ 20-ეულია მის დაცვაში დაცვითი რეზერვისტები თუ თბილისია და 50 000 კაციანი დაცვითი რეზერვისტების არმია იცავს.
აგრესიული რეზერვისტები ომის დროს – იკრიბებიან შეკრების ადგილებზე, ნაწილდებიან მიმართულებების მიხედვით და ძირითადად ასრულებენ სახიფათო მიმართულებებზე დამატებითი დაცვის ფუნქციას, წვრთნებისას განსაკუთრებულად წარჩინებული ნაწილები – შეიძლება პრიამა გადაისროლებიან იქ სადაც ყველაზე დიდი პიზდეცი აქვს ძირითად არმიას.
საბოლოო ჯამში რუსეთის სრული აგრესიის პირობებში ყველა აგრესიულ რეზერვისტს მოუწევს ომი იქ სადაც ფრონტია, და ბევრ დაცვით რეზერვისტს მოუწევს გამკლავება ასევე მტერთან – მათ შორის ბევრს მარტივად იმიტო რო მათ დასახლებულ პუნქტზე გავა ბრძოლის ველი (ნუ ვთქვათ სოფელ ერედვის დაცვითი რეზერვისტები – ხო გასაგებია რო პირველივე დღიდან იომებენ, მათ დაემატებათ კიდე ბლომად აგრესიული რეზერვისტები სხვა და სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან და – მშვენივრად გამოუვათ საბოლოო ჯამში საქმე), ასევე ამ გზით ძალიან სერიოზულად იქნება გაკონტროლებული ზურგი დესანტირებების ამბავში.
ასევე არ დაგვივწყდეს რო ამ გზით – მთელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა აქტიური გააზრებული მონაწილე ხდება საბრძოლო მოქმედებებისა, წინასწარაც კი – რეზერვისტების სწავლების ნაწილია რა უქნან ოჯახებს, რო სოფელში უნდა გაიყვანო ქალები და ბავშვები, რო განსაკუთრებით თუ სტრატეგიულ შენობებთან ცხოვრობენ ახლოს – ჯობია ნათესავთან გადავიდნენ გვერდზე უბანში და ა.შ. + როცა შენი ქმარი ამდენი წელი აქტიურად ვარჯიშობს და ემზადება ჭურში ვერ ჩაჯდები, ცოლიც, შვილებიც, დედაც, მამაც, ემზადებიან მორალურად და ფიზიკურად და ომის დროსაც ყველაფერი უფრო სწრაფად და გააზრებულად დალაგდება.
ასეთი რეზერვისტების დალაგების პირობებში სადღაც კიდევ დამატებით 25000 აგრესიული რეზერვისტი რო მოგროვდეს – იდეალურია, + სადღაც 75000 დაცვითი რეზერვისტი და თავი ქუდში გვაქ.
სინამდვილეში კარგი დაგეგმვით, კარგი შესრულებით და კარგი და სწორი ჰიუმან რესურს მენეჯმენტით უფრო დიდი რიცხვების მიღწევაც შეიძლება, ამასთან სრულიად და აბსოლიტურად ნებაყოფლობით საფუძვლებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოხალისეს შემთხვევაში – ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილით ომობდეს და არა იმიტო რო მტავრობამ დააძალა, მიუხედავად იმისა რო სიკვდილი მაინც სიკვდილია და რეალურად რა აზრი აქ ცოტა გაუგებარია – მაინც, ყველასთვის მნიშვნელოვანია რო თვითონ ჩაეწერა და სხვას ვერ დაადანაშაულებს ტყვიების წულში გარშემო.
კიდევ ცოტა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ადამიანების განაწილება:
პირველ რიგში იმჰო 20-ეული ძალიან დიდი ერთეულია სამართავად, უფრო მარტივი იქნება რეზერვისტების 10-ეულები და 50-ეულები და შესაბამისად ბატალიონი, 3-5 ასეთი 50-ეული.თ.
რეზერვისტების განსაკუთრებით აგრესიული რეზერვისტების 1 ათეულში სასურველია განაწილებული იქნას 1 მაინც სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანი, სასურველია საბრძოლო გამოცდილებისაც, სულ ერთია წლოვანება და სტაჟი. თუ დიდი სტაჟი აქვს და კარგი პასლუჟნოი სპისოკი – მოჟნა ი 10 მეთაურად, სწორი რეკლამის და შეთავაზების პირობებში პრაქტიკულად ყველა ყოფილი სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანი მოვა და ჩაეწერება, და ასეთი ადამიანები ბევრად მეტია ვიდრე 3000, სადღაც 10 000-მდე ადის ჯამში, თავისუფლად შეიძლება 20-25 ათასიან აგრესიულ რეზერვისტებში თითო ათეულში 1 “მოსამხედროვე” (ყოფილი სამხედრო ან საბრძოლო გამოცდილების მქონე) ადამიანი იყოს
რა არის ამისთვის საჭირო?
აგრესიული რეზერვისტებისთვის – სეზონზე 1 კვირიანი გაწვევების შემთხვევაში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ჯამში საჭიროა ყოველ 1 კვირაში 2000 კაცის დატევის და გაწვრთნის საშუალება. რაც ვაფშე არაა პრობლემა, ანუ როტაციის პრინციპით რა, 1 კვირა ერტი სასტავი, მერე მეორე სასტავი და ასე 12 კვირის მერე – ისევ პირველი სასტავი, ჯამში სადღაც 22000 კაცი აგრესიული რეზერვისტები, მეტიც შეიძლება, ნაკლებიც, ეს მთელი საქართველოს მასშტაბით, იგივე სამ რეგიონად რო დაიყოს ტამ 500-800 კაცი თითო საწვრთნელ ბაზაზე საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის.
დალშე დაცვითი რეზერვისტებისთვის, ვთქვათ თვეში ერთხელ შაბათ-კვირას შეკრების პირობებში საჭიროა: 20 000 კაცისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ლექციების ჩატარება, ვთქვათ შემდეგი პრინციპით:
ჩვეულებრივი სკოლების და უნივერსიტეტების აუდიტორიების ტერიტორიაზე: ტარდება თეორიული ლექციები რეგიონების მიხედვით.
მერე ყველა მიდის სახლში, კვირას დილას ყველა იკრიბება და გასვლა პოლიგონზე სასროლეთზე და პატარა პრაქტიკული ვარჯიშები.
რო დაფიქრდე ადამიანი თეორიული მომზადება არაფერი ისეთი არ არის, სრედნი “გრაჟდანისთვის” 10 ლექციის ბაზარია ყველაფერი ზოგადი თეორია რაც უნდა იცოდეს დაცვის ამბავში, ნუ 10 ისეთი ლექციის რო ლექციაზე არ დაეძინოს, ანუ ინფორმაცია საკმაოდ დაწნეხილად მიეწოდებოდეს. პრაქტიკა კიდე ტამ სტანდარტული მარაზმი: მიზანში სროლა, ტამ მდგომარე, მჯდომარე, მწოლარე, ბუნკერების და ბარიკადების მომზადება, სანგრების გათხრა(იესლი ასობენნა ნადა), ტამ ქალაქის დაცვითი რეზერვისტებისტVის უმარტივესი CQB პრაქტიკა – კარებებში შესვლა, გრანატების ფანჯრებში შეგდება და ა.შ.
აგრესიული რეზერვისტების მომზადება უფრო საინტერესოდ იქნება:
გადაადგილებები, დაზვერვები, ჩასაფრებები, პოზიციის გამაგრებები, იასნია ეს ყველაფერი მუდმვად პრაქტიკასთან ერთად.
რეზიუმირების ამბავში:
სბოლოო ჯამში ასეც და ისეც თუ რამე გვინდა – უნდა რუსეთის გაძლების ტრაკი გვქონდეს, დღევანდელ პირობებში არანაირი შანსი არ არსებობს, კარგი მომზადებული რეზერვის პირობებში იასნია რო 10-დან 1 კაცი გაამართლებს, მარა ისიც ძალიან დიდი საქმე იქნება, 200 000 კაციანი რეზერვი თუ მოხერხდა ერთი… 40 000 მაინც ხო გამოდგება იქედან აზრიანი მებრძოლი, დანარჩენები მიასოც საჭიროა, რეალურად რუსეთს სუ რო ჭიპზე გასკდეს მთელი ომის წარმოება შეუძლია ჰა-ჰა 150 000 კაცით, ანუ დამპყრობელი ომის, დაცვისთვის რუსეთს კაი მილიონი კაცი ყავს ალბათ თავისუფლად, მარა მტრის მიწაზე შესატევად?… როგორც ჩვენ გვყავს მტრის შესატევად სულ 25000 მაქსიმუმ, ეგრე რუსებს ჰა ჰა ჰა ჰააააააა რო მოკვდე 200 000 კაცი ყავს სულ, მაქსიმუმ.
ხოდა გამომდინარე იქედან რო ჩვენ ძირითადად დაცვა მოგვიწევს, გამომდინარე ჩვენი რელიეფის სპეციფიკიდან და შესაბამისად ტექნიკის გამოყენების შეზღუდულობიდან, გამომდინარე იქედან რო თუ მთელი ქვეყანა იომებს ძალიან მაგარი შედეგების მიღება შეიძლება შემართების მხრივ და ა.შ.
შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაცვითი ომის წარმოება და დაჟე შეიძლება მცდელობა იმ 25000 პროფესიონალი მებრძოლის იმდენად გამონთავისუფლების რო ტამ ცხინვალის ალყაში მოქცევაზე იჩალიჩო, კოდორი იქნებ დაიბრუნო და ა.შ.
ეს იასნია არი სრული აბსოლიტური ოცნებები, აბსოლიტური მარაზმია ყველაფერი, მარა მთელი ომობანა ასეთ… “იდეალისტურ მარაზმს” ეფუძნება, ხოდა ვინც უფრო დაიჯერებს – საბოლოოდ ის იგებს :დ
პ.ს. ეხლა მითხარით რა უნდა აზრიანი ვთქვა +3000 კაციან მე-6 კადრირებულ ბრიგადაზე? – რეალურად ჯარიდან წასული სამხედროების “დასჯის” მეთოდზე, არაფერი რეზერვი ეგ არ არის, ეგ არის იმ ხალხის აღება, ვინც ირიცხება იმენნა “სამხედრო რეზერვად” – და ერთ ბრიგადაში თავის მოყრა. ვერცერთი სამსახურიანი “გრაჟდანსკი” მანდ ვერ წავა, ვინც წავა უსაქმური – წავა ხელფასისთვის, და მერე იქნება იქედან გამოქცევები და უბედურება საქმე საქმეზე რო მიდგება… არაფერი ხელფასი რეზერვისტს არ ჭირდება – იმიტო რო რეზერვისტი, როგორც იდეა, თვითონ არის ვინც ინახავს თავისივე ხელფასიდან – თავისივე ჯარს, მარაზმი არაა თხა გავყიდე თხა ვიყიდე?? – მევე ვიხდი გადასახადებს და მევე მსახურებ, თუ ეგრე წავიდა გადასახადებისგან გაანთავისუფლონ(ცნობილი პრაქტიკაა მსოფლიოში) – მარა არც ეგ არ არის საჭირო, არაა საჭირო “წახალისება”, ვისაც უნდა წავა, ვისაც არ უნდა მერე ნელ-ნელა აყვება.





Recent Comments